განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.07.2019
საქმის ნომერი
330310017002022352
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002022352

საქმე №3ბ/2452-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

02 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი----- პ------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ----------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ი----- პ------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 მაისის განჩინებით (საქმე N10ა/25-17) მცხეთის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის - გ------ი ც---–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მოლდოვეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - ი----- პ------ას შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 (სამი) თვის ვადით. საექსტრადიციო პატიმრობის ვადა აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისის, 14:10 საათიდან.

 

2017 წლის 2-----სს შედგენილი ოქმის თანახმად, 1987 წლის 7-----------–ს დაბადებულ ი----- პ------ას (I--- P-----) მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე წერილობით განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ. ოქმის შინაარსს თარჯიმნის მონაწილეობით გაეცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი, რომელიც ადასტურებს, რომ მას უფლებამოსილი პროკურორის მიერ წერილობით განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ. ოქმის შედგენის ადგილია N8 პენიტენციური დაწესებულება და ხელს აწერენ: პროკურორი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი და თარჯიმანი.

 

2017 წლის 1------სს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი----- პ------ას ადვოკატმა ლ----------მ N2------- შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა ი----- პ------ას მიერ გაშვებული ვადის - 15 კალენდარული დღის საპატიოდ ჩათვლა. ასევე, მიეცეს საშუალება თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს რათა არ იქნეს ექსტრადირებული თავის ქვეყანაში.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს პროკურორ ნ------ ზ-------–---–ის 2017 წლის 3-------ის N1------- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს, მის 2017 წლის 2--------ს წერილთან დაკავშირებით ეცნობა, რომ 1987 წლის 7-----------–ს დაბადებულ ი----- ფ------ას (პ------ას) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების თაობაზე განემარტა 2017 წლის 2-----სს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. აგრეთვე, ი. პ------ას გადაეცა მითითებული განმარტების რუსულენოვანი ეგზემპლარი.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 0-----–-სის N0------------- წერილით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი----- პ------ას ადვოკატს ლ----------ს, მისი 2017 წლის 1------სის N2------- შუამდგომლობის პასუხად, განემარტა, რომ სამინისტროს მიერ უარი ეთქვათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ი----- პ------ას მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 0-----–-სის N0------------- წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეძიოს დევნისაგან თავშესაფარი სხვა ქვეყნებში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით, ამასთან, ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური დანაშაულისა, ანდა ქმედობისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის აქტები ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმი, წარმოადგენენ ლტოლვილთა მიმართ საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ერთობლიობას და შეიცავენ იმ პირთა დაცვის მექანიზმის ძირითად დებულებებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი ქვეყნები დევნის, შეიარაღებული კონფლიქტის, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ან სერიოზული ზიანის სხვა ფორმების შედეგად.

 

1951 წლის კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმით არის აღნიშნული მისი ერთ–ერთი მთავარი მიზანი - ლტოლვილთა მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის უზრუნველყოფა.

 

,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის (საქართველო შეუერთდა პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის N 1996 -IIს დადგენილებით) პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 3-------ის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და მის მიზანს წარმოადგენს - ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა და გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი ,,საერთაშორისო დაცვა" ამ კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

ზემოხსენებული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას. მე-4 პუნქტში კი მითითებულია, რომ საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საექსტრადიციო პროცედურების განხორციელებისას საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება. ამასთან, ხსენებული კანონის 72-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მოახდინოს მისი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირება, ამასთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტოს მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება და შესაბამისი დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს სამინისტროს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----- პ------ა არის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 2-----სს შედგენილი ოქმის თანახმად, 1987 წლის 7-----------–ს დაბადებულ ი----- პ------ას (I--- P-----) მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე წერილობით განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ. ოქმის შინაარსს თარჯიმნის მონაწილეობით გაეცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი, რომელიც ადასტურებს, რომ მას უფლებამოსილი პროკურორის მიერ წერილობით განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ. ოქმის ხელს აწერენ: პროკურორი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი და თარჯიმანი.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონი იმპერატიულად ადგენს საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას უცხოელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების ვალდებულებას. ამას გარდა, კანონი ავალდებულებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება. უფრო მეტიც, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის 27-ე, 35-ე, 56-ე მუხლებით უცხოელისათვის უზრუნველყოფილია თარჯიმნის უფასო მომსახურების მიღება თავშესაფრის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე, მათ შორის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მომზადების, ასევე გასაუბრების პროცესის წარმართვისას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი----- პ------ას, იმ ფონზე როდესაც მას, მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე წერილობით განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ, შეეძლო მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე მოეთხოვა საერთაშორისო დაცვა როგორც 2017 წლის 2-----სს - ოქმის შედგენისას, ასევე ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში - პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ადვოკატის) მეშვეობით. აღნიშნული უფლებით კი მას არ უსარგებლია.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ, როდესაც იგი გააფრთხილეს სამინისტროსთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ მიმართვის 15-დღიანი ვადის თაობაზე, არ ესწრებოდა ადვოკატი და შესაბამისად, ვერ იქნა გამოყენებული სავალდებულო დაცვის უფლება, სასამართლომ განმარტა, რომ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თავშესაფრის პროცედურა წარმოადგენს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, რომელიც განსხვავდება სისხლის სამართლის საქმისწარმოებისგან და განსაზღვრულია ადვოკატის ყოლის უფლება და არა ვალდებულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 0-----–-სის N0------------- გადაწყვეტილება კანონშესაბამისია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე, როგორც ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, სარგებლობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით. მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლი აწესრიგებს სავალდებულო დაცვის შემთხვევებს. სადავო არ არის, რომ ი----- პ------ამ არ იცის ქართული ენა, ამდენად, მის მიმართ მოქმედებს სავალდებულო დაცვის მოთხოვნა. სადავო შემთხვევაში კი საერთაშორისო დაცვის შესახებ აპელანტს განემარტა ადვოკატის დასწრების გარეშე, რაც წარმოადგენს პროცესუალურ დარღვევას. ამდენად, ოქმის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაცნობას არ უნდა დაუკავშირდეს ვადის ათვლის დაწყება. ვადის ათვლა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც პროცესუალური მხარე დაცულია. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ვადის აღდგენასთან დაკავშირებით არის უკანონო.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ხოლო ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძვლები.

 

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმი წარმოადგენს ლტოლვილთა მიმართ საყოველთაოდ აღიარებული ნორმების ერთობლიობას და შეიცავენ იმ პირთა დაცვის მექანიზმის ძირითად დებულებებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი ქვეყნები დევნის, შეიარაღებული კონფლიქტის, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ან სერიოზული ზიანის სხვა ფორმების შედეგად.

 

1951 წლის კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი - ლტოლვილთა მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის უზრუნველყოფა.

 

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 3-------ის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და მის მიზანს წარმოადგენს - ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა და გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

მითითებული კანონის მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.

 

აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის უცხოელისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რომელიც საჭიროა თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

იმავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ან საქართველოდან გაძევების მიზნით, ანდა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციას. მე-4 პუნქტში კი მითითებულია, რომ საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს, ამ უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელისაგან ან მოქალაქეობის არმქონე პირისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის საერთაშორისო დაცვის ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. საექსტრადიციო პროცედურების ჩატარებისას ან საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებათა უფლებამოსილი თანამდებობის პირები უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აწვდიან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საექსტრადიციო პროცედურების განხორციელებისას საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება. ამასთან, 72-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მოახდინოს მისი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირება, ამასთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტოს მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება და შესაბამისი დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს სამინისტროს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც უნდა განხორციელდეს უცხოელის ექსტრადიცია, მას უფლებამოსილი პირის მიერ, მისთვის გასაგებ ენაზე აუცილებლად უნდა განემარტოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების არსებობის შესახებ, თუმცაღა რამდენად გამოიყენებს ამ უფლებას, ეს მხოლოდ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის პრეროგატივაა. ამასთან, კანონმდებლობა მოთხოვნის გაცხადების შესაძლებლობას ზღუდავს გარკვეულ საპროცესო ვადაში. კერძოდ, უცხოელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს მისთვის გასაგებ ენაზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია, რადგან საპროცესო ვადის გასვლას, როგორც წესი, თან ახლავს მატერიალური უფლების გამოყენების შეუძლებლობა. გამონაკლისის სახით, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში საპატიო მიზეზის გამო გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობას. მათ შორის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი პირდაპირ ადგენს, რომ უცხოელისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის პირს საერთაშორისო დაცვის დადგენილ ვადაში მოთხოვნაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა. ამდენად, მითითებული შესაძლებლობით სარგებლობისას უნდა არსებობდეს ისეთი ობიექტური საფუძველი, მოქმედებდეს დაუძლეველი ძალა, რომელიც, ერთი მხრივ, უშუალოდ განმცხადებლის ბრალით არ არის წარმოქმნილი და განმცხადებელს ასეთი გარემოების არსებობაზე გავლენის მოხდენა არ უნდა შეეძლოს, მეორე მხრივ კი, ამ გარემოების არსებობა ხელს უნდა უშლიდეს პირს მისთვის მინიჭებული უფლების კანონით განსაზღვრულ 15-დღიან ვადაში რეალიზებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----- პ------ა არის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი. 2017 წლის 2-----სს შედგენილი ოქმის თანახმად, 1987 წლის 7-----------–ს დაბადებულ ი----- პ------ას (I--- P-----) მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე წერილობით განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ. ოქმის შინაარსს თარჯიმნის მონაწილეობით გაეცნო ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი, რომელიც ადასტურებს, რომ მას უფლებამოსილი პროკურორის მიერ წერილობით განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების შესახებ. ოქმს ხელს აწერენ: პროკურორი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი და თარჯიმანი. ამდენად, აპელანტს კანონით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების არსებობის შესახებ, თუმცაღა მას უფლებამოსილი ორგანოსთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით არ მიუმართავს კანონით გათვალისწინებულ ვადაში - 15 დღეში. ამასთან, მხარე ვერ უთითებს და საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარისაგან დამოუკიდებელი გარემოებების არსებობას, რომლებიც ხელს უშლიდა მას საერთაშორისო დაცვის 15 დღეში მოთხოვნაში, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ამ ვადის გაგძელების საფუძველი, არაუმეტეს ამ გარემოებების არსებობის ვადისა.

 

აპელანტი თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას ასაბუთებს მხოლოდ იმ გარემოებით, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების განმარტებისას, მას არ ჰყავდა ადვოკატი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სადავო შემთხვევა მოწესრიგებულია არა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით, რომელიც სავალდებულო დაცვის შემთხვევებს იცნობს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მათ შორის, სპეციალური კანონით - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“. მითითებული კანონით კი დადგენილია ინფორმაციის დაუყოვნებლივ, მხარისთვის გასაგებ ენაზე მიწოდების სავალდებულოობა, თუმცაღა არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ასეთი პროცესის მიმდინარეობის ადვოკატის დასწრების აუცილებლობასა და სავალდებულოობას დაადგენდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი მართებულად გადაწყვიტა, ვინაიდან სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ლი, მე-12, 2125-ე, 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი----- პ------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი