განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
330100115002418439
ინსტანცია
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100115002418439

საქმე №1ბ/287-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თ---–---- სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: დ---------------------------------–---–---------------------

ადვოკატის: ს---–--------–----

მსჯავრდებულების: კ------------------------------------------------------

 

მონაწილეობით,თ---–---- პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ--------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების:კ-----–--–----------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–----------–-----–-------------------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ი-----–--–----------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:---------–------------------–-----–----------------------------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ი----------------------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------–----------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, კ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000(რვა ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ი-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000(რვა ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამავე განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ------------–------ შორის 2018 წლის 26 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება; მ------------–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

კ------------------------------- და ი-------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 7 ოქტომბერს კ--------------- ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ. თ---–--–---------------–---–-----–----–--------------- ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------- ღირებული 23 155 ლარად), რაც მოგვიანებით 15 000 აშშ დოლარად დატვირთა იპოთეკით ე----------–---–-- სახელზე, ხოლო იპოთეკით დატვირთვის შედეგად მიღებულ თანხას დაეუფლა თავად.

2014 წლის 21 ოქტომბერს ივანე ჩოქურმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ. თ---–--–---------------–---–-----–----–--------------- ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------- ღირებული 23 155 ლარად), რაც მოგვიანებით 16 000 აშშ დოლარად გაასხვისა ხ---------------–---–---- ხოლო გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას დაეუფლა თავად.

2014 წლის 9 სექტემბერს ი-------------მ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ.-----–--–---------------–---–-----–----–-------------------–--------- ტერიტორიაზე მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:------------------ ღირებული 28 797 ლარად).

2014 წლის 25 ივნისს მ------------–-----მ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტირა ქ.თ---–--–---------------–---–-----–----–--------------- ტერიტორიაზე მდებარე 1264 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0---------------- ღირებული 67 062 ლარად), რაც მოგვიანებით 38 000 აშშ დოლარად გაასხვისა გ-----------–-------

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---–---- პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ--------------–---–--- რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულებისათვის დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტის განმარტებით, განაჩენი კ--------------ს, ი--------------ს და ი-------------- მიმართ სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ--------------ს და ი--------------ს მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, აღნიშნულ პირთა ქმედებებით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, მათ ყალბი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი მიწები. კ-------------- და ი-------------- არათუ არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, არამედ მათ სცადეს სასამართლოს შეცდომაში შეყვანა და დღემდე არ აუნაზღაურებიათ მათი ქმედებებით მიყენებული ზიანი. ამდენად, აღნიშნული მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მათი და მსჯავრდებულ ი-------------- მიმართ ერთი და იგივე სასჯელის სახის განსაზღრა არის არასამართლიანი და არღვევს სასჯელის გამოყენების პრინციპს. რაც შეეხება ი-------------ს, მიუხედავად მის მიერ დანაშაულის აღიარებისა, მისი ქმედებაც შეიცავს დამამძიმებელ გარემოებას, კერძოდ, არც ი-------------- მხრიდან არ მომხდარა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს 28797 ლარს და აღნიშნულის გათვალისწინებით, მის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ--------------ს, ი--------------ს და ი-------------- მიერ ჩადენილ ქმედებებს. მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯარებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის ზ--------–---–-------- მოწმეების: გ-----------------------–-----–--–-–---–-------------–------–-–---–------------------–---–---------------–---–--------------------–---–--------–------------–-–---–-- ჩვენებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

რაც შეეხება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა კ--------------ს, ი--------------ს და ი-------------- მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ჩათვალა, რომ თითოეულის მიმართ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულთა პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა ი-------------მ აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მის მიმართ არ არის გამოვლენილი. რაც შეეხებათ მსჯავრდებულებს: კ----------------------------------- გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის აღიარება და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემსუბუქების საფუძველს, ხოლო მსგავსი სახის გარემოებების არარსებობა ავტომატურად ვერ იქნება მიჩნეული პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძვლად. ამდენად ის ფაქტი, რომ კ-------------------------- არ უღიარებიათ ბრალად წარდგენილი ქმედება, არ აუნაზღაურებიათ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა სრული მოცულობით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობის პირობებში ვერ გახდება მათ მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის დაცვით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის და მსჯავრდებულების მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, კ--------------ს, ი--------------ს და ი-------------- მიმართ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ---–---- პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ--------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3.----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

4. ი--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კ--------------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას შ--–----------------–-----------------------–--–---–------- თანასაკუთრებაში არსებულ 42.33 კვ.მ უძრავ ქონებას, მდებარე - თ---–--------------------------------------------–---------------------------- საკადასტრო კოდით - 0----------------------- რომელიც დაყადაღებულია 10000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში.

6. ი-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი-------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი)თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

8. გაუქმდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა და საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე ყადაღა მოეხსნას დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე N---------------------------------------------------------------------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებს.

9. ნივთიერი მტკიცებულებები:

-4 ცალი დისკი, რომელიც ინახება თ---–---- საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

10.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

11.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი