განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
330310018002334795
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002334795

საქმე N3ბ/1279-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი-----–- ლ-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი-----–- ლ-------–---–ის სარჩელი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ი-----–- ლ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი-----–- ლ-------–---–ს შორის 2009 წლის 31 მარტს გაფორმდა N2---- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, ი-----–- ლ-------–---–მა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალიზაციის კურსის დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად, ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან (ს.ფ. 18-22).

 

2.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი-----–- ლ-------–---–ს შორის 2013 წლის 31 მარტს გაფორმდა N6---- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, ი-----–- ლ-------–---–მა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს კონტრაქტის ვადის განმავლობაში. მოსამსახურე უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება სამსახურის გაგრძელების დღიდან (წინა კონტრაქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან მე-2 დღე), რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის 3.2. პუნქტით, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან (ს.ფ.15-17).

 

2.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- წერილით, ი-----–- ლ-------–---–ს მისი 2018 წლის 6 თებერვლის N------ პატაკთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხს ეცნობა, რომ მასთან 2013 წელს გაფორმებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის პირველი მუხლის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე მითითებული ბრძანების 472 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით, რომლის თანახმად 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ი-----–- ლ-------–---–თან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა ორი კონტრაქტის საფუძველზე, მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 4-4 წელი და კონტრაქტებს შორის წყვეტას ადგილი არ ჰქონია. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების,სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელის ინტერესების შეზღუდვა.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანება, რომლის 471 პუნქტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი გასაცემლის გაცემის ვალდებულების არსებობისთვის აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იყოს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული; ასევე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების ვალდებულებას. აპელანტის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა სადავო ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, ეს გარემოება კი წარმოადგენდა ხელისშემშლელ გარემოებას ზემოხსენებული დახმარების გასაცემად, რაც სასამართლოს მიერ არასათანადოდ იქნა შეფასებული.

 

5.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის -ანაზრაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" ”საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი გასაცემლის გაცემის ვალდებულება რომ დადგეს აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი სახის წინაპირობები: კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იყოს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული, გარდა ამისა ერთი ერთი წინაპირობაა ის, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

5.3. აპელანტის მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული არც 31.03.2009 წლის და არც 31.03.2013 წლის კონტრაქტები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას; აპელანტი აღნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოება უნდა ყოფილიყო შეფასებული სათანადოდ სასამართლოს მიერ, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ

სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი-----–- ლ-------–---–ს შორის 2009 წლის 31 მარტს გაფორმდა N2---- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, ი-----–- ლ-------–---–მა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალიზაციის კურსის დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად, ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან (ს.ფ. 18-22).

 

7.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი-----–- ლ-------–---–ს შორის 2013 წლის 31 მარტს გაფორმდა N6---- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, ი-----–- ლ-------–---–მა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს კონტრაქტის ვადის განმავლობაში. მოსამსახურე უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება სამსახურის გაგრძელების დღიდან (წინა კონტრაქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან მე-2 დღე), რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტის 3.2. პუნქტით, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან (ს.ფ.15-17).

 

7.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 15 თებერვლის M---------------- წერილით, ი-----–- ლ-------–---–ს მისი 2018 წლის 6 თებერვლის N------ პატაკთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხს ეცნობა, რომ მასთან 2013 წელს გაფორმებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას.(ს.ფ.23).

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად იხელმძღვანელა მითითებული ბრძანების 472 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით, რომლის თანახმად 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

8.2. სააპელაციო პალატა თვლის, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ი-----–- ლ-------–---–თან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

 

8.3. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა ორი კონტრაქტის საფუძველზე, მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 4-4 წელი და კონტრაქტებს შორის წყვეტას ადგილი არ ჰქონია. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების,სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

8.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლო სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, არ იყო გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელის ინტერესების შეზღუდვა.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში კანონის შესაბამისად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.

 

2.უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე