განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310518002560715
საქმე N3/ბ-59-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი – კ--------------ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ-----------ი
წარმომადგენელი – გ------------------ძე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თ-----------ის სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 19 ივლისს თ-----------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ.------------; ფართობი 731 კვ.მ.) მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ;
მოსარჩელის აღნიშვნით, 2018 წლის 27 თებერვლის სიტუაციური ნახაზის მიხედვით, სადავო 731 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ირგვლივ მდებარეობს შემდეგი მიწის ნაკვეთები: საკადასტრო კოდებით - 0-----------------------------------------------------. მითითებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩაზე. ისინი ერთმანეთის მომიჯნავეა, იდენტიფიცირდებიან საჯარო რეესტრის ამონაწერიდან და ნათელია, რომ ერთმანეთის მიმდებარეა: ქ.ფოთი, მ--–------- 51, 52 და 53. მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით - 04---------- და 04---------- შეძენილია 2003 წელს შა-–---------–---ის მიერ. ამ მიწის ნაკვეთების თავდაპირველი საკადასტრო კოდებია: 04------------------------------------
№---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი 2003 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ფიქსირებულია როგორც 1496.2 კვ.მ., თუმცა რეალურად, 2017 წელს შა-–---------–---ის დაკვეთით განხორციელებული აზომვის შემდეგ აღმოჩნდა არა 1496.2, არამედ 731 კვ.მ-ით მეტი. ამ სხვაობის მიუხედავად, კონტურები 2003 წლის და დღევანდელი მდგომარეობით არის იდენტური. საჯარო რეესტრის მიერ ამ ნაკვეთის რეალური ფართობის დაფიქსირების ნაცვლად, მისივე მითითებით, განხორციელდა №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაყოფა და 1500 კვ.მ. ფართობის ნაკვეთად დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც საცხოვრებელი სახლი დგას (საკადასტრო რუქაზე ქუჩის მხრიდან მარჯვენა მხარისკენ, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ), მიენიჭა საკადასტრო კოდი 04---------- და საკადასტრო რუქაზე საზღვარი გაივლო იქ, სადაც მთავრდება 1500 კვ. მ., ხოლო იმის შემდეგ არსებულ ფართობს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - 0-----------.
ხელოვნურად შექმნილ ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია 0----------- და რომელიც რეალურად შა-–---------–---ის მართლზომიერ მფლობელობაში იყო 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეძენის დღიდან, სარეგისტრაციო სამსახურმა წინადადება მისცა შა-–---------–---ს მიემართა კომისიისათვის, რომელმაც 2017 წლის 27 აპრილს N----- გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ განსახილველი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - 0----------- არ წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ მიწას.
2018 წლის 07 მაისს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამავე წლის 26 ივნისს კი N------ გადაწყვეტილებით შა-–---------–---ის ადმინისტრაციული საჩივარი 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 13 ივლისს №04---------- და №04---------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე თ-----------ი გახდა, შესაბამისად შა-–---------–---ის ნაცვლად დარღვეული უფლების დადგენის შესახებ დავა გააგრძელა ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემ.
ხელოვნურად შექმნილი №0----------- საკადასტრო კოდით დაფიქსირებული უძრავი ნივთი, 2003 წლიდან შა-–---------–---ის მიერ იყო მის რეალურ მფლობელობაში, სხვა პირს მასზე წვდომა არ ჰქონდა, რადგან ეს ნაკვეთი ყველა მხრიდან გამოყოფილია და მხოლოდ შა-–---------–---ის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი იყო (ნათლად ჩანს სიტუაციური ნახაზიდან), მარცხენა მხარეს არის ქუჩა, უკიდურეს მარჯვენა მხარეს არის მდინარე, ყოფილი №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ამჟამად №04----------), ჩრდილოეთით არის №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო სამხრეთით ისევ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის ამჟამინდელი საკადასტრო კოდია 04----------. შესაბამისად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რომ მართლზომიერი მფლობელობის უფლება უნდა იყოს დადასტურებული კანონის ამოქმედებამდე ანუ 2007 წლის 27 ივლისიდან. მითითებული ნაკვეთი შა-–---------–---ის მიერ 2003 წლიდან არის შეძენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით თ-----------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების გათვალისწინებით, დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა - დავალებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქმედების განხორციელება - მართლზომიერ მფლობელობაში არსებული №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 731 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაცია, არ დაკმაყოფილდა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულებამდე.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. საჯარო რეესტრიდან 2018 წლის 27 თებერვალს მომზადებული ამონაწერით, N0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობია 731 კვ. მ.;
2.1.2. 2003 წლის 21 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, ო-–----–---------–---მა შა-–---------–---ს 2500 ლარად მიჰყიდა ქ. ფოთში, მ--–------- ქუჩის N56-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული საცხოვრებელი სახლით;
2.1.3. საჯარო რეესტრიდან 2003 წლის 24 მარტს მომზადებული ამონაწერით, ქ. ფოთში, მ--–------- №56-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1496.2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შა-–---------–---ი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2003 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება;
2.1.4. საჯარო რეესტრიდან 2003 წლის 24 მარტის ამონაწერით, ქ. ფოთში, მ--–------- 57-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1857 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შა-–---------–---ი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2003 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2.1.5. საჯარო რეესტრის ამონაწერით - N------------ საკადასტრო კოდით, ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N51-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა რ---------------ე;
- N----------------- საკადასტრო კოდით, ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N52-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შა-–---------–---ი;
- N04---------- საკადასტრო კოდით, ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N52-ში მდენარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შა-–---------–---ი;
- N04---------- საკადასტრო კოდით, ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N52, მესაკუთრეა თ-----------ი;
- N04---------- საკადასტრო კოდით, ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შა-–---------–---ი;
- N04---------- საკადასტრო კოდით, ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თ-----------ი;
- N------------ საკადასტრო კოდით, ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ვ----------------ი;
2.1.6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 მაისის №-- განკარგულებით, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. შედეგად, 2018 წლის 07 მაისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება;
2.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შა-–---------–---ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
2.1.8. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ქ. ფოთში, მ--–------- ქუჩის N52 და N53 მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე შედგენილია 18.11.2017 წელს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახით დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კანონიერი ნდობის პრინციპის საპირისპიროდ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ვხვდებით სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველობა კანონსა და სამართალს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უკანონო მოქმედებით დარღვეული კანონიერი მდგომარეობა აღადგინოს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომელსაც შესაძლებელია მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე 2018 წლის 26 თებერვლის განცხადებაში შა-–---------–---ი განმარტავდა, რომ 2003 წლის 24 მარტით დათარიღებული საქართველოს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული საკადასტრო რუქაზე ნათლად ჩანდა, რომ მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული საზღვრები ემიჯნებოდა მდინარე კაპარჭას და ხსენებული 731 კვ.მ.-ის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-----------), ასევე №52-ში (ყოფილი N56) საჯარო რეესტრის მიერ მის სახელზე რეგისტრირებული 1500 კვ.მ.-ის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი (ს/კ. 04----------) მოქცეული იყო აღნიშნულ ნახაზში. გარდა ამისა, მის კუთვნილებას წარმოადგენდა ქ. ფოთი, მ--–------- N53-ში (ყოფილი N57) მდებარე 1858 კვ.მ.-ის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი (ს/კ 04----------). აღნიშნული მიწის ნაკვეთები იყო აღიარების კომისიისათვის განსახილველად შემოტანილი ნაკვეთის მომიჯნავე.
2018 წლის 27 თებერვალს მომზადებულ სიტუაციურ ნახაზში, ს/კ. 0-----------, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8-----------, მიწის ნაკვეთის ფართობი - 731 კვ.მ. შა-–---------–---ის მიერ აღწერილი ფართები და მათი მდგომარეობა ერთმანეთის თანხვედრაში იყო.
სასამართლოს მსჯელობით, საკითხის გარკვევის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა ან ჩატარდა ზერელედ ძირითადი საკითხების გამოკვლევის გარეშე, ანუ გაურკვეველი იყო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას კონკრეტულად გამოკვლევა მიმდინარეობდა თუ არა იმის დასადგენად, სადავო ფართობი იმყოფებოდა თუ არა რეალურად თ-----------ის მართლზომიერ მფლობელობაში, რამეთუ თვითნებურად დაკავების თაობაზე მუდმივმოქმედმა კომისიამ განცხადება არ დააკმაყოფილა, შა-–---------–---ის საკუთრებაში რა ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნდა და ფართობი რას ესაზღვრებოდა, თუნდაც რა კონფიგურაცია გააჩნდა, მაგრამ კონფიგურაციაზე დავა არ იყო, უნდა შედარებულიყო ყოველივე ნახაზს, რომელიც მომზადებული იყო 27.02.2018 წელს და გარკვეულიყო, სადავო მიწის ნაკვეთი იყო თუ არა საერთო ფართის 1/3 ან ნაკლები.
მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, რომ სასამართლო განხილვა ვერ შეცვლის ჩაუტარებელ ადმინისტრაციულ წარმოებას, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების ფორმალური კანონიერების აუცილებელი ელემენტია (ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე), რომლის შეუსრულებლობა იწვევს მიღებული აქტის ბათილად ცნობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ თ-----------ის სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად წარმოადგენდა ახალ უფლების ობიექტს და ის არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს, ვინაიდან 2003 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფიქსირებულია 1496.2 კვ.მ. (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი. აგრეთვე აღნიშნული ნაკვეთის სიგრძე შეადგენდა 95 მეტრს. შა-–---------–---მა უძრავი ქონება შეიძინა ო-–----–---------–---ისაგან, ხოლო თ-----------მა შა-–---------–---ისაგან.
შა-–---------–---ს ფოთში მ--–------- ქუჩაზე სააკუთრებაში გააჩნდა ერთმანთის გვერდით განლაგებული ორი მიწის ნაკვეთი: 1. დაუზუსტებელი ფართობით 1496.20 კვ.მ. მისამართი ქალაქი ფოთი, ქუჩა მ--–---------- რეგ.ნომერი 0----------- ს/კ. 0---------------, რომელიც მდებარეობდა სამხრეთით, ნაკვეთის სიგრძე 95 მეტრი, სიგანე 16 მეტრი. 2. დაუზუსტებელი ფართობით 1857.00 კვ.მ. მისამართი ქალაქი ფოთი, ქუჩა მ--–----------, რეგ.ნომერი 0---------------------------------, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთით, ნაკვეთის სიგრძე იყო 95 მეტრი, სიგანე 19-20 მეტრი.
აღნიშნული ნაკვეთების დაზუსტებისას რეგ.ნომრებზე 8---------------------------- შა-–---------–---ის მიერ დაზუსტებული აზომვითი ნახაზები წარმოდგენილ იქნა შენაცვლებით, კერძოდ 0--------------- ნაკვეთზე, რომლის დაუზუსტებელი ფართობი იყო 1496.20 კვ.მ. წარმოდგენილ იქნა 1858 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შესაბამისად ნაკვეთის სიგრძე გაიზარდა და გახდა 116-114 მეტრი, სიგანე კი იგივე დარჩა, ხოლო 0--------------- ნაკვეთზე, რომლის დაუზუსტებელი ფართობი იყო 1857.00 კვ.მ. წარმოდგენილ იქნა 1500 კვ.მ. მიწის ნავეთი, შესაბამისად ნაკვეთის სიგრძე შემცირდა 78-79კვ.მეტრამდე, სიგანე კი თითქმის იგივე დარჩა. სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა აღნიშნული ცვლილების რეგისტაციები განახორციელა და ნაკვეთებს მიენიჭა საკადასტრო კოდები 04---------- და 04----------, რამაც შეცვალა ნაკვეთების კონფიგურაცია და დაუზუსტებლად რეგისტრირებული ტოლი ნაკვეთები სიგრძით 95 მეტრი პირველ შემთხვევაში გაიზარდა 116 მეტრამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში შემცირდა 78 მეტრამდე, ხოლო სადავო 751კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აღნიშნული შემცირებული ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, შა-–---------–---ის დაუზუსტებლად რეგისტრირებული მიწის ნავეთების საკადასტრო სიტუაციურ ნახაზში მითითებული გზა და მდინარე მითითებულია პირობითად და ის ვერ გამოდგება რეგისტრირებული ნაკვეთების გზიდან და მდინარიდან დაცილების ზუსტ განმსაზღვრელად, ნაკვეთების პარამეტრების და ფართობის დასადგენად პრაქტიკულად გამოიყენებოდა თვითონ ნაკვეთის პარამეტრები, სიგრძე სიგანე და ფართობი, რაც დაინტერესებული პირის მიერ ზემოთ აღნიშნული დაზუსტების რეგისტრაციის მოთხოვნით დარღვეულია. აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს შა-–---------–---ის და მითუმეტეს დაზუსტებული ნაკვეთების შემძენის თ-----------ის მართლმზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს.
3.1.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება, რასაც ადგილი არ ჰქონია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ მის მიერ სრულყოფილად მოხდა საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა, ამდენად, აპელანტის განმარტებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია არასწორ სამართლებრივ დასკვნებზე, არასწორად არის გამოყენებული სამართლებრივი ნორმები, შესაბამისად არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილი საფუძვლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
საქმის მასალებით, კერძოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დადგენილია, რომ 2003 წლის 21 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, ო-–----–---------–---მა შა-–---------–---ს მიჰყიდა ქ. ფოთში, მ--–------- ქუჩის N56-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე შა-–---------–---ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ორი მიწის ნაკვეთი: ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N53 მდებარე 1858 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 04---------- (ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------) და ქ.ფოთში, მ--–------- ქუჩის N52-ში მდებარე 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 0----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------). დასახელებული მიწის ნაკვეთების ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე.
საქმის მასალებით (მხარეთა ახსნა-განმარტებით) ისიც დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 მაისის №-- განკარგულებით, შა-–---------–---ის დაზუსტებულ სარეგისტრაციო განაცხადთან (731 კვ.მეტრი) დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ კომისიაში გადაგზავნილი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად, რასთან დაკავშირებით კომისიამ არქივიდან მოიპოვა თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე არსებული მასალები, მათ შორის გადახდის ქვითარი, რა მასალები სარეგისტრაციო სამსახურს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული არ ჰქონია. შესაბამისად ცალსახაა, რომ 2018 წლის 07 მაისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა ნაჩქარევად მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------16 გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა დაადასტურეს თავდაპირველად შა-–---------–---ის სახელზე მიწის ნაკვეთის უსწოროდ რეგისტრაციის ფაქტი (იხ.სხდომის ოქმი-მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპი), რაც პალატის მოსაზრებით, უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების დაზუსტებული სახით რეგისტრაციის პირობებშიც კი დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას კვლავ დააზუსტოს მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემები. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელი ახსნა-განმარტების მიცემისას უთითებდა 2003 წლის 21 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფართის ოდენობასთან დაკავშირებით ტექნიკურ შეცდომაზე, ასევე სადავო ფართის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებობაზე (გააჩნია ერთიანი ღობე), რა გარემოებაც ასევე არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის „გ’’, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მიწის ნაკვეთის სწორი საკადასტრო მონაცემების დადგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, მათ შორის დაინტერესებული პირის/პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოებების დადგენა კი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სადავო საკითხი განიხილოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და წარდგენილი და წარმოების პროცესში მოძიებული დოკუმენტაციის ურთიერშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამის გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე