განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002727593
საქმე №1/ბ-432-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - გ-------- ტ---–--ის
ადვოკატის - გ---- კ--–------ას მონაწილეობით
მსჯავრდებულის - ა------ დ--------–---–ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------ გ------ის ძე დ--------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ზ---------ის დასახლება, მე-4 მკ/რ, კორპუსი 5ა, ბინა 9 ფაქტობრივად მცხოვრები: ლენტეხის რაიონი, სოფელი რ–----–--რი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა------ დ--------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ოთხი ეპიზოდი); ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ტანჯვა გამოიწვია, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რვა პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- ა------ დ--------–---–ი, მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად ცხოვრობს ლენტეხის რაიონის სოფელ რ–----–--რში. ა------ დ--------–---–ი ავტორიტარულად იყენებს რა მშობლის სტატუსს, მუდმივად ახორციელებს დ---თ დ--------–---–ის, გ---–ა დ--------–---–ის, შ--- დ--------–---–ის და დ---ა დ--------–---–ის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. ბავშვებს, მიუხედავად თავიანთი ნება-სურვილისა, მამის მხრიდან ეზღუდებათ გარესამყაროსთან კონტაქტი, მათ შორის, სკოლაში სწავლის, ნათესავებთან, თან-----ლებთან უცხო პირებთან ურთიერთობის, საცხოვრებელი სახლის ეზოდან გასვლის, სატელევიზიო გადაცემების მისი შეხედულებისამებრ ყურების უფლება. ბავშვები ყოფა-ცხოვრების არსებული პირობებიდან და მამის მხრიდან განხორციელებული ფსიქიკური იძულებიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ იმოქმედონ თავიანთი სურვილის შესაბამისად. აღნიშნულის გამო ისინი სოციალურად დეზადაპტირებულინი არიან, დარღვეულია მათი ნორმალური ფსიქო-სოციალური განვითარება. ა------ დ--------–---–ის ქმედებებმა გამოიწვია მისი შვილების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ფუნდამენტური საჭიროებების უგულვებელყოფა.
ა------ დ--------–---–ი, მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად, ცხოვრობს ლენტეხის რაიონის სოფელ რ–----–--რში. ა------ დ--------–---–ი ავტორიტარულად იყენებს რა მშობლის სტატუსს, მუდმივად ახორციელებს მ--- დ--------–---–ის, ც-–---- დ--------–---–ის, მ-----მ დ--------–---–ის, ი-–-- დ--------–---–ის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. ბავშვებს, მიუხედავად თავიანთი ნება-სურვილისა, მამის მხრიდან ეზღუდებათ გარესამყაროსთან კონტაქტი, მათ შორის, სკოლაში სწავლის, ნათესავებთან, თან-----ლებთან უცხო პირებთან ურთიერთობის, საცხოვრებელი სახლის ეზოდან გასვლის, სატელევიზიო გადაცემების მისი შეხედულებისამებრ ყურების უფლება. ბავშვები ყოფა-ცხოვრების არსებული პირობებიდან და მამის მხრიდან განხორციელებული ფსიქიკური იძულებიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ იმოქმედონ თავიანთი სურვილის შესაბამისად. აღნიშნულის გამო ისინი სოციალურად დეზადაპტირებულინი არიან, დარღვეულია მათი ნორმალური ფსიქო-სოციალური განვითარება. ა------ დ--------–---–ის ქმედებებმა გამოიწვია მისი შვილების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ფუნდამენტური საჭიროებების უგულვებელყოფა.
ა------ დ--------–---–ი, მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად, ცხოვრობს ლენტეხის რაიონის სოფელ რ–----–--რში. ა------ დ--------–---–ი ავტორიტარულად იყენებს რა მშობლის სტატუსს, მუდმივად ახორციელებს შვილების მ--- დ--------–---–ის, ც-–---- დ--------–---–ის, მ-----მ დ--------–---–ის, ი-–-- დ--------–---–ის, არასრულწლოვანი შვილების - დ---თ დ--------–---–ის, გ---–ა დ--------–---–ის, შ--- დ--------–---–ის და დ---ა დ--------–---–ის მიმართ ძალადობას. მათ მიუხედავად თავიანთი ნება-სურვილისა, მამის მხრიდან ეზღუდებათ გარესამყაროსთან კონტაქტი, მათ შორის, სკოლაში სწავლის, ნათესავებთან, თან-----ლებთან უცხო პირებთან ურთიერთობის, საცხოვრებელი სახლის ეზოდან გასვლის, სატელევიზიო გადაცემების მათი შეხედულებისამებრ ყურების უფლება. ა------ დ--------–---–ის ქმედებების შედეგად მ--- დ--------–---–ი, ც-–---- დ--------–---–ი, მ-----მ დ--------–---–ი, ი-–-- დ--------–---–ი, დ---თ დ--------–---–ი, გ---–ა დ--------–---–ი, შ--- დ--------–---–ი და დ---ა დ--------–---–ი განიცდ--- ტანჯვას. ა------ დ--------–---–ს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით ა------ი დ--------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ა------ი დ--------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (გ---–ა დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დ---თ დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დ---ა დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შ--- დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ც-–---- დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ი-–-- დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ--- დ--------–---–ის ეპიზოდი) და 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-----მ დ--------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (ყველა დაზარალებულის მიმართ).
ა------ი დ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა------ი დ--------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა------ დ--------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ა------ დ--------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ---- კ--–------ას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულებმა: მ---, ც-–----, მ-----მ, დ---თ, გ---–ა, შ--- და დ---ა დ--------–---–ებმ და მოწმე ნ----- ტ---–-----მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის შესაბამისად მამის და მეუღლის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული ხ------- ტ---–-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს ლენტეხის რაიონის სოფელ ყარიშში და არის ა.დ--------–---–ის მეუღლის - ნ----- ტ---–-----ის ბიძაშვილი - მათი მამები იყვნენ ძმები. მოწმე ხ------- ტ---–-----ი დაეთანხმა მისი გამოკითხვის ოქმის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ნ----- ტ---–-----ი და ა------ დ--------–---–ი ბავშვებს სკოლაში არ უშვებდნენ, მაგრამ ცდილობდნენ შესაბამისი განათლება სახლში მიეცათ ბავშვებისთვის. ბავშვებს ძალიან უყვართ წიგნების კითხვა, ხელსაქმეც. ნ----- სწავლობდა და განათლება მიიღო ლენტეხის N1 საშუალო სკოლაში, დახასიათებული ჰყავს ნ----- ტ---–-----ი, განმარტებული აქვს, რომ ნ-----ს ოჯახს ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობები, ბავშვებიც იყვნენ განებივრებული. როდესაც დედა გარდაეცვალა, იყო 3 კვირის და გაიზარდა ნ-----ს დედის რძით. ნ-----მ წარჩინებით დაამთავრა სკოლა, შემდეგ ისინი გად---დნენ გარდაბანში საცხოვრებლად, სკოლის დამთავრების შემდეგ ნ-----მ ჩააბარა და დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფილოლოგიური ფაკულტეტი, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ნ----- სასწავლებლად გადავიდა გერმანიაში, სადაც სწავლობდა 2 ან 3 წელი. იქ ვისთან ცხოვრობდა არ იცის და რას საქმიანობდა. გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ნ----- ტ---–-----ი დაქორწინდა ა------ დ--------–---–ზე. რამდენიმე წელში გარდაიცვალა ნ-----ს მამა. დედა კი ცხოვრობდა გარდაბანში ნ-----ს ძმასთან ერთად. ნ----- და მისი მეუღლე დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდნენ თბილისში. იმ დროს, როდესაც ნ----- დაოჯახდა ა------ დ--------–---–ზე მათ იცოდნენ, რომ ა------ი იყო ჩვეულებრივი ქართველი კაცი, აფხაზეთში ნაბრძოლი, მას იმ დროისთვის რაიმე განსაკუთრებული რელიგიური რწმენა არ ჰქონია. რამდენადაც მას ახსოვს, ა------ დ--------–---–მა წვერი მოიზარდა და გამოაცხადა, რომ იყო ღრმად მორწმუნე, მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ გარდაიცვალა ნ-----ს მამა. ნ----- და მისი მეუღლე არ მუშაობდნენ, შესაბამისად მათ უჭირდათ ეკონომიურად, რის გამოც იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ ის ფართი, სადაც ცხოვრობდნენ და გადმოსულიყვნენ ნაქირავებ ბინაში სხვა უბანში. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდნენ ქირით. 2008 წელს ისინი ჩავიდნენ და დასახლდნენ ლენტეხის რაიონის სოფელ რ–----–--რში. ამ დროისათვის მათ ჰყავდათ 5 შვილი. მისი შვილები იცნობენ ნ-----ს შვილებს და მათ გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვობაში ერთმანეთთან. ა.დ--------–---–ების ჩამოსვლის შემდეგ ის მივიდა მათთან ოჯახში, უნდოდა აღედგინა ნ-----სთან ურთიერთობა და მათ შვილებს გაეცნოთ ერთმანეთი. ნ----- იყო 100 პროცენტით შეცვლილი, მათი მისვლა უხაროდა, მაგრამ თავად არ მიდიოდა მათთან და არც თავის შვილებს უშვებდა მათთან. ნ----- და მისი მეუღლე აცხადებდნენ, რომ დღეს იმდენად თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობენ ახალგაზრდები, რაც ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს და არ სურს რომ მისი შვილები იყვნენ ისეთი ცოდვილები, როგორც სხვები, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად იზოლირებული ამყოფოს თავისი შვილები გარე სამყაროსგან. ამიტომ არ აძლევს ბავშვებს სკოლაში სიარულისა და სხვაგვარი განვითარების უფლებას. ნ----- ტ---–-----ის მშობლები იყვნენ კომუნისტები და ისინი ტაძარში სალოცავად არ დადიოდნენ, რწმენით არ გამოირჩეოდა ნ-----ც, ის ბავშვობაში იყო კარგი მოსწავლე, მას უყვარდა წიგნების კითხვა, მაგრამ ხ-------ს არ ახსოვს, რომ ნ-----ს წაეკითხოს ბიბლია ან სახარება, ნ-----ს ჰქონდა კარგი და ლაღი ბავშვობა, ერთ-ერთ ინტელიგენტურ ოჯახში გაიზარდა. მის მშობლებს ლენტეხის რაიონში დიდ პატივს სცემდნენ. ხ------- დროდადრო მიდიოდა ნ-----სთან და რჩებოდა მასთან, საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ეს თემები არასოდეს შეეხებოდა რელიგიას. ნ-----ს ხასიათიდან გამომდინარე ის თვლის, რომ ნ-----ს გავლენის ქვეშ მოქცევა არც თუ ისე ადვი-–--. ნ----- დღეს ასე ცხოვრობს იმიტომ, რომ ასე მიაჩნია სწორად. მას არაერთხელ უთხოვია ნ-----სთვის რომ მიეცა ბავშვებისთვის სკოლაში სწავლის უფლება, მაგრამ მისი ყველა მცდელობა დარჩა ამაოდ. ნ-----ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველა ნაცნობთან, ის სასურველი მეგობარი იყო, მას არასოდეს უნახავს ნ-----ს შვილებზე რაიმე დაზიანება ან დალურჯებები. მისი თანდასწრებით ბავშვებისთვის არც ნ-----ს და არც მის მეუღლეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის არ მიუყენებიათ. ნ-----ს ჰყავს ძმა, რომელიც ცხოვრობს გარდაბანში, არის დაოჯახებული, მისი ზუსტი მისამართი არ იცის. ნ-----ს დედა ცხოვრობს მასთან, არც მათ მოსწონთ ნ-----ს და მისი ოჯახის ცხოვრების წესი, მაგრამ ისინიც ვერაფერს გახდნენ. ბავშვები ძალიან ნერვიულობენ ა------ის ამ სიტუაციას, ენატრებათ მამა და დათრგუნულები არიან. არანაირი ზეწოლა არ არის მათ ოჯახში, უფრო მეტიც, იდეალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ხ------- ტ---–-----ს არ მოწონს, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიან, თუმცა მშობლებს აქვთ იდეალური ურთიერთობა ბავშვებთან.
მოწმის სახით დაკითხული ს------- ტ---–-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის იცნობს ა------ის მეუღლეს ბავშვობიდან, მისი თანატოლია, ა------ს კი იცნობს მას შემდეგ, რაც გადმოვიდნენ საცხოვრებლად ლენტეხის რაიონში. ნ-----ს ბებია და ს-------ს ბაბუა და- ძმანი არიან. ს------- ტ---–-----მა მათი უმცროსი ბავშვი მონათლა. ის არის სკოლის დირექტორის მოადგილე 2007 წლიდან, მანამდე იგივე სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. მოწმე ს------- ტ---–-----ი დაეთანხმა მისი გამოკითხვის ოქმის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ მის სკოლაში დ--------–---–ების ბავშვები არ სწავლობდნენ. ს------- ტ---–-----ის ნათლული 9 წლისაა, არც ის სწავლობდა სკოლაში, მას ჰქონდა ნ-----სთან და ა------თან საუბარი, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინათ, ურჩევდა ა------ს, რომ ბავშვები სკოლაში და ბაღში მიეყვანა, პასუხი კი იყო ის, რომ არ მოსწონდა საგანმანათლებლო სისტემა და ამიტომაც არ მიყავდა ბავშვები სკოლაში. მასაც და დირექტორსაც უთქვამს აღნიშნულის შესახებ, ა------ს კი თავის არგუმენტები მოუყვანია, ხშირად ამ თემაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან ა------ს არ სიამოვნებდა. მხოლოდ მშობლებს ესაუბრებოდნენ ამ საკითხზე, ბავშვებთან ამ თემაზე არ უსაუბრიათ, რადგან პატარები იყვნენ. ა------ დ--------–---–ი ზუსტად არ აკონკრეტებდა რა არ მოსწონდა, თუნდაც რომელიმე საგანი, უბრალოდ ზოგადად სკოლის სისტემა არ მოსწონდა. დირექტორს ჰქონდა სოციალურ სამსახურთან კავშირი და ეს იცოდნენ. მოწმე გამოკითხულია გამოძიებაში 2018 წლის 31 იანვარს, იქ განმარტებული აქვს, რომ მამის გადაწყვეტილებით ბავშვები არ დადიან არც სკოლაში და არც ბაღში, რადგან თვითონ ა------ დ--------–---–ი ამბობდა, რომ მათ ზრდიდა მონასტრული წესით და ასწავლიდა ხელობას, და სრულწლოვანებამდე ექნებოდა საშუალება ჰყოლოდა მისი გავლენის ქვეშ ბავშვები, შემდეგ გაუშვებდა მონასტრებში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორი სრულწლოვანია ისინი მაინც ჩაკეტილად ცხოვრობენ. ა------ი და ნ----- გამოდიან მეზობლებში, დადიან სავაჭროდ ცაგერში და დაჰყავთ ხოლმე ბავშვები, ცხოვრობენ თავისთვის, არავის აწუხებენ. თუმცა, რადგან ბავშვებს არ აძლევენ უფლება მიიღონ განათლება, რაც თითოეული ბავშვის კონსტიტუციური უფლებაა, დიდ დანაშაულს სჩადიან ბავშვების წინაშე, მაგრამ მშობლები ამას დარღვევად არ თვლიან. აღნიშნული ფაქტი ცნობილი არის სოციალური მუშაკებისათვის, ისინი დადიან ხოლმე მათ ოჯახში, თუმცა რა გადაწყვეტილებას ღებულობენ ს-------სთვის უცნობია. ასევე, ტელევიზიით გასული სიუჟეტი არ იყო უცხო, რადგან ამ თემაზე ასევე იყო სიუჟეტი პოსტსკრიპტუმში. მისი თქმით, როდესაც მათთან დადიოდა ბავშვები, გამოირჩეოდნენ ცოდნით რუსულსა და მათემატიკაში, ბებია ჰყავდათ ძალიან განათლებული და ჰქონდათ ძალიან კარგი ხელნაკეთები. მოწმის განმარტებით, მას არ შეუმჩნევია მათ ოჯახში რაიმე ძალადობა, პირიქით, მათ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.
მოწმის სახით დაკითხული ე-–--- გ---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი. 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყო ამ სამსახურში მუშაობა. მანამდე არ იცნობდა პირადად ა------ დ--------–---–ს. სოციალური მუშაკებიდან გადმოცემით იცოდა, რომ მიმდინარეობდა ამ საქმეზე მუშაობა 2010 წლიდან. ის ვიზიტებს ახორციელებდა ოჯახში, რაიმე პიროვნული დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა. ა------ დ--------–---–ის ოჯახში განხორციელებული აქვს მის დაკავებამდე 8 ვიზიტი. ამ 8 ვიზიტის მანძილზე ბავშვებს ზოგადად ესაუბრებოდა, მისი ფსიქოლოგიური დასკვნა რაზეც უნდა აგებულიყო ამის საშუალება არ ჰქონდა, ოჯახში როდესაც შედიოდა არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ ბავშვებთან ცალკე საუბრის თხოვნაზე ყოველთვის უარს ღებულობდა. მხოლოდ ა------ის თანდასწრებით იყო შესაძლებელი ბავშვებს გასაუბრებოდა. ამით შემოიფარგლებოდა მისი ვიზიტი. ნახავდნენ ბავშვებს, ზოგადად გაისაუბრებდნენ და მთავრდებოდა ვიზიტი. ა------ი ითხოვდა, რომ მხოლოდ მასთან ერთად გასაუბრებოდა ბავშვებს. ვიზიტებიდან ჩანდა ის, რომ ბავშვები აბსოლუტურად დამოკიდებულნი იყვნენ მამაზე. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ის გავიდა მეორე ოთახში, ა------ი სხვა ოთახში იყო და ნ-----ს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ბავშვებთან ცალკე გასაუბრება, მან კი მიუგო, რომ ჯერ ა------ისათვის ეკითხა. ამიტომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბავშვები მამის გარეშე არაფერს აკეთებდნენ და მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ მასზე. უფროსმა შვილმა 22 წლის გოგონამ უთხრა კიდეც, რომ მამამისი იყო ღმერთი და ყველაფერს ეკითხებოდა მამას. იგივე პოზიციაზე იყვნენ დანარჩენი ბავშვებიც. როდესაც ა------ი დააკავეს, იმ დღეს ოჯახში ე-–--- გ---–---ე სოციალურ მუშაკთან ერთად იმყოფებოდა. ნ----- არ იყო იმ დღეს ისეთი აღელვებული როგორც მეორე დღეს, რადგან იმ დღეს ეს სიტუაცია მოულოდნელი იყო, ის არეგულირებდა სიტუაციას, ბავშვებზე ფიქრობდა. ბავშვებიც იყვნენ უფრო მშვიდად. პოლიციელები როდესაც შემოვიდნენ მას რეაქცია არ ჰქონდა, ერთადერთი თქვა, რომ დაელაპარაკებინათ მისთვის ა------ი. შემდეგ როდესაც ისინი წამოვიდნენ ოჯახიდან ე-–--- გ---–---ემ ნ-----ს უთხრა, რომ სატელეფონო კავშირი შეეძლო განეხორციელებინა, ასევე მეორე დღესაც გააკეთა ვიზიტი ოჯახში, მთლიანად შეცვლილი იყო სიტუაცია, მეორე დღეს ნ----- იყო ძალიან აგრესიული მათ დანახვაზე, ყველაფერში მათ ადანაშაულებდა, მათ შორის - მეუღლის დაკავებაშიც. იგივე პოზიციაზე იყვნენ დანარჩენი ბავშვებიც. ეუბნებოდნენ მას, რომ არ უნდოდათ მისი საუბრები, არ ჭირდებოდათ მათი შეცოდება, თავად დაიცავდნენ თავიანთ თავს და აუკრძალეს ოჯახში შესვლა, ისიც თქვეს, რომ იმ დღეს ჭიშკარს დაკეტავდნენ და ოჯახში ვეღარავინ შევიდოდა. ისინიც წამოვიდნენ ოჯახიდან, რადგან მათ აღარ უსმენდნენ, შემდეგ დაახლოებით 30 ან 31 რიცხვში მოიკითხა ნ-----, ბავშვებიც, ბავშვებს შაქარი აქვთ, უთხრეს რომ ნორმალურად იყვნენ, წინა დღით გაღიზიანებული იყვნენ, ბავშვებიც დაამშვიდა და უთხრა რომ შეეხმიანებოდა. როდესაც შედგა სატელეფონო საუბარი, მოწმემ ჩათვალა, რომ მის მიმართ აგრესია ცოტა განელდა, დაგეგმა ვიზიტი, მასთან ერთდ იმყოფებოდა იურისტი, მივიდა აგვისტოს 3 ან 4 რიცხვში, ისევ აგრესიულები იყვნენ, ჭიშკარი არ გაუღეს, როდესაც ნ----- ჭიშკართან ესაუბრებოდა ი-–--მ გაიგონა ხმა და წამოვიდა ძალიან აგრესიული, დაბოღმილი მის მიმართ, ის დედამ შეატრიალა და უთხრა, რომ სახლში შესულიყო და რომ მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ. ნ-----მ ძალიან ხმამაღლა და კატეგორიულად გააფრთხილა ისინი, რომ ოჯახში აღარ მისულიყვნენ. ამის შემდეგ მათ ვიზიტი აღარ განუხორციელებიათ. მოწმე თვლის, რომ ოჯახში ყველა ერთ პოზიციას იზიარებდნენ. ა------ის დაკავების შემდეგ ნ----- იგივე პოზიციაზე იყო. ბავშვებს არ აკარებდა. რადგან მათ ადანაშაულებდნენ მომხდარში. ისინი ეუბნებოდნენ, რომ თავად აძლევდნენ ბავშვებს განათლებას ოჯახში, რაც სურდათ ყველაფერი კარგად იცოდნენ. ნ-----მ ისიც კი უთხრა, რომ ნებისმიერი ბავშვი მოეყვანათ და შეეჯიბრებინათ მისი შვილისათვის, რაშიც სურდათ. ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ, პატივს სცემენ და ემორჩილებიან მამას. ე-–--- გ---–---ეს ინდივიდუალურად ბავშვებთან გასაუბრების შესაძლებლობას არ აძლევდნენ ამაზე ეუბნებოდნენ, რომ არ იყო საჭირო ბავშვებს მარტო გასაუბრებოდნენ, ტვინი ეჭყლიტათ მათთვის, რაც იცოდნენ ისიც საკმარისი იყო. მოწმე უხსნიდა რატომ ახორციელებდა ვიზიტებს, მაგრამ მაინც უარს ეუბნებოდნენ. მოწმე ჩაერთო ამ საქმეში 2017 წლის დეკემბრიდან, მანამდე მუშაობდა აწ გარდაცვლილი მ-----მ დ-----ე, რომელსაც მხოლოდ ერთი დასკვნა აქვს, შინაარსი იგივეა, მას არ მიეცა საშუალება, რომ ბავშვებთან ინდივიდუალურად ემუშავა. მისთვის ცნობი-–--, რომ ა------ს და მის მეუღლეს შეუზღუდეს მშობლის უფლება მაგრამ შემდეგ აღუდგინეს. ვიზიტებზე უწევდათ გაჩერება მაქსიმუმ 10 წუთი. მოწმის განმარტებით, ჩაკეტილი გარემოს ფონზე ბავშვები განვითარებულები არიან მეტ ნაკლებად, მაგრამ თავის ასაკთან შესაბამისი განვითარება არ აქვთ. ჩაკეტილი გარემო მოწმის თქმით არის, როდესაც ბავშვი არ დადის სკოლაში, არ ჰყავს მეგობარი. ბავშვებმა მას უთხრეს, რომ მათთან არ მიდიოდა არავინ, ნათესავები ჰყავდათ, მაგრამ მათ არ იცნობდნენ. აქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ა------ის დის შვილი დადიოდა მათთან. ბავშვები არიან შაქრით დაავადებულნი, მშობლებს დაყავდათ ექიმთან. საჭიროებისამებრ გამოყავდათ ბავშვები გარეთ მშობლებს. აქვს ინფორმაცია, რომ ბავშვები დაყავდათ ცაგერშიც.
მოწმის სახით დაკითხული თ----- ჯ--------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2010 წლიდან მუშაობს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ლენტეხის რაიონის განყოფილებაში დ--------–---–ების ოჯახთან. ის არის რეგიონის უფროსი სოციალური მუშაკი, ამიტომ ჩართული იყო ამ ოჯახთან მუშაობის პროცესში. პირველად სიუჟეტი გავიდა რუსთავი 2-ის ეთერში 2010 წლიდან, რომ არსებობდა ასეთი მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც ბავშვები განათლებას არ იღებდნენ, ამის შემდეგ ლენტეხის სოციალური სამსახური ჩაერთო აღნიშნულ ოჯახთან მუშაობაში და ისიც ამ პერიოდიდან ჩაერთო მუშაობის პროცესში. მათი მთავარი მოთხოვნა და მიზანი იყო, რომ ბავშვებს მიეღოთ განათლების და განვითარების სრული უფლება. ის თხოვდა მშობლებს, რომ ბავშვები სკოლაში მიეყვანათ და პატარები ბაღში, მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ თავად იყვნენ უმაღლესი განათლებით, პედაგოგი ბებია იყო ოჯახში, ამიტომ, მშობლების აზრით, შიდა განათლებით შეძლებდნენ ბავშვები სრულყოფილი განათლების მიღებას. როდესაც მივიდოდნენ, აგრესიულად არ ხვდებოდნენ, ა------ დ--------–---–იც თავაზიანად ხვდებოდა, ნ----- ტ---–-----იც და ბავშვებიც, მაგრამ დამოუკიდებლად ბავშვებთან გასაუბრების უფლებას არ აძლევდნენ. ა------ი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი თანდასწრებით შეეძლოთ გასაუბრებოდნენ ბავშვებს, მათი დაკვირვებით, ნ-----ს როცა რაიმე კითხვას დაუსვამდნენ, ის ეკითხებოდა მის მეუღლეს, ამბობდა, რომ ითვალისწინებდა მისი მეუღლის აზრს. ბავშვებიც მამის და დედის ნებაზე იყვნენ დამოკიდებულნი და ითვალისწინებდნენ მათ რჩევას. თ----- ჯ--------ე იხსენებს შემთხვევას, რომ ერთხელ ერთ-ერთმა ბავშვმა არაკორექტულად მიმართა მათ თანამშრომელს, ა------მა კი შენიშვნა მისცა, რომ უფროს ადამიანთან არაკორექტულად არ უნდა ესაუბრა და ბავშვმაც მაშინვე დაუჯერა მამას. რაც შეეხება მათ სოციალიზაციას, თხოვდნენ, რომ ბავშვები არ უნდა ყოფილიყვნენ ოჯახში ჩაკეტილები, როგორც მოწმემ სხვა ინფორმაციიდანაც იცის, ბავშვები გადიოდნენ, როდესაც დედ-მამას მიყავდათ ისინი ექიმთან, ოღონდ დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ყოფილა შემთხვევები, რომ ნათესავები შესულან ოჯახში, ჩვეულებრივად შეხვდებოდნენ და როცა მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდიოდნენ, ბავშვებთან ერთად უფროსებიც გადაადგილდებოდნენ. რაც შეეხება სკოლაში განათლების მიღების საკითხს, პირდაპირ ამბობდა ა------ი, რომ არ თვლიდა საჭიროდ საჯარო სკოლაში მათ შვილებს ევლოთ, მიზეზს ასახელებდა, რომ სკოლაში არ არის მათთვის მისაღები გარემო, იქ ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება და არ სურს, რომ მისმა შვილებმა ისწავლონ. სრულწლოვანებიც ითვალისწინებდნენ მამის აზრს. არც სრულწლოვანებთან მიეცათ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება. მან ამ ოჯახში მისვლისას, ბებია ნახა რამოდენიმეჯერ და ბოლოს ა------ის დის შვილი, ბავშვი. მას არ უნახავს, მაგრამ გაუგია, რომ ერთ-ერთი ნათესავი ასევე რამოდენიმეჯერ იყო მისული. ბავშვებს კარგად არ იცნობს, რადგან ბავშვებთან დამოუკიდებლად კონტაქტის საშუალება არ ჰქონდათ. თუ არ მოეწონებოდათ მათ მიერ დასმული კითხვა, ბავშვებიც არ სცემდნენ ამ კითხვაზე პასუხს, თუ მშობლები ჩათვლიდნენ, რომ მოსაწონი კითხვა არ იყო, ბავშვებს ეტყოდნენ არ ეპასუხათ. ასეთი კითხვები იყო ძირითადად სწავლა-განათლებასთან დაკავშირებით, მეგობრები თუ ჰყავდათ, ხომ არ უცდიათ, რომ გასულიყვნენ მეზობელთან და ემეგობრათ... მოწმის თქმით ფსიქოლოგს ჰქონდა ტესტები მისი სამუშაო გეგმის მიხედვით და იმ ტესტებზე არ გასცეს ბავშვებმა პასუხი მშობლების მითითებით, მათ შორის - არც სრულწლოვანმა ბავშვებმა. თ----- ჯ--------ის თქმით, მოხდა მშობლის უფლების შეზღუდვაც, თუმცა ბავშვები ძლიერ იყვნენ მიჯაჭვულნი მშობლებს, ერთი შეხედვით ერთმანეთს პატივს სცემენ, ნ----- ყოველთვის ამბობს, რომ არ ახსოვს ერთი ზედმეტი სიტყვა მამას ბავშვებისთვის ეთქვა და ამიტომ შესაძლებელი იყო ბავშვების გამოყვანა ოჯახიდან ამ მიჯაჭვულობის გამო, მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ცუდად ასახულიყო. ამიტომ დრო იყო საჭირო. გავიდა დრო და სასამართლომ ისევ აღუდგინა მშობლების უფლებები. მოწმის განმარტებით, ბავშვები დიდ სიყვარულს და პატივისცემას ამჟღავნებენ მშობლების მიმართ და ამბობენ, რომ მამა არის ბრძენი, რომ ჭეშმარიტ გზაზე დგანან, სწორი არჩევანია მათი არჩევანი. ნ----- ტ---–-----ი ამბობდა, რომ რასაც მისი მეუღლე იტყვის ის დაემორჩილება. ბოლოს როცა ა------ი დააკავეს, ნ-----მ თქვა, რომ თუკი ა------ი ტელეფონით ეტყოდა ბავშვები სკოლაში გაეშვა, ისიც მიიყვანდა, რომ ის ემორჩილება მისი ქმრის ნება სურვილს. ისინი ამბობენ, რომ მართლმადიდებლები არიან და სჯერათ რომ მათი არჩევანი სწორია, რომ წმინდა ოჯახია, კეთილსინდისიერად ზრდიან შვილებს და არ სურთ მათი შვილები თანაზიარნი იყვნენ იმ ბოროტების რაც ხდება. როდესაც ა------ი დააკავეს, თ----- ჯ--------ე იყო ერთ-ერთი ბავშვის დ---ას საპროცესო წარმომადგენელი. მოწმის თქმით, ბავშვები ერთ აზრზე არიან. ისინი ძალიან განერვიულებულები იყვნენ, როდესაც მამა დაიჭირეს, ნ-----ც გაღიზიანებული იყო და ადანაშაულებდა სოციალურ სამსახურს მომხდარში. ნ----- ტ---–-----ი იმ პერიოდში ძალიან გაღიზიანდა და აუკრძალა სახლში მისვლა. ამიტომ მანაც არ გააღიზიანა, ასევე არ სურდა ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე ემოქმედა მისი ასვლით, თუმცა, სატელეფონო კონტაქტი მაინც ჰქონდა ნ-----სთან და ეკითხებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისინი არ ითვალისწინებდნენ მათ რჩევას ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც მონიტორინგს ატარებდნენ, რომ ბავშვებს რაიმე გაჭირვება არ ჰქონოდათ, რა რესურსიც არსებობდა, იმ რესურსით დაეკმაყოფილებინათ ოჯახი. ამ ოჯახთან მუშაობდა მ--- ხ-----–---ი. 2018 წლის 13 აგვისტოს გამოკითხვის ოქმის მიხედვით თ----- ჯ--------ემ განაცხადა, რომ ბავშვებს შეხვდა რამოდენიმეჯერ მხოლოდ მამასა და დედასთან ერთად, ყველა ბავშვი ამბობდა, რომ ისინი ყველაფერს ეკითხებიან მამას, რადგან მათი მამა ა------ დ--------–---–ი არის ძალიან ჭკვიანი და მათ მამას აქვს ღმერთთან უშუალო კავშირი. ვიზიტების დროს მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეუღლე ნ----- ტ---–-----ი და რვავე ბავშვი მთლიანად დამოკიდებულნი არიან და ემორჩილებიან ა------ დ--------–---–ის ნებას. მოწმის თქმით, ა------ი ამბობს, რომ ის ოჯახის უფროსია და მას უნდა ემორჩილებოდნენ მეუღლეც და ბავშვებიც, ამას ადასტურებს მისი მეუღლეც. ბავშვებს მიაჩნიათ, რომ ჰყავთ ძალიან ჭკვიანი მშობლები და ემორჩილებიან მათ, ამას ამბობენ როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი ბავშვებიც. ბავშვებს, მოწმის ინფორმაციით, ა------ის დაპატიმრების შემდეგ უქირავეს თემქაზე ბინა, თუმცა განათლებას მაინც არ იღებენ და სკოლაში არ დადიან. მამასთან ერთად მცირე დოზით ჰქონდა ბავშვებთან საუბარი. მამის დაპატიმრებამდე აგრესიულები არ იყვნენ მათ მიმართ. მაგრამ მთლიანად ემორჩილებოდნენ მშობლების ნება სურვილს. ბავშვებმა იციან წერა-კითხვა, მაგრამ მეტყველების პრობლემებიც აქვს რამდენიმე ბავშვს, ენა ებმით, სრულყოფილად ვერ ამბობენ სიტყვას.
მოწმის სახით დაკითხული ნ----- ლ---------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სოფელ რ–----–--რის რწმუნებული, იცნობს ა------ დ--------–---–სა და მისი ოჯახის წევრებს. მათთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. გამგეობა როდესაც ეხმარებოდა მრავალშვილიან ოჯახებს, ის მიყვა მათ დ--------–---–ებთან. ჩვეულებრივად შეხვდნენ. იცოდა, რომ ბავშვები სკოლასა და ბაღში არ დადიოდნენ, ბავშვებს ოჯახში აძლევდნენ განათლებას. ამაზე ნ-----სთანაც ჰქონდა საუბარი, მაგრამ როდესაც მიხვდა რა აზრზეც იყო, არ შეწინააღმდეგებია მას, რადგან ძალიან ახლობლები არიან. მას უთხრეს, რომ არ სურდათ ბავშვებს სკოლაში ესწავლათ, რადგან გარეთ ბევრი სიბინძურეა და თავად აძლევდნენ სახლში განათლებას. 2018 წლის 31 იანვრის ნ----- ლ---------–---ის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ 2008 წლიდან ა------ დ--------–---–ი მეუღლესა და 8 შვილთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. იგი ეწევა კარჩაკეტილ ცხოვრებას, არ ურთიერთობს ადგილობრივებთან. ამბობს, რომ იგი ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით და იგივეს აიძულებს შვილებსაც, ეს გამოიხატება იმაში, რომ ბავშვები არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არ დადიან, არ ურთიერთობენ არც ნათესავებთან და არც მეზობლებთან. ნ----- ტ---–-----ი იკავებდა თავს ჭირის დღეებზე სიარულისგანაც. ლხინის დღეებში საერთოდ არ დადიოდა. მოწმე არის დ--------–---–ებთან ნამყოფი 3-4 ჯერ და ცუდი ურთიერთობა არ აქვთ. მის მიმართ რაიმე ცუდი დამოკიდებულება არ გამოუმჟღავნებიათ. ბავშვებთან არ ჰქონია სკოლის თემაზე საუბარი. ნ-----ს არ სურდა ბავშვების სკოლაში ტარება, რადგან ეკლესიურად ცხოვრობდნენ, მისი თქმით, ერში ბევრი მკვლელობა და ცუდი ხდება, ამიტომ თავად ასწავლიდნენ რაც საჭირო იყო.
მოწმის სახით დაკითხული ხ------- ტ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რ–----–--რის საჯარო სკოლის დირექტორი. ის უკვე 10 წელია დირექტორად მუშაობს, ხოლო მანამდე ამ სკოლაში 4-5 წელი მასწავლებლად მუშაობდა. მისი თქმით რ–----–--რი პატარა სოფელია. ა------ დ--------–---–ის ოჯახის ახლო მეზობელია, მასთან ჰქონდა ძალიან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობა. დაახლოებით 2008 წელს მოვიდნენ ა------ დ--------–---–ი, მისი მეუღლე ნ----- ტ---–-----ი, რომელიც მათი ახლობელია 7 შვილთან ერთად. მერვე შვილი მათ სოფელში შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ა------ს ჰყავდა სკოლის ასაკის ბავშვები, მათ გაიგეს, რომ ა------ს ბავშვები სკოლაში არ დაჰყავდა. როგორც მეზობელს, ახლობელს, სკოლის დირექტორს მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. მას არ აქვს უფლება იაროს ოჯახებში და ვინმეს დააძალოს ბავშვების სკოლაში მიყვანა. თუმცა მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და მოხარული იქნებოდნენ ბავშვების მისვლით, ყველა პირობას შეუქმნიდნენ. ა------ის გადაწყვეტილება იყო, რომ მას ბავშვები არ დაჰყავდა სკოლაში. როდესაც პატარებიც სასკოლო ასაკის გახდნენ - შ---, დ---თი და გ---–ა, ისინიც არ შეიყვანეს სკოლაში, ეს იყო ოჯახის გადაწყვეტილება. მშობლები ამბობდნენ, რომ მათ არ აქვთ პრეტენზია უმაღლეს სასწავლებელზე, საბუთებზე, ატესტატებზე და იმ ზოგად განათლებაზე, რაც უნდა მისცეს ბავშვს სკოლამ. განათლებას თავად მისცემდნენ ოჯახში. ხ------- ტ---–-----ს ნამდვილად ჰქონდა ურთიერთობა ამ ოჯახთან, მიდიოდა კიდეც მათთან და ნამდვილად უნახავს, რომ ბავშვები წერდნენ კიდევაც, კითხულობდნენ კიდევაც, რამდენჯერმე ყოფილა მისი იქ ყოფნის მომენტში, მიუტანიათ ბავშვებს დედისთვის რვეული, რომ შეასრულეს დავალება, ა------ის დედაც იმ პერიოდში იქ ცხოვრობდა, რომელიც იყო განათლებული ქალბატონი და ისიც ამეცადინებდა ბავშვებს. ბავშვები ძველი ქართულითაც წერდნენ, რაც მოწმეს თავისი თვალით უნახავს, რუსულადაც, მათემატიკასაც მეცადინეობდნენ, მასაც სთხოვეს წიგნები და თავად მიუტანა წიგნები წმინდანების ცხოვრების შესახებ, შუშანიკის წამება, აბო თბილელის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და რამდენჯერმე უნახავს კიდეც, რომ მიუხედავად მწირი შემოსავლისა, ყიდულობდნენ საეკლესიო ჟურნალებს და წიგნებს. მოწმის თქმით არამხოლოდ ის ესაუბრებოდა განათლების საჭიროებაზე ოჯახს, არამედ მისი ზემდგომი ორგანოებიც ჩართულნი იყვნენ: სოციალური სამსახური, სამინისტრომდეც მივიდა ეს ამბავი, ტელეარხ რუსთავის 2-ის ეთერშიც გაჟღერდა. ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება და როგორც სკოლის დირექტორს და მოქალაქეს არ მიაჩნია სწორად, რომ ბავშვმა ვერ მიიღოს ზოგადი განათლება, მაგრამ ეს იყო ოჯახის გადაწყვეტილება და ვერც მან და ვერც მისმა ზემდგომმა ორგანოებმა ვერ მიაღწიეს ვერაფერს. მოწმე განმარტავს, რომ ოჯახში ფიზიკურ ძალადობას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. იმიტომ, რომ უყურებდა ბავშვები აღმერთებდნენ მშობლებს და ჰქონდათ ურთიერთპატივისცემა. სკოლაში არის 18 მასწავლებელი და 36 ბავშვი. ეროვნული სასწავლო გეგმა აძლევთ შინ სწავლების საშულებასაც. ოღონდ მოდიფიცირებული გეგმა უნდა იყოს შექმნილი, ჩვეულებრივად ფასდება ბავშვი, კლასიდან კლასში გადადის. ესეც შეთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. ხ------- ტ---–-----ი დადიოდა სოციალურ მუშაკთან ერთადაც. მოწმე იხსენებს ა------ის სიტყვებს, როდესაც მან თქვა, რომ მისი შვილები არიან ყლორტები, ნორჩები, რომ მომაგრდებიან და გაძლიერდებიან, გაუშვებდა საზოგადოებაში. როდესაც ნ----- ტ---–-----ი დადიოდა მაღაზიაში, ბავშვები თან დაჰყავდა. ჯანმრთელობის პრობლემა როცა აღმოაჩნდათ დიაბეტთან დაკავშირებით, ნ-----ს უფროსი გოგოები თბილისშიც ჰყავდა წაყვანილი. მას ბავშვებთან უშუალო კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ რაიმე საკითხზე დალაპარაკებოდა მათ. მისი სახლიდან ჩანს დ--------–---–ების ეზო და უყურებდა, რომ ბავშვები მხიარულობდნენ, თამაშობდნენ, იყვნენ რამდენჯერმე ნ----- გად---და მასთან და საუბრობდნენ. ხ------- ტ---–-----მა შესთავაზა მათ სახლში სწავლების პროგრამა, მაგრამ არ სურდათ, არ ჰქონდათ პრეტენზია ატესტატზე, საბუთებსა და უმაღლეს სასწავლებელზე, ეს იყო მათი პასუხი. სხვა ბავშვები იქ მას არ უნახავს.
მოწმის სახით დაკითხული გ--–---ი ო-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 10 წელია იცნობს ა------ დ--------–---–ს და მის ოჯახს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მათთან, მეზობლური, მეგობრული და ნათესაური, რადგან არამხოლოდ მეზობელია, მათგან დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობს, არამედ ა------ დ--------–---–ის მეუღლის ნათესავია. ა------ დ--------–---–ი მეუღლე და ბავშვები სოფელში ცხოვრობენ 10 წელია. 8 ბავშვი ჰყავთ. გ--–---ი ო-----ის 2018 წლის 16 თებერვლის გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად ის გაიზარდა და დაბადებიდან ცხოვრობდა სოფელ რ–----–--რში, მის მეზობლად ცხოვრობდა ბორის ტ---–-----ი მეუღლესთან - ეთერ მარგიანთან და შვილებთან ნ----- და გ--------–-----ებთან ერთად და მუშაობდნენ ლენტეხში, სადაც ზრდიდნენ შვილებსაც. ბორის ტ---–-----ს ჰქონდა ქართული ტრადიციული ოჯახი. იმ დროისთვის თავის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო ცხოვრობდნენ შეძლებულად და შვილებსაც შესაბამისად არ აკლდათ ყურადღება და მზრუნველობა. შესაბამისად, ის დაბადებიდან იცნობდა ნ----- ტ---–-----ს და შეუძლია თქვას, რომ ის იყო უაღრესად განათლებული, ნიჭიერი, მოსიყვარულე და მეგობრული ბავშვი, ნ-----ს მშობლები იყვნენ პატივსაცემი ხალხი, მშობლებიდან გამომდინარე, მის შვილებსაც არ აკლდათ ახლობლების, ნათესავების და მეზობლების ყურადღება. ნ----- შაბათ-კვირას, როდესაც სოფელში ჩამოიყვანდნენ მშობლები, გამოდიოდა მეზობლებთან და თამაშობდა და ურთიერთობა ჰქონდა სოფელში მცხოვრებ მის ტოლ ბავშვებთან. ნ-----ს სკოლის დამთავრების შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გად---და გარდაბანში. სახლი კი დაკეტეს. სკოლის დამთავრების შემდგომ ნ-----მ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტში, შემდეგ კი სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი დაქორწინდა და შეეძინა შვილები, პირველი ორი შვილის დაბადების შემდეგ გარდაიცვალა ნ-----ს მამა, შვილებს კი გაუჭირდათ ეკონომიურად, 2008 წელს ნ----- თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა სოფელ რცხმულურში, თავისი მამის საცხოვრებელ სახლში, მის მეზობლად. მათი გადმოსვლის შემდეგ დაიწყეს მათთან მეზობლობა, რადგან მათ ჰყავდათ ბევრი ბავშვი და უჭირდათ ეკონომიურად. რაც შეეძლოთ საკვები პროდუქტებით ეხმარებოდნენ მათ, მაგრამ მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაციის დამყარების სურვილი, ნ----- იყო რადიკალურად შეცვლილი და სხვა ადამიანი, ისინი ცხოვრობდნენ თავისი წესებით, რაც მიუღებელი იყო როგორც გ--–---ი ო-----ისათვის, ასევე სოფელ რ–----–--რში მცხოვრები მოქალაქეებისათვის. ნ----- და მისი მეუღლე თავის სახლში ცხოვრობდნენ სხვებთან კომუნიკაციის გარეშე. ბავშვები არ დადიოდნენ სკოლაში, მაგრამ მას მათი ოჯახიდან რაიმე ყვირილის ან ჩხუბის ხმა არასოდეს გაუგია. მოწმის განმარტებით, ის იყო სტუმრად ა------თან, ა------ დ--------–---–ი პატიოსანი ადამიანია, არც გარეთ გამოუგდია და არც ჩხუბი დაუწყია.
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის - გ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივლისის თვიდან ეს საქმე გამოსაძიებლად გადმოიგზავნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, სადაც ჩაერთო გამომძიებლების ჯგუფი, მათ შორის თავად. 2019 წლის 29 ივლისს მის მიერ დაკავებულ იქნა ა------ დ--------–---–ი. ამის შემდეგ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულებისთვის გაცნობილი აქვს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ასევე დანიშნული აქვს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და გამოკითხული ჰყავს მოწმეები. ბოლო ეტაპზე წარდგენილი აქვს დაზუსტებული ბრალდება. დაზარალებულებთან არ აქვს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნულ საქმეზე დაინიშნა რამდენიმე ექსპერტიზა.
მოწმის სახით დაკითხული ი----ა დ------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის ივლისის თვეში ჩაერთო საქმეში, როდესაც საქმე დაექვემდებარა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს და იმ პერიოდიდან ბრალი წარუდგინა დაკავების შემდეგ ბრალდებულს, მის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად, შემდეგ დანიშნეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზები რვავე ბავშვის მიმართ, ასევე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა იქნა დანიშნული ბრალდებულ ა------ დ--------–---–ის მიმართ. პირველი დასკვნით ვერ იქნა სასურველი პასუხი მიღებული და საჭირო გახდა ექსპერტიზის დეპარტამენტში ბრალდებულის გამოკვლევა, რომლის შედეგის გამო დაინიშნა სტაციონარული ექსპერტიზა ისევ მის მიერ. გარდა ამისა, გამოკითხული ჰყავს 3 მოწმე, მათ შორის ერთი არის ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი და ბრალდებულ ა------ დ--------–---–ის და ი---- დ--------–---–ი, სიძე ბ---- მ-----–---ძე. ყველაზე ადრე გამოკითხა ფსიქოლოგი ე-–--- გ---–---ე. ფსიქოლოგმა განმარტა, რომ 2017 წლის სექტემბრიდან იყო ამ საქმეში ჩართული. მანამდე ვინც იყო ფსიქოლოგი, ის გარდაიცვალა, მან განაცხადა, რომ 2018 წლიდან დაიწყო ვიზიტები დ--------–---–ების ოჯახში, საქმის კურსში იყო, რომ სოციალური სამსახურის მიერ მუშაობა 2010 წლიდან მიმდინარეობდა, ამ ოჯახთან დაკავშირებით. სანამ ა------ დ--------–---–ს დააკავებდნენ დაახლოებით 8 ჯერ იყო ოჯახში მისული, მაგრამ ბავშვებთან გასაუბრება მოახერხა მხოლოდ მშობლების თანდასწრებით. კონფიდენციალურად და ინდივიდუალურად ბავშვებს ვერ გაესაუბრა, ასევე შეკითხვებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მამა - ა------ დ--------–---–ი, ისეთი ინფორმაცია ვერ მოიპოვა ფსიქოლოგმა, რომლითაც რაიმე დასკვნების გაკეთებას შეძლებდა, რადგან ბავშვებთან ინტერვიუში ხელს უშლიდნენ მშობლები. ფსიქოლოგმა ასევე განმარტა, რომ ა------ დ--------–---–ის დაკავების შემდეგაც რამდენჯერმე იყო მისული ოჯახში, მაგრამ არ შეუშვეს და ბავშვებთან კონტაქტი არ ჰქონია. ბრალდებულის დამ და მისმა სიძემ თითქმის ანალოგიური განმარტებები გააკეთეს გამოკითხვის დროს, კერძოდ ის, რომ მათთვის ცნობილი იყო, ბავშვები ინტეგრირებულნი რომ არ იყვნენ საზოგადოებასთან, კომუნიკაცია არ ჰქონდათ მეზობლებთან, ნათესავებთან, არ დადიოდნენ სკოლაში და იცოდნენ რომ განათლება მიიღეს ა------ისა და მისი მეუღლის საშუალებით. მათ განაცხადეს, რომ სრულიად ეთანხმებოდნენ ა------ისა და მისი მეუღლის პოზიციას, რადგან არ მოსწონთ არსებული განათლების სისტემა და ერჩივნათ განათლება ბავშვებს მიეღოთ სახლში, ასევე საზოგადოებას თვლიდნენ ბოროტების სათავედ და არ აძლევდნენ ბავშვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებას. ორივე ამართლებდა ა------ის ქმედებას. თავად ი----ა დ------–---–ს პირადად ბავშვებთან არ უმუშავია, არც უნახავს ბავშვები არასოდეს. ვინაიდან საქმეში დანიშნული იყო ბავშვების მიმართ ექსპერტიზები და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული იყო, რომ სრულყოფილი ვერ იქნებოდა დასკვნა, რადგან პირადად არ გასაუბრებია ბავშვებს ექსპერტი. ამიტომ დანიშნა განმეორებით ექსპერტიზა და ბავშვები წარუდგინეს შესაბამის ექსპერტს.
მოწმე მ--- ხ-----–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის არის სოციალური მუშაკი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონულ განყოფილებაში. 2010 წლის მარტის თვეში, რესურსცენტრიდან შემოსული მომართვაში აღნიშნული იყო, რომ სოფელ რ–----–--რში ცხოვრობდა მრავალშვი-–--ნი ოჯახი, რომლის სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, რის შემდეგაც ის ჩაერთო ამ საქმეში, როგორც სოციალური მუშაკი. ამის შემდეგ მან განახორციელა პირველი ვიზიტი ოჯახში როგორც სოციალურმა მუშაკმა, თუმცა წლების განმავლობაში ისე გრძელდებოდა, რომ ურთიერთობა მხოლოდ მშობლებთან ჰქონდა და ბავშვებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება არ ეძლეოდა, მამა კატეგორიულად არ აძლევდა საშუალებას, რომ მარტო დარჩენილიყო ბავშვებთან. თავის შეხედულებებიდან გამომდინარე, მამას არ სურდა, რომ სოციალურ მუშაკებს რაიმე გავლენა მოეხდინათ ბავშვების შეხედულებებზე და ამის გამო არ ტოვებდა მათ მარტო, თუმცა მშობლებთან ერთად კიდევაც გასაუბრებიან ბავშვებს, აგრეთვე, მათი სწავლის პროცესსაც დასწრებია. ფსიქოლოგიც იყო ჩართული ამ საქმეში, თუმცა არც მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ბავშვებთან მარტო დარჩენილიყო. ყოველ 6 თვეში ერთხელ სამხარეო ცენტრში რეგიონალური საბჭო არსებობს და ამისთვის აკეთებდა დასკვნებს. ყველაზე გამაოგნებელი ფაქტი მისთვის ის იყო, რომ 8 ბავშვიდან არც ერთი არ იღებდა სკოლის განათლებას, არ ჰქონდათ სოციალურ გარემოსთან ურთიერთობის საშუალება, რაზეც წლების განმავლობაში დაობდა ბრალდებულ ა------ დ--------–---–თან, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ამ მხრივ ბავშვებს არ ჰქონიათ პრობლემა, მოწესრიგებული იყო, თვითონაც აკონტროლებდნენ მშობლები, აგრეთვე ნათესავებთან და სხვა ადგილებშიც მიდიოდნენ ბავშვები, მხოლოდ მშობლებთან ერთად. მამას ბავშვები ჰყავს დარწმუნებული, რომ ის სწორად ექცევა მათ და სჯერათ მისი. მოწმე მ--- ხ-----–---ს, ისევე როგორც ფსიქოლოგს, ბრალდებულის დაკავების შემდეგაც ჰქონდა ურთიერთობა ბავშვებთან, თუმცა, დედის თანდასწრებით. სკოლაში ბავშვების შეყვანასთან დაკავშირებით დედა აცხადებდა, რომ მეუღლის თანხმობის გარეშე ბავშვებს სკოლაში არ მიიყვანდა.
მოწმე ნ----- ქ-------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 27 იანვარს, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის’’ ეთერში გავიდა ა------ დ--------–---–ის ოჯახთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც გადამოწმდა მათ მიერ, 29 იანვარს საინფორმაციო ხასიათის პატაკი შეადგინეს და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება. ამ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა------ დ--------–---–ი, მის მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად ცხოვრობდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე, მამას - შვილები და მეუღლე ჰყავდა ჩაკეტილ სივრცეში და ახდენდა იძულებას საკუთარ ოჯახზე. ბავშვები იყვნენ სრულიად იზოლირებული გარემოსაგან და ამბობდნენ, რომ „მამა ემსახურება ღმერთს და ისინი კი ემორჩილებიან მამას“. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე აზრი და საკუთარი პირადი მოსაზრება არც ერთს არ გააჩნდა. მან გამოკითხა ერთ-ერთი ბავშვი - დ---თ დ--------–---–ი. მისი გამოკითხვის შემდეგ ნათლად ჩანდა, რომ ყველა ბავშვი, ისევე როგორც დ---თ დ--------–---–ი, ამბობდა ერთი და იგივეს, რომ მას არ სურდა წასულიყო სკოლაში, ეს იყო მათი ნება, არ უნდოდათ, რომ განათლება მიეღოთ, სკოლაში საინტერესოს არაფერს არ ასწავლიან და რაც მათ სჭირდებოდათ, ყველაფერს თავად სწავლობდნენ სახლში მამის და დედის დახმარებით. ასევე ბავშვი აღნიშნავდა, რომ იმდენი იყვნენ სახლში გასართობად დამატებით სხვა მეზობლის ბავშები ან ვინმე არ სჭირდებოდათ, ისედაც კარგად ერთობოდნენ თავიანთ ეზოში, ველოსიპედით, ბურთს თამაშობდნენ ერთმანეთში. განათლებასთან დაკავშირებით კი ამბობდა, რომ საქართველოში ბევრი ტაქსისტი იყო, რომელსაც დიპლომი ჰქონდა, თუმცა მაინც ტაქსისტად მუშაობდა და ეს ყველაფერი მამისგან იცოდა. ბავშვი იყო მამის ზეგავლენის ქვეშ. აგრეთვე ის გარემო-პირობები, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ არ შეესაბამებოდა ბავშვებისათვის საჭირო მოთხოვნილებებს. ბავშვები სისუფთავის მხრივ მოუწესრიგებელნი იყვნენ, მის მიერ გამოკითხულ ბავშვს წერა-კითხვა უჭირდა, სათითაოდ კარნახობდა ყველა ასოს, რომ დაეწერა, მეტყველებაც სპეციფიური ჰქონდათ. მათი სახლში მისვლის დროს ბავშვებმა განუცხადეს, რომ სანამ მამა არ მოვიდოდა, მათთან არ ისაუბრებდნენ, მხოლოდ უფროსი ბავშვი ესაუბრებოდა ტელეფონით მამას და ამის შემდეგ შემოდიოდნენ ბავშვები მათთან კონტაქტში.
მოწმე რ--------- გ-------–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ლენტეხის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. აღნიშნულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ა------ დ--------–---–ის მიმართ, მას შემდეგ რაც 2018 წლის 27 იანვარს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის’’ ეთერში გავიდა სიუჟეტი ა------ დ--------–---–ის ოჯახთან დაკავშირებით. მან გამოკითხა ერთ-ერთი შვილი - ი-–-- დ--------–---–ი მისივე სახლში, 2018 წლის 30 იანვარს, მას შემდეგ რაც გავიდა სიუჟეტი და დაიწყო გამოძიება. გამოკითხვას ესწრებოდა სოციალური მუშაკი მ--- გვიშიანი. მის მიერ გამოკითხულმა მოწმემ ი-–-- დ--------–---–მა, რომელიც გამოკითხვის დროისათვის იყო 17 წლის, მხოლოდ მამის ნებართვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოსაკითხად გაჰყოლოდა მას სხვა ოთახში, ი-–-- მამას თვალებში უყურებდა ხოლმე, როცა რამეს ჰკითხავდნენ მას და თუ მამა ნებას დართავდა, პასუხობდა, რაც ძალიან უჩვეულოდ მოეჩვენა რ--------- გ-------–---ს, რადგანაც ი-–-- დ--------–---–ი 17 წლის იყო იმ დროისათვის. ზოგადად ბავშვები მამის ნებართვას ელოდებოდნენ ყველაფერზე.
მოწმე გ---- ქ-------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის მუშაობს ლენტეხის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად 1988 წლიდან. 2018 წლის იანვრის თვეში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის’’ სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო გამოძიება ა------ დ--------–---–ის მიმართ შვილების ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მან გამოკითხა საქმის ირგვლივ მეზობლები იასონ ტ---–-----ი, ხ------- ტ---–-----ი, ს------ო ტ---–-----ი. მათ დაადასტურეს, რომ უკვე 10 წელია, რაც ა------ დ--------–---–ი ცხოვრობდა მათ სოფელში, მას ჰყავდა 8 ბავშვი, რომელთაგან არც ერთი არ იღებდა არც სასკოლო და არც ბაღის განათლებას.
მოწმე ი---–---------–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ როგორც გამომძიებელი მონაწილეობას იღებდა ა------ დ--------–---–ის მიმართ დაწყებული საქმის გამოძიებაში. ის სხვა გამომძიებლებთან ერთად ა------ დ--------–---–ის ოჯახის წევრების მოწმეებად დაკითხვის მიზნით იმყოფებოდნენ მის ოჯახში, მისვლისთანავე ბავშვები მათ ძალიან გაოცებულები უყურებდნენ. მათ აცნობეს, რომ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხათ ბავშვები, ბავშვებმა მამისგან აიღეს ნებართვა და შემდეგ თანხმობა განაცხადეს მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე. მან გამოკითხა მოწმე გ---–ა დ--------–---–ი, რომელიც იმ პერიოდისათვის იყო 12 წლის, ის საპროცესო წარმომადგენელთან ერთად გამოკითხა ცალკე ოთახში. დაკითხვის პერიოდში ა------ დ--------–---–ი შემოდიოდა ხოლმე ოთახში, თუმცა, მათ დაკითხვაში ხელი არ ეშლებოდათ, მამას თვალებით კონტაქტი ჰქონდა ხოლმე შვილთან. დედა ნ----- ტ---–-----ი არ შემოდიოდა დაკითხვის დროს. ი---–---------–---ისათვის გამოძიების პროცესში ცნობილი გახდა, რომ სოციალური მუშაკები იყვნენ ჩართული ა------ დ--------–---–ის ოჯახთან ურთიერთობაში იმის გამო, რომ მამა არ აძლევდა ბავშვებს სკოლაში სწავლების უფლებას.
მოწმე ზ---- ჩ-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მის მიერ გამოკითხული იყვნენ ა------ დ--------–---–ი და მისი ოჯახის წევრები, დათვალიერებული იქნა აგრეთვე სახლი და დამხმარე სათავსოები, რა პირობებში ცხოვრობდა მისი ოჯახი. დანიშნულ იქნა ექსპერტიზა და აგრეთვე ა------ დ--------–---–ის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. მის მიერ გამოკითხული იქნა მ---, გ---–ა, ა------ი დ--------–---–ები, ნ----- ტ---–-----ი, მეზობლები, ერთი არასრულწლოვანი შვილი. განჩინების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლებთან ერთად მოხდა ა------ დ--------–---–ის დაკავება. გამოძიება იყო დაწყებული ოჯახის წევრების მიმართ იძულების ფაქტზე. ცნობილი გახდა, რომ ა------ დ--------–---–ის არც ერთი ბავშვი არ იღებდა სასკოლო განათლებას და ყოველგვარი კონტაქტი ჰქონდათ შეზღუდული გარე სამყაროსთან, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. სახლის და დამხარე სათავსოების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახში არ იყო სათანადო საცხოვრებელი პირობები, ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი, მათ შესაბამისად სჭირდებოდათ დახმარება, თუმცა სახელმწიფოსადმი ნდობა დაკარგული ჰქონდათ. ა------ დ--------–---–ი აცხადებდა, რომ სკოლა არანაირ განათლებას არ მისცემდა მის შვილებს. ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მოწმე ორჯერ იმყოფებოდა მათ სახლში, თან ახლდა სამმართველოს უფროსი, რომელმაც მიიტანა შოკოლადები ბავშვებისათვის, თუმცა, სანამ ა------ დ--------–---–მა არ მისცა უფლება, რომ აეღოთ შოკოლადები, ხელი არ ახლეს ტკბილეულს, ისინი მამის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მოწმე მ------- ჩ-----–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ის რეგიონის სოციალურ მუშაკად მუშაობს 2007 წლიდან, მას შეხება ჰქონდა ერთ-ერთ ბავშვთან დაკითხვის დროს, კერძოდ, შ--- დ--------–---–თან, რომლისგანაც შეიტყო, რომ ბავშვი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რას იტყოდა მამა, რა სურდა მას და საერთოდ ოჯახში ყველაფერი სრულდებოდა იმის მიხედვით, როგორც მამა ისურვებდა. ბავშვი უმეტესად ასეთ სიტყვებს ხმარობდა დაკითხვის დროს ,,მამის სურვილით’’, ,,მამა განსაზღვრავს’’ ,,მამამ თქვა’’ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ბავშვმა თქვა დაკითხვის დროს ის იყო, რომ მან განაცხადა „შეიძლება მას ჰქონოდა რაღაც სურვილი, თუმცა, მამა მას უკრძალავდა ამას“. აგრეთვე ბავშვი განმარტავდა, რომ მან იცოდა, რომ სოფელში ცხოვრობდნენ მისი ასაკის ბავშვები, რომელსაც აივნიდან უცქერდა, მაგრამ არ იცოდა მათი ვინაობის შესახებ, არ ჰქონდა მათთან ურთიერთობა, ვინაიდან ამას განსაზღვრავდა მამა და ისინი ემორჩილებოდნენ მას. მამის სურვილის გამო მათ არც სკოლაში არ უვლიათ და არც ბაღში, თუმცა, აცხადებდა, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შ---მ ასევე განაცხადა, რომ მას ნათესავებთანაც არ ჰქონდა კონტაქტი და ისინიც მათთან არ მოდიოდნენ სტუმრად. მოწმის აზრით, ბავშვები ფსიქოლოგიურად იყვნენ მამის გავლენის ქვეშ.
მოწმე ნ-----–---- ბ----–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მან განმარტა, რომ დ--------–---–ების სახლში იყო მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები: უსუფთაო სიტუაცია, სიბინძურე, არანაირი პირობები, რაც მძიმე სანახავი იყო მისთვის და ძალიან განიცადა. ბავშვები კონტაქტში არ შემოდიოდნენ ელემენტარულ წინადადებებზეც კი და იყვნენ ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. ერთნაირად იქცეოდნენ არასრულწლოვნებიც და სრულწლოვნებიც. როდესაც რამეს ჰკითხავდნენ, ჯერ გახედავდნენ მამას და თუ იგი მისცემდა ნებართვას, იმ შემთხვევაში პასუხობდნენ, თუ არა და ისე არ პასუხობდნენ არავის. მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ მათი იქ მისვლის გამო, ამბობდნენ თუ რატომ ერეოდნენ ისინი მათ ცხოვრებაში, ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და მათი საქმე არ იყო, თუ როგორ გაზრდიდნენ თავის შვილებს. მოწმის განმარტებით, ბავშვები თითქოს დაპროგრამებულნი იყვნენ, რომ ყველა ერთნაირად ლაპარაკობდა. რაღაცის თითქოს ეშინოდათ, რაღაცას გაურბოდნენ, ისინი მამის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ. მისი თვალების გადაბრიალების ეშინოდათ. როდესაც მამა ოთახში არ იმყოფებოდა, ბავშვები საერთოდ არ შედიოდნენ არავისთან კონტაქტში და იყვნენ ზომბირებულები.
მოწმე გ-----–---–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ნ----- ტ---–-----ის კლასელია, 11 წელი ერთად სწავლობდნენ. გაიხსენა მათი სტუმრობა დ--------–---–ების ოჯახში ნ-----ს მოსანახულებლად, როდესაც ისინი ახალი გადმოსული იყვნენ ლენტეხში, პროდუქტები მიიტანეს ოჯახში. მოწმემ განმარტა, რომ ა------ დ--------–---–მა აბსოლუტური უარი განაცხადა სტუმრებთან კომუნიკაციაზე და ბავშვებთან ერთად ჩაიკეტა გვერდით ოთახში. ბავშვები სტუმრების მისვლაზე დაფრთხნენ, ადამიანს რომ დაინახავდნენ, გარბოდნენ, ახლოს არ ეკარებოდნენ არავის და მერე მამასთან ერთად ჩაიკეტნენ გვერდით ოთახში. ა------ი რასაც იტყოდა, ბავშვები იმას აკეთებდნენ. მოწმემ მიუთითა, რომ გაჭირვების გათვალისწინებითაც კი ცუდი პირობები ჰქონდათ ბავშვებს სახლში და გაიხსენა, რომ მათი ვიზიტის დროს ისინი ფეხშიშველები იყვნენ ეზოში. ასევე აღნიშნა, რომ დ--------–---–ების ოჯახში ვიზიტისას მათ ნ----- დახვდათ რადიკალურად შეცვლილი, ისე, რომ ვერც კი იცნეს. კერძოდ, კლასელების რჩევებზე, რომ ბავშვები სკოლაში წაეყვანა, ნ-----ს არაფერი უპასუხია, თითქოს შეშინებული იყო, ვერ ლაპარაკობდა გამართულად და რაღაცის ეშინოდა.
მოწმე ნ---- მ-–---–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ნ----- ტ---–-----ის კლასელია, 11 წელი ერთად სწავლობდნენ სკოლაში. დ--------–---–ების ოჯახს ბავშვები სკოლაში არ დაჰყავდათ და მათ საზოგადოებასთან არ ჰქონდათ ურთიერთობა. მისი განმარტებით, კლასელები მუდმივად ურჩევდნენ ბრალდებულის მეუღლეს, რომ ბავშვები სკოლაში შეეყვანა, თუმცა იგი ყოველთვის პასუხობდა, რომ არ იყო საჭირო, ისინი იმდენს ასწავლიდნენ სახლში, რომ ყოფნიდათ.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ი-–-- დ--------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ამჟამად ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ მუხიანის პირველი მიკროს მეათე კორპუსის მეხუთე სადარბაზოს 90-ე ნომერში თბილისში, მანამდე ცხოვრობდა დედ-მამასა და დედმამიშვილებთან ერთად სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ რ–----–--რში, სადაც გად---დნენ 2008 წელს, განათლება არ მიუღია, რაც მოხდა მისი ნება-სურვილით. მოწმე აჩვენებს, რომ სასკოლო პროგრამა გადატვირთულია და სკოლა ბავშვებს რყვნის. ის მადლიერია მამამისის, რომ მისი დებიც ისევე არ დადიან სკოლაში, როგორც სხვა სკოლის მოსწავლეები. ისინი მშობლებმა სიწმინდეში გაზარდეს, რისთვისაც მადლიერია. მამამ ურჩია, რომ რელიგიასა და პოლიტიკაზე არ ელაპარაკა. ეთანხმება მამას, რადგან არ სურს რელიგიასა და პოლიტიკაზე მისი შეხედულებები სხვამ გაიგოს. ეს პირადად მისი შეხედულებაა. არც მისი დედმამიშვილები დადიან სკოლაში. იგივე მიზეზით, რაც თავის თავზე განაცხადა. მამამ უთხრა, რომ არ ევლოთ სკოლაში და მათაც ასე სურდათ. არც ერთ ბავშვს არ სურს წავიდეს და ტყუილად იჯდეს 3 საათი სკოლაში, ისმინოს ფიზიკა, ქიმია, რომელიც მას არასოდეს გამოადგება. მათ რაც სურდათ, მამამ ყველაფერში ხელი შეუწყო და როგორც მათ სურდათ ისე ცხოვრობდნენ. სულ 8 დედმამიშვილი არინ და მათგან არც ერთი არ დადის სკოლაში, ი-–--ს თქმით, ეს თავად ბავშვების გადაწყვეტილებაა. მათ განაცხადეს, რომ არ სურდათ სკოლაში სიარული და მამაც ხელს უწყობთ ამაში და დედაც. მშობლები უხსნიან ყველაფერს და გადაწყვეტილებებს იღებენ თავად. ოჯახში უფროსი არის მამა და როცა ის გადაწყვეტილებას იღებს ვინმეზე არ ახდენს იძულებას. არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რაშიც არ ეთანხმება მამას, ყველაფერში ეთანხმება მას, რადგან მამამისი, არის ღმერთის შვილი და საუკეთესო მამა მსოფლიოში. მამამისი შეცდომას არასოდეს დაუშვებს. მამამ რომ შეცდომა დაუშვას ღმერთი ეტყვის. ამიტომ ეთანხმება ყველაფერში. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, მოწმის განმარტებით, ისეთ ხალხში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდა მათთან ურთიერთობის სურვილი, წამოსვლის საშუალება კი არ ჰქონდათ. მამა რომ დაიჭირეს, შემდეგ გამოჩნდნენ ისინი, ვინც დაეხმარა. მამა როდესაც ამბობდა, მაშინ არ გადაიყვანეს თბილისში. მამამისს გეგმები ჰქონდა, რომ ივლიდნენ სპორტზე და ყველგან. სკოლას არ გულისხმობს. იქ მისი ნებასურვილით არ დადიოდა. ის არ აპირებდა სოფლის ბირჟაზე დგომას და მათი დაძალების მოსმენას, რომ ღვინო დაელია. ლენტეხში როდესაც გადმოვიდა 8 წლის იყო. გარეთ გადიოდნენ სასეირნოდ, ცაგერში ჩადიოდნენ, მაგრამ ადგილობრივ სოფლის ბირჟებზე და სოფელში არ გადიოდა. გარეთ გამოდიოდა მშობლებთან ერთად. მარტოც შეეძლო, როცა ამის სურვილი ჰქონდა. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონია. მამის გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია. თუ რამე დააინტერესებდა, მას ეკითხებოდა. მისი თქმით მამამისი მსოფლიოში ყველაზე ბრძენი ადამიანია. თავის სანათესაოსა და სამეზობლოში მამამისი საუკეთესო მამა არის, მას ვერავინ მიუდგება გვერდით ვერც კაცობაში, ვერც სიკეთეში. სახლში ერთობიან ტელევიზორით. ამჟამად მამას ელოდებიან და როდესაც გამოვა გეგმები აქვთ... წერა-კითხვა იცის - დედამ ასწავლა. მამამისი კი ასწავლიდა ყველაფერს, რაც ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში გამოადგეს. როდესაც რაიმე კითხვა გაუჩნდებოდა, ყველაფერზე პასუხს სცემდა მამამისი. დანარჩენი ბავშვებიც რჩევებს მამას ეკითხებოდნენ. სახლში ვისაც რა სურდა, იმას სწავლობდა. თავად ი-–-- სწავლობდა ისტორიას, გეოგრაფიას, ბიოლოგიას. რელიგიას ასწავლიდა მამა. ის მართლმადიდებელია. მამის გარეშე არაფრის გაკეთების სურვილი არ აქვს. მას შეეძლო წასულიყო ცაგერში და თბილისშიც, როცა სურდა, ამას არც მამა უშლიდა, არც დედა, მაგრამ იმის საშუალება არ იყო, რომ 20-20 ლარი ეხადა წინ და უკან. სოფელშიც შეეძლო გასვლა, როდესაც სურდა, მაგრამ ხალხთან ურთიერთობის სურვილი არ გაუჩნდა. მას კონკრეტულად რ–----–--რში მცხოვრებ ხალხთან არ აქვს ურთიერთობის სურვილი, რადგან ისინი დაბოღმილი ხალხია. მათთან ბევრჯერ ჰქონდა შეხება და ამიტომ დაასკვნა ეს. ი-–-- დ--------–---–ი ამბობს, რომ თავისი თვალით დაინახა მეზობელი, რომელიც გადაძვრა მათ ეზოში და ჯადო დაუტოვა. ასევე დაბოღმილები იყვნენ იმიტომ, რომ მამამისი მათი წესებით არ ცხოვრობდა და პატივსაც არ სცემდნენ. დედამისი რამდენჯერაც გარეთ გავიდოდა, იმდენჯერ განერვიულებული მოდიოდა სახლში. თბილისში ურთიერთობა არავისთან აქვს. არც რუსთავში ჰქონდა. მამამისი როდესაც გამოვა, შემდეგ დაიწყებს ცხოვრებას, მანამდე პროტესტის ნიშნად არსად არ დადიან, რადგან მამამისი უსამართლოდ დააკავეს. ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებს. რაც მოუნდება ისწავლის იმას. სკოლა ვერ უკარნახებს მისი მეხსიერება რაში დახარჯოს. მათთან მოსულა დედის მეგობრის ბავშვები და მათთან ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. მისი ბიძაშვილი ბიჭი ასევე მოდიოდა მათთან და მასთანაც ჰქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა. ისინი კარჩაკეტილები არ ყოფილან და ჰქონდათ ურთიერთობა ბავშვებთან. მამამისს მათზე არ უძალადია და არც აძალებდა, რომ სკოლაში არ ევლოთ. მიიჩნევს, რომ ეს ცილისწამებაა. მისთვის მამამისი გმირია. მას მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალში. მამამისი 7 ადგილას იყო დაჭრილი, როცა აფხაზეთიდან ჩამოიყვანეს. ა------ დ--------–---–ი ომის ვეტერანია. ი-–--მ იცის, რომ მამამისი სკოლაში დადიოდა და 4 სკოლა აქვს გამოცვლილი. მოწმე თვლის, რომ რაც უფრო მეტს ისწავლის, ამით მეხსიერება იხარჯება. ვინც ბევრს სწავლობს, მისი აზრით, მათ ცოტა აქვთ მეხსიერება, დახარჯული აქვთ და მათ თავში ღმერთის ადგილი აღარ არის. მამიდამისს სამი დიპლომი აქვს, მაგრამ ახლა ვაჭრობით არის დაკავებული. მან ყველაფერი შეისწავლა, რასაც სკოლაში ასწავლიდნენ, მთელი ბავშვობა სწავლაში გაატარა. მან კი თავისი ბავშვობა თავისთვის მოიხმარა, თამაშობდა, თავისუფალი იყო, რაც სურდა იმას აკეთებდა. მისი თქმით, გამომძიებელმა გამოკითხვის ოქმებში ბევრი ისეთი რამ შეიტანა რაც მის და-ძმებს არ უთქვამთ. მოწმის განმარტებით როგორც მას, ასევე მის და- ძმებს სკოლაში არასოდეს უვლიათ, თუმცა, მათაც იციან წერა-კითხვა ქართულ და რუსულ ენებზე, მ---მ ინგლისურადაც იცის წერა-კითხვა. წერა-კითხვა ასწავლეს მშობლებმა. სახლში აქვთ შესაბამისი წიგნები, საიდანაც იღებენ საჭირო და შესაბამის განათლებას. მაგ: გეოგრაფია, ისტორია, რელიგია. ეს ის სფეროებია, რაშიც საკმაოდ კარგად ერკვევა და აინტერესებს. რაც შეეხება ქიმიას და ფიზიკას, არასოდეს უსწავლია და არც აინტერესებს. თავის დროზე სკოლაში არ უვლია, რადგან ეს მამის გადაწყვეტილება იყო. მამის აზრით, სკოლაში ბევრი ისეთი რამ ისწავლება, რაც ზედმეტია და გონებას ზედმეტად ტვირთავს, გამოუსადეგარია. ი-–-- მამამისის მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით და ზოგადად ყველაფერზე ეთანხმება და ითვალისწინებს. მამამისი ისეთს არაფერს ეუბნება, რაც მისთვის მიუღებელი იქნება. მამა პირველყოფილი წმინდა მამების ნაშრომებით ხელმძღვანელობს, რაც მისთვის მისაღებია და მთელი ოჯახი ცხოვრობს მამის გადაწყვეტილების მიხედვით. მამამისი არის ოჯახის უფროსი და რასაც მამა გადაწყვეტს ყველა საკითხთან დაკავშირებით მისთვის კანონია და მისაღებია. მას საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს, ვიანიდან ხალხი დაბოღმილია და მათთან კარგს ვერაფერს ნახავს, ეს ყველაფერი მამისგან იცის და როდესაც წამოიზარდა, თავადაც ხედავს ამ ყველაფერს, თუნდაც იმაში, რომ დახმარების ხელი მისი ოჯახისათვის არავის გამოუწვდია. ოჯახის შემოსავლის წყარო არის სოციალური დახმარება და მისი და-ძმის პენსია. რითაც ყიდულობენ საკვებს, ტანსაცმელს და საჭირო ნივთებს ოჯახისათვის. ეს შემოსავალი საკმარისი არ არის, მაგრამ თავის გატანა შესაძლებელია. სამეურნეო სამუშაოებს არ ეწევიან. ადრე მიწას ამუშავებდნენ, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ აზრი არ აქვს, რადგან მოსავალი არ მოდიოდა. პირუტყვი არ ჰყავთ, ვინაიდან შეძენის სახსრები არ აქვთ. ზამთრისათვის შეშა ტყიდან მოაქვთ. ის მიყვება მამას შეშის მოსაჭრელად და ხელით მოაქვთ, სახლში ხერხავენ. სახლში მისი და-ძმებიც ეხმარებიან. აქვთ სამი ტელევიზორი, რომლებიც ა------მა შეიძინა. სატელიტური თეფშები დააყენეს. ჩართულია ქართული და რუსული არხები. ისინი უყურებენ სპორტს, შემეცნებით და საინფორმაციო გადაცემებს. პატარები უყურებენ მულტფილმებს. ტელევიზორის ყურებაში შეზღუდულები არ არიან. ეზოს გარეთ არ გადიან, რადგან ამის საჭიროება არ არის. თავადაც არ აქვს სურვილი გარეთ გასვლის და თანატოლებთან ურთიერთობის. ოჯახით აპირებენ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას. კონკრეტულად სად, ჯერ არ იციან. იქ იცხოვრებენ, სადაც მამა გადაწყვეტს და გადასვლის შემდეგ ექნებათ ურთიერთობა საზოგადოებასთან. მასა და მის უფროს დებს ექნებათ სურვილისამებრ გარეთ გასვლის უფლება. მამამ აუხსნა, რომ 16-17 წლამდე ბავშვი ოჯახში უნდა იზრდებოდეს მართლმადიდებლურად, არ არის საჭირო ხედავდეს გარეთ რა გარყვნილებები ხდება, მისთვის მნიშვნელოვანია პატიოსანი ცხოვრება. ის დაინტერესებულია სპორტით, კერძოდ კრივით, ყოველდღე ვარჯიშობს. სახლში აქვთ ველოსიპედი, რომელიც მამამ უყიდა და ამით მისი უმცროსი დედმამიშვილები ერთობიან. აქვთ ბურთი, რომლითაც თამაშობენ ყველანი, ზოგჯერ მამაც ეთამაშებათ. ველოსიპედით გარეთ გასვლის სურვილი არ აქვთ. პატარებს არც მამა მისცემს ამის უფლებას, რადგან ეს საშიშია, შეიძლება მანქანა დაეჯახოთ. მას მოსწონს და მისთვის მისაღებია ცხოვრების ის წესი, რომლითაც ის დღემდე ცხოვრობს და არაფრის შეცვლის სურვილი არ აქვს, მომავალში როგორ იცხოვრებენ, მამა გადაწყვეტს, რადგან ის არის ოჯახის უფროსი და რასაც გადაწყვეტს მისაღები იქნება. როგორც მამამ აუხსნა, რჩეულების მომავალზე ღმერთი ზრუნავს, ისინი კი რჩეულები არიან. ი-–-- დ--------–---–ი არ ეთანხმება ჩვენების იმ ნაწილს, რომ მამა არ უშვებდა ველოსიპედით ქუჩაში, როცა უნდოდათ მიდიოდნენ და სახლის წინ დადიოდნენ, დედის ან უფროსის თანხლებით უშვებდა მის უმცროს და ძმებს. არ ეთანხმება ასევე იმას, რომ მამამისის სიტყვა კანონი იყო და რასაც ის იტყოდა ის კეთდებოდა, მამა მათ უხსნიდა და ისინი თავისი ნებით წყვეტდნენ, ყველაფერი მათი თანხმობით კეთდებოდა. მოწმის განმარტებით იგი არ ეთანხმება იმას, რომ თითქოს მამის გავლენით არ წავიდნენ სკოლაში, ეს მათი სურვილი იყო.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის, ექიმ ფსიქიატრ დ---თ მ-------ის ჩვენებით, გამოსაკვლევი პირების (ა. დ--------–---–ის შვილები) დაბალი ცოდნის დონე, სამყაროზე მათი ცალმხრივი და შეზღუდული წარმოდგენა ძირითადად გამომდინარეობს შეზღუდულ სოციუმში ყოფნით, იმით, რომ გამოსაკვლევ პირებს არ გააჩნიათ საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაბამისი უნარ-ჩვევები, მათთვის უცნობია სოციუმში არსებული ნორმები და შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, რაც იწვევს გამოსაკვლევი პირების თვითშეფასების, ფასეულობათა და სამყაროზე წარმოდგენათა სისტემის ცალმხრივობას და მკვეთრად შეზღუდულობას. შვილების აღზრდაზე აშკარაა სწორედ მშობლების გავლენა. მართალია, გამოსაკვლევი პირები ფსიქიკურად ჯანმრთელები არიან, მაგრამ მათ ვერ მიიღეს შესაბამისი განათლება, ვერ შეიძინეს სოციალური უნარ-ჩვევები იმ პირობების გამო, რომელშიც არიან მოქცეულები.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ა---ი ტ-----–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს იყო კომისიის წევრი. ექსპერტიზის მიმდინარეობისას გასაუბრება ხდებოდა ყველა ბავშვთან. ბავშვებს წერა-კითხვა შეეძლოთ, რაიმე ჩივილები არ აღენიშნებოდათ. სკოლაში არც ერთს არ უვლია, სახლში სწავლობდნენ. გასაუბრების დროს დადგინდა, რომ დ---ა დ--------–---–ი ისევე როგორც სხვა ბავშვები იზრდებოდა ჩაკეტილად, მშობლების გარეშე არ ურთიერთობდა თანატოლებთან, არა მხოლოდ მეზობლებთან, არამედ საკუთარ ნათესავებთანაც კი არ ჰქონდათ ურთიერთობა. ისინი არ დადიოდნენ სკოლაში და არ გააჩნდათ სოციალური უნარ-ჩვევები, ყველა ბავშვს ერთნაირი აზრი ჰქონდათ, რომ მათ არ სჭირდებოდათ სკოლაში სიარული და სასკოლო განათლება. ბავშვებს არ გააჩნდათ ის უნარები და ცოდნა, რაც უნდა ჰქონოდათ მათი ასაკის ადამიანებს. როგორც სრულწლოვანი ისე არასრულწლოვანი ბავშვები დამოუკიდებლად ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც კი ვერ იღებდნენ, ყველას პასუხი ის იყო, რომ მამა როგორც გადაწყვეტდა და როგორც იტყოდა, ისე იქნებოდა ყველაფერი. ბავშვებს არ ჰქონდათ განვითარებული სხვადასხვა უნარ-ჩვევები, ჰქონდათ დაბალი თვითშეფასების უნარი. ყოველივე ეს მამისადმი დამოკიდებულება უფრო რთულად გამოხატული იყო უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც მცირეწლოვანი ბავშვები მაინც ბუნებრივად არიან დამოკიდებულნი მშობლებზე და ამ შემთხვევაში აქ რაიმე განსაკუთრებული სიმწვავით არ იყო გამოხატული, ვიდრე უფროსებში. ყველა ბავშვთან გამოკვლევისას იყო პრაქტიკულად ერთნაირი პრობლემები. რვავე ბავშვი ფსიქიკურად არის ჯანმრთელი. მოწმის განმარტებით, მამის ავტორიტარული ნების შედეგად ა. დ--------–---–ის შვილების სპეციფიკურ და იზოლირებულ გარემოში ყოფნა, რასაც მოჰყვა გარე სამყაროს მტრულად და საფრთხის შემცველად აღქმა, თავისთავად წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმას, რამაც გამოიწვია მათი ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილების ფსიქოსოციალური, ემოციური და პიროვნული განვითარების დონის, თვითშეფასების, მოვლენათა რეალური აღქმისა და ანალიზის უნარის და სოციალური ადაპტაციის შეზღუდვა, თუმცა სუბიექტურად არ განიცდიდნენ და არ განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას და ტანჯვას. ა------ დ--------–---–ის ქმედებები (მათ შორის სკოლაში სწავლის, ნათესავებთან, თანატოლებთან და უცხო პირებთან კონტაქტის, საცხოვრებელი სახლის, ეზოდან გასვლის, სატელევიზიო გადაცემების მისი შეხედულებისამებრ ყურების აკრძალვა) არის მათზე ფსიქოლოგიური ძალადობის ამსახველი და მათი ფუნდამენტური საჭიროებების უგულებელყოფა... გამოსაკვლევი პირების ცალმხრივი და მკვეთრად შეზღუდული თვითშეფასება განპირობებულია იმით, რომ ისინი აღიზარდნენ ისეთ შემზღუდავ გარემოში, რომელშიც არ მიეცათ საშუალება მიეღოთ სათანადო ცოდნა- განათლება, გამოემუშავებინათ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ- ჩვევები და შეეძინათ გამოცდილება, გარკვეულიყვნენ რეალური სამყაროს დადებით და უარყოფით ასპექტებში, აღნიშნული გარემო კი ცალსახად შექმნილია ა------ დ--------–---–ის დამახინჯებული, არაჯანსაღი ფასეულობათა სისტემით. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სოციალური დეზადაპტაციისა და ნორმალური ფსიქო- სოციალური განვითარების დარღვევის მიზეზს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ქ------- შ----------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ის იყო მომხსენებელი ექსპერტი დ---თი, ც-–---- და შ--- დ--------–---–ების შემთხვევაში. მის მიერ მოხდა დედასთან გასაუბრებაც, იმის გამო, რომ თითოეულ ბავშვზე გარკვეული ანამნეზი შექმნილიყო. ეს იყო ისტორია დაბადებიდან იმ შემთხვევამდე, ვიდრე ექსპერტთან არ მოხვდა ეს საქმე. დედასთან გასაუბრებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მიღებული იქნა ინფორმაცია ბავშვების შესახებ. დ---თი დაავადებული იყო შაქრიანი დიაბეტით, სამივე ბავშვის შემთხვევაში კონტაქტი მათთან საგრძნობლად გაჭირდა, პასუხები იყო საკმაოდ ნაჩქარევი. შ---ს შემთხვევაში ბავშვის აზროვნება საკმაოდ სხარტია, პასუხობდა შეკითხვებზეც, თუმცა, განვითარების დონე დიდად არ შეესაბამება მათ ასაკს. იყო კითხვები, რომელთა დასმის დროსაც ბავშვი აღნიშნავდა, რომ ამ თემაზე არ სურდა საუბარი, არ სცემდა პასუხს. ცოდნის დონე სამივეს შემთხვევაში იყო ძალიან დაბალი და შეუსაბამო მათ ასაკთან. მამის მიერ მოწოდებული და მამის მიერ ჩამოყალიბებული ფასეულობებით ხდებოდა სწორედ მათი ფასეულობების ჩამოყალიბებაც. ბავშვებს არ ჰქონდათ უფლება თავისი ნება-სურვილით დაეტოვებინათ სახლი და გასულიყვნენ სახლს გარეთ. ამისი უფლება ჰქონდათ სრულწლოვან ბავშვებს, თუმცა მათ უკვე თავად არ სურდათ გარეთ გასვლა. ისინი ამბობდნენ, რომ თავადაც კარგად ერთობოდნენ ერთმანეთში და სხვა არ სჭირდებოდათ, ასევე ამბობდნენ, რომ როდესაც სხვა ბავშვებს ხედავდნენ, რომ სკოლაში მიდიოდნენ ჩანთებით მათ უხაროდათ, რომ თავად არ დადიოდნენ სკოლაში და ფუჭად არ კარგავდნენ ამ დროს, ასევე ბავშვები ამბობდნენ, რომ არ იყო საჭირო მეგობარი ჰყოლოდათ, რადგანაც შესაძლოა მეგობარს ეღალატა, ისინი კი დედმამიშვილები იყვნენ, სულ ერთად იყვნენ და ერთმანეთს არასდროს უღალატებდნენ. ფსიქიკურად ბავშვები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, რაიმე დარღვევები არ აღენიშნებოდათ. შ---ს შემთხვევაში, მან იცოდა წერა-კითხვა, სასიამოვნო იყო მასთან საუბარი, იცოდა რა იყო ოთხკუთხედი და ექსპერტმა მას გამოკვლევის დროს დაუხატა სხვადასხვა ფიგურები, რომბი, კვადრატი, რაც მოხდა პირველად და შ---მ ადვილად აუღო ალღო და აითვისა რა რა იყო.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ვ------- ჟ----–---–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ მან შეამოწმა ა------ დ--------–---–ი, დ---ა დ--------–---–ი და ი-–-- დ--------–---–ი. ა------ დ--------–---–ის შემოწმებით დადგინდა, რომ ,,ა------ დ--------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს’’. დ---ა დ--------–---–ი დაკითხვის დროს მოწესრიგებული იყო, ჩაცმული სუფთად, წერა კითხვა შეეძლო, რაიმე ჩივილები არ ჰქონდა, ბავშვი დაკითხვის დროს ამბობდა, რომ „მამა ემსახურებოდა ღმერთს და ისინი ემორჩილებოდნენ მამას“, მათ სახლში უფროსი იყო მამა, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელსაც ეთანხმებოდა დედაც და ისინი ყველანი ასრულებდნენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამბობდა, რომ წერა-კითხვა სახლში ასწავლეს მშობლებმა, ისინი სკოლაში არ დადიოდნენ, რადგან მამას არ სურდა. ი-–-- დ--------–---–ის განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს. ბავშვებს სწავლა-განათლება მიღებული აქვთ სახლში, ისინი დამოკიდებული არიან მამაზე, მამას კი არ სურდა, რომ მათ ევლოთ სკოლაში, რადგან იქ ბევრ ზედმეტ საგანს ასწავლიდნენ და ტყუილად კარგავდნენ დროს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ----- ბ------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ბავშვების გამოკვლევის დროს, მათ მიერ უნდა შევსებულიყო გარკვეული ტესტები, თუმცა ბავშვები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და ამბობდნენ, რომ მამა არ იყო თანახმა ამ ტესტების ჩატარებისა და ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ ამაში. გამოკითხვას ესწრებოდნენ როგორც უფროსი ძმა ასევე დედაც. ბავშვები ყველა ერთხმად ამბობდნენ, რომ ეს სამყარო ბოროტია, სკოლა ბოროტია და ჩვენ არ გვაქვს მასთან შეხება, იმიტომ რომ ვართ კარგები. მოწმემ განმარტა, რომ მის კითხვაზე, დაუშავა თუ არა მათ რამე გარე სამყარომ, ამბობდნენ, რომ არ დაუშავებია, თუმცა მამის სურვილით მათ არ უნდოდათ გარე სამყაროსთან ურთიერთობა. ბავშვებს განვითარების მხრივ რაიმე პრობლემა არ ჰქონდათ, ისინი ნორმალურად აზროვნებდნენ, თუმცა შეცვლილი იყო მათი აზროვნების მიმართულება, მამა იყო მათთვის ყველაფრის გადამწყვეტი, დასმულ კითხვაზე, ჰყავდათ თუ არა მათ მოძღვარი, ისინი ამბობდნენ, რომ მათ მოძღვარი არ სჭირდებათ, რადგანაც მამა იყო მათი მოძღვარი, მამა იყო მათთვის რაღაც უზენაესი არსება, რომლის იქეთაც ისინი ჯერჯერობით ვერ იყურებოდნენ. მოწმეს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ მათი ჭეშმარიტი აზრები გაეგო, მათ არ ჰქონდათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. უფროსებს - სრულწლოვანებს არ ეკრძალებოდათ გარეთ გასვლა, თუმცა, კითხვაზე სად დადიოდნენ ისინი, პასუხობდნენ, რომ როცა მამა ან დედა გადიოდა მაღაზიაში ისინიც მიყვებოდნენ მას. შესაძლებელია ამ ბავშვებს კი ჰქონდათ რაიმე სურვილი რომ გასულიყვნენ სახლიდან, თუმცა ნების გამოხატვა იმდენად დათრგუნული ჰქონდათ, რომ უკვე სურვილიც კი არ უჩნდებოდათ დამოუკიდებლად სახლიდან გასვლისა. ბავშვები სრულად იმყოფებოდნენ მამის ზეგავლენის ქვეშ. მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ გარე სამყაროსთან, ეს ბავშვები ემოციურად აბსოლუტურად სტერილურები იყვნენ, მათ ელემენტარულ ბოროტებად შეიძლება მოეჩვენოთ ის ფაქტი, რომ მაგალითად მეგობარმა ბურთი ესროლა და თავში გაარტყა, ეს უკვე მათთვის ბოროტება იქნება, რადგანაც ისინი ემოციურად სტერილურები არიან. ისინი ამბობდნენ, რომ უყურებდნენ ტელევიზორს, შეეძლოთ ეყურებინათ ყველა გადაცემაზე, თუმცა მამას უნდა აერჩია მათთვის. მოწმის განმარტებით, საექსპერტო კვლევის მიმართ ა------ დ--------–---–ის შვილების დამოკიდებულება იყო ნეგატიური, აცხადებდნენ, რომ მოვიდნენ მამის დასახმარებლად და კვლევას გადიოდნენ ფორმალურად. მათ არ მიუღიათ ე.წ. „ლუშერის“ ტესტურ კვლევაში მონაწილეობა იმ მოტივით, რომ მამის აზრით, ეს არის მათ სულში ფათური... ხოლო ფსიქოლოგიური კვლევის კლინიკური საუბრის კვლევით ნაწილში გამოვლინდა გამოსაკვლევი პირებისადმი მამის ნების ინდუცირება, ნების თავზე მოხვევა, ანუ გამოსაკვლევი პირების აზროვნებაში ფიგურირებდა მამის ნებისადმი დამორჩილება...სოციალური ადაპტაცია ნიშნავს იმ ჩვევების აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვანი საზოგადოების სხვა წევრებთან კონტაქტისათვის და მათი აკრძალვა არის ფსიქოლოგიური ძალადობის ამსახველი... მოცემულ შემთხვევაში ა. დ--------–---–ის შვილებს ასეთი უნარები მკვეთრად დაქვეითებული აქვთ და ეს განპირობებულია იმ იზოლირებული გარემოთი, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან და მშობლების უშუალო გავლენით... ა------ დ--------–---–ის დამახინჯებული არაჯანსაღი ფასეულობათა სისტემის ქვეშ გაზრდილი შვილები სოციალურად დეზადაპტირებულნი არიან და ამით დარღვეული აქვთ ნორმალური ფსიქო-სოციალური განვითარება. ისინი ფაქტიურად მორგებულნი არიან თავის ყოფას, არ გააჩნიათ პროტესტი მის მიმართ და სუბიექტურად არ განიცდიან ტანჯვას, რასაც გამოხატავენ სტერეოტიპული, თითქოს დაზეპირებული ფრაზებით: ,,მამის ცხოვრების წესი ყველაზე კარგია, ჩვენ მოგვწონს და მას ვემორჩილებით ჩვენი ნებით’’. ჩამოთვლილმა გარემოებებმა ობიექტურად შესაძლოა განაპირობოს პირის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
საქმეში არსებული ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნებით დადგენი-–--, რომ ა------ დ--------–---–ის შვილები ფსიქიკურად დაავადებული არ არიან. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მათ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცენ ჩვენება. მათი გონებრივი განვითარების დონე შეესაბამება მათ ასაკს. თავიანთი ფსიქიკური მდგომარეობით, ისინი არ არიან მოკლებული ადეკვატური თვითშეფასების, მოვლენათა რეალური აღქმისა და ანალიზის უნარს. ამასთან, მხოლოდ ოჯახით შემოფარგლული მცირე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების გამო, მათი თვითშეფასება, ფასეულობათა და სამყაროზე წარმოდგენათა სისტემა ცალმხრივია და მკვეთრად შეზღუდული, რაც შესაძლოა გახდეს შფოთვის და დაძაბულობის მიზეზი. ყოფა- ცხოვრების პირობებიდან და მშობლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ა------ დ--------–---–ის შვილები სოციალურად დეზადაპტირებული არიან და დარღვეულია მათი ნორმალური ფსიქო-სოციალური განვითარება. მამის ავტორიტარული ნების შედეგად სპეციფიკურ და იზოლირებულ გარემოში ყოფნა, რასაც მოჰყვა გარე სამყაროს მტრულად და საფრთხის შემცველად აღქმა, თავისთავად წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმას, რამაც გამოიწვია მათი ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილების, ფსიქოსოციალური, ემოციური და პიროვნული განვითარების დონის, თვითშეფასების, მოვლენათა რეალურად აღქმისა და ანალიზის უნარის და სოციალური ადაპტაციის შეზღუდვა, თუმცა სუბიექტურად, ისინი არ განიცდიდნენ და არ განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას და ტანჯვას. ა------ დ--------–---–ის ქმედებები (მათ შორის სკოლაში სწავლის, ნათესავებთან, თანატოლებთან და უცხო პირებთან კონტაქტის, საცხოვრებელი სახლის, ეზოდან გასვლის, სატელევიზიო გადაცემის მისი შეხედულებისამებრ ყურების აკრძალვა) არის შვილებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ამსახველი და მისი ფუნდამენტური საჭიროებების უგულვებელყოფა. საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა მათ შეასრულონ ან არ შეასრულონ ის მოქმედება, რომლის შესრულება/განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენს, სცდება სასამართლო ფსიქოლოგის კომპეტენციას. ფსიქოლოგიაში ,,ნება’’ განისაზღვრება, როგორც სააზროვნო პროცესზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საკუთარი აზრებისა და ქმედებების წარმართვის უნარი. ,,ნება’’ ფსიქოლოგიური კატეგორიაცაა; იგი განიხილება, როგორც სუბიექტის მიერ საკუთარი მოქმედებებისა და ქცევის რეგულაციის ფენომენი, რომელიც პასუხისმგებელია მიზნების ფორმირებისა და მათ მისაღწევად საჭირო შინაგანი ძალების კონცენტრაციაზე. ეს ის მოქმედებაა, რომელიც ასახავს მორალის პრინციპებს და მიუთითებს არჩეული მოქმედების ფასეულობით მახასიათებლებზე, დადგენა იმისა, თუ რამდენად თანხვედრაშია შვილებისა და მათი მამის ა------ დ--------–---–ის ნება-სურვილი, შეუძლებელია. განსხვავებით დანარჩენი დაზარალებულებისა, დ---ა დ--------–---–ის მიმართ დადგენი-–--, რომ მცირეწლოვნებისა და ასაკობრივი ინფანტილიზმის გამო, მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. დაზარალებულთა მიმართ ჩატარებული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების კვლევით ნაწილში მითითებულია მათივე განმარტებები. კერძოდ, ი-–-- დ--------–---–მა ექსპერტთან გასაუბრებისას განაცხადა შემდეგი: „მამაჩემს ცილი დასწამეს, რომ ბავშვებზე ძალადობდა და გარეთ არ უშვებდა. მამა რა გადაწყვეტილებებსაც იღებდა, ყველაფერს ვეთანხმებოდი, რადგან ის ბრძენია და წმინდა მამების წიგნებით ცხოვრობს, იცავს ათივე ცნებას, ამიტომ მე მისი მჯერა. ღმერთმა კაცი დააწესა ოჯახის უფროსად, ამიტომაც მამაჩემს ვუჯერებთ ყველაფერს და მეც ასე მოვიქცევი. ჩემი მოძღვარი მამაჩემია“. დაზარალებულმა დ---თ დ--------–---–მა ექსპერტს მკაცრი სახის გამომეტყველებით განუცხადა, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს მამის ნების გათვალისწინებით, მას ოჯახის ყველა სხვა წევრი უპირობოდ ეთანხმება და ის არ შეიძლება შეცდეს ვინმეს ან რაიმეს შეფასებაში. მას არ აინტერესებს მწერლები და მათი ნაწარმოებები. კითხულობს მხოლოდ რელიგიურ ლიტერატურა, თუმცა ვერ აკონკრეტებს ვერც ავტორსა და ვერც თხზულების შინაარსს. დაზარალებულმა მ--- დ--------–---–მა ექსპერტს განუცხადა: „მამა ოჯახის უფროსია, მას ჩვენთვის კარგი უნდა. მას უნდოდა აღვეზარდეთ ღმერთის მოსაწონად. მან გადაწყვიტა, რომ სკოლაში არ უნდა მესწავლა, გასაგებ ენაზე ამიხსნა და მეც დავეთანხმე. მეც ვთვლი, რომ სკოლაში სიარული არაა საჭირო“. მან ასევე განმარტა, რომ სრულწლოვანებამდე მამის მიერ დაწესებული ჰქონდათ ეზოდან გასვლისა და თანატოლებთან, მეზობლებთან კონტაქტის აკრძალვა. მ--- მიიჩნევს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრები არიან საუკეთესო მეგობრები და თუ როდესმე ოჯახს შექმნის, თავის შვილებსაც ასე გაზრდის და სკოლაში არ წაიყვანს. ანალოგიური მოსაზრებები გამოთქვეს ექსპერტების წინაშე მ-----მ, ციცონო, დ---ა, გ---–ა და შ--- დ--------–---–ებმა.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ა---ი ტ-----–--ემ, მ----- ბ------ემ, ქ------- შ----------ემ და ვ------- ჟ----–---–---მა.
საქმეში წარმოდგენილი სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ა------ დ--------–---–ის მიმართ დადგენი-–--, რომ: ,,ა------ დ--------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს’’.
დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ა---ი ტ-----–--ემ და ვ------- ჟ----–---–---მა.
ექსპერტ ეკატერინე თავართქილაძის მიერ ჩატარებული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით (უდავოდ იქნა ცნობილი დაცვის მხარის მიერ) - შემთხვევის ფსიქოლოგიური კვლევის და ანალიზის შედეგების მიხედვით დადგენი-–--, რომ ა------ დ--------–---–ის აღზრდის მეთოდები და ცხოვრების წესი სტანდარტულისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, შესაბამისად, მისი ოჯახიც, რომლის ერთპიროვნული ლიდერიც თავადაა, არაორდინალურად ცხოვრობს. ოჯახის წევრებს მინიმალური შეხება აქვთ გარე სამყაროსთან, არ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ აღნიშნავენ დღესასწაულებს, არ ჭამენ ხორცს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დ--------–---–ების ოჯახი, შესაძლოა, მიკროკულტურის კონტექსტში იქნას განხილული...მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით, ბავშვების ფსიქოლოგიურ ტანჯვაზე ცალსახად არაფერი მიუთითებს, მაგრამ ამ ეტაპზე თავად ეს კონტექსტია ბუნდოვანი. ბავშვებთან სიღრმისეული ინტერვიუებით არ დადგინდა ოჯახის შეხედულებების, ღირებულებებისა და სამომავლო გეგმების ზოგადი ბუნება...ის ფაქტი, რომ ბავშვები გარესამყაროსადმი არაადეკვატური შიშითა და უნდობლობით არიან განმსჭვალულნი, ა------ დ--------–---–ი აღზრდის მეთოდების კონსტრუქციულობასა და ჰუმანურობაზე დადებითად არ მეტყველებს....სკოლაში სწავლის, ნათესავებთან, თან-----ლებთან და უცხო პირებთან კონტაქტის, საცხოვრებელი სახლის ეზოდან გასვლის, სატელევიზიო გადაცემების მისი შეხედულებისამებრ ყურების აკრძალვა მამის მხრიდან გ---–ა, დ---თ, დ---ა და შ--- დ--------–---–ებზე, როგორც მოზარდებზე, ფსიქოლოგიური ძალადობის ამსახველია და წარმოადგენს მათი ფუნდამენტური საჭიროებების უგულებელყოფას... არასრულწლოვანი ბავშვები ა------ დ--------–---–ის მხრიდან მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებას განიცდ---. გ---–ას სიღრმისეული ინტერვიურებით დასტურდება, რომ მაღალი ალბათობით, მას გააჩნია ფარული, არადეკლარირებული სურვილები, რომლებიც მამის ნება-სურვილებს ეწინააღმდეგება. დ---თის სიღრმისეული ინტერვიურებით დასტურდება, რომ მამის ზემოქმედება ღრმაა და შეეხება როგორც დ---თის ნება-სურვილებს, ასევე მის ინტიმურ მდგომარეობებს და განცდებს. დ---ას სიღრმისეული ინტერვიურებით დასტურდება, რომ მისთვის საკუთარ ნება-სურვილზე უპირატესი არის მამის სურვილი. შ---ს სიღრმისეული ინტერვიურებით დასტურდება, რომ მამის ზემოქმედება ღრმაა და შეეხება შ---ს ინტერესს, სურვილებს და სურვილის ქონის შესაძლებლობასაც კი.
სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 29 იანვარს ჩატარებული დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ დათვალიერება ჩაატარა დეტექტივ-გამომძიებელმა ზ---- ჩ-------მა, მონაწილე პირი იყო ნ-----–---- ბ----–---–ი. კერძოდ, მათი მონაწილეობით მოხდა ,,2018 წლის 27 იანვარს, ,,შაბათის კურიერში’’ გასული სიუჟეტის სათაურით ,,21-ე საუკუნის მძევლები’’ ამსახველი კადრების დათვალიერება ლენტეხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. სიუჟეტის ხანგრძლივობა გრძელდება 06:31 წუთი. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა ,,შაბათის კურიერის’’ წამყვანია ნ------- მ--–--ე. სიუჟეტი გადაღებულია ლენტეხის რაიონის სოფელ რ–----–--რში, ა------ დ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და სახლის შესასვლელი ჭიშკრის ტერიტორიაზე. სიუჟეტს ეწოდება ,,21-ე საუკუნის მძევლები’’. სიუჟეტი მომზადებულია რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ეკა გაგუას მიერ. სიუჟეტში შორი ხედიდან გამოსახულია ა------ დ--------–---–ის საცხოვრებელი სახლი და სახლის შესასვლელი ლითონის ჭიშკარი. სიუჟეტში გამოსახული რესპოდენტი, რომელიც ჟურნალისტს აძლევს ინტერვიუს არის ა------ დ--------–---–ი. იგი ჟურნალისტს უხსნის, რომ მისი აღზრდის მეთოდით, უმჯობესია ბავშვები, ვიდრე არ გახდებიან 17 წლის, მანამდე არ ჰქონდეთ მათ კონტაქტი, ოჯახის გარდა საზოგადოების სხვა წევრებთან. ბავშვებმა არ უნდა ისწავლონ სკოლაში, რადგან შესაძლოა ბავშვს არ სურდეს ამ საგნების სწავლა და ამაოდ უნდა დახარჯოს ძალა და ენერგია. ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობა ადრეულ ასაკში ბავშვებზე ახდენს უარყოფით გავლენას და ეს არ არის მათთვის სასარგებლო. ა------ დ--------–---–ი ინტერვიუს აძლევს სახლის შესასვლელ ჭიშკართან და ჟურნალისტს არ აძლევს საშუალებას ეზოში შესვლისა და გადაღების. სიუჟეტში ჩანს, რომ ადგილობრივი მცხოვრები, რამდენიმე უცნობი ქალბატონი, რომლებსაც დაფარული აქვთ სახე, აძლევს ინტერვიუს. რესპოდენტი ქალბატონები ადასტურებენ, რომ ა------ დ--------–---–ს ჰყავს 8 შვილი, 3 ვაჟი და 5 ქალი, რომელთაგან უფროსი უკვე ამ დროისათვის არის 21 წლის და მას სკოლაში და არც ბაღში არ უვლია. ასევე ბავშვებს ა------ დ--------–---–ი არ აძლევს სკოლაში სწავლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფლებას, გარდა ორი ბავშვისა, რომლებიც დაავადებულები არიან შაქრიანი დიაბეტით და ყოველ თვეში, ისინი დაყავს კონსულტაციაზე ექიმთან. სხვა შემთხვევებში ბავშვები ცხოვრობენ საზოგადოებისაგან იზოლირებულად, ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი მ--- მ---------ი და რ–----–--რის სკოლის დირექტორი, რომლებიც აცხადებენ, რომ მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მოახერხეს პრობლემის გადაჭრა’’.
სასამართლოში გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 30 იანვარს ლენტეხის რაიონული სამმართველოს დეტექტივ - გამომძიებელმა ზ---- ჩ-------მა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ლენტეხის რაიონის სოფელ რ–----–--რში, ,,სახლი მდებარეობს საავტომობილო გზიდან 50 მეტრის დაშორებით, ჭიშკრიდან 15 მეტრის დაშორებით დგას საცხოვრებელი სახლი, სახლის პირველი სართულის ქვეშ განთავსებულია სარდაფი, რომელიც არის ღია, მას არა აქვს კარები და ფანჯრები. შიდა 10 საფეხურიანი ხის კიბით ავდივართ სახლის პირველ სართულზე, სადაც განთავსებულია სამი დიდი ზომის ოთახი, სართულზე იატაკი არის ხის, პირველ ოთახს არა აქვს არც შესასვლელი კარები და არც ფანჯრები. არის მხოლოდ კარები და ფანჯრების ადგილი გამოყოფილი კედლებში, ოთახის ჩრდილოეთით კედელთან დალაგებულია ხის მცირე ზომებად დაჭრილი შეშა, შეშის წინ იატაკზე დგას შეშის დასაჭრელი ხის მოწყობილობა ე.წ ბოჯგიტა, აღნიშნული ოთახიდან ხის კარებით გავდივართ მერე ოთახში რომელსაც ასევე ჩამოღებული აქვს ფანჯარა. ოთახის ცენტრში დგას მართკუთხა ფორმის ხის მაგიდა, რომელზედაც დევს prime-ის ფირმის ტელევიზორი. მაგიდის პარალელურად დგას ორი ხის გრძელი სკამი. მაგიდის პარალელურად კედელთან დგას ერთი ლითონის საწოლი თავისივე საგებით. საწოლის თავთან დგას ხის სკამი, ხოლო კედელზე დამაგრებულია ღამის მანათობელი. ოთახის ჩრდილოეთ კუთხეში იატაკზე დევს ორი ტომარა, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვნილი (პურის ფქვილი). ოთახის პარალელურად მდებარეობს მეორე ოთახი, რომელშიც შევდივართ ერთ ფრთიანი კარით. ოთახს არა აქვს იატაკი და ზემოდან ჩანს მიწა. ამ ოთახიდან შევდივართ კიდევ ერთ ოთახში, რომელსაც აქვს ხის იატაკი და ოთხი ფანჯარა, ფანჯრის ყველა მინა არის ჩამსხვრეული, ოთახში რაიმე ნივთი არ დევს, პირველი სართულიდან 19 საფეხურიანი შიდა ხის კიბით ავდივართ მეორე სართულზე, სადაც განთავსებულია ორი დიდი ზომის და ერთი მცირე ზომის ოთახი. ოთახების იატაკი არის ხის, ოთახებს არა აქვს შემოსასვლელი კარი და ჩამსხვრეული აქვს ყველა ფანჯარა. მეორე სართულის აღმოსავლეთ მხარეზე განთავსებულ ოთახში კუთხეში დევს საშუალო ზომის ლურჯი ფერის ველოსიპედი, სხვა რაიმე ნივთი აღნიშნულ ოთახებში არ დევს. მე-2 სართულიდან 10 საფეხურიანი შიდა ხის კიბით ავდივართ მესამე სართულზე, სადაც განთავსებულია ერთი ოთახი, ოთახს ჩამოღებული აქვს ფანჯრები და არა აქვს შესასვლელი კარი, ოთახის იატაკი არის ხის. იატაკი ოთახში არ არის დაგებული სრულად და კუთხის მოსახვევებში არის თავისუფალი ადგილები. ოთახიდან მოჩანს სახლის სახურავის თუნუქის ფურცლები. სახლიდან 2 მეტრის დაშორებით ლითონის ძირზე დამაგრებულია სატელიტური ანტენა, ე.წ თეფში. აღნიშნული სახლის პარალელურად ეზოში 10 მეტრის დაშორებით დგას მეორე საცხოვრებელი სახლი. კარადის გვერდით კედელზე დამაგრებულია თვითნაკეთი თარო, რომელზეც ალაგია საოჯახო მცირე ზომის ნივთები და ჭურჭელი, თაროს გვერდით კარადაზე დალაგებულია ლითონის საკასრე გობი და სხვა. კარადაზე დევს მცირე ზომის ელექტრო მადუღარა. ოთახის დასავლეთით კედელში დატანებული კარიდან შევდივართ სახლზე მიდგმულ სამზარეულოში, რომლის ფართობიც არის სამი კვადრატული მეტრი, სადაც იატაკზე ალაგია სხვა და სხვა საკვები პროდუქტები, ლითონის დიდი კასრი, მრგვალი ხის კასრი, რომელიც არის ცარიელი, სხვადასხვა ფერისა და ზომის სამზარეულოს ჭურჭელი. ოთახის აღმოსავლეთით კედელში ჩატანებული ერთ ფრთიანი ხის კარებით შევდივართ მეორე ოთახში, სადაც იატაკი და ჭერი არის ხის, ჭერზე მთლიანად ფიცრებს შორის სიცივის შესაკავებლად მიწებებულია უფერო სკოჩი. ოთახში ოთხივე კედლებთან დგას ლითონის 7 საწოლი თავისივე საგებით. ოთახის სამხრეთით კედელთან დგას ლითონის მცირე ზომის შეშის ღუმელი, რომლის ბოლის სადინარი გადის კედელში დატანილ ფანჯარაში. ოთახის ჩრდილოეთ კედელთან დგას დიდი ზომის ხის ტანსაცმლის კარადა, რომელსაც აქვს 4 უჯრა, კარები კი აქვს მოხსნილი. კარადაში თაროებზე ალაგია ტანსაცმელი. ოთახის ცენტრში დგას ხის მაგიდა, რომელზედაც დევს „NEC„ ფირმის ტელევიზორი. დასავლეთ კედელზე საწოლთან დამაგრებულია ხელით ნაკეთი ხის თარო, რომელზედაც ალაგია ტანსაცმელი და 7 ერთეული წიგნი. თაროს გვერდით დგას ხის თვითნაკეთი სკამი. ყველა საწოლის ქვეშ დევს სხვა და სხვა ფერისა და ზომის ჩანთები და მუყაოს ყუთები, რომლებშიც მოთავსებულია ტანსაცმელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასურათებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რის შემდეგაც დათვალიერება დასრულდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები სრულად დაადასტურა გამომძიებელმა ზ---- ჩ-------მა სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას. ექსპერტ-კრიმინალისტმა ა----------–---მა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაასურათა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვის დროს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და აღნიშნა, რომ მან მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა იქ მყოფ ბავშვებს, რადგანაც მოეწონა ხელით ნაქსოვი სხვადასხვა ცხოველების გამოსახულების მქონე სათამაშოები, რაზეც დედამ ნ----- ტ---–-----მა უპასუხა, რომ ამას თავად ამზადებდნენ, ბავშვებმაც იცოდნენ ქსოვა და ზოგჯერ აბარებდნენ ხოლმე.
სააპელაციო პალატას ა------ დ--------–---–ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ახორციელებს ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ა------ დ--------–---–ის მიერ, შვილების მ--- დ--------–---–ის, ც-–---- დ--------–---–ის, მ-----მ დ--------–---–ის, ი-–-- დ--------–---–ის, არასრულწლოვანი შვილების - დ---თ დ--------–---–ის, გ---–ა დ--------–---–ის, შ--- დ--------–---–ის და დ---ა დ--------–---–ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულ ბრალდებაში ა------ დ--------–---–ის მიმართ მამხილებელი ჩვენება.
მართალია, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ა------ დ--------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ა------ დ--------–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ბრალდება გამოიხატა ოჯახის წევრების - 4 არასრულწლოვანი და 4 სრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია მათი ტანჯვა, ხოლო ძალადობად მიჩნეულია ზუსტად იგივე ქმედებები, რაც ბრალად აქვს შერაცხული ფსიქიკური იძულების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ფიზიკური ძალადობა, რამაც ტანჯვა გამოიწვია ა------ დ--------–---–ს ბრალად არ ედება. შესაბამისად, ბრალდების მხარე ძალადობის ფორმად მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ფსიქოლოგიურ ძალადობას წარმოადგენს შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, მოცემულ შემთხვევაში კი არცერთი ამგვარი ქმედების ჩადენა ბრალად არ აქვს შერაცხული ა------ დ--------–---–ს. სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტთა ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ა------ დ--------–---–ის შვილები სუბიექტურად არ განიცდიდნენ და არ განიცდ--- ტანჯვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა------ დ--------–---–ის მიერ შვილების: მიმართ თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ესე იგი მათი ფსიქიკური იძულება, შეასრულონ ან არ შეასრულონ მოქმედებები, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მათი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადონ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენა არც დაცვის და არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდიათ.
განსახილველ შემთხვევაში პალატის შეხედულებით ა------ დ--------–---–ის მიერ, შვილების - მ---, ც-–----, მ-----მ, ი-–--, დ---თ, გ---–ა, შ--- და დ---ა დ--------–---–ების მიმართ, იძულების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა ჩაითვალოს საკმარისად, ვინაიდან გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, აღნიშნული დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ-ელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი ა------ დ--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ა------ი დ--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ა------ი დ--------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (გ---–ა დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დ---თ დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დ---ა დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (შ--- დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ც-–---- დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ი-–-- დ--------–---–ის ეპიზოდი), 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ--- დ--------–---–ის ეპიზოდი) და 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-----მ დ--------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (ყველა დაზარალებულის მიმართ).
ა------ი დ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(წლის) ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა------ი დ--------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივლისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
სატელევიზიო სიუჟეტის ,,21-ე საუკუნის მძევლები’’ ვიდეო ჩანაწერი ერთ CD-R დიკზე - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ა------ დ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ CD-R დიკზე - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე