განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/1974-19, 330310018002707333
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გი-----ი ბე---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----
წარმომადგენლები - ჯე--ლ გე-–-----ი, სო---ო ჯო-–-----ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყო---ლებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ის სარჩელი დაკმაყო---ლდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის N MIA 3 18 0------- გადაწყვეტილება (შეტყობინება) ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
სასამართლომ მიუთითა, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმი, აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ი დაიბადა 1977 წლის 27 ოქტომბერს ერაყის რესპუბლიკის ბაბილონის პროვინციაში, ქ. ჯურფ ალ-სახარში, სადაც 1983-1995 წლებში მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება, 1996-1999 წლებში სწავლობდა ქ. ბაბელის ტექნიკურ სასწავლებელში, ბუღალტერიის შემსწავლელ ფაკულტეტზე. თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის მშობლები და ორი და ცხოვრობენ ქ. ჯურფ ალ-სახარში, დედა დიასახლისია, მამა პენსიონერი, დები დასაოჯახებლები არიან. განმცხადებელი 2005-2012 წლებში მუშაობდა ამერიკულ კომპანიაში „ქე---რ“ ბუღალტრად. აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სამსახურში 2007 წელს ჰქონდა წყვეტა, ვინაიდან იმ ერთი წლის განმავლობაში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. თავშესაფრის მაძიებლის განმატებით, მას, როგორც დანარჩენ სხვა სუნიტებს, ხშირად ექმნებოდა პრობლემები შიიტური დაჯგუფებების მხრიდან. 2006 წელს მან საკუთარ ავტომობილში აღმოაჩინა მუქარის შემცველი წერილი, რომლითაც „მა---ის არმიის“ წევრები ემუქრებოდნენ სიკვდილით დასჯით, თუ მალევე არ დაანებებდა ამერიკელებთან მუშაობას თავს. ასევე, იხსენებს 2012 წელს მისი გატაცების ფაქტს, როდესაც შიიტურმა დაჯგუფებებმა თანხის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს იგი და შემდგომ ნაცნობების ჩარევით ორ კვირაში განთავისუფლდა. 2012 წელს თავშესაფრის მაძიებელი გაემგზავრა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ერბილში, სადაც მოითხოვა დროებითი ბინადრობა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მისი თხოვნა არ დაკმაყო---ლდა. განმცხადებელი 2013 წლის აპრილში ჩამოვიდა საქართველოში, საიდანაც სამსახურებრივი საქმიანობის გამო ხშირად გადადიოდა თურქეთის რესპუბლიკაში, თავშესაფრის მაძიებელმა 2016 წელს აიღო დროებითი ბინადრობა საქართველოში, რომელიც 2017 წელს აღარ გაუგრძელეს.
თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, ერაყის რესპუბლიკაში ამჟამად სუნიტ მოსახლეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხე ემუქრება შიიტური დაჯგუფებებისაგან, რომლებიც ყოველდღიურად ავიწროებენ სუნიტებს, უსამართლოდ აპატიმრებენ, უმიზეზოდ კლავენ, უწვავენ სახლებს, თანხის გამოძალვის მიზნით იტაცებენ. განმცხადებელი შიშობს, რომ ზემოთაღნიშნული ვითარების გამო, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მას, როგორც სუნიტს, კონფესიურ ნიადაგზე, შიიტური დაჯგუფებების მხრიდან დაემუქრება საფრთხე. მოსარჩელეს სურს დარჩეს საქართველოში, დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში, ვინაიდან სურს სიმშვიდეში ცხოვრება.
ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საერთაშორისო დაცვის მინიჭება.
2017 წლის 9 ოქტომბრის MIA 1 1---------- წერილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენს მიზანშეუწონლად მიაჩნია აჰ--დ აბდ---–----თერ მა---ი ალ-----ისათვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ი (დაბ. 27.10.1977წ.) აკმაყო---ლებს "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ზემოთქმულიდნ გამომდინარე და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, სამმართველოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეს - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ს (დაბ: 27.10.1977წ.) მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი. თუმცა, დასკვნის დამატებით გარემოებებში აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნე-–-----ი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. საბოლოოდ სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ს (დაბ. 27.10.1977წ) უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის MIA 3 18 0------- გადაწყვეტილებით (შეტყობინებით) აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ს ეცნობა, რომ იგი აკმაყო---ლებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, მაგრამ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ'' საქართველოს კნაონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა დადგენილი ფაქტები:
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყო---ლებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყო---ლებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის MIA 3 18 0------- გადაწყვეტილება (შეტყობინება) წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ აქტებთან – ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და მის მიზანს წარმოადგენს - ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყო--- პირის უფლებების დაცვა და გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის მესამე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ხოლო ამავე მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი "საერთაშორისო დაცვა" ამ კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყო--- პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი რეგლამენტირებულია ამავე საკანონმდებლო აქტის მე-17 მუხლში.
"საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყო---ლებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს; გ) იგი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია ან/და ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.
ამავე კანონის მე-30 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება პირის ასაკსა და წარმომავლობას, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებთან, მის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის ქვეყანასთან (ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად განიხილება.
,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყო---ლებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე დასკვნით დასტურდება, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ი (დაბ. 27.10.1977წ.) აკმაყო---ლებს "ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ზემოთქმულიდან გამომდინარე და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეს აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ს მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი. თუმცა, დასკვნის დამატებით გარემოებებში აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნე-–-----ი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. საბოლოოდ სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ს (დაბ. 27.10.1977წ) უარი ეთქვას როგორც ლტოლვილის სტატუსის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლომ კვლავ მიუთითა, "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომელიც პირველი პუნქტი განსაზღვრავს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს, კერძოდ, ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის თანახმად, მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა შესაბამისი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნე-–-----ი გარემოებების გამო ეწინააღმდეგენა ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
სასამართლომ მიუთითა ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყო---ს სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიიჩნია, რომ მიდგომა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ყოველმხრივ გაანალიზებული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება გამოკვლეული და დასაბუთებული. ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის და მიაჩნია, რომ იგი არ შეიცავს დასაბუთებას საფრთხის პოტენციური ხასიათის შესახებ, საკითხის დადებითად გადაწვეტის შემთხვევაში რა სახის საფრთხე შეიძლება დაემუქროს თავშესაფრის მიმცემ ქვეყანას, ასევე არ არის გაანალიზებული საფრთხის სერიოზულობა და საერთოდ არ არის დასაბუთებული ისეთი ელემენტი, როგორიცაა პროპორციულობის მოთხოვნა. ანუ ინფორმაცია არ შეიცავს დასაბუთებას საფრთხის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას, ალბათობას იმისა, რომ აღნიშნული საფრთხე განხორციელდება და სახეზეა მისი გარდუვალობა, ინდივიდის გაძევების შემთხვევაში აღმოიფხვრება ან შემცირდება თუ არა ეს საფრთხე, ასევე რისკის ხასიათი და სერიოზულობა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციაზე, რომლის 33-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ არცერთი სახელმწიფო არ გაასახლებს ან არ დააბრუნებს ლტოლვილს იმ ქვეყნის საზღვარზე, რომელშიც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებისა და თუ პოლიტიკური მრწამსის გამო. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 33 (1) მუხლი არ შეიძლება იქნას გამოყენებული იმ ლტოლვილის მიმართ, რომელიც ანგარიშგასაწევი მიზეზების გამო საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით ქვეყანას, თუმცა მიუხედავად ზემოთქმულისა, 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ ამოქმედდება, თუ ლტოლვილის გაძევების შედეგად არსებობს წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლში დაცული არ გაძევების პრინციპი იქცა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმად, შესაბამისად იგი სავალდებულოა იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც არ არიან 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის წევრები.
სასამართლომ მიუთითა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ყო---ლა გამოკვლეული ზემოაღნიშნული გარემოებები და არ ყო---ლა აღნიშნული სათანადოდ შეფასებული.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სანდოდ მიიჩნია, რომ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის, ინდივიდუალური პრო---ლის, განმცხადებლის გამოცდილებისა და მსგავს მდგომარეობაში მყო--- ადამიანების სიტუაციის გათვალსიწინებით, იკვეთება იმის შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, განმცხადებელი, შესაძლოა, რომ დადგეს საფუძვლიანი შიშის რისკის ქვეშ და მის მიმართ არსებობს დევნის საფუძვლიანი შიში. ასევე, საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნაში მიეთითა, რომ არსებით ფაქტების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არის სერიოზული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაირღვეს განმცხადებლის უფლებები, რომელთა დარღვევაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას და უტოლდება დევნას, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით (ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა) დადგენილი გარემოებებით - შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან.
ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე აკმაყო---ლებს,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ ჟენევის 1951 წლის კონვენციის 1(A)2 მუხლითა და "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თუმცა, სტატუსის მინიჭებაზე უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა, მნიშვნე-–-----ი გარემოებების გამო, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას კონკრეტულად თავშესაფრის მაძიებლის მხრიდან თავშესაფრის მიმცემი ქვეყნის ინტერესების დაზიანების საფრთხის თაობაზე, ასევე მითითებას იმ მნიშვნე-–----- გარემოებებზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, არსებობს მოსარჩელე აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცე-- ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის MIA 3 18 0------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და განმარტავს, რომ ვინაიდან სამინისტროს მიერ ამგვარი შინაარსის აქტის გამოცე-- განპირობებული იყო კონტდაზვერვის საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის ძირიდათ ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავისი საქმიანობის პროცესში მოპოვებული მასალები და დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ არ არის დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი, რომ საქმეში არსებული ადმინისტრაციული წამოების მასალებით არ დასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა სრულყო---ლად.
აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სამინისტრო მოქმედება კანონის სრული დაცვით და არ დაურღვევია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი პროცედურა. ასევე, მოცმეულ შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან აპლიკანტების ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის უპირატესობა მართებულად და კანონიერად გაკეთდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ვინაიდან, ლტოვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტრომ მიმართა შესაბამის ორგანოს თავშესაფრის მაძიებლი პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რჩევის მისაღებად და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო ყველაზე მისაღები, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. კერძოდ, კონტდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის თავშესაფრის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე, რაც სრულად შეესაბამება ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ " საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ არ არის დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი, რომ საქმეში არსებული ადმინისტრაციული წამოების მასალებით არ დასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა სრულყო---ლად, რასაც აპელანტი არ ეთანხმება და თვლის, რომ მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო მოქმედებდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული კანონი ადგენს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს ასევე სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო.
აპელანტი მიუთითებს, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
მოსარჩელის მიმართ სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული კვლევის პროცესში სანდოდ იქნა მიჩნეული ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ კვლევა გაგრძელებულიყო ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.
სამინისტრომ მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებლი აკმაყო---ლებს ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმს, თუმცა თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის განხილვის დროს, ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ თავშესაფრის მაძიებლების მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნე-–-----ი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ პუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. შესაბამისად მას უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყო---ს სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულთა პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. "კონტდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, რის გამოს კონტრდაზვერვის საქმიანობის პროცესში მოპოვებული მასლები და დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის თანახმად. " სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონს, როგორც განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის სპეციალურს.
მოცემულ შემთხვევაში კონდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სამინისტროსთვის და შემდგომ სასამართლოსათვის წარმოდგენლი მტკიცებულებები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომლის შინაარსი ცნობილი იყო სასამართლოსთვის. აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან საკითხი ეხება სახელმწიფოს ეროვნულ ინეტრესებს და შესაბამისი უწყების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ თავშესაფრის მაძიებელების საქართველოში ყოფნა, თავისი საქმიანობის, ცხოვრების წესის, მსოფლმხედველობით ან სხვა რიგი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინეტერესებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სახელმწიფო ინტერესებს, რადგან, როდესაც საუბარია სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე - მოიაზრება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მათი უფლებები და თავისულფლებები.
აპელანტის მითითებით, რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ მეტად კომპეტენტურია და უფლებამოსილი დაადგინოს, გამოიკვლიოს და იმუშაოს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ეს, მოქმედი კანომდებლობის თანახმად დაკისრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კოტდაზვერვის დეპარტამენტს („კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი) და სხვას არავის. შესაბამისად, თუკი დღის წესრიგში დადგება საკითხი, გაირკვეს, ესა თუ ის პიროვნება უქმნის თუ არა საფრთხეს სახელმწიფოს, ეს უნდა დადგინდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობით (რომელიც თავისი არსით გასაიდუმლოებულია) და მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმების ანალიზის და ურთიერთშეჯერების შედეგად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით (გასაიდუმლოებულ) საქმიანობას, რომლის შედეგადაც მოპოვებული ინფორმაციების საშუალებით დახმარებას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აწვდის მას ამ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე, რომელ ინფორმაციასაც, ეს უკანასკნელი, იყენებს კანონით მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში - გადაწყვიტოს, მიანიჭოს თუ არა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი კონკრეტულ მაძიებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე,აპელანტი მიიჩნევს, რომ ეს წარმოადგენს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში მითითებულ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ" დაადგინა, რომ შვედეთის მთავრობას უფლება ჰქონდა, დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ სამინისტროს მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული სადაო აქტი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისია.
ასევე საქმეზე კალასსი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა: აპლიკანტის მიერ გასაჩივრებული კანონი (შეზღუდვები ელექტრონული ფოსტის და ტელეკომუნიკაციის საიდუმლოებაზე)სასამართლომ მიიჩნია საჭიროდ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეროვნული უსაფრთხოების ინეტესებიდან გამომდინარე და დანაშაულისა და არეულობის პრევენციის მიზნით.
გარდა ამისა საქმეზე სეგერშტეედტ-უიბერეგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა: ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესებს უპირატესობა მიენიჭა აპლიკანტის ინტერესებთან შედარებით, მიეღოთ დაცის პოლიციაში მათზე არსებული საქმის მასალები.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქმევა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყო---ლებაზე სრულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყო---ლდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყო---ლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შე--დგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყო---ლდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყო---ლების შესახებ, კერძოდ:.
დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმი, აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ი დაიბადა 1977 წლის 27 ოქტომბერს ერაყის რესპუბლიკის ბაბილონის პროვინციაში, ქ. ჯურფ ალ-სახარში, სადაც 1983-1995 წლებში მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება, 1996-1999 წლებში სწავლობდა ქ. ბაბელის ტექნიკურ სასწავლებელში, ბუღალტერიის შემსწავლელ ფაკულტეტზე. თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის მშობლები და ორი და ცხოვრობენ ქ. ჯურფ ალ-სახარში, დედა დიასახლისია, მამა პენსიონერი, დები დასაოჯახებლები არიან. განმცხადებელი 2005-2012 წლებში მუშაობდა ამერიკულ კომპანიაში „ქე---რ“ ბუღალტრად. აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სამსახურში 2007 წელს ჰქონდა წყვეტა, ვინაიდან იმ ერთი წლის განმავლობაში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. თავშესაფრის მაძიებლის განმატებით, მას, როგორც დანარჩენ სხვა სუნიტებს, ხშირად ექმნებოდა პრობლემები შიიტური დაჯგუფებების მხრიდან. 2006 წელს მან საკუთარ ავტომობილში აღმოაჩინა მუქარის შემცველი წერილი, რომლითაც „მა---ის არმიის“ წევრები ემუქრებოდნენ სიკვდილით დასჯით, თუ მალევე არ დაანებებდა ამერიკელებთან მუშაობას თავს. ასევე, იხსენებს 2012 წელს მისი გატაცების ფაქტს, როდესაც შიიტურმა დაჯგუფებებმა თანხის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს იგი და შემდგომ ნაცნობების ჩარევით ორ კვირაში განთავისუფლდა. 2012 წელს თავშესაფრის მაძიებელი გაემგზავრა ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ერბილში, სადაც მოითხოვა დროებითი ბინადრობა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მისი თხოვნა არ დაკმაყო---ლდა. განმცხადებელი 2013 წლის აპრილში ჩამოვიდა საქართველოში, საიდანაც სამსახურებრივი საქმიანობის გამო ხშირად გადადიოდა თურქეთის რესპუბლიკაში, თავშესაფრის მაძიებელმა 2016 წელს აიღო დროებითი ბინადრობა საქართველოში, რომელიც 2017 წელს აღარ გაუგრძელეს.
თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, ერაყის რესპუბლიკაში ამჟამად სუნიტ მოსახლეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხე ემუქრება შიიტური დაჯგუფებებისაგან, რომლებიც ყოველდღიურად ავიწროებენ სუნიტებს, უსამართლოდ აპატიმრებენ, უმიზეზოდ კლავენ, უწვავენ სახლებს, თანხის გამოძალვის მიზნით იტაცებენ. განმცხადებელი შიშობს, რომ ზემოთაღნიშნული ვითარების გამო, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მას, როგორც სუნიტს, კონფესიურ ნიადაგზე, შიიტური დაჯგუფებების მხრიდან დაემუქრება საფრთხე. მოსარჩელეს სურს დარჩეს საქართველოში, დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში, ვინაიდან სურს სიმშვიდეში ცხოვრება.
ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საერთაშორისო დაცვის მინიჭება.
2017 წლის 9 ოქტომბრის MIA 1 1---------- წერილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია აჰ--დ აბდ---–----თერ მა---ი ალ-----ისათვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყო---ლებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
საქართველოს კონსტიტუციისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე მიღებულ იქნა
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყო--- პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება- მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყო--- პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებსა და სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყო---ს სფეროში.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყო--- პირის სტატუსი.
ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა). ამასთან, მოცემული გარემოებების დადგენის, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი წინაპირობების გამოკვეთის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში ტარდება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის წესები დადგენილია ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ლტოლვილი პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვება კონკრეტული საფუძვლებით ხდება და არ უკავშირდება პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, არის იძულების შედეგი. იმ პირობებში კი, როდესაც პირი თავის ქვეყანაში შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისას დეტალურად და სრულყო---ლად უნდა იქნას გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მხოლოდ ასე შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების დაცვის უზრუნველყო---თ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით აუცილებლად უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, ის საფუძველი, რის გამოც დატოვა პირმა წარმოშობის ქვეყანა, მეორე მხრივ კი, ის რისკები, რაც მას სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს.
განსახილველ შემთხვევაში პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ის (დაბ. 27.10.1977წ.) მიერ არაერთხელ მოხდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა სასაზღვრო გამტარი პუნტქების გავლით; 2010 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 2 ოქტომბრამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „სარფის“-ს, ს.ს.კ.გ.“თბილისის აეროპორტი“-ს, ს.ს.კ.გ.“ბათუმის აეროპორტი“-ს, ს.ს.კ.გ. „ვალე“-ს, ს.ს.კ.გ. „გუგუთი“-ს და ს.ს.კ.გ. „სადახლო“-ს გავლით, კერძოდ, აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ის (დაბ. 27.10.1977წ.) მიერ საზღვრის კვეთა ერაყის მიმართულებით ხდებოდა 2014-2017 წლებში, რა დროის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მრავალჯერ. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად აჰ--დ ალ-----მაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე და განმარტა, რომ მას გარკვეული წლები უწევდა ჩასვლა ერაყში მისი ოჯახის წევრების(დედა,მამა,და) მოსანახულებლად, სადაც რჩებოდა ხოლმე რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ ყო---ლა. კერძოდ, ვინაიდან მოსარჩელემ მრავალგზის დატოვა საქართველო და ამასთან, საზღვრის კვეთა ხდებოდა ერაყის მიმართულებით, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად დატოვა მოსარჩელემ წარმოშობის ქვეყანა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული, კონვენციით განსაზღვრული დევნის გამო და რამდენად ემუქრება მას რეალური საფრთხე სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო დაცვა სწორედ მოსარჩელის უფლებების გარანტირებულობას ისახავს მიზნად, რათა არ მოხდეს მისი დევნა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში ხელყო---ს გზით. იმ პირობებში როდესაც, მოსარჩელის სამშობლოში არაერთხელ დაბრუნებას არ გამოუწვევია მისი უფლებების არსებითი დარღვევა და არც ასეთის საფრთხის წინაშე დამდგარა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ შესაფასებელი რჩება საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან/და მასზედ უარის თქმის წინაპირობები. ასევე, გასაანალიზებელია თავშესაფრის მაძიებელი პირის წარმოშობის ქვეყნის - ერაყის შესახებ საერთაშორისო ორგნიზაცების მიერ მომზადებული უახლესი დასკვნები, რაც მიზანშეწონილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნას მიღებული მხედველობაში განსახილველი საკითხის სათანადო დასკვნების გამოტანის პროცესში.
ამდენად პალატას მიზანშეწონილიად მიაჩნიაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ უფრო დეტალურად შეისწავლოს, გამოიკვლიოს დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი და გამოსცეს დასაბუთებული და არგუმენტირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. შესაბამისად, მითითებული კანონით განსაზღვრულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უპირველესად ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყო--- პირის უფლებების დაცვა.
ამრიგად, სახელმწიფოს დისკრეცია - იკისროს ვალდებულებები კონკრეტული პირის მიმართ - შემოსაზღვრულია თავად კანონმდებლის მიერ ზემოაღნიშნული ინტერესების ურთიერთკავშირით, ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამგვარი არჩევანი გაცხადებული მიზნის კვალდაკვალ არ არის თვითნებური, და წარმოადგენს მნიშვნე-–-----ი საჯარო ინტერესის მიღწევის დასაშვებ, პროპორციულ და აუცილებელ საშუალებას - თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უზრუნველყო---თ სამართლებრივი გარანტიები შექმნას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.
,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
რაც შეეხება თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობაში ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები, ზოგადად, ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს კანონით წინასწარგანსაზღვრულ, ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებში შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიფერენცირების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა.
ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭება ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის განმსაზღვრელია, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღე--ტება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთანავე, სადავო შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნე-–-----ია, რომ სამინისტრომ დეტალურად გამოიკვლიოს, შეისწავლოს და ერთმანეთს შეუპირისპიროს კერძო და საჯარო, განმცხადებლისა და მესამე პირთა ინტერესები. ვინაიდან სახელმწიფოს უსაფრთხოებას შესაძლებელია მიენიჭოს უპირატესობა აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაცია კი გასაიდუმლოებულია, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი რისკების შეფასებისა და დაბალანსების მეშვეობით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყო---ლ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე--ს საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოების წარმართვის, ზემოთ მითითებული პრინციპები. კერძოდ, მოსარჩელე წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზად მიუთითებს, რომ ერაყის რესპუბლიკაში ამჟამად სუნიტ მოსახლეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხე ემუქრება შიიტური დაჯგუფებებისაგან, რომლებიც ყოველდღიურად ავიწროებენ სუნიტებს, უსამართლოდ აპატიმრებენ, უმიზეზოდ კლავენ, უწვავენ სახლებს, თანხის გამოძალვის მიზნით იტაცებენ. განმცხადებელი შიშობს, რომ აღნიშნული ვითარების გამო, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მას, როგორც სუნიტს, კონფესიურ ნიადაგზე, შიიტური დაჯგუფებების მხრიდან დაემუქრება საფრთხე. მოსარჩელეს სურს დარჩეს საქართველოში, დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში, ვინაიდან სურს სიმშვიდეში ცხოვრება.
მიუხედავად მოსარჩელის მიერ გაცხადებული გარემოებებისა და იმ ფაქტისა, რომ ის 2013 წლიდან იმყოფება საქართველოში, მან სამინისტროს საერთაშორისო დაცვის თაობაზე მიმართა მხოლოდ 2018 წელს. გარდა ამისა, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ის (დაბ. 27.10.1977წ.) მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა ერაყის მიმართულებით ხდებოდა 2014-2017 წლებში, რა დროის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა 27-ჯერ და არაერთგზის გაემგზავრა ერაყში.
ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი ინფორმაცია) დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ვალდებულია ჩაატაროს ახალი ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული უნდა იქნას, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ი დაექვემდებარება დევნას წარმოშობის ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით, მისი ინდივიდუალურ პრო---ლის გათვალისწინებით, ეროვნებათა შორის კონფლიქტის გამო და იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან. ასევე, მანვე უნდა გამოიკვლიოს აჰ--დ ალ-----ისთვის თავშესაფრის მინიჭება რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით და ამისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დამატებით უნდა გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია. ვინაიდან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყო---ლი გამოკვლევისთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხემ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----თან მიმართებაში.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე-- ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ოქტომბრის MIA 4 18 0------- შეტყობინება - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----თან მიმართებაში.
პროცესის ხარჯები:
აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყო---ლდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ის სარჩელი დაკმაყო---ლდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის N MIA 3 18 0------- გადაწყვეტილება (შეტყობინება) ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე აჰ--დ აბდ---–----თარ მა---ი ალ-----ისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე-- კანონით დადგენილ ვადაში;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი