განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002930501
საქმე №3ბ/1776-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - ლ-–------------, თ---------–--------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ,,---–-------ი”;
წარმომადგენელი - შ------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
1. შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ,,---–-------ი”-ს სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2------–-–-------------------ს №-------- გადაწყვეტილება, შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ პაციენტისათვის-ნ-----–---- მ----ესათვის გაწეული ს------–--ო მომსახურების დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------ის N-------- გადაწყვეტილება შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–----------------ის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15).
1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სრულად დაეკისროს 2-----–-–------------ს გაცემული N------- მიმართვის შესაბამისად სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 13841.27 (ცამეტიათას რვაასორმოცდაერთი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ სასარგებლოდ, პაციენტ-ნ-----–---- მ----ესათვის გაწეული ს------–--ო მომსახურებისათვის (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15).
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ს N-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა პაციენტ- ნ-----–---- მ----ესათვის გაწეული ს------–--ო მომსახურების ღირებულების (13841,27 ლარი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------ის N-------- გადაწყვეტილება შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–----------------ის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’. მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე - შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 415,25 (ოთხასთხუთმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2------–-–----------------ს გაცემული იქნა მიმართვა N------- (ინფორმაცია მომხმარებელზე: ნ-----–---- მ----ე; მიმღები დაწესებულება: შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ი’’), სადაც კომენტარის სახით მითითებულია: დაფინანსდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ჯამური ფასი-27970.00 ლარი, ჯამური ანაზღაურებადი თანხა- 13841.27 ლარი, მომხმარებლის გადასახდელი თანხა-14128.73 ლარი. ამავე მიმართვაში აღნიშნულია შემდეგი: ძირითადი დიაგნოზი: კ------------------------------–----–------------–-----, I---- კოდი-1----, I---- დასახელება - გ---–------------------------------------------------------–-, N-----–---------. კოდი - F-----; N-----–---------.დასახელება- ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----, რაოდენობა-1; თანმხლები დიაგნოზი/(ები): კ-------------------------------–----–------------–-----, I---- კოდი-1----, I---- დასახელება- ა-----------------–--------–--------, N-----–---------.კოდი- F-----, N-----–---------.დასახელება - აო------–-------------–-----------–-----------–-- (ჩასწორება/შემცირება), რაოდენობა-1. სულ ფასი მითითებულია-27970 ლარი, აქედან სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა-13841.27 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–------------ის მიმართვა N-------(ს.ფ. 16)
2.2.2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–------------–ის ცნობით (ს------–--ო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- ნ-----–---- მ----ე (დაბადებული 0--------- წელი, 2------–-–------------------ მოათავსეს შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: (ძირითადი დაავადება, თანხმლები დაავადებები,გართულებები) I---- ძ---------------–-------------------------------------------------–------- ა-----------------–--------–--------.- l---- I---- თ-----–----------------–---------------- l------------------------------------- (--------) F-----. I---- გ--------–--------–------------------- (---------- . N------------–-–--------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–-------------------------–-----–---- (F-----)ა--------–--------------–-----------–-----------–--(ჩასწორების შემცირება) F-------------- გეგმიური. მოკლე ანამნეზი: პ-–-------------–------------------–--–------–--------------------- (მ--------------–--------– დადგენილი აქვს ა-------–----------------–----–------------------------–-------–--------, იტარებს უ-–-----------------–--------------–-, კ-----------------ის მიერ ერჩია ოპერაციული მკურნალობა, პაციენტი უარს აცხადებდა, ა.წ ა-----–ის თვეში მომართა ჩვენს კ-–----ას, ჩაუტარდა ე-------------------: დაესვა ა----------------–----------------------–------------------–----------------–----–--. გარდა ამისა 2016-2018წწ-ის განმავლობაში ჩატარებული გ---–------------- კვლევის საფუძველზე აღინიშნა ა-------–------------------------------აში მატება >2სმ-ზე, რის გამოც განმეორებით იქნა განხილული ოპერაციული მკურნალობის საკითხი,25,10,17-ში ჩაუტარდა კო---------------------------------–-------–----------------------------------–----–-------------------------–-. ჩატარდა კ----------------- ლ. ქ---------–---–ის კონსულტაცია, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-----------------–-----------------------–-----–---- - F-----, ა--------–--------------–-----------–-----------–-- (ჩასწორება/შემცირება) - F----- სასწრაფო დაყოვნებით რეჟიმში, პაციენტი მოთავსდა კ-–----აში გეგმიური ოპერაციული მკურნალობის ჩატარების მიზნით.
ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ლ---- ქ---------–---–ის კონსულტაცია (1); ე------------------- (1); ა--------------------------- (1) A---------–------------------------(1); თ----------–-------------------- (1); A-----–------- (1); H----------------------- (1); A-------------------------- (1); U----–----------- (1); კ-------–-------- (2); A--------------------------- (1), P-----------–--–- (1); T---------------------–------------ (1); C------------------–-----------------–---- (4) C----------------–--–--–- (1) ე-------------–------–----–--–-----------------–---–-- (1); ე-–--------------------------------------------–-------------–--- (1); ს----–------------------–----------------–-----–-------------------------20) გ---–----------------------------------------- (1); ს--------–----–---------–---------- (1); V------–---- (5) ჩ-----------–-----------–----: ს-------–-–---------------–----------------–------------------–-------------------------–-------------–------------------------------–-----–---- (F-----) ა--------–--------------–-------------–-----------–-- (ჩასწორება/შემცირება)- F-------------- გეგმიური. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–------------–ის ცნობა №IV-100/ა(ს.ფ. 27-32)
2.2.3. შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–----------------- №---------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერის პირველი პუნქტით დგინდება, რომ წარდგენილი შემთხვევის ნომერი - №---------; შემთხვევის ტიპი - კ-----------------ია; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა (ლარებში)- 1384127, შემთხვევის სტატუსი-,,არ ანაზღაურდება’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–---------------ს №---------------------------- „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერი (ს.ფ. 19)
2.2.4. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–---------------ს №-------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ პაციენტი ნ-----–---- მ----ე (პ/ნ-------------) საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული ს------–--ო მომსახურის პირობებით მოსარგებლე, 2018 წლის ა-----–ს საანგარიშებო თვის პერიოდში მკურნალობდა შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------იში’’. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია კ-----------------ია ი---------–----–--------------–------ კომპონენტით. პროგრამული კოდებით 1---------–-------------------------------------------------–-. ჩარევები F---------------–--------------–----------------------------–-- F----- ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----; 1---- ა----------------–-------------- ჩარევა F----- ს-------––---------------–-----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნ-------–--------ი კოდი-1---- გ---–---------------------------------------------------–- ჩარევები F----------------–---------------–------------–------------–-- F----- ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–---- და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუქნტის ,,კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთის მკურნალობის ეპიზოდის შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან, რომელიმე პროგრამული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მათ შორის შესაბამისი კოდების არასწორად დაფიქსირებას, ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%, რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად ს------–--ო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების დანართის სახით წარდგენილ შემთხვევას №---------- განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად (წარდგენილი ს------–--ო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ ს------–--ო მომსახურების პირობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–--------------ს №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 17-18)
2.2.5. 2----–-–-----------------ს, შპს ,,ი------–-------------–--- ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2-----–-–-----------------ს №-------- გადაწყვეტილება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------ის N-------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შპს ,,ი------–-------------–--- ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ის ჰ--–-------ის”(ს/კ---------- რ--–-----–---) 2----–-–--------------------------ის №------ (სააგენტოში რეგისტრირებული 2--------- წელი, №-----) ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო შემთხვევის ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ი------–-------------–--- ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის“ 2---–-–----------------ის N------ ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 20-23)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------ის გადაწყვეტილება №-------- შპს ,,ი------–--------------–--ს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–----------------ის
№------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(ს.ფ. 24- 26)
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–-------------------- №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------ის N-------- გადაწყვეტილება შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–----------------ის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
3.2. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნაზე: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ს N-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს 2----–-–------------ს გაცემული N------- მიმართვის შესაბამისად სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 13841.27 (ცამეტიათას რვაასორმოცდაერთი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ სასარგებლოდ, პაციენტ-ნ-----–---- მ----ისათვის გაწეული ს------–--ო მომსახურებისათვის (ს------–--ო შემთხვევა N---------). სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო. მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლზე და განმარტა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ს------–--ო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის ს------–--ო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული ს------–--ო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ს------–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ პაციენტი - ნ-----–---- მ----ე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე პირს.
3.3. სასამართლომ მოიხმო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა და ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე დადგენილების მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული ს------–--ო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და ს------–--ო პერსონალთან გასაუბრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი ს------–--ო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ ს------–--ო მომსახურების პირობებს, ხოლო ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე ს------–--ო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა ს------–--ო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, შემთხვევების კლასიფიცირება(შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ სადავოა) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. ამასთან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სადავოა და დაზუსტების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ანაზღაურებას, ასანაზღაურებელ თანხებზე გაფორმებულ პირველად მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად იბეჭდება შესაბამისი რეესტრი 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა ასანაზღაურებელ თანხებზე პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სადავო შემთხვევების რეესტრის მიღებიდან 5 სამუშაო დღე. თუ მიმწოდებელი ამ პერიოდში არ მოახდენს რეაგირებას, შემთხვევა აღარ ანაზღაურდება. სადავო შემთხვევების განხილვაში ჩართულები არიან მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2----–-–------------ს გაცემული იქნა მიმართვა N------- (ინფორმაცია მომხმარებელზე: ნ-----–---- მ----ე; მიმღები დაწესებულება: შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ი’’), სადაც კომენტარის სახით მითითებულია: დაფინანსდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ჯამური ფასი - 27970.00 ლარი, ჯამური ანაზღაურებადი თანხა -13841.27 ლარი, მომხმარებლის გადასახდელი თანხა -14128.73 ლარი. ამავე მიმართვაში აღნიშნულია შემდეგი: ძირითადი დიაგნოზი: კ-----------------ია ი---------–----–-----------–-----, I---- კოდი-1----, I---- დასახელება-გ---–--------------------------------------------------–-, N-----–---------. კოდი- F-----; N-----–---------. დასახელება- ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----, რაოდენობა-1; თანმხლები დიაგნოზი/(ები): კ-----------------ია/ი----------–----–--------------–-----, I---- კოდი-
1----, I---- დასახელება- ა----------------–--------–--------, N-----–---------.კოდი- F-----, N-----–---------.დასახელება- აო------–-------------–-----------–-----------–--(ჩასწორება/შემცირება), რაოდენობა-1. სულ ფასი მითთებულია-27970 ლარი, აქედან სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა-13841.27 ლარი;
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–------------–ის ცნობით (ს------–--ო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი- ნ-----–---- მ----ე (დაბადებული 0--------- წელი, 2-----–-–----------------ს მოათავსეს შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ში’’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: (ძირითადი დაავადება, თანხმლები დაავადებები, გართულებები) I---- ძ---------------–-------------------------------------------------–------- ა----------------–-------–--------.- l---- I---- თ-----–----------------–---------------- l------------------------------------(--------)F-----. I---- გ--------–---------–----------------- l(----------. N-------------–--–---------------–------------------–-------------------–-------------------–-------------–-------------------------–-----–---- (F-----)ა--------–--------------–-----------–-----------–--(ჩასწორების შემცირება) F-------------- გეგმიური. მოკლე ანამნეზი: პაციენტი აღნიშნავს ა-----------–--–------–---------------------(----------------–--------– დადგენილი აქვს ა-------–----------------–----–------------------------–-------–--------, იტარებს უ-–-----------------–--------------–-, კ-----------------ის მიერ ერჩია ოპერაციული მკურნალობა, პაციენტი უარს აცხადებდა, ა.წ. ა-----–ის თვეში მომართა ჩვენს კ-–----ას, ჩაუტარდა ე-------------------: დაესვა ა----------------–----------------------–------------------–----------------–----–--. გარდა ამისა 2016-2018წწ-ის განმავლობაში ჩატარებული გ---–------------- კვლევის საფუძველზე აღინიშნა ა-------–------------------------------აში მატება>2სმ-ზე, რის გამოც განმეორებით იქნა განხილული ოპერაციული მკურნალობის საკითხი. 25,10,17-ში ჩაუტარდა კ-----------------------------------–-------–-------------------------------- მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე. ჩატარდა კ----------------- ლ.ქ---------–---–ის კონსულტაცია, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ს-------––---------------–----------------–-------------------–---------------------–------------------–------------------------–-----–----- F-----, ა--------–--------------–-----------–-----------–-- (ჩასწორება/შემცირება) - F----- სასწრაფო დაყოვნებით რეჟიმში, პაციენტი მოთავსდა კ-–----აში გეგმიური ოპერაციული მკურნალობის ჩატარების მიზნით. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ლ---- ქ---------–---–ის კონსულტაცია (1), ე------------------- (1), ა--------------------------- (1), A---------–------------------------(1), თ----------–-------------------- (1), A-----–-------(1), H----------------------- (1), A--------------------------(1), U----–----------- (1) , კ-------–--------(2), A----------------------------(1), P-----------–--–-(1), T---------------------–------------(1), C------------------–-----------------–----(4) C---------------–--–--–-(1) ე-------------–------–----–--–-----------------–---–--(1), ე-–--------------------------------------------–-------------–---(1), ს----–------------------–-----------------–-----–------------------------(20) გ---–---------------------------------------- (1), ს--------–----–---------–----------(1), V------–----(5). ჩ-----------–-----------–----: ს-------–-–--------------–----------------–------------------–--------------------–-------------–----------------------------–-----–---- (F-----) ა--------–--------------–------------–-----------–-- (ჩასწორება/შემცირება )-F-------------- გეგმიური. პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული;
3. შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შპს ,,ი------–------------–ოს’’ ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ მიერ პაციენტ ნ-----–---- მ----ისათვის გაწეული ს------–--ო მომსახურების შესახებ მიწოდებული იქნა შემდეგი ინფორმაცია:
1. ძირითადი დიაგნოზის კლას. კოდი 1----, კლას. დასახელება-გ---–-------------------------------------------------–-, N----------------------------------–--------------–-----------–------------–-- (ჩასწორება/შემცირება); F------ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----; 2. თანმხლები დიაგნოზის კლას. კოდი 1----, კლას. დასახელება- ა-----------------–--------–--------, N--- ჩარევები- F------ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----, F------ა--------–--------------–-----------–-----------–--;
სასამართლომ, ასევე, მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ში დადგენილ გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობების შესახებ ნუსხაზე, რომლის დანართი №1.1- ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ,,შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის ს------–--ო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს“.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ პაციენტს (ნ-----–---- მ----ე) კ-----------------იული ოპერაცია ჩაუტარდა იმ ნ-------–--------ი კოდების გათვალისწინებით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2----–-–------------ს გაცემულ N------- მიმართვაშია აღნიშნული, რაც ასევე დასტურდება ფორმა NIV-100/ა-ით. ამასთან, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შპს ,,ი------–------------–ოს’’ ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ მიერ პაციენტ ნ-----–---- მ----ისათვის გაწეული ს------–--ო მომსახურების შესახებ ერთი და იგივე ინფორმაცია იქნა მიწოდებული ორჯერ, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულს არ გამოუწვევია სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის ხელოვნურად გაზრდა, ასეთ შემთხვევაში მიწოდებული ინფორმაციის უსწორობა განხილული უნდა იქნეს, როგორც ტექნიკური შეცდომა და მხარეს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა მოეხდინა კორექტირება მიწოდებულ ინფორმაციაში, რასაც ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-----–---- მ----ის მიმართ გაწეული მომსახურება არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.1-ით გათვალისწინებული შემთხვევა.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელშიც ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2------–-–-------------------ს N-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა, რის გამოც ბათილად ცნო იგი და მიიღო ახალი გადაწყვეტილება პაციენტ-ნ-----–---- მ----ისათვის გაწეული ს------–--ო მომსახურების ღირებულების (13841,27 ლარი) ანაზღაურების შესახებ.
3.5. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნაზე, კერძოდ: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2------–-–------------ის N-------- გადაწყვეტილების ,,შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–------------------ის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’. მოთხოვნის ამ ნაწილშიც სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო საფუძვლიანი. მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ს N-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა, განმარტებული იქნა, რომ აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა,- შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------ის N-------- გადაწყვეტილება შპს ,,ი------–------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ 2----–-–----------------ის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოება მონაცემების ამონაწერის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემიდან, რომლითაც დასტურდება ს------–--ო შემთხვევის შესახებ კოდირების არასწორი გადმოცემა, რაც არა ტქნიკური, არამედ არსებითი შეცდომა იყო და რაც წარმოადგენდა ს------–--ო შემთხვევის შესახებ დაფინანსების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების კანონიერ საფუძველს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. კერძოდ კი განმარტავს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას და სასამართლო არასწორად განმარტავს კანონს.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს: სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პალატამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
6.2. პალატა მოიხმობს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებას და განმარტავს, რომ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ს------–--ო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის ს------–--ო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული ს------–--ო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ხოლო, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ს------–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
ამრიგად, დადგენილია, რომ პაციენტი - ნ-----–---- მ----ე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე პირს.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა და ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე დადგენილების მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული ს------–--ო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და ს------–--ო პერსონალთან გასაუბრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
პალატა განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც: წარდგენილი ს------–--ო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ ს------–--ო მომსახურების პირობებს, ხოლო ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე ს------–--ო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა ს------–--ო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით, შემთხვევების კლასიფიცირება(შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას თუ სადავოა) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და პროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. ამასთან, იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ან სადავოა და დაზუსტების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს ანაზღაურებას, ასანაზღაურებელ თანხებზე გაფორმებულ პირველად მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად იბეჭდება შესაბამისი რეესტრი 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება განმახორციელებელთან. სადავო საკითხების განსახილველად ან აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს ეძლევა ასანაზღაურებელ თანხებზე პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სადავო შემთხვევების რეესტრის მიღებიდან 5 სამუშაო დღე. თუ მიმწოდებელი ამ პერიოდში არ მოახდენს რეაგირებას, შემთხვევა აღარ ანაზღაურდება. სადავო შემთხვევების განხილვაში ჩართულები არიან მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2----–-–------------ს გაიცა მიმართვა N-------, სადაც კომენტარის სახით მითითებულია: დაფინანსდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ჯამური ფასი - 27970.00 ლარი, ჯამური ანაზღაურებადი თანხა -13841.27 ლარი, მომხმარებლის გადასახდელი თანხა -14128.73 ლარი. ამავე მიმართვაში აღნიშნულია პაციენტის ძირითადი დიაგნოზიც.
დადგენილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2---–-–------------–ის ცნობით (ს------–--ო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) პაციენტი- ნ-----–---- მ----ე მოთავსებული იქნა შპს ,,ი------–-------------–ოს ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ში’’ და მისთვის საჭირო ამბოლატურული მომსახურების შემდეგ, პაციენტი გაეწერა სტაციონარიდან. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას იყო გაუმჯობესებული.
ასევე, დადგენილია, რომ შემთხვევის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში შპს ,,ი------–------------–ოს’’ ს------–--ო კ--–-----ი კ-–----ა ჰ--–-------ის’’ მიერ პაციენტ ნ-----–---- მ----ისათვის გაწეული ს------–--ო მომსახურების შესახებ მიწოდებული იქნა შემდეგი ინფორმაცია:
1. ძირითადი დიაგნოზის კლას. კოდი 1----, კლას. დასახელება-გ---–-------------------------------------------------–-, N----------------------------------–--------------–-----------–------------–--(ჩასწორება/შემცირება); F------ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----;
2. თანმხლები დიაგნოზის კლას. კოდი 1----, კლას. დასახელება- ა----------------–--------–--------, N--- ჩარევები- F------ს-------––---------------–----------------–-----------------–-------------------–-------------–---------------------------–-----–----, F------ა--------–--------------–-----------–-----------–--.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ში დადგენილ გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობების შესახებ ნუსხის დანართი №1.1- ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ,,შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის ს------–--ო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს“.
დადგენილია, რომ პაციენტს (ნ-----–---- მ----ე) კ-----------------იული ოპერაცია ჩაუტარდა იმ ნ-------–--------ი კოდების გათვალისწინებით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2----–-–------------ს გაცემულო N------- მიმართვის შესაბამისად, რაც დასტურდება ფორმა NIV-100/ა-ით.
ამრიგად, ნ-----–---- მ----ის მიმართ გაწეული მომსახურება არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.1-ით გათვალისწინებული შემთხვევა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2------–-–-------------------ს N-------- გადაწყვეტილება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა, რის გამოც პალატა ეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პალატა მართებულად მიიჩნევს, დასკვნას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ს N-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------ის N-------- გადაწყვეტილების - ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა