განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
030100119002947152
ინსტანცია
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100119002947152

№1/ბ-542-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

პროკურორ - ე---–---- ბ------ს

ადვოკატის - დ----- გ------ს

მსჯავრდებულ - გ---- წ---–---ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---- ა------ის ძე წ---–---ს მიმართ დაბადებული 1961 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ფოთი, მო–-----–------------7.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---- წ---–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 მარტს გ---- წ---–---მ ქ.ფოთში, ზ.გამსახურდიას ქუჩა N178-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ო----ა პ------------ოს, რის გამოც იმავე დღეს, მის მიმართ შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მუშაკების მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი და მას ერთი თვით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 28 მარტს, დაახლოებით 21 საათზე და 10 წუთზე გ---- წ---–---მ არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და ესაუბრა ო----ა პ------------ოს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით, გ---- წ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით (5 წლის ვადით).

სააპელაციო საჩივრის არსი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ----- გ------ს მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ---- წ---–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ---- წ---–---ს მიერ ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტებს - მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - დ----- გ------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

მოწინააღმდეგე მხარეს, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ო----ა პ------------ოს ჩვენებით დადგენილია, რომ გ---- წ---–--- არის მისი მეუღლე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო პატიმრობაში. საპატიმროდან უგზავნიდა წერილებს, თხოვდა შერიგებას, პირდებოდა, რომ დალევას მიატოვებდა, ოღონდ ბავშვების ხათრით ერთი შანსი მიეცა. ციხიდან, რომ გამოვიდა მასთან მივიდა და მანაც შემოუშვა სახლში. ციხიდან გამოსვლიდან მე-3 დღეს წავიდნენ ექიმთან რათა გაეგოთ, თუ რა ღირდა ალკოჰოლის წინააღმდეგ ნემსის გაკეთება, ექიმმა მათ უთხრა, რომ კეთდებოდა სამწლიანი ნემსი და ღირდა 400 აშშ დოლარი. გ----მ ფასის გაგების შემდეგ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა საშუალება ეყიდა ნემსი, რაზედაც მან უპასუხა, რომ ემუშავა, მოეგროვებინა ნემსის საფასური, გაეკეთებინა ნემსი და მერე მისულიყო ოჯახში, მან კი ეს არ გაითვალისწინა და დაიწყო ალკოჰოლური სასმელების მიღება, ღამით 01:30 საათი იქნებოდა მთვრალ მდგო----ეობაში მყოფმა გ---- წ---–---მ დაურეკა, ცოტა ხნის შემდეგ კი მოვიდა. მან როგორც კი დაინახა ეზოში შემოსული მაშინვე დარეკა 112-ში და პოლიცია გამოიძახა, პოლიციელმა შეადგინა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის შედგენის შემდეგ ღამით დაურეკა გ---- წ---–---ს ნათესავმა ე-–--ემ, გვარი არ იცის, რომელიც გ----ს დავალებით რეკავდა, რომელსაც ტელეფონი გ----მ გამოართვა და დაუწყო რუსულად საუბარი, ამის დადასტურება შეუძლია შვილს ა-–--–- წ---–---ს, რომელსაც ესმოდა მამის ხმა. მისი განმარტებით, ზოგადად გ---- წ---–--- ფხიზელ მდგო----ეობაში კარგი ადმიანია, ხოლო თუ ალკოჰოლი მიიღო პირიქით, მთვრალი როცაა მისი ბავშვებსაც ეშინია, არც ნემს იკეთებს და არც იმას ცდილობს, რომ დალევას თავი დაანებოს. აქედან გამომდინარე მასთან ცხოვრება არ შეუძლია.

 

მოწმის სახით დაკითხული ა-–--–- წ---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ---- წ---–--- არის მისი მამა. იმ საღამოს ნათესავმა ე-–--ემ რომ დარეკა, დედას ტელეფონი თვითონ მიაწოდა, ტელეფონის ნომერი 41-ით მთავრდებოდა, თავიდან ტელეფონში ქალის ხმა ისმოდა, შემდგომ კი მამაკაცის ხმა მოესმა და იცნო მამის ხმა. დედამ უთხრა, გაეკეთებინა ნემსი, თავი დაენებებინა დალევისთვის და მერე დაბრუნებულიყო ოჯახში, რის შემდეგაც ტელეფონი გაუთიშა. აღნიშნული ნომრიდან ზარი ო----ას ტელეფონზე იმ საღამოს კიდევ რამდენჯერმე დაფიქსირდა, მაგრამ, ო----ამ არ უპასუხა, საერთოდ გათიშა ტელეფონი. ქალი დედას ქართულად ელაპარაკებოდა, მამა კი რუსულად, ოღონდ არ იცის რას ეუბნებოდა. მისი განმარტებით, მამა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაახლოებით სამი დღე ცხოვრობდა მათთან. სამშაბათი დღე იყო, სკოლიდან რომ დაბრუნდა, მამას თავისი ნივთები ჩალაგებული ქონდა და სახლიდან მიდიოდა, მიზეზი არ იცის.

 

მოწმის სახით დაკითხული ე-–--ე ნ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ---- წ---–--- არის მისი ბიძა. მან მისი თხოვნით დაურეკა ო----ა პ------------ოს, რომ მისი სახელით ბოდიში მოეხადა ძმის მკლავის გახსნაზე, რომ ვერ წაიყვანა, ისინი რომ ლაპარაკობდნენ გ----ც მის გვერდით იდგა, მაგრამ ის არ დალაპარაკებია, არც ტელეფონი გამოურთმევია მისთვის, ო----ამ რომ აიჩემა თვითონ რატომ არ მელაპარაკება ალბათ მთვრალიაო, მაშინ ვერ მოითმინა გ----მ და დაილაპარაკა მთვრალი არ ვარო, ეს გაიგო ო----ამ და ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაც მან კიდევ სცადა დარეკვა, მაგრამ მან არ უპასუხა. ისინი ქართულად საუბრობდნენ, გ----მაც ქართულად დაილაპარაკა, რათა დაერწმუნებინა ო----ა, რომ მთვრალი არ იყო. გ---- წ---–---ს ტელეფონი ხელში არ დაუკავებია, მაგრამ მის გვერდით იდგა და კარნახობდა მას თუ რა ეთქვა ო----ასთვის.

 

გ---- წ---–---მ განმარტა, რომ 2019 წლის 01 მარტს განთავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო ამავე წლის 13 მარტს შედგენილ იქნა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი. მას მარტის თვეში გარდაეცვალა ძმა და უნდოდა მისი ცოლ-შვილი წაეყვანა გასვენებაში, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან მის მიმართ შედგენილი იყო შემაკავებელი ორდერი. მან სთხოვა დის შვილს ე-–--ე ნ-------–---–ს, რომ დაერეკა მეუღლესთან და მის ნაცვლად მოეხადა ბოდიში, ძმის დასაფლავებაზე რომ ვერ წამოიყვანა. ე-–--ე ტელეფონით ო----ას რომ ელაპარაკებოდა თვითონაც იმ ოთახში იყო, მან გადაულაპარაკა ე-–--ეს რუსულად, რომ მის ნაცვლად მოეხადა ბოდიში ო----ასთვის, ეტყობა ეს გაიგო ო----ამ, თორემ თვითონ რაც მის მიმართ, შემაკავებელი ორდერი იქნა შედგენილი პირადად არ ულაპარაკია.

 

მოწმის სახით დაკითხული გ------ი მ---–---იას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ფოთის საქალაქო სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაკითხა მოწმეები, შეადგინა გ---- წ---–---ს დაკავების ოქმი, რომელიც ასევე გამოკითხულ იქნა მის მიერ ბრალდებულის სახით, მოახდინა დათვალიერება ო----ა პ------------ოს და ე-–--ე ნ-------–---–ის მობილურ ტელეფონებში არსებული ინფორმაციების, მოახდინა აღნიშნულ ტელეფონებში შემავალი და გამავალი ზარების შემოწმება და ამ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მობილური ტელეფონები დაუბრუნა მეპატრონეებს, ანუ ო----ა პ------------ოს და ე-–--ე ნ-------–---–ს. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა რა მიუღია.

 

მოწმის სახით დაკითხული ო---- ს-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ფოთის საქალაქო სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოწმის სახით გამოკითხა გ---- წ---–---ს არასრულწლოვანი შვილი ა-–--–- წ---–--- მის მიერ არჩეული საპროცესო წარმომადგენლის ე-–--ე ხ------–---–ის თანდასწრებით, რომელმაც ა-–--–- წ---–---ს გადაულაპარაკა რუსულად, რამაც დააეჭვა და კითხა მას ქართულად საუბარი და წერა-კითხვა თუ იცოდა ან თარჯიმანი ხომ არ სჭირდებოდა, რაზეც მან განაცხადა, რომ ქართულად წერა კითხვაც იცოდა და საუბარიც, გამოკითხვის დამთავრების შემდეგ კი მშვენივრად მოაწერა ხელი ა-–--–- წ---–---ს გამოკითხვის ოქმს. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

2019 წლის 13 მარტს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯამბულ ინჯგიას მიერ შედგენილ იქნა N007320 შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, მოძალადე გ---- წ---–---ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ო----ა პ------------ო ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, და მისი შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ---- წ---–---ს უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თითქოს, გ---- წ---–--- თავად არ დალაპარაკებია ტელეფონით ო----ა პ------------ოს - აღნიშნული გარემოება, არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს მიერ, მსხვერპლთან - ო----ა პ------------ოსთან (რომელსაც აკრძალული ჰქონდა შემაკავებელი ორდერის შესაბამისად კომუნიკაცია, ტელეფონის საშუალებების გამოყენებით) - კომუნიკაციის დამყარების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად პალატას მიაჩნია დაზარალებულ ო----ა პ------------ოსთან ჩვენება, დაზარალებულის ჩვენებას ასევე ამყარებს მოწმის სახით დაკითხული ა-–--–- წ---–---ს, ე-–--ე ნ-------–---–ის ჩვენებები, რომლითაც დგინდება, რომ მიუხედავად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა გ---- წ---–--- მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და ესაუბრა ო----ა პ------------ოს. ასევე 2019 წლის 13 მარტს შედგენილი N007320 შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ---- წ---–---ს აკრძალული ჰქონდა ო----ა პ------------ოსთან, კომუნიკაცია ტელეფონის გამოყენებით. წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- წ---–---მ ჩაიდინა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვისა მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი გ---- წ---–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- გ------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

გ---- წ---–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით (5 წლის ვადით).

 

მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე