განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119002854000
№1/ბ-532-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ------- ვ------------ს
ადვოკატის - ნ------ ბ-------–იას
მსჯავრდებულის - ს------ ჩ----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ ს--–----ის ძე ჩ----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხონის რაიონი სოფელი ს----ე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------ ჩ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 იანვარს დაახლოებით 2020 საათზე, ხონის რაიონის სოფელ ს----ეში ვ------- გ--–----ის საცხოვრებელ სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ს------ ჩ----ე. იგი განაწყენებული იყო ყოფილ მეუღლეზე ნ--- გ--–----ეზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი მას უარს ეუბნებოდა შერიგებაზე და ერთად თანაცხოვრებაზე. აღნიშნულის გამო ს------ ჩ----ე ნ--- გ--–----ეს დაემუქრა ხონის რაიონის სოფელ ს----ეში არსებული მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს დაწვით, ამავდროულად მისი მიმართულებით ისროლა ბოთლი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნ--- გ--–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ხონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენით ს------ ჩ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ს------ ჩ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ხონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ მელაძის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს------ ჩ----ის საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ს------ ჩ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ------ ბ-------–იას მიერ რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ს.ჩ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. დაცვის მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი, იმ ნაწილში, რომლითაც დამნაშავედ იქნა ცნობილი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიარ იყო ეჭვის გამომრიცხავი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ------- ვ------------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ს------ ჩ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ------ ბ-------–იას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ნ--- გ--–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ს------ ჩ----ესთან იქორწინა 1986 წელს, შეეძინათ სამი შვილი. დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ ცხოვრობდა დედასთან და დასთან, სოფელ ს----ეში. ვინაიდან ვიწროდ იყვნენ, მამის ბიძაშვილმა ვ. გ--–----ემ დროებით საცხოვრებლად დაუთმო სახლი, სადაც ცხოვრობდა ხანძრამდე. სახლი ძველი იყო, მინიმალური ავეჯით, თუმცა ელექტროგაყვანილობა იყო გამართული. ს.ჩ----ე დადიოდა მათთან და ითხოვდა შერიგებას, ხან კეთილი სიტყვებით და ხანაც მუქარით. შემთხვევის დღეს იგი გადავიდა თავის მამიდაშვილთან დათოსთან ტელეფონის დასატენად. იქ მიაკითხა ს.ჩ----ემ და თხოვდა გაყოლოდა სახლში, თან საყვედურობდა სახლში რატომ არ ჩერდებიო. მას არ უნდოდა სხვისი ოჯახის შეწუხება და წამოვიდა, თუმცა ს.ჩ----ეს არ წაყოლია, ვინაიდან იგი ნასვამი იყო და შეეშინდა და წავიდა დედის სახლში. იქაც მიაკითხა ს.ჩ----ემ და მოითხოვდა გაყოლოდა მას სახლში. ნ.გ--–----ე ცდილობდა თავი აერიდებინა მისთვის და უთხრა, რომ წასულიყო და ცოტა ხანში თვითონაც მივიდოდა, რაზეც ს. ჩ----ე დაემუქრა, რომ თუ არ მივიდოდა, იქაურობას გადაწვავდა. მან რეალურად აღიქვა მუქარა და დაურეკა დას, რომელსაც თხოვა დაერეკა პატრულში, რათა შეეჩერებინათ ს.ჩ----ე. ს.ჩ----ეს წასვლიდან დაახლოებით 20-30 წუთში გაიგო ხანძრის შესახებ. შემდეგ ს.ჩ----ემაც დაურეკა და უთხრა, „ახლა სად წავიდოდა“, რაზეც უპასუხა, რომ იპოვიდა თავშესაფარს, ს.ჩეიძემ კი უთხრა, რომ მისი თავშესაფარი სასაფლაო იქნებოდა.
მოწმის სახით დაკითხული ჯ------- ხ----–--–--ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს სოფელ ს----ეში. ნ--- გ--–----ე ცხოვრობს მის გვერდით. იმ ეზოში ორი სახლი დგას. შემთხვევის დღეს, თარიღი არ ახსოვს, ზამთრის პერიოდი იყო, იმყოფებოდა სახლში. ღამე იყო, გამოვიდა გარეთ და დაინახა ხანძარი. იგი მაშინვე წავიდა ხანძრის ადგილზე. სადაც მეზობლებიც იყვნენ, რ-----ი გ-------ე, დ-----ი მ-----–--ე, ხ---- გ--–----ე და სხვებიც. სახლის წინ ჩამომდინარე მდინარიდან იღებდნენ სათლებით წყალს, იდგნენ ჯაჭვში და ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა ვერ მოახერხეს, სახანძროც მოვიდა მაგრამ სახლი მაინც დაიწვა. მისვლისას მოიკითხა ს.ჩ----ე, იფიქრა სახლში ხომ არ იყო. უთხრეს, რომ ს------ი მეორე სახლის აივანზე იყო. რას აკეთებდა ს.ჩ----ე არ იცის, ვინაიდან ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, რათა მეორე სახლზე არ გადასულიყო. რაც შეეხება სახლს, იყო ძველი კუხნა-სახლი.
მოწმის სახით დაკითხული რ-----ი გ-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----ეში. ნ--- გ--–----ე არის მისი მეზობელი და ცხოვრობდა მისგან 100 მეტრის მოშორებით. აღნიშნულ ეზოში ორი სახლი დგას და ერთში ცხოვრობდნენ. შემთხვევის დღეს, როდესაც ცეცხლი დაინახა მაშინვე აიღო სათლები, დაუძახა მეზობელს და წავიდა ხანძრის ჩასაქრობად. იქ სხვა მეზობლებიც იყვნენ. მათ გამორთეს სახლში დენი და ცეცხლს სათლებით ასხამდნენ წყალს, რომელსაც იქვე ღელედან ირებდნენ. ცეცხლის ჩაქრობისას, მეორე სახლის აივანზე დაინახა ს------ ჩ----ე. რომელსაც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა რა მიუღია.
მოწმის სახით დაკითხული დ----- მ-----–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ შემთხვევის დღეს, ხანძრამდე ერთი საათით ადრე, ნ--- იყო მასთან სახლში. იქ მივიდა ს.ჩ----ეც, რომელის ნ---ს ეუბნებოდა, რომ გაყოლოდა სახლში, ნ--- არ მიყვებოდა. შემდეგ ნ--- წავიდა, მაგრამ სახლში არ წასულა, წასულა დედამისთან. ნ---ს წასვლის შემდეგ მალევე წავიდა ს.ჩ----ეც. მათი წასვლიდან დაახლოებით ერთ საათში, მას დაურეკა მეზობელმა და შეატყობინა, რომ ნ.გ--–----ის სახლი იწვოდა. იგი მაშინვე მივიდა ხანძრის ადგილას. ს.ჩ----ე მას იქ არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხული ხ---- გ--–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----ეში. მისი სახლიდან მეორე სახლში ცხოვრობდა ნ.გ--–----ე. თარიღი ზუსტად არ ახსოვს, ახალი წლის დღეები იყო, გაიგონა გასკდომის ხმა და გამოიხედა სახლიდან, დაინახა, რომ ნ.გ--–----ის სახლი იწვოდა და ისიც მივიდა ხანძრის ადგილას. ს.ჩ----ე მას იქ არ დაუნახავს და არც ის გაუგია, ხანძრის ჩაქრობაში თუ იღებდა მონაწილეობას.
მოწმის სახით დაკითხული თ----- გ--–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ სადაც ნ.გ--–----ე ცხოვრობდა არის მისი მამისეული. ნ.გ--–----ეს სახლი საცხოვრებლად დაუთმო მისმა ბიძაშვილმა გ. გ--–----ემ. თვითონ დაახლოებით 10 წელია იმ სახლში არ ცხოვრობს და სააღდგომოდ ჩადიოდა. 4 იანვარს მას დაურეკა მისი ბიძასშვილის ცოლმა ნინო რეხვიაშვილმა და უთხრა, რომ ნ.გ--–----ის ქმარმა დაუწვა სახლი. მეორე დილითვე ჩამოვიდა სოფელში. მაშინ მივიდნენ იქ ექსპერტებიც. მისი განმარტებით, სახლში სადენები იყო ნორმალურ მდგომარეობაში და ხანძარს არ გამოიწვევდა.
მოწმის სახით დაკითხული ხონის პოლიციის სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის - ლ-–- ო-------ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ ხსენებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე. ადგილზე მისვლისას დახვდა ხანძარი. იმ ეზოში, სადაც სახლი იწვოდა, დგას მეორე სახლიც, სადაც იმყოფებოდა ს------ ჩ----ე, რომელიც მისივე თანხმობით გადაიყვანეს სამმართველოში და გამოკითხეს. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ექსპერტებთან ერთდ. აიღეს ნიმუშები და დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. დადგინდა ხანძრის კერა, სახლში შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს. ნ.გ--–----ე რამოდენიმეჯერ გამოიკითხა, მათ შორის თავისივე განცხადების საფუძველზე. მისი განცხადების საფუძველზე გაიცა შემაკავებელი ორდერი.
მოწმის სახით დაკითხული ხონის შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-------- ჭ---–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მონაწილეობა მიიღო ს. ჩ----ის დაკავებაში. ს.ჩ----ე თავად გამოცხადდა პოლიციის შენობაში, სადაც ის დააკავეს.
მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის ჯგუფის ექსპერტის დ----- გ-------მ თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ საქმეზე დანიშნული იყო სახანძრო-ტექნიკური კომპლექსური ექსპერტიზა. მან პირადად ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად, წარმოდგენილ ქაღალდის ნამწვზე ნავთობპროდუქტის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა. მისივე განმარტებით, ხანძრის დროს წვის ტემპერატურა აღწევს 900-დან 1100 გრადუსამდე და ასეთ ტემპერატურაზე შესაძლებელია, რომ ნავთობპროდუქტი აორთქლდეს და კვალი არ დარჩეს.
მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სახანძრო ექსპერტიზის ჯგუფის ექსპერტმა გ------- ჯ-------ამ თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ საქმეზე დანიშნული იყო სახანძრო-ტექნიკური კომპლექსური ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა ხანძრის კერა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი, კერძოდ ღია ცეცხლის წყარო, რაც შეიძლება ყოფილიყო ანთებული ასანთი, სანთებელა, პარაფინის ან სტეარინის სანთელი ან მცირეკალორიული ცეცხლის წყაროს (ჩაუმქრალი სიგარეტი) ზემოქმედება წვად მასალაზე. მისივე განმარტებით, კატეგორიულად გამორიცხულია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ყოფილიყო ელექტროგაყვანილობა ან ელექტრომოწყობილობები.
მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა ი-–-- ა-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული N00------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. მან ადგილზე შეისწავლა დამწვარი შენობა, მოახდინა ფოტოგადაღება, აზომვა და მოქმედი მეთოდიკის შესაბამისად დაადგინა ხანძრისგან დაზიანებული სახლის აღდგენის ღირებულება, რაც მიუთითა დასკვნაში.
მოწმის სახით დაკითხული ვ------- გ--–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ნ--- გ--–----ე არის მისი შვილი, ხოლო ს------ ჩ----ე ყოფილის სიძე. ნ.გ--–----ე იყო მასთან სახლში. იქ მივიდა ს.ჩ----ე და ნ.გ--–----ეს სახლის დაწვით დაემუქრა თუ არ წაყვებოდა. ბოთლიც ესროლა. ნ.გ--–----ე არ წაყვა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მეზობლებისგან გაიგო, რომ ნ. გ--–----ის სახლი იწვოდა.
მოწმის სახით დაკითხული მ----- კო--–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ იმ საღამოს მისი მეუღლე სახლიდან გარეთ გავიდა. ნახევარი საათის შემდეგ რომ არ დაბრუნდა, ისიც გაყვა, მოსაკითხად. დაინახა კვამლი და ხალხის ხმაურიც გაიგონა. როდესაც ადგილზე მივიდა, ნახა, რომ იწვოდა სახლი სადაც ნ.გ--–----ე დროებით ცხოვრობდა. იქვე მეორე სახლის აივანზე დაინახა ს.ჩ----ეც. მალევე მოვიდა სახანძრო, თუმცა სახლი უკვე თითქმის დამწვარი იყო.
მოწმის სახით დაკითხული ლ------–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 4 იანვარს, საღამოს, საათი არ ახსოვს დაურეკა მისმა დამ, ნ--- გ--–----ემ, რომელიც იმ მომენტში დედის სახლში იმყოფებოდა და უთხრა, რომ მისული იყო მისი ყოფილი მეუღლე ს. ჩ----ე, რომელმაც ბოთლი ესროლა და დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა დაუწვავდა სახლს, რომელშიც ნ.გ--–----ე დროებით ცხოვრობდა. ნ.გ--–----ემ მას თხოვა დაერეკა ს.ჩ----ისთვის რომელთანაც მას პირადად კარგი ურთიერთობა აქვს, იქნებ გადაეფიქრებინა სახლის დაწვა. მან დარეკა ს.ჩ----ეს მაგრამ ამას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ ისევ ნ---ს თხოვნით დაურეკა ა.გ-------ეს, რომელიც პოლიციაში მუშაობს, რომ როგორმე შეეჩერებინათ ს.ჩ----ე, რომელმაც უთხრა, რომ ხანძარი იყო და პოლიცია უკვე მიდიოდა.
2019 წლის 05 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხონის რაიონი სოფელი ს----ეში და წარმოდგენს ნ--- გ--–----ის დროებით საცხოვრებელ სახლს რასაც ჩრდილოეთით ესაზღვრება ჯ-------ი ხ----–--–--ას საცხოვრებელი სახლი, დასავლეთით ესაზღვრება სოფლის გზა და რ----- გ-------ის საცხოვრებელი სახლი სამხრეთით ესაზღვრება მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩამავალი გზა და ტარიელ ჩ----ის მიტოვებული სახლი, აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლის მოსახლეთა საყანე ფართობი. შემთხვევის ადგილზე შევდივართ სამფრთიანი ლითონის ჭიშკრით სადაც ეზოში შესასვლელ ჭიშკრიდან მარჯვნივ (სამხრეთით) დგას ქვაბეტონის ღობიდან ერთი მეტრის მოშორებით დგას ქვის ერთსართულიანი ნაწილობრივ დამწვარი კუხნა სახლი. კუხნა სახლი შედგება აივნისაგან, ერთი დიდი და სამი მცირე ზომის ოთახისაგან რომელთაგან აივანი და დიდი ზომის ოთახი მთლიანად დამწვარია. ნ--- გ--–----ის განმარტებით აღნიშნული ოთახი იყო მისაღები საცხოვრებელი ოთახი, ხოლო პატარა ზომის ოთახები საკუჭნაო ოთახები. მისაღები ოთახი მთლიანად დაფარულია ცეცხლის შედეგად დარჩენილი სახურავის ნამწვით. შესასვლელ კარიდან მარჯვნივ აღინიშნება საოჯახო ინვენტარის, ჭურჭლის ნამსხვრევები, წიგნის ნამწვავი, აღნიშნულ ადგილიდან აღებული იქნა ქაღალდის ნამწვის ნიმუში რაც მოთავსებული და დალუქული იქნა ბეჭდით F----------. შესასვლელ კარიდან მარჯვენა მხარეს იატაკზე არის ლითონის შეშის ღუმელი, ოთახის იატაკზე მიმოფანტულია სხვადასხვა დასახელების ნივთების დაწვია შედეგად დარჩენილი ნარჩენები. სხვა რაიმე საცხოვრებელი სახლის ოთახის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფი-–--. საცხოვრებელი ეზოში კუხნა სახლიდან ჩრდილოეთით შვიდი მეტრში დგას ხის ერთსართულიანი ბელეტაჟზე ტიპის სახლი რასაც რაიმე სახლის დაზიანების კვალი არ აღენიშნება. საცხოვრებელი ეზოში და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას რაიმე საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სახანძრო ექსპერტიზის 2019 წლის 14 იანვრის ს.ტ./N1-9/ს.ქ. დასკვნით, დადგენი-–--, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკვლევი ობიექტის და ს.ს.ს.ს.N0----------- საქმის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ 2019 წლის 04 იანვარს ხონის რაიონი სოფელ სუჩხეში მდებარე ნ--- გ--–----ის საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად განადგურების ფაქტზე:
ხანძრის გამომწვევი მიზეზია, ღია ცეცხლის წყაროს (ანთებული ასანთი, ანთებული სანთებელა, პარაფინის და სტეარინის სანთელი) ან მცირეკალორიული ცეცლის წყაროს (ჩაუმქრალი სიგარეტი) ზემოქმედება წვად მასალაზე.
ხანძრის კერა მდებარეობს, საცხოვრებელის სახლის ჩრდილოეთ კუთხეში.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ქაღალდის ნამწვის ნიმუშზე არ დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების კვალი.
ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 თებერვლის სასაქოლნო ექსპერტიზის N5--------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხანძრისაგან დაზიანებული სახლის აღდგენაზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1382,34 ლარს.
დაზიანებამდე სახლში არსებული ინვენტარი ვერ შეფასდა კვლევით ნაწილში მითითებულ გარემოებათა გამო.
საქმეში არსებული დაკავების ოქმით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 12 იანვარს ხონის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ს------ ჩ----ე, რომელიც დაკავებული იქნა ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის N11/01-19 განჩინების საფუძველზე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ სხვისი ნივთი განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ს------ ჩ----ის მიერ, ყოფილი მეუღლის - ნ--- გ--–----ის მიმართ, საცხოვრებელი სახლის ცეცხლის წაკიდებით განადგურების დასადასტურებლად საქმეში არ არსებობს პირდაპირ, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს------ ჩ----ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი გახდებოდა. საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ ვარაუდი ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც ს------ ჩ----ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატის განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. განსახილველ შემთხვევაში, ს------ ჩ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწოლის ,,ა“ ქვეპუნქტით ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარდგენილი ვერ იქნა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ს------ ჩ----ის მიერ ნ--- გ--–----ის მიმართ ქონების განადგურების მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება წარდგენილ ბრალდება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ს------ ჩ----ის მიერ, ყოფილი მეუღლის - ნ--- გ--–----ის მიმართ, ქონების განადგურების მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა ჩაითვალოს საკმარისად, ვინაიდან გარდა დაზარალებულების ჩვენებისა, რომელმაც განმარტა, რომ ს------ ჩ----ე მას დაემუქრა იქაურობის გადაწვით და მან მუქარა აღიქვა რეალურად, აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმის სახით დაკითხული ვ------- გ--–----ის ჩვენებით ს------ ჩ----ე მის ქალიშვილს -ნ--- გ--–----ეს სახლის დაწვით დაემუქრა თუ არ წაყვებოდა სახლში; ასევე ლ------–----ის ჩვენების თანახმად მას დაურეკა მისმა დამ, ნ--- გ--–----ემ და უთხრა, რომ მისული იყო მისი ყოფილი მეუღლე ს. ჩ----ე, რომელმაც ბოთლი ესროლა და დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა დაუწვავდა სახლს, რომელშიც ნ.გ--–----ე დროებით ცხოვრობდა. წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ს------ ჩ----ემ ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ მელაძის და მსჯავრდებულ ს------ ჩ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------ ბ-------–იას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მარიამ მელაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ს------ ჩ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------ ბ-------–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი სამსენ ჩ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ს------ ჩ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს------ ჩ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ს------ ჩ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 იანვრიდან.
ს------ ჩ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნამწვის ნიმუში, რაც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე