განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2019
საქმის ნომერი
330210016001603007
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001603007

საქმე №2ბ/7421-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ის

წარმომადგენლები - ს--–---- მ-------–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები - სს ,,თ--–--ი“

წარმომადგენელი - კ------- ჭ------–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე სს ,,თ--–--მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქვეუწყებო დაწესებულება-სპეცალური პ-------–-----ი ს---------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტროს მოსარჩელე სს "თ--–--ის" სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 10018.64 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის თებერვლის თვიდან სამინისტრო აღარ სარგებლობს გ-------ლის ქ. #75-ში მდებარე შენობით (აბონენტი #3------), რის შესახებაც ეცნობა კიდეც ე------------ და მ--------- გ------------- სამინისტროს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ #3------ აბონენტზე მითითებულ დავალიანებას 10018.64 ლარს, იგი წარმოქმნილია 2010 წელს და ეკუთვნის გ-------ლის ქ. #89-ში მდებარე ობიექტს (აბონენტი #3------), რომელიც არ ექვემდებარება მოპასუხე სამინისტროს. სამინისტროს ინფორმაციით მითითებული აბონენტის ნომრები #3------ და #3------ არ არის რეგისტრირებული სამინისტროს სახელზე. ამასთანავე, სს ,,თ--–--ის“ მიმართ დავალიანება არ ფიქსირდება სამინისტროს ბალანსზე. როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს 2010 წლიდან, ანუ 6 წლის წინ წარმოშობილ დავალიანებას, თუმცა არავითარი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ელექტროენერგია მოიხმარა ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტრომ, მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს, გარდა ბუნდოვანი ცხრილისა, სადაც არასრულყოფილადაა აღწერილი ელექტროენერგიის მოხმარებისა და წარმოშობილი დავალიანებების შესახებ ინფორმაცია.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, სარჩელი არის ხანდაზმული და ამ საფუძვლითაც არ უნდა დაკმაყოფილდეს სს ,,თ--–--ის“ მოთხოვნა

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტროს სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 3924,76 ლარის ოდენობით. სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტროსთვის 6093,88 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტის განმარტებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს "თ--–--მა" და მოითხოვა ელექტრო ენერგიის გადასახადის გადახდა. როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე ითხოვდა 2010 წლიდან, ანუ 6 წლის წინ წარმოშობილი დავალიანებას, თუმცა არავითარი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ელექტრო ენერგია (მოიხმარა ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტრომ, მოსარჩელეს წარმოდგენილი არ ჰქონდა, გარდა ბუნდოვანი ცხრილისა, სადაც არასრულყოფილადაა აღწერილი ელექტრო ენერგიის მოხმარებისა და წარმოშობილი დავალიანებების შესახებ ინფორმაცია)

 

აპელანტის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2014 წლის თებერვლიდან სამინისტრო აღარ სარგებლობდა გ-------ლის ქ. 75-ში მდებარე შენობით (აბონენტი 3------), რის შესახებაც ეცნობა ე------------ და მ--------- გ------------- სამინისტროს და ინფორმირებულ იქნა აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე სს "თ--–--ს". მოსარჩელის მიერ 3------ აბონენტზე მითითებულ დავალიანება 10 018.64 ლარი წარმოქმნილია 2010 წელს და ეკუთვნის გ-------ლის ქ. 89-ში მდებარე ობიექტს (აბონენტი 3------), რომელიც არ ექვემდებარება ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტროს.

 

სამინისტროს ინფორმაციით მითითებული აბონენტის ნომრები (3------ და 3------) არ არის რეგისტრირებული სამინისტროს სახელზე. ამასთანავე, სს "თ--–--ის" მიმართ დავალიანება არ ფიქსირდება სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად უცნობია რა პრინციპით იქნა დარიცხული აღნიშნული დავალიანება.

 

5.2. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია სათანადოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე მისცა შეფასება მტკიცებულებებს. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ თ--–--ის მიერ წარდგენილ ამონაწერებს, რომელიც არ იძლევა სრულ სურათს, მსგავსი პრინციპის დანერგვის შემთხვევაში, პრაქტიკულად აღმოჩნდება, რომ ცალმხრივად მხოლოდ კომპანიის მიერ წარმოდგენილი არასწორი დარიცხვის საფუძველზე აბონენტებს დაეკისრება თანხის გადახდა, რომელი დოკუმენტის გასაბათილებლად, პრაქტიკულად ვერანაირ ცნობას ვერ გასცემს აბონენტი.

 

5.3. აპელანტი განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლის გადაწყვეტილებაში მსჯელობს მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნავს რომ სს "თ--–--მა" სასამართლოს მიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს, აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად 2013 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის მაისის თვემდე არსებული დავალიანება არ ითვლება ხანდაზმულად და 3924.76 ლარი უნდა დაეკისროს სამინისტროს, თუმცა აღნიშნული დავალიანების შესახებ ცნობები რამდენად რეალურია და ნამდვილად არსებობდა თუ არა დავალიანება სასამართლოს გარდა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბრუნვის ისტორიისა არ გამოკვლეულა. ამასთან სასამართლო არ დაინტერესებულა აღნიშნული ელექტროენერგია ნამდვილად მოიხმარა თუ არა ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტრომ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, იურიდიულად არ არის დასაბუთებული და მიღებულია კანონის დარღვევით. ასევე, არსებული დასაბუთებაც იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამიიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე).

 

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ს როგორც აბონენტს და სს „თ--–--ს“, როგორც ელექტოენერგიის მიმწოდებელს შორის არსებობს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა - საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ის წარმოადგენს სს ”თ--–--ის” აბონენტს №3------ და მისი დავალიანება შეადგენს 10 018,64 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საფუძვლიანია სარჩელი საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 10 018.64 ლარის დაკისრების თაობაზე. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის შემდეგ გარემოებათა გამო, ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. განსახილველ შემთხევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად აბონენტი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის ყოველთვიურად. ასევე, დადგენილია, რომ მისამართზე - ქ.თბილისი, გ-------ლის ქუჩა №75, 2001 წლის მარტის თვის შემდეგ მოპასუხე საქართველოს ს------–---------–----ა და პ------–--- სამინისტროს გახარჯული ელექტროენერგიის საფასური არ გადაუხდია. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს 2015 წლის მაისამდე არსებულ დავალიანებას, რომლის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მომართა 2016 წლის 11 ნოემბერს. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად (იხ. ტომი I, ს.ფ. 28), 2013 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ჩვენების მიხედვით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6093,88 ლარს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების თანახმად უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულად და აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა. ხოლო, 2013 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის მაისი თვემდე არსებული დავალიანება ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქვეუწყებო დაწესებულება-ს--–---–----ი პ-------–-----ი ს---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე