განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2577-19, 330310019002973355
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ამ--- მო-------არ
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ამ--- მო-------არ სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტის MIA 7 19 00810094 გადაწყვეტილების მოსარჩელეთათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელეთათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე გამოცემის დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 9 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ - ამ--- მო-------არმა (დაბ. 27.10.1959 წ.) საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით №847/01 მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თ--შესაფრის მაძიებელ პირად.
საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ამ--- მო-------ართან ჩაატარა გასაუბრება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად სპარსი, შიიტი მუსლიმი ამ--- მო-------არ დაიბადა 1959 წლის 27 ოქტომბერს ირანში, ქ. თეირანში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა დედასთან და დასთან ერთად.
თ--შესაფრის მაძიებელი, 1979 წლიდან 1983 წლამდე, სწავლობდა ირანში, ქ. თეირანში, ამ--- ქაბირის სახელობის უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც არსად უსწავლია.
განმცხადებელი, 1998 წლიდან 2001 წლამდე, ირანში, ქ. თეირანში მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე, როგორც ქიმიკოსი და კონსულტანტი. 2002 წელს, განმცხადებელმა გახსნა საკუთარი კომპანია, რომელიც ვაჭრობდა ნავთობ პროდუქტებით და ზემოაღნიშნული პროდუქტი გაჰქონდათ საზღვარგარეთ. კომპანიას ერქვა „თაგ ნ-- თ--“, სადაც დასაქმებული იყო ოთხი ადამიანი. კომპანია ფუნქციონირებდა 2009 წლის ზაფხულამდე. ამის შემდეგ, 2015 წლამდე, თ--შესაფრის მაძიებელი ქურთისტანში, ქ. ერბილში მუშაობდა ნავთობ კომპანია „ქა----- რა რ---ის“ ზედამხედველად. ამის შემდეგ, 2015 წლიდან საქართველოში დაკავებული იყო თურქეთიდან და ირანიდან შემოსული ბიტუმის გაყიდვით. ამჟამად, საქართველოში აქვს ტურისტული ბიზნესი. განმცხადებლის მამა გარდაიცვალა 1991 წელს, ხოლო დედა - 2003 წელს. ჰყავს ხუთი და, რომლებიც ცხოვრობენ ირანში, ქ. თეირანში და არიან დიასახლისები (ყველამ დაამთ--რა უმაღლესი სასწავლებელი). თ--შესაფრის მაძიებლის ძმა (51 წლის) ცხოვრობს აგრეთვე, ირანში, ქ. თეირანში, სადაც მუშაობს ავტობუსის მძღოლად. განმცხადებლის ერთ-ერთი ძმა გარდაიცვალა 1996 წელს, რომელიც როგორც თ--შესაფრის მაძიებელი აცხადებს, პოლიტიკური ნიშნით ჰყავდათ დაპატიმრებული (იყო მოჯაჰედინე ჰალყის პარტიის წევრი), სადაც მასზე ხორციელდებოდა წამება და ციხიდან გათ--ისუფლების შემდეგ, გარდაიცვალა. განმცხადებლის მეორე ძმაც დაპატიმრებული ყავდათ პოლიტიკური ნიშნით (რეფორმატორების მხარდამჭერი), რომელიც გაათ--ისუფლეს 2007 წელს, რის შემდეგაც ის წავიდა ინგლისში საცხოვრებლად, სადაც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა 2015 წელს.
თ--შესაფრის მაძიებლის განმარტებით, ის 1982 წლიდან დღემდე, არის მონარქისტული პარტიის, „სალთანათ თალაბის“ წევრი და მხარდამჭერი. მისი ფუნქცია ზემოაღნიშნულ პარტიაში იყო მოსახლეობის ცნობიერების განვითარება, პარტიის აგიტაცია და პროპაგანდა. ამიტომ ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრის სახლში, სადაც აწყობდნენ კრებებს. ბოლო შეკრება ჩატარდა 2009 წელს. განმცხადებლის თქმით, მის დაქვემდებარებაში არავინ იყო პარტიაში, ხოლო თვითონაც არავისგან იღებდა მითითებს. უცხოეთში skype-ის, facebook-ის და ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებოდა პარტიის წევრებს, რომლებთანაც ცვლიდა ინფორმაციას. ირანიდან ქ. ერბილში გამგზავრების შემდეგ, ქ. ერბილში ეკონტაქტებოდა ირანის მოქალაქეებს (მეგობრის სახლში იკრიბებოდნენ ახლობლები) და მათთან ატარებდა პარტიის აგიტაცია პროპაგანდას, ხოლო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პარტიული საქმიანობა აღარ გაუგრძელებია.
თ--შესაფრის მაძიებლის განმარტებით, 1989 წელს, სამი თვით იყო დაკავებული ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციურ ჯგუფებთან ურთიერთობის გამო, რის შემდეგაც გირაოს სანაცვლოდ (მამამისმა გადაიხდა) გაათ--ისუფლეს. 1991 წელს, კვლავ დააკავეს განმცხადებელი იმავე ბრალდებით და მიუსაჯეს სამი წლით თ--ისუფლების აღკვეთა. ამის შემდეგ, თ--შესაფრის მაძიებელი სამი წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს ევინის ციხეში და პატიმრობის დასრულების შემდეგ, გაათ--ისუფლეს ციხიდან. ამის შემდეგ, 2002 წელს დაარსა საკუთარი კომპანია, სადაც მუშაობდა 2009 წლამდე. 2005 წელს, კვლავ დააკავეს იმავე ბრალდებით და ქ. ყაზვინში 6 თვის განმავლობაში იყო საპყრობილეში. განმცხადებლის თქმით, 2009 წელს ირანში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო, სადაც მისი აზროვნებით და შეხედულებებით ეხმარებოდა ოპოზიციონერებს. ამის გამო, განმცხადებელი დააკავეს 2009 წელს და ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, რის შემდეგაც მისმა ძმამ გადაიხადა გირაო - მილიარდ ხუთასი მილიონი თუმანი და 2010 წელს თ--შესაფრის მაძიებელი გაათ--ისუფლეს, თუმცა მას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჰქონდა აკრძალვა, რადგან იყო გირაოთი გათ--ისუფლებული. თ--შესაფრის მაძიებლის თქმით, ამის შემდეგ გადაწყვიტა ირანის დატოვება, რადგან მისი განცხადებით, მის ოჯახს ძალიან ავიწროვებდა ირანის ხელისუფლება, რადგან ეს ოჯახი წარმოადგენდა პოლიტიკურ ოჯახს. აქვე დასძენს, რომ 1980 წელს, მისი დეიდაშვილები - ნასერ, ჰასსანი და ყასემ საყაფი სიკვდილით დასაჯა ირანის ხელისუფლებამ, რადგან სამივე იყვნენ პარტია „მოჯაჰედინე ჰალყის“ წევრები. ზემოაღნიშნული პრობლემების გამო, განმცხადებელი 2011 წლის 18 დეკემბერს გაემგზავრა ერაყის ქურთისტანში, ქ. ერბილში, სადაც ირან-ერაყის ის საზღვარი გადაკვეთა, სადაც მაშინ ელექტროენერგიის პრობლემა იყო და ხელნაწერით ავსებდნენ მგზავრების სახელებს და გვარებს, ხოლო სისტემაში მერე შეყავდათ და თუ აღმოაჩენდნენ, რომ რომელიმე ადამაინს რაიმე ტიპის პრობლემა ჰქონდა, იმ ადამიანს აღარ უშვებდნენ საზღვარზე. თ--შესაფრის მაძიებელმა ისარგებლა ამით და ასე დატოვა ირანი და გაემგზავრა ქ. ერბილში, სადაც სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. 2015 წელს ქ. ერბილიდან გამოემგზავრა საქართველოში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა ქ. ერბილში. განმცხადებლის თქმით, 2016 წელს, მისმა ქურთმა მეგობარმა, რომელიც იყო „ქურთისტანის დამოუკიდებლობის პარტიის“ წევრი, უთხრა, რომ ირანის ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ირანიდან გამოიქცნენ და თ--ს აფარებდნენ ქურთისტანს და განმცხადებელსაც უთვალთვალებდნენ ირანის უშიშროების წარმომადგენლები. განმცხადებელი აქვე დასძენს, რომ მისმა დამ შეატყობინა, რომ მათ სახლში, 2016 წლის იანვარში მისული იყვნენ ირანის უშიშროების თან--შრომლები და ეძებდნენ მას. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა გადაწყვიტა ერაყის დატოვება და 2016 წლის დასაწყისში შემოვიდა საქართველოში.
თ--შესაფრის მაძიებელმა 2011 წლის 18 დეკემბერს დატოვა ირანი ხელისუფლების მხრიდან მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული შევიწროების გამო და გაემგზავრა ერაყის ქურთისტანში. ერაყის ქურთისტანის დატოვების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მისი ინფორმაციით ერაყის ქურთისტანშიც ახორციელებდა ირანის უშიშროება მის თვალთვალს, რის გამოც, 2017 წლის 28 იანვარს საბოლოოდ გადაწყვიტა ერაყის ქურთისტანის დატოვება და იმავე დღეს შემოვიდა საქართველოში.
საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თ--შესაფრის მაძიებელთა განცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ მოსარჩელის საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნა შემდეგი: დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თ--ად ამ--- მო-------არმა გადმოსცა სამინისტროსთან გასაუბრების დროს; დასკვნის მეორე ნაწილში განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული: თ--შესაფრის მაძიებელი - პოლიტიკური პარტია „სალთანათ თალაბის“ წევრი; თ--შესაფრის მაძიებლის მიერ განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების გამო, ირანის ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დაკავებები; თ--შესაფრის მაძიებლის მიმართ არსებული საფრთხე ირანში დაბრუნების შემთხვევაში, ვინაიდან იყო მონარქისტული პოლიტიკური პარტიის „სალთანათ თალაბის“ წევრი და ახორციელებდა ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებს.
ამავე დასკვნით სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თ--შესაფრის მაძიებლი - ამ--- მო-------არ (დაბ. 27.10.1959 წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რაც დასტურდება მისი განაცხადით და მის მიერ წარმოდგენილი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით.
დასკვნა ასახავს არგუმენტებს, რომლებიც განმცხადებელმა მოთხოვნას დაუდო საფუძვლად; დასახელებული არგუმენტების შეფასებას სამმართველოს მიერ; დადგენილ კრიტერიუმებთან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისობის შეფასებას 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით; მსჯელობას დაინტერესებული პირის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის რეალურობის შესახებ. დასკვნაში ასახული რეკომენდაციით, ლტოლვილთა საკითხების სამმართველო მიიჩნევს, რომ კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თ--ისი არსით მიეკუთვნება ,,ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, რაც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სამინისტროს კვლევა განეგრძო ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით. ასევე, აღნიშნული დასკვნით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, განმცხადებელს არ დაემუქრება სასიკვდილო განაჩენი ან სიკვდილით დასჯის საფრთხე, ისევე, როგორც იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს. გარდა ამისა, წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამმართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს - ამ--- მო-------არს (დაბ. 27.10.1959 წ.) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვას, როგორც ლტოლვილის, ასევე, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტის MIA 7 19 00810094 გადაწყვეტილებით (შეტყობინება), ამ--- მო-------არს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტრ---ენტების რატიფიცირებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ აიღო ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებათა აქტივისტები და ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს აზრის, გამოხატვის და მშვიდობიანი გაერთიანების თ--ისუფლება, რაც განუყოფელ პირობას წარმოადგენს პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისათვის და თ--ისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის - აღნიშნულია ირანში ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2017 წლის ანგარიშში.
სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებში ecoi.net და refworld.org, ასევე საძიებო სისტემაში Google ძიებისას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიაზე სახელწოდებით „სალთანათ თალაბ“ (Saltanat Talab) ინფორმაცია არ მოიძებნა.
სახელწოდებით „სალთანათ თალაბ“ (Saltanat Talab) მოიძებნა ინფორმაცია ერთ- ერთ დაჯგუფებაზე, რომელიც ცნობილი იყო ასევე სახელით - „ირან პაად“ (Iran Paad). აღნიშნული ორგანიზაცია ირანსა და მის ფარგლებს გარეთ ირანში მონარქიული რეჟიმის აღდგენის მომხრეებს აერთიანებდა. ერთ-ერთი წყაროს განმარტებით სიტყვები „სალთანათ თალაბ“ (მხოლობითში) ან „სალთანათ თალაბან“ (saltanat-talaban - მრავლობითში) სპარსული ტერმინია და ნიშნავს „მონარქისტს“ ან „მონარქიული რეჟიმის მომხრეს“.
კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭოს მიერ მოპოვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, თ--დაპირველად, დაჯგუფება „ირან პაად“ 1979 წელს ირანში შეიქმნა. თუმცა, ამ ორგანიზაციამ მალევე გადაინაცვლა ლონდონში. 1988 წელს ლონდონში გამართული შეხვედრის შედეგად, პრო-მონარქისტთა დაჯგუფებებმა გადაწყვიტეს სწორედ „ირან პაად“-ის ქვეშ გაერთიანებულიყვნენ.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის 2013 წლის ანგარიშში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, „ირან პაად“-ი (იგივე „სალთანათ თალაბ“) 1988 წელს ლონდონში შეიქმნა, როგორც პრო-მონარქისტ ჯგუფთა ქოლგა ორგანიზაცია. მათი წარმომადგენლების ცნობით, ორგანიზაციას ათასობით წევრი ჰყავს, როგორც ირანში ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქვეყნო ყურადღების მიპყრობის მიზნით ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ირანის საელჩოების წინ დემონსტრაციებს მართ--დნენ.
სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებში ecoi.net და refworld.org ბოლო 10 წლის მანძილზე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაჯგუფება „სალთანათ თალაბ“-ის წევრებისა თუ მათი მხარდამჭერების დევნის ან შევიწროების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თ--შესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თ--შესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თ--შესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ,,ი“ პუნქტის მიხედვით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი; მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თ--ის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიც არის საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თ--ის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლო ამ მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმო ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველ მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თ--ისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თ--ის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
განსახილველ სარჩელში მითითებული დავის საგნის ფარგლებში, იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში გასაუბრებისას და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძვლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ნ--დვილობის საკითხი.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თ--ისუფლებების რეალიზაციის ერთ- ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თ--შესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თ--ს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თ--ად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თ--შესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.
სასამართლომ მიუთითა, რომ გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თ--შესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თ--შესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თ--შესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თ--შესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თან--დებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თან--დებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თან--დებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თ--შესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თ--შესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თ--შესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თ--შესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თ--შესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თ--შესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თან--დებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამრიგად, აღნიშნული კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თ--შესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თ--ად თ--შესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შეფასება, მათი საჭიროება განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით აწარმოა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და მის მიერ სწორედ ის გარემოებები იქნა მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელოვნად, რომელთა გამოკვლევა და შეფასებაც შესაძლებელი და აუცილებელი შეიქმნა თ--შესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთ--რესია თ--ად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში იზიარებს მოპასუხის პოზიციას თ--შესაფრის მაძიებლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ამ--- მო-------არისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს გარკვეულ შეუსაბამობებს და როდესაც აღნიშნულ შეუსაბამობებს მოსარჩელე დამაჯერებლად და ლოგიკური არგუმენტაციით ვერ ხსნის, მისი შიში ვერ იქნება შეფასებული ობიექტური საფუძვლის მქონედ.
კერძოდ, სანდოდ არ იქნა მიჩნეული: თ--შესაფრის მაძიებლის განაცხადი პოლიტიკური პარტია „სალთანათ თალაბის“ წევრობის შესახებ; თ--შესაფრის მაძიებლის მიერ განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების გამო, ირანის ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დაკავებები; თ--შესაფრის მაძიებლის მიმართ არსებული საფრთხე ირანში დაბრუნების შემთხვევაში, ვინაიდან იყო მონარქისტული პოლიტიკური პარტიის „სალთანათ თალაბის“ წევრი და ახორციელებდა ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებს. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განმცხადებლის მონათხრობი არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია. კერძოდ: თ--შესაფრის მაძიებელმა ანკეტირებისას განაცხადა, რომ 1989 წელს წელიწად ნახევარი იმყოფებოდა პატიმრობაში, გასაუბრებაზე კი განაცხადა, რომ 1989 წელს 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი განაცხადა, რომ 1989 წელს იყო დაკავებული 2 თვით.
მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკური აქტივობების საფუძველზე არაერთხელ იყო დაკავებული წარმოშობის ქვეყანაში. მისი თქმით, 1982 წლიდან დღემდე არის მონარქისტული პოლიტიკური პარტიის „სალთანათ თალაბის“ წევრი და მხარდამჭერი. მოსარჩელეს განცხადებით, ზემოაღნიშნულის, ასევე მასზე და მის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული შევიწროების გამო მან 2011 წელს დატოვა ირანი და არ სურს უკან დაბრუნება. სასამართლოს კითხვაზე კი თუ რა საფრთხე ემუქრება უკან დაბრუნების შემთხვევაში განმარტავს, რომ საზღვარზე დააკავებენ.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მონათხრობი წინააღმდეგობაში მოდის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციასთან. კერძოდ, სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებში ecoi.net და refworld.org, ასევე საძიებო სისტემაში Google ძიებისას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიაზე სახელწოდებით „სალთანათ თალაბ“ (Saltanat Talab) ინფორმაცია არ მოიძებნა. სახელწოდებით „სალთანათ თალაბ“ (Saltanat Talab) მოიძებნა ინფორმაცია ერთ-ერთ დაჯგუფებაზე, რომელიც ცნობილი იყო ასევე სახელით - „ირან პაად“ (Iran Paad). აღნიშნული ორგანიზაცია ირანსა და მის ფარგლებს გარეთ ირანში მონარქიული რეჟიმის აღდგენის მომხრეებს აერთიანებდა. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის 2013 წლის ანგარიშში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, „ირან პაად“-ი (იგივე „სალთანათ თალაბ“) 1988 წელს ლონდონში შეიქმნა, როგორც პრო- მონარქისტ ჯგუფთა ქოლგა ორგანიზაცია. მათი წარმომადგენლების ცნობით, ორგანიზაციას ათასობით წევრი ჰყავს, როგორც ირანში ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქვეყნო ყურადღების მიპყრობის მიზნით ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ირანის საელჩოების წინ დემონსტრაციებს მართ--დნენ.
ამრიგად, მოსარჩელის განაცხადს - პოლიტიკური პარტია ,,სალთანათ თალაბის“ წევრობის შესახებ სასამართლო არ მიიჩნევს სანდოდ, ვინაიდან წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციით ირანში აღნიშნული რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიაზე ინფორმაცია არ იძებნება. ხოლო, თუ მოსარჩელე გულისხმობს დაჯგუფება ,,ირან პაადს“ აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებში ecoi.net და refworld.org ბოლო 10 წლის მანძილზე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაჯგუფება „სალთანათ თალაბ“-ის წევრებისა თუ მათი მხარდამჭერების დევნის ან შევიწროების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თ--ისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თ--ად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თ--ისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. 3. სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი, არ არის საფუძვლიანი. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას მისი დევნის შესახებ, ვინაიდან ვერც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ვერც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ფაქტები წარმოშობის ქვეყანაში მისი დევნის შესახებ. საქმის მასალებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე მიცემულ განმარტებებში, შეუსაბამობები დაფიქსირდა. მითითებული გარემოებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ შიშს გააჩნია ობიექტური საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თ--ისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის დევნა უკავშირდება მხოლოდ მის პოლიტიკურ საქმიანობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის ვარაუდის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, ერთის მხრივ, არ იძლევა წარმოშობის ქვეყანაში მის მიმართ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით რეგლამენტირებული ლტოლვილის სტატუსის დამდგენი პირობების არსებობის საფუძველს, მეორეს მხრივ კი, დაუსაბუთებელია მისი მხრიდან საფუძვლიანი შიშის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის/ჰუმანიტარული ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტის № MIA 7 19 00810094 შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომსასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ გასაუბრება ანკეტირებისას სრულყოფილ ინფორმაციას ვაწვდიდი პარტიული საქმიანობის შესახებ სამინისტროს და სასამართლოს კითხვები შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაპატიმრებების ვადების შესახებ და მხოლოდ ეს გარემოება მიიჩნიეს არათანმიმდევრულად, მაშინ, როცა სადაოდ არ გაუხდია არც სამინისტროს, და არც სასამართლოს დაუდგენია საპირისპირო, რომ ეს დაპატიმრებები სწორეს ჩემი პოლიტიკური აქტივობის გამო ხდებოდა თუ არა. მტკიცებულება: ა. მოსარჩელის ახსნაგანმარტება,გადაწყვეტილება 2. ფაქტობრივი უსწორობა სამინისტროს არც საქმის კვლევისას და სასამართლოს დავალებით არც სხდომაზე წარმოუდგენია ირანში არსებული მდგომარეობა ჰუმანიტარული კუთხით, რომ სასამართლოს სრულყოფილად შეეფასებინა საქმის გარემოებები როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული 0 კუთხით.დაპატიმრების შემთხვევაში, რაც მემუქრება წარმოშობის ქვეყანაში ირანის ციხეებში და წინასწარი პატიმრობის ადგილებში.
აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით; სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას; გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება; გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, ვინც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; _ საქმეში არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი.
სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. სამინისტროს სადაო გადაწყვეტილებით დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რითაც უშუალო ზიანი მიადგა განმცხადებლის კანონიერ უფლებას და ინტერესს და უკანონოდ შეეზღუდა უფლება ეძიოს და მოიპოვოს თ--შესაფარი საქართველოში. აღნიშნულის გამო, სამინისტროს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის, საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. ,,საერთაშორისო დაცვის" შესახებ კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების,გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თ--ის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს აქვს საფუძვლიანი შიში მისი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, დევნის მსხვერპლი გახდეს თ--ისი წარმოშობის ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით აპელანტი უთითებდა რომ არაერთხელ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური აქტივობის გამო, სასამართლოს მიერ მხოლოდ 1989წ. დაპატიმრებაზე იქნა ყურადღება მიქცეული.
სასამართლოს მიერ არ მოხდა შეფასება არც ჰუმანიტარული კუთხით და სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია ისე, რომ საქმეზე არ მომხდარა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე არ მოხდა სრული, ობიექტური, ყოველმხრივი გამოკვლევა საქმის გარემოებებისა, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული კუთხით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის მიზნებისთვის იმისათვის, რომ პირი ლტოლვილად ჩაითვალოს, აუცილებელი არ არის მის მიმართ უკვე ჰქონოდა ადგილი დევნას. საკმარისია მან დაასაბუთოს, რომ არსებობს გონივრული შესაძლებლობა მის წინააღმდეგ დევნის დაწყებისა თ--ის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში. სიტყვა „შიშის“ ხმარება ამ კონტექსტში მიანიშნებს სუბიექტურ ელემენტზე და გულისხმობს ზიანის მიყენების ვარაუდს ან მოლოდინს. განმცხადებელმა ისაუბრა არა მარტო ზოგადად ოპოზიცირი პრტიის წევრთა მიმართ დევნაზე, ასევე მიუთითა მის მიმართ განხორციელებულ დევნაზე, რაც არასათანადოდ იქნა შეფასებული სამინისტროს მიერ. ზაკ-ის 601 მუხლის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თ--ის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თ--შესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თ--შესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში განსაზღვრავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თ--ის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, აღმსარებლობის გამო და სხვა), რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას - ამ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს, რომ პირი უკვე გახდა იძულებული დაეტოვებინდა ქვეყანა ნორმაში მითითებული გარემოებების გამო. ამასთანავე, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თ--ისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თ--ის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თ--ისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თ--შესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თ--ს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თ--ად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თ--შესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თ--შესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თ--შესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტის №MIA 7 19 00810094 გადაწყვეტილებით ადმინისტაციულმა ორგანომ იმსჯელა ამ--- მო-------არის, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ამ--- მო-------არისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს გარკვეულ შეუსაბამობებს და როდესაც აღნიშნულ შეუსაბამობებს მოსარჩელე დამაჯერებლად და ლოგიკური არგუმენტაციით ვერ ხსნის, მისი შიში ვერ იქნება შეფასებული ობიექტური საფუძვლის მქონედ. სანდოდ არ იქნა მიჩნეული: თ--შესაფრის მაძიებლის განაცხადი პოლიტიკური პარტია „სალთანათ თალაბის“ წევრობის შესახებ; თ--შესაფრის მაძიებლის მიერ განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების გამო, ირანის ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დაკავებები; თ--შესაფრის მაძიებლის მიმართ არსებული საფრთხე ირანში დაბრუნების შემთხვევაში, ვინაიდან იყო მონარქისტული პოლიტიკური პარტიის „სალთანათ თალაბის“ წევრი და ახორციელებდა ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებს. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განმცხადებლის მონათხრობი არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია. კერძოდ: თ--შესაფრის მაძიებელმა ანკეტირებისას განაცხადა, რომ 1989 წელს წელიწად ნახევარი იმყოფებოდა პატიმრობაში, გასაუბრებაზე კი განაცხადა, რომ 1989 წელს 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი განაცხადა, რომ 1989 წელს იყო დაკავებული 2 თვით.
მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკური აქტივობების საფუძველზე არაერთხელ იყო დაკავებული წარმოშობის ქვეყანაში. მისი თქმით, 1982 წლიდან დღემდე არის მონარქისტული პოლიტიკური პარტიის „სალთანათ თალაბის“ წევრი და მხარდამჭერი. მოსარჩელეს განცხადებით, ზემოაღნიშნულის, ასევე მასზე და მის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული შევიწროების გამო მან 2011 წელს დატოვა ირანი და არ სურს უკან დაბრუნება. სასამართლოს კითხვაზე კი თუ რა საფრთხე ემუქრება უკან დაბრუნების შემთხვევაში განმარტავს, რომ საზღვარზე დააკავებენ.
მოსარჩელის მონათხრობი წინააღმდეგობაში მოდის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციასთან. კერძოდ, სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებში ecoi.net და refworld.org, ასევე საძიებო სისტემაში Google ძიებისას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიაზე სახელწოდებით „სალთანათ თალაბ“ (Saltanat Talab) ინფორმაცია არ მოიძებნა. სახელწოდებით „სალთანათ თალაბ“ (Saltanat Talab) მოიძებნა ინფორმაცია ერთ-ერთ დაჯგუფებაზე, რომელიც ცნობილი იყო ასევე სახელით - „ირან პაად“ (Iran Paad). აღნიშნული ორგანიზაცია ირანსა და მის ფარგლებს გარეთ ირანში მონარქიული რეჟიმის აღდგენის მომხრეებს აერთიანებდა. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის 2013 წლის ანგარიშში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, „ირან პაად“-ი (იგივე „სალთანათ თალაბ“) 1988 წელს ლონდონში შეიქმნა, როგორც პრო-მონარქისტ ჯგუფთა ქოლგა ორგანიზაცია. მათი წარმომადგენლების ცნობით, ორგანიზაციას ათასობით წევრი ჰყავს, როგორც ირანში ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქვეყნო ყურადღების მიპყრობის მიზნით ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ირანის საელჩოების წინ დემონსტრაციებს მართ--დნენ.
ამრიგად, მოსარჩელის განაცხადს - პოლიტიკური პარტია ,,სალთანათ თალაბის“ წევრობის შესახებ სასამართლო არ მიიჩნევს სანდოდ, ვინაიდან წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციით ირანში აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიაზე ინფორმაცია არ იძებნება. ხოლო, თუ მოსარჩელე გულისხმობს დაჯგუფება ,,ირან პაადს“ აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალიზირებულ მონაცემთა ბაზებში ecoi.net და refworld.org ბოლო 10 წლის მანძილზე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაჯგუფება „სალთანათ თალაბ“-ის წევრებისა თუ მათი მხარდამჭერების დევნის ან შევიწროების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თ--შესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თ--შესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თან--დებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თან--დებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თან--დებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თ--შესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თ--შესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თ--შესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თ--შესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თ--შესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თ--შესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თან--დებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამრიგად, აღნიშნული კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თ--შესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თ--ად თ--შესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შეფასება, მათი საჭიროება განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით აწარმოა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და მის მიერ სწორედ ის გარემოებები იქნა მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელოვნად, რომელთა გამოკვლევა და შეფასებაც შესაძლებელი და აუცილებელი შეიქმნა თ--შესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთ--რესია თ--ად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას თ--შესაფრის მაძიებლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ამ--- მო-------არისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს გარკვეულ შეუსაბამობებს და როდესაც აღნიშნულ შეუსაბამობებს მოსარჩელე დამაჯერებლად და ლოგიკური არგუმენტაციით ვერ ხსნის, მისი შიში ვერ იქნება შეფასებული ობიექტური საფუძვლის მქონედ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტის № MIA 7 19 00810094 შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთ--ისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამ--- მო-------არის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი