განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002887265
№1/ბ-528-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - გ-------- ტ---–-ძე
ადვოკატის - ნ----- მ---------–-ას
მსჯავრდებულის - მ----- ლ-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ბ-------ის ძე ლ-------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო გა--თლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ნ---------------------------–-------------------------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თა--ხმად, მ----- ლ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 იანვარს დაახლოებით 00:20 საათზე ქუთაისში ნიკეას ქუჩა N1--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ----- ლ-------ე რძალს - ნ----- გ--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ეუბნებოდა, რომ დაახრჩობდა. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მ----- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად მ----- ლ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით (04 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი (4*5=20) და, საბოლოოდ, მ----- ლ-------ეს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (180-20=160) 160 (ასსამოცი) საათის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის გა--ჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–-ძის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ გა--ჩენში ცვლილების შეტა-- და დანიშნული სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ მ----- ლ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ----- მ---------–-ას მიერ რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მ.ლ-------ის მიმართ გამამართლებელი გა--ჩენის დადგენა მოითხოვა. დაცვის მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული გა--ჩენი, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო ეჭვის გამომრიცხავი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ გ-------- ტ---–-ძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს, მსჯავრდებულ მ----- ლ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ----- მ---------–-ას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ნ----- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ.ლ-------ე არის მისი მამამთილი. ის თავიდანვე გრძნობდა მამამთილის მხრიდან აგრესიას, რომელმაც თანდათან იმატა. იგი უფრო მეტად სიმთვრალეში იყო აგრესიული. მოწმე განმარტავს, რომ 2011 წლის ივნისიდან დაოჯახებულია ბ---- ლ-------ეზე და ცხოვრობს ნიკეას ქუჩაზე, მა--მდეც ნიკეას ქუჩაზე ცხოვრობდა, სხვა ბინაში - N6------------–--------ში, მეუღლესთან, დედამთილ-მამათილთან და შვილებთან ერთად. 2019 წლის 19 იანვარს მონათლეს უმცროსი ბავშვი, ნათლობის შემდეგ სტუმრებთან ერთად წავიდნენ რესტორან „კოლხაში“, სადაც მისმა მამამთილმა დალია ალკოჰოლური სასმელი და იყო ნასვამი. მოგვიანებით წამოვიდნენ სახლში. მათთან ერთად წამოვიდა მისი და - ა-- გ--------ე და მისი სიძე ბ---- ა-–----ე. სახლში რომ მივიდნენ მისი მეუღლე ნასვამი იყო და მაშინვე დაწვა და დაიძინა, ხოლო და--რჩენებმა გაშალეს სუფრა, იქ იყო მისი მამამთილი, რომელმაც უმიზეზოდ დაიწყო მისი მისამართით ლანძღვა და გინება. ასეთი მდგომარეობის გამო მისმა დამ და სიძემ დაგაწყვიტეს წასვლა. როდესაც კარებში გადიოდნენ, ბრალდებული დაემუქრა მისი დის ა--ს და სიძის ბესოს თანდასწრებით, ასევე იქ იყო მისი დედამთილიც ნ---- ლ-------ე და ბავშვები. ამ დროს მ----- ლ-------ე ხელს იშვერდა მისკენ და ეუბნებოდა, რომ გაგუდავდა მას. ასევე, მის დას და სიძეს ეუბნებოდა რომ ყოველ ღამით იცოდეთ, რომ ეს იქნება გაგუდულიო. ვიდეოს გადაღების დროს წამოიწია მისკენ, მაგრამ დედამთილი გადაეღობა წინ მ.ლ-------ეს. მან მოახერხა, რომ ტელეფონით ჩაეწერა ბრალდებულის იმ დღევანდელი მუქარის ვიდეო. მუქარის გამო იმდენად იყო შეშინებული, რომ ღამე ვერ იძინებდა და ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ. ვერც მისმა მეუღლემ და ვერც მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს მის მამამთილთან მოლაპარაკება და გადაწყვიტა პოლიციაში დაერეკა და სამართლებრივი გზით მოეგვარებინა ეს პრობლემა. მა--მდე, 2015 წელს იყო მსგავსი შემთხვევა, როცა ფეხმძიმედ იყო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამამთილმა ჭიქა ესროლა მას, მაშინაც უნდოდა დაერეკა პოლიციაში, მაგრამ ოჯახის წევრების თხოვნით გადაიფიქრა.
მოწმის სახით დაკითხული ა-- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ----- ლ-------ე არის მისი დის მამამთილი, მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. 2019 წლის 19 იანვარს მოინათლა მისი დისშვილი, იყვნენ რესტორან „კოლხაში“. ქეიფის დამთავრების შემდეგ ის და მისი მეუღლე, მისი სიძე ბესო, დისშვილები ლუკა, მათე და მისი დის დედამთილ მამამთილი ნ---- და მ-----ი, მივიდნენ მისი დის ბინაში, გაიწყო სუფრა, ერთი ორი ჭიქის შემდეგ მისი დის მამამთილმა მ----- ლ-------ემ დაიწყო მის დაზე ცუდად საუბარი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მას უშვერი სიტყვებით მოიხსენებდა და ლანძღავდა, ამის გამო მან მისი მეუღლე - ბესო დააჩქარა, რომ სახლში წამოეყვა--, კარებში დამშვიდობებისას, სადაც იყვნენ ნ---- მისი დის დედამთილი, მისი დისშვილი და მეუღლე, ბრალდებული მისი დის მისამართით ამბობდა, რომ მოგუდავდა ნ-----ს და ჟესტიკულაციითაც გამოხატა ეს. ნ-----მ ტელეფონით გადაიღო ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო. კონკრეტულად ბრალდებულს მისი დისათვის სახელით არ მიუმართავს, მაგრამ მისი დის წინ იდგა და ნ-----ს მისამართით საუბრობდა. თვითონ მოწმე იდგა კიბეზე მესამე და მეოთხე სართულებს შორის და მეუღლეს ეძახდა, რომ წამოსულიყო, სადარბაზო გა--თებული იყო და კარგად ხედავდა ყველას ვინც იქ იდგა და ესმოდა ყველაფერი. მეორე დღეს ესაუბრა მის დას, რომელმაც უთხრა, რომ იმ ღამით ისე იყო შეშინებული ოთახის კარი ჩაკეტა, სკამი მიადგა, მთელი ღამე არ ეძინა და ძალიან ნერვიულობდნენ, ბავშვებიც შეშინებულები იყვნენ. მოწმემ აღნიშნა, რომ მის დას მამამთილთან წლებია ჰქონდა კონფლიქტი. მა--მდეც იყო ასეთი შემთხვევა, მისი და აპირებდა პოლიციაში დარეკვას, თუმცა გადააფიქრებინეს.
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თა--შემწე - გამომძიებლის ლ---- ც----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 იანვარს შემოვიდა შეტყობინება ნ----- გ--------ის მიმართ მისი მამამთილის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ნ----- გ--------ე თვითონ გამოცხადდა პოლიციის მეოთხე განყოფილებაში და გააკეთა ზეპირი გა--ცხადი. დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაიკითხა ნ----- გ--------ე, რომელმაც განმარტა რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მამამთილი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრების თანდასწრებით და მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. მეორე დღეს ნ----- გ--------ემ წარმოადგინა აღნიშნული მუქარის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩა--წერი, რომელიც დათვალიერდა და შედგა შესაბამისი ოქმი. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩა--წერში დაზარალებული არ ჩანს, რადგან თვითონ იღებდა, ჩანს ბატონი მ-----ი, მისი მეუღლე ქალბატონი ნ---- და დაზარალებულის სიძე. ჩა--წერში ისმის მუქარის შემცველი სიტყვები. ბატონი მ-----ი კამერის მიმართულებით იშვერს ხელს და მისი მისამართით ამბობს მუქარის შემცველ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, შემდეგ ქალბატონი ნ---- კიდებს ხელს ბატონ მ-----ს და შემოყავს შიგნით. მოწმემ განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ----- ლ-------ე, რომელსაც მან განუმარტა დაკავებულის უფლებები და წარედგინა ბრალი სსკ- ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ საქმეზე ნ----- გ--------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად, მას დაენიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. გამოკითხული იქნა მ-----ის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე, შვილი და დაზარალებულის და.
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-----–---- კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან შეადგინა შემაკავებელი ორდერი მ----- ლ-------ის მიმართ, მსხვერპლი იყო ნ----- გ--------ე. შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი იყო განყოფილებაში შემოსული შეტყობინება. ნ----- გ--------ის მიერ მიცემულმა ინფორმაციამ მისცა მათ საფუძველი რომ გამოცემულიყო შემაკავებელი ორდერი. ნ----- გ--------ე იყო ანერვიულებული, ის აცხადებდა რომ მისი მამამთილის მ----- ლ-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, შეურაცხყოფას, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის იყო ნასვამ მდგომარეობაში. მსხვერპლის მოთხოვნა იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ის ამბობდა, რომ მომავალში არ აპირებდა ბრალდებულთან ერთად ცხოვრებას.
მოწმის სახით დაკითხული ნ---- ლ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მ----- ლ-------ის მეუღლე, ცხოვრობს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე. მისი რძალი არის ნ----- გ--------ე, ნ-----ს უნდოდა ცალკე გადასვლა საცხოვრებლად, ამიტომ ყოველთვის ცდილობდა რაღაცაზე წამოეკიდებინა ის და მისი მეუღლე და კონფლიქტი გამოეწვია. მოწმის განმარტებით, ის რაც 2019 წლის 19 იანვარს მოხდა, ეს იყო წინასწარ ჩაფიქრებული და პროვოცირებული, თვითონ არაფერი არ დაუნახავს. არ შესწრებია მუქარის ფაქტს და არც გაუგონია არაფერი. მა--მდე მის მეუღლეს და რძალს დაპირისპირება არ ჰქონიათ. 2019 წლის 19 იანვარს დაბრუნდნენ რესტორნიდან, მისი რძლის და და სიძე წამოვიდა მათთან, ცოტა ხნით იყვნენ, დალიეს სამი ჭიქა, ძალიან ნასვამები იყვნენ და ამიტომ ტაქსი გამოიძახეს და წავიდნენ. მის შვილს ბ----ის ამ დროს ეძინა. სტუმრებს დაემშვიდობნენ ჩვეულებრივად და წავიდნენ. არ დაუნახავს არც ის, რომ ვინმე ვიდეოს იღებდა და არც მისი რძალი ნ----- დაუნახავს იქ.
მ----- ლ-------ემ ისარგებლა დუმილის უფლებით და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება.
სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ნ----- გ--------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ----- ლ-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფის და მუქარის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ნ----- გ--------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და--შაულის შესახებ შეტყობინების თა--ხმად 2019 წლის 21 იანვარს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების შენობაში გამოცხადდა ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N1--------ში მცხოვრები ნ----- ა---------–ის ასული გ--------ე, რომელმაც განმარტა, რომ ზემოთ მითითებულ მისამართზე მცხოვრები მისი მამამთილი მ----- ლ-------ე მას ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი N0----- ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 21 იანვარს, რომლის შედგენის საფუძველი გახდა შემდეგი- მოძალადე მ----- ლ-------ემ, რძლის ნ----- გ--------ის მიმართ გა--ხორციელა ძალადობა, სიტყვიერად დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. მოძალადე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ორდერის თა--ხმად მ----- ლ-------ეს აეკრძალა ნ----- გ--------ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
2018 წლის 23 იანვარს ჩატარებული ვიდეოჩა--წერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერება ჩატარდა ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N4---ში პოლიციის მეოთხე განყოფილების შენობაში, დეტექტივის თა--შემწე-გამომძეიებელ ლ---- ც----ს მიერ, ნ----- გ--------ესთან ერთად. დათვალიერება დაიწყო 13:10 საათზე და დასრულდა 13:35 საათზე. დათვალიერებული იქნა ნ----- გ--------ის მიერ წარმოდგენილი დივიდი დისკი, რომელზეც ნ----- გ--------ემ განმარტა, რომ გადატანილი აქვს მის მიერ, მისივე ტელეფონის საშუალებით გადაღებული ჩა--წერი. ჩა--წერში ჩანს სამი პიროვნება, ნ----- გ--------ის განმარტებით ჩა--წერში გამოსახული პირები არიან მისი ნათესავები, კერძოდ მისი მამამთილი მ----- ლ-------ე, მისი დედამთილი ნ---- ლ-------ე და მისი დის მეუღლე ბესო ა-–----ე. ჩა--წერში ჩანს, რომ მ----- ლ-------ე არის მთვრალ მდგომარეობაში და ის იგინება დედის მისამართით, მარგამ კონკრეტული პირის სახელს არ ამბობს. ის ასევე ხელს იშვერს კამერის მისამართით, როგორც ნ----- გ--------ემ განმარტა ჩა--წერს აკეთებდა თვითონ. ჩა--წერში ასევე ჩანს თუ როგორ ემშვიდობებიან ნ---- და მ----- ლ-------ე ბესო ა-–----ეს. ნ----- გ--------ის განმარტებით ჩა--წერში როდესაც ისმის მისი მამამთილის გინების ხმა, ის იგინება მისი მისამართით. ჩა--წერის დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა ერთ პაკეტად.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით მ----- ლ-------ის მიერ, რძლის - ნ----- გ--------ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა ჩაითვალოს საკმარისად, ვინაიდან გარდა დაზარალებულების ჩვენებისა, რომელმაც განმარტა, რომ მ----- ლ-------ე მას დაემუქრა, რომ გაგუდავდა მას, მან მუქარა აღიქვა რეალურად, აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმის სახით დაკითხული ა-- გ--------ის ჩვენებით მ.ლ-------ე მისი დის ნ----- გ--------ის მისამართით ამბობდა, რომ მოგუდავდა და ჟესტიკულაციითაც გამოხატა ეს; ასევე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თა--შემწე - გამომძიებლის ლ---- ც----ს ჩვენებით ნ----- გ--------ემ განმარტა, რომ მისი მამამთილი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით; ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-----–---- კ-------ის ჩვენებით ნ----- გ--------ის განცხადებით მისი მამამთილის - მ----- ლ-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ მუქარას, შეურაცხყოფას; სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ს მიხედვით მ----- ლ-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფის და მუქარის ელემენტებს; და--შაულის შესახებ შეტყობინების თა--ხმად ნ----- გ--------ეს მისი მამამთილი მ----- ლ-------ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; შემაკავებელი ორდერის შედგენის საფუძველი გახდა მოძალადე მ----- ლ-------ე, რომელიც დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით; ვიდეოჩა--წერის დათვალიერების ოქმის თა--ხმად ჩა--წერში ჩანს, რომ მ----- ლ-------ე არის მთვრალ მდგომარეობაში და ის იგინება დედის მისამართით; წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაა--ლიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მ----- ლ-------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ გა--ჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს გა--ჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს გა--ჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს გა--ჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს გა--ჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს გა--ჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმეს.
მსჯავრდებულ მ----- ლ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კი პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი და--შაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ-ელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის გა--ჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–-ძის და მსჯავრდებულ მ----- ლ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- მ---------–-ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ მ----- ლ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- მ---------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის გა--ჩენი მ----- ლ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
მ----- ლ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად მ----- ლ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით (04 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი (4*5=20) და, საბოლოოდ, მ----- ლ-------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა(180-20=160) 160 (ასსამოცი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
მ----- ლ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს (ნ---- ლ-------ე პ/ნ 6----------) გა--ჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
მსჯავრდებულ მ----- ლ-------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნ----- გ--------ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩა--წერის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ხელმოწერილია/ თეიმურაზ სვანიძე
ასლი დედანთან სწორია
მოსამართლის თა--შემწე: ა. ტყეშელაშვილი