განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100119002842169
საქმე №-1/ბ-465-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ლ---- ფ-----ს
ადვოკატების - ლ---- ს------ს, კ------- ტ--------ს
მსჯავრდებულის - ლ---- ა------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- მ--–-----ს ძე ა------ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ე------ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ა------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა,რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ნოემბერს, დილის საათებში, ლ---- ა------ სანადირო თოფით შეიარაღებული მივიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ე------აში მდებარე ბიძის - გ---- ა------ს საცხოვრებელ სახლთან და სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ გაისროლა ეზოში მყოფი გ---- ა------ს მიმართულებით, რის შემდეგ იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ---- ა------ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით ლ---- ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
2.1. აპელანტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლ---- ფ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენში და ლ---- ა------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის ნაწილში განაჩენი არ არის სამართლიანი, ლ---- ა------ს ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ხელყო ადამიანის სიცოცხლის უფლება, შესაბამისად, მის მიმართ დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ლმობიერია.
აპელანტი - მსჯავრდებულ ლ---- ა------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი კ------- ტ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ლ---- ა------ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ლ---- ა------ს მიმართ ბრალი ფორმულირებულია მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდებზე და არა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. განაჩენის მოტივაცია არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თოფი ეკუთვნოდა ლ---- ა------ს და რომ მან ჩასაფრებულმა დამინებით ესროლა ორჯერ გ---- ა------ს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია თოფის ტექნიკურად გაუმართაობაზე, სასამართლოსგან განსხვავებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ თოფი ტექნიკურად გაუმართავი იყო, ამავე დასკვნით გასროლა მომხდარია ახლო მანძილიდან, შესაძლო მიბჟენით. ახლო მანძილიდან გასროლა კი თავის მხრივ გამორიცხავს ჩასაფრებულ მდგომარეობიდან გასროლას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას გ---- ა------ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და შესაბამისად, უკანონოდ მიაჩნია მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ლ---- ფ-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა მხარი თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ლ---- ა------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს კ------- ტ--------ს და ლ---- ს------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- ა------ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმე მ-----–- ა------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს მისი შვილები რ----- და გ---- არჩაიები იმყოფებოდნენ მასთან სახლში, რა დროსაც მათთან სახლში მივიდა შვილიშვილი ლ---- ა------, რომელსაც შეკამათება მოუვიდა გ---- ა------სთან და წასვლისას უთხრა, რომ ამ საკითხზე მოუწევდა პასუხის გაცემა, გ---- დილით ადრე ადგა და გარეთ გავიდა, უცებ გაიგო გასროლის ხმა, მიირბინა, მისი შვილი გარდაცვლილი ნახა და გონება დაკარგა, გ----ს ცოლი არ ჰყავდა, ის უვლიდა სახლს და იცის, რომ მას თოფი არ ჰქონდა.
მოწმე ლ--- ი--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, მისი მაზლის, გ---- ა------ს ეზოდან მოესმა სანადირო თოფიდან ორი გასროლის ხმა და მაშინათვე წავიდა მისი სახლისკენ, დაინახა გ---- იწვა პირაღმა და სისხლში ცურავდა, ამ დროს ლ---- ა------ ჭიშკრიდან ქუჩაში გადიოდა, ხოლო მის გარდა ეზოში არავინ იყო, წინა ღამით მათ სახლში გ----ს და ლ----ს შორის მოხდა შელაპარაკება, რადგან გ----ს ეეჭვებოდა, რომ მისი ცოლი ლ----ისთან ღალატობდა, ისინი დააშოშმინეს, ლ----ი წავიდა, ხოლო გ---- იმ ღამეს მათთან დარჩა.
მოწმე რ----- ა------ს განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს მისი ძმა გ---- ა------ და ძმისშვილი ლ----ი იმყოფებოდნენ მათთან სახლში და მოუვიდათ შელაპარაკება, რადგან გ----ს ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ცოლი ლ----ისთან ღალატობდა და დაშორების დროს თქვეს, რომ ნახავდნენ ერთმანეთს. მეორე დილით ტანზე იცმევდა როდესაც გაიგონა გასროლის ხმა, მიირბინა უცებ და დაინახა, რომ მისი ძმა მიწაზე ეგდო, დაიწყო ყვირილი, ამ დროს ნახა, რომ ჭიშკრიდან ქუჩაში გადიოდა ლ---- ა------, მას თოფი ეკავა ხელში, მიაძახა ეს რა ქენიო, მაგრამ პასუხი არ გასცა, მის ძმას თოფი არასდროს ჰქონია, ხოლო ლ----ი ნადირობდა. ის თოფი მერე მეზობლის კართან ამოიღეს.
მოწმე ნ---- ე-–----ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს მოესმა თოფიდან ორჯერ გასროლის ხმა და რ----- ა------ს ყვირილი, რომელიც ითხოვდა დახმარებას, გამოუძახეს სასწრაფოს, მერე გაიგო, რომ ლ---- ა------მ ესროლა გ---- ა------ს, მანამდე მათ შორის კონფლიქტის არსებობის შესახებ არ გაუგია.
მოწმე ე-–--- თ---------ს განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს დილით გაიგონა კივილი და გაიქცა გ---- ა------ს სახლისკენ, ეზოში ხალხი იყო შეკრებილი, ეზოში ეგდო-გ---- ა------ს დედა, ხოლო გ---- ტახტზე ესვენა, გაიგო, რომ ლ---- ა------მ ესროლა ბიძას და რადგან მისი შვილის კლასელი იყო, დაურეკა მობილურ ტელეფონზე და ჰკითხა, თუ რატომ გააკეთა, ლ----მა უთხრა მოკვდაო და გაუთიშა ტელეფონი, შემდეგ გაიგო, რომ გამოცხადებულა პოლიციაში.
მოწმე ვ--–------ე შ----ას განმარტებით, 2018 წლის 26 ნოემბერს დაახლოებით 10:00 საათზე დაურეკა ლ---- ა------მ და თხოვა მისულიყო ე------აში, ის დახვდა სოფლის ცენტრში, იყო აღელვებული და უთხრა, რომ ესროლა ბიძას და კითხვაზე მოკვდა თუ არა, პასუხი არ გასცა, მისი თხოვნით მიიყვანა დარჩელის პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე რ----- შ---–--ის განმარტებით, 2018 წლის 26 ნოემბერს დარჩელის პოლიციის განყოფილებაში იყო პასუხისმგებელი მორიგე, სადაც ბრალის აღიარებით გამოცხადდა ლ---- ა------ და განმარტა, რომ სოფელ ე------აში სანადირო თოფიდან გასროლით ჩაიდინა თავისი ბიძის, გ---- ა------ს მკვლელობა და თოფი გადააგდო. ოქმის შედგენის შემდეგ დაურეკა გამომძიებელს, რომელმაც იგი დააკავა.
მოწმე დ----- ფ-–-–-ას განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, როგორც ექსპერტმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ე------აში მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, შუა ეზოში ნახეს სანადირო თოფის ორი ცალი მასრა, რომელიც ამოიღეს, აივნიდან ამოიღეს სისხლის ლაქა და ქაღალდის ნაგლეჯი, ჭიშკრის გარეთ, გზაზე, ღობის გვერდით იდო დაშლილი სანადირო თოფი (ცალ-ცალკე იყო ლულა და კონდახი), ამოღებული საგნები დალუქა და გადასცა გამომძიებელს, გ------- შ-----–---ს, რომელმაც შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რასაც მოაწერა ხელი.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--–---- ი--------მ და აღნიშნა, რომ დ----- ფ-–-–-ასთან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ეზოდან ამოიღეს ორი ცალი მასრა, აივნიდან სისხლის ლაქა და ქაღალდის ნაგლეჯი, ხოლო ეზოს გარეთ, ღობესთან დაშლილად ეგდო თოფი, ეს ნივთები ამოიღეს, დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს, მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
მოწმე გ------- შ-----–---ს განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს სოფელ ე------აში ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტების მონაწილეობით გ---- ა------ს ეზოდან ამოიღეს ორი ცალი მასრა, აივნიდან სისხლისმაგვარი ლაქები და ქაღალდის ნაგლეჯები, ჭიშკრიდან დაახლოებით 40 მეტრში ამოიღეს ორლულიანი სანადირო თოფი, რომელიც გადახსნილი ეგდო ტროტუარზე - მიწაზე, კონდახი და ლულა იდო ცალ-ცალკე ერთმანეთის გვერდით. ერთ ღვედზე, რომელიც ამოიღეს ექსპერტებმა და დალუქეს. გ---- ა------ს გვამი ესვენა ტახტზე და გარეგნული დათვალიერებით ჰქონდა ნაფლეთი ჭრილობა, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
მოწმე გ-------– თ---------ას განმარტებით, 2018 წლის 26 ნოემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე გ---- ა------ს სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გ---- ა------ს გვამი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ზუგდიდის რაიონის სოფელ ე------იდან გადაასვენა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტში, ექსპერტ გ------- გ-------–აშვილის მონაწილეობით გ---- ა------ს გვამიდან აიღო თმის, ფრჩხილის, ხელის ანაწმენდების ნიმუშები და ამოიღო გ---- ა------ს ტანსაცმელი, მოწმის სახით დაკითხა ექსპერტი გ------- გ-------–აშვილი, რომლის განმარტებით გ---- ა------ს გვამის გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა შუბლის წინა მარცხენა მხარეს და გულმკერდის წინა მხარეს ცეცხლნასროლი ჭრილობები.
მოწმე ნ---- კ-----–---–-ას განმარტებით ირკვევა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გ---- ა------ს მკვლელობის ფაქტზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და მის ფარგლებში ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, დაკითხა ლ---- ა------ და მოწმეები, დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოითხოვა და ამოიღო მეხსიერების ბარათი, რომელიც შეეხებოდა გ---- ა------ს და მის მეუღლეს შორის საუბარს, აღნიშნული დაათვალიერა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
მოწმე ი-----–------------ას განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დარჩელის პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის სახით დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ლ---- ა------ს, ის ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში, შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში.
მოწმე ა-----–--- ჭ----------ის განმარტებით დადასტურებულია, რომ გ---- ა------ს მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის სახით გამოკითხა ლ---- ა------, რის შედმეგ საექსპერტო კვლევისათვის მისგან ადვოკატის და ექსპერტის მონაწილეობით აიღო თმის, ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, სახის და ხელის მიდამოდან ანაწმენდები, თითების ანაბეჭდები, ასევე ლ---- ა------სგან ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს, შეადგინა შესაბამისი ოქმები, რასაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
მოწმე ე---------- ქ--------–---–-ს განმარტებით ირკვევა, რომ გ---- ა------ იყო მისი მეუღლე, ის ეჭვიანობდა, რომ ლ---- ა------სთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა და ამ ნიადაგზე ჰქონდათ კონფლიქტი, ძალადობდა მასზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აიძულა, რომ ეღიარებინა ლ----ისთან ურთიერთობის შესახებ, რისი ჩანაწერიც გაუკეთებია და სწორედ ეჭვიანობა გახდა მიზეზი, რომ ისინი ერთ წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს, გ---- ა------ს ხელში და სახლში მას იარაღი არასდროს უნახავს. ლ---- ა------ს გ----სთან დაქორწინებამდე იცნობდა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ქ--------–-–---–მა განმარტა, რომ სეროლოგიურ - გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დაადგინა, რომ სავალი გზის ტროტუარიდან ამოღებული სანადირო თოფის სასხლეტზე, დამცავ რკალსა და კონდახზე, მასზე დახვეულ საიზოლაციო ლენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ა------ს, ლულასა და ტიბჟირზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ა------ს. საკიდ ქამარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ---- ა------ს, ხოლო მინორული წილი ლ---- ა------ს. მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ქაღალდის ნაგლეჯზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები, მოლურჯო ფერის ქურთუკზე, ჯინსის შარვალზე და სპორტულ ფეხსაცმელზე, საცვალზე, წინდაზე, მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ---- ა------ს.
ბიომასალასთან კონტაქტის შედეგად თოფის საკიდ ქამარზე არის შერეული პროფილი. შემხებლობა ჰქონდა თუ არა არ იცის, მაგრამ ბიომასალა აღმოჩნდა.
მოწმე გ------- გ-------–აშვილის განმარტებით დადასტურებულია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გ---- ა------ს გვამის გამოკვლევით დადგინდა, რომ მას აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი ორი დაზიანება - პირველი გულმკერდის და მუცლის ღრუს მიდამოში შემავალი ჭრილობა გულის პერანგის, მარცხენა ფილტვის ქვედა წილის და ღვიძლის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულება მარცხნიდან-მარჯვნივ, წინიდან უკან, ხოლო მეორე ბრმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე და მესამედში კუნთების, მაგისტრალური სისხლძარღვების, დიდი და მცირე წვივის ძვლების დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულება მარჯვნიდან- მარცხნივ, წინიდან უკან, დაზიანება მიყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის-საფანტის გასროლის შედეგად და ორივე ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, სიკვდილის უშუალო მიზეზია ზემოაღნიშნული დაზიანებებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. კანის პრეპარატის გამოკვლევით დადგინდა, რომ გასროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან, მაგრამ არა მიბჯენით. ორივე გასროლით მიყენებულ ჭრილობას შეეძლო გამოეწვია გ---- ა------ს სიკვდილი, გ---- ა------ს ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი უსწორო კიდეებიანი ჭრილობები და ნაჭდევები, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიზეზობრივ კავშირში არ არის გ---- ა------ს სიკვდილთან.
მოწმე ნ-----–- მ---–----ის განმარტებით დადასტურებულია, რომ ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, გამოსაკვლევად წარედგინა სანადირო თოფი, მასრები და ტანსაცმელი, მიიღო დასკვნა, რომ წარმოდგენილი იარაღი იყო 16 კალიბრის, სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი თოფი, რომელიც სამი ერთეული იარაღის ნაწილების გამოყენებით იყო დაკომპლექტებული და ტექნიკურად გაუმართავი, ტიბჟირის მოხსნისას ჩამოვარდა ხის დეტალი და ქაღალდი, რომლის მეშვეობით იყო სპეციალური ჭრილი გამაგრებული, რის გარეშეც თოფის გადატენვა და გასროლა იყო შეუძლებელი, ექსპერიმენტული გასროლისას დააფიქსირა ეს ნაწილები და ოთხჯერ მოახდინა გასროლა, ბოლო გაწმენდის შემდეგ ორივე ლულიდან იყო ნაწარმოები გასროლა, გამოსაკვლევი ორივე მასრა წარმოადგენდა ამ კატეგორიის თოფებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს და ნასროლი იყო გამოსაკვლევი იარაღიდან, გ---- ა------ს ქურთუკზე, როლინგზე და მაისურზე არსებული დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემავალია და განვითარებულია სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი მეტალ - ტყვიის ჭურვების დიდი ძალის ინტენსივობით ძლიერ ახლო მანძილიდან გასროლით.
მსჯავრდებულ ლ---- ა------ს განმარტებით, გ---- ა------ იყო მისი ბიძა, 2018 წლის 26 ნოემბერს მივიდა ბიძამისის სახლში და ჰკითხა თუ რატომ წამებდა ცილს, გ---- ა------ შევიდა ოთახში და გამოიტანა სანადირო თოფი, რომელიც ეჭირა მარჯვენა ხელში, მას შეეშინდა, მივარდა, უნდოდა იარაღის წართმევა, თოფს ჩაავლო ორივე ხელი, ბიძამისს თოფის ღვედზე ეკიდა ხელი, რა დროსაც მოხდა პირველი გასროლა და წამებში გავარდა მეორე ტყვია, ნახა, რომ მას ჰქონდა ჭრილობა და სდიოდა სისხლი, გვერდითა სახლიდან მეორე ბიძა და ბიცოლა მორბოდნენ, ის წავიდა აღელვებული, ჭიშკართან თოფი გადახსნა და დააგდო, შემდეგ დაურეკა მეზობელმა და მისგან გაიგო, რომ გ---- გარდაიცვალა, ნაცნობი ტაქსისტის ავტომანქანით გამოცხადდა დარჩელის პოლიციის განყოფილებაში, მას გ---- ა------ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა, სალაპარაკოდ და საკითხის გასარკვევად მივიდა, იარაღის წართმევის დროს ლულა თუ საით იყო მიმართული არ ახსოვს. თოფისთვის გადახსნის ადგილზე ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული და ლულა არც ერთისკენ არ იყო მიმართული. იდგნენ პირისპირ, ერთ მეტრამდე მანძილი აშორებდა, თოფი გამოწია და გავარდა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია შემდეგი წერილობითი მტკიცებულებები:
ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დარჩელის პოლიციის განყოფილებაში ლ---- ა------ს ბრალის აღიარებით გამოცხადების შესახებ 2018 წლის 26 ნოემბრის ოქმი;
2018 წლის 26 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის სოფელ ე------აში მდებარე გარდაცვლილ გ---- ა------ს ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ეზოს, ეზოში ჭიშკრიდან მარცხენა მხარეს 7.27 მეტრში დევს გასროლილი მასრა, ხოლო მის გვერდით ჭიშკრიდან 8.25 მეტრში მეორე გასროლილი მასრა, სახლის აივანზე ბეტონზე ამჩნევია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აივანზე სისხლისმაგვარი ლაქების გვერდით ყრია ქაღალდის ნაფლეთები, დივანზე ასვენია გადასაფარებელ პლედში გახვეული მამრობითი სქესის გვამი, რომელსაც ორივე ხელის მტევნებზე, სახეზე და გულმკერდის არეში ეტყობა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ტანსაცმელი გაჟღენთილია სისხლით, ჭიშკრიდან გარეთ, მარცხენა მხარეს 41 მეტრში, სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხარეს, ტროტუარზე დევს ორლულიანი სანადირო თოფი, შავი ფერის ღვედით და კონდახზე ლენტით გადახსნილ მდგომარეობაში, დათვალიერების შედეგად ამოღებულია ორი ცალი მასრა, ქაღალდის ნაგლეჯები, ერთი ცალი ორლულიანი თოფი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები (ს.ფ. 17-26, ტ.1)
2018 წლის 26 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმი, რომლის მიხედვით დადასტურებულია, რომ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ლ---- ა------ს პირის ღრუდან ექსპერტ ლელა მანიას მიერ მისი თანხმობით აღებულია ნერწყვის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელიდან, სახის მარჯვენა და მარცხენა მიდამოდან ანაწმენდების ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან ფრჩხილის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის, კეფის, თხემის და შუბლის მიდამოებიდან თმის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის თითებიდან და ხელის გულებიდან ანაბეჭდები;
2018 წლის 26 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ლ---- ა------სგან ექსპერტ ლელა მანიას მონაწილეობით ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ლურჯი ფერის „დუტის“ ქურთუკი, წინა მხარეს ელვაშესაკრავით და გვერდებზე ელვაშესაკრავიანი ორი ჯიბით, შავი ფერის ჯინსის შარვალი მუხლის მიდამოში ელვაშესაკრავით, ერთი წყვილი „REEBOK”-ის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი.
2018 წლის 26 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტ გ------- გ-------–აშვილის მიერ გ---- ა------ს გვამიდან აღებულია სისხლის ნიმუში, თმების ნიმუში, ფრჩხილების და მტევნების ანაწმენდების ნიმუში და მეტალის უცხო სხეულები ;
2018 წლის 26 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტ გ------- გ-------–აშვილისგან ამოღებულია გარდაცვლილ გ---- ა------ს ტანსაცმელი, შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი, შავი ფერის სვიტერი, შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ყავისფერი ტყავის ქამრით, საცვლები, წინდები და სპორტული ფეხსაცმელი თასმებზე შესაკრავით .
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის №--------- ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით ორლულიან თოფზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები;
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 აპრილის №--------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სავალი გზის ტროტუარიდან ამოღებულ სანადირო თოფის სასხლეტზე, დამცავ რკალზე, კონდახსა და მასზე დახვეულ საიზოლაციო ლენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ა------ს, ლულასა და ტიბჟირზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სიხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ა------ს, საკიდ ქამარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ---- ა------ს, ხოლო მინორული წილი ლ---- ა------ს.
მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ა------ს.
მონაცისფრო ქაღალდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ა------ს.
მონაცისფრო ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო, ურთიერთგარდა მავალი ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ა------ს.
გ---- ა------ს გვამიდან ამოღებულ წყვილ ბოტასზე, ქვედა საცვალზე, წყვილ წინდაზე, მოკლესახელოებიან მაისურზე, გრძელსახელოებიან მაისურზე, როლინგზე, ჯინსის შარვალსა და ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ა------ს.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის №--------- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 16 კალიბრის, სანადირო დანიშნულების, გლუვლულიან и---- მოდელის, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, მის დეტალებზე არსებული სანომრე აღნიშვნების მიხედვით „у------------------------ მინიმუმ სამი ერთეული იარაღის ნაწილების გამოყენებით დაკომპლექტებულ თოფს. იგი ტექნიკურად გაუმართავია, მაგრამ შესაძლებელია გასროლის წარმოება მანიპულაციებით და მისი ორივე ლულიდან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ.
გამოსაკვლევი ორი მასრა წარმოადგენს სანადირო დანიშნულების 16 კალიბრის გლუვლულიანი თოფებისათვის, მათ შორის ზემოთხსენებული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტს. ისინი ნასროლია გამოსაკვლევი იარაღიდან, ამასთან მასრა აღნიშვნით „№1 ობიექტი“ მარჯვენა, ხოლო მასრა აღნიშვნით №2 ობიექტი- მარცხენა ლულიდან.
გამოსაკვლევი ლითონის 5 (ხუთი) ობიექტი წარმოადგენს სანადირო დანიშნულების გლუვლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნის ჭურვის შემადგენელ კომპონენტებს, სავარაუდოდ ქარხნული წესით დამზადებულ წვრილი საფანტის მარცვლებს.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ „გ---- ა------ს“ ნივთებიდან ქურთუკზე, როლინგზე, მაისურებზე და შარვალზე კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებზე არსებული №1-3 დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია მეტალ-ტყვიის ჭურვების, როგორიც უნდა იყოს საფანტი, მოქმედების შედეგად ძლიერ ახლო, შესაძლო მიბჯენით, ტანსაცმლის მიმართ: ქურთუკის შემთხვევაში წინა მარცხენა, ხოლო შარვლის შემთხვევაში უკანა მარჯვენა მხრიდან სროლისას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, იგი აღიარებული და დაცულია არა მარტო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საქართველოს კონსტიტუციით, არამედ საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ---- ა------ს ქმედება ხასიათდება არა განზრახი, არამედ გაუფრთხილებელი ბრალით, ხომ არ ჰქონდა ადგილი აუცილებელ მოგერიებას, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და რომ ლ. ა------ უდანაშაულოა, აღნიშნულს სასამართლოს არ იზიარებს, ვინაიდან იგი არსებით წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან.
სააპელაციო პალატის აზრით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება დაზარალებულისა და მომხდარი შემთხვევის სხვა თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებების, თვით ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ჩვენებების გათვალისწინებითაც, მაგრამ, თანაბრად ამისა, მსგავსი შეფასება დასაშვებია აგრეთვე სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა: სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე შესაძლებელია, გვევლინებოდეს პირდაპირი მტკიცებულების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.
სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მთავარი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ლ---- ა------ს მიერ გ---- ა------ს განზრახ მკვლელობა გარდაცვლილის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. აგრეთვე სხვა ფაქტობრივი გარემოებები - გ---- ა------ს მსჯავრდებულზე თოფით თავდასხმისა და აქედან გამომდინარე, ლ---- ა------ს მიერ მსგავსი თავდასხმის მოგერიების არარსებობა, დადგენილია ნაწილობრივ თვით ლ---- ა------ს პირდაპირი ჩვენებით, ასევე გ---- ა------ს გვამზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
ლ---- ა------ს ჩვენებით ცალსახადაა გარკვეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ---- ა------ს მიერ ჭრილობების მიღების და გარდაცვალებისას შემთხვევის ადგილზე სხვა პირი არ ყოფილა, რომ გ---- ა------სთან ლ---- ა------ თვითონ მივიდა, თავისი ინიციატივით მათ შორის ურთიერთობის გასარკვევად; გ---- ა------ს ის დაზიანებები, რომლებიც მას სხეულზე აღენიშნებოდა, მიღებული აქვს ლ---- ა------სთან ფიზიკური დაპირისპირებისას თოფის გამოყენებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულისა და დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ ლ---- ა------ გახდა გ---- ა------ს მხრიდან მასზე თავდასხმის ობიექტი, რომ მან თავდაცვის მიზნით წაართვა თოფი და მისთვის არ დაუმიზნებია და რომ იგი აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, აღნიშნულ ვერსიას პალატა ვერ გაიზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს. ლ. ა------მ ვერ ახსნა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა გასროლა, საით იყო მიმართული იარაღის ლულა, თუ ის იყო ერთი მიმართულებით და გასროლა განხორციელდა ზედიზედ, წამის შუალედში, ასეთ შემთხვევაში რატომ გააჩნია გარდაცვლილს სხვადასხვა ადგილას გულმკერდისა და წვივის არეში დაზიანებები, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მსჯავრდებული თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ თავდაცვის მიზნით წაართვა იარაღი, თუმცა რეალურად თავდასხმის არსებობის საფრთხეზე არ უთითებს, რადგან თუ მის ვერსიას გავიზიარებთ, გ---- ა------ს მარჯვენა ხელში ეჭირა თოფი და მისთვის არ დაუმიზნებია, არც წინასწარ მუქარას ჰქონდა ადგილი. ამასთან, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ გ---- ა------ს სახლში თოფი არ გააჩნდა, ხოლო ლ---- ა------ ნადირობდა და თოფი ჰქონდა. ასევე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ ნ-----–- მ---–----ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ თოფიდან, მისი ტექნიკური გაუმართაობის გათვალისწინებით, გასროლამდე გარკვეული მანიპულაციის ჩატარება იყო საჭირო, ტიბჟირში არსებული დეტალების დამაგრების გზით, რისი ცოდნაც წინასწარ უნდა ჰქონოდა პირს, რომელიც აღნიშნული იარაღიდან აწარმოებდა გასროლას. ამრიგად, საქმეშია მტკიცებულებები, რომლებიც მთლიანად გამორიცხავენ საფუძველს სამართლებრივი შეფასებისათვის, რომ ამ დროს მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, კერძოდ, გ. ა------ს თავდასხმის მოსაგერიებლად.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც ზემოთ იყო მოხმობილი, გამორიცხავს ასევე იმის შესაძლებლობას, რომ ლ---- ა------მ გ---- ა------ს მიმართ ქმედება შეიძლება ჩაიდინა გაუფრთხილებლობით. მაშასადამე, არებობს დასაბუთებული საფუძველი დასკვნისთვის, რომ მსჯავრდებულ ლ. ა------ს მიერ გ. ა------ს მიმართ ჩადენილი ქმედების სახით საქმე გვაქვს განზრახ მკვლელობასთან. ამასთან, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, არ მოიპოვება რაიმე საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული ქმედება ლ---- ა------მ შესაძლოა ჩაიდინა ბრალის გარეშე, ვინაიდან არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სისხლის სამართლის კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ანდა სხვა ზეკანონიერი გარემოება.
ამდენად, სააპელაციო პალატს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ლ---- ა------ს ქმედებისთვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკიცია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ---- ა------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმე (ლ. ა------მ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, ხელყო ადამიანის სიცოცხლის უფლება, რომელიც იყო მისი ახლო ნათესავი - ბიძა), ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულს განუსაზღვრა სსკ-ის 108-ე მუხლის სანქციის ფარგლებში - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ---- ა------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ა------ს მიმართ დასაბუთებული, კანონერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ---- ფ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ლ---- ა------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- ტ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ---- ა------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ---- ა------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ლ---- ა------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მასრა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, ქაღალდის ნაგლეჯი, ლ---- ა------ს ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, ანაბეჭდის ნიმუში, გ---- ა------ს გვამიდან აღებული მეტალის უცხო სხეული, ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ორლულიანი თოფი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
- ლ---- ა------სგან ამოღებული ,,NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის შარვალი, „REEBOK”-ის ფირმის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ლ---- ა------ს ოჯახს.
- გ---- ა------ს ტანსაცმელი, შავი ფერის ნაჭრის ქურთუკი, შავი ფერის სვიტერი, შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ყავისფერი ტყავის ქამრით, შავი ფერის საცვლები, წინდები, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გ---- ა------ს ოჯახს.
- მ-----–- ა------სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე