განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001405031
საქმე №3ბ/1041-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ლ--–ო--“
წარმომადგენლები - კ-------------------------------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2.მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
სს „ლ--–ო---ის“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ლ--–ო---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 1--------ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პ------–-------ის №1---- ბრძანება.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილია, რომ 2016 წლის 1-------რს დროებით შენახვის განაცხადით (C-----------) სს „ლ--–ო---ის” საბაჟო საწყობში განთავსდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია „A--------ის” კუთვნილი საქონელი (1 622 ყუთი ალკოჰოლური სასმელი). აღნიშნული საქონლის ნაწილზე (1 195 ყუთი ალკოჰოლური სასმელი) საკუთრების უფლება გადაეცა შპს „G---ს”, რომლის კუთვნილი საქონელი 2016 წლის 1-------რს D--- (1----; 15.01.2016 წ.) აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდა სხვა საბაჟო საწყობში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 1------------–- „A--------ის” კუთვნილ, სს „ლ--–ო---ის” საბაჟო საწყობში განთავსებულ, 427 ყუთ ალკოჰოლურ სასმელზე, საქონლის სომხეთის რესპუბლიკაში გასაგზავნად, გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა D--- (1--------------16 წ.) და იმავე დღეს მოხდა დროებითი შენახვის განაცხადის დასრულება (შეფასება A----), ხოლო D--- აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებულმა საქონელმა საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2016 წლის 1-----------ლს საბაჟო გამშვებ პუნქტ „ს------–--ს“ გავლით.
2016 წლის 1-----------ლს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს №2------------- განცხადებით მიმართა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია „A--------ის” წარმომადგენელმა და განმარტა, რომ 2016 წლის 1------------–- D--- აღრიცხვის მოწმობა გამოიწერა 427 ყუთზე. მის მიერ შეცდომით, 427 ყუთის ნაცვლად, გაგზავნილ იქნა 257 ყუთი ალკოჰოლური სასმელი, ხოლო დანარჩენი 170 ყუთი კვლავ განთავსებულია სს „ლ--–ო---ის“ საბაჟო საწყობში და არ დაუტოვებია საბაჟო ზონა. განმცხადებელმა აღნიშნული ტექნიკური შეცდომის აღმოფხვრის გამო, რომელიც მისივე მითითებით, დაშვებული იქნა მის მიერ, ითხოვა პრობლემის მოგვარებაში დახმარება, რათა ტვირთი გაგზავნილიყო ტვირთის მფლობელთან.
დადგენილია, რომ 2016 წლის 2------------–ს საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულმა კომპანია „A------- -მა“ მოითხოვა D--- (1--------------16წ) აღრიცხვის მოწმობაში ცვლ--–ების შეტანა სს „ლ--–ო---ის“ საბაჟო საწყობში დარჩენილი 170 ყუთი საქონლის გათვალისწინებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს 2016 წლის 2-----------–ის №2------------- წერილით სს „ლ--–ო---დან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საბაჟო საწყობში C--------------- დროებითი შენახვის განაცხადით საბაჟო კონტროლზე აყვანილი საქონლის ნაშთის თაობაზე.
ზემოაღნიშნული წერილის საპასუხოდ, სს „ლ--–ო---მა“ 2016 წლის 2-----------–ის №5------- წერილით განმარტა, რომ C--------------- დროებით შენახვის განაცხადით დასაწყობებული 170 ყუთი ალკოჰოლური სასმელი კვლავ ინახება საბაჟო საწყობში.
2016 წლის 1--------ს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სს „ლ--–ო---ის“ მიმართ შედგენილ იქნა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 4 000 (ოთხიათასი) ლარით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სს „ლ--–ო--“ ჯარიმდება სანებართვო პირობების დარღვევისათვის. კერძოდ, დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ჟ“ პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობა. საბაჟო საწყობ W-------------დან დროებითი შენახვის განაცხადიდან ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციით გატანილი იქნა 427 ყუთი ალკოჰოლური სასმელი. დანიშნულების ადგილზე მიტანისას გაირკვა, რომ რეალურად საბაჟო საწყობიდან გატანილი იყო 257 ყუთი, ხოლო--70 ყუთი ისევ ინახებოდა საბაჟო საწყობში. აქედან გამომდინარე, საბაჟო საწყობმა არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
2016 წლის 2------- სს „ლ--–ო---მა“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პ------–-------ის №1---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 2--------–ის №4---------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, სს „ლ--–ო---ის“ მხრიდან დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობები, კერძოდ, აღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ საბაჟო საწყობმა განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვა, ხოლო ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ პუნქტით საბაჟო საწყობი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნები. ამასთან ერთად, საბაჟო საწყობში, №C--------------------- დროებით შენახვის განაცხადით შესანახად განთავსებული 427 ყუთ ალკოჰოლური სასმელიდან, რომელიც №D---/1---- 1--------- აღრიცხვის მოწმობით მოქცეულ იქნა ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის შემდგომ კვლავ ინახებოდა 170 ყუთი ალკოჰოლური სასმელი და აღნიშნულის შესახებ სს „ლ--–ო---ს“ არ უცნობებია საგადასახადო ორგანოსათვის. აღნიშნული ქმედებით საბაჟო საწყობის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ჟ“ პუნქტი და მე-16 მუხლი.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 1--------ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პ------–-------ის №1---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა; ხოლო საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია. საბაჟო კონტროლს ექვემდებარება: ა) პირი საზღვრის გადაკვეთისას; ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება; გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება; დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული პირის საქმიანობა. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 1--------ს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სს „ლ--–ო---ის“ მიმართ შედგენილი იქნა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 4 000 (ოთხიათასი) ლარით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ჟ“ პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობა. საბაჟო საწყობ W-------------დან დროებითი შენახვის განაცხადიდან ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციით გატანილი იქნა 427 ყუთი ალკოჰოლური სასმელი. დანიშნულების ადგილზე მიტანისას გაირკვა, რომ რეალურად საბაჟო საწყობიდან გატანილი იყო 257 ყუთი, ხოლო--70 ყუთი ისევ ინახებოდა საბაჟო საწყობში. აქედან გამომდინარე, საბაჟო საწყობმა არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
სასამართლომ განმარტა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ამასთან, აღნიშნული მუხლის საფუძველზე ნებართვის მფლობელის მიმართ სანქციის გამოყენებამდე უნდა დადგინდეს კონკრეტულად რომელი სანებართვო პირობა იქნა დარღვეული, რამეთუ მუხლი ზოგადი შინაარსისაა და მხოლოდ მისი მითითება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის უფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, რამეთუ მისთვის უცნობი იქნება, რაში გამოიხატა სამართალდარღვევა, კონკრეტული რომელი ქმედება იყო უკანონო, რაც გამორიცხავს საგადასახადო სამართალდარღვევაზე რეაგირების ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის - პრევენციის მიღწევას, ამასთან, პირი დაკარგავს შესაძლებლობას, რომ სათანადოდ დაიცვას საკუთარი უფლებები მასში ჩარევის საფუძვლის ცოდნის გარეშე, აიცილოს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენით გამოწვეული სანქციის დაკისრება. ამრიგად, მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით მკაფიო და გასაგები იყოს, პირის კონკრეტულად რომელი ქმედებით და კანონის კონკრეტულად რომელი დანაწესის დარღვევას ჰქონდა ადგილი, რათა კანონს არ მიეცეს „მსუსხავი ეფექტი“ და უზრუნველყოფილ იქნას ნებართვის მფლობელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 1------------–- „A--------ის” კუთვნილ, სს „ლ--–ო---ის” საბაჟო საწყობში განთავსებულ, 427 ყუთ ალკოჰოლურ სასმელზე, საქონლის სომხეთის რესპუბლიკაში გასაგზავნად, გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა D--- (1--------------16 წ.) და იმავე დღეს მოხდა დროებითი შენახვის განაცხადის დასრულება (შეფასება A----), ხოლო D--- აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებულმა საქონელმა საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2016 წლის 1-----------ლს საბაჟო გამშვებ პუნქტ „ს------–--ს“ გავლით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ D--- აღრიცხვის მოწმობა გამოიწერა 427 ყუთზე, გაგზავნილ იქნა 257 ყუთი ალკოჰოლური სასმელი, ხოლო დანარჩენი 170 ყუთის შენახვა კვლავ განაგრძო მოსარჩელემ. სწორედ აღნიშნული ქმედება იქნა მიჩნეული საგადასახადო ორგანოს მიერ სამართალდარღვევად, ხოლო დარღვევის ნორმატიულ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ჟ“ პუნქტი.
,,საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილება განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილია სანებართვო პირობები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს ნებართვის მფლობელმა, ხოლო ამავე მუხლის „ჟ“ პუნქტის მიხედვით კი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტიც მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებას აკეთებს კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების თაობაზე და მხოლოდ მის საფუძველზე ვერ გახდება ნათელი, რომელი კანონისმიერი ვალდებულება იქნა დარღვეული. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამართალდარღვევა გამოიხატა ფორმალურად ნაჩვენებ და ფაქტობრივად გატანილ საქონელს შორის სხვაობით, რაც საფრთხეს უქმნის საგადასახადო ორგანოთა მიერ კონტროლის განხორციელებას.
სასამართლომ მიუთითა, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის სადავო შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა „A--------ის” წარმომადგენლის 2016 წლის 1-----------–-ს №2------------- განცხადების საფუძველზე, სადაც მან განმარტა, რომ მისი შეცდომით D--- აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საქონლის ნაცვლად გატანილ იქნა 257 ყუთი ალკოჰოლური სასმელი და 2016 წლის 2-----------–ის განცხადებით მან აღრიცხვის მოწმობაში ცვლ--–ების შეტანა მოითხოვა. დადგენილია, ასევე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს 2016 წლის 2-----------–ის №2------------- წერილის პასუხად, სს „ლ--–ო---მა“ 2016 წლის 2-----------–ის №5------- წერილით განმარტა, რომ C--------------- დროებით შენახვის განაცხადით დასაწყობებული 170 ყუთი ალკოჰოლური სასმელი კვლავ ინახება საბაჟო საწყობში.
შესაბამისად, დადგენილია, რომ მხარეებმა თავად მიმართეს სსიპ შემოსავლების სამსახურს, ამასთან, საბაჟო საწყობმა უზრუნველყო მარაგის შენახვა, დაცვა, დაუდასტურა საგადასახადო ორგანოს მარაგის არსებობა და საქონლის გაშვება მოხდა მხოლოდ დაკორექტირებული აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე. სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ტვირთის საწყობიდან გატანას ახორციელებს დეკლარანტი, საბაჟო ოპერაციის განხორციელების სისწორეზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ხოლო კანონით დაშვებულია საბაჟო დეკლარაციის/აღრიცხვის მოწმობის კორექტირება, რაც განხორციელდა განსახილველ შემთხვევაში, ხოლო საწყობმა უზრუნველყო საქონლის შენახვა სწორედ კორექტირებული დოკუმენტის წარდგენამდე, ამასთან, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე, გაუგებარია კონკრეტულად რომელი სანებართვო პირობა დაარღვია მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხე მიუთითებს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ნორმებზე - უფლება-მოვალეობების ჯეროვან განუხორციელებლობაზე. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, წარმოშობს დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობით. ამდენად, თუკი საგადასახადო ორგანო აპელირებს მასთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებაზე, აღნიშნულისთვის კანონით პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ დეკლარანტს, ამასთან, კანონი საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას, არამედ პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია შესაბამისი შედეგის დადგომა - საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული გამოწვეული იქნა სწორედ საბაჟო საწყობის მიერ კორექტირებული აღრიცხვის მოწმობამდე საქონლის დაცვითა და შენახვით.
აღსანიშნავია, ასევე, რომ საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 2--------–ის №4---------- სამსახურებრივი ბარათში მითითებულია, რომ სს „ლ--–ო---ის“ მხრიდან დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობები, კერძოდ, აღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საბაჟო საწყობმა უნდა განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის შემდგომ საქონლის შენახვა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, რადგან აღნიშნული მუხლის „ე.გ.“ ქვეპქუნტით დადგენილია საბაჟო საწყობის მოვალეობა, რომ მოახდინოს იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია. ამდენად, აღნიშნული მუხლებით დადგენილია საწყობის მიერ საქონლის შენახვის ვალდებულების ჯეროვანი განხორციელება, რომელიც სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დროით არ არის შემოფარგლული.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-106-99(კ-13)), რომ „ადმინისტრაციული კანონმდებლობა ამკვიდრებს (საჯარო) სამართლის მნიშვნელოვან პრინციპს - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, ანუ კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებით, სადაც მოქმედებს ნების ავტონომიის პრინციპი, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია ნების გამოვლენის თვალსაზრისით, კერძოდ, მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახელმწიფოს მიერ მკაფიო, განჭვრეტადი კანონმდებლობის შექმნის ვალდებულების ვერ უზრუნველყოფის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების, როგორც ნორმათგამომყენებელი და ნორმათგანმმარტებელი ორგანოების დისკრეციის კანონისმიერი ფარგლები - განმარტონ და გამოიყენონ სამართლის ნორმა სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპების სულისკვეთებით, წარმოადგენს აუცილებელ და უპირობო სტანდარტს, საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონიერი მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.“ „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის საჯაროსამართლებრივი ვალდებულების განსაზღვრა შეუძლებელია დამოკიდებული იყოს საჯარო მოხელეების განწყობასა და შეხედულებებთან, ასეთ პირობებში არ იარსებებს სამართლებრივი სახელმწიფოს განცდა და აზრი ეკარგება პირის კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.“ „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში ნებართვების დადგენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო ამგვარი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობის ვალდებულება - კერძო ინტერესის - ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.“
განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი რომელიმე სანებართვო პირობის დარღვევა, მან კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყო მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება, ასევე, არ დაუშვა საქონელზე კონტროლის დაკარგვა, მისი უკანონოდ გადაცემა, გაგზავნა. შესაბამისად, არ დგინდება მხარის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
4. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 207-ე, 214-ე, 218-ე, 269-ე, 290-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8, მე-16 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმების მიხედვით კანონმდებელი სწორედ საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს მიიჩნევს ვალდებულად საქონლის დროებით შენახვისას საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა განახორციელოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადით“. განაცხადი ივსება ელექტრონულად, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, A-------ში დაშვებული პირის მიერ, რომელიც განსახილველ შემთხვევაში საბაჟო საწყობია. რამდენადაც ფორმალურად საბაჟო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რაოდენობა არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად გატანილი საქონლის რაოდენობას და აღნიშნული ვალდებულება სს „ლ--–ო---ის“ მიერ ვერ/არ იქნა შესრულებული, რაც თავისთავად წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - საბაჟო საწყობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება შეესაბამება დღეს მოქმედ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ არ იკვეთება სს „ლ--–ო---ის“ ბრალი და რომ შეცდომა გამოწვეული იყო „A---------ს“ წარმომადგენლის ქმედებით, ვერ იქნება გაზიარებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობი არის საბაჟო კონტროლის ზონა, შესაბამისად, ნებართვის მქონე პირი ვალდებულია უზრუნველყოს მის საწყობში არსებული საქონლის მოძრაობის სიზუსტის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო, რომელიც უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლ--–ებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სს „ლ--–ო---ის“ მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისა და საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენა. კერძოდ, 2016 წლის 1--------ს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სს „ლ--–ო---ის“ მიმართ შედგენილ იქნა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 4 000 (ოთხიათასი) ლარით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ჟ“ პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობა. საბაჟო საწყობ W-------------დან დროებითი შენახვის განაცხადიდან ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციით გატანილი იქნა 427 ყუთი ალკოჰოლური სასმელი. დანიშნულების ადგილზე მიტანისას გაირკვა, რომ რეალურად საბაჟო საწყობიდან გატანილი იყო 257 ყუთი, ხოლო--70 ყუთი ისევ ინახებოდა საბაჟო საწყობში. აქედან გამომდინარე, საბაჟო საწყობმა არაჯეროვნად შეასრულა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. ამდენად, მოცემული მუხლით გათვალისწინებულია რა პასუხისმგებლობა საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისთვის, პირის დაჯარიმებამდე ზუსტად უნდა განისაზღვროს, კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელი სანებართვო პირობა იქნა დარღვეული. შესაბამისად, ვინაიდან მოცემული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და მიუთითებს კანონმდებლობაზე, გადამხდელის ინტერესთა სრულყოფილად დაცვის, სამართალდარღვევის გამოვლების კანონიერების შემოწმების, დარღვევის ფაქტის დადგენისა და სანქციის გამოყენების მიზნების უზრუნველსაყოფად მსგავს შემთხვევებში შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ნათელი და გასაგები გახდეს, პირის კონკრეტულად რომელი ქმედებით და კანონის კონკრეტულად რომელი დანაწესის დარღვევას ჰქონდა ადგილი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 1------------–- „A--------ის” კუთვნილ, სს „ლ--–ო---ის” საბაჟო საწყობში განთავსებულ, 427 ყუთ ალკოჰოლურ სასმელზე, საქონლის სომხეთის რესპუბლიკაში გასაგზავნად, გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა D--- (1--------------16 წ.) და იმავე დღეს მოხდა დროებითი შენახვის განაცხადის დასრულება (შეფასება A----), ხოლო D--- აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებულმა საქონელმა, საქართველოს საბაჟო ტერიტორია დატოვა 2016 წლის 1-----------ლს საბაჟო გამშვებ პუნქტ „ს------–--ს“ გავლით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ D--- აღრიცხვის მოწმობა გამოიწერა 427 ყუთზე, გაგზავნილი იქნა 257 ყუთი ალკოჰოლური სასმელი, ხოლო დანარჩენი 170 ყუთის შენახვა კვლავ განაგრძო მოსარჩელემ. სწორედ აღნიშნული ქმედება იქნა მიჩნეული საგადასახადო ორგანოს მიერ სამართალდარღვევად, ხოლო დარღვევის ნორმატიულ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ჟ“ პუნქტი.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლით დადგენილია სანებართვო პირობები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს ნებართვის მფლობელმა, ხოლო ამავე მუხლის „ჟ“ პუნქტის მიხედვით კი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტიც მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებას აკეთებს კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების თაობაზე და მხოლოდ მის საფუძველზე ვერ გახდება ნათელი, რომელი კანონისმიერი ვალდებულება იქნა დარღვეული.
სადავო საკითხის შესწავლისას საგულისხმოა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის სადავო შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა „A--------ის” წარმომადგენლის 2016 წლის 1-----------–-ს №2------------- განცხადების საფუძველზე, სადაც მან განმარტა, რომ მისი შეცდომით D--- აღრიცხვის მოწმობაში მითითებული საქონლის ნაცვლად გატანილი იქნა 257 ყუთი ალკოჰოლური სასმელი და 2016 წლის 2-----------–ის განცხადებით მან აღრიცხვის მოწმობაში ცვლ--–ების შეტანა მოითხოვა. დადგენილია, ასევე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს 2016 წლის 2-----------–ის №2------------- წერილის პასუხად, სს „ლ--–ო---მა“ 2016 წლის 2-----------–ის №5------- წერილით განმარტა, რომ C--------------- დროებით შენახვის განაცხადით დასაწყობებული 170 ყუთი ალკოჰოლური სასმელი კვლავ ინახება საბაჟო საწყობში. შესაბამისად, მხარეებმა თავად მიმართეს სსიპ შემოსავლების სამსახურს, ამასთან, საბაჟო საწყობმა უზრუნველყო მარაგის შენახვა, დაცვა, დაუდასტურა საგადასახადო ორგანოს მარაგის არსებობა და საქონლის გაშვება მოხდა მხოლოდ დაკორექტირებული აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ტვირთის საწყობიდან გატანას ახორციელებს დეკლარანტი, საბაჟო ოპერაციის განხორციელების სისწორეზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ხოლო კანონით დაშვებულია საბაჟო დეკლარაციის/აღრიცხვის მოწმობის კორექტირება, რაც განხორციელდა განსახილველ შემთხვევაში, ხოლო საწყობმა უზრუნველყო საქონლის შენახვა სწორედ კორექტირებული დოკუმენტის წარდგენამდე, ამასთან, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე, გაუგებარია კონკრეტულად რომელი სანებართვო პირობა დაარღვია მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხე მიუთითებს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ნორმებზე - უფლება-მოვალეობების ჯეროვან განუხორციელებლობაზე. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, წარმოშობს დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობით. ამდენად, თუკი საგადასახადო ორგანო აპელირებს მასთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებაზე, აღნიშნულისთვის კანონით პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ დეკლარანტს, ამასთან, კანონი საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებას, არამედ პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია შესაბამისი შედეგის დადგომა - საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული გამოწვეული იქნა სწორედ საბაჟო საწყობის მიერ კორექტირებული აღრიცხვის მოწმობამდე საქონლის დაცვითა და შენახვით.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 2--------–ის №4---------- სამსახურებრივი ბარათში მითითებულია, რომ სს „ლ--–ო---ის“ მხრიდან დაირღვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობები, კერძოდ, აღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საბაჟო საწყობმა უნდა განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვა. სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის შემდგომ საქონლის შენახვა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, რადგან აღნიშნული მუხლის „ე.გ.“ ქვეპქუნტით დადგენილია საბაჟო საწყობის მოვალეობა, რომ მოახდინოს იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია. ამდენად, აღნიშნული მუხლებით დადგენილია საწყობის მიერ საქონლის შენახვის ვალდებულების ჯეროვანი განხორციელება, რომელიც სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დროით არ არის შემოფარგლული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი რომელიმე სანებართვო პირობის დარღვევა, მან კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყო მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება, ასევე, არ დაუშვა საქონელზე კონტროლის დაკარგვა, მისი უკანონოდ გადაცემა, გაგზავნა. შესაბამისად, არ დგინდება მხარის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა. ასევე, დაუსაბუთებელია სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ სამართალდარღვევა გამოიხატა ფორმალურად ნაჩვენებ და ფაქტობრივად გატანილ საქონელს შორის სხვაობით, რაც საფრთხეს უქმნის საგადასახადო ორგანოთა მიერ კონტროლის განხორციელებას, რადგან საგადასახადო კონტროლის განხორციელებას სადავო შემთხვევაში ხელი არ შეშლია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი სწორად გადაწყვიტა, რადგან არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი გათავისუფლებული არის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლეები: თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე