განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
010100115001030140
ინსტანცია
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115001030140

№1/ბ-741-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------- მ-----ის ძე ნ-----ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ქ--------ი.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით მ--------- ნ-----მ ჩაიდინა სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 23 მაისს, ქ.ბათუმში, შ-----------------–-------------ში მდებარე მშენებარე ობიექტზე ბურღვითი სამუშაოების წარმოების ადგილას, სამუშაოთა მწარმოებელმა მ--------- ნ-----მ ვერ უზრუნველყო შრომის უსაფრთხოების წესების სათანადო დაცვა, კერძოდ, არ განახორციელა სათანადო კონტროლი სამუშაოების წარმოებისას და სათანადოდ არ მოაწყო სამუშაო ადგილი, რის გამოც იქ მომუშავე რ----–-- ს---------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მ--------- ნ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პაატა ცეცხლაძის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ მ--------- ნ-----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ რ----–-- ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წელს მუშაობდა სამშენებლო კომპანია „ბაუერ ჯორჯიაში“ მუშად. აღნიშნული კომპანია ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე აშენებდა სასტუმროს, სადაც იყო დასაქმებული. 2013 წლის 23 მაისს, ჩვეულებრივად იმყოფებოდა სამუშაოზე. შუადღისას, სადილის შემდეგ გამოვიდა სასადილოდან. ტანზე ეცვა სამუშაო ფორმა. მშენებლობაზე მიმდინარეობდა ფუნდამენტის მბურღავი სამუშაოები. ოპერატორმა უბრძანა გადაეხსნა საბურღი მილის ტრუბები, რომლითაც ბეტონს ასხამდა შიგნით და ბეტონი არ გადიოდა იქეთ აქეთ. ოპერატორმა უბრძანა გადაეხსნა ეს ტრუბები და გაეთავისუფლებია ტექნიკა. ოპერატორმა ყურადღება აღარ მიაქცია და ასწია 29 ტონა. რომ წაიღო, ამ დროს იდგა ტროსს და ამწეს შუაში და რომ მიხვდა რაღაც მოხდებოდა, ეცადა ტანი გაეწია, რაც მოასწრო, მაგრამ მარჯვენა ფეხი დარჩა. ატყდა ყვირილი, თუმცა ოპერატორმა ვეღარც პულტით და ვეღარც ისე ვერ შეძლო გაჩერება და მოიმწყვდია ფეხი. დაცული ფეხსაცმელი ეცვა, მაგრამ რკინამ არ გაუძლო. უბრძანეს ოპერატორს, რომ აეწია ამწე. ასწია, მაგრამ რკინამ ფეხის ქუსლი მოაჭრა. იქვე დაკარგა გონება, აზრზე მოვიდა გზაზე რომ გაიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, მაგრამ უფროსებმა არ ჩასვეს სასწრაფო სამსახურის მანქანაში, ასე გაიძახოდნენ პოლიცია მოვა ობიექტზე, ყველაფერს შეამოწმებენო და წაიყვანეს იოსებ ვარშანიძის მანქანით. ისევ დაკარგა გონება. აზრზე რომ მოვიდა უკვე ოპერაცია ქონდა გაკეთებული. სანამ აზრზე მოვიდოდა, მის ძმას უთხრეს, რომ ექიმებისთვის ეთქვა თითქოს თავისი დაუდევრობით მოუვიდა ეს დაზიანება. მანქანის საბურავი დაეცა ფეხზე და არ ეთქვა სიმართლე. რცა ექიმი შევიდა ისტორიის შესავსებად, მისმა ძმამ მიწერა ტელეფონზე, რომ მისი უფროსები გარეთ იყვნენ, ეპატრონებოდნენ და გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდნენ, თუ კი იტყოდა რომ თავისი დაუდევრობით მოხდა ყველაფერი. ასეც მოიქცა. მკურნალობდა და კასტილებით დადიოდა. 2 თვის გასვლის შემდეგ სამუშაოზე დაუძახეს. ექიმების მიერ აკრძალული ქონდა მუშაობა, მაგრამ მაინც გავიდა, მოსთხოვეს ტრაქტორზე დამჯდარიყო და ბეტონით სავსე მანქანები დაეცალა. დაიწყო მუშაობა. საღამოს ფეხი გაუსივდა, ფეხსაცმელი ვერ გააძვრეს. აღმოჩნდა, რომ ინფექცია შეეჭრა. შემდეგ თურქეთში წაიყვანეს სამკურნალოდ. იქ იმკურნალა. ინფექცია ჩაცხრა. ექიმები კიდევ დარჩენას და მკურნალობის გაგრძელებას ითხოვდნენ, მაგრამ უფროსებმა არ დატოვეს, რადგან მკურნალობა ძვირი ჯდებოდა. საქართველოში რეფერალურ საავადმყოფოში დადიოდა თავის ექიმთან. საბოლოოდ გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. ფულად დახმარებას აძლევდნენ ყოველთვიურად. შემდეგ ისიც შეუწყვიტეს. დღეის მდგო----ეობით, მისი ჯანმრთელობის მდგო----ეობა ისევ არ აძლევს მუშაობის საშუალებას. სარჩენი ჰყავს ოჯახი და ითხოვს მ--------- ნ-----საგან და კომპანიისაგან ზიანის ანაზღაურებას.

მოწმის სახით დაკითხული სასტუმროს მშენებლობაზე უსაფრთხოების უფროსის - ო---- ზ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 23 მაისს, ქ.ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობაზე ბურღვითი სამუშაოების წარმოების ადგილას, სამუშაოთა მწარმოებელი და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი იყო მ--------- ნ-----.

მოწმის სახით დაკითხული იმედა ვარშანიძის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობდა მუშად რ----–-- ს---------ესთან ერთად, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობაზე, სადაც სამუშაოთა მწარმოებელი, ბრიგადირი იყო მ--------- ნ-----.

სამედიცინო ექსპერტიზის 2014 წლის 16 აპრილის N0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, რ----–-- ს---------ემ 2013 წლის 23 მაისს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მიმართა შპს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის მრავლობითი ჭრილობები, მე-5 მეტატარზალური ძვლის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა. არსებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა, ღ-------ი უ-----–---–მა.

საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 05 მაისის N0-------- დასკვნის თანახმად, 2013 წლის მაისის თვეში, როცა დაზარალებულმა რ----–-- ს---------ემ ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე შპს ,,ჯ-----------------ის'' მშენებარე ობიექტზე მიწის სამუშაოების მბურღავ ტრაქტორზე მუშაობისას მიიღო სხეულის დაზიანება, დარღვეული იყო ნორმატივის „СБОРНИК ТИПОВЫХ ИНСТРУКЦЙЙ по охране труда в строительстве - ის ИНСТРУКЦЙЙ N15 ПО ОХРАНЕ ТРУДА ПРИ БУРЕНИИ СКВАЖИН - ის N31 პუნქტის მოთხოვნები, რაც იმაში მდგო----ეობს, რომ როცა საბურღი დანადგარის ოპერატორმა რ----–-- ს---------ეს დაავალა მილის მოხსნა, არა თუ გათიშა დანადგარი, არამედ ასწია ბურღი, რა დროსაც დაზარალებულმა რ----–-- ს---------ემ მიიღო ფეხის ტრამვა, ასევე დარღვეული იყო N15 ინსტრუქციის N15 პუნქტის მოთხოვნა, რაც იმაში მდგო----ეობს, რომ რ----–-- ს---------ე მილის მოხსნას აწარმოებდა არა ფენილზე დგომით, რომელიც საერთოდ არ იყო მოწყობილი, არამედ საბურღი დანადგარის მოძრავ ელემენტზე დგომით, რამაც განაპირობა მისი სხეულის დაზიანება, ვინაიდან ოპერატორმა არ გათიშა საბურღი დანადგარი. სამუშაოთა მწარმოებელს სამშენებლო სამუშაოებზე უნდა გაეწია ხელმძღვანელობა მის უბანზე და უნდა შეექმნა სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების პირობები. თვით დაზარალებულ რ----–-- ს---------ეს სამუშაო უნდა ეწარმოებინა სამუშაოთა მწარმოებლის დავალებით. უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНИП III-4-80-ის N1 დანართის N3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ევალება უფროსს. ამავე დანართის N4 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მთავარ ინჟინერს ევალება უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია. ამავე დანართის N12 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალოდ კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადის ოსტატს) მასზედ განპიროვნებული უბნის ფარგლებში.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ექსპერტ გურიელ წურწუმიას გამოკითხვის ოქმი, რომელიც განმარტებულია, რომ სამუშაოთა მწარმოებელი მასზე განპიროვნებულ უბანში ვალდებული იყო პირადად ეხელმძღვანელა შესასრულებულ სამუშაოებზე და გაეკონტროლებინა ყველა სამუშაოს შემსრულებელი პირი ანუ მუშა და სამუშაო შეესრულებინა უსაფრთხოების წესების დაცვით. თუ სამუშაოთა მწარმოებელი მშენებარე ობიექტიდან გავიდოდა სამუშაოთა წარმოების მიმდინარეობის დროს, მაშინ მოვალეობა შესასრულებელ სამუშაოებზე შეეძლო დაეკისრებია ოსტატისათვის ან ოსტატ ბრიგადირისათვის, თუ ასეთი ირიცხებოდა მის სამუშაო უბანში. ოსტატი ან ოსტატ ბრიგადირი უნდა ყოფილიყო გაცნობილი შესასრულებელ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებს. თუ ასეთი პირი არ ჰყავდა, მაშინ სათანადო განათლების არმქონე პირისათვის არ შეეძლო დაევალებინა სამუშაოების შესრულება. სამუშაოთა მწარმოებელი თავისი თანამდებობრივი მოვალეობით ვალდებულია პირადად უხელმძღვანელოს სამშენებლო სამუშაოებს და კონტროლი გაუწიოს მუშების მხრივ სამუშაოთა უსაფრთხოების წესების დაცვით შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, რ----–-- ს---------ეს სამუშაო უნდა შეესრულებინა სამუშაოთა მწარმოებლის ან ოსტატ-ბრიგადირის დავალებით. მბურღავ-ოპერატორს არ უნდა დაევალებინა რ----–-- ს---------ისათვის მბურღავი აპარატის ელემენტის მოხსნა, არამედ მას უნდა მიემართა სამუშაოთა მწარმოებლისათვის, ოსტატისათვის ან ოსტატ-ბრიგადირისათვის მბურღავ დანადგარის ელემენტის მოხსნისათვის, ხოლო ყველა შემთხვევაში, როცა რ----–-- ს---------ე შეუდგებოდა მბურღავი დანადგარის ელემენტის მოხსნას, მაშინ ოპერატორს აუცილებლად უნდა გაეთიშა მბურღავი დანადგარი. იმ შემთხვევაში, როცა საქმის მწარმოებელი იმყოფება სამშენებლო ანუ მშენებარე ობიექტზე, ის ვალდებულია პირადად უხელმძღვანელოს ყველა სამუშაოს და გააკონტროლოს, რომ მუშებმა სამუშაოები შეასრულონ უსაფრთხოების წესების დაცვით და ამისათვის საქმის მწარმოებელს არავის მითითება არ ესაჭიროება და არც დავალება. აღნიშნულზე ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი.

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--------- ნ-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

მსჯავრდებულ მ--------- ნ-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ--------- ნ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი მ--------- ნ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად:

მ--------- ნ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე