განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002824197
№1/ბ-527-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის
ადვოკატის - დ----- ბ------ის
გამართლებულის - ი----ა ბ----–--ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----ა ა----ს ძე ბ----–--ის მიმართ, დაბადებული:1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ----------–---–ის ქუჩა N1----.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი----ა ბ----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 დეკემბერს დაახლოებით იქნებოდა 17:00-დან 18:00 საათამდე ქუთაისი რ.თ------–---–ის ქუჩა N1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, ი----ა ბ----–--ემ მეუღლეს მ-----–ი ც-–--–--ეს ფეხი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 02 იანვარს ქუთაისი რ----------–---–ის ქუჩა N1-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, ი----ა ბ----–--ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს მ-----–ი ც-–--–--ეს მოქაჩა თმებში, ასევე ჩიჩილაკი დაარტყა თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით ი----ა ბ----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი----ა ბ----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ი----ა ბ----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - დ----- ბ------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის ახლო ნათესავებმა ბრალდებულ ი----ა ბ----–--ის მეუღლემ - დაზარალებულმა მამ-----–ი ც-–--–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული ნ-----ო ბ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ დილით მისი შვილი ი----ა ბ----–--ე მივიდა მასთან და უთხრა, რომ ბავშვს ჰქონდა მაღალი სიცხე და ესაჭიროებოდა წამლები, მაღალი ტემპერატურა წინა დღითაც ჰქონია, თუმცა სიცხის დამწევის მიღების შემდეგ დაბლა უწევდა. იმის გამო, რომ მოწმეს არ ჰქონდა ფული, პენსიის ასაღებად წავიდნენ ის და მისი შვილი ი----ა, თუმცა, ბანკი დაკეტილი დახვდათ, რის გამოც დაბრუნდნენ შინ და წამლებისათვის საჭირო თანხა გამოართვა მის გოგოს ლ--------–--ეს, რომელიც მასთან სტუმრად იყო ჩამოსული. ამის შემდეგ მან იყიდა ბავშვისათვის საჭირო მედიკამენტები. ი----ა ბ----–--ის შვილებიდან ბიჭს ჰქონდა მაღალი სიცხე, ხოლო გოგოს ახველებდა, თუმცა, ამის მიუხედავად რძალი - მ-----–ი ც-–--–--ე სთხოვდა მეუღლეს, რომ გაეშვა ის ოზურგეთში ავადმყოფ ბავშვებთან ერთად. ამის თაობაზე მეუღლეებს მოუვიდათ შეკამათება. მოწმე ნ-----ო ბ----–--ე ცდილობდა რძლის დაწყნარებას, თუმცა, უშედეგოდ. მ-----–ი ც-–--–--ემ შეაფურთხა მას და უთხრა: რა ბებია და ბაბუ ხართ, ფულს არ აძლევთ შვილიშვილსო. ი----ა ბ----–--ე მოუწოდებდა ცოლს, რომ დაწყნარებულიყო, მაგრამ მ-----–ი ც-–--–--ე ბავშვებიანად წავიდა სახლიდან. მეორე დღეს მასთან სახლში მოვიდნენ პოლიციის მუშაკები და მოახდინეს სახლის დათვალიერება და სურათების გადაღება. 2018 წლის 19 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ამ დღეს არაფერი არ მომხდარა, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა და არც ფიზიკური შეურაცხყოფა ი----ა ბ----–--ეს და მ-----–ი ც-–--–--ეს შორის არ ყოფილა. მისი რძლის მხრიდან ადრეც იყო ჩივილი თითქოს ი----ამ იძალადა მასზე, თუმცა, ამ საქმეზე ი----ა ბ----–--ე გამართლდა.
მოწმის სახით დაკითხული ა---- ბ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 იანვარს დილით გარეთ იმყოფებოდა, მასთან მეუღლე მოვიდა და უთხრა, რომ შვილიშვილს სჭირდებოდა წამლები, რადგანაც სიცხიანი იყო, თავად თანხა არ ჰქონდა, თუმცა, იშოვეს და შეიძინეს საჭირო მედიკამენტები. ამის შემდეგ მისმა რძალმა მ-----–ი ც-–--–--ემ განაცხადა, რომ სურდა წასვლა ოზურგეთში, რაზეც მოხდა შეწინააღმდეგება. ამაზე მ-----–ი ც-–--–--ე გაბრაზდა, ისტერიკები მოაწყო, ნაძვის ხე და ჩიჩილაკი გადმოაგდო, საბოლოოდ, ბავშვებს მოკიდა ხელი და გამოვიდა სახლიდან, თან ახლდათ თავად მოწმე ა---- ბ----–--ე, თუმცა, ცოტა ხანში მან დაკარგა მხედველობიდან მ-----–ი და მისი შვილიშვილები, როგორც შემდეგ გაარკვია, მისი რძალი მისულა პოლიციის განყოფილებაში და საჩივარი დაუწერია. 3 წლის უკან კიდევ იყო ასეთი ფაქტი, როცა ი----ას ბრალდებოდა ძალადობა. 02 იანვარს სახლში იმყოფებოდნენ თავად ა---- ბ----–--ე, მისი მეუღლე ნ-----ო ბ----–--ე, შვილი და სიძე ლია და ანზორი, ი----ა ბ----–--ე, მ-----–ი ც-–--–--ე და ორი შვილიშვილი. 2018 წლის 19 დეკემბერს არანაირი შემთხვევა ი----ა ბ----–--ეს და მ-----–ი ც-–--–--ეს შორის არ მომხდარა.
მოწმის სახით დაკითხული ლ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 იანვარს ის იმყოფებოდა მის მშობლებთან, მეუღლესთან, რძალთან მ-----–ისთან და ძმასთან ი----ასთან ერთად სახლში, ქუთაისში თ------–---–ის ქუჩა N14-ში. კონფლიქტი მოხდა ოზურგეთში წასვლასთან დაკავშირებით, მის რძალს მ-----–ის სურდა წასულიყო იმ დღესვე დედამისთან. ამის გამო ჩხუბობდა. თუმცა, მისმა ძმამ, ისევე როგორც იქ მყოფმა სხვა ოჯახის წევრებმა დიდი მოთმინება გამოიჩინეს და მათი მხრიდან რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მან დედამისს მისცა 38 ლარი, რითაც მედიკამენტები შეუძინეს მის ძმისშვილს, რომელსაც ჰქონდა სიცხე. მეტი ფული მათ არ ჰქონდათ, ხოლო მ-----–ი ც-–--–--ეს კი სურდა, რომ იმ დღესვე წასულიყო ოზურგეთში დედამისთან, ი----ას გარეშე. 2018 წლის 19 დეკემბერს არ იმყოფებოდა მისი ძმის ოჯახში და ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცის.
მოწმის სახით დაკითხული ანზორ ხუბუკელაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 იანვარს ის იმყოფებოდა სიმამრის სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი სიმამრი, სიდედრი, მეუღლე, ცოლისძმა, რძალი და ბავშვები. დილიდან მ-----–ი ც-–--–--ე გაღიზიანებული სთხოვდა მის მეუღლეს ი----ა ბ----–--ეს, რომ გაეშვა ის ოზურგეთში. მან და მისმა მეუღლემ თანხა მისცეს მათ, რათა ბავშვებისათვის, რომლებიც ავად იყვნენ შეეძინათ მედიკამენტები. მ-----–ი ც-–--–--ე კიოდა და წიოდა იმის გამო, რომ ფულს არ აძლევდნენ წასასვლელად. ის ძალიან ცუდი სიტყვებით მიმართავდა ყველას. ოჯახის წევრებმა დარეკეს მ-----–ის მამასთან, რომ ჩამოსულიყო და დაეწყნარებინა მისი შვილი მ-----–ი ც-–--–--ე, რომელიც შეპირდა, რომ ჩამოვიდოდა, თუმცა, არ ჩამოსულა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მ-----–ი მის შვილებთან ერთად წავიდა სახლიდან და პოლიციაში დაწერა საჩივარი ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ი----ა ბ----–--ის მხრიდან რაიმე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მ-----–ი ც-–--–--ის მიმართ არ ყოფილა.
საქმეში წარმოდგენილი N3--- 02/01/2019 წლის 20:03 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც დაზარალებული მ-----–ი ც-–--–--ე 5-------- ტელეფონის ნომრიდან რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განაცხადა, რომ მასსა და მის ორ არასრულწლოვან შვილზე ძალადობს ოჯახი, რის გამოც ახლა დგას სადარბაზოში, არ სურს პოლიციის ჩართულობა და მათი ადგილზე მისვლა.
საქმეში წარმოდგენილი N4005 02/01/2019 წლის 20:18 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო სამსახურის (ქუთაისი) ,,109’’ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ. ედიბერიძემ ტელ: 5-------- აცნობა პოლიციის მეოთხე განყოფილებას, რომ ქუთაისში თ------–---–ის ქუჩა N1-----ში ი----ა ბ----–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (მეუღლეს) მ-----–ი ც-–--–--ეს.
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად - ,,02.01.2019წ. 23:44-23:50 სთ- ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ-----–ი ც-–--–--ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რა დროსაც ი----ა ბ----–--ის სახლიდან ამოღებული იქნა ჩიჩილაკი, არ შეიცავს რაიმე მონაცემებს დაზარალებულზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულია 2019 წლის 02 იანვარს 23:34 საათზე - შესამოწმებელი პირი ი----ა ბ----–--ე იმყოფება ფხიზელ მდგომარეობაში.
საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ნარკოლოგიური შემოწმების №8--- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულია 2019 წლის 03 იანვარს - შესამოწმებელ პირს ი----ა ბ----–--ეს რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა და არც კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ.
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით N0----- ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2019 წლის 02 იანვარს, დაზარალებულ მ-----–ი ც-–--–--ის განმარტებით, მისმა მეუღლე ი----ა ბ----–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ორდერის თანახმად ი----ა ბ----–--ეს აეკრძალა მ-----–ი ც-–--–--ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
სააპელაციო პალატას ი----ა ბ----–--ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ი----ა ბ----–--ის მიერ, მეუღლის - მ-----–ი ც-–--–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან დაზარალებულმა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
მართალია საქმეში არსებობს შეტყობინებები, შემაკავებელი ორდერი და ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ი----ა ბ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება არ არის პირდაპირი.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი ი----ა ბ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ი----ა ბ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი----ა ბ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი----ა ბ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 02 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ი----ა ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს (ზ-------------ეს პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
გამართლებულ ი----ა ბ----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩიჩილაკი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე