განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100119003035609
№1/ბ-725-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–ის
ადვოკატის - რ---- ზ----–---–ის
გამართლებულის - დ----- მ--–--------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ბ----ს ძე მ--–--------ის მიმართ, დაბადებული:1--------- წელი, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ცაგერის მუნიციპალიტეტი, ეგ.ნ----–---–ის ქ.N15.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- მ--–--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 0830 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში, თ--- მ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, დ----- მ--–--------მა ჩაიდინა ძალადობა ბებიის - დ--–- უ-------–--ის მიმართ, კერძოდ ამ უკანასკნელზე უმიზეზოდ განაწყენებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და ამასთან ხელის კვრით გულაღმა წააქცია მიწაზე. დ----- მ--–--------ის ქმედების შედეგად დ--–- უ-------–--ემ წელის არეში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დ----- მ--–--------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ----- მ--–--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი, არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ დ----- მ--–--------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - რ---- ზ----–---–ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის ახლო ნათესავებმა ბრალდებულ დ----- მ--–--------ის ბებიამ - დაზარალებულმა დ--–- უ-------–--ემ და მოწმე ბ---- მ--–--------მა - ბრალდებულის მამამ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული თ------ მ-------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში არასრულწლოვან შვილებთან გ---–- და მ----- მ--–--------ებთან და დედამთილ - დ--–- უ-------–--ესთან ერთად. მეუღლე გარდაეცვალა 2019 წლის იანვარში. დედამთილს, დ--–- უ-------–--ეს აქვს ძალიან რთული ხასიათი. დღიდან ოჯახში მისვლისა, 19 წლის მანძილზე, მის მიმართ მუდმივად გამოხატავს უკმაყოფილებას. უმიზეზოდ ეჩხუბება და აყენებს შეურაცხყოფას. კონფლიქტურია მეზობლებთან, რომლებიც წლების მანძილზე ენდუროდნენ და შეურიგდნენ შვილის გარდაცვალების შემდეგ. დ--–- უ-------–--ეს ჰყავს მეორე ვაჟი- ბ---- მ--–--------ი, რომელიც ცხოვრობს ცაგერში ოჯახთან ერთად. ბოლო დროს დ--–- უ-------–--ე განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა, აუტანელი ქცევის გამო ნათესავებს სთხოვა დახმარება, ან წაეყვანათ, ან შეეჩერებინათ მისი ასეთი ქცევა. 12 მაისს, დილით, მათთან მივიდა მეუღლის ძმა ბ---- მ--–--------ი, შვილთან, დ----- მ--–--------თან ერთად. მიესალმნენ ერთმანეთს და დაიწყეს საუბარი. ამ დროს მისმა დედამთილმა დ--–- უ-------–--ემ დაიწყო ყვირილი, წყევლა და უცენზური სიტყვებით მისი მოხსენიება. დ----- მ--–--------ი გარეთ გავიდა და სთხოვა გაჩუმებულიყო. ის კი ყვირილით წავიდა მეზობლის, თ--- მ--------–---–ის სახლისკენ. დ-----მა სთხოვა უკან დაბრუნებულიყო და გაჰყვა მას. როცა ბ---- და ის სახლიდან გამოვიდნენ, დ--–- უ-------–--ე მიწაზე იჯდა. იქვე, მოშორებით იყო დ----- მ--–--------ი და თ--- მ--------–---–ი. დ--–- ადგა და მას წყევლითა და ლანძღვით გაჰყვა, თან პოლიციაში დარეკვით იმუქრებოდა. დ--–- სხვის წინაშე ხშირად თამაშობს რომ თითქოს გული წაუვიდა. არის ნერვული. გავლილი აქვს მკურნალობის კურსი ფსიქიატრთან და ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე. დ----- მ--–--------ი მას არ შეხებია, მხოლოდ სთხოვდა გაჩუმებულიყო.
მოწმის სახით დაკითხული თ--- მ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დ--–- უ-------–--ის მეზობლად, რომელსაც ოჯახში ჰყავს რძალი - თ------ მ-------–---ი და ორი შვილიშვილი - გ---–- და მ----- მ--–--------ები. დ--–-ს რძალთან აქვს უკმაყოფილება. ის არის ნერვული, განსაკუთრებით შვილის გარდაცვალების შემდგომ. 12 მაისს, დილით ადრე შემოესმა ხმაური, რომელიც მოდიოდა დ--–- მ--–--------ის ეზოდან. გავიდა და დაინახა დ--–- უ-------–--ე- მ--–--------ი რომელიც მიწაზე იჯდა. იქვე იყო მისი შვილიშვილი დ----- მ--–--------ი. მათ შორის რა მოხდა არ იცის. არ დაუნახავს. მათი სახლები ერთმანეთთან ახლოს არის, ხმა ისმის, მაგრამ დანახვით ვერაფერს დაინახავდა. დ--–-ს აქვს ფეთქებადი ხასიათი.
მოწმის სახით დაკითხული ცაგერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ს--–---ე ს--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 მაისს, 112-ის სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოკითხული იქნა დ--–- უ-------–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ 12 მაისს, შვილიშვილმა, დ----- მ--–--------მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მის მიერვე იქნა შედგენილი დ----- მ--–--------ის დაკავების ოქმი, გამოიკითხა დ----- მ--–--------ი, რომელმაც განმარტა, რომ ბებიასა და ბიცოლას შორის არსებული კონფლიქტის გამო მამასთან ერთად ავიდა სოფელ ოყურეშში. უარყო დ--–- უ-------–--ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. მის მიერვე გამოიკითხენ მოწმეები თ------ მ-------–---ი, ბ---- მ--–--------ი, რომელთაც არ დაუნახავთ რა მოხდა ბებიასა და შვილიშვილს შორის, დ--–-ს სახლიდან გასვლის შემდგომ. ადასტურებენ, რომ დ----- მ--–--------ი ცდილობდა მის დამშვიდებას, რომ სთხოვდა ხმაური შეეწყვიტა. მან მომხდარის შესახებ გაიგო 112–დან მიღებული ინფორმაციისა და დ--–- უ-------–--ისაგან.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად მოწმეთა სიიდან ამოირიცხა ექსპერტი გიორგი გრიგოლაშვილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დ----- მ--–--------მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
2019 წლის 12 მაისს, 112–ზე შესული შეტყობინების თანახმად, შეტყობინება განახორციელა დ--–- უ-------–--ემ, რომ სოფელ ოყურეშში, მის ოჯახში არის კონფლიქტი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვს დახმარებას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 მაისის N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე დ--–- უ-------–--ის სხეულზე, გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სააპელაციო პალატას დ----- მ--–--------ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით დ----- მ--–--------ის მიერ, ბებიის - დ--–- უ-------–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან დაზარალებულმა არ მისცა ოჯახის წევრის - შვილიშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
მართალია საქმეში არსებობს შეტყობინების ოქმი, თუმცა ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ დ----- მ--–--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება არ არის პირდაპირი.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დ----- მ--–--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
დ----- მ--–--------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- მ--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ დ----- მ--–--------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - ,,112“ ოპერატიული მართვის სამმართველოდან მიღებული შეტყობინების აუდიოაჩანაწერი ერთ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე