განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
010142219700091016
ინსტანცია
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700091016

საქმე №1აგ/104-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ე-------------ის,მსჯავრდებულ - მ------------–---–ის მონაწილეობით,ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ე-------------ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ მ------------–---–ის (პ/ნ 4----------, დაბ. 2---------- მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ მ------------–---–ს შორის.

 

მ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მ------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება.

 

მ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

სასოფლო მეურნეობების შერჩევითი კვლევის 2009 წლის დასკვნითი და 2010 წლის საწყისი, ასევე, 2010 წლის პირველი და მეორე კვარტლების გამოკითხვების ჩატარების მიზნით, მ------------–---–ი დანიშნული იყო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ (ინტერვიუერად), რა დროსაც იგი ვალდებული იყო ჩაეტარებინა ინტერვიუები მეურნეობაში პირადად მისვლით.

 

მ------------–---–მა ინტერვიუერად დანიშვნის შემდეგ განიზრახა გაეყალბებინა სტატისტიკის სამსახურის მიერ დამტკიცებული კითხვარები, რომელთაც შემდგომში გასაღების მიზნით წარუდგენდა ამავე სამსახურს და მიიღებდა შრომით ანაზღაურებას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ინტერვიუერი მ------------–---–ი მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2010 წელს, საწყისი, პირველი და მე-2 კვარტლების გამოკითხვების პერიოდში არ მივიდა ქარელის რაიონის სოფელ ქ---------–---------------–---–-–- მდებარე სასოფლო მეურნეობებში და რესპოდენტებთან (მეურნეებთან) გასაუბრების გარეშე, თავად შეიტანა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა საკითხების ამსახველი ინფორმაცია კითხვარებში, რითაც მან დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მეურნე გ------------------ის გამოკითხვის კითხვარი ნომერ 0-----------------------–------------------------------–---–------------------------------------------------–---------------------------------- (პირველი კვარტალი).

 

2019 წლის 7 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ე-------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ პუნქტზე მითითებით, ითხოვა მსჯავრდებულ მ------------–---–ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან 2019 წლის 6 აგვისტოს გამოტანილი იქნა პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულ მ------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გაუქმდეს მ------------–---–ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

 

მ------------–---–ს მსჯავრი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვინაიდან 2019 წლის 6 აგვისტოს გამოტანილ იქნა პროკურორის დადგენილება, რომლის თანახმადაც მიჩნეულ იქნა, რომ სისხლის სამართლის N0-------- საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ მ------------–---–ის თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები, აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

 

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პროკურორის მიერ სასამართლოში შემოტანილ შუამდგომლობასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ე-------------ეს წარმოებაში ქონდა სისხლის სამართლის №0----------1 საქმე, ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ მ------------–---–ის მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მ------------–---–ის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები, გამოვლენილი იქნა ახალი გარემოებები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას ცნობილი არ იყო, კერძოდ:

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-----------------მ განაცხადა, რომ 2010 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში, მონიტორინგის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 2010 წლის ზაფხულში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის რეგიონში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ სასოფლო-სამეურნეო შერჩევითი გამოკვლევის ინტერვიუერების საველე სამუშაოების მონიტორინგში, რა დროსაც შეხება ჰქონდა ერთ-ერთ ინტერვიუერთან - მ------------–---–თანაც. ამ პერიოდში მონიტორინგის განყოფილება ახალი შექმნილი იყო, სამსახურს ჰქონდა ზემოაღნიშნული სამუშაოების ხარისხის ამაღლების სურვილი და ამ მიზნით ამოწმებდნენ ინტერვიუერების მუშაობას. ინტერვიუერებს ჰქონდათ ძირითადი კითხვარები, ხოლო მონიტორინგს - იქიდან ამონარიდი, რამდენიმე კითხვარი და ამ გზით ახდენდნენ გადამოწმებას. ინტერვიუერი სამჯერ უნდა მისულიყო თითოეულ ოჯახში. მოწმე იხსენებს, რომ ნამყოფია კო----–---–----------------------ის ოჯახებში, რისთვისაც ადრე არ მუქცევია ყურადღება. რომელიმე ინტერვიუერი თუ სამი მისვლიდან ერთხელ მაინც არ იყო მისული თითოეულ ოჯახში, ეს ითვლებოდა უკვე უხეშ დარღვევად და მას ჰქონდა დავალება, რომ მოეხდინა რეაგირება. ვინაიდან მის მიერ განხორციელებული მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ მ------------–---–ი არ იყო მისული ზემოაღნიშნულ ოჯახებში სამჯერ, მან გასცა შესაბამისი დასკვნა. მოწმემ განამრტა, რომ ოჯახში ყველა სრულწლოვან წევრს ეკითხებოდნენ - იყვნენ თუ არა მათთან ინტერვიუერები, თუმცა თუ არ იყო სახლში ყველა წევრი, დალოდების საშუალება არ ჰქონდათ და ვინც იყო, მხოლოდ მას ეკითხებოდნენ.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა---------–---–-ა განაცხადა, რომ 2010 წელს მათ ოჯახში მისული იყო მ------------–---–ი და გამოკითხვა აწარმოა სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მათთან მისული იყვნენ სტატისტიკის სამსახურის მონიტორინგიდან, რა დროსაც თავად სახლში არ იმყოფებოდა. მონიტორინგის თანამშრომლებს სახლში დახვდათ მისი დედამთილი - ც-–------------, რომელსაც განუმარტავს, რომ მ------------–---–ს არ იცნობდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, დადამთილმა უთხრა, რომ მოსულები იყვნენ და ხელი მომაწერინესო. მის კითხვაზე - თუ რაზე მოაწერინეს ხელი, დედამთილმა უპასუხა, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს კითხვაზე უპასუხა, რომ თვითონ იმ სახლში არ ცხოვრობდა, მ------------–---–ს არ იცნობდა და იმ სახლში არ უნახავს. სახლში იყო მოწმის მეუღლის ბაბუა - გ------------------ე, რომელსაც უთქვამს, რომ მ------------–---–ი ორჯერ იყო მისული მათ ოჯახში და ეს ინფორმაცია შეუტანიათ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დოკუმენტებში. მოწმის განმარტებით, მან მაშინვე უთხრა ოჯახის წევრებს, რომ მ------------–---–ი სამჯერ იყო მისული მათთან, რაც შეეხება გ------------------ეს, მას გონებრივი პრობლემები ჰქონდა და არ ახსოვდა მ------------–---–ის ვიზიტების რაოდენობა. მოწმემ დაადასტურა, რომ მ------------–---–ი ინტერვიუზე ნამდვილად იყო მათ ოჯახში მისული სამჯერ.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ------------–---–მა განაცხადა, რომ იცნობს მ------------–---–ს, რომელიც დაახლოებთ 8 წლის წინ, სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით აწარმოებდა გამოკითხვას და სტატისტიკურ აღრიცხვას. გამოკითხვების დასრულების შემდეგ კი მათთან მისულები იყვნენ მონიტორინგის თანამშრომლები, რომლებსაც აინტერესებდათ - იყო თუ არა მ------------–---–ი მათთან გამოკითხვაზე და რამდენჯერ. მონიტორინგის სამსახურის თანამშორმლებს თავად დახვდა სახლში და მათ განუცხადა, რომ მ------------–---–ი მათთან მისული იყო ერთხელ. მისი პასუხი თანამშრომლებმა ასახეს დოკუმენტებში, რაც დაუდასტურა. მ------------–---–მა განაცხადა, რომ მ------------–---–ი თავად ერთხელ ნახა, თუმცა როდესაც შემდგომში ოჯახში ისაუბრა ამ საკითხზე, მისმა მეუღლემ - გ---------------–---–მა უთხრა, რომ თავადაც ორჯერ შეხვდა მ------------–---–ს და მისცა ინტერვიუ, რისი შემსწრეც თავად (მ------------–---–ი) არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან არის დასაქმებული და ხშირად სახლში არ იმყოფებოდა, არ იცოდა, რომ მისი მეუღლე სხვა დროს კიდევ ორჯერ შეხვდა მ------------–---–ს. მოწმემ დაადასტურა, რომ მ------------–---–ი ნამდვილად სამჯერ იყო მისული მათ ოჯახში და ჩაატარა სრულყოფილი გამოკითხვა, თუმცა მონიტორინგის თანამშრომლების მისვლისას ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განაცხადა, რომ იცნობს მ------------–---–ს, რომელიც მათ სოფელში აწარმოებდა ინტერვიუებს. შემდეგში მასთან სახლში მისულან მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც შეხვდა მისი მეუღლე - მ------------–---–ი. ამ უკანასკნელს მონიტორინგის თანამშრომლებისთვის უთქვამს, რომ მ------------–---–ი მათთან ერთხელ იყო მისული. მოწმის განამრტებით, მისი მეუღლე ძირითადად იმყოფებოდა სამსახურში და არ იცოდა, რომ მ------------–---–ი სხვა დროსაც იყო მისული მათთან ორჯერ. გ---------------–---–მა დაადასტურა, რომ პირადად იგი მ------------–---–თან შეხვედრილი იყო ორჯერ, რა დროსაც მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო მისი მეუღლე ცალკე ერთხელ შეხვდა მ------------–---–ს. ამდენად, მოწმის განმარტებით იგი ნამდვილად სამჯერ იყო მათ ოჯახში ინტერვიუს წარმოების მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სასოფლო მეურნეობის შერჩევითი გამოკვლევის შტატგარეშე ინტერვიუერად. 2010 წლის პერიოდში შესწავლის საგანი იყო მეურნე და მეურნეობა. მ------------–---–მა დაადასტურა, რომ იგი როგორც გ------------------ის, ასევე გ---------------–---–ი ოჯახში სამჯერ იყო მისული გამოკითხვების საწარმოებლად. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალის აღიარებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას, მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილი მუშაობდა პოლიციაში, რომელიც დაიბარეს სამართალდამცავებმა და ესაუბრნენ მის საკითხზე. ამის გამო იძულებული იყო თანხმობა განეცხადებინა და ეღიარებინა დანაშაული, რაც სინამდვილეში არ ჩაუდენია.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილი იქნა სხვაგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ეჭვის ქვეშ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენით დაგენილად მიჩნეული ფაქტები.

 

გამოძიების პროცესში მოპოვებული და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ახალი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ მ------------–---–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მიუთითებდა მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე, წარმოდგენილი არ არის.

 

2011 წლის 15 აპრილის განაჩენის მიხედვით, მ------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი იმისათვის, რომ იგი, როგორც ინტერვიუერი, 2010 წელს, საწყისი, პირველი და მე-2 კვარტლების გამოკითხვების პერიოდში არ მივიდა ქარელის რაიონის სოფელ ქ---------–---------------–---–-–- მდებარე სასოფლო მეურნეობებში გ------------------ის და გ---------------–---–ის ოჯახებში და რესპოდენტებთან (მეურნეებთან) გასაუბრების გარეშე თავად შეიტანა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა საკითხების ამსახველი ინფორმაცია კითხვარებში, რითაც მან დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მეურნე გ------------------ის გამოკითხვის კითხვარი ნომერ 0-----------------------–------------------------------–---–------------------------------------------------–---------------------------------- (პირველი კვარტალი). ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კი დადგენილი იქნა სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას ზემოთხსენებული ორივე ოჯახის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ 2010 წელს ინტერვიუების წარმოებისას მ------------–---–ი ნამდვილად სამჯერ იყო მათთან მისული, რაც შეეხება მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მ------------–---–ი გ------------------ის სახლში ერთხელ იყო მისული, ხოლო გ---------------–---–თან - ორჯერ, მოწეებმა განმარტეს, რომ აღნიშნული განპირობებული იყო მონიტორინგის სამსახურიდან პირთა მისვლის მომენტისათვის ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაციის არარსებობით.

 

გ------------------ის ეპიზოდთან დაკავშირებით, მისი შვილიშვილის მეუღლემ - ა---------–---–-ა ცალსახად დაადასტურა, რომ მ------------–---–ი სამჯერ იყო მისული მათთან, რის შესახებაც მის დედამთილს იმ დღესვე განუმარტა, როდესაც შეიტყო, რომ მათთან სტატისტიკის მონიტორინგის სამსახურიდან იყვნენ მისულები. მოწმემ დაადასტურა, რომ მის დედამთილს - ც-–------------ს მ------------–---–ის ვიზიტებთან დაკავშირებით არ ექნებოდა ინფორმაცია, ვინაიდან იგი მათ სახლში არ ცხოვრობდა და როგორც მისთვის ცნობილია, ც-–------------მ ამის შესახებ განუცხადა კიდეც მონიტორინგიდან მისულ პირებს. რაც შეეხება გ------------------ის პასუხს, მოწმემ დაადასტურა, რომ მას ასაკიდან გამომდინარე, ჰქონდა გონებრივი პრობლემები და შესაძლებელია სრულყოფილად არ ახსოვდა, თუ რამდენჯერ იყო მათ ოჯახში მისული მ------------–---–ი სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუს წარმოების მიზნით.

 

აღნიშნული ეპიზოდის ანალოგიურად, კოკუაშვილების ოჯახის წევრებმა გ---------------–---–მა და მ------------–---–მა დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზე, რომ როგორც ერთმანეთთან საუბრის შემდეგ დაადგინეს, მ------------–---–ი ნამდვილად სამჯერ იყო მათთან მისული გამოკითხვის ჩასატარებლად, ორჯერ შეხვდა გ---------------–---–ს, ხოლო ერთხელ - მის მეუღლეს, მ------------–---–ს. ამ უკანასკნელმა კი მონიტორინგის სამსახურიდან მისულ თანამშრომლებს ინფორმაცია მიაწოდა მ------------–---–ის მხოლოდ ერთი ვიზიტის შესახებ იმის გამო, რომ მათი მისვლის დროს არ იცოდა მის დაუსწრებლად გ---------------–---–ი ორჯერ რომ იყო შეხვედრილი მ------------–---–თან.

 

რაც შეეხება მოწმე გოჩა ჭუმბურიძის ჩვენებას, რომლის მიერ 2010 წელს შედგენილი დასკვნაც გახდა მ------------–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, მოწმემ დაადასტურა, რომ როგორც მან ინტერვიუერების მუშაობის შესახებ მონიტორინგის წარმოებისას გამოარკვია, მ------------–---–ი კ------–---–-----------------------ს ოჯახებში არ იყო მისული სამჯერ, თუმცა მოწმეს არ ახსოვს აღნიშნული ფაქტის შესახებ გამოკითხვა უშუალოდ ვისთან აწარმოა და მან არ გამორიცხა, რომ მ------------–---–ის ვიზიტების თაობაზე ეკითხა არა ოჯახის ყველა წევრის, ადამედ მხოლოდ ერთისათვის. მოწმემ მიუთითა, რომ მონიტორინგის წარმოებისას თუ ოჯახში ყველა წევრი არ დახვდებოდა, დალოდების საშუალება არ ჰქონდათ და ვინც იყო ადგილზე, მხოლოდ მას ეკითხებოდნენ მათთან ინტერვიუერების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

 

აღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ცალსახად იბადება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ 2010 წელს მ------------–---–მა დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ: მეურნე გ------------------ის გამოკითხვის კითხვარი N0------- და მეურნე გ-------------–---–-- გამოკითხვის კითხვარები N0---------------------. აღნიშნული ეჭვი უნდა გაბათილდეს საქმეში არსებული რელევანტური მტკიცებულებების ობიექტური და ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი და კანონიერი განაჩენის დადგენა. მ------------–---–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე კი შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ------------–---–ის მიერ იმ დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

ამდენად, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კერძოდ: „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი; ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი; აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. მტკიცებულებების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის და სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატამ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, გამოიტანა სათანადო დასკვნები, რაც მდგომარეობს მასში, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არაა დადასტურებული მ------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის გამამტყუნებელ განაჩენში მ------------–---–ის მიმართ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე, 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ე-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განაჩენში მ------------–---–ის მსჯავრდების ნაწილში.

 

მ------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

მ------------–---–ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

ბესიკ ბუგიანიშვილი