განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100116001657473
საქმე №-1/ბ-778-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორების - მ------ ქ------ის, ილია ტორუას
ადვოკატის - კ------- ტ--------ს
მსჯავრდებულის - რ----- ნ-------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ნ-------ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ჭ-------–ი, ნ. ბ-------–---–ის პირველი ჩიხი N5;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- ნ-------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, მსხვერპილის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის 16 იანვარს, ზ------ ხ---- დაინიშნა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი-ინსპექტორის თანამდებობაზე, ზემოაღნიშნულ პერიოდში, ზ------ ხ----ს სამსახურებრივ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა ამავე სამსახურის უმცროსი-ინსპექტორი რ----- ნ-------, რომელსაც ზ------ ხ---- ხშირად აძლევდა შენიშვნებსა და გაფრთხილებებს, ამ უკანასკნელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, რის შემდეგაც მათ შორის ჩამოვარდა უთანხმოება, ხოლო რ----- ნ------- არაერთხელ დაემუქრა ზ------ ხ----ს მისი სიცოცხლის მოსპობით.
„შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლის საფუძველზე, შსს მინისტრის 2009 წლის 08 აგვისტოს ბრძანებით რ----- ნ-------, პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელის ჩადენის გამო გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
რ----- ნ-------მ, რომელიც განაწყენებული იყო ზ------ ხ----ზე, მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა ზ------ ხ----ს განზრახ მკვლელობა ამ უკანასკნელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, 2016 წლის 23 ივნისს, დილის საათებში, რ----- ნ------- გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა ზ------ ხ----ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შევიდა ეზოში, რის შემდგომაც გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დაუძახა ზ------ ხ----ს, რათა ეს უკანასკნელი გამოსულიყო ეზოში და რ----- ნ-------ს მისცემოდა საშუალება ახლო მანძილიდან განეხორციელებინა გასროლა ზ------ ხ----ს მიმართულებით, ამ უკანასკნელის ეზოში გამოსვლისთანავე, რ----- ნ-------მ განზრახ, მოკვლის მიზნით, ახლო მანძილიდან დამიზნებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას მუცლის არეში, რითაც ზ------ ხ----ს მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა იმაში, რომ ზ------ ხ----ს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ზ------ ხ---- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს რ----- ნ-------ს ქმედებებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით რ----- ნ------- დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებული, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ძებნილი მსჯავრდებული რ----- ნ------- დაკავებულ იქნა 2018 წლის 19 ნოემბერს.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი კ------- ტ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი რ----- ნ-------ს მიმართ და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი საქმის განხილვისას. მტკიცებულებათა ანალიზით აშკარაა, რომ მათ საფუძველზე არ დასტურდება ბრალდების მიერ რ----- ნ-------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს. რ----- ნ------- არის უდანაშაულო.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს კ------- ტ--------ს, რომლებმაც დააზუსტეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს უფრო მსუბუქი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი მსხვერპილის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ------ ქ------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა რ----- ნ-------ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (სასჯელის შემსუბუქების ნაწილში) შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერცახული დანაშაულის ჩადენა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ზ------ ხ----ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2009 წლის 12 ივლისიდან მუშაობს მუზეუმის დაცვის სამსახურში განყოფილების უფროსის მოადგილედ და იმ დღიდან იცნობს რ----- ნ-------ს, რომელიც მუშაობდა უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და იყო მისი ხელმძღვანელი. რ----- ნ-------ს ხშირად აძლევდა შენიშვნებს სამსახურებრივი დარღვევების გამო, (კერძოდ, ხშირად სამსახურში ცხადდებოდა ფორმის გარეშე და ნასვამ მდგომარეობაში) რაზეც რ. ნ-------ს ჰქონდა უარყოფითი რეაქცია, აღნიშნულის თაობაზე მან მოახსენა ხელმძღვანელობას და რ----- ნ------- დაიბარეს სამმართველოში ქ. თბილისში, დაბრუნების შემდეგ დაუწვა ავტომანქანა, რომლის მიზეზი იყო მისი სამსახურიდან დათხოვნა, თუმცა შემდეგ ზიანი აუნაზღაურა.
დაზარალებულის განმარტებით, დაახლოებით 2010-2011 წლებში რ----- ნ------- ასევე შეამჩნიეს მათ სოფელში, რის გამოც ნახა და გაესაუბრა თუ რა უნდოდა, ვინაიდან იყო მისი მხრიდან მუქარები შვილზე, მეუღლეზე, ოჯახის წევრებზე, რის შემდეგ პოლიციაც მიიყვანა და მათ ჩააბარა.
2016 წლის 23 ივნისს იმყოფებოდა სახლში, იქნებოდა დილის ოთხი საათი, როდესაც შემოესმა ძახილი და გავიდა გარეთ, სადაც ჭიშკრის გარეთ დაინახა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც სთხოვა ე.წ. ,,დომკრატი“ და გაემართა ეზოში არსებული ჭისკენ, რა დროსაც დაახლოებით 10 მეტრში შენიშნა რ----- ნ-------, რომელიც თოფს უმიზნებდა და პირდაპირ ესროლა, რის გამოც დაეცა. შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოაჩნდა შინაგანი ორგანოების დაზიანებები და გაუკეთდა ოპერაციები. ამჟამადაც მისი მდგომარეობა მძიმეა და აგრძელებს მკურნალობას, მუცლის ღრუში ახლაც აქვს საფანტები ჩარჩენილი. მისივე განმარტებით სროლის დროს მხედველობა ნორმალური იყო, ყველაფერი მოხდა წამებში. რ----- ნ------- სამსახურიდან წასვლას მას აბრალებდა.
დაზარალებულის განმარტებით იგი სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო, თორემ მიაჩნია, რომ რ----- ნ-------მ იგი სასიკვდილოდ გაიმეტა და მისი მიზანი სწორედ ის იყო, რომ მოეკლა იგი.
მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის მეუღლის ე---------- ჭ---------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 23 ივნისს დილით ეძინათ სახლში. 04:10 საათზე გაეღვიძა და ნახა, რომ მისი მეუღლე შარვალს იცვამდა, ვიღაცა მეძახისო. დაახლოებით ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული, გაიგონა სროლის ხმა და გავიდა გარეთ, სადაც ნახა მისი მეუღლე იყო კიბის ქვეშ პირქვე დამხობილი. გონება დაკარგული არ ჰქონდა, შენიშნეს სისხლი. მივიდნენ მეზობლებიც და გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მუცელში. მის შეკითხვაზე ეს ხომ არ ჩაიდინა რ----- ნ-------მ თავის დაქნევით დაუდასტურა. მან ადრე მანქანაც დაუწვა მის მეუღლეს. მანქანის დაწვიდან რამდენიმე წლის შემდეგ რ----- ნ------- აგრძელებდა მათ მიმართ მუქარას და სოფელშიც გამოჩნდა. მეტი სხვა მტერი მათ არავინ ჰყოლიათ და მის მეუღლეს არავისთან არ ჰქონია კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, თანასოფლელმა და მეზობელმა დათო ყოლბაიამ გააფრთხილა, რომ იმუქრებოდა მაღაზიაში მისთვის უცნობი პირი, რომ ზ------ ხ----მ სამსახურიდან მოხსნა და შური უნდა ეძია. მეზობლებს ასევე შეუნიშნავთ იგი მათ თხილნარში. მისი მეუღლის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ფაქტიურად არის ინვალიდი, მუდმივად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.
მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ზ------ ხ----ს ნათესავმა გ---–---- ქ-----–--მ განმარტა, რომ 2016 წლის 23 ივნისს, დილით დაახლოებით 4-5 საათის შუალედში გაეღვიძა ძახილის ხმაზე. ეძახდნენ ზ------ ხ----ს და დაინახა, რომ სახლიდან გამოვიდა ზ------ ხ----. ესმოდა ლაპარაკი ხმაც, რის შემდეგაც გაისმა თოფის ხმა და ზ------ის ბღავილი. გარეთ გამოსვლისას ნახა, რომ ზ------ ხ---- იწვა და დაინახა სისხლი, თუ ვინ ისროლა არ დაუნახავს. შემდეგ ზ------ი წაიყვანეს საავადმყოფოში, რომელსაც დაზიანება აღმოაჩნდა მუცელში. ზ------ ხ----ს მტერი არასოდეს ჰყოლია. მას ადრე მანქანა დაუწვა რ----- ნ-------მ, რომელმაც ზ------ ხ----ს განმარტებით ესროლა მას.
ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ-------- ა-----მ.
2016 წლის 23 ივნისის შეტყობინების თანახმად, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელიდან მიყვანილი იქნა ზ------ ხ----, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობით მუცლის არეში.
მოწმის სახით დაკითხულმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მედდის დამხმარე თ-- გ------–-ამ დაადასტურა, რომ 2016 წლის 23 ივნისს საავადმყოფოში შეყვანილი იქნა პაციენტი ზ------ ხ----, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია.
მოწმის სახით დაკითხვისას ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გ------- გ----–---მა განმარტა, რომ მათთან საავადმყოფოში შეყვანილი იქნა მუცლის ღრუში შემავალი, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით ზ------ ხ----, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში და ჩაუტარდა ოპერაცია, რა დროსაც ამოღებული იქნა 5 ცალი საფანტი, რაც ჩაბარდა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხვისას დ------–--- ჯ----მ განმარტა, რომ სამსახურიდან იცნობს რ----- ნ-------ს და ზ------ ხ----ს, რომელთა შორის დაიძაბა ურთიერთობა ფორმის ტანსაცმლის ტარების გამო და ზ------ ხ---- აძლევდა შენიშვნებს რ----- ნ-------ს, რომელმაც მანქანა დაუწვა ზ------ ხ----ს, რის შემდეგაც რ----- ნ------- გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზ------ გ---------ემ და ი-----–- ჭ--------მ, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ოპერაციიდან მე-3 მე-4 დღეს ნახა ზ------ ხ----, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ ესროლა რ----- ნ-------მ.
მოწმის სახით დაკითხვისას ნ--- ც----მ განმარტა, რომ 2016 წლის 22 ივნისს იმყოფებოდა აფხაზეთში, სადაც სავარაუდოდ 23-24 ივნისს დაურეკა ტელეფონით რ----- ნ-------მ და სთხოვა თავშესაფარი 15-20 დღით, ხოლო მიზეზის შესახებ განუცხადა, რომ ვერ მოუყვებოდა, რის შემდეგ დაუკავშირდა რ----- ნ-------ს დას ვითარებაში გარკვევის მიზნით, რომლისგანაც შეიტყო, რომ რ----- ნ------- იყო ეჭვმიტანილი. დაახლოებით ათი დღის შემდეგ ისევ დაუკავშირდა რ----- ნ------- ტელეფონზე და განუმარტა, რომ იშოვა ბინა და იმყოფებოდა აფხაზეთში. შემდეგ ასევე შეხვდა რ----- ნ-------ს დას, რომელმაც განუცხადა, რომ სავარაუდოდ რ----- ნ-------ს უსვრია მისი ყოფილი უფროსისთვის ძველი ამბის გამო, კერძოდ სამსახურიდან დათხოვნის გამო, რომელსაც ადრე მანქანა დაუწვა.
მოწმის სახით დაკითხვისას რ----- ნ-------ს მეზობელმა მ----- დ--------მა, განმარტა, რომ მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სვანეთში, სადაც შეიტყვეს, რომ რ----- ნ-------ს თოფი უსვრია ზ------ ხ----სთვის, რის შემდეგაც რ----- ნ------- მის საცხოვრებელ სახლში არ გამოჩენილა და არც მისი ოჯახის წევრებს უნახავთ. მისთვის ცნობილია რ----- ნ-------ს და ზ------ ხ----ს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ სამსახურიდან განთავისუფლების გამო, რის გამოც რ----- ნ-------მ დაუწვა მანქანა ზ------ ხ----ს და მაშინ რ----- ნ------- იმალებოდა აფხაზეთში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხვისას ბ------ გ----------მა.
მოწმის სახით დაკითხული ვ------- პ---------ს ჩვენებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი, გარდა იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო რ----- ნ-------ს და ზ------ ხ----ს შორის სამსახურიდან გამომდინარე კონფლიქტის შესახებ, რის გამოც რ----- ნ-------მ დაუწვა მანქანა ზ------ ხ----ს.
მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა გ------- კ-----–---–--მ განმარტა, რომ 2016 წლის 25 ივნისს ჩატარდა რ----- ნ-------ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა, რა დროსაც რ----- ნ------- სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. მათი თქმით იგი შემთხვევის წინა დღეს ღამის 12 საათზე გავიდა სახლიდან და დილით მოხდა შემთხვევა.
ანალოგიური განმარტა მოწმის სახით დაკითხვისას ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის დეტექტივ-გამომძიებელმა ზ---- ე--------მ.
მოწმის სახით დაკითხვისას ზ------ ნ------მ განმარტა, რომ იგი მუშაობდა ტაქსების კომპანიაში. 2016 წლის 23 ივნისს დაახლოებით 02 საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც მიიღო გამოძახება სოფელ ზედა ჭ-------–იდან ჩხორიისკენ. ადგილზე მოსახლეობამდე მისვლისას ნახა ორი მამაკაცი, რომლებიც ცოტა ნასვამები იყვნენ, ისინი ჩაუსხდნენ მანქანაში და უთხრეს, რომ წალენჯიხის გზისკენ წაეყვანა, რის შემდეგაც მათი მითითებით წამოვიდა ზუგდიდისკენ და გზად სანამ მოსახლეობასთან მივიდოდა სოფელ კორცხელის ეკლესიამდე გააჩერებინეს და წავიდნენ. მათ შორის შეხვედრამდე სავარაუდოდ ორჯერ მისი ტელეფონიდან განხორციელდა სატელეფონო კავშირი ადგილის დაზუსტების მიზნით. მისივე განმარტებით ეს პირები ერთმანეთში საუბრობდნენ გაბრაზებულები, რომ შეურაცხყოფას არ აპატიებდნენ არავის.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 23 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში და წარმოადგენს ზ------ ხ----ს საცხოვრებელი სახლის ეზოს. საცხოვრებელი სახლის ასასვლელი კიბის მობეტონებულ ზედაპირზე ამჩნევია მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა. კიბის მეოთხე საფეხურზე დევს სანადირო თოფის პლასტმასის მსგავსი საგანი, რომელიც არის 3,5 სმ სიგრძის, მონაცრისფრო ფერის ზამბარისებური. კიბიდან მარცხენა მხარეს ჭისკენ მიმავალ ბეტონის ბილიკზე კიბიდან დაახლოებით 2,5 მეტრში ამჩნევია სისხლის მაგვარი ლაქა, რომელთანაც დევს ორი ცალი ლითონის პატარა ზომის მრგვალი საგანი. სისხლის მაგვარი ლაქები და მითითებული საგნები ამოღებული იქნა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-–---------- თ--------მ, მთავარმა ექსპერტმა ი-----–- მ--–----მ, უფროსმა ექსპერტმა ზ---- ჯ---–------მ და ზ------ ხ----ს მეუღლემ ე---------- ჭ---------–--მ, რაც ასევე დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოსურათებით და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ნივთიერ მტკიცებულებებით - პლასტმასის და ლითონის საგნებით.
2016 წლის 23 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მედდა თ-- გ-----–--სგან მისივე თანხმობით ამოღებული იქნა ზ------ ხ----ს კუთვნილი მოთეთრო ფერის ტრუსი და მუქი ფერის ჯინსის შარვალი.
ამოღების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა-–---------- თ--------მ და მედდა თ-- გ-----–--მ, რაც ასევე დადასტურებული იქნა მითითებული ნივთების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით.
2016 წლის 23 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმ გ------- გ----–---ისგან მისივე თანხმობით ამოღებული იქნა 5 ცალი პატარა ზომის ლითონის მრგვალი საგანი, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელმა ა-–---------- თ--------მ და გ------- გ----–---მა. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა 5 ცალი ლითონის მრგვალი საგანი.
2016 წლის 25 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზ------ ხ----ს აღენიშნება მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები წვრილი ნაწლავის (თეძოს), მსხვილი ნაწლავის (ილიოცეკუმის), სიგმური ნაწლავის, სწორი ნაწლავის, დიდი ბადექონის, რეტროპერიტონეალური სივრცის მრავლობითი დაზიანებებით, ჰემოპერიტონეუმი, ჰიპოვოლეიური შოკი, რაც განვითარებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა შ----- თ------ემ.
2016 წლის 08 აგვისტოს ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ზ------ ხ----სგან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში 5 მილიგრამის ოდენობით.
2016 წლის 27 სექტემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შვიდი ცალი მუქი რუხი რბილი ლითონისგან დამზადებული დეფორმირებული საგნები არის გლუვლულიანი იარაღებისთვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი საფანტი. ერთი ცალი თეთრი ფერის პლასტმასის მასალისგან დამზადებული დეფორმირებული ობიექტი არის გლუვლულიანი იარაღებისთვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი კონტეინერი.
ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ------- კ------ემ.
2016 წლის 07 ოქტომბრის ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზ------ ხ----ს ქამარზე, შარვალზე და ტრუსზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლია. შარვლის და ქამრის ზედაპირზე სხვა რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება. ტრუსის მთლიანობის დარღვევა წარმოქმნილია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
ექსპერტიზის დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა თ----- პ---–--–---–მა და ლ-–- ს---–------ემ.
2016 წლის 24 ოქტომბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ------ ხ----ს სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს. ზ------ ხ----ს შარვალზე და ტრუსზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს. ზ------ ხ----ს სხეულიდან ამოღებულ ლითონის ორ ბურთულზე აღმოჩნდა სისხლი. სახეობის დადგენა ვერ მოხერხდა ობიექტის სიმცირის გამო. ლითონის სამ ბურთულზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს. ლითონის ორ ბურთულზე და პლასტმასის საგანზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. ზ------ ხ----ს სისხლი და ზ------ ხ----ს შარვალზე, ტრუსზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს.
ექსპერტიზის დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ი--------------ამ.
2016 წლის 6 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ორ ცალ ლითონის ბურთულაზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის N02-ის არსებობა დაფიქსირდა დიდი ინტენსივობით. პლასტმასის საგანზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის N02-ის არსებობა დაფიქსირდა მცირე ინტენსივობით. ზ------ ხ----ს სხეულიდან ამოღებულ ხუთ ცალ ლითონის ბურთულაზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის N02-ის არსებობა არ დაფიქსირდა. ზ------ ხ----ს ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის N02-ის არსებობა არ დაფიქსირდა.
ექსპერტიზის დასკვნა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ-----–--–---–მა.
2016 წლის 10 ოქტომბრის ოქმით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მცხოვრებ ზ------ ნ------ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ-------------ს მიერ შპს ,,ჯ------–ის“ ქსელში ჩართული ნომრიდან განხორციელდა საკონტროლო ზარები, რაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ-------------მ.
2016 წლის 25 ოქტომბრის ოქმებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ------–იდან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სააბონენტო ნომერ 5------------ზე 2016 წლის 13 ივნისიდან 03 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მითითებულ ნომრით 2016 წლის 23 ივნისის 00:09 საათიდან 02:26 საათამდე განხორციელდა ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები იმ ანძების მეშვეობით, რომლებიც მოემსახურა ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მცხოვრებ ზ------ ხ----ს საცხოვრებელი სახლის წინ გამავალ ზუგდიდი-წალენჯიხის გზაზე განხორციელებულ საკონტროლო ზარებს. იმავე ნომრით განხორციელდა ზარები ზ------ ნ------ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- - 01:18 საათიდან 01:42 საათის შუალედში.
დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული შპს ,,ჯ------–იდან“ მიღებული დისკით, რომლის შინაარსიც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შპს ,,ჯ------–ის“ იურისტმა კახი ლორიამ.
2016 წლის 05 დეკემბრის შპს ,,ჯ------–იდან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ სააბონენტო ნომერი 9----------- ეკუთვნის რ----- ნ-------ს, პირადი ნომერი 1----------, დაბადებული 0---------, მისმართი ზუგდიდი, სოფელი ჭ-------–ი.
2016 წლის 29 ნოემბრის შპს ,,ჯ------–ის ცნობით დადგენილია, რომ სააბონენტო ნომერი 9----------- რეგისტრირებულია ზ------ ნ------ს სახელზე, პირადი ნომერი 5-----------
2016 წლის 19 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლითაც შემოწმდა ზ------ ხ----ს ჩვენება ირკვევა, რომ ზ------ ხ----მ მიუთითა მის საცხოვრებელ მისამართზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში საცხოვრებელი სახლის კიბის მარჯვენა მხარეს არსებული ბილიკი, რომელიც მიემართება ჭისკენ, რის შემდეგაც მან მიუთითა ჭიდან 10 მეტრში მანძილი, საიდანაც მოახდინა გასროლა რ----- ნ-------მ და მიუთითა მისი დგომის ადგილი გასროლის მომენტში კიბის მარჯვენა მხარეს არსებული ბილიკის დასაწყისი. მანვე მიუთითა ადგილი, სადაც იდგა პირი, რომელიც ეძახდა მას.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია მასზე დართული ფოტოსურათებით.
საგამოძიებო მოქმედებები და მიღებული შედეგები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დიმიტრი მიქაძემ, ვახტანგ კ-----–---–--მ, ნ-------------მ და ს------- დ--------მ.
2016 წლის 04 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლითაც შემოწმდა ზ------ ნ------ს ჩვენება ირკვევა, რომ ზ------ ნ------მ მიუთითა ადგილი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში, ჩხორიის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაახლოებით 300 მეტრში არსებულ ზემო ჩხორიისკენ გამავალი შესახვევი, საიდანაც დაახლოებით 200 მეტრში არის რკინიგზის გადასასვლელი. გადასასვლელიდან დაახლოებით 50 მეტრში იწყება ზემოჩხორიაში ასასვლელი აღმართი. აღმართის დასრულების შემდეგ გზის ორივე მხარეს არის საცხოვრებელი სახლები, შემდეგ მთავრდება მოსახლეობა და დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ იწყება სოფელ ჭ-------–ის ტერიტორია, სადაც არის დაუსახლებელი ტერიტორია. მცირე დაღმართზე, სადაც გზის ორივე მხარეს არის ეკალბარდები, მოწმე ზ------ ნ------მ მიუთითა აღნიშნული ადგილი სადაც მან ტაქსში ჩაისვა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. შემდეგ მიუთითა, რომ მოძრაობა გააგრძელა პირდაპირ და დაახლოებით 4 კილომეტრის გასვლის შემდეგ, სოფელ ჭ-------–ის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მარცხნივ შესახვევით გზა გადის ზუგდიდი-წალენჯიხის საავტომობილო გზისკენ, რომელიც მდებარეობს დაახლეობით 2 კილომეტრში. საიდანაც დაახლოებით 3 კილომეტრში იწყება სოფელ კორცხელის ტერიტორია და იწყება დაღმართი. დაღმართზე დაახლოებით 50 მეტრის ჩასვლის შემდეგ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდზე ზ------ ნ------მ მიუთითა ადგილი, სადაც გაუჩერა ტაქსი ორ ახალგაზრდა მამაკაცს და ჩამოსვა ისინი ავტომანქანიდან. აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში საავტომობილო გზის მარჯვენა მხრეს მდებარეობს ზ------ ხ----ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი, ასევე მისი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია მასზე დართული ფოტოსურათებით.
2016 წლის 05 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დათვალიერდა მოწმე მ---- მ-----ს მიერ წარმოდგენილი შპს ,,ინდ მეწარმე გ-----------------–--ის’’ ოფისში არსებული საკონტაქტო ჟურნალის ასლები, რომელშიც ჩანიშნულია ტაქსის გამოძახების კოორდინატები - დათვალიერება. დოკუმენტის 33-ე გვერდზე 22 ივნისს მე-7 გამოძახების ადგილი არის ჩხორია, სადაც ასევე მითითებულია N16 ტაქსი. მ---- მ-----ს განმარტებით ჩხორიაში გამოძახებაზე გავიდა N16 ტაქსი, რომლის მძღოლი არის ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები ზ------ ნ------.
დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ---- მ-----მ.
სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარატმენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავრი სამმართველოს, კადრების სამმართველოს უფროსის ზ---- თოთლაძის 2016 წლის 24 ივნისის მიმართვის წერილით ირკვევა, რომ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ზ------ გურამის ძე ხ---- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს V განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა 2013 წლის 12 დეკემბრიდან 2016 წლის 09 მარტამდე, რაც დადასტურებულია მიმართვაზე დართული შესაბამისი ბრძანებით.
2016 წლის 07 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დათვალიერდა დაზარალებულ ზ------ ხ----ს მიერ წარმოდგენილი ოპერატიული თათბირის 3 ოქმი, რომლებიც შედგენილია 2009 წლის 2 თებერვალს, 10 აგვისტოს და 12 ოქტომბერს. თათბირს უძღვებოდა დაცვის პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი ზ------ ხ----, სადაც განხილული იქნა უმცროს ინსპექტორ რ. ნ-------ს უღირსი საქციელი, ასევე იგი გაფრთხილებული იქნა ფორმის ტანსაცმლის გამო.
1998 წლის 24 ივლისის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძეგლებისა და მუზეუმების დაცვის პოლიციის ლეგიონის მეთაურის #61 ბრძანებით რ----- ნ------- დაინიშნა ლეგიონის მე-6 ასეულის პოლიციელის თანამდებობაზე.
2009 წლის 23 სექტემბრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს V განყოფილების უმცროს ინსპექტორს, პოლიციის უფროს სერჟანტ რ----- ვ-–-ს ძე ნ-------ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი ,,შენიშვნა’’.
2009 წლის 04 ნოემბრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს V განყოფილების უმცროს ინსპექტორს, პოლიციის უფროს სერჟანტ რ----- ვ-–-ს ძე ნ-------ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი ,,შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა’’ 2009 წლის 08 აგვისტოდან.
2009 წლის 12 ნოემბრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს V განყოფილების უმცროს ინსპექტორი, პოლიციის უფროსი სერჟანტი რ----- ვ-–-ს ძე ნ------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
2009 წლის 16 იანვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ზ------ გურამის ძე ხ---- დაინიშნა შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს V განყოფილების უფროს ინსპექტორის თანამდებობაზე.
საქმეში წარმოდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, რ----- ნ-------, 2009 წლის 06 აგვისტოს ზ------ ხ----ს ავტომანქანის ცეცხლის წაკიდებით განადგურების ფაქტზე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2016 წლის 25 ივნისის რ----- ნ-------ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა- ნაგებობის ჩხრეკის ოქმის მიხედვით ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა.
2016 წლის 08 აგვისტოს, 09 აგვისტოს და 10 აგვისტოს გამოცხადების ოქმებით დადგენილია, რომ რ----- ნ------- მის საცხოვრებელ სახლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ-------–ში არ იმყოფება. მისი დის ე-–---- ნ-------ს განმარტებით მისი ძმა რ----- ნ------- დაახლოებით ორი თვეა, რაც თავის სახლში არ იმყოფება და მისი ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია.
2016 წლის 10 აგვისტოს გამოცხადების ოქმების თანახმად ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი ზ---- ე-------- გამოცხადდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ-------–ში რ----- ნ-------ს საცხოვრებელ სახლში, მაგრამ ის თავის საცხოვრებელ სახლში არ იმყოფებოდა, მისი დის ე-–---- ნ-------ს განმარტებით რ----- ნ------- არ უნახავს 2016 წლის 22 ივნისის შემდეგ არც სახლში და არც სხვაგან.
2016 წლის 10 და 11 აგვისტოს ოქმებით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელმა ა-–---------- თ--------მ განახორციელა სატელეფონო ზარი რ----- ნ-------ს მობილურ ტელეფონის ნომერზე 5-----------, რომელიც აღმოჩნდა მიუწვდომელი.
2016 წლის 22 სექტემბრის გამოცხადების ოქმებით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ა-–---------- თ-------- გამოცხადდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ-------–ში რ----- ნ-------ს საცხოვრებელ სახლში. რ----- ნ-------ს დის ე-–---- ნ-------ს განმარტებით რ----- ნ------- თავის საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, არანაირი კავშირი არ აქვს რ----- ნ-------სთან.
2016 წლის 05 და 13 ოქტომბრის გამოცხადების ოქმებით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ა-–---------- თ-------- გამოცხადდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ-------–ში რ----- ნ-------ს საცხოვრებელ სახლში, რ----- ნ-------ს მამის ვ-–- ნ-------ს განმარტებით რ----- ნ------- მიმდინარე წლის 22 ივნისის ღამის შემდეგ არ მისულა სახლში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და მასთან არ აქვს არანაირი კავშირი.
2016 წლის 28 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერებული იქნა ზ------ ხ----ს კუთვნილი ორი ცალი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი.
მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს სააპელაციო პალატაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 1998 წლიდან მუშაობდა დაცვის პოლიციის სამმართველოში, მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ზ------ ხ----, მანამდე სხვა ორი უფროსი ჰყავდა, მაგრამ ყველა დადებითად ახ----თებდა. ზ------ ხ---- მუდმივად აძლევდა შენიშვნებს, პატაკი დაწერე და სახლში წადიო, არ მომწონს შენი მუშაობაო - ეუბნებოდა. იგი არ ეთანხმებოდა და პატაკიც არ დაუწერია, ამის შემდეგ დაიბარეს სამმართველოში და უთხრეს, რომ უფროსი უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით, აღნიშნულით გაბრაზებულმა, რომ დაბრუნდა, აღელვების ნიადაგზე ავტომანქანა დაუწვა ზ------ ხ----ს და თან უთხრა, რომ ეს მან ჩაიდინა. ამის შემდეგ მასსა და ზ------ ხ----ს შორის მუდმივად იყო კონფლიქტი. ზ------ ხ---- ემუქრებოდა მას და უთვალთვალებდა, სოფელში ხშირად ტაძარში დადიოდა და როგორც კი სადმე დაინახავდა, მაშინვე პოლიციას იძახებდა. ზ------ ხ----მ სასამართლოში ყველაფერი ტყუილი თქვა. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ მასსა და ზ------ ხ----ს შორის კონფლიქტი გამოწვეული იყო სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას მიაჩნდა, რომ ზ. ხ----ს მიზეზით დაკარგა სამსახური.
მსჯავრდებულის განმარტებით, 2016 წლის 23 ივნისს, გამთენიისას, მივიდა ზ------ ხ----ს სახლთან და შეცვლილი ხმით დაიძახა, როდესაც ზ. ხ---- გამოვიდა გარეთ, ჩაუსაფრდა ეზოს გვერდითა მხრიდან და ესროლა თოფიდან ძალიან წვრილი, ე.წ. მწყერის საფანტი ფეხებში. ზ. ხ----ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, თორემ კიდევ ესროდა. მისი სურვილი იყო დაეჭრა იგი ფეხებში და გაემწარებინა, რომ გარკვეული პერიოდი სამსახურის გარეშე დარჩენილიყო, თუმცა მას გასროლა ვერ გათვალა და ხ---- მუცლის არეში დაიჭრა. მიაჩნია, რომ სსკ-ის 19,109-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება არასწორია და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რ----- ნ-------ს სურდა სხეულის მძიმე დაზიანების მიყენება დაზარალებულისათვის, რომ რამდენიმე თვით ზ. ხასაია დარჩენილიყო სამსახურის გარეშე, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვიანიდან იგი არსებით წინააღმდეგობაშია ზემოაღნიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან.
პალატა განმარტავს, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, იგი აღიარებული და დაცულია არა მარტო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საქართველოს კონსტიტუციით, არამედ საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით.
კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ’’ პუნქტით მძიმდება პასუხისმგებლობა მკვლელობისთვის მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკაშირებით. ამ კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა მკვლელობა (განსახილველ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობა) განხორციელდა დაზარალებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თუ შემდეგ, შესაძლოა ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგადაც. სამსახურებრივი საქმიანობის შემსრულებლად შეიძლება მოგვევლინოს როგორც ყველა მაღალი თუ დაბალი რანგის თანამდებობის პირი, ისე ტექნიკური მუშაკიც, მთავარია, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, ასევე მთავარია, დადგინდეს, რომ მკვლელობა ჩადენილია პირის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დანაშაული ძირითადად წარმოადგენს შურისძიებას მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატის აზრით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, როგორც წესი, ხდება დაზარალებულის და მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებების, თვით ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ჩვენებების გათვალიწინებითაც, მაგრამ, თანაბრად ამისა, მსგავსი შეფასება დასაშვებია აგრეთვე სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე შესაძლებელია გვევლინებოდეს პირდაპირი მტკიცებულებების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებლია საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.
ამდენად, სასამართლოში გამოკვლეულ საკმარის მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და განსახილველი შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ ჯაჭვში შეფასება საფუძველია იმისა, რომ სასამართლომ დაადგინოს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადაო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ----- ნ-------მ განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ზ------ ხ----ს მიმართულებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავის და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.
სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მთავარი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, რ. ნ-------ს მიერ ზ. ხ----ს განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში დადასტურებულია დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შპს ,,ჯ------–იდან’’ გამოთხოვილი ინფორმაციით. თავად მსჯავრდებული რ----- ნ------- თავისი ჩვენებით ადასტურებს და არ უარყოფს დანაშაულის მოტივს, დროს, ადგილს, დანაშულის იარაღს, რომ მან გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ. ხ----ს მიმართულებით. რ. ნ------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მსჯავრდებულის განზრახვასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ზ------ ხ----ს მოკვლა რ----- ნ-------ს არ სურდა და რომ მხოლოდ მისი სხეულის დაზიანება უნდოდა.
სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ზ------ ხ----ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მუშაობდა რა მუზეუმის დაცვის სამსახურში განყოფილების უფროსის მოადგილედ და იყო რ. ნ-------ს ხელმძღვანელი, ხშირად აძლევდა შენიშვნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევების გამო, რაზეც რ. ნ-------ს ჰქონდა უარყოფითი რეაქცია, დასტურდება ასევე, რომ ეს შენიშვნები იყო საფუძვლიანი და კანონიერი, საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი კრების ოქმები და დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ რ. ნ-------ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო დაედო სახდელი. თვით მსჯავრდებულ რ. ნ-------ს ჩვენებითაც ცალსახადაა დადასტურებული, რომ სამსახურებრივი უთანხმოების გამო მივიდა 2016 წლის 23 ივნისს დილის საათებში ზ. ხ----ს საცხოვრებელ სახლში და განახორციელა გასროლა დაზარალებულის მიმართულებით. რ----- ნ------- თვლიდა, რომ მის მიმართ უკანონოდ იქნა გამოყენებული სახდელები და რომ სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული 2009 წლის 08 აგვისტოს.
დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ წლების განმავლობაში იყო მუქარები რ. ნ-------ს მხრიდან, აგინებდა ტელეფონით, ყველგან იძახდა, ზ. ხ----მ გამათავისუფლა სამსახურიდანო, იგი დახელწერილებულიც იქნა პოლიციის მიერ. 2009 წელს მას ნ-------მ მანქანა დაუწვა.
საქმეში წარმოდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დასტურდება, რომ რ. ნ------- 2009 წლის 06 აგვისტოს ზ. ხ----ს ავტომანქანის ცეცხლის წაკიდებით განადგურების ფაქტზე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს ზ------ ნ------ს ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ მუშაობდა ტაქსების კომპანიაში, 2016 წლის 23 ივნისს დაახლოებით 02 საათი იქნებოდა დაწყებული, მანქანაში ჩაუჯდა ორი მამაკაცი, რომლებიც ცოტა ნასვამები იყვნენ და უთხრეს, რომ წალენჯიხის გზისკენ წაეყვანა ისინი. ეს პირები ერთმანეთში საუბრობდნენ გაბრაზებულები, რომ შეურაცხყოფას არავის აპატიებდნენ.
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ ზ------ ხ----ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები წვრილი ნაწლავის (თეძოს), მსხვილი ნაწლავის (ილიოცეკუმის), სიგმური ნაწლავის, სწორი ნაწლავის, დიდი ბადექონის, რეტროპერიტონეალური სივრცის მრავლობითი დაზიანებებით, ჰემოპერიტონეუმი, ჰიპოვოლეიური შოკი, რაც განვითარებულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
ამდენად, განხილული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის შედეგად არ არსებობს არანაირი საფუძველი ვარაუდისა, რომ ნ. ნ-------ს სურდა მხოლოდ სხეულის მძიმე დაზიანება მიეყენებინა ზ. ხ----სთვის. ამასთან, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მსჯავრდებულის მიერ გამოყენებული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი, დანაშაულის ჩადენის დრო, რ. ნ-------ს მიერ განხორციელებული ქმედებები, მიყენებული ჭრილობა და საერთოდ მოვლენათა განვითარების დინამიკა, სასამართლოს არწმუნებს, რომ რ----- ნ-------მ ჩაიდინა გაზრახ მკვლელობის მცდელობა, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით.
მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხ----თი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის დანიშვნით შესაძლებლად მიაჩნია სასჯელის მიზნების შესრულება, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევს რ----- ნ-------ს შეუმსუბუქდეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი მუხლის სანქციის მინიმუმდე და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- ტ--------ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რ----- ნ------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ----- ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - ორი ცალი CD დისკი შენახული იქნას საქმესთან ერთად; ორი ცალი ლითონის საგანი, ერთი ცალი პლასტმასის საგანი, ხუთი ცალი ლითონის საგანი და ზ------ ხ----ს სისხლის ნიმუში განადგურდეს, ხოლო ზ------ ხ----ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები მარინე იმერლიშვილი
ვერა დოლიძე