განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002257833
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7658-18 01 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - რ----- ლ-–------ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „------- ბ----“ (მოსარჩელე)
წარმომადგენლები - თ----- მ--------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 16.11.2015წ. საბანკო კრედიტის N2383407-8144387 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 217.91ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა - 1 000 ლარი და დაზღვევა - 22.89 ლარი.
1.2. 16.11.2015წ. N2383407-8144387 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 72.32 ლარს.
1.3. 16.11.2015წ. N2383407-8144387 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 27.99 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა.
1.4. 04.02.2016წ. საბანკო კრედიტის N2383407-8252477 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 427.23 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითად თანხაა - 4 752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 394.80 ლარი და დაზღვევა - 5.59 ლარი.
1.5. 04.02.2016წ. N2383407-8252477 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 65.34 ლარს.
1.6. 04.02.2016წ. N2383407-8252477 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 23.76 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა.
1.7. 21.09.2015წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 135.08 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 1 000 ლარი.
1.8. 21.09.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 149.87 ლარს.
1.9. 21.09.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 24.97 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა (ტ.1, ს.ფ. 159-161).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. სს ”თ----- ბ----ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
1.1. დაეკისრა მოპასუხე რ----- ლ-–------ მოსარჩელე სს „------- ბ----ს“ სასარგებლოდ:
1.1.1 16.11.2015წ. საბანკო კრედიტის N2383407-8144387 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 5 599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი და დაზღვევა - 22.89 ლარი.
1.1.2. 16.11.2015წ. საბანკო კრედიტის N2383407-8144387 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 72.32 ლარს.
1.1.3 16.11.2015წ. საბანკო კრედიტის N2383407-8144387 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.79 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
1.2.1. 04.02.2016წ. საბანკო კრედიტის N2383407-8252477 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 4 752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 39.48 ლარი და დაზღვევა - 5.59 ლარი.
1.2.2. 04.02.2016წ. საბანკო კრედიტის N2383407-8252477 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 65.34 ლარს.
1.2.3. 04.02.2016წ. საბანკო კრედიტის N2383407-8252477 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.37 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა.
1.3.1. 21.09.2015წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
1.3.2. 21.09.2015წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 149.87 ლარს.
1.3.3. 21.09.2015წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.49 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 50 ლარისა.
2.1. 16.11.2015წ. მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 2383407-8144387, მსესხებლზე გაიცა კრედიტი 9 200 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 1 084 დღე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
2.2. მსესხებელმა დაარღვია 16.11.2015წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 24 აპრილის შემდეგ არ გადაიხადა თანხა. 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ----- ლ-–------ 16.11.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 840.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა -1 622.68 ლარი და დაზღვევა - 22.89 ლარი.
2.3. მხარეთა შორის 2016 წლის 04 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 2383407-8252477, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 300 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, კრედიტის ვადა - 1 469 დღე (48 შენატანი). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
2.4. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 17 ივლისის შემდეგ არ გადაიხადა თანხა. 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ----- ლ-–------ 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5 427.23 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 394.80 ლარი და დაზღვევა - 5.59 ლარი.
2.5. მხარეთა შორის 2015 წლის 21 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 02.02.2024 წლადე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ასევე, კრედიტის სს ,,თ----- ბ----ს” ბანკომატებით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0%- ით კრედიტის 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით, დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 16 რიცხვი.
2.6. 2015 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 13 მარტის შემდეგ არ გადაიხადა თანხა. 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ----- ლ-–------ 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 425.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 1 290.28 ლარი.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია რომ მხარეებს სს "თ----- ბ-----” და რ----- ლ-–------ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო რ----- ლ-–------- იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სარგებლობისათვის დადგენილია წლიური 15.5%, 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სარგებლობისათვის - წლიური 16.5%, ხოლო 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით სარგებლობისათვის - წლიური 36% კრედიტის სს „------- ბ----ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტის, დაზღვევის და აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის, პროცენტის, დაზღვევისა და აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ:
3.1. სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა არასწორად და არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.
3.2. მსესხებელს გადახდილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის დიდი ნაწილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5. გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის არსებითად განხილვამდე გადაწყვიტოს პროცესუალური საკითხი საქმეზე მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით.
03.09.2019წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარმოადგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ასევე ფოტოასლი ინტერნეტბანკიდან და იშუამდგომლა აღნიშნული დოკუმენტების საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე.
პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს, კერძოდ, სასამართლო ახალ ფაქტებსა და ახალ მტკიცებულებებს არ მიიღებს, თუ მხარემ ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ვერ ასახელებს მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზს. წარმოდგენილ ფოტოასლთან მიმართებაში ასეთ საპატიო მიზეზად ვერ განიხილება 16.10.2019წ. განცხადებაში მხარის გაანმარტება იმის თაობაზე, რომ ფოტომასალა თითქოს იყო წაშლილი, მან იგი აღადგინა და წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობას 08.10.2019წ. განცხადებით არ დაეთანხმა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული მტკიცებულებების საქმეზე დართვის სამართლებრივი საფუძველი.
6. 16.11.2015წ. სს „თ------------ (შემდგომში „მოსარჩელე“) და რ----- ლ-–------ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 2383407-8144387, რომლითაც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 9 200 ლარის ოდენობით 1 084 დღის ვადით, წლიური 15.5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (ს.ფ. 49-55).
დავალიანების ცნობის თანახმად, 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 16.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 840.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა -1 622.68 ლარი და დაზღვევის თანხა - 22.89 ლარი (ს.ფ. 93).
7. 04.02.2016წ. მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 2383407-8252477, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 300 ლარის ოდენობით, 1 469 დღის ვადით, წლიური 16.5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (ს.ფ. 61-67).
დავალიანების ცნობის თანახმად, 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 04.02.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5 427.23 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 394.80 ლარი და დაზღვევის თანხა - 5.59 ლარი (ს.ფ. 93).
8. 21.09.2015წ. მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 02.02.2024 წლამდე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ასევე, კრედიტის სს ,,თ----- ბ----ს” ბანკომატებით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0%-ით კრედიტის 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით, დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 16 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ( ს.ფ. 69-72).
დავალიანების ცნობის თანახმად, 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 21.09.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 425.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 1 290.28 ლარი (ს.ფ. 93).
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კრედიტის ძირი თანხის, პროცენტის და დაზღვევის თანხის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, გულისხმობს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი უფლებების განკარგვას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2018წ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირი თანხის, პროცენტის, დაზღვევის თანხის და აღსრულებამდე წლიური პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მოპასუხეს დეტალურად გააცნო მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა (ს.ფ. 159-161), რის შემდგომაც მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელს არ ცნობდა მხოლოდ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში (იხ.: სხდომის ოქმი CD დისკზე, 21:16:09- 12:20:05).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ მოპასუხემ განახორციელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, ცნო სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის, პროცენტის, დაზღვევის თანხის და აღსრულებამდე წლიური პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, რაც მართებულად დაედო საფუძვლად ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებას და არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის რაიმე საფუძველი.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის.
გასაჩივრებული გადაწვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
თბილსის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და იგი შეამცირა 10-ჯერ. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა :
- 16.11.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარი, ასევე ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.05% რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.79 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
- 04.02.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 39.48 ლარი, ასევე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.05%, გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.37 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა.
- 21.09.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარი, ასევე ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.05%, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.49 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 50 ლარისა.
პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის, საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
11. პალატას მიაჩნია, რომ აპელნტების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ს.ფ. 210).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ლ-–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია