განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2613-19, 330310017002026394
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ია--ნ მო------------------------მ
წარმომადგენელი: რუ------- მჭ----–-–---–ი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გი------ ბე---–---–ი
თარჯიმანი: მა----მ მა----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის ია--ნ მო--------------------------ს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ია--ნ მო--------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №02-01/05/16842 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2017 წლის 01 იანვარს, ე----ის რესპუბლიკის მოქალაქემ, ეთნიკურად ე----ელმა, მუსლიმმა სუნიტმა ია--ნ მო------------------------მმა (დაბ. 14.04.199-წ.) განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ია--ნ მო------------------------მთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ე----ის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ე----ელი, მუსლიმი - სუნიტი, ია--ნ მო------------------------მ დაიბადა ე----ის დედაქალაქ ბაღდადში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე - 2011 წლამდე ცხოვრობდა. განმცხადებელმა დაწყებითი განათლება მიიღო 1999-2011 წლებში ქ. ბაღდადის ერთ-ერთ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მრეწველობის ტექნიკუმში, პროფესიით ელექტრო-მექანიკოსია. მისი განმარტებით, 2011 წელს, როდესაც ე----ში რელიგიური დაპირისპირება დაიწყო სუნიტებსა და შიიტებს შორის, მისი ოჯახის წევრები - დედა, ერთი და და ერთი ძმა ავსტრალიაში გაემგზავრნენ. წარმოშობის ქვეყანაში ცხოვრობენ განმცხადებლის ორი ძმა და ერთი და. თავშესაფრის მაძიებელმა ე----ის რესპუბლიკა 2011 წელს დატოვა და გაემგზავრა თურქეთში, სადაც ერთი წელი იმყოფებოდა. შემდგომ გაემგზავრა ქურთისტანში, ქ. ერბილში, სადაც ერთი წელი იცხოვრა და იქიდან კვლავ თურქეთში დაბრუნდა.
2013 წლის ზამთარში თავშესაფრის მაძიებელი თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. 7 თვე იცხოვრა თბილისში, რის შემდეგაც დაბრუნდა ქურთისტანში ოჯახის წევრებთან. 2014 წელს მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პირადი განცხადებით შეწყვიტა საქმის წარმოება და დაბრუნდა ქ. ერბილში. აღნიშნულის შემდგომ, განმცხადებელი 2016 წლის ბოლოს ისევ ჩამოვიდა საქართველოში და კვლავ მოითხოვა თავშესაფარი. მისი განმარტებით, წარმოშობის ქვეყანაში მას პირადი პრობლემები არ ჰქონია, თუმცა აღნიშნა, რომ ე----ის რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ქ. ბაღდადში სუნიტი მოსახლეობის მიმართ შიიტური დაჯგუფებების მხრიდან ხორციელდება დევნისა და შევიწროების ფაქტები და ვინაიდან იგი სუნიტია, ე----ის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში დასაქმებულია სამშენებლო კომპანიაში „ბლუ სთოუნ“, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომელია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ ია--ნ მო--------------------------ს საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, სანდოდ იქნა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის იდენტობა, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტით-ე----ის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. ასევე სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელი სუნიტია, რაც დასტურდება მისი მონაყოლით.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელი - ია--ნ მო------------------------მ (დაბ. 14.04.199-) არის ე----ის რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი (სუნიტი).
კომისიამ დაასკვნა, რომ თავშესაფრის მაძიებელს გააჩნია დევნის საფუძვლიანი შიში შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაში, „Amnesty International“ თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ იმამ ალის ბატალიონის ხალხმა გაიტაცეს სუნიტი არაბები, რომლებიც მოგვიანებით მოკლეს, თუმცა თუკი გატაცებული სუნიტები გამტაცებლებს დაარწმუნებდნენ, რომ ისინი შიიტები ა----ნ, ამ შემთხვევაში შესაძლო იყო სამხედროებს გაეთავისუფლებინათ. ამასთან, იმ რეგიონებში, სადაც შიიტები რაოდენობრივად მეტნი ა----ნ, სუნიტები იძულებულნი ა----ნ თავი გაასაღონ შიიტებად, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები და არ მოუწიოთ საკუთარი ოჯახების დატოვება. ხშირ შემთხვევაში, შიიტი მეზობლები ადასტურებენ, რომ თითქოს ისინიც შიიტები ა----ნ. ასევე, არალეგალურად დაყენებულ გამშვებ პუნქტებთან, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებულია შიიტი არაბებით, სუნიტ არაბებს გაცილებით საფუძვლიანად ამოწმებენ, ვიდრე შიიტებს. ანგარიშში საუბა---- ასევე შიიტური დაჯგუფებების მხრიდან სუნიტების მკვლელობის გახშირებაზე. „Freedom House”-ის 2016 წლის ანგარიშში საუბა----, რომ შიიტური დაჯგუფებები ხშირ შემთხვევაში ანადგურებენ სუნიტი მოსახლეობის მეჩეთებს, კლავენ მათ რელიგიურ ლიდერებს, ძარცვავენ მათ ქონებას და ხოცავენ ადგილობრივ მოსახლეობას.
კომისიამ დასკვნაში ასევე მიუთითა განმცხადებლის წარმოშობის ქვეყანაში შიდა გადაადგილების მიზანშეუწონლობაზე. კომისიამ განმარტა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ წარმოებული დევნის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ მის წინააღმდეგ დევნას ახორციელებს შიიტური დაჯგუფებები, მის მიმართ ვერ იქნება განხილული შიდა გადაადგილების ალტერნატივის არსებობა ქვეყნის შიიტურ პროვინციებში, ვინაიდან ე----ის ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე. წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციით „Freedom House”-ის 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ე----ელები რელიგიურ ნიადაგზე წარმოებული ბრძოლის მსხვერპლნი ა----ნ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ე----ის ქურთისტანის რეგიონში და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ დე-ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიებზე, ქურთთა უშიშროების ძალებს ადანაშაულებენ სუნიტი არაბი იძულებით გადაადგილებული პირების თვითნებურ დაპატიმრებაში, რომლებიც ეჭვმიტანილნი ა----ნ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. ზოგჯერ ეს დაკავება ხდება ხანგრძლივი პერიოდით და ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე. ამასთან, დაკავებულთა ოჯახებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან მათი ადგილსამყოფელის შესახებ. არსებული ინფორმაციით, არის დაკავებულთა მიმართ წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები, ხოლო დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მათ აიძულებენ დატოვონ რეგიონი, ზოგ შემთხვევაში ოჯახის წევრებთან ერთად.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ივნისის №MIA 6 17 01484321 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე----ის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - ია--ნ მო--------------------------სთვის (დაბ. 14.04.199-წ.) საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №02-01/05/16842 გადაწყვეტილებით (შეტყობინება), არ დაკმაყოფილდა ია--ნ მო--------------------------ს განცხადება საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ია--ნ მო-------------------------- აკმაყოფილებდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ია--ნ მო-------------------------- საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ია--ნ მო--------------------------ს წარმოშობის ქვეყნის - ე----ის შესახებ უახლოეს ინფორმაციაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ წარმოდგენილ იქნა ე----ში არსებული ზოგადი მდგომარეობა. წარმოდგენილი ინფორმაციით Human Rights Watch თავის 2017 წლის 19 ივლისის ანგარიშში მიუთითებს, რომ მათ მიერ დოკუმენტურად იქნა დადასტურებული 1000 სუნიტის თვითნებური დაკავების ფაქტები. 2003 წლიდან მოყოლებული ე----ის სამხედრო ძალებმა და უმეტესად კი შიიტურმა არასახელმწიფო და სახელმწიფო შიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჩაიდინეს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები, ისე რომ ამისთვის არ ყოფილან დასჯილნი. ძირითადად აღნიშნული ქმედებები სუნიტი არაბების წინააღმდეგ იყო მიმართული. Human Rights Watch 2016 წლის 31 იანვრის ანგარიშში განმარტავს, რომ შიიტური დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც ე----ის მთავრობამ სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურად მიაკუთვნა, გაიტაცა და მოკლა ათობით ე----ის სუნიტი მაცხოვრებელი. მათ დაანგრიეს სუნიტთა სახლები, მაღაზიები, მეჩეთები.
წარმოდგენილია ასევე Amnesty Internationl-ის 2016 წლის 18 ოქტომბრის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უშიშროებისა და პარამილიტარულმა ძალებმა ჩაიდინეს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები და ასევე დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი აღნიშნული საფრთხის აღკვეთის მიზნით. მათ სუნიტი არაბები, რომლებიც გამოექცნენ ISIS-ის აწამეს, თვითნებურად დააკავეს, ასევე მოხდა მათი იძულებითი გაუჩინარება და უკანონო მკვლელობები. ასევე მითითებულია, რომ ისლამური სახელმწიფოს, ალ-ქაიდასა და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების ე----ში გამოჩენის შემდეგ ადგილი ჰქონდა ათასობით სუნიტი მამაკაცის, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირის, იძულებით გაუჩინარების ფაქტს ე----ის უშიშროების ძალების მიერ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის, არსებული არასაიმედო ვითარებისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების ფონზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №02-01/05/16842 გადაწყვეტილება (შეტყობინება) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ცნება ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 19-3 წლის 28 ოქტომბრისა და 19-8 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 19-9 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რა--ს, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1967 წლის ოქმი აკონკრეტებს პირთა წრეს.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის 'ე' და 'ვ' ქვეპუნქტების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა; საერთაშორისო დაცვა არის თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის 'თ'-'კ' ქვეპუნქტების თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ი) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი; კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რა--ს, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.
ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად: 1. ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. 3. სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სა--კვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ, იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ია--ნ მო------------------------მს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს აღნიშნული აქტის ბათილად ცნობას და ახალი აქტით ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად სასამართლომ უნდა შეამოწმოს სამინისტროს მიერ სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის დევნის შიშის ნამდვილობა, რაც ობიექტური შეფასებით ხელს შეუშლის მის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ია--ნ მო------------------------მ არის ე----ის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ე----ელი, მუსლიმი - სუნიტი. მისი განმარტებით, 2011 წელს, როდესაც ე----ში რელიგიური დაპირისპირება დაიწყო სუნიტებსა და შიიტებს შორის, მისი ოჯახის წევრები - დედა, ერთი და და ერთი ძმა ავსტრალიაში გაემგზავრნენ. წარმოშობის ქვეყანაში ცხოვრობენ განმცხადებლის ორი ძმა და ერთი და. თავშესაფრის მაძიებელმა ე----ის რესპუბლიკა 2011 წელს დატოვა და გაემგზავრა თურქეთში, სადაც ერთი წელი იმყოფებოდა. შემდგომ გაემგზავრა ქურთისტანში, ქ. ერბილში, სადაც ერთი წელი იცხოვრა და იქიდან კვლავ თურქეთში დაბრუნდა. 2013 წლის ზამთარში თავშესაფრის მაძიებელი თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. 7 თვე იცხოვრა თბილისში, რის შემდეგაც დაბრუნდა ქურთისტანში ოჯახის წევრებთან. 2014 წელს მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პირადი განცხადებით შეწყვიტა საქმის წარმოება და დაბრუნდა ქ. ერბილში. აღნიშნულის შემდეგ, განმცხადებელი 2016 წლის ბოლოს ისევ ჩამოვიდა საქართველოში და კვლავ მოითხოვა თავშესაფარი. მისი განმარტებით, წარმოშობის ქვეყანაში მას პირადი პრობლემები არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ ე----ის რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ქ. ბაღდადში სუნიტი მოსახლეობის მიმართ შიიტური დაჯგუფებების მხრიდან ხორციელდება დევნისა და შევიწროების ფაქტები და ვინაიდან იგი სუნიტია, ე----ის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ თავის დასკვნაში მიუთითა, რომ თავშესაფრის მაძიებელს გააჩნია დევნის საფუძვლიანი შიში შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაში, „Amnesty International“ თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ იმამ ალის ბატალიონის ხალხმა გაიტაცეს სუნიტი არაბები, რომლებიც მოგვიანებით მოკლეს, თუმცა თუკი გატაცებული სუნიტები გამტაცებლებს დაარწმუნებდნენ, რომ ისინი შიიტები ა----ნ, ამ შემთხვევაში შესაძლო იყო სამხედროებს გაეთავისუფლებინათ. ამასთან, იმ რეგიონებში, სადაც შიიტები რაოდენობრივად მეტნი ა----ნ, სუნიტები იძულებულნი ა----ნ თავი გაასაღონ შიიტებად, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები და არ მოუწიოთ საკუთარი ოჯახების დატოვება. „Freedom House”-ის 2016 წლის ანგარიშში საუბა----, რომ შიიტური დაჯგუფებები ხშირ შემთხვევაში ანადგურებენ სუნიტი მოსახლეობის მეჩეთებს, კლავენ მათ რელიგიურ ლიდერებს, ძარცვავენ მათ ქონებას და ხოცავენ ადგილობრივ მოსახლეობას.
საგულისხმოა, რომ კვლევის პროცესში სანდოდ იქნა მიჩნეული ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, კერძოდ რელიგიას. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №02-01/05/16842 გადაწყვეტილებით (შეტყობინებით) არ დაკმაყოფილდა ია--ნ მო--------------------------ს განცხადება საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სამინისტრომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლომ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთან, სასამართლოს მიერ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დასკვნაში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნას, რომ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის, ინდივიდუალური პროფილის, მოსარჩელის გამოცდილებისა და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიტუაციის გათვალისწინებით, იკვეთება შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ იარსებებს დევნის საფუძვლიანი შიში. წარმოშობის ქვეყანაში დევნა შესაძლოა განხორციელდეს რელიგიის (სუნიტი) გამო, რის გამოც მის სიცოცხლეს ე----ში საფრთხე დაემუქრება. ამასთან, მოსარჩელე ვერ ისარგებლებს სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური დაცვით. ასევე, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ შიდა გადაადგილების ალტერნატივის განხილვა მიზანშეუწონელია, რაც ასახულია თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე----ის რესპუბლიკის მოქალაქე - ია--ნ მოჰამმედ იბრაჰიმ იბრაჰიმისთვის საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია. სასამართლო მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადოდ გამოიკვლიოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული ვითარება და შეაფასოს ის საფრთხეები, რომელიც მოსალოდნელია წარმოშობის ქვეყანაში მოსარჩელის დაბრუნების შემთხვევაში. ასევე ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელესთან დაკავშირებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით, შეაფასოს აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ურთიერთშეპირისპირებით და ყოველივე აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №02-01/05/16842 გადაწყვეტილება (შეტყობინება) და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ია--ნ მო--------------------------სთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ია--ნ მოჰამედ იბრაჰიმ იბრაჰიმის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მოჰამედ იბრაჰიმი მიუთითებს, რომ ისევე როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ასევე სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაადასტურა ის გარემოება, რომ ვაკმაყოფილებ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ჰქონდა წვდომა რა კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნასთან მიიჩნია, რომ ამ კუთხით ხელმეორედ უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებების შესწავლა, ეს უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასამართლოს ჰქონდა ყველა სამართლებრივი ბერკეტი თავად გამოეტანა საქმეზე გადაწყვეტილება, რაც არ გააკეთა შესაბამისად ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მონიჭების თაობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და განმარტავს, რომ ვინაიდან სამინისტროს მიერ ამგვარი შინაარსის აქტის გამოცემა განპირობებული იყო კონტდაზვერვის საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის ძირიდათ ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავისი საქმიანობის პროცესში მოპოვებული მასალები და დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ არ არის დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი, რომ საქმეში არსებული ადმინისტრაციული წამოების მასალებით არ დასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა სრულყოფილად.
სამინისტროს მიერ ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ გაკეთებული ამაგვარი განმარტებები მთელი რიგი გარემოებების გამო. მოცემულ შემთხვევაში სამინისტრო მოქმედება კანონის სრული დაცვით და არ დაურღვევია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი პროცედურა. მოცმეულ შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან აპლიკანტების ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის უპირატესობა მართებულად და კანონიერად გააკეთდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ ლტოვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტრომ მიმართა შესაბამის ორგანოს თავშესაფრის მაძიებლი პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე რჩევის მისაღებად და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო ყველაზე მისაღები, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. კერძოდ, კონტდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის თავშესაფრის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე, რაც სრულად შეესაბამება ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ " საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ არ არის დასაბუთებული მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი, რომ საქმეში არსებული ადმინისტრაციული წამოების მასალებით არ დასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა სრულყოფილად. რასაც ცალსახად არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო მოქმედებდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული კანონი ადგენს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს ასევე სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რა--ს, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
მოსარჩელის მიმართ სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული კვლევის პროცესში სანდოდ იქნა მიჩნეული ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, რაც გვაძლევდა იმის საფუძველს, რომ კვლევა განხორციელებულიყო ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.
სამინისტრომ მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებლი აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმს, თუმცა თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის განხილვის დროს, ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ თავშესაფრის მაძიებლების მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ პუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. შესაბამისად მას უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულთა პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. "კონტდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, რის გამოს კონტრდაზვერვის საქმიანობის პროცესში მოპოვებული მასლები და დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის თანახმად. " სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონს, როგორც განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის სპეციალურს.
მოცემულ შემთხვევაში კონდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სამინისტროსთვის და შემდგომ სასამართლოსათვის წარმოდგენლი მტკიცებულებები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომლის შინაარსი ცნობილი იყო სასამართლოსთვის. მიგვაჩნია, რომ ვინაიდან საკითხი ეხება სახელმწიფოს ეროვნულ ინეტრესებს და შესაბამისი უწყების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ თავშესაფრის მაძიებელების საქართველოში ყოფნა, თავისი საქმიანობის, ცხოვრების წესის, მსოფლმხედველობით ან სხვა რიგი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინეტერესებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სახელმწიფო ინტერესებს, რადგან, როდესაც საუბა---- სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე - მოიაზრება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მათი უფლებები და თავისულფლებები.
რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ მეტად კომპეტენტურია და უფლებამოსილი დაადგინოს, გამოიკვლიოს და იმუშაოს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ეს, მოქმედი კანომდებლობის თანახმად დაკისრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კოტდაზვერვის დეპარტამენტს („კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი) და სხვას არავის. შესაბამისად, თუკი დღის წესრიგში დადგება საკითხი, გაირკვეს, ესა თუ ის პიროვნება უქმნის თუ არა საფრთხეს სახელმწიფოს, ეს უნდა დადგინდეს კონტრდაზვერვითი საქმიანობით (რომელიც თავისი არსით გასაიდუმლოებულია) და მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმების ანალიზის და ურთიერთშეჯერების შედეგად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით (გასაიდუმლოებულ) საქმიანობას, რომლის შედეგადაც მოპოვებული ინფორმაციების საშუალებით დახმარებას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აწვდის მას ამ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე, რომელ ინფორმაციასაც, ეს უკანასკნელი, იყენებს კანონით მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში - გადაწყვიტოს, მიანიჭოს თუ არა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი კონკრეტულ მაძიებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს წარმოადგენს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში მითითებულ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ" დაადგინა, რომ შვედეთის მთავრობას უფლება ჰქონდა, დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ სამინისტროს მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული სადაო აქტი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისია.
ასევე საქმეზე კალასსი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა: აპლიკანტის მიერ გასაჩივრებული კანონი (შეზღუდვები ელექტრონული ფოსტის და ტელეკომუნიკაციის საიდუმლოებაზე)სასამართლომ მიიჩნიასაჭიროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეროვნული უსაფრთხოების ინეტესებიდან გამომდინარე და დანაშაულისა და არეულობის პრევენციის მიზნით.
გარდა ამისა საქმეზე სეგერშტეედტ-უიბერეგი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ სასამართლომ არ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა: ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ინტერესებს უპირატესობა მიენიჭა აპლიკანტის ინტერესებთან შედარებით, მიეღოთ დაცის პოლიციაში მათზე არსებული საქმის მასალები.
გარდა ზემოაღნიშნულისა მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 30 ნოემბერს და მას შემდეგ მოსარჩელის წარმოშობის ქვეყანაში მკვეთრად გაუმჯობესდა მდგომარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, შემდეგს:
ე----ის კონსტიტუცია არის საკმაოდ სეკულარული და არ განსაზღვრავს სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ე----ის მოქალაქეები თანასწორნი ა----ნ კანონის წინაშე მათი სქესის, რა--ს, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილების, კონფესიური კუთვნილების (აღნიშნულში იგულისხმება შიიზმი, სუნიზმი და ა.შ.), ეკონომიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად.“
ფაქტი რომ განმცხადებელი არის სუნიტი არ ქმნის საფრთხეს რომ იგი შესაძლოა დადგეს სერიოზული ზიანის რისკის ქვეშ. სახელმწიფოს დამოკიდებულება მათდამი არ არის იმ ხარისხის და ინტენსივობის რომ შეფასდეს დევნად ან ღირსების შემლახველ ან არაადამიანურ მოპყრობად. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჰაიდერ ალ-აბადის მთავრობა ცდილობს სუნიტ მოსახლეობასთან ურთიერთობის მოგვარებას, რაც აისახა 2017 წლის აპრილში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვაში, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 2003 წლის შემდეგ პირველად სუნიტი არაბები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციის პოზიტიურად აფასებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ბაღდადში სუნიტები წარმოდგენილნი ა----ნ სახელისუფლებო ორგანოებში და აქტიურად ა----ნ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთანავე, 2017 წლის 26 ივნისის მონაცემებით, გარკვეული პროვინციების, მაგალითად ანბარისა და ნინევას გუბერნატორებს სუნიტები წარმოადგენენ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თავშესაფრის მაძიებელის მიმართ წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ადგილი არ ჰქონია სუნიტობის ნიადაგზე ძალადობის განხორციელებას.
2017 წლის ბოლოს ე----ის მთავრობამ, გასამხედროებულმა შენაერთებმა, ქურთულმა და კოალიციურმა ძალებმა ე----ში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, მათ შორის მოსული, ტალ-აფარი და ჰავიჯა დაიბრუნეს და ისლამურ სახელმწიფოზე საბოლოო გამარჯვება გამოაცხადეს. 2018 წლის 10 დეკემბერს ე----ში ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების ერთი წლისთავი აღნიშნეს. ბაღდადში გამართულ ღონისძიებას ე----ის პრემიერ მინისტრი ადელ აბდელ მაჰდი მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
2018 წლის იანვარში ბაღდადში საშუალოდ 3.3 უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი ფიქსირდებოდა. აღნიშნული მაჩვენებელი ივნისში 1.1-მდე შემცირდა. ამასთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) მონაცემებით, ინციდენტებისა და მსხვერპლის რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 2018 წელს ფიქსირდება.
გაეროს მონაცემებით, ე----ში ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი უბრუნდება წარმოშობის ადგილებს. ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ადგილებში ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის სისტემების აღდგენა და სახელმწიფო სოციალური დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება. 2018 წლის 6 მარტს ე----ის მთავრობამ გაეროსთან და სხვა ჰუმანიტარულ პარტნიორებთან ერთად დაიწყეს 2018 წლის ჰუმანიტარული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს 9 მილიონამდე ე----ელის დახმარებას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებს და მოწყვლად ე----ელებს, რომ მათ შეძლონ სათანადო დახმარების მიღება.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) 2016 წლის 14 ნოემბრის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ე----ელთა იძულებითი დაბრუნებისგან, თუ ისინი ა----ნ ე----ის იმ რაიონებიდან, სადაც სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს; „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებული ტერიტორიებიდან, სადაც სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია, ან ტერიტორიებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ „ისლამური სახელმწიფოს ხელშია“.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოზიცია ეხება ე----ში 2015 წელს არსებულ ვითარებას. მას შემდეგ მდგომარეობა ე----ში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც ადასტურებს ჩვენ მიერ მოძიებული წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია.ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სამსახურის მკვლევარი კრისტოფ ბლანჩარდი 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ე----ის შესახებ წერს, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება რთულია; თუმცა, 2013 წლის შემდეგ, 2017 წლის დეკემბერში პირველად საკუთარ წარმოშობის ტერიტორიებზე დაბრუნებულთა რაოდენობამ იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობას გადააჭარბა. 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, 3.5 მილიონი ე----ელი დაუბრუნდა საკუთარ წარმოშობის რეგიონს, ხოლო 2.3 მილიონი კვლავ იძულებით გადაადგილებულია.
აქვე გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება, რომ სუნიტი ლიდერი, შეიხ ფარეს ალ-დულაიმის თქმით, რომელიც მონაწილეობს მთავრობის შერიგების მცდელობაში, დღესდღეობით, არმიასა და უსაფრთხოების ძალებს აქვთ რეკრუტირების კომიტეტები, სადაც იწვევენ სუნიტებს და უფრო მეტიც, ყოფილ ოფიცრებს, რომელთაც არ აქვთ სისხლში გასვრილი ხელები. ოქტომბრის ბოლოს, ანბარის შეიხები შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ აბადის, რათა 3,150 სუნიტი პოლიციელი ხელახლა შეერთებოდა ეროვნულ ძალებს, რომლებიც 2014 წელს, ISIS-ის მოსვლის შემდეგ, იქნენ გათავისუფლებულები. დულაიმის განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებაში აზროვნების კუთხით სერიოზულ ცვლილებას აქვს ადგილი; ამჟამად ყველა ხვდება, რომ ე----ის მართვა ვერ მოხდება მხოლოდ ერთი რელიგიური მიმდინარეობის მიერ. ხალხი ამის გააზრებას იწყებს, თუმცა მათ დრო სჭირდებათ.
2018 წლის იანვარში წყაროები წერდნენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადში მიაღწიეს პროგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაზვერვითი საქმიანობისას; ასევე, წარმატებული იყო სამხედრო ოპერაციები ბაღდადის „ქამრის ზონაში“; ყოველივე ამან დადებითი გავლენა იქონია ბაღდადში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აშენდა დამცავი ღობე ბაღდადის გარშემო და მოეწყო დამცავი კარებები, რამაც უნდა მოახდინოს ამბოხებულების დედაქალაქში შეღწევის პრევენცია. საერთო ჯამში, 2018 წელს უსაფრთხოების ძალებმა წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას და ბაღდადში არ დაუშვეს ფართომასშტაბიანი ძალადობის დაბრუნება.ბაღდადში უსაფრთხოების ძალების მაღალი კონცენტრაციაა და ისინი საკმაოდ აქტიურებიც ა----ნ.
2015 და 2016 წლებში ბაღდადში მასობრივად გადაადგილდებოდნენ ე----ელები, ძირითადად ანბარიდან, ნინევასა და ბაბილიდან. 2016 წლის 2 მარტს ბაღდადში დევნილთა რაოდენობა 604,140 იყო. აღნიშნული მაჩვენებელი 69,204-მდე შემცირდა 2018 წლის 15 დეკემბრისთვის. 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე, ბაღდადს შიგნით გადაადგილებულთა რაოდენობა 8,550-დან 486-მდე შემცირდა. ბაღდადიდან იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 2018 წლის ბოლოს 30 ათასს შეადგენდა. მათ, ვინც დედაქალაქი დატოვა, ძირითადად სულეიმანიასა და ერბილს მიაშურა. 2018 წლის იანვარში მინიმუმ 281 საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა და მინიმუმ 600 მთავარი ქუჩა და გასასვლელი ხელახლა გაიხსნა. 2018 წლის 10 დეკემბერს გალავნით შემოსაზღვრული საერთაშორისო ზონა (მწვანე ზონა) საზოგადოებისთვისაც გაიხსნა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მწვანე ზონა პირველად გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი.
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის (OCHA) დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალიზებული პრეს-სამსახური - „Reliefweb“ 2018 წლის 1-ელი მაისის გამოცემაში წერს ე----ში დაბრუნებულ მიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი რესურსცენტრების როლის შესახებ. სააგენტოს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული 3.6 მილიონზე მეტი პირი უკვე დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ე----ის მთავრობის კოორდინაციისა და მონიტორინგის ერთობლივი ცენტრი (JCMC), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აფუძნებს ადგილობრივ რესურს-ცენტრებს იმ რეგიონებში, სადაც დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა. ცენტრები ფუნქციონირებენ სწორედ JCMC-ის ეგიდით და მათი დანიშნულებაა, შეასრულონ ერთგვარი საკოორდინაციო და საინფორმაციო ჰაბის ფუნქცია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები და უკან დაბრუნებული მიგრანტები მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა გადაუდებელი, ჯანდაცვისა და სტაბილიზაციის სერვისის შესახებ. აღნიშნულ სერვისებზე წვდომას, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, უზრუნველყოფს ე----ის მთავრობა, რათა ხელი შეუწყოს ე----ში მიგრანტთა დაბრუნებისა და უკვე დაბრუნებულ პირთა ინტეგრაციის პროცესს.
ცენტრების მიზანია, ე----ის მთავრობის მხარდაჭერა როგორც ადგილობრივ, ისე - ეროვნულ დონეზე, რათა მან კოორდინირება გაუწიოს დაბრუნებულ პირთათვის ისეთი სერვისების მიწოდებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო, ნებაყოფლობით და მდგრად სოციალურ-ეკონიმიკურ რეინტეგრაციას ადგილობრივ თემებში.
პირველი რესურსცენტრები იხსნება ნინევისა და ანბარის პროვინციებში, ხოლო შემდგომ - სხვა რეგიონებში, სადაც კონფლიქტმა და, შედეგად, მოსახლეობის იძულებითმა გადაადგილებამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
„ადგილობრივი რესურსცენტრები დაგვეხმარება, რათა ყველაზე ეფექტური გზით მივაწოდოთ დაბრუნებულ პირებს ინფორმაცია და სხვადასხვა ტიპის სერვისი“ - განაცხადა JCMC-ის თავმჯდომარე აბდულ ამირ მოჰამედ ალიმ.
ე----ის მთავრობის კოორდინაციისა და მონიტორინგის ერთობლივ ცენტრთან (JCMC) ერთად, პროცესებში ჩართულია 7 გაეროსა და არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისა----ტი (UNHCR); ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC); მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM); ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო (NRC); ტექნიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (ACTED);
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გერმანიის წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2015-2017 წლების განმავლობაში, IOM-მა, გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური ოფისთან თანამშრომლობით, განახორციელა მასშტაბური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ე----ის ქურთისტანის რეგიონში ე----ელი მოქალაქეების დაბრუნებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ე----ის იმ მოქალაქეებმა, რომელთაც გააჩნდათ ახლო ოჯახური კავშირები ქურთისტანის რეგიონში და, ასევე, საკუთარი ნების საფუძველზე გამოხატავდნენ მზაობას, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. თითოეული პირისთვის შეიქმნა თავდაპირველი ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნა მათი პირადი საჭიროებები. იმ აპლიკანტებს კი, რომელთაც გააჩნდათ რეალისტური და ეკონომიკური შეთავაზებები, გაეწიათ სათანადო მხარდაჭერა ჩრდილოეთ ე----ში მათი დაბრუნების შემდეგ, რათა ხელი შეეწყოთ მათი რეინტეგრაციის პროცესისთვის. ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმების შემდეგ, მათ დამატებით მიეწოდათ მომდევნო რამდენიმე თვის სამყოფი დახმარება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ე----ის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა არის 1.890.696; ხოლო - სამშობლოში დაბრუნებულ პირთა კი - 4.075.350, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წლის დასაწყისში, ე----ში დაბრუნებულთა რიცხვი მხოლოდ 500 000 პირს შეადგენდა.
მოცემულ შემთხვევაში, გეოგრაფიული არეალის (ქალაქ ბაღდადს და შემოგარენს ძირითადად ხელისუფლება აკონტროლებს), ინტენსივობის (სახელმწიფოს უნარი კანონის დაცვისა და წესრიგის დამყარების კუთხით შესაძლებელია შეფასდეს დადებითად, რაც გამოიხატება - 2018 წლის განმავლობაში, წინა წელთა შედარებით, ბაღდადსა და შემოგარენში ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობის შემცირებაში; ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა/წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეთა მდგომარეობა ე----ის რესპუბლიკაში გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება - 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე, ბაღდადს შიგნით გადაადგილებულთა რაოდენობა 8,550-დან 486-მდე შემცირდა, აქვე გასათვალისწინებელია; ამასთანავე, გზების უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობაც შესაძლებელია შეფასდეს დადებითაც, რაც გამოიხატება - 2018 წლის 10 დეკემბერს გალავნით შემოსაზღვრული საერთაშორისო ზონა (მწვანე ზონა) საზოგადოებისთვისაც გაიხსნა).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39--ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
2017 წლის 01 იანვარს, ე----ის რესპუბლიკის მოქალაქემ, ეთნიკურად ე----ელმა, მუსლიმმა სუნიტმა ია--ნ მო------------------------მმა (დაბ. 14.04.199-წ.) განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ია--ნ მო------------------------მთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ე----ის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ე----ელი, მუსლიმი - სუნიტი, ია--ნ მო------------------------მ დაიბადა ე----ის დედაქალაქ ბაღდადში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე - 2011 წლამდე ცხოვრობდა. განმცხადებელმა დაწყებითი განათლება მიიღო 1999-2011 წლებში ქ. ბაღდადის ერთ-ერთ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მრეწველობის ტექნიკუმში, პროფესიით ელექტრო-მექანიკოსია. მისი განმარტებით, 2011 წელს, როდესაც ე----ში რელიგიური დაპირისპირება დაიწყო სუნიტებსა და შიიტებს შორის, მისი ოჯახის წევრები - დედა, ერთი და და ერთი ძმა ავსტრალიაში გაემგზავრნენ. წარმოშობის ქვეყანაში ცხოვრობენ განმცხადებლის ორი ძმა და ერთი და. თავშესაფრის მაძიებელმა ე----ის რესპუბლიკა 2011 წელს დატოვა და გაემგზავრა თურქეთში, სადაც ერთი წელი იმყოფებოდა. შემდგომ გაემგზავრა ქურთისტანში, ქ. ერბილში, სადაც ერთი წელი იცხოვრა და იქიდან კვლავ თურქეთში დაბრუნდა.
2013 წლის ზამთარში თავშესაფრის მაძიებელი თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. 7 თვე იცხოვრა თბილისში, რის შემდეგაც დაბრუნდა ქურთისტანში ოჯახის წევრებთან. 2014 წელს მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პირადი განცხადებით შეწყვიტა საქმის წარმოება და დაბრუნდა ქ. ერბილში. აღნიშნულის შემდგომ, განმცხადებელი 2016 წლის ბოლოს ისევ ჩამოვიდა საქართველოში და კვლავ მოითხოვა თავშესაფარი. მისი განმარტებით, წარმოშობის ქვეყანაში მას პირადი პრობლემები არ ჰქონია, თუმცა აღნიშნა, რომ ე----ის რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ქ. ბაღდადში სუნიტი მოსახლეობის მიმართ შიიტური დაჯგუფებების მხრიდან ხორციელდება დევნისა და შევიწროების ფაქტები და ვინაიდან იგი სუნიტია, ე----ის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში დასაქმებულია სამშენებლო კომპანიაში „ბლუ სთოუნ“, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომელია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ ია--ნ მო--------------------------ს საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, სანდოდ იქნა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის იდენტობა, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტით-ე----ის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. ასევე სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელი სუნიტია, რაც დასტურდება მისი მონაყოლით.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელი - ია--ნ მო------------------------მ (დაბ. 14.04.199-) არის ე----ის რესპუბლიკის მოქალაქე, აღმსარებლობით მუსლიმი (სუნიტი).
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2017 წლის 22 ივნისის №MIA 6 17 01484321 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე----ის რესპუბლიკის მოქალაქისათვის - ია--ნ მო--------------------------სთვის (დაბ. 14.04.199-წ.) საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №02-01/05/16842 გადაწყვეტილებით (შეტყობინება), არ დაკმაყოფილდა ია--ნ მო--------------------------ს განცხადება საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ია--ნ მო-------------------------- აკმაყოფილებდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ია--ნ მო-------------------------- საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისის №02-01/05/16842 გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ამასთანავე, აღნიშნული აქტის კანონიერების შემოწმებას უკავშირდება მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტის საკითხიც.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 19-3 წლის 28 ოქტომბრისა და 19-8 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 19-9 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რა--ს, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რა--ს, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირის ლტოლვილად მიჩნევისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, მათ შორის, უნდა განისაზღვროს დევნის საფუძვლიანი შიშის არსებობა, ადგილი უნდა ჰქონდეს დევნას რა--ს, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, უნდა დგინდებოდეს მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში, უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილი პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვება კონკრეტული საფუძვლებით ხდება და არ უკავშირდება პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, არის იძულების შედეგი. შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რა--ს, რელიგიის, აღმსარებლობის გამო და სხვა).
განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, მათ შორის, თავად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასტურდება, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით (ლტოლვილის სტატუსის მინიჭება) გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, თუმცა სადავო აქტის თანახმად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ია--ნ მო--------------------------ს საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რის გამოც მოსარჩელეებს, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი მე-17 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს ამ პირის მიერ მიწოდებულ ფაქტებს, აგრეთვე სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე. იმავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროება გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს კავშირი აქვს: ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ) სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან; გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან.
,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, რომ წერილი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას საფრთხის პოტენციური ხა--ათის შესახებ, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში რა სახის საფრთხე შეიძლება დაემუქროს თავშესაფრის მიმცემ ქვეყანას, ასევე უნდა იყოს გაანალიზებული საფრთხის სერიოზულობა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, მას უნდა დაეცვა კანონიერების პრინციპი და მოეხდინა კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირება. პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული საკითხი სტატუსის მინიჭების შესახებ და ბალანსის ტესტის გამოყენებით უნდა გადაწყდეს დავა. სადავო შემთხვევასთან დაკავშირებით კი პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოპასუხემ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლების სიცოცხლე შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ და წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება დაირღვეს განმცხადებელთა ფუნდამენტური უფლებები. აღნიშნული დასტურდება თავად წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციითაც, კერძოდ, ინდივიდუალური პროფილის, მოსარჩელის გამოცდილებისა და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიტუაციის გათვალისწინებით, იკვეთება შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ იარსებებს დევნის საფუძვლიანი შიში. წარმოშობის ქვეყანაში დევნა შესაძლოა განხორციელდეს რელიგიის (სუნიტი) გამო, რის გამოც მის სიცოცხლეს ე----ში საფრთხე დაემუქრება. ამასთან, მოსარჩელე ვერ ისარგებლებს სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური დაცვით. ასევე, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ შიდა გადაადგილების ალტერნატივის განხილვა მიზანშეუწონელია, რაც ასახულია თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დაფუძნებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, რადგან საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, გამოკვლევას, საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი სწორად იქნა გადაწყვეტილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39--ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ” და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი ა----ნ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ია--ნ მო--------------------------ს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი