განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100119003173331
№1/ბ-4797-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ა-------ის ძე ქ------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ოზურგეთი, იაკობ შემოქმედელის ქ.N25; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, დ-----ის ქუჩა, N2-----------.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ------- ქ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 2100 საათზე ა------- ქ------ეს შვილთან - გ------- ქ------ესთან მოუვიდა კამათი, რა დროსაც ა-------ი ქ------ემ გ------- ქ------ეს ხელი გაარტყა სახეში. აღნიშნულით განაწყენებულმა გ------- ქ------ემ კი არასრულწლოვანი და-ძმის ა---------------–------------ეების თანდასწრებით ხელებით ცემა ა------- ქ------ე, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და განუვითარდა ჭრილობა მარჯვენა წარბზედა მიდამოში, აგრეთვე დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით სხეულის სხვადასხვა არეში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლო 2019 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით გ------- ქ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლო 2019 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - შ-----------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ქ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, 2019 წლის 26 თებერვალს 112-ის ოპერატორისაგან მიღებული შეტყობინებით, დადგენილებით ა------- ქ------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ-------------------–--------------------------------------------------------------–--------------------------------–-----------------------------------------------------------------–----------–----------------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, თავად გ------- ქ------ის გამოკითხვის ოქმით, გ------- ქ------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ფოტოცხრილით, სასამართლო სამედიცინო ექსპერიზის დასკვნით ა------- ქ------ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ქ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ გ------- ქ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის (3 ეპიზოდი) სანქციის ფარგლებში, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლო 2019 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი გ------- ქ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
გ------- ქ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
გ------- ქ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე