განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2650-19, 330310018002722382
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გიორგი ბეგიაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ფა---- დაჰირ ა-–-, ა-–- აბდ---–-–--ი მუ--
წარმომადგენელი - სალომე შუბითიძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახა-–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახა-–- გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ფა---- დაჰირ ა-–-ს და ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის № MIA 9 18 02358854 გადაწყვეტილება (შეტყობინება) და დაევალა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახა-–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2017 წლის 20 ოქტომბერს, სომა-–-ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ - ფა---- დაჰირ ა-–-მ (FA---A DA--R A--) (დაბ.: 28.11.1985 წ.), თავისთვის და თავისი შვილისათვის - ა-–- აბდ---–-–--ი მუ-- (A-- ABDULLA-- MUSE) (დაბ.: 02.04.2015 წ.), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ფა---- დაჰირ ა-–-სთან ჩაატარა გასაუბრება. სომა-–-ს ფედერაციული რესპუბლიკის (შემდეგში სომა-–-) მოქალაქე, ეროვნებით სომალელი, აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმი, ფა---- დაჰირ ა-–- (FA---A DA--R A--) (დაბ.: 28.11.1985 წ.), 1985 წლის 28 ნოემბერს სომა-–-ში, ქ. მოგადიშუში დაიბადა. განმცხადებელი წარმოშობის ქვეყანაში დაოჯახებამდე ქ. მოგადიშუში ცხოვრობდა, ხოლო, დაოჯახების შემდეგ 2006 წლიდან ქ. მარქაში. განმცხადებელს ოჯახის წევრებიდან დედა და ერთი და ჰყავს, რომლებიც ქ. მოგადიშუში ცხოვრობენ, ხოლო სამი შვილი კი განმცხადებლის მეუღლის მშობლებთან სომა-–-ს სოფელ ელერში ცხოვრობენ. რაც შეეხება საქართველოს, თავშესაფრის მაძიებელს საქართველოში მხოლოდ ერთი შვილი - ა-–- აბდ---–-–--ი მუ-- ჰყავს, რომელთან ერთადაც მარტყოფის მიმღებ ცენტრში ცხოვრობს.
თავშესაფრის მაძიებელს არასრული საშუალო განათლება აქვს მიღებული, იგი 9 წლის განმავლობაში ქ. მოგადიშუს აჰმად გურაის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სამუშაო გამოცდილება კი არ აქვს. განმცხადებლის თქმით, თვითონ სომალეს ტომის წარმომადგენელია, ხოლო თავისი მეუღლე კი ჰაუიას, რის გამოც თავისი ნათესავები მასზე დაქორწინებას არ ურჩევდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან 2006 წელს იქორწინა ჰაუიას ტომის წარმომადგენელ სომა-–-ს მოქალაქე აბდულაჰი მუ-- ჰასსანზე, რომელთანაც 4 საერთო შვილი ჰყავს. მისი თქმით, ტომობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ თანაცხოვრებისას არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, 2014 წლის აგვისტოში მათთან სახლში ალ-შაბააბის სამი წევრი მივიდა და მანქანის გასაღები მოსთხოვეს, რაზეც უარის მიღების შემდეგ თავის მეუღლეს თავში ტყვია ესროლეს, რის გამოც განმცხადებლის მეუღლე გარდაიცვალა, ხოლო თავად დაახლოებით 2 თვის ორსული კი თავის არეში დაჭრეს, რის გამოც სამი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა, აღმოაჩნია, რომ თავისი სამი შვილი თავისი მეუღლის მშობლებს ჰყავდათ წაყვანილი. მისი თქმით, მისი შვილების წაყვანის მოტივს ქმრის ქონების მისაკუთრების სურვილი წარმოადგენდა. განმცხადებლის თქმით, იგი თავის დედამთილთან მისვლას ვერ ბედავდა, რადგან თავისი ქმრის მშობლები მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ მისი წართმევით დაემუქრნენ, ხოლო დანარჩენი შვილების დაბრუნებისთვის სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან მისი აზრით, იმის გამო, რომ სამართალდამცავები ეფექტიანობით არ გამოირჩევიან, ჩივილს შედეგი არ მოჰყვებოდა. განმცხადებლის თქმით, იგი ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს დაბადების შემდეგ 6 თვის განმავლობაში თავის დეიდასთან მალულად ცხოვრობდა. განმცხადებელმა 2015 წლის სექტემბერში სომა-–- დატოვა და თავისი მეუღლის ნახევარძმის დახმარებით მიღებული ვიზის საფუძველზე გაემგზავრა ქ. დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სადაც ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ ბინადრობის გაგრძელების გამო შექმნილი პრობლემების გამო დუბაი დატოვა და 2017 წლის 1-ელ იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. ამ დროის განმავლობაში განმცხადებელს თავისი დედამთილი სულ ორჯერ დაუკავშირდა, ერთხელ ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავისი მეოთხე შვილი დაახლოებით ერთი თვის იყო, ხოლო მეორედ კი მაშინ, როცა განმცხადებელი დუბაიში იყო. მისი თქმით, თავისმა დედამთილმა განუცხადა, რომ მის მოსაკლავად ალ-შაბააბს 200 დოლარი გადაუხადა. თავშესაფრის მაძიებელს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, რადგან შიშობს, რომ ალ-შაბააბის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გარდა ამისა, დაბრუნების შემთხვევაში, შიშობს, რომ თავისი დედამთილი მეოთხე შვილსაც წაართმევს.
საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ მოსარჩელის საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნა შემდეგი: დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად ფა---- დაჰირ ა-–-მ გადმოსცა სამინისტროსთან გასაუბრების დროს; დასკვნის მეორე ნაწილში განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული - განმცხადებლის მეუღლის მკვლელობის ფაქტი და ამის შემდეგ შექმნილი პრობლემები, სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ალ-შაბააბისა და ზოგადად, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხეები.
ამავე დასკვნით სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელი - ფა---- დაჰირ ა-–- (FA---A DA--R A--) (დაბ.: 28.11.1985 წ.) და თავისი შვილი - ა-–- აბდ---–-–--ი მუ-- (A-- ABDULLA-- MUSE) (დაბ.: 02.04.2015 წ.) არიან სომა-–-ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები, რაც განმცხადებლის განაცხადითა და მის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება.
დასკვნის მეოთხე ნაწილში მითითებულია ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ და განმარტებულია, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი არ დადგება სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის MIA 9 18 02358854 გადაწყვეტილებით (შეტყობინება), ფა---- დაჰირ ა-–-ს და ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს უარი ეთქვათ როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, განხილული წყაროების ანა-–-ზიდან გამომდინარე, სომა-–-ში უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და მისი სამომავლოდ განვითარების წინასწარი შეფასება საკმაოდ რთული. რაც შეეხება უშუალოდ მოგადიშუს, კონკრეტული სტრატეგიების განხორციელებისა და ძალოვანი სტრუქტურების განვითარების შედეგად, დედაქალაქში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. ამის მიუხედავად, ადრეა იმაზე საუბარი, რომ სამთავრობო ძალები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. ალ-შაბააბს მაინც რჩება გარკვეული გავლენა (განსაკუთრებით ღამით და გარეუბნებში) მოგადიშუში და ისინი ახერხებენ დაგეგმილი, კომპლექსური თავდასხმებისა და აფეთქებების განხორციელებას.
რაც შეეხება უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, საერთაშორისო ანგარიშები ადამიანის უფლებების დარღვევებზე და უსაფრთხოების არასტაბილურ მდგომარეობაზე საუბრობენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობაზე და უარყოფით კონტექსტში განიხილავენ ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. არაერთი წყარო აღნიშნავს, რომ მომეტებული საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები და ისინი ვინც კონკრეტულ ტერიტორიებზე უმცირესობათა კლანის წარმოადგენენ, ან საერთოდ არ სარგებლობენ რომელიმე კლანის მფარველობით.
სხვადასხვა საერთაშორისო წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, მართა-–-ა გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება სომა-–-ს პოლიციის სისტემაში, თუმცა ის ისევ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. ძირითადი პრობლემები ვლინდება სამართალდამცავების მომზადების, მათი მიუკერძოებლობისა და ადეკვატური ეკიპირების კუთხით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირების, ფა---- დაჰირ ა-–-ს და ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №MIA 9 18 02358854 შეტყობინება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვა-–-სწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.
საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
საქართველოს კონსტიტუციისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე მიღებულ იქნა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს და სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვა-–-სწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ,,ი“ პუნქტის მიხედვით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი;
მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიც არის საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლო ამ მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველ მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვა-–-სწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეა-–-ზაციის ერთ- ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყა-–-ბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვა-–-ფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვა-–-სწინება.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვა-–-სწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვა-–-სწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვა-–-სწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვა-–-სწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვა-–-სწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი აცხადებს, რომ მისი ქმარი მოკლეს ალ-შაბააბის წევრებმა მას კი თავის არეში ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც იგი 3 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტს მოპასუხეც არ ხდის სადავოდ და მიიჩნევს სანდოდ, ვინაიდან განმცხადებელმა წარადგინა სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც იგი კომაში მიყენებული ტრავმისგან სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. სამინისტრო სადავოდ ხდის აღნიშნული ტრავმის მიყენების გარემოებებს. მოსარჩელის თქმით, კომაში ყოფნის დროს მეუღლის მშობლებმა მისი 3 შვილი წაიყვანეს. ამის მოტივად ქმრის ქონების დაპატრონების სურვილს ასახელებს. მან 2015 წლის სექტემბერში სომა-–- დატოვა და გაემგზავრა დუბაიში, სადაც ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და 2017 წლის 1-ელ იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. მოსარჩელის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში მას დედამთილი ორჯერ დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის მოსაკლავად ალ-შაბააბს 200 დოლარი გადაუხადა. თავშესაფრის მაძიებელს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, რადგან შიშობს, რომ ალ- შაბააბის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და მისი დედამთილი მეოთხე შვილსაც წაართმევს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც აცხადებს, რომ არის წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი, ან რომელსაც ასეთი ნიშნები აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვამდე ხელი უნდა მიუწვდებოდეს შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვა-–-სწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად უნდა იქნეს განხილული.
განმცხადებლის განაცხადი მეუღლის მკვლელობის ფაქტთან და ამის შემდეგ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტრომ სანდოდ არ მიიჩნია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო ნაკლებად თანმიმდევრული და დამაჯერებელი. მოპასუხის ამგვარ პოზიციას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ფა---- დაჰირ ა-–- განეკუთვნება მოწყვლად კატეგორიას, კერძოდ: იგი არის მარტოხელა დედა, რომელსაც მოუკლეს ქმარი და თავში მიყენებული ტრავმის გამო უჭირს გადაადგილება. აღნიშნულზე კი მოპასუხეს ყურადღება არ გაუმახვილებია და გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაუთვა-–-სწინებია.
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველომ მოსარჩელეთა საქმეზე შეადგინა დასკვნა, სადაც განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ალ-შაბააბისა და ზოგადად, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხეები. დასკვნის მეოთხე ნაწილში კი მითითებულია ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ და განმარტებულია, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი არ დადგება სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ წარმოშობის ქვეყნის შესახებ უახლეს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, განხილული წყაროების ანა-–-ზიდან გამომდინარე, სომა-–-ში უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და მისი სამომავლოდ განვითარების წინასწარი შეფასება საკმაოდ რთული. რაც შეეხება უშუალოდ მოგადიშუს, კონკრეტული სტრატეგიების განხორციელებისა და ძალოვანი სტრუქტურების განვითარების შედეგად, დედაქალაქში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. ამის მიუხედავად, ადრეა იმაზე საუბარი, რომ სამთავრობო ძალები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. ალ-შაბააბს მაინც რჩება გარკვეული გავლენა (განსაკუთრებით ღამით და გარეუბნებში) მოგადიშუში და ისინი ახერხებენ დაგეგმილი, კომპლექსური თავდასხმებისა და აფეთქებების განხორციელებას.
რაც შეეხება უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, საერთაშორისო ანგარიშები ადამიანის უფლებების დარღვევებზე და უსაფრთხოების არასტაბილურ მდგომარეობაზე საუბრობენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობაზე და უარყოფით კონტექსტში განიხილავენ ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. არაერთი წყარო აღნიშნავს, რომ მომეტებული საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები და ისინი ვინც კონკრეტულ ტერიტორიებზე უმცირესობათა კლანის წარმოადგენენ, ან საერთოდ არ სარგებლობენ რომელიმე კლანის მფარველობით.
მოგადიშუში არსებულ ზოგად ძალადობრივ ფონზე, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან: იმ კლანების წარმომადგენლები, რომლებიც მოგადიშუში უმცირესობას წარმოადგენენ, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირები და განსაკუთრებით - მარტოხელა ქალები, რომლებიც არცერთი კლანის მფარველობის ქვეშ არ იმყოფებიან.
სამხრეთ და ცენტრალურ სომა-–-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2016 წლის პოზიციის თანახმად, არსებული არასტაბილური ვითარების გათვა-–-სწინებით, UNHCR-ი მოუწოდებს სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ სამხრეთ და ცენტრალურ სომა-–-ში თავშესაფრის მაძიებლის დაბრუნებისგან.
სასამართლოს მოსაზრებით, სამინისტროს მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციისათვის სათანადო შეფასება არ მიუცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვა-–-სწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას პირი ამ კანონით გათვა-–-სწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვა-–-სწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვა-–-სწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება.
აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ყველა ზომა უნდა მიიღოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულების შესაგროვებლად. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გააანა-–-ზოს და შეაფასოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამინისტრო საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, ფა---- დაჰირ ა-–-ს და ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვისას არსებული მდგომარეობა, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეკომენდაციები, რაც მას ავალდებულებდა არა მარტო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არამედ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლიც. აღნიშნული სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებების სრული და ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ასევე, მისი შესაძლებლობების ფარგლებში სრულად მოიძიოს საჭირო მტკიცებულებები და ისე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებაში ხომ არ არსებობს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი. ამასთან, ამ საფუძვლის არსებობის დადგენის შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა გამოარკვიოს მე-20 მუხლის შესაბამისად, ხომ არ არსებობს ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე მე-20 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს ან მისი საქართველოში ყოფნა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ხომ არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვა-–-სწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვა-–-სწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახა-–-.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის № MIA 9 18 02358854 გადაწყვეტილება (შეტყობინება) და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახა-–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ არ დარღვეულა კანონმდებლობის არც ერთი მოთხოვნა და შესაბამისად სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარმოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოსცა სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკამრისად დასაბუთებული, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამინისტროს მიერ მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით დეტალურად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებები და მხოლოდ მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება. აღნიშნული ცალსახად დასტურდება, როგორც საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, ასევე სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებებით. კერძოდ, 2017 წლის 20 ოქტომბერს, სომა-–-ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ - ფა---- დაჰირ ა-–-, თავისთვის და თავისი შვილისათვის - ა-–- აბდ---–-–--ი მუ--, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნას საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები;
სომა-–-ს ფედერაციული რესპუბლიკის (შემდეგში სომა-–-) მოქალაქე, ეროვნებით სომალელი, აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმი, ფა---- დაჰირ ა-–-, 1985 წლის 28 ნოემბერს სომა-–-ში, ქ. მოგადიშუში დაიბადა. განმცხადებელი წარმოშობის ქვეყანაში დაოჯახებამდე ქ. მოგადიშუში ცხოვრობდა, ხოლო, დაოჯახების შემდეგ 2006 წლიდან ქ. მარქაში. განმცხადებელს ოჯახის წევრებიდან დედა და ერთი და ჰყავს, რომლებიც ქ. მოგადიშუში ცხოვრობენ, ხოლო სამი შვილი კი განმცხადებლის მეუღლის მშობლებთან სომა-–-ს სოფელ ელერში ცხოვრობენ. რაც შეეხება საქართველოს, თავშესაფრის მაძიებელს საქართველოში მხოლოდ ერთი შვილი - ა-–- აბდ---–-–--ი მუ-- ჰყავს, რომელთან ერთადაც მარტყოფის მიმღებ ცენტრში ცხოვრობს.
თავშესაფრის მაძიებელს არასრული საშუალო განათლება აქვს მიღებული, იგი 9 წლის განმავლობაში ქ. მოგადიშუს აჰმად გურაის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სამუშაო გამოცდილება კი არ აქვს. განმცხადებლის თქმით, თვითონ სომალეს ტომის წარმომადგენელია, ხოლო თავისი მეუღლე კი ჰაუიას, რის გამოც თავისი ნათესავები მასზე დაქორწინებას არ ურჩევდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან 2006 წელს იქორწინა ჰაუიას ტომის წარმომადგენელ სომა-–-ს მოქალაქე აბდულაჰი მუ-- ჰასანზე, რომელთანაც 4 საერთო შვილი ჰყავს. მისი თქმით, ტომობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ თანაცხოვრებისას არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, 2014 წლის აგვისტოში მათთან სახლში ალ-შაბააბის სამი წევრი მივიდა და მანქანის გასაღები მოსთხოვეს, რაზეც უარის მიღების შემდეგ თავის მეუღლეს თავში ტყვია ესროლეს, რის გამოც განმცხადებლის მეუღლე გარდაიცვალა, ხოლო თავად დაახლოებით 2 თვის ორსული კი თავის არეში დაჭრეს, რის გამოც სამი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა, აღმოაჩინა, რომ თავისი სამი შვილი თავისი მეუღლის მშობლებს ჰყავდათ წაყვანილი. მისი თქმით, მისი შვილების წაყვანის მოტივს ქმრის ქონების მისაკუთრების სურვილი წარმოადგენდა. განმცხადებლის თქმით, იგი თავის დედამთილთან მისვლას ვერ ბედავდა, რადგან თავისი ქმრის მშობლები მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ მისი წართმევით დაემუქრნენ, ხოლო დანარჩენი შვილების დაბრუნებისთვის სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან მისი აზრით, იმის გამო, რომ სამართალდამცავები ეფექტიანობით არ გამოირჩევიან, ჩივილს შედეგი არ მოჰყვებოდა. განმცხადებლის თქმით, იგი ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს დაბადების შემდეგ 6 თვის განმავლობაში თავის დეიდასთან მალულად ცხოვრობდა. განმცხადებელმა 2015 წლის სექტემბერში სომა-–- დატოვა და თავისი მეუღლის ნახევარძმის დახმარებით მიღებული ვიზის საფუძველზე გაემგზავრა ქ. დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სადაც ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ ბინადრობის გაგრძელების გამო შექმნილი პრობლემების გამო დუბაი დატოვა და 2017 წლის 1-ელ იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. ამ დროის განმავლობაში განმცხადებელს თავისი დედამთილი სულ ორჯერ დაუკავშირდა, ერთხელ ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავისი მეოთხე შვილი დაახლოებით ერთი თვის იყო, ხოლო მეორედ კი მაშინ, როცა განმცხადებელი დუბაიში იყო. მისი თქმით, თავისმა დედამთილმა განუცხადა, რომ მის მოსაკლავად ალ-შაბააბს 200 დოლარი გადაუხადა. თავშესაფრის მაძიებელს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, რადგან შიშობს, რომ ალ-შაბააბის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გარდა ამისა, დაბრუნების შემთხვევაში, შიშობს, რომ თავისი დედამთილი მეოთხე შვილსაც წაართმევს.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის განხილვისას, სანდოობის შესაფასებლად, გამოვლინდა შემდეგი არსებითი ფაქტები: 1. თავშესაფრის მაძიებლის იდენტობა; 2. განმცხადებლის მეუღლის მკვლელობის ფაქტი და ამის შემდეგ შექმნილი პრობლემები; 3. სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ალ-შაბააბისა და ზოგადად, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხეები.
სანდოდ მიიჩნიეს თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი, რომ თვითონ - ფა---- დაჰირ ა-–- და თავისი შვილი - ა-–- აბდ---–-–--ი მუ-- არიან სომა-–-ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები, რაც განმცხადებლის განაცხადითა და მის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდება.
მოცემულ შემთხვევაში სანდოდ ვერ მიიჩნიეს განმცხადებლის განაცხადი თავისი მეუღლის მკვლელობის ფაქტთან და აქედან გამომდინარე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, რადგან, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმცხადებლის მონათხრობი ნაკლებად თანმიმდევრული და დამაჯერებელია; ასევე, განმცხადებელმა თავისი ისტორია შესაბამისი გამამყარებელი არგუმენტაციით ვერ ახსნა, რის გამოც იგი ვერ აკმაყოფილებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვა-–-სწინებულ მოთხოვნებს, რაც ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას მოგვცემდა, კერძოდ: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, თუ: „საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ცალკეული საფუძვლები შესაბამისი დოკუმენტური ან სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ასეთ გარემოებებს არ სჭირდება დამტკიცება შემდეგი გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში: ა) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა; ბ) თავშესაფრის მაძიებელმა წარადგინა საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია, ამასთანავე, დამაკმაყოფილებლად ახსნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობა; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანამიმდევრულია, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციას; დ) თავშესაფრის მაძიებელმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე, თუ მის მიერ არ იქნა წარდგენილი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემაფერხებელი მიზეზები; ე) დადგინდა თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ზოგადი სანდოობა.“
განმცხადებლის მიერ მოყოლილი ისტორია და წარმოდგენილი მტკიცებულებები საშუალებას იძლევა, რომ ეჭვი განმცხადებლის სასარგებლოდ არ გადაწყდეს შემდეგი მიზეზების გამო: ა) თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასასაბუთებლად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება არ გამოუყენებია, კერძოდ, მას თავდაცვისა და შვილების დაბრუნების მცდელობაც არ ჰქონია, რაც განმცხადებელმა სამართალდამცავების ეფექტიანობის მიმართ არსებული ეჭვით ახსნა, რაც ვერ იქნება მიჩნეული მისაღებ არგუმენტად. ბ) თავშესაფრის მაძიებელს საქმის განხილვისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა ინფორმაცია არ წარმოუდგენია, კერძოდ, მას არ წარმოუდგენია ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე საბუთები, როგორებიცაა მეუღლის გარდაცვალების მოწმობა და დედამთილთან მცხოვრები სამი შვილის დაბადების მოწმობები ან საოჯახო ფოტომასალა, რაც მის მიერ მოყოლილი ისტორიის მნიშვნელოვან გამამყარებელ საბუთებად იქნებოდა მიჩნეული. ხოლო რაც შეეხება საბუთების ვერ წარმოდგენის ასახსნელად განმცხადებლის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომლის თანახმადაც, დედამისი დოკუმენტებს ვერ გამოითხოვს იმის გამო, რომ შორია, ვერ იქნება მიჩნეული მისაღებ არგუმენტად, თანაც, მას საბუთების გამოსათხოვად გასაუბრებიდან საბოლოო გადაწყვეტილების მომზადებამდე სულ მცირე 5 თვე ჰქონდა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში მას აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოუდგენია. გ) განმცხადებლის განაცხადი არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, მით უფრო, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას. კერძოდ, მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გამოვლინდა განმცხადებლის ტრავმასთან დაკავშირებით, კერძოდ, ანკეტირებისას განმცხადებელი მიყენებულ ტრავმას თავში ჩარტყმით ხსნის, ხოლო გასაუბრების მასალების თანახმად კი, მან თავის ტრავმა ტყვიით მიიღო, შეუსაბამობის პასუხად კი განაცხადა, რომ მას თავში ესროლეს, რის გამოც კომაში იყო. განმცხადებელმა აღნიშნულის დასტურად წარმოადგინა სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც იგი კომაში მიყენებული ტრავმისგან სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. აღნიშნული საბუთი სამინისტრომ მიიჩნია სანდოდ, ვინაიდან, იგი შესრულებულია სატიტულო ფურცელზე, აქვს შესაბამისი ხელმოწერები, ბეჭედი და თარიღები თუმცა, მასში დაკონკრეტებული არ არის ტრავმის მიყენების გარემოებები, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტი განმცხადებლის მიერ მოყოლილი ისტორიის გამამყარებელ საკმარის საბუთად ვერ იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ განმცხადებელმა თავისი მეუღლის მკვლელობის/გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი ვერ წარმოადგინა, რაც საქმისთვის ასევე არსებით დეტალს წარმოადგენს, ხოლო რაც შეეხება მის განაცხადს, რომლის თანახმადაც, სომა-–-ში გარდაცვალების რეგისტრაცია საერთოდ არ ხდება, აპელანტი ვერ მიიჩნევს სანდოდ, ვინაიდან, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მართა-–-ა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, თუმცა, საავადმყოფოებში გარდაცვლილთა და დაბადებულთა რეგისტრაცია ხორციელდება. კერძოდ, ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2014 წლის ანგარიშში სომა-–-ს შესახებ წერს, რომ ბანადირის სარეგისტრაციო ცენტრი, რომელიც 2013 წელს გაიხსნა, გასცემს დაბადების მოწმობებს 5 აშშ დოლარად, როგორც ბანადირის რეგიონის, ასევე სომა-–-ს სხვა რეგიონის მცხოვრებლებისთვისაც. საავადმყოფოები არეგისტრირებენ დაბადებასა და გარდაცვალებას და პერიოდულად გასცემენ მოწმობებს, თუმცა, საავადმყოფოში დაბადებულთა და გარდაცვალებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება. გარდა ამისა, სომა-–-ს საელჩოებს ასევე აქვთ სტატუსის შესახებ (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალება და ა.შ) მოწმობების გაცემის უფლება. კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2017 წლის ანგარიშში სომა-–-ს შესახებ წერს, რომ დღესდღეობით ყველა დოკუმენტი და მოწმობა გაიცემა მოგადიშუს მუნიციპა-–-ტეტის მიერ და ის ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც თავად ინდივიდი აწვდის (შესაბამის მოწმეებთან ან ნათესავებთან ერთად). ამავე წყაროში მითითებულია, რომ მოგადიშუს მუნიციპა-–-ტეტი ახორციელებს დაბადების, ქორწინების და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებას. სომა-–-ს შესახებ ARC (Asylum Research Consultancy) - ის მიერ 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია დანიის საემიგრაციო სამსახურისა და ნორვეგიული Landinfo-ს 2013 წლის მისიის ანგარიში ნაირობიში, კენიასა და მოგადიშუში არსებული სიტუაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერები დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ და მხოლოდ საავადმყოფოები არეგისტრირებენ მსგავს ფაქტებს. როგორც წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, განმცხადებელს შეეძლო თავისი მეუღლის გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენა, ვინაიდან, როგორც მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, გარდაცვალების რეგისტრაცია სულ მცირე საავადმყოფოებში მაინც ხდება, განმცხადებლის მიერ მოყოლილი ინფორმაციის თანახმად კი, ის და თავისი მეუღლე თავდასხმის შემდეგ ორივენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც მისი მეუღლის გარდაცვალების რეგისტრაციას შესაძლებელს გახდიდა. აქვე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ განმცხადებელმა უპრობლემოდ შეძლო საავადმყოფოში 3 თვის განმავლობაში ყოფნისა და ასევე თავისი შვილის დაბადების დამადასტურებელი მოწმობების წარმოდგენა. დ) თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვა ასეთი შესაძლებლობის გაჩენისთანავე არ მოუთხოვია, კერძოდ, იგი საქართველოში 2017 წლის 1-ელ იანვარს ჩამოვიდა, ხოლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მხოლოდ ათი თვის შემდეგ წარადგინა. ე) გამოვლენილი შეუსაბამობებისა და საჭირო მტკიცებულებათა წარდგენის შეუძლებლობის გამო თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზოგადი სანდოობა ვერ დადგინდა.
სანდოდ ვერ მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი, სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში ალ-შაბააბისა და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, რადგან წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გარკვეული პრობლემებისა, სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ამ თვალსაზრისით ვითარება გაუმჯობესებულია. კერძოდ, სომა-–-ში არსებული ვითარების შესახებ Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სომალელ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, რადგან მთავრობამ და საერთაშორისო ძალებმა გაათავისუფლეს ტერიტორიები ალ-შაბააბის კონტროლისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგადიშუსა და სხვა ქალაქებში ფუნქციონირებს უნივერსიტეტები და უსაფრთხოების მდგომარეობის გათვა-–-სწინებით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მხარდაჭერით, აქვთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა.
სომა-–-ში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად არსებული არამდგრადი ვითარებისა, 2014 წლის შემდგომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მოგადიშუში, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა, რამაც საშუალება მისცა ზოგ ლტოლვილსა და დიასპორის წევრს დაბრუნებულიყვნენ მოგადიშუში. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პიროვნება აღმოჩნდება ისეთი ზიანის წინაშე, რომელიც არღვევს მაკვა-–-ფიცირებელი დირექტივის 15(გ) მუხლს.“ მოგადიშუს ფარგლებს გარეთ, სამხრეთ და ცენტრალურ სომა-–-ში ბრძოლები იყო არარეგულარული და ლოკა-–-ზებული და არ ჰქონდა ისეთი სახე, რომელიც აღნიშნულ ნაწილში ნებისმიერ პიროვნებას დააყენებდა ისეთი რეალური ზიანის წინაშე, რომლითაც დაირღვეოდა 15(გ) მუხლი. უმეტეს ურბანულ არეალებს ამჟამად აკონტროლებს სომა-–-ს ხელისუფლება, აფრიკის კავშირის მისიის ძალების დახმარებით. ალ შაბააბს არ შეუძლია იმ ადგილების დაკავება, რომლის დაკავებასაც გადაწყვეტენ და რომელზე კონტროლსაც შეინარჩუნებენ აფრიკის კავშირის მისიის ძალები. ალ-შაბააბს აქვს შეზღუდული რესურსები და წყაროებზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ შეძლებს ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების აღებას, როგორიცაა მოგადიშუ. ხოლო სომა-–-ში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სომა-–-ში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტის 2017 წლის 6 სექტემბრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომა-–-ში სოციალური სერვისების მიწოდება, რესურსების მხრივ გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) ბავშვთა ჯანდაცვისა და დედების უსაფრთხოებისთვის ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: პოლიომერიტის საწინააღმდეგო აცრები, მალარიის საწინააღმდეგო ქმედებები, აივ-ინფექციის შემოწმება და მკურნალობა. UNICEF-ის პროგრამები მოიცავს დაახლოებით 2.5 მილიონ ადამიანს. UNICEF-ის მიერ მხარდაჭერილია პირველადი ჯანდაცვის სერვისების 70%. საგანმანათლებლო სექტორში, განათლების სისტემის გასაძლიერებლად და მაღა-–- დონის განათლების სისტემის უზრუნველსაყოფად ყველაზე იზოლირებული ბავშვებისთვისაც კი, UNICEF-ი მხარს უჭერს 5 თემატურ სფეროს. ამავე წყაროში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება ადამიანის უფლებების დაცვის, მმართველობისა და მშვიდობის მშენებლობის კუთხით. სომა-–-ში არსებული ვითარების შესახებ Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სომალელ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, რადგან მთავრობამ და საერთაშორისო ძალებმა გაათავისუფლეს ტერიტორიები ალ-შაბააბის კონტროლისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგადიშუსა და სხვა ქალაქებში ფუნქციონირებს უნივერსიტეტები და უსაფრთხოების მდგომარეობის გათვა-–-სწინებით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მხარდაჭერით, აქვთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. განმცხადებლის მიერ დასახელებული შიშის თანახმად, სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში, თავისი დედამთილისაგან და ქვეყანაში ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს, რაც სანდოობის ანა-–-ზისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე არ იქნა მიჩნეული სანდოდ, თანაც, განმცხადებლის მიერ დასახელებული შიში თავისი არსით არ მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ნიშნებს, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ კვლევა აღარ გაგრძელდეს ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.
მოსარჩელის მიმართ კვლევა განხორციელდა ჰუმანიტარული სტატუსის მიმართულებით (სერიოზული ზიანი). „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზულ ზიანს წარმოადგენს: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სომა-–-ში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდგომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის - მოგადიშუში, გაუმჯობესდა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, რამაც საშუალება მისცა ზოგ ლტოლვილსა და დიასპორის წევრს რომ მოგადიშუში დაბრუნებულიყვნენ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პიროვნება აღმოჩნდება ისეთი ზიანის წინაშე, რომელიც არღვევს მაკვა-–-ფიცირებელი დირექტივის 15(გ) მუხლს.* მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ არსებობს აღნიშნული მუხლის დარღვევის რისკი, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა გაითვა-–-სწინონ, რომ პირის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს თუ არა კონკრეტული ფაქტორები, რაც მათ დააყენებდა რისკის ქვეშ. მოგადიშუს ფარგლებს გარეთ, სამხრეთ და ცენტრალურ სომა-–-ში ბრძოლები იყო არარეგულარული და ლოკა-–-ზებული და არ ჰქონდა ისეთი სახე, რომელიც აღნიშნულ ნაწილში ნებისმიერ პიროვნებას დააყენებდა ისეთი რეალური ზიანის წინაშე, რომლითაც დაირღვეოდა 15(გ) მუხლი. უმეტეს ურბანულ არეალებს ამჟამად აფრიკის კავშირის მისიის ძალების დახმარებით სომა-–-ს ხელისუფლება აკონტროლებს. ალ-შაბააბს არ შეუძლია იმ ადგილების დაკავება, რომლის დაკავებასაც გადაწყვეტენ და რომელზე კონტროლსაც შეინარჩუნებენ აფრიკის კავშირის მისიის ძალები. ალ-შაბააბს აქვს შეზღუდული რესურსები და წყაროებზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ შეძლებს ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების აღებას, როგორიცაა მოგადიშუ. უმეტესად, ალ-შაბააბი აკონტროლებს სოფლებს სამხრეთ და ცენტრალურ სომა-–-ში და მიუხედავად სამხედრო ძალების არყოფნისა, ზოგან ის „მართავს“ ამ მხარეებს შიშისა და დაშინების ხარჯზე. 2011 წელს საქმეში: AMM and others v Secretary of state for the Home Department (00445) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზოგადად, გაუმჯობესდა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
სომა-–-ში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია საქმე: MOJ & Ors (Return to Mogadishu) Somalia CG V. Secretary of State for the Home Department, [2014], სადაც ტრიბუნალმა განაცხადა, რომ ზოგადად, „ჩვეულებრივი მოქალაქის“ (ანუ პირი, რომელიც არ ასოცირდება უსაფრთხოების ძალებთან, ხელისუფლებასთან ან რაიმე არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან) გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნება მოგადიშუში არ გამოიწვევს ისეთი რეალური ზიანის რისკს ან დევნას, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლს (წამების აკრძალვა) ან მაკვა-–-ფიცირებელი დირექტივის 15(გ) მუხლს. ასევე ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ 2011 წლის აგვისტოში ალ-შაბააბის მოგადიშუდან გაყვანის შემდგომ, უსაფრთხოების კუთხით, განხორციელდა მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ცვლილებები და არ არსებობს რეალური პერსპექტივა იმისა, რომ ალ-შაბააბი ხელახლა დამკვიდრდეს ქალაქში.
საქმეში R.H. V. SWEDEN (no. 4601/14), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო შემოწმებულიყო გაუარესდა თუ არა სომა-–-ში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია მას შემდეგ, რაც 2013 წლის სექტემბერში გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი საქმეში K.A.B. v. Sweden (no. 886/11), სადაც აღინიშნა, რომ განმცხადებლის სომა-–-ში გაბრუნება არ გამოიწვევდა მე-3 მუხლის დარღვევას. ობიექტურ ანგარიშებზე დაყრდნობით, ზოგადი სიტუაცია კვლავ სერიოზული და მყიფე იყო, თუმცა, არაფერი მიანიშნებდა აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სიტუაციის გაუარესებაზე, შესაბამისად ის ძალაში უნდა დარჩენილიყო. სასამართლომ ასევე ახსენა საქმე: MOJ & Ors (Return to Mogadishu) Somalia CG v. Secretary of State for the Home Department, სადაც დაასკვნეს, რომ სიტუაცია გაუმჯობესებული იყო. განმცხადებელთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მისი მტკიცებულებები იყო შეუსაბამო და მისი განცხადებები პირად გამოცდილებასთან და დაბრუნების შემთხვევაში საფრთხესთან დაკავშირებით, არ იყო დამაჯერებელი. ასევე სასამართლომ აღნიშნა, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას ექნებოდა წვდომა ოჯახისგან მხარდაჭერაზე და ეყოლებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი მხარდამჭერი, შესაბამისად, საქმეში R.H. V. SWEDEN ადამიანის უფლებათა ევროპულმა, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის დაბრუნება მოგადიშუში არ დაარღვევდა მე-3 მუხლს.
სომა-–-ში არსებული ვითარების შესახებ გაერთიანებული სამეფოს მიერ 2017 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირების დაბრუნება მოგადიშუში გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ შორის სხვა ნაწილებში მცხოვრები პირების, რომელთაც ადრე არ უცხოვრიათ მოგადიშუში, მათი გარემოებების გათვა-–-სწინებით, ზოგადად არ გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლების, ასევე მაკვა-–-ფიცირებელი დირექტივის 15(ა)(ბ) მუხლების დარღვევას. სომა-–-ში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტის 2017 წლის 6 სექტემბრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომა-–-ში მძიმე ეკონომიკური პირობებია და სოციალური სერვისების მიწოდება, რესურსების მხრივ, დგას გამოწვევების წინაშე. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) ახორციელებს პროგრამებს ბავშვთა ჯანდაცვისა და დედების უსაფრთხოებისთვის: პოლიომერიტის საწინააღმდეგო აცრები, მალარიის საწინააღმდეგო ქმედებები, აივ-ინფექციის შემოწმება და მკურნალობა. UNICEF-ის პროგრამები მოიცავს დაახლოებით 2.5 მილიონ ადამიანს. UNICEF-ის მიერ მხარდაჭერილია პირველადი ჯანდაცვის სერვისების 70%. საგანმანათლებლო სექტორში განათლების სისტემის გასაძლიერებლად და მაღა-–- დონის განათლების სისტემის უზრუნველსაყოფად ყველაზე იზოლირებული ბავშვებისთვისაც კი, UNICEF-ი მხარს უჭერს 5 თემატურ სფეროს. ამავე წყაროში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება ადამიანის უფლებების დაცვის, მმართველობისა და მშვიდობის მშენებლობის კუთხით. მიუხედავად ალ-შაბააბის მხრიდან ისევ მომდინარე საფრთხისა, აღნიშნული პროცესები ადასტურებს მიღწეულ პროგრესს. დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე მხედველობაში იღებს სომა-–-ში ეკონომიკურ ტრანსფორმაციას, რომელიც მიუხედავად არსებული ბევრი გამოწვევისა, მაინც აშკარაა. ახალმა მთავრობამ აჩვენა დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის მზაობა, არსებული გამოწვევების გადასალახად. სომა-–-ში არსებული ვითარების შესახებ Freedom House-ს მიერ 2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში სომალელ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, რადგან მთავრობამ და საერთაშორისო ძალებმა გაათავისუფლეს ტერიტორიები ალ-შაბააბის კონტროლისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგადიშუსა და სხვა ქალაქებში ფუნქციონირებს უნივერსიტეტები და უსაფრთხოების მდგომარეობის გათვა-–-სწინებით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მხარდაჭერით, აქვთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა. განმცხადებლის მიერ მოყვანილი ფაქტების, საქმის მასალების შესწავლისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შეიძლება დავასკვნათ, რომ განმცხადებლის სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში, განსაკუთრებით კი ქ. მოგადიშუში დაბრუნების შემთხვევაში, სადაც განმცხადებელი ცხოვრობდა და დღემდე ჰყავს ნათესავები, არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ განმცხადებლი შეიძლება აღმოჩნდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფრთხის წინაშე, რადგან მისი ინდივიდუალური გარემოებების გათვა-–-სწინებით მას არ ემუქრება სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე.
ასევე, მისი ინდივიდუალური გარემოებებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვა-–-სწინებით, სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში არ იკვეთება მისი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ სასჯელის საფრთხეები. გარდა ამისა, სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გარკვეული პრობლემებისა, იქ არსებული ვითარება ვერ შეფასდება როგორც განურჩეველი ძალადობა, რისი თქმის საფუძველსაც ზემოაღნიშნული წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია იძლევა. ასევე, სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში არ ფიქსირდება საერთაშორისო კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ფაქტები, ხოლო რაც შეეხება შიდა შეიარაღებული კონფლიქტს, როგორც წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2014 წლის შემდგომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მოგადიშუში, გაუმჯობესდა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, რამაც საშუალება მისცა ზოგ ლტოლვილსა და დიასპორის წევრს დაბრუნებულიყვნენ მოგადიშუში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავშესაფრის მაძიებელი - ფა---- დაჰირ ა-–-, არ საჭიროებს ჰუმანიტარულ დაცვას.
ზემოაღნიშნული გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სამინისტრომ მიიჩნია, რომ სომა-–-ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე - ფა---- დაჰირ ა-–- ვერ აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 -ე მუხლებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუ--ბის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც სამართლებრივად, ასევე ფაქტობრივი თვალსაზისთით, ის უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მირებულ იქნას ახა-–- გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვა-–-სწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
სამართლებრივი დასაბუთება
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის MIA 9 18 02358854 გადაწყვეტილება (შეტყობინება), რომლითაც ფა---- დაჰირ ა-–-ს და ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს უარი ეთქვათ როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.
მითითებული კანონის მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება - თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ”ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
ამდენად, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთა არსებობის დროსაც დგინდება ლტოლვილის სტატუსთან კონკრეტული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა. ამასთანავე, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი აცხადებს, რომ მისი ქმარი მოკლეს ალ-შაბააბის წევრებმა მას კი თავის არეში ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც იგი 3 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტს მოპასუხეც არ ხდის სადავოდ და მიიჩნევს სანდოდ, ვინაიდან განმცხადებელმა წარადგინა სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც იგი კომაში მიყენებული ტრავმისგან სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. სამინისტრო სადავოდ ხდის აღნიშნული ტრავმის მიყენების გარემოებებს. მოსარჩელის თქმით, კომაში ყოფნის დროს მეუღლის მშობლებმა მისი 3 შვილი წაიყვანეს. ამის მოტივად ქმრის ქონების დაპატრონების სურვილს ასახელებს. მან 2015 წლის სექტემბერში სომა-–- დატოვა და გაემგზავრა დუბაიში, სადაც ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და 2017 წლის 1-ელ იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. მოსარჩელის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში მას დედამთილი ორჯერ დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის მოსაკლავად ალ-შაბააბს 200 დოლარი გადაუხადა. თავშესაფრის მაძიებელს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ სურს, რადგან შიშობს, რომ ალ- შაბააბის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და მისი დედამთილი მეოთხე შვილსაც წაართმევს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც აცხადებს, რომ არის წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი, ან რომელსაც ასეთი ნიშნები აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვამდე ხელი უნდა მიუწვდებოდეს შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვა-–-სწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად უნდა იქნეს განხილული.
განმცხადებლის განაცხადი მეუღლის მკვლელობის ფაქტთან და ამის შემდეგ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტრომ სანდოდ არ მიიჩნია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო ნაკლებად თანმიმდევრული და დამაჯერებელი. მოპასუხის ამგვარ პოზიციას კი პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ფა---- დაჰირ ა-–- განეკუთვნება მოწყვლად კატეგორიას, კერძოდ: იგი არის მარტოხელა დედა, რომელსაც მოუკლეს ქმარი და თავში მიყენებული ტრავმის გამო უჭირს გადაადგილება. აღნიშნულზე კი მოპასუხეს ყურადღება არ გაუმახვილებია და გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაუთვა-–-სწინებია.
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველომ მოსარჩელეთა საქმეზე შეადგინა დასკვნა, სადაც განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული სომა-–-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ალ-შაბააბისა და ზოგადად, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხეები. დასკვნის მეოთხე ნაწილში კი მითითებულია ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ და განმარტებულია, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი არ დადგება სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ წარმოშობის ქვეყნის შესახებ უახლეს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, განხილული წყაროების ანა-–-ზიდან გამომდინარე, სომა-–-ში უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და მისი სამომავლოდ განვითარების წინასწარი შეფასება საკმაოდ რთული. რაც შეეხება უშუალოდ მოგადიშუს, კონკრეტული სტრატეგიების განხორციელებისა და ძალოვანი სტრუქტურების განვითარების შედეგად, დედაქალაქში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. ამის მიუხედავად, ადრეა იმაზე საუბარი, რომ სამთავრობო ძალები სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. ალ-შაბააბს მაინც რჩება გარკვეული გავლენა (განსაკუთრებით ღამით და გარეუბნებში) მოგადიშუში და ისინი ახერხებენ დაგეგმილი, კომპლექსური თავდასხმებისა და აფეთქებების განხორციელებას.
რაც შეეხება უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, საერთაშორისო ანგარიშები ადამიანის უფლებების დარღვევებზე და უსაფრთხოების არასტაბილურ მდგომარეობაზე საუბრობენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობაზე და უარყოფით კონტექსტში განიხილავენ ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. არაერთი წყარო აღნიშნავს, რომ მომეტებული საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები და ისინი ვინც კონკრეტულ ტერიტორიებზე უმცირესობათა კლანის წარმოადგენენ, ან საერთოდ არ სარგებლობენ რომელიმე კლანის მფარველობით.
მოგადიშუში არსებულ ზოგად ძალადობრივ ფონზე, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან: იმ კლანების წარმომადგენლები, რომლებიც მოგადიშუში უმცირესობას წარმოადგენენ, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირები და განსაკუთრებით - მარტოხელა ქალები, რომლებიც არცერთი კლანის მფარველობის ქვეშ არ იმყოფებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სამინისტროს მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციისათვის სათანადო შეფასება არ მიუცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვა-–-სწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას პირი ამ კანონით გათვა-–-სწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვა-–-სწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვა-–-სწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება.
აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ყველა ზომა უნდა მიიღოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულების შესაგროვებლად. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გააანა-–-ზოს და შეაფასოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამინისტრო საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, ფა---- დაჰირ ა-–-ს და ა-–- აბდ---–-–--ი მუ--ს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვისას არსებული მდგომარეობა, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეკომენდაციები, რაც მას ავალდებულებდა არა მარტო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არამედ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლიც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებების სრული და ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე.
ამდენად, პალატის შეფასებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ასევე, მისი შესაძლებლობების ფარგლებში სრულად მოიძიოს საჭირო მტკიცებულებები და ისე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებაში ხომ არ არსებობს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი. ამასთან, ამ საფუძვლის არსებობის დადგენის შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა გამოარკვიოს მე-20 მუხლის შესაბამისად, ხომ არ არსებობს ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე მე-20 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს ან მისი საქართველოში ყოფნა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ხომ არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვა-–-სწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვა-–-სწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დადგენილი გარემოებების ანა-–-ზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სწორად იქნა ბათილად ნაცნობი იგი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახა-–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი