განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210018002771665
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი,2019წელი თბილისი
საქმე №2ბ/2432-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები:ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი – სპს ,,ზ-----–---ი - ტ-------ე - დ-----ე“
წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე--------პ---- ჯ-------ა“
წარმომადგენელი - ნინელი ბოჭორიშვილი, ნიკო გოგიტიძე
დავის საგანი – სს ,,ე------- პ---- ჯ-------ა“-ს 2018 წლის 4 დეკემბრის დარიცხვის აქტის გაუქმება და სპს ,,ზ-----–---ი - ტ-------ე-დ-----ე“-ს განთავისუფლება დარიცხული 22 101. 79 ლარის გადახდისაგან
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სპს ,,ზ-----–---ი - ტ-------ე - დ-----ე“-ს სარჩელი სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ მიმართ 2018 წლის 4 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხის 22 101.79 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სპს ,,ზ-----–---ი ტ-------ე დ-----ე“-ს სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ მიერ 2018 წლის 4 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხა 22 101.79 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 20 656.39 ლარით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს „ე--------პ---- ჯ-------ა“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“-ს აწვდის ელექტროენერგიას. მოსარჩელე დაფიქსირებულია აბონენტად. მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 46-47)
2.2. წარმოდგენილი აბონენტის ბარათის მიხედვით დადგენილია, რომ 22.08.2018-21.11.2018 წ.წ. პერიოდში სპს ,,ზ-----–---ი ტ-------ე დ-----ე“-ს მიერ მრიცხველში აღრიცხვით მოხმარებული იქნა 1438.71 ლარის ღირებულების ელ. ენერგია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 46-47)
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. მხარეებს შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე - დ-----ე“-ს მიერ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ფაქტს, 22.08.2018-21.11.2018 წწ. პერიოდში, ასევე დარიცხვის აქტი შედგენილია თუ არა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“
მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ თვითონვე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას-------, რომელიც შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის საფუძველზე სპს
,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“-ს მიმართ. ოქმი მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ოქმში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, 15:00 საათზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მრიცხველის გვერდის ავლით მიერთებული იყო სამივე ფაზაზე 50 მმ2 ალუმინის სადენი, რომელიც გადიოდა A ფაზაში 156, 6A, B ფაზაში 154,7A, C ფაზაში 151,8A, რასაც არ აღრიცხავდა აღრიცხვის კვანძი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებს მოსარჩელის წარმომადგენელი გამბარ ბადალოვი. საქმეში ასევე წარმოდგენილია აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N 150 6490, რომლის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ელ.ენერგიის დატაცებას. წარმოდგენილია ასევე დადგენილება N ე.პ. 0409-18, რომლითაც დგინდება, რომ სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“ ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ასკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილება.
წარმოდგენილი 2018 წლის 4 დეკემბერს სს ,,ე------- პ---- ჯ-------ა“-ს მიერ სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“-ს მიმართ შედგენილი იქნა დარიცხვის აქტი N ა 1/1- 3-----, ირკვევა, რომ 21.11.2018 წელს დაიწერა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N 1506490, შემოწმებისას დადგინდა, რომ აბონენტი სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე- დ-----ე“ მრიცხველის გვერდის ავლით ახდენდა ელ. ენერგიის დატაცებას. 29.11.2018 წელს დაიწერა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N 1------, გაიზომა ქსელში გამავალი მაქსიმალური სიმძლავრე, რამაც სამივე ფაზაში შეადგინა 192.00 კვტ სთ. აქტის თანახმად აბონენტზე დარიცხვა უნდა განხორციელდეს 22.08.2018-21.11.2018 პერიოდში, შემოწმების მომენტში ქსელში გამავალი მაქსიმალური მუშა სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 6 საათიან მოხმარებაზე. აქტის თანახმად აბონენტს დაერიცხა 22 101.79 ლარი.
საქმეში ასევე წარმოდგენილია, 2018 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული სპს
,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“-ს განცხადება სს ,,ე------- პ---- ჯ-------ა“-ს მიმართ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“-ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მას შეუწყდა ელ. ენერგიის მიწოდება. განცხადებით მოთხოვნილია, რომ დროულად მოხდეს ელ. ენერგიის მიწოდების აღდგენა, ვინაიდან ფერხდება სამუშაო პ----ცესი. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ელ. ენერგიის დატაცება ხდებოდა 22 აგვისტოდან ოქმის დაწერის დღემდე. განცხადებას ხელს აწერს სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე"-ს წარმომადგენელი.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მის მიერ ელ. ენერგიის დატაცება არ ხდებოდა 22 აგვისტოდან ოქმის შედგენის დღემდე. იგი აღნიშნულის დადასტურების მიზნით სასამართლოს წინაშე მხოლოდ ახსნა- განმარტებით შემოიფარგლა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა არ იცის ქართული ენა, შესაბამისად მან ისე მოაწერა ხელი განცხადებას, რომ მისთვის უცნობი იყო განცხადების შინაარსი. სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. რაც შეეხება მხარის განმარტებას, რომ მათთვის უცნობი იყო განცხადების შინაარსი, ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელმა არ იცის ქართული ენა, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიერ ამა თუ იმ დოკუმენტზე ხელმოწერისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია დოკუმენტის შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია 2018 წლის 27 ნოემბრის განცხადებაზე მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი მართლაც არ გასცნობია განცხადების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, (მაშინ როდესაც რაიმე სახის მტკიცებულებები არ არსებობს მოსარჩელის წარმომადგენელზე რაიმე იძულების განხორციელების შესახებ) აღნიშნული არ ნიშნავს განცხადების შედგენას მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ.
თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ განცხადებას ხელს აწერს სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე"-ს წარმომადგენელი. ამასთან, დადგენილია, რომ განცხადებაზე ხელმოწერის დროს მას რაიმე პრეტენზია ენის არცოდნის, განცხადების შინაარსის ახსნის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ არ გამოუთქვამს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 22.08.2018-21.11.2018 წწ პერიოდში სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“ მრიცხველით ელექტრო ენერგიის მოხმარებასთან ერთად, მრიცხველის გვერდის ავლით ახორციელებდა ელექტრო ენერგიის მოხმარებას.
ზემოთაღნიშნული გარემოებები საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე"-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტის მიხედვით არა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით. ,,გ“ პუნქტის თანახმად, მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.
სადავო დარიცხვის აქტი მიღებულია სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. აქტით განხორციელებული დარიცხვის გამოანგარიშების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები (ექსპერტის, აუდიტის, სპეციალისტის დასკვნა და სხვა) მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. დადგენილია, რომ სს „ე--------პ---- ჯ-------ა“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე- დ-----ე“-ს აწვდის ელექტროენერგიას.
სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტის მიხედვით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით. ,,გ“ პუნქტის თანახმად, მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 22.08.2018-21.11.2018 წწ ახორციელებდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებას. ამასთანავე დადგენილია, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ პერიოდში კანონიერად მრიცხველის მეშვეობით მოხმარებული აქვს 1438.71 ლარის ღირებულების ელექტროენერგია. მოსარჩელეს დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიერ შედგენილი აქტით დარიცხული აქვს 22 101.97 ლარი. ამასთანავე მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს გადახდილი აქვს დარიცხული თანხიდან მცირე ნაწილი და გადასახდელი დარჩა 22095.10 ლარი.
სადავო დარიცხვის აქტი მიღებულია სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-30 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. აქტით განხორციელებული დარიცხვის გამოანგარიშების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებები (ექსპერტის, აუდიტის, სპეციალისტის დასკვნა და სხვა) მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან დადგენილია, რომ 22.08.2018-21.11.2018 წწ პერიოდში მოსარჩელე ახორციელებდა ელ.ენერგიის უკანონო მოხმარებას, ასევე დადგენილია, რომ მოცემულ პერიოდში მოსარჩელეს ასევე კანონიერადაც აღენიშნება ელექტროენერგიის მოხმარება, დარიცხვის აქტში მითითებულ თანხას უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ კანონიერად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 1438.71 ლარი, ასევე უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ დარიცხვის აქტში აღნიშნული თანხის დასაფარად გადახდილი თანხის ოდენობა 6.87 ლარი. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დარიცხვის აქტში აღნიშნული თანხა 22 101. 97 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 20 656.39 ლარით.
2.5. სასამართლომ განმარტა, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პ----ცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არ გაუსაჩივრებია, აღნიშნული ფაქტი დარიცხვის აქტით მისთვის სადავო თანხის დაკისრებას ამართლებს. აპელანტი არ ეთანხმება არც ქსელში გამავალი მაქსიმალურის სიმძლავრის 192.00 კვტ.ს-ით განსაზღვრას და განმარტავს, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას ექვსი საათის განმავლობაში ქსელზე აგრეგატების მუშაობის მონიტორინგი არ განუხორცილებია, მითუმეტეს ასეთ პ----ცესს თავად მხარე არ დასწრებია.
3.1.2. აპელანტი სადავოდ ხდის მის მიერ სამი თვის განმავლობაში ელ. ენერგიის დატაცების აღიარებას და განმარტავს, რომ აღნიშნული შინაარსის განცხადებაზე ხელმოწერის ერთადერთი საფუძველს წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის მხრიდან მითითება, რომ თუ განცხადებას ხელს არ მოაწერდა არ მოხდებოდა ელ. ენერგიის მიწოდების აღდგენა. აპელანტი მხარე ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ განცხადების ხელმოწერის დროს მისთვის უცნობი იყო თავად ამ განცხადების შინაარსი, რადგან ის ქართულ ენას არ ფლობს, მოპასუხეს კი მისი შინაარსის შესახებ არ უცნობებია. აპელანტის აზრით ის ფაქტი, რომ მას ერთ დღეზე მეტად ელ. ენერგია არ დაუტაცებია დასტურდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე მის მიერ გაკეთებული მინაწერიდანაც, სადაც მან აღნიშნა, რომ უკანონო დაერთების ფარგლებში ელ. ენერგიას 5-6 საათის განმავლობაში მოიხმარდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები და საბოლოოდ მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე“ რეგისტრირებულია სს „ე--------პ---- ჯ-------ას“ აბონენტად. (ტ.1. ს.ფ. 42, 46-47)
- 2018 წლის 22 ნოემბერს სპს ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოიცა. აღნიშნული დოკუმენტის შინაარსით თანახმად 2018 წლის 21 ნოემბერს 15:00 საათზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მრიცხველის გვერდის ავლით სამ ფაზაზე მიერთებული იყო ალუმინის სადენი, რომელშიც გადიოდა A ფაზაში 156,6A; B ფაზაში 154,7A; C ფაზაში 151,8A;.რასაც თავის მხრივ აღრიცხვის კვანძი არ აღრიცხავდა. (ტ.1.ს.ფ. 41)
- აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ 2018 წლის 29 ნოემბერის მიღების აქტით ირკვევა, რომ სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ის“ ობიექტი დატვირთვის მომენტში შემოწმდა, რა დროსაც A-ფაზაში გადიოდა 65 კილოვატი, B ფაზაში 64 კილოვატი, ხოლო C ფაზაში 63 კილოვატი. (ტ.1.ს.ფ. 42)
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2018 წლის 04 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხის გადახდისგან სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ის’’ ნაწილობრივ გათავისუფლების და ამ უკანასნკენლისთვის სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას’’ სასარგებლოდ 7286 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან სპს ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ის’’ მიერ სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას’’ ქსელზე უკანონო დაერთების და ელ. ენერგიის უკანონოდ მოხმარების ფაქტს, აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმიდანაც დასტურდება. მხარეებს შორის სადავოა და სააპელაციო პალატის მიერ გამოკვლევას ექვემდებარება უკანონოდ მოხმარების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტრო ენერგიის რაოდენობა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს რა ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის მიწოდების სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკურობაზე შენიშნავს, რომ აღნიშნული ურთიერთობა სპეციალურად დადგენილი წესების (მაგ: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით) რეგულირებაში ექცევა.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 30-ე მუხლის მეექვსე პუნქტის შინაარსზე, რომელიც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევებს აწესრიგებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ადგენს შემდეგი ქცევის წესს: იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ელექტრო ენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობის და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ ნორმალური აღრიცხვის პერიოდში ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
განსახილველ შემთხვევაში მართალია საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ მითითებულია ელექტრო ენერგიის დატაცების პერიოდის დაწყების შესახებ, თუმცა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის დადგენა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 30-ე მუხლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული ქცევის წესის საფუძველზე უნდა მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა შენიშნავს, რომ მიუხედავად საქმეში წარმოდგენილი განცხადებისა, სადაც მოსარჩელე მხარე ელექტროენერგიის დატაცების დაწყების პერიოდზე უთითებს, ელექტროენერგიის მოხმარების პერიოდის და უკანონოდ მომხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შეფასების მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს ის კონკრეტული ფაქტები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული შინაარსის განცხადების დაწერას უძღოდა წინ. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე მეწარმე სუბიექტია, რომელიც თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქვის დამუშავების სამუშაოებს ახორციელებს და ელექტროენერგიას არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის ფარგლებში იყენებს. სადავო საკითხის გამოკვლევის მიზნით მხედველობაშია მისაღები, რომ მოსარჩელის მიმართ ელექტროენერგიის დატაცების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2018 წლის 22 ნოემბერს გამოიცა, სადაც დამრღვევის ახსნა-განმარტების გრაფაში მოსარჩელე ელექტროენერგიის 5-6 საათიან უკანონო მოხმარების ფაქტზე უთითებდა, 2018 წლის 27 ნოემბერს ელექტროენერგიის მიმწოდებელ საზოგადოების სახელზე შედგენილ განცხადებაში კი, რომლითაც მომხმარებელი ელექტროენერგიის დროულად აღდგენას ითხოვდა, რადგან აღნიშნავდა, რომ მისი მიზეზით ფერხდებოდა კონკრეტულ პ----ექტზე სამუშაოების შესრულება, მხარემ შესაბამისი თანხის დარიცხვა მოითხოვა და მისი უპირობო გადახდის ვალდებულების აღებაზეც მიუთითა, უფრო მეტიც, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარემ სწორედ ამ განცხადებაში დააფიქსირა, რომ მის მიერ ელექტროენერგიის დატაცება არა უფრო ადრე მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებული 5-6 საათისა, არამედ, 22 აგვისტოდან ოქმის დაწერის დღემდე (27.11.2018წ.) ხდებოდა. სადავო საკითხის შეფასების მიზნით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილებას მოსარჩელის სტატუსზე და მისი საქმიანობის სფეროზე, ასევე სადავო განცხადების დაწერამდე მის მიმართ გატარებული ღონისძიებების შინაარსზე და ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების დაწყების პერიოდთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს მიცემული ახსნა-განმარტებების არათანმიმდევრულ შინაარსზე. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ერთ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისას თავის ახსნა-განმარტებაში ელექტროენერგიის 5-6 საათიან უკანონო მოხმარებაზე უთითებს, ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის დაახლოებით ხუთ დღიანი მიუწოდებლობის პირობებში მოსარჩელე მეწარმე სუბიექტი ელექტროენერგიის დროულად აღდგენის თხოვნასთან ერთად, უფრო ადრე დაწერილი განცხადებისგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას, ელექტროენერგიის მიმწოდებელ საზოგადოებაში შედგენილ განცხადებაში აფიქსირებს და უთითებს, რომ უკანონოდ ელექტროენერგიას აგვისტოდან მოიხმარდა. ელექტროენერგიის მომხმარებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განმარტებების შინაარსის არათანმიმდევრულობის, შინაარსის რადიკალური სხვაობის და ბოლო განცხადებაში ელ. ენერგიის უკანონო მოხმარების დაწყების პერიოდზე იმ ვითარებაში მითითების, რა დროსაც ელექტროენერგიის მომხმარებელი მეწარმე სუბიექტი კონკრეტული პ----ექტის შეფერხებაზე და ელექტრო ენერგიის დროულად მიწოდების აღდგენას ითხოვდა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ 2018 წლის 27 ნოემბრის განცხადების საფუძველზე შეუძლებელია მხარის ნამდვილი ნების და შესაბამისად ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების ზუსტი თარიღის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალური ქცევის წესის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების 30-ე მუხლის მეექვსე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა მოხდეს და უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოანგარიშებული უნდა იქნეს ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ მოსარჩელის შემოწმებისას მაქსიმალური მუშა სიმძლავრე 192 კვტ.სთ.-ს შეადგენდა, რისთვისაც მოსარჩელეს 91 დღიან პერიოდზე 22 101.79 ლარი დაერიცხა. გათვალისწინებით იმისა, რომ პალატამ უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის გამოთვლისთვის სპეციალური წესი გამოიყენა, რომელიც თავის მხრივ უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გამოთვლისთვის ერთთვიან პერიოდს ითვალისწინებს, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე’’ ნაწილობრივ უნდა გათავისუფლდეს 2018 წლის 04 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხის გადახდისგან და სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას ‘’ სასარგებლოდ ნაცვლად 22 10.79 ლარისა უნდა დაეკისროს 7286 ლარის გადახდა. (122 101.79/91=242.86*30=7286).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას ქსელზე გამავალი სიმძლავრის გაზომვის უზუსტობასთან დაკავშირებით და ამ მიმართებით ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტზე, საიადანაც ირკვევა, რომ ობიექტი შესაბამისი ხელსაწყოთი დატვირთვის მომენტში შემოწმდა, რა დროსაც სამ ფაზაში ერთად 192 კვტ.სთ ელ. ენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დადასტურებულია მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერით, აღნიშნული კი შემოწმებისას ობიექტზე არყოფნასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიას გამორიცხავს.
4.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე მულხის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხთან მიმართებით პალატა მხედველობაში იღებს რა მოპასუხე საზოგადოებაში დასაქმებული პირების როგორც მოწმეების ჩვენების ღირებულებით მნიშვნელობას, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული შუალედური განჩინებით მხარის საპ----ცესო უფლებები არ დარღვეულა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპ----ცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რამდენადაც სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ე------- პ---- ჯ-------ას’’ სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ის’’ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 218.58 ლარის (7286/100*3), ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 291.44 ლარის გადახდა (7286/100*4).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მოსარჩელე სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ე’’ გათავისუფლდეს სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას’’ მიერ მასზე 2018 წლის 04 დეკემბრის აქტით დარიცხული თანხის გადახდისგან ნაწილობრივ და სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას სასარგებლოდ გადასახდელი თანხა ნაცვლად 22 101.79 ლარისა განისაზღვროს 7286 ლარით.
5. სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში სს ე------- პ---- ჯ-------ას სპს ,,ზ-----–---ი-ტ-------ე-დ-----ეს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 218.58 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში 291.44 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /