განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1649-19
N330310018002492217
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - გ------------------ი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი - ზ-----------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 17 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტი, ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში. ბათილად ცნობილ ნაწილში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანება სს ,,თ--–--ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სს ,,თ--–--ის’’ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. სს ,,თ--–--ი’’ (ს/ნ 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - სააქციო საზოგადოება (ს.ფ. 49-50, ტ. I).
1.2.2. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 14 ნოემბრის N Q-------- გადაწყვეტილებით განმცხადებელ სს ,,თ--–--ს’’ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება ე-----------------აზე გზის სავალ ნაწილზე, რაც არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად. გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა / ასფალტის საფარი როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება მხოლოდ გვირაბული მეთოდის გამოყენებით, (როგორც ო----ის გასწვრივ, ისე განივი კვეთისას, ასევე ლ----–---ას ქუჩის განივი კვეთისას) ან სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილულ იქნება ხელახლა (ს.ფ. 25, ტ. I).
1.2.3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 20 იანვრის N Q-------- გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა განმცხადებელ სს ,,თ--–--ს’’ განცხადების განხილვაზე, ვინაიდან არ ამოიფხვრა სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი და არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული პროექტის (საბურღი დანადგარის განთავსების ადგილების დატანით) და შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, რომლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება მხოლოდ გვირაბული მეთოდის გამოყენებით (ეტაპებად, როგორც ო----ის გასწვრივ, ისე განივი კვეთისას, ასევე ლ----–---ას ქუჩის განივი კვეთისას), ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად (ს.ფ. 28, ტ I).
1.2.4. სს ,,თ--–--მა’’ 2017 წლის 5 ივნისს N Q-------- ელ. განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (ქ. თბილისში, ლ----–---ას და ო----ის ქუჩების მიმდებარედ) ელ. კაბელის მონტაჟისთვის მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან (განივი კვეთა გვირაბული მეთოდით) დაკავშირებით თანხმობის გაცემა (ს.ფ. 29, ტ. I).
1.2.5. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–--ის’’ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ლ----–---ას და ო----ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აქტი ძალაშია მისი გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადით (ს.ფ. 30-34, ტ. I).
1.2.6. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერის - ნ-----–--–----–---–ის 2017 წლის 14 ივლისის N0------- წერილის თანახმად, ლ----–---ასა და ო----ის ქ. პრ. N4156-ის საფუძველზე (თხრილის ფარგლებში) 109,6 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებაა 6 926,81 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით თხრილის დამუშავება გვრიაბული მეთოდით (ე.წ. კროტით) ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 40 738,60 ლარი, დღგ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 33 811,80 ლარს დღგ-ს ჩათვლით (ს.ფ. 43-45, ტ. I).
1.2.7. 2017 წლის 10 ივლისს სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენელმა N1---------------- და N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-8 პუნქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა ე-----------------აზე გვირაბული მეთოდით ხაზობრივი ნაგებობის განთავსება (ს.ფ. 133-140, 166-176, ტ. I).
1.2.8. 2017 წლის 27 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა სს ,,თ--–--ის’’ N1---------------- და N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრებთან დაკავშირებით (ს.ფ. 232-233, ტ. I).
1.2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ 2017 წლის 10 ივლისის N1---------------- და N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები. ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-8 პუნქტი (ს.ფ. 125-131, ტ. I).
1.2.10. 2017 წლის 29 მარტს სს ,,თ--–--მა’’ N Q-------- ელ. განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე,- ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ ელექტრო მომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 251. ტ I).
1.2.11. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–--ის’’ მოთხოვნა და მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აქტი ძალაშია მისი გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადით.
1.2.12. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ზ---------–----ის 25.04.2017 წ. N0------- წერილის თანახმად, პროექტში გათვალსიწინებულია გ----------------ის ქუჩებზე ტროტუარზე საკაბელო არხის მომზადება (სიგანე 0.4 მეტრი, ტროტუარის სიგანე - 1.5-2 მეტრი). ტროტუარებზე არსებული ასფალტის საფარი არ არის კარგ მდგომარეობაში ასფალტის საფარზე არის ნაკერები), რაც ნათლად ჩანს თანდართულ ფოტომასალაში. ხოლო N Q-------- გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის თანახმად მოთხოვნილია ტროტუარზე არსებული ასფალტის საფარის სრულ აღდგენა, რაც საგრძნობლად ზრდის პროექტის შესრულების ფინანსურ ხარჯებს (ს.ფ. 256, ტ. I).
1.2.13. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერის - ნ-----–--–----–---–ის 2017 წლის 1 ივნისის N0------- წერილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებისთვის, ქ-------------ში მდებარე კომერციული ფართის ელ. მომარაგებისთვის 100,85 სიგრძეზე ტროტუარზე 55 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებაა 1738,02 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით 100,85 კვ.მ ტროტუარის მთლიან ფართზე 125,34 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4383,87 ლარს დღგ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 2645,85 ლარს (ს.ფ. 266-268, ტ. I).
1.2.14. 2018 წლის 17 იანვარს სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენელმა N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობა (ს.ფ. 244-249, ტ. I).
1.2.15. 2018 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სს ,,თ--–--ის’’ N2---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით (ს.ფ. 290-291, ტ. I).
1.2.16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენლის ზ-----------ას 2018 წლის 17 იანვრის N2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-10 პუნქტი (ს.ფ. 237-243, ტ. I).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება)’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) 2.1. მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა; ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად - მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტ-საიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ 3.1. მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების / დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა, დაადგენს ოქმს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა, ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 29 მარტს სს ,,თ--–--მა’’ №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქ--------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–--ის’’ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, ასკ-ის მე-17 მუხლებზე და განმარტა, რომ სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით (სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებით) არ არის დასაბუთებული ქ. თბილისში, ქ------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–--ს’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია - შესაბამისობაში არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს ,,თ--–--ი’’) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.
სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ს’’ მისცეს შესაბამისი თანხმობა, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული, კერძოდ, იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, თუ რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა - საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიერ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც მათ მიერ გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუკი ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.
სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-601, ასკ-ის 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტი, იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,თ--–--ის’’ მიერ ქ. თბილისში, ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები ნაწარმოები იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების შესაბამისად და აღნიშნული სამუშაოები დღეის მდგომარეობით უკვე დასრულებულია, ბათილად ცნობილ ნაწილში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან.
ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილ იქნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესისა’’ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანება.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ სს ,,თ--–--ის’’ სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-8 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა ე-----------------აზე გვირაბული მეთოდით ხაზობრივი ნაგებობის განთავსება და ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი, 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-8 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ 3.1. მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების / დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა, და ადგენს ოქმს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას.
მითითებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინსიტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხაზობრივ ნაგებობიეს მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თვისებურებებისა და მახასიათებლის მხედველობაში მიღებით შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც მან ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წრამომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,თ--–--მა’’ 2017 წლის 5 ივნისს N Q-------- ელ. განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (ქ. თბილისში, ლ----–---ას და ო----ის ქუჩების მიმდებარედ) ელ. კაბელის მონტაჟისთვის მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან (განივი კვეთა გვირაბული მეთოდით) დაკავშირებით თანხმობის გაცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–--ის’’ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ლ----–---ას და ო----ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ. თბილისში, ლ----–---ას და ო----ის ქუჩების მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ს’’ მისცეს შესაბამისი თანხმობა.
სასამართლომ ასევე მიუთითა ზაკ-ის 96-ე, ასკ-ის მე-17 მუხლებზე და განმარტა, რომ სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამათლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისში, ლ----–---ას და ო----ის ქუჩების მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოების საშუალებად განისაზღვრა გვირაბული მეთოდი, ეფუძნება დამკვეთის მიერ წარდგენილ განცხადებას. მოსარჩელე მხარე განცხადებაში თანხმობის მოპოვებას ითხოვდა ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით, ხოლო საპროექტო მონაკვეთში ქსელის მოწყობის საშუალებად უთითებდა გვირაბულ მეთოდს. შესაბამისად, ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს ,,თ--–--ის’’ მოთხოვნის ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით შეაფასა, თუ რამდენად დასაშვები იყო ხაზობრივი ნაგებობის განთავსება გვირაბული მეთოდით და ამის შემდეგ მისცა მოსარჩელე მხარეს თანხმობა წარდგენილი პროექტით და გადაწყვეტილების N1 დანართში მითითებულ მონაკვეთში გვირაბული მეთოდით ქსელის მოწყობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სახეზე არ არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, არ არის სახეზე კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ--–--ის’’ სასარჩელო განცხადება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არის უსაფუძვლო და არ არსებობს ამ მიმართებით მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილება, ასევე კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-8 პუნქტი, რამდენადაც სახეზე არ არის სადავო ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილს, მიიჩნევს, რომ არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს. აპელანტი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N19-75 დადგენილების მე-3, მე-4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც მან ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები. აპელანტი ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქონების მართვის სააგენტოს, კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებისას მან საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით განსაზღვრა ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად, ქონების მართვის სააგენტომ, არსებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით (დაუზიანებელი ასფალტის საფარი), მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იმგვარად, რომ ტროტუარი აღდგენილიყო არამხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ მთლიანად, სრულად. საქმეზე წარმოდგენილი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ელექტროტექნიკური ნაწილის პროექტის განმარტებითი ბარათისა და 16.11.2016წ. ტექნიკური პირობის მომზადებაზე მოკვლევის ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ქ--------------ის მიმდებარედ, ხაზობრივი ნაგებობის განთავსება - ელექტრომომარაგება იგეგმება. ქონების მართვის სააგენტომ, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის პროექტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მითითებული საპროექტო ვარიანტის საფუძველზე შეზღუდვით/პირობით ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოება მიზანშეწონილია . ამავდროულად, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა, რამდენადაც ქონების მართვის სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს არსებული ფაქტობრივი გარემოებით - საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს დაუზიანებელი ასფალტის საფარს და ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემდგომ მისი თხრილის ფარგლებში აღდგენა მიზანშეუწონელია. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია სასამართლოს განმარტება ქონების მართვის სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხაზობრივი ნაგებობების განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, თანხმობის გაცემის შემთხვევაში, პირობებისა და შეზღუდვების განხილვა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია კანონმდებლობის მოთხოვნები, დაუსაბუთებლად არ შეუზღუდავს პირის კანონიერი ინტერესი, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც წარმოადგენს გასაჩივრებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
2.2. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აპელანტი მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-3-მე-5 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებელების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტომ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ისე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები. სააგენტოს 2017 წლის 03 აპრილის №Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–--ის“განცხადება და მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ქ--------------ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. მითითებული გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტის თანახმად, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
აპელანტი მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება იმგვარად, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ამასთანავე, ვინაიდან ტროტუარით სარგებლობენ მოქალაქეები, გაითვალისწინა საზოგადოების/მოქალაქეთა ინტერესი და მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში/ახალმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის აღდგენის შესახებ, არამხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად.
აპელანტი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად, ასევე საჯარო ინტერესის გათვალისწინება. სსიპ ქონების მართვის სააგენტო, დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ასევე ვალდებულია, საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება და აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. სააგენტომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირიპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. სააგენტოს უფლება აქვს, განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარდგენა, ასევე დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები. 03.04.2017წ. NQ-------- გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯი, ტროტუარის პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად. სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სს „თ--–--ის“ განცხადების საფუძველზე და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა დამატებით სხვა პირობის დადგენა, რომლის მიღების მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი. სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს „თ--–--ის“ და სხვა პირების განცხადებები, რომლებითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას. რაც შეეხება ახალმოწყობილ და დაუზიანებელ ტერიტორიას, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მოითხოვა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და მოცულობები. სხვა დანარჩენ შემთხევაში, სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ავრცელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ 4.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდარტულ პირობას - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრების ფარგლები მოიცავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტი (ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.10.2017წ. N4-- ბრძანება, სს ,,თ--–--ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. 19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი”. აღნიშნული “წესის“ 1.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია III კატეგორიის გაზსადენის, III კატეგორიის წყალსადენის, III კატეგორიის წყალარინების მილის, III კატეგორიის ქუჩის, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. 1.5 მუხლის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
მითითებული „წესის“ 4.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს ქუჩის გვირაბული მეთოდით გადაკვეთის პირობით, ხოლო 4.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხმობის გაცემისას შეზღუდვას/პირობას შეიძლება წარმოადგენდეს ტროტუარის აღდგენა თხრილის ფარგლებში და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
დადგენილია, რომ 29.03.2017წ. სს „თ--–--მა’’ განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა თბილისში, ქ--------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის’’ მოთხოვნა და მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული გარემოებები. სააგენტომ სს „თ--–--ს“ კანონისაგან განსხვავებული პირობა დაუწესა აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე. გადაწყვეტილება შესაბამისობაში არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მოთხოვნებთან. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაასაბუთა, გამოიწვევდა თუ არა პირობის დაწესება სს „თ--–--ის“ კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენებას.
საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეემოწმებინა ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ისათვის’’ შესაბამისი თანხმობის მიცემის შესაძლებლობა. ამ პირობებში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, რამ გამოიწვია სს ,,თ--–--ისათვის“ კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა: საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, გამოიწვევდა თუ არა დადგენილი პირობა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც მხარემ მიუთითა, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომამარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემისას, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტი, იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, შესაბამისად, მითითებულ ნაწილში 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,თ--–--მა“ ქ. თბილისში, ქ-------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები აწარმოა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად და აღნიშნული სამუშაოები დღეის მდგომარეობით უკვე დასრულებულია, ბათილად ცნობილ ნაწილში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა, ზაკ-ის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად გადაწყვიტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილება, სახეზეა ასევე 03.04.2017წ. NQ-------- გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.10.2017წ. N4-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
5.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად, აპელანტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი