განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002952295
საქმე №1/ბ-678-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის _ ლ---- მ---------ის,მსჯავრდებულის - ი-----–- რ-----ას,ადვოკატის - ნ-------- გ-----–--ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- ჯ------–ის ძე რ-----ას მიმართ, დაბადებული 198- წლის 19 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონი სოფელი ა---–-------–ი, შ--------ს N125;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-----–- რ-----ამ ჩაიდინა ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 2 მარტს, ღამის საათებში, ი-----–- რ-----ამ ქალაქ ქობულეთში, პ--–---ის ქუჩა N28-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ----- ჯ--------ის კუთვნილ ,,აიფონ 6s"-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ფულად თანხას და სუნამოს, ასევე ლ----- ჯ--------ის კუთვნილ ჯინსის შარვალს და ქამარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით ი-----–- რ-----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 მარტიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ი-----–- რ-----ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სასაჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ი-----–- რ-----ამ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში გასამართლებულია ასევე ბინაში შეღწევით ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის. მიუხედავად ი. რ-----ას მიმართ გამოყენებული კანონით გათვალისწინებული შეღავათებისა, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მსჯავრდებულს დაუნიშნა მინიმალური სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ლ---- მ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-------- გ-----–--ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ჯ--------ის ჩვენებით, მოწმეების - ლ------------------------–---------------------------------------------------------- ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოცნობის ოქმით, ი-----–- რ-----ას დაკავების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-----–- რ-----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი-----–- რ-----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თ----- ჯ--------ის მობილური ტელეფონი ,,აიფონ 6s’’ და სუნამო, ლ----- ჯ--------ის ჯინსის შარვალი და ქამარი, ი-----–- რ-----ას შავი ფერის ქამარი, ფულადი თანხა 10 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - საცხოვრებელ სახლში აღებული ანაწმენდები, ი-----–- რ-----ას ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუში, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე