განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
130210018002328682
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210018002328682

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6562-18 27 ნოემბერი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „ჩ-------------------------------------------“

 

წარმომადგენელი - მ---------------- ო-–----------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- გ--–-–---–ი, მ------ გ------–--ე, ზ------ გ------–--ე

 

ზ------ გ------–--ის წარმომადგენელი - მ----------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ნ---- გ--–-–---–მა, მ------ გ------–--ემ და ზ------ გ------–--ემ რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ-------------------------------------------სთვის“ მოსარჩელეებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 25 302 ლარის, ასევე, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის, 200 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის გადახდილი 200 ლარისა და დამატებითი ექსპერტიზის ხარჯის, 600 ლარის, მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვეს.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ჩ------------------------------------------ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 25 302 ლარის, ექსპერტიზების ხარჯის, 800 ლარისა და საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯისთვის გაწეული, 200 ლარის, გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჩ------------------------------------------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. შპს „ჩ-------------------------------------------“ ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----–- ს---------------------- მშენებლობას აწარმოებს, მშენებლობის პროცესში, მიწისქვეშა აფეთქებები გამოიყენება (ტომი I, ს.ფ. 2-55, 62-344).

 

6. ნ---- გ--–-–---–ის, მ------ გ------–--ისა და ზ------ გ------–--ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----–- მდებარეობს (ტომი I, 15).

 

7. ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----–- მდებარე მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს საჭიროებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----–- მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების ხარჯები მთლიანობაში 25 302 ლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ. 29-42).

 

8. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც, ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

 

9. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი მოსარჩელეთა სახლის დაზიანებები მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით იყო გამოწვეული (ტომი I, ს.ფ. 17-28, 44-50, 328-329).

 

ვინაიდან განსახილველ დავაში ზიანისა და მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედების არსებობის ფაქტი სადავოდ არაა გამხდარი და მხოლოდ აპელანტი საწარმოს მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და მოსარჩელეთა კერძო საკუთრებაზე არსებულ დაზიანებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობაა შედავებული, პალატა პირველ ორ ელემენტს (ქმედება, ზიანი) დადასტურებულად მიიჩნევს და მესამე ელემენტის დადგენას შეუდგება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. ისეთი საკითხების შეფასებისას, როდესაც სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა ერთ-ერთი წონადი მტკიცებულებაა, რომელსაც სასამართლო მხედველობაში მხოლოდ მისი, განკუთვნადობის, შესაბამისობის, სანდოობისა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 თებერვლის № 0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მოქალაქე ნ---- გ--–-–---–ის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნახევარ-სარდაფითა და ფასადის მხრიდან შუშაბანდით, გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული. გეგმაში სწორკუთხა ფორმისაა, გაბარიტული ზომებით 8X6 მ. სართულის სიმაღლით 2,7 მ. კედლები სისქით 40 სმ. ამოყვანილია რიყის და ტუფის ქვისგან ქვიშა ცემენტის ხსნარზე (ფოტო 85). სართულშუა გადახურვა ხის, სახურავი შიფერი ხის ნივნივებზე. შენობას ანტისეისმური რკინა/ბეტონის სარტყელი არ გააჩნია. ტორსულ კედელში ვერტიკალური ბზარი, გახსნილობით 10 მმ-დე, ფიქსირდება. ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის სახლის კედლებში განვითარებული მსუბუქი კონსტრუქციული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და ექსპლუატაციისათვის ვარგისია. აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით აპელანტს წარმოდგენილი აქვს შედავება, რომლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სახლის დახასიათება სახლის შეკეთების ხარჯთაღრიცხვას არ ემთხვევა, ამ შედავებას სააპელაციო პალატა იზიარებს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების კვლევის შედეგად ასკვნის, რომ მართლაც, განმარტებითი ბარათი, რომელიც ხარჯთაღრიხვას ახლავს, მოსარჩელეების კუთვნილ უძრავ ქონებას სხვა მახასიათებლებით აღწერს, ვინაიდან ხარჯთაღრიცხვა უფრო გვიანდელი თარიღითაა შესრულებული (2017 წელი) და ასევე, საქმის მასალებში ამ პერიოდში შედგენილი სხვა ექსპერტიზის დასკვნებიც არსებობს, 2013 წლის № 0-------- ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო არ გაიზიარებს და მას გადაწყვეტილებას არ დააყრდნობს.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს----------- დასკვნის მიხედვით და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილებით ირკვევა, რომ ახალი მშენებლობის დაწყებამდე, მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება, აუცილებელი იყო, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრეების განცხადებით, ს------–----–----–-, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, 2012 წლიდან, ს---------------------- მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, გაჩნდა და პროგრესირდა. აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც ხანგრძლივად და დიდი სიხშირით მიმდინარეობდა, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები აღინიშნებოდა. ამდენად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები, ძირითადად, შესაძლოა, მიწისძვრების ან ს---------------------- სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით იყოს გამოწვეული. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხაშურის რაიონის ს------–----–----–- მდებარე მ------ გ------–--ის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მობინადრეთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და არსებული მდგომარეობით მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. აუცილებელია შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა დაუყოვნებლივ ჩატარდეს და მიღებული ანალიზის შემდეგ, ეკონომიური თვალსაზრისის გათვალისწინებით, შენობის დემონტაჟი ან აღდგენა გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით, განხორციელდეს. შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით მე-3 ხარისხს მიეკუთვნება. შენობის დაზიანებების მიზეზების დასაზუსტებლად ექსპერტიზაზე ს---------------------- სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციისა და ტოპოგეოდეზიური სქემის წარდგენაა აუცილებელი, სადაც ს----------------------ა და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა იქნება მოცემული.

 

სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, წინამდებარე №--------- ექსპერტიზის დასკვნა საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მეორე მტკიცებულებასთან ერთობლიობაში შეაფასოს, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 17 ივნისის N 0-------- დასკვნის თანახმად, ზუსტი მოდელი, რომელიც აფეთქებებით მიმდებარედ არსებულ გარემოზე გამოწვეულ ზიანს უტყუარად შეაფასებს, შემუშავებული არ არის. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადი განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად, თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო, ქვიშნარი გრუნტების ჯდენა ხდება, რაც შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე შესაბამისად აისახება. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი არ არის, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზიანისა და სიმძლავრის დასადგენად გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი. ამდენად, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), როგორც ეს კომპანია „ე-----------“ მიერ შესრულებულ დოკუმენტშია წარდგენილი, (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და რეალურ მდგომარეობას, ს------–----–----–- მდებარე შენობის აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანების შესახებ, ვერ ასახავს, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა ცხრას შეადგენს, ხოლო, რეალურად რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობაა დაზიანებული. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქვ-–----ის ტერიტორიაზე N------------------------- სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მხოლოდ 09.10.2012; 13.10.2012; 01.03.2013 და 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში მიმდინარეობდა (გამოტოვებულია 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით). ასევე, ქვ-–----ის ტერიტორიაზე N------------------------- სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული არ არის. გარდა ამისა, მონაცემები მასზედ, თუ რა სიხშირისა და სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, არ არსებობს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები არ მომხდარა, რომლებიც ხაშურის რაიონის ს------–----–----–- არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს გამოიწვევდა და ს------–----–----–- მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს გამოიწვევდა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----–- მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები N------------------------- მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული.

 

აღნიშნული ორი ექსპერტიზის ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ პირველი დასკვნა ფართო გაგებით იმპერატიული არაა, ვინაიდან კონკრეტულ დასკვნებს არ აკეთებს, თუმცა, იგი განსახილველ საქმესთან მიმართებით, არაორაზროვანი და ამომწურავია. კერძოდ, №--------- დასკვნა მოსარჩელეების კერძო საკუთრებაზე არსებული დაზიანებების გამომწვევ ორ შესაძლო მიზეზს, მიწისძვრებსა და გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ აფეთქებებს, ასახელებს. ანუ, გონივრული განსჯით დგინდება, რომ არსებული დაზიანებები, შესაძლებელია, მხოლოდ ამ ორი ზემოაღნიშნული გარემოებით და არა, ცვეთით, ბუნებრივი გარემო პირობებით, კატაკლიზმებითა და სხვა მსგავსი გარემო-ფაქტორებით, გამოწვეულიყო. ასევე, დასკვნა მიუთითებს, რომ ამ ორი მიზეზიდან რომელი უფრო სავარაუდოა, ვერ იქნება დადგენილი, რადგან მშენებლების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულება არ შესრულებულა და მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა არ შეფასებულა, რაც შემდგომ ექსპერტიზას შესაძლებლობას მისცემდა კერძო საკუთრებაზე ზიანის გამომწვევი მიზეზები უფრო იმპერატიულად დაედგინა. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და 2018 წლის 17 ივნისით დათარიღებული დასკვნა ყველა იმ შესაძლო ბუნდოვანებას ასწორებს, რომელიც პირველად მოხსენიებულ დასკვნას შეეძლო გამოეწვია. კერძოდ, მტკიცებულებაში მითითებულია, რომ იმგვარი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებსაც, შესაძლოა, უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოეწვია, არ მომხდარა. ამასთან, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეთა უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებების სპეციფიურ ხასიათზე და ასკვნის, რომ ასეთი ტიპის დაზიანებები გვირაბის მშენებლობით განპირობებული აფეთქებების შედეგად შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული.

 

გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ი-–---------–-–--------------------------------–---–---–---–--–---–-----------------------------------------------------------–--------“ მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობით (ტომი I, ს.ფ 328-329), ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში 2009 წლის 7 სექტემბერს ონის მიწისძვრა 5,9 მაგნიტუდის ოდენობით, 2011 წლის 19 იანვარს ვანის მიწისძვრა 5,4 მაგნიტუდით, 2011 წლის 18 აგვისტოს ამბროლაურის მიწისძვრა 5,2 მაგნიტუდით, 2016 წლის 12 ივლისს დმანისის მიწისძვრა 5,0 მაგნიტუდით, დაფიქსირდა. ამავე ცნობით აღნიშნულ მიწისძვრებს ქვ-–----ის ტერიტორიაზე შესაძლოა გარკვეული ეფექტი მოეხდინა მაგრამ, მათი მოსაზრებით, სერიოზული ზიანისა და ნგრევის მიზეზი ვერ იქნებოდა.

 

სააპელაციო პალატის მიერ გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს მოპასუხე მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებს უპირისპირებს და მიიჩნევს, რომ მათი შინაარსი მოსარჩელეთა საკუთრებაზე არსებულ დაზიანებებსა და გვირაბის მშენებლობისას გამოყენებულ აფეთქებებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გამორიცხავს, რაც ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს აპელანტების მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილ „ე----------- დასკვნას და განმარტავს, რომ აპელანტის მსჯელობას მასზედ, თითქოს კომპანია „ე-----------“ მიერ გაცემული დასკვნები სადავო ზიანისა და კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გამორიცხავს, რადგან მოსარჩელეების სახლი აფეთქებების ზემოქმედების ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ვერ გაიზიარებს. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ კომპანია „ე-----------“ დასკვნა შეეხება ზოგადად ს---------------------- მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა, თავისი მნიშვნელობით, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ცალსახა დასკვნას, რომ საცხოვრებელ სახლზე ბზარების განვითარების სპეციფიურობა მიუთითებს მასზედ, რომ დაზიანებები, ძირითადად, ს---------------------- მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი და დინამიური აფეთქებებით არის გამოწვეული.

 

აპელანტის მიერ წარმოდგენილი დასკვნით აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შეფასდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონებების მდგომარეობა, მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ. არ განხორციელებულა. ამასთან, უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, მოსარჩელეების საკუთრება აფეთქებების არეალიდან მოშორებით მდებარეობდა თუ არა, ვერ იქნება გაზიარებული მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ან/და თეორიული მითითება მასზედ, რომ აფეთქებებს არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, როგორც დადასტურდა აფეთქებებს ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატიური - მრვალჯერადი ხასიათი, რამაც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მოსარჩელეთა სახლის დაზიანება გამოიწვია, აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება კი, რომელიც წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით მიღებულ დასკვნას გააბათილებდა, აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, გარემოებას მასზედ, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს----------- დასკვნის თანახმად, აღნიშნული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მობინადრეთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და არსებული მდგომარეობით მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ასევე, მითითებულია, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები ევროპის მაკროსეისმური სკალის (EMS-98) მიხედვით მე-3 ხარისხს მიეკუთვნება.

 

შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად პალატა განმარტავს, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებსაც ხაშურის რაიონის ს------–----–----–- არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვანი დაზიანება და ს------–----–----–- მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული სპეციფიკურ ხასიათის დაზიანებების გამოწვევა შეეძლო, არ მომხდარა, ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით სადავო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრების ეპიცენტრი ხაშურის რაიონს არ მიემართებოდა და მათი სიმძლავრე ეპიცენტრის ადგილასაც კი, მნიშვნელოვანი ნგრევის გამომწვევი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადი ხასიათის ექსპერტიზის დასკვნის გარდა აპელანტს იმგვარი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, სადავო დაზიანებების სხვა გამომწვევ მიზეზს დაასახელებდა, არ წარმოუდგენია, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები N------------------------- მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული და შესაბამისად, აპელანტი საწარმოს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ზიანის მოცულობა 25 302 ლარის ოდენობით, მართებულად განისაზღვრა.

 

საქმის მასალებში არსებული ინდ. მეწარმე „ზ----- გ------–--ის“ მიერ განხორციელებული სადავო საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის სარეაბილიტაციო ხარჯად 25 302 ლარი, მიეთითა. აპელანტ მხარეს აღნიშნული ხარჯის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის. აპელანტმა მხოლოდ იმ მიმართებით განახორციელა შედავება, რომ ხარჯთაღრიცხვას მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ახლავს, შესაბამისად, უტყუარად არ დგინდება, რომ ხარჯთაღრიცხვა სწორედ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზეა ჩატარებული. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არგუმენტი შესაძლებელია საკმაოდ წონად შედავებად ყოფილიყო მიჩნეული იმ პირობებში, თუ ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, იგი სარწმუნო მტკიცებულებით იქნებოდა გამყარებული. განაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის საერთო კვადრატულობა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული საცხოვრებელი სახლის კვადრატულობას ემთხვევა, სააპელაციო პალატა აპელანტის ხსენებულ ზეპირ ახსნა-განმარტებას, როგორც პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარის შედავებას, ვერ დაეყრდნობა და მით უფრო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას საფუძვლად ვერ დაუდებს (ტომი I, ს.ფ. 15, 32).

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლითაც სადავო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა, კანონიერია და მისი გაუქმების წინაპირობები არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, იგი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიეცა.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საკუთრების უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების არსსა და მნიშვნელობას და განმარტავს, რომ აღნიშნული უფლების განუხრელად დაცვა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი შეზღუდვა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები სწორედ საკუთრების უფლების დაზიანების გამო მოითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე სახლის მდგომარეობის გაუარესების ალბათობა არსებობდა მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საჭიროება დგინდებოდა. პალატა მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმების წინაპირობები არ არსებობს.

 

13. სააპელაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად განმარტავს, რომ მოსარჩელეებმა მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლიეს, ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინეს, რომლებიც სხვა წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, დამდგარ ზიანსა და მოპასუხე საწარმოს მიერ განხორციელებულ აფეთქებებს შორის მიზეზობრივ კავშირს არაორაზროვნად და იმპერატიულად ადგენდა, ასევე, მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს, რომელიც გონივრული და რელევანტურია, აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება კი, აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია, მისი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება ზიანის მიყენების შეუძლებლობასა და ხარჯთაღრიცხვის არამართებულობასთან მიმართებით ვერ იქნება სარწმუნო და წონად მტკიცებულებად მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, იზიარებს დადგენილ ფაქტებსა და განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 1012 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ჩ-------------------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე