განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.01.2020
საქმის ნომერი
330310019003354857
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019003354857

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10.01.2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისი სააპელაციო სასამართლო

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გია ბერაია

სხდომის მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე): გ-----------------–--ე

წარმომადგენელი დ--------–---ი, ნ---------------–----ე

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება;

წარმომადგენელი: ო------------–--ე

 

დაინტერესებული პირი: ნ--ო ნ---------ე;

 

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2-----------ის გადაწყვეტილება;

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2019 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელე გ-----------------–--ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიმართ და ითხოვა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 2------------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2-----------ს გადაწყვეტილებით გ-----------------–--ის სარჩელი შემაკავებელი ორდერების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

I ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძვნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს: 2019 წლის 2------------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ შედგენილ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით გ-----------------–--ე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს ნ--ო ნ---------ის მიმართ. გ-----------------–--ის მიმართ დამტკიცებულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- შემდეგი პირობებით: მოძალადეს გ-----------------–--ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ--ო ნ---------ე ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან ნ--ო ნ---------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს გ-----------------–--ეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი)დღით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმადკი, შემაკავებელი ორდერიგამოიცემა 1თვემდე ვადით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთიწევრის მიერ მეორის

კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა–ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ)ფსიქოლოგიურიძალადობა–შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვაისეთიმოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისადაღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერიინტერესების უგულებელყოფა− მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ)შესაბამის მომსახურებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ 2019 წლის 2------------ს შედგენილ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით გ-----------------–--ე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს ნ--ო ნ---------ის მიმართ. გ-----------------–--ის მიმართ დამტკიცებულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- შემდეგი პირობებით: მოძალადეს გ-----------------–--ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ--ო ნ---------ე ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან ნ--ო ნ---------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერისახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური

 

ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს გ-----------------–--ეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელიორდერის მოქმედების ვადაგანისაზღვრა30(ოცდაათი)დღით.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად, თბილისი საქალაქო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ-----------------–--ის მიერ ნ--ო ნ---------ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, რაც იძლეოდა კანონით დადგენილი წესით შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2-----------ის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-----------------–--ემ და მოითხოვა: გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სარჩელი სრულად და 2019 წლის 2------------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0------ის გაუქმება.

 

სააპელაციო საჩივარში აღინიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დამყარებულია დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებას და მის მიერ წარდგენილ ორ ცალ სიდი დისკზე ჩაწერილ აუდიოჩანაწერზე, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მისი მხრიდან ნ--ო ნ---------ის მიმართ შეურაცყოფისა და ფსიქიკური ძალადობის ფაქტი. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერების ავთენტურობა, დამონტაჟებულია თუ არა ისინი და მათი ჩაწერის დრო საექსპერტო კვლევით დადგენილი არ არის. ამასთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ქონია, არ შეხვედრია პირადად, როდესაც ორდერის მოქმედების ვადა გავიდა, ქონდა მასთან მხოლოდ სატელოფონო კომუნიკაცია ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო 2019 წლის 17 ნოემბრის შემდეგ მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია, თუ არ ჩაითვლება პოლიციასა და სასამართლოში მასთან შეხვედრას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების დასაბუთება:

 

საქმის მასალების შესწავლის, პროცესის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ფაქტობრივი გარემოები:

 

2019 წლის 2------------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ შედგენილ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით გ-----------------–--ე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს ნ--ო ნ---------ის მიმართ. გ-----------------–--ის მიმართ დამტკიცებულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- შემდეგი პირობებით: მოძალადეს გ-----------------–--ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ--ო ნ---------ე ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან ნ--ო ნ---------ესთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს გ-----------------–--ეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი)დღით.

 

შემაკავებელი ორდერის შედგენის საფუძვლად მიეთითა: შემაკავებელი ორდერის ოქმი N0----- და სს. 0----------9 საქმე.

 

შემაკავებელი ორდერის ოქმში N0----- ინციდენტის ფაბულად მითითებულია, რომ სავარაუდო მოძალადე სავარაუდო მსხვერპლს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას.

 

ძალადობის ფორმად -ფიზიკური და ფსიქოლოგიური.

 

შემაკავებელ ორდერის ოქმში მითითებულია, რომ გამოცემულია (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) შეამაკავებელი ორდერი 2016 წლის 2--------------ს, (ფსიქოლოგიური) შემაკავებელი ორდერი 2019 წლის 0-------ს და 2019 წლის 1-----------ს.

 

- საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითგანაც დგინდება, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სს. 0----------9 საქმეზე, გ-----------------–--ის მიერ ნ--ო ნ---------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-8 ნაწილით, არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე ნომის მე-2 ნაწილით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განისაზღვრა საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები. დადგენილია, რომ აღნიშნული კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.,,ა" მუხლით, ამ კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;

 

ამ კანონის მე-3 მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამ კანონის მე-31.1. მულის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ამ კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა).ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

 

ბ). ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

 

ვ). მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; ვ1). სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს /მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს; ზ). ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თ). მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას.

 

ამავე კანონის 6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.

მე-3 ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს: ა). იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებია; ბ). ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღსაკვეთად ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას; გ). შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; დ). იმ პირთა მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა ჩაიდინეს; ე). სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, მოვალეობების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს უზრუნველყოფს; ვ). ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებების და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას; ზ). ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლისათვის დახმარებისა და დაცვის ღონისძიებების, ხოლო მოძალადისათვის – დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას; თ). ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.

 

ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად , ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

 

ამ კანონის 10.1. მუხლის თანახმად ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

ამავე მუხლის 11 ნაწილით, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სს. 0----------9 საქმეზე, გ-----------------–--ის მიერ ნ--ო ნ---------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, შესაბამისად სახეზე არ იყო ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10.11. მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 12 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი და, შესაბამისად, არ გამოიყენება ამ მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აფასებს ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკს და ამ რისკის სიმძიმის მიხედვით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ; ბ) შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

ამამავე კანონის მე-16 მუხლით განისაზღვრა პოლიციის მოვალეობები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, კერძოდ ამავე ნორმის პირველი ნაწილით, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა). ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;ბ). განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ). მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ). მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში; ვ1). საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება; ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ; თ). ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმის მასალების, მხარეთა და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებების მიხედვით, მხარეთა და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება გ-----------------–--ის მხრიდან ნ--ო ნ---------ის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნ--ო ნ---------ის მიერ წარმოდგენილი 2 ცალ დისკს და მასზედ განთავსებულ ჩანაწერს, რომლის მოპოვების კანონიერება, ასევე მასზედ განთავსებული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, მაშინ როდესაც სადავოდ გახადა აღნიშნული გარემოება მხარემ.

 

ამასთან ფირზე აღბეჭდილი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც აღნიშნულ დისკზე არსებული ჩანაწერი ვერ გახდება 2019 წლის 2------------ს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რადგან ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა, ხოლო ამავე კანონის 16-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული საკანონმდებლო აქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც გამომდინარეობს კონკრეტული ოჯახის წევრის გარკვეული მოქმედებებიდან და საფრთხეს უქმნის და არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. ამასთან, შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის კონკრეტული ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს.

 

ხოლო მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე თვით ნ--ო ნ---------ის განმარტებით დადგენილია, რომ ფირზე აღბეჭდილია 2019 წლის თებერვალში მომხდარი ფაქტი, მაშინ როდესაც შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად გ-----------------–--ის მიმართ უკვე გამოცემულია შემაკავებელი ორდერი 2019 წლის 0-------ს (რომელიც გ-----------------–--ის მიერ არ გასაჩივრებულა) და 2019 წლის 1-----------ს.

 

ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 1-----------ს გ-----------------–--ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------- რომელიც გაუქმდა ამავე გადაწყვეტილებით, რაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3------------ს გადაწყვეტილებით.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისა და დაინტერესებული პირის მიერ არც საქმეში და არც სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, გ-----------------–--ის მიერ ნ--ო ნ---------ის მიმართ არათუ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, რა დროსაც პოლიცია ეკისრება კანოინისმიერი ვალდებულება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი. ამასთან, შემაკავებელი ორდერი შესაძლებელია გამოიცეს დროებითი ღონისძიების სახით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად .

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება ოჯახის წევრის ისეთ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ოჯახის სხვა წევრის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას. ამგვარი ძალადობის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში, ხოლო ფიზიკური ძალადობა; ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

ამ კოდექსის 377.1. მუხლით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

ამ კოდექსის 394.,,ე“ მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად , შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ამავე მუხლის მე-11 ნაწილით, საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ხოლო მე-12 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

ამრიგად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტის არსებობა. შესაბამისად, არ დასტურდება გ-----------------–--ის მხრიდან, დაინტერესებული პირის ნ--ო ნ---------ი მიმართ, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. პალატის მოსაზრებით, არსებული სამოქალაქო ურთიერთობიების მოწსერიგებისათვის, გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შემაკავებელი ორდერის გამოცემა ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ

აპელანტ გ-----------------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს:

 

უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2-----------ის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

მოსარჩელე გ-----------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 2------------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მე-13; 2114-ე; 261.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 389-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.აპელანტ გ-----------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2-----------ის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3.მოსარჩელე გ-----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4.გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–--ს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 2------------ს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----

 

5.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე გია ბერაია