განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002748372
საქმე N1215-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
14.01.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისი სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ი
აპელანტი ა---ა ა-–--გ ს---–----ნი
აპელანტი ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------
წარმომადგენელი ი--ა ნ------ე
მოწინააღმდეგე მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გ------ი ბ----–---–ი
თარჯიმნები- ვ------გ ი-----–-–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტ მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის, ა---ა ა-–--გ ს---–----ნის და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის, ა---ა ა-–--გ ს---–----ნის და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------ს სარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018წლის 23აგვისტოს №M-------------1 შეტყობინება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარულისტატუსის მინიჭების თაობაზე.
3.2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის, ა---ა ა-–--გ ს---–----ნის და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები:
3.3.1. 2017 წლის პირველ ნოემბერს, ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქემ მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------მა (დაბ: 31.01.1987 წ) თავშესაფრის მინიჭების თხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. აღნიშნულ განცხადებაზე თანაგანმცხადებლებად ასევე მითითებულ იქნენ მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ის ოჯახის წევრები, ა---ა ა-–--გ ს--–---ნი (დედა- დაბ: 01.01.1958 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს------- (ძმა- დაბ: 11.04.1997 წ). განმცხადებლებს ჩაუტარდათ ანკეტირება და დარეგისტრირდნენ თავშესაფრის მაძიებელ პირებად. 2018 წლის 3 მაისს, სამინისტრომ მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------თან, ა---ა ა-–--გ ს---–----ნთან და ი---რ ნ---- ა--იაჰ მ------------ან ჩაატარა გასაუბრება.
გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქე, მ-----დ ნ------ნ აჰ----ს------ი ეთნიკურად ჯ-----თი, მუსლიმი სუნიტი, დაიბადა 1987წლის 31 იანვარს საუდის არაბეთში ქალაქ ჯ------ში. 1994 წლიდან 2000 წლამდე განმცხადებელი სწავლობდა ქ.ჯ------ში, ბ--–---–----–-------ის დაწყებით სკოლაში, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე - ქ.ჯ------ში ა----ის სკოლაში, 2003-2005 წლებში, ქ.ჯ------ში, ა-------ს საშუალო სკოლაში, ხოლო შემდგომ სწავლა განაგრძო ქ. სუდანში, თუმცა კვლავ დაბრუნდა საუდის არაბეთში, ქალაქ ხ--------ში, 2005 წელს. დაბრუნების შემდგომ მუშაობდა ყავის მაღაზიაში გამყიდველად ქ.რ----ში. 2007 წლის ბოლო გაემგზავრა ინდოეთში სასწავლებლად ქ.ბ-----–----ში, სადაც ი--ლისურ ენას სწავლობდა წელიწადნახევარი, შემდეგ კი გადავიდა ინდოეთში, ქალაქ ჰ------------ში, 2009 წელს კომპიუტერული პროგრამირების ბაკალავრის საფეხურზე სასწავლებლად, სადაც ისწავლა 6 წელი და სწავლა დაასრულა 2014წელს.
ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქე, ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს------- ეთნიკურად ჯ-----თი, მუსლიმი სუნიტი, დაიბადა 1997 წლის 11 აპრილს საუდის არაბეთში, ქალაქ ჯ------ში. სწავლობდა ე----ს დაწყებით სკოლაში, ქ.ჯ------ში 2003 -2009 წლებში, 2009 წლიდან 2012 წლამდე ე------ს საშუალო სკოლაში, ხოლო 2012 წლიდან 2015 წლამდე ა-------ს საშუალო სკოლაში, ქალაქ ჯ------ში. თავშესაფრის მაძიებელმა პირმა განმარტა, რომ არსად უმუშავია.
ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქე, ა---ა ა-–--გ ს--–---ნი ეთნიკურად ჯ-----თი, მუსლიმი სუნიტი, დაბ. 1950 წლის 1 იანვარს (მისივე განმარტებით, თარიღი არაზუსტია, თუმცა აღნიშნა, რომ იგი 59 წლის იყო) ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა ქალაქ ა-----ში, თავის ოჯახთან ერთად. 13 წლის ასაკში დაქორწინდა ე---------ში. აქვს 5 კლასის განათლება, ჰყავს 2 ვაჟიშვილი საქართველოში, 2 საუდის არაბეთში, ე---------ში ცხოვრობენ მისი ძმები, 2 ძმა და 3 და, იქვე მუშაობენ, ხოლო უფროს ძმას აქვს მაღაზია. 2 შვილი ჰყავს ამერიკაში- ერთი შვედეთში და ერთიც ინდონეზიაში. რაც შეეხება მის მეუღლეს, იგი გარდაიცვალა 5 წლის წინ საუდის არაბეთში ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად.
თავშესაფრის მაძიებლების განცხადებით, ქვეყნის დატოვების მიზეზი გახდა საუდის არაბეთში გადასახადების მკვეთრი ზრდა, კერძოდ იქ მცხოვრებ უცხოელებისათვის ბინადრობის გადასახადმა მოიმატა და საფრთხე იყო იმის, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ აღნიშნულის გადახდას, შესაბამისად მათ მოუწევდათ დეპორტაცია ე--------ას სახელმწიფოში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, დაძაბული ვითარებაა სუდანთან, არის დიქტატურა, მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც გან----ჩევლად სქესისა მოქალაქეები იძულებით მიჰყავთ სამხედრო სამსახურში განუსაზღვრელი ვადით, ქვეყანაში არის განუკითხაობა, არ არსებობს თავისუფალი აზრი და ხალხს მათი შეხედულების გამო აპატიმრებენ, მათ შორის დაპატიმრებულები არიან მოსარჩელეების ნათესავებიც. აღნიშნულის გამო მათ არჩიეს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან აქ ე-------იელებისათვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და შესაბამისად აქ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემოდათ (ს.ფ. 66-79); -საერთაშორისო დაცვაზე განაცხადი (ს.ფ 80-81); (ს.ფ 89-106).
3.3.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018წლის 9მარტის S-G 5---------8 წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეცნობა, რომ ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქებისათვის, მ-----დ ნ------ნ აჰ----ი ს------ისათვის (----D N-----I A---D S---J დაბ: 31.01.1987 წ), ა---ა ა-–--გ ს--–---ნისათვისა (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------სათვის (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ) საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
(ს.ფ. 64-65).
3.2.3 დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის (----D N-----I A---D S---J დაბ: 31.01.1987 წ), ა---ა ა-–--გ ს--–---ნისა (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------ს (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ)საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებულ იქნა შემდეგი:
დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც თავად განმცხადებელმა გადმოსცა სამინისტროში გასაუბრების დროს. დასკვნაში განმარტებულია, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
სანდოობის შეფასებისას სანდოდ იქნა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლების იდენტობა. რომ ისინი წარმოადგენენ ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქეებს. დასკვნაში მითითებულია, რომ კვლევის პროცესში სანდოდ იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ ე---------ს სახელმწიფოში არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი მოქალაქე, გან----ჩევლად სქესისა, შესაძლოა, რომ სამხედრო სამსახურში განუსაზღვრელი ვადით გაწვევას დაექვემდებაროს და აღნიშნული შეიძლება შეფასდეს, როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა, რაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიცირდება როგორც სერიოზული ზიანი. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ დასახელებული შიში თავისი არსით არ მიეკუთვნებოდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ნიშნებს და სამმართველოს მიერ კვლევა აღარ გაგრძელდა ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით. თუმცა განმცხადებლის მიერ მოყვანილი ფაქტების, საქმის მასალების შესწავლისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამმართველომ დაასკვნა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობდა საფუძველი იმისათვის, რომ განმცხადებლი შეიძლება აღმოჩნილიყო სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე, რადგან, როგორც სამართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკვა, განმცხადებლების მიმართ მოსალოდნელი იძულებითი სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, რომ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიან----ი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აღნიშნული კი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიცირდება როგორც სერიოზული ზიანი. გარდა ამისა, სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაშიც, განმცხადებელი შესაძლოა, რომ სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ის პირები, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ექვემდებარებიან პატიმრობას, რაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სასჯელი შეფასებულია, როგორც სერიოზული ზიანი. აღნიშნულზე დაყრდნობით, სამმართველომ დაასკვნა, რომ - მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ი (დაბ: 31.01.1987 წ.) საჭიროებს ჰუმანიტარულ დაცვას (აღნიშნული დასკვნის შენიშვნის თანახმად დასკვნა ვრცელდება ასევე მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ის ოჯახის წევრებზე, ა---ა ა-–--გ ს--–---ნზე (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ -დედა) და ი---რ ნ---- ა--იაჰ----ს-------ზე (Y-------------I A---DS---Jდაბ: 11.04.1997წ-ძმა).
თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმართ გაიცა რეკომენდაცია მათთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა დამატებით გარემოებად გამოვლინდა ასევე თავშესაფრის მაძიებელი პირების მიმართ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი საქართველოში ყოფნა, მნიშვნელოვანი გარემობების გამო, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ჰუმანიტარული სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
ზემოაღნიშნული გარემობების გათვალისწინებით, სამმართველომ საბოლოო რეკომენდაცია გასცა და სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ე--------ას სახელმწიფოს მოქალაქებისათვის, მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ისათვის (----D N-----I A---D S---J დაბ: 31.01.1987 წ), ა---ა ა-–--გ ს--–---ნისათვის (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------სათვის (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ) საქართველოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება(ს. ფ. 57-63).
3.3.4. 2018 წლის 2---------ოს M-- 4 1---------1 შეტყობინებით საქართველოს ში--ან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა მოსარჩელებს, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17მუხლის ,,ბ’’ქვეპუნქტი(ს.ფ. 15-16).
3.3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, 2018 წლის 10 დეკემბრის (საქმე №3/7610-18) განჩინების პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის 17 იანვარს გამოუგზავნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 იანვრის №7/01/9/3-78-სს წერილი ე--------ას სახელმწიფოს მოქალაქეების, მ-----დ ნ------ნ აჰ----ი ს------ის (----D N-----I A---D S---J დაბ: 31.01.1987 წ), ა---ა ა-–--გ ს--–---ნისა (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ), და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------სთან (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ) დაკავშირებით. აღნიშნული წერილი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.(ს. ფ. 38).
3.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი’’ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1)მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928წლის 30ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
სასამართლო აღნიშნა, რომ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. კონვენციის ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილისაცხოვრებელიქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
საგულისხმოა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები იმავე მნიშვნელობით არის ასახული ქვეყნის შიდა კანონმდებლობაშიც. კერძოდ, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’
საქართველოს კანონში, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და მის მიზანს წარმოადგენს - ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა და გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონითგათვალისწინებულისაერთაშორისოდაცვის მექანიზმების გამოყენებით.
სასამართლო აღნიშნა, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ხოლო ამავე მუხლის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი „საერთაშორისო დაცვა" ამ კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონითდადგენილიწესით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმიკუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, დაარ შეუძლიაან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველირეგლამენტირებულიაამავე საკანონმდებლოაქტის მე-17მუხლში.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს; გ) იგი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ თავშესაფრის მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაშიან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ამასთან, „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმადაც, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზულიზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
სასამართლო აღნიშნა, რომ დევნა, ასევე, დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ, იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს. ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის დევნის ფაქტის არსებობას არ უკავშირებს უპირობოდ იმ გარემოებას, რომ დევნა უნდა ხორციელდებოდეს უშუალოდ სტატუსის მაძიებელი პირის მიმართ, განმსაზღვრელია, რომ იმავე ეთნიკური, რასობრივი თუ სოციალური ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები ქმნიდეს დაშვების გონივრულ და ობიექტურ საფუძველს, რომ პირის მიმართაც განხორციელდებაიმავე ხასიათის ღონისძიებები.
2017 წლის 1 ნოემბერს, ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქემ მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------მა (დაბ: 31.01.1987 წ) თავშესაფრის მინიჭების თხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თანაგანმცხადებლებად ასევე მითითებულ იქნენ მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ის ოჯახის წევრები, ა---ა ა-–--გ ს---–----ნი (დედა- დაბ: 01.01.1958 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს------- (ძმა- დაბ: 11.04.1997წ). ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 13 ნოემბერს ანკეტირებისას და 2018 წლის 3 მაისს გასაუბრებისას გამოკითხა მ-----დ ნ------ნ აჰ----ს------ი (----DN-----I A---D S---Jდაბ: 31.01.1987 წ); ა---ა ა-–--ჯ ს--–---ნი (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ----ს-------(Y-------------I A---DS---Jდაბ: 11.04.1997წ).
სასამართლომ მიუთითა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია ან/და ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.
ამავე კანონის მე-30 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება პირის ასაკსა და წარმომავლობას, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებთან, მის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის ქვეყანასთან (ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაპრიორიტეტულადგანიხილება.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, . თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია) და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი; 2. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება თავშესაფრის მაძიებელსა და უფლებამოსილ თანამდებობის პირს შორის. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეაფასოს; 3. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ხელი უნდა შეუწყოს თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის) და მტკიცებულებების სრულყოფილადწარდგენაში.
ამდენად, თავად თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს თავშესაფრის საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებლი ინფორმაცია, რაც არგულისხმობს აუცილებლად განცხადებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას. სამინისტრო თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და და--ტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს ახდენს სწორედ თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელმა უნდა თქვას სიმართლე და დაეხმაროს საკითხის განმხილველ ორგანოს ფაქტების სრულად დადგენაში, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მაქსიმალურად ამომწურავად, თანმიმდევრულადდადამაჯერებლად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით არსებითად პრობლემური საკითხი არ გამოიკვეთა. ასევე, დადგენილია, რომ კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი შინაარსით მიეკუთვნება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, რის გამოც კვლევალტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებითარ გაგრძელებულა.
თუმცა განმცხადებლის მიერ მოყვანილი ფაქტების, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაცია ცხადყოფდა, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ გამოთქმულ შიშს გააჩნდა არსებობის ობიექტური საფუძველი და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ განმცხადებლი შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე, რადგან, როგორც სამართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკვა, განმცხადებლების მიმართ მოსალოდნელი იძულებითი სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, რომ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს, რაც შეფასდა როგორც არაადამიან----ი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიცირდება როგორც სერიოზული ზიანი. გარდა ამისა, სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაშიც, განმცხადებლები შესაძლოა, რომ სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ის პირები, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ექვემდებარებიან პატიმრობას, რაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სასჯელის შეფასებულია, როგორც სერიოზული ზიანი. აღნიშნულზე დაყრდნობით, მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ი და მისი ოჯახის წევრები (დაბ: 31.01.1987 წ.) ა---ა ა-–--გ ს--–---ნზე (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ -დედა) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს------- (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ-ძმა)საჭიროებენ ჰუმანიტარულ დაცვას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 2---------ოს № M-- 4 1---------1 გადაწყვეტილებით თავშესაფრის მაძიებლებს უარი ეთქვათ საქართველოში როგორც ლტოლვილის, ასევე, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 მარტის S-G5---------8წერილი, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ მ-----დ ნ------ნი აჰ----ი ს------ი და მისი ოჯახის წევრების (ა---ა ა-–--გ ს--–---ნზე (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ -დედა) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს------- (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ - ძმა) მიმართ საქართველოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია. სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასების პირობებში საფუძვლიანად მიიჩნევს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელისათვის თავშესაფარის მინიჭებაზე უარის თქმას.
სასამართლომ მიუთითა „საერთაშორისოდაცვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოება; გ) მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია მიუთითებია ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გარანტირებულ არგაძევების პრინციპის ნორმატიულ შინაარსზე, კერძოდ, მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, იმ პირობების გათვალისწინებით, როდესაც საკმარისი საფუძველია ვარაუდისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას, ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, მოცემული ნორმის დანაწესის თანახმად გადაწონის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ინტერესი.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტით მოსარჩელეებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირების საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტი.
მოცემული ინფორმაციის შემოწმებისა და შეფასების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2018 წლის 10 დეკემბრის (საქმე №3/7610-18) განჩინების პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის
17 იანვარს გამოუგზავნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 იანვრის №7/01/9/3-78-სს წერილი ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქე მ-----დ ნ------ნ აჰ----ი ს------ი, ა---ა ა-–--გ ს--–---ნისადა ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------სთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისად მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სასამართლო მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 იანვრის №7/01/9/3-78-სს წერილით წარმოდგენილ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ზემოხსენებული საფუძვლით (ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით) შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიეთითებია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალურისამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას თავშესაფრის მაძიებლებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ არსებობს მოსარჩელეთათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო ასევე მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (( Lupsa v. Romania ), განაცხადი no. 10337/04). ამ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, განმცხადებლის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად გამოცხადდა და იგი რუმინეთიდან უნდა გაძევებული და დეპორტირებული ყოფილიყო იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული საიდუმლო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების პუნქტი39).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ესა თუ ის ხარისხი, რაც შიდა სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. ეროვნულ უშიშროებას დამუქრებული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით და ამიტომ წინასწარ რთული განმსაზღვრელია (გადაწყვეტილების პუნქტი 37), თუმცა ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს. საფრთხის აბსტრაქტული ფორმულირების გარდა, ხელისუფლებას განმცხადებლისთვის სხვა რაიმე დეტალი არ უცნობებია, რათა განმცხადებელს, შესაბამისად, გაებათილებინა ეს ინფორმაცია (გადაწყვეტილების პუნქტი 40). ამასთან, მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო გაძევების ბრძანების მხოლოდ ფორმალური შემოწმებით შემოიფარგლა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პროკურატურას ეროვნული სასამართლოსთვის იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენაშიც განმცხადებელი იყო ეჭვმიტანილი, დეტალები არ უცნობებია და სასამართლო არ გასცდენიაპროკურატურის ვარაუდებს და არ შეუმოწმებია, მართლა წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის (გადაწყვეტილების პუნქტი 41), ვინაიდან განმცხადებელს არ მიუღია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და არც ეროვნული სასამართლოსგან მინიმალური დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მის პირად ცხოვრებაში ჩარევა კანონის შესაბამისად არ მომხდარა, რამაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაგამოიწვია(გადაწყვეტილების პუნქტები42-ე და44-ე).
სასამართლო განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარიგადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტი.
სასამართლოს მინჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 2---------ოს № M-- 4 1---------1 შეტყობინების ბათილად ცნობის, ასევე, მოსარჩელეებისათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეებს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე
4. აპელანტ მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის, ა---ა ა-–--გ ს---–----ნის და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არ შეფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები უკვე წლებია ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, არ ჩაუდენიათ რაიმე სახის სამართალდარღვევა. მოსარჩელეებს არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა რაიმე სახის შეიარაღებულ კონფლიქტში, არ აქვთ კავშირი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებთან და სხვა. ასევე სახელმწიფო კონტდაზვერვის სამსახურს რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება მოსარჩელეებისათვის, როგორც საფრთხის შემცველი პირისათვის არ განუხორციელებიათ. ასევე, მიუთითეს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15, მე-19 და 32-ე მუხლებზე და განმარტეს, რომ აკმაყოფილებენ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების კრიტერიუმს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე აქტის შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ - „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან,“ და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმთან.
პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად, ცნება ”ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. კანონი განსაზღვრავს: ა) უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; გ) უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს; დ) სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიან----ი და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე გან----ჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ პირი უკვე გახდა იძულებული დაეტოვებინა ქვეყანა ნორმაში მითითებული გარემოებების გამო. თავის მხრივ, დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
პალატა მიუთითებს, განსახილველ შემთხვევაში მართალია დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის (----D N-----I A---D S---J დაბ: 31.01.1987 წ), ა---ა ა-–--გ ს--–---ნისა (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------ს (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ)საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებულ იქნა შემდეგი:
დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც თავად განმცხადებელმა გადმოსცა სამინისტროში გასაუბრების დროს. დასკვნაში განმარტებულია, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
სანდოობის შეფასებისას სანდოდ იქნა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლების იდენტობა. რომ ისინი წარმოადგენენ ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქეებს. დასკვნაში მითითებულია, რომ კვლევის პროცესში სანდოდ იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ ე---------ს სახელმწიფოში არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი მოქალაქე, გან----ჩევლად სქესისა, შესაძლოა, რომ სამხედრო სამსახურში განუსაზღვრელი ვადით გაწვევას დაექვემდებაროს და აღნიშნული შეიძლება შეფასდეს, როგორც ღირსების შემლახავი მოპყრობა, რაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიცირდება როგორც სერიოზული ზიანი. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ დასახელებული შიში თავისი არსით არ მიეკუთვნებოდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ნიშნებს და სამმართველოს მიერ კვლევა აღარ გაგრძელდა ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით. თუმცა განმცხადებლის მიერ მოყვანილი ფაქტების, საქმის მასალების შესწავლისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამმართველომ დაასკვნა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობდა საფუძველი იმისათვის, რომ განმცხადებლი შეიძლება აღმოჩნილიყო სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე, რადგან, როგორც სამართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკვა, განმცხადებლების მიმართ მოსალოდნელი იძულებითი სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, რომ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიან----ი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აღნიშნული კი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიცირდება როგორც სერიოზული ზიანი. გარდა ამისა, სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაშიც, განმცხადებელი შესაძლოა, რომ სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ის პირები, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ექვემდებარებიან პატიმრობას, რაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სასჯელი შეფასებულია, როგორც სერიოზული ზიანი. აღნიშნულზე დაყრდნობით, სამმართველომ დაასკვნა, რომ - მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ი (დაბ: 31.01.1987 წ.) საჭიროებს ჰუმანიტარულ დაცვას (აღნიშნული დასკვნის შენიშვნის თანახმად დასკვნა ვრცელდება ასევე მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ის ოჯახის წევრებზე, ა---ა ა-–--გ ს--–---ნზე (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ -დედა) და ი---რ ნ---- ა--იაჰ----ს-------ზე (Y-------------I A---DS---Jდაბ: 11.04.1997წ-ძმა).
თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმართ გაიცა რეკომენდაცია მათთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა დამატებით გარემოებად გამოვლინდა ასევე თავშესაფრის მაძიებელი პირების მიმართ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი საქართველოში ყოფნა, მნიშვნელოვანი გარემობების გამო, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ჰუმანიტარული სტატუსი არ მიენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
ზემოაღნიშნული გარემობების გათვალისწინებით, სამმართველომ საბოლოო რეკომენდაცია გასცა და სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ე--------ას სახელმწიფოს მოქალაქებისათვის, მ-----დ ნ------ნი აჰ---- ს------ისათვის (----D N-----I A---D S---J დაბ: 31.01.1987 წ), ა---ა ა-–--გ ს--–---ნისათვის (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------სათვის (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ) საქართველოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის 17-ე მუხლზე, რომლის თანახმად უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს; გ) იგი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კანონის 20-ე მუხლის თანახმად უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ: ა). იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ). მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოება; გ). მის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 2---------ოს № M-- 4 1---------1 გადაწყვეტილებით თავშესაფრის მაძიებლებს უარი ეთქვათ საქართველოში როგორც ლტოლვილის, ასევე, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 მარტის S-G5---------8 წერილი, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ მ-----დ ნ------ნი აჰ----ი ს------ი და მისი ოჯახის წევრების (ა---ა ა-–--გ ს--–---ნზე (A-----------------N დაბ: 01.01.1950 წ -დედა) და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს------- (Y-------------I A---D S---J დაბ: 11.04.1997წ - ძმა) მიმართ საქართველოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტით მოსარჩელეებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირების საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტი.
მოცემული ინფორმაციის შემოწმებისა და შეფასების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივნისის განჩინების პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის 16 ივლისს გამოუგზავნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ივლისის №7/01/9/3-2----სს წერილი ე---------ს სახელმწიფოს მოქალაქე მ-----დ ნ------ნ აჰ----ი ს------ი, ა---ა ა-–--გ ს--–---ნისადა ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------სთან დაკავშირებით, რომლითაც დადგენილია, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნიათ მათთვის რაიმე სტატუსის მინიჭება.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალურისამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისად მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას თავშესაფრის მაძიებლებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ არსებობს მოსარჩელეთათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველილ ინსტანციის სამარათლოს მსჯელობას და მართებულად მიაჩნია ადმინისტრაციული ორგანოს უარი მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის, ა---ა ა-–--გ ს---–----ნის და ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს-------ს როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.
საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აპელანი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2125 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აპელანტების მ-----დ ნ------ნ აჰ---- ს------ის, ა---ა ა-–--გ ს---–----ნის და
ი---რ ნ---- ა--ი აჰ---- ს------- სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე გია ბერაია