განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2019
საქმის ნომერი
330310117001962530
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310117001962530

საქმე №3-ბ-2653-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ა---–------–--ი“, შპს „ა-----–ი“

წარმომადგენელი - ხ-------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ე-------------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა---–------–--ის“ და შპს „ა-----–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. შპს „ა---–------–--ი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ) პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.8 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები: დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების; ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება; A.M.1ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: CDMA; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; B.F.3 მონაცემთა გადაცემა: მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.5 სხვა ფიქსირებული საკომუნიაკციო მომსახურება: სხვა ფიქსირებული საკომუნიაკციო მომსახურება; B.F.6 გამოძახების აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთა სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.);

 

1.2.2. შპს „ა-----–ი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფ; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.8 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები: დაშვებით აღებული: საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; B.F.3 მონაცემთა გადაცემა: მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.5 სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება: სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand));

 

1.2.3. საქართველოს კომუნკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის მიხედვით, ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ასევე განისაზღვრნენ შპს „ა-----–ი“ და შპს ,,ა---–------–--ი“. ამავე გადაწყვეტილების 8.1 პუნქტით დადგინდა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, კერძოდ, - მოწვევის ოფერტაში ასევე ასახული უნდა ყოფილიყო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით და დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.

 

ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტით განსაზღვრულია სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. მითითებული პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. ხსენებული გადაწყვეტილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 03 იანვარი.

 

1.2.4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (მათ შორის შპს „ა-----–ისათვის“) 1 წუთზე დადგინდა 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

1.2.5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს - მათ შორის შპს „ა---–------–--ს“და შპს „ა-----–ს“ მიეცათ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები; გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

1.2.6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №------ გადაწყვეტილებით არ იქნა გაგრძელებული ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს, მათ შორის შპს „ა---–------–--ს“ და შპს „ა-----–ს“ ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა.

 

1.2.7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2---------–-------------------------–-----------------------------–------------ წერილებით შპს „ა-----–ს“ და შპს „ა---–-----–--ს“ განემარტათ, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები. ასევე განემარტათ, რომ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას ოპერატორებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი. შესაბამისად, შპს „ა-----–ის“ და შპს ,,ა---–------–--ის“ მიერ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისათვის ტარიფის დაწესებისას, კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული აქციზის გადასახადი. ამასთან, კომპანიებს ეთხოვათ, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა.

 

1.2.8. 2017 წლის 1 მარტს, შპს „ა-----–მა“ და შპს ,,ა---–--------–--მა“ წერილობით მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვეს კომისიის ვებ. გვერდზე საკუთარი ქსელით საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის სატელეფონო ზარების (წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება.

 

შპს „ა---–------–--ის“ მოწვევის ოფერტა (პუნქტი 2.5) წარდგენილი იყო შემდეგი პირობებით: საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულების) მომსახურების ტარიფი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეადგენს: ა) პირველი საფეხური, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) წუთამდე, პირდაპირი ურთიერთჩართვის შემთხვევაში, 0.12 აშშ დოლარის ექვიფვალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადასახადების ჩათვლის - 1 წუთზე; ბ) არაპირდაპირ ორი ურთიერთჩართვის შემთხვევაში და მეორე საფეხურზე (50 000 (ორმოცდაათი ათასი) წუთს ზევით) 0.15 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადასახადების ჩათვლით -1 წუთი.

 

შპს „ა-----–ის“ მოწვევის ოფერტა (პუნქტი 2.3) წარდგენილი იყო შემდეგი პირობებით: საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/დასრულების) მომსახურების ტარიფი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეადგენს: ა) პირველი საფეხური, 30 000 (ოცდაათი ათასი) წუთამდე, პირდაპირი ურთიერთჩართვის შემთხვევაში, 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადასახადების ჩათვლის - 1 წუთზე; ბ) არაპირდაპირ ორი ურთიერთჩართვის შემთხვევაში და მეორე საფეხურზე (30 000 (ოცდაათი ათასი) წუთს ზევით) 0.15 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადასახადების ჩათვლით -1 წუთი.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიის მხრიდან წარდგენილი მოწვევის ოფერტები ზემოაღნიშნული პირობებით არ გამოქვეყნდა იმ მოტივით, რომ არ შეესაბამებოდა კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №------, 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილებებს და კანონმდებლობას.

 

1.2.9. საქმის მასალებით დგინდება, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს - შპს „ა-----–ს“ და შპს ,,ა---–-----–--ს“ კომისიაში გამოსაქვეყნებლად არ წარუდგენიათ მასზე დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტები, რის გამოც 2---------–--–------------ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ა-----–ისათვის“ და შპს „ა---–------–--ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ამ მიზნით, კომისიაში გაიმართა საკითხის ზეპირი განხილვები, რომელსაც ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები.

 

1.2.10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 25 აპრილის N2----- გადაწყვეტილებით შპს „ა---–-----–--ს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

 

1.2.11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 25 აპრილის N2----- გადაწყვეტილებით შპს „ა-----–ს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლი განმარტავს ამ კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობას, მათ შორის, „ვ“ პუნქტით განმარტებულია, რომ ავტორიზებული პირი არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). ამავე ,,ზ“ პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება გულისხმობს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ანუ ისეთი მდგომარეობას, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები; ხოლო ,,ტ“ პუნქტის მიხედვით, დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება.

 

ამავე კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ავტორიზებულ პირთა ზოგად უფლებებსა და ვალდებულებებს, კერძოდ, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ა---–------–--ი“ და შპს ,,ა-----–ი“ არიან ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები, შესაბამისად წარმოადგენენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს. ისინი აღჭურვილნი არიან და რეალიზებას ახდენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების, მათ შორის კერძო, სუბიექტური, ინტერესების დაცვას. თავის მხრივ კი, ვალდებულნი არიან, დაიცვან და შეასრულონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც მოცემულ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ამოწურვადი რესურსების მართვა, მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა და გაუქმება.

 

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მიეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონით მასზე დაკისრებული მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელება. ამასთან, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კომისია იღებს ინდივიდუალური - სამართლებრივი აქტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით შპს ,,ა---–------–--ს“ და შპს „ა-----–ს“ მიეცეთ გაფრთხილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

 

მოპასუხის პოზიციის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის გაუქმების შედეგად, 2017 წლის 1 მარტიდან, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის ავტომატურად ამოქმედდა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაევალათ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ასევე მის შესაბამისად, საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე ტარიფის განსაზღვრა. არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი ოფერტა, რაც გახდა მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

1.3.3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ფ“ პუნქტის თანახმად, დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის საფასური;

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,რ” პუნქტის თანახმად, დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა; ჰ29 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით;

 

ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.

 

ამავე კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას. მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მულის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა/საჯაროდ გამოაქვეყნება, ავტორიზებულ პირთა მხრიდან კანონისმიერი მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ძირითადი ამოცანაა.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1. პუნქტით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირებს, მათ შორის შპს ,,ა---–-----–--ს“ და შპს ,,ა-----–ს“, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებასთან ერთად, ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დაუდგინდათ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები, კერძოდ, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. ხსენებული გადაწყვეტილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 3 იანვარი.

 

,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით დადგინდა ახალი ტარიფი, კერძოდ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (მათ შორის შპს „ა-----–ისათვის“) 1 წუთზე დადგინდა 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში, კომისიამ ცვლილება შეიტანა 2016 წლის 30 ივნისის N------ გადაწყვეტილებით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №------ გადაწყვეტილებით 2014 წლის 9 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებას არ გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა. დადგენილია ისიც, რომ ავტორიზებულ პირთა მხრიდან საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება და საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე ტარიფის განსაზღვრა მოსარჩელეებს დაევალათ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილებით დადგენილი წესის მიხედვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, განსხვავებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ კომისიის აქტებისა, რომელიც კონკრეტულ ვადაზე მითითებით ადგენდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფს. უდავოა ის ფაქტიც, რომ კომისიამ უარი განაცხადა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

 

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №------ გადაწყვეტილება, რომლითაც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უარი ეთქვათ დროებითი ეფექტური რეგულაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, დროებითი რეგულაციის გაუქმების პირობებში, ამოქმედდა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირთათვის მოეთხოვა ამ დროისათვის ძალაში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი აქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტების წარდგენა, მათი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების მიზნით;

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს, შპს „ა-----–მა“ და შპს ,,ა---–-----–--მა“ წერილობით მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვეს კომისიის ვებ. გვერდზე საკუთარი ქსელით საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის სატელეფონო ზარების (წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 1 მარტს წარდგენილი მწვევის ოფერტები არ არის შესაბამისობაში კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილებასთან, რითაც დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც წარმოადგენდა მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

1.3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შპს ,,ა---–------–--ის“ და შპს ,,ა-----–ის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა. სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენება მართებულია. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 25 აპრილის N2----- და N2----- გადაწყვეტილებები აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში კანონიერია.

 

1.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 25 აპრილის N2----- და N2----- გადაწყვეტილებების გასაჩივრებულ ნაწილში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიან მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, გამოყენებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები, სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა. სასამართლომ ის გარემოება, რომ მხარეებმა არ გაასაჩივრეს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება N------, მიიჩნია არა იმის საფუძვლად, რომ თავად ეს გადაწყვეტილება არ ლახავდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებს, არამედ მიიჩნია, რომ მათ მიერ ამ გადაწყვეტილების გაუსაჩივრებლობა ამყარებდა სასამართლოს მსჯელობას იმის ტაობაზე, რომ ამ გადაწყვეტილებით ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილებით დადგენილი ტარიფის გამოცხადების ვალდებულება საერთაშორისო ზარის სეგმენტზე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სატარიფო რეგულაციების დადგენა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად. შესაბამისად, ავტორიზებული პირებისათვის სატარიფო რეგულაციების სპეციფიკური ვალდებულების დაკისრება და მათთვის ტარიფების დაწესება, მათ შორის ტარიფის დაანგარიშების პრინციპის განსაზღვრა ვერ მოხდება კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერილი წერილის საფუძველზე, მითუმეტეს იმ ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კომისიამ რეგულაციის გაუქმების შედეგად საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება კვლავ გააერთიანა ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ერთ სეგმენტად და მასზე გაავრცელა კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ტარიფები.

 

გაუგებარია რის საფუძველზე იმსჯელა და გადაწყვიტა კომისიის თავმჯდომარემ, რომ კომპანიების მიერ აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფის დაწესებისას ავტორიზებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით საერთაშორისო ზარის საქართველოს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი.

 

რაც შეეხება კომისიის წერილებს საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ტარიფების გაანგარიშებასტან დაკავშირებით, საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, პირდაპირ ადგენს, რომ ზღვრული ტარიფის დადგენა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების გზით.

 

შპს „ა---–-----–--ს“ და შპს „ა-----–ს“ არ აქვთ დარღვეული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 31-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ამოწურვადი რესურსების მართვა, მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა და გაუქმება.

 

კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით შპს ,,ა---–------–--ს“ და შპს „ა-----–ს“ მიეცეთ გაფრთხილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

 

მოპასუხის პოზიციის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის გაუქმების შედეგად, 2017 წლის 1 მარტიდან, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის ავტომატურად ამოქმედდა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს დაევალათ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ასევე მის შესაბამისად, საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე ტარიფის განსაზღვრა. არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ ახალ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი ოფერტა, რაც გახდა მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

3.2.2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.

 

ამავე კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას. მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მულის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1. პუნქტით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირებს, მათ შორის შპს ,,ა---–-----–--ს“ და შპს ,,ა-----–ს“, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებასთან ერთად, ამავე გადაწყვეტილების 8.5 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დაუდგინდათ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფები, კერძოდ, სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს ჩათვლით. ხსენებული გადაწყვეტილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 3 იანვარი.

 

,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებით დადგინდა ახალი ტარიფი, კერძოდ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (მათ შორის შპს „ა-----–ისათვის“) 1 წუთზე დადგინდა 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში, კომისიამ ცვლილება შეიტანა 2016 წლის 30 ივნისის N------ გადაწყვეტილებით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №------ გადაწყვეტილებით 2014 წლის 9 ოქტომბრის №----- გადაწყვეტილებას არ გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა. დადგენილია ისიც, რომ ავტორიზებულ პირთა მხრიდან საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება და საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე ტარიფის განსაზღვრა მოსარჩელეებს დაევალათ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილებით დადგენილი წესის მიხედვით.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, განსხვავებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ კომისიის აქტებისა, რომელიც კონკრეტულ ვადაზე მითითებით ადგენდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფს. უდავოა ის ფაქტიც, რომ კომისიამ უარი განაცხადა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

 

კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №------ გადაწყვეტილება, რომლითაც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უარი ეთქვათ დროებითი ეფექტური რეგულაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, დროებითი რეგულაციის გაუქმების პირობებში, ამოქმედდა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირთათვის მოეთხოვა ამ დროისათვის ძალაში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი აქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტების წარდგენა, მათი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების მიზნით;

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს, შპს „ა-----–მა“ და შპს ,,ა---–-----–--მა“ წერილობით მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვეს კომისიის ვებ. გვერდზე საკუთარი ქსელით საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის სატელეფონო ზარების (წამოწყება/დასრულება) მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 1 მარტს წარდგენილი მწვევის ოფერტები არ არის შესაბამისობაში კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილებასთან, რითაც დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი და ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის N----- გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც წარმოადგენდა მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შპს ,,ა---–------–--ის“ და შპს ,,ა-----–ის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა. სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენება მართებულია. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 25 აპრილის N2----- და N2----- გადაწყვეტილებები აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში კანონიერია.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტებს წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 25 აპრილის N2----- და 2017 წლის 28 აპრილის N2----- გადაწყვეტილებები შპს „ა---–------–--ისა“ და შპს „ა-----–ისათვის“ გაფრთხილების მიცემის ნაწილში. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის გათვალისწინებით, გასულია გაფრთხილების ერთწლიანი ვადა, შესაბამისად, აპელანტებს არ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი და არ ადგებათ პირდაპირი და უშუალო ზიანი სადავო აქტებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150-150 (ასორმოცდაათ - ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ა---–------–--ის“ და შპს „ა-----–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე

 

დავით ახალბედაშვილი