განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310018002339729
საქმე №3-ბ-3515-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე
მესამე პირი - შპს „ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი - დ------------------ა, გ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს--–---–--------------–--------------------------–-------–--ა მისამართზე: გ-–---------–------------------------–--------., რეგისტრირებულია შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
1.2.2. შპს ,,ჯ------------------------------------ის“ 2017 წლის 20 ივნისის №0--------- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ კომპანიამ №- დაწესებულების (აბ.№7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე მოხსნილი (16.05.2017) მრიცხველი, მისი ვარგისიანობის დასადგენად წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
1.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს №--------- დასკვნის თანახმად, „მრიცხველის მიმდებარე კედელი არის ძლიერ დასველებული, რაც უკავშირდება მის მხარეს წვიმისგან ჩასულ წყალს. ამას ადასტურებს მრიცხველის თავზე არსებული ჭის ლუქისქვეშა ბეტონის სველი ნაწილი, საიდანაც ჩაედინებოდა წვიმის წყალი, რომელიც კედლის გავლით ავსებდა ჭას. ამასთან ერთად ნაწილი წყალი ხვდებოდა პირდაპირ მრიცხველის თავზე“. ამავე დასკვნის მიხედვით, „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტების მიერთების ადგილას შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“.
1.2.4. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ნოემბრის №---------- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის აპრილში №- სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ.№7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი იყო დაზიანებული. შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------მა“ (შემდგომში „კომპანია“) აბონენტზე დარიცხვა განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე და გადასახდელი თანხის დაანგარიშება მოხდა წინა თვეების საშუალო ხარჯის (მოხმარების) მიხედვით. ამავე წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ არსებული მდგომარეობით №- სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება „კომპანიის“ მიმართ შეადგენდა 197,375,27 ლარს, რომელიც უნდა დაეფარა 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტს შეუწყდებოდა წყალმომარაგება.
1.2.5. 2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ №M---------------- საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას და №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბ.№7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
1.2.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №--- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოადგილის თ-------------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი №7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 228663,46 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგულირებელმა კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში - 2017 წლის აპრილში, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო, შეუძლებელია №- სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბონენტი №7--------) მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად, №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი №7--------) სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა, სადავო პერიოდში, კომპანიის მიერ განხორციელებულია კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც „თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.“ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თ-------------------–---–ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი№7--------) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიანტები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მიიჩნია, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტოენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს--–---–--------------–--------------------------–-------–--ა მისამართზე: გ-–----------–----------------------------–-----------, რეგისტრირებულია შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ნოემბრის №---------- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის აპრილში №- სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ.№7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი იყო დაზიანებული. შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------მა“ (შემდგომში „კომპანია“) აბონენტზე დარიცხვა განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე და გადასახდელი თანხის დაანგარიშება მოხდა წინა თვეების საშუალო ხარჯის (მოხმარების) მიხედვით. ამავე წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ არსებული მდგომარეობით №- სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება „კომპანიის“ მიმართ შეადგენდა 197,375,27 ლარს, რომელიც უნდა დაეფარა 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტს შეუწყდებოდა წყალმომარაგება.
2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ №M---------------- საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბ.№7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №--- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოადგილის თ-------------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი
№7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო პერიოდში მრიცხველის დაზიანების გამო მოხმარებული სასმელი წყლის არასრულად აღრიცხვის ფაქტი, შესაბამისად 2018 წლის 01 თებერვლის №--- გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და არ არსებობდა დარიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
1.3.2. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არეგულირებს ურთიერთობებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. ამავე წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
სასამართლომ ასევე მოიხმო „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25- ე მუხლის მე-8 პუნქტს, რომელიც არეგულირებს მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს №--------- დასკვნაზე თანდართულ „ლ--------“ მონაცემებზე (იხ. დანართი №1, №2, ს.ფ. 123, 124), რომლითაც დგინდება, რომ №- სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ. №7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი 2017 წლის აპრილის თვეში, 11 დღის განმავლობაში არ აწარმოებდა მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვას. ამავე დასკვნით ასევე დგინდება, რომ მრიცხველის მიმდებარე კედელი იყო ძლიერ დასველებული, ხოლო ექსპერტის შეფასებით, „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტების მიერთების ადგილას შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი №- სასჯელაღსრულების დაწესებულების აბონენტის (№7--------) ბარათით ირკვევა, 2017 წლის აპრილის თვეში აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა ნაკლებია როგორც წინა თვეების, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მოხმარებული სასმელის წყლის ოდენობაზე.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სადავო პერიოდში №- სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის სასმელი წყლის მიწოდების ფაქტს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №7-------- აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველი დაზიანების გამო 11 დღის (2017 წლის აპრილი) განმავლობაში არ აწარმოებდა აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის აღრიცხვას და შეუძლებელი იყო მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯის განსაზღვრა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ N---------–---------–--ის დაწესებულებისთვის (№7-------- აბონენტი) სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე სასმელი წყლის საფასურის გამოანგარიშება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით კანონშესაბამისია.
1.3.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლის - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს დასკვნა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო. აღნიშნული დასკვნა არ შეიცავს რაიმე ჩანაწერს მრიცხველის დაზიანებასთან დაკავშირებით.
საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა N7-------- აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანებას, ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია მხოლოდ ვარაუდი.
ამდენად, აპელანტი თვლის, რომ გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მიღებულია კანონის დარღვევით, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიანტები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ კომისიას მინიჭებული აქვს ელექტოენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის დისკრეცია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს--–---–--------------–--------------------------–-------–--ა მისამართზე: გ-–----------–----------------------------–-----------, რეგისტრირებულია შპს ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 20 ნოემბრის №---------- წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის აპრილში №- სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ.№7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი იყო დაზიანებული. შესაბამისად, შპს ,,ჯ---------------------------------მა“ (შემდგომში „კომპანია“) აბონენტზე დარიცხვა განახორციელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე და გადასახდელი თანხის დაანგარიშება მოხდა წინა თვეების საშუალო ხარჯის (მოხმარების) მიხედვით. ამავე წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ არსებული მდგომარეობით №- სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება „კომპანიის“ მიმართ შეადგენდა 197,375,27 ლარს, რომელიც უნდა დაეფარა 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტს შეუწყდებოდა წყალმომარაგება.
2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ №M---------------- საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბ.№7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №--- გადაწყვეტილებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოადგილის თ-------------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე (აბონენტი №7--------) 2017 წლის აპრილის თვეში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო პერიოდში მრიცხველის დაზიანების გამო მოხმარებული სასმელი წყლის არასრულად აღრიცხვის ფაქტი, შესაბამისად 2018 წლის 01 თებერვლის №--- გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და არ არსებობდა დარიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
პალატა მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე,“ რომლის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით. წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტს, რომელიც არეგულირებს მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს №--------- დასკვნაზე თანდართულ „ლ--------“ მონაცემებზე (იხ. დანართი №1, №2, ს.ფ. 123, 124), რომლითაც დგინდება, რომ №- სასჯელაღსრულების დაწესებულების (აბ. №7--------) წყლის მიწოდების სისტემაზე დამონტაჟებული მრიცხველი 2017 წლის აპრილის თვეში, 11 დღის განმავლობაში არ აწარმოებდა მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვას. ამავე დასკვნით ასევე დგინდება, რომ მრიცხველის მიმდებარე კედელი იყო ძლიერ დასველებული, ხოლო ექსპერტის შეფასებით, „ზოგადად აღნიშნული ტიპის მრიცხველის კორპუსში წყლის მოხვედრამ, აკუმულატორის კონტაქტების მიერთების ადგილას შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ასეთ დროს, მრიცხველის მაკონტროლებელი სქემა გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით წყვეტს ანათვალის აღებას“. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი №- სასჯელაღსრულების დაწესებულების აბონენტის (№7--------) ბარათით ირკვევა, 2017 წლის აპრილის თვეში აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა ნაკლებია როგორც წინა თვეების, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მოხმარებული სასმელის წყლის ოდენობაზე.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სადავო პერიოდში №- სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის სასმელი წყლის მიწოდების ფაქტს, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ №7-------- აბონენტის სასმელი წყლის მრიცხველი დაზიანების გამო 11 დღის (2017 წლის აპრილი) განმავლობაში არ აწარმოებდა აბონენტის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის აღრიცხვას და შეუძლებელი იყო მოხმარებული სასმელი წყლის ხარჯის განსაზღვრა.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ N---------–---------–--ის დაწესებულებისთვის (№7-------- აბონენტი) სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე სასმელი წყლის საფასურის გამოანგარიშება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით კანონშესაბამისია, ამდენად, არ არსებობს სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 01 თებერვლის №--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლეები:
ხატია არდაზიშვილი
მირანდა ერემაძე
დავით ახალბედაშვილი