განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002774782
საქმე №2ბ/3342-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ქ-------–----------–----–--------------- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ხ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------------------------–---’’ (მოპასუხე)
წარმომადგენლები - ნ--------–------ე, ა-–-------------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ-------–----------–----–---------------მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სს ,,ს--------------------------–---ს’’ მიმართ და სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის - 19 872.00 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
2. ქ-------–----------–----–--------------- სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
ქ-------–----------–----–---------------სა და სს „ს--------------------------–---ს“ შორის 2016 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1-----------, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვას. ავტომანქანები მითითებული იყო დანართში. 273-ე ნომრად მითითებული იყო ავტომობილი „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით W------. ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდია K---------------. 2017 წლის 3 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი გ-----------ე, მაგრამ სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებდა ზიანის ანაზღაურებაზე.
3. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სს ,,ს--------------------------–---მ’’ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ავტომანქანა სხვა სახელმწიფო ნომრით, ხოლო ვინ-კოდი არ არის მითითებული არც ხელშეკრულებაში, არც სადაზღვევო პოლისში და არც პროკურატურის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში. ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი გ-----------ე, რომელიც იყო სუს-ის და არა თბ--–----------ის თანამშრომელი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას ნამდვილად დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა.
ამასთან, გაზიარებული იქნა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულ ავტომანქანას არაუფლებამოსილი მძღოლი მართავდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მივლინებული იყო სუს-დან ქ. თბ--–----------აში; ამდენად, იგი მ-----ს თანამშრომელი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისათვის იგი არაუფლებამოსილი მძღოლი იყო.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად იქნებოდა მიჩნეული, რომ ავტომანქანას უფლებამოსილი მძღოლი მართავდა, სარჩელის დაკმაყოფილება მაინც შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდებოდა ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება-ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.
სამართლებრივი დასაბუთებისას, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 799.1, 820-823-ე მუხლებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------–----------–----–---------------მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახლი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი პირი.
აპელანტმა მიუთითა ,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტზე (სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი), 6.2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტზე (სამსახურის უფროსი ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის) და აღნიშნა, რომ ს----------–----------------------–-–--------------------- დადგენილებით დამტკიცებული ,,ს----–-–------------------------------------–------------------------------------ის’’ მე-11 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის მერია შეყვანილი იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთა ნუსხაში.
აპელანტის მითითებით, ,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია: სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან მისი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გააფორმოს ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი არის შესასრულებლად სავალდებულო საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება: ა) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა; ბ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობები, მათ შორის, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა; გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობა, მათი აუცილებელი განლაგების ადგილები და მუშაობის განრიგი (მათ შორის, ცვლათა რაოდენობა და სხვა საკითხები); დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვისათვის პასუხისმგებელ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად მათ სპეციალურ შემოწმებას და სამსახურთან შეთანხმებას საჭიროებს. ხოლო, მე-3 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს: ა) სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს შორის ურთიერთთანამშრომლობის სახეები და ფარგლები, მათ შორის, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით სამსახურის წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი; ბ) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების საკითხები.
აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 11 მარტს, ერთი მხრივ, ს----------–---------–-–----------------------------------ს და მეორე მხრივ, ქ--–--------–----------–----–--------------ას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება N1-1 უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით, რომლის 3.4.2 მუხლის თანახმად, სუბიექტი ვალდებულია აღნიშნული ხელშეკრულების განხორციელებისათვის უზრუნველყოს სამსახურის წარმომადგენლები აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობებით, მათ შორის სამუშაო ოთახით, კომპიუტერული ტექნიკით, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებითა და სხვა საჭირო პირობებით.
მოცემულ შემთხვევაში, ქ-------–----------–----–---------------ში, ს----------–---------–-–----------------------------------ის უფროსის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სამსახურის წარმომადგენლის - გ----------ის ძე კ-------ის მივლენა, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2018 წლის 07 თებერვლამდე იმავე სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე. ასევე, 2016 წლის 20 მაისს ქ-------–----------–----–---------------სა და გ-----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სრულ ინდივიდუალურ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე, რომლის თანახმად, ქ-------–----------–----–--------------ის ადმინისტრაციის თანამშრომელი გ-----------ე სამსახურებრივი საჭიროებისათვის იყენებს ამტომანქანა ,,K---------’’-ს სახელმწიფო ნომრით W------ და თავის თავზე იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობას აღნიშნული ავტომანქანისათვის მის მიერ ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანისათვის. ამავე ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს ადმინისტრაციის მიერ მატერიალური ფასეულობის მოხელეებზე გადაცემის მომენტიდან, მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში.
აპელანტი მიიჩნევს, რომ გ-----------ის ქ-------–----------–----–--------------ის თანამშრომლად ყოფნის საკითხი უნდა შეფასდეს ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე. ,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, იგი მივლინებული იქნა ქ-------–----------–----–---------------ში, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან და სწორედ ქ-------–----------–----–---------------ში ახორციელებდა იგი სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
აპელანტის მითითებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანა სრულად განადგურდა, რა დროსაც მზღვეველმა სადაზღვევო ანაზღაურება უნდა გასცეს ავტომანქანის მზღვეველზე გადაფორმების შემდეგ, იგივე ოდენობით, რა ოდენობითაც დადგენილია მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება (მათ შორის იანგარიშება ყოველთვიური ცვეთა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 21.12.2016 წელს ქ-------–----------–----–---------------სა (შემსყიდველი) და სს ,,ს--------------------------–---ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1----------- ხელშეკრულება.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა ქ-------–----------–----–--------------ის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, რომლის ტექნიკური მახასიათებლები და ერთეულის ღირებულებები განისაზღვრა მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში, დანართი 1-ის შესაბამისად.
N1 დანართის 273 ნომრად მითითებული იყო ავტომობილი „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით W------, გამოშვების წელი 2013 წ, ავტომანქანის ღირებულება - 19 872 ლარი.
დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს შეადგენდა სადაზღვევო პირობები (პირობები), რომლის მე-5 მუხლით (საერთო გამონაკლისები) გათვალისიწნებული იქნა ის გამონაკლისები (გარემოებები), რომელთა არსებობის შემთხვევაში ზარალი არ ანაზღაურდებოდა, ამასთან, გამონაკლისები ეხებოდა დაზღვევის მთელ ხელშეკრულებას (ხელშეკრულებას, პირობებს და პოლისს). ხოლო, 5.1.17 პუნქტით განისაზღვრა, რომ ყველა სხვა შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (ტომი 1, ს.ფ. 22-34).
9. 2017 წლის 03 მარტს თ---–-----------–-----–--------ის საავტომობილო გზის 86-ე კვ.მ.-ზე, გ-------------------ის სოფელ ა---–----ას მიმდებარე ტერიტორიაზე თ---–---------------–--ის მიმართულებით არსებულ მონაკვეთზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა ქ-------–----------–----–--------------ის ბალანსზე მყოფი და ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს--------------------------–---ში“ დაზღვეული ავტომობილი - „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით W------.
დადგენილია, რომ ავტომანქანას მართავდა გ----------ის ძე კ-------ე, რომლის მართვის ქვეში მყოფი ავტომანქანა გადავიდა მისივე სავალი ნაწილის გვერდულზე, შეეჯახა ხეს და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ამტომანქანის მძღოლმა და მისმა მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ იყო მძღოლის ბრალით (ტომი 1, ს.ფ. 90-92).
10. კ-------------–------------------ის მოადგილის 06.06.2017 წლის დადგენილებით ხსენებული ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაწყებულ N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო (ტომი 1, ს.ფ. 90-92).
11. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინება და შესაბამისი დოკუმენტაცია მიეწოდა ზღვეველს, სს ,,ს----------------------------–--ას“. იმავდროულად, დამზღვევმა მოსთხოვა მზღვეველს სადაზღვევო თანხის გაცემა.
12. 27.12.2017 წლის N1556 წერილით მზღვეველმა ქ. თბ--–----------ას აცნობა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით Q-------- მათ მიერ დაზღვეული არ იყო; ასევე, სამართალდამცავი ორგანოებიდან მიწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გ-----------ე. მზღვეველმა მოითხოვა იდენტიფიკაციისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (ტომი 1, ს.ფ. 65).
13. დამზღვევს მზღვეველისთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია და სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
14. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით ქ-------–----------–----–---------------, დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხე სს ,,ს--------------------------–---სგან’’ ითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 19 872 ლარის ოდენობით.
15. პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
16. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ს--------------------------–---მ’’ სარჩელის წინააღმდეგ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლი, რომლითაც თავისი პოზიცია დააფუძნა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების 5.1.4 (ავტომანქანას მართავს არაუფლებამოსილი მძღოლი (მათ შორის მართვის უფლების დროებითი შეზღუდვის/ჩამორთმევის პერიოდში), 5.1.11 (ავტომანქანა იძებნება ან მახასიათებლები არ ემთხვევა მის VIN კოდს), ასევე, 4.1.1 (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს და მიწოდოს სრული ინფორმაცია შემთხვევის შესახებ (...), სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევი ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: 1. ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა; 2. შემთხვევის დადგომის დროს საჭესთან მჯდომი პირის მართვის და პირადობის მოწმობები; 3. შემთხვევის დადგომასთან დაკავშირებული დამადასტურებელი დოკუმენტები კომპეტენტური ორგანოებიდან. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდბულებების შეუსრულებლობისას, მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე) მუხლებს.
17. უდავოა, რომ მოდავე მხარეებს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგინდა სადაზღვევო პრემიის შეტანა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ხოლო მზღვეველი მოვალე იყო აენაზღაურებინა დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დადგა ზიანი, კერძოდ, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა ქ-------–----------–----–--------------ის ბალანსზე მყოფი და ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს--------------------------–---ში“ დაზღვეული ავტომობილი - „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით W------.
18. პალატის ამ დასკვნას ვერ აბათილებს ის ფაქტი, რომ ავტოავარისას დაზიანებულ ავტომანქანას მიმაგრებული ჰქონდა სხვა სახელმწიფო ნომერი, Q--------.
19. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ოპერატიული დავალების შესრულებისას ავტომანქანის მძღოლმა შეცვალა სახელმწიფო ნომერი.
20. საქმეში წარმოდგენილია ავტომანქანის, „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით W------, სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მიხედვით, ამ ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომერია K--------------- (ვინ-კოდი).
21. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციით დასტურდება, რომ დაზიანებული ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით Q--------, საიდენტიფიკაციო (ვინ-კოდი) ნომერია K---------------.
22. მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი ხელშეკრულებას თან ერთვოდა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანებული ავტომანქანის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (ვინ-კოდი) ემთხვევა სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულს, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტოავარიისას დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.
23. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ სადაზღვევო პირობების მე-5 მუხლი (საერთო გამონაკლისები) ითვალისწინებდა იმ გამონაკლისებს (გარემოებებს), რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება ანაზღაურებული არ იქნებოდა.
ხსადაზღვევო პირობების 5.1.4 მუხლის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ საგამონაკლისო შემთხვევად მოიაზრება ავტომანქანის მართავა არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ (მათ შორის მართვის უფლების დროებითი შეზღუდვის/ჩამორთმევის პერიოდში).
24. განსახილველ დავაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მძღოლის, როგორც ავტომანქანის მართვაზე უფლებამოსილი პირის შეფასებას, კერძოდ, შემთხვევისას ავტოსატრანსპორო საშუალებას მართავდა თუ არა უფლებამოსილი პირი. როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვის ფაქტი, მზღვეველის პასუხისმგებლობა გამოირიცხება.
25. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი, ვინაიდან, იგი არ იყო მ-----ს თანამშრომელი.
26. სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების 3.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილ მძღოლად განიხილება ქ. თბ--–----------ის ყველა თანამშრომელი, რომელსაც გააჩნდა მოქმედი მართვის მოწმობა.
27. ,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი.
კანონის 6.2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის უფროსი ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის.
ს----------–----------------------–-–--------------------- დადგენილებით დამტკიცებული ,,ს----–-–------------------------------------–------------------------------------ის’’ მე-11 პუნქტის თანახმად, ქ--–--------–----------–----–--------------ა შეყვანილია სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთა ნუსხაში.
,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია: სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან მისი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გააფორმოს ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი არის შესასრულებლად სავალდებულო საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება:
ა) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა;
ბ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობები, მათ შორის, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა;
გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობა, მათი აუცილებელი განლაგების ადგილები და მუშაობის განრიგი (მათ შორის, ცვლათა რაოდენობა და სხვა საკითხები);
დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვისათვის პასუხისმგებელ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად მათ სპეციალურ შემოწმებას და სამსახურთან შეთანხმებას საჭიროებს.
ხოლო, მე-3 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს:
ა) სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს შორის ურთიერთთანამშრომლობის სახეები და ფარგლები, მათ შორის, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით სამსახურის წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი;
ბ) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების საკითხები.
28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 11.03.2016 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ს----------–---------–-–----------------------------------ს (სუს) და ქ-------–----------–----–---------------ს შორის.
ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულება განსაზღვრავს ს-----------------ს შორის ურთიერთთანამშრომლობის სახეებსა და ფარგლებს, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით სამსახურის წარმომადგენლების დანიშვნის საკითხს. ხელშეკრულების მე-2 მუხლი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობის სახეებსა და ფარგლებს, ხოლო 3.1.1 პუნქტის თანახმად, სამსახური უფლებამოსილია მ-----ს უსაფრთხოების რეჟიმის მონიტორინგი და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები განახორციელოს სამსახურის წარმომადგენლების მეშვეობით. 3.4.2 პუნქტის თანახმად კი, მერია ვალდებულია, უზრუნველყოს სამსახურის წარმომადგენელი აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობებით, მათ შორის, სამუშაო ოთახით, კომპიუტერული ტექნიკით, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებითა და სხვა საჭირო პირობებით.
29. დადგენილია ასევე, რომ ს------------- წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ქ-------–----------–----–---------------ში, ს-------------------------- ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სუს-ის წარმომადგენლის - გ----------ის ძე კ-------ის მივლინება, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2018 წლის 07 თებერვლამდე იმავე სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
30. 2016 წლის 20 მაისს ქ-------–----------–----–---------------სა და გ-----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ გ-----------ე არის ქ-------–----------–----–--------------ის ადმინისტრაციის თანამშრომელი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მას გადაეცა ქ. თბ--–----------ის კუთვნილი სამსახურებრივი ინვენტარი (ამ შემთხვევაში დაზღვეული ავტომანქანა) და განისაზღვრა ქონების მიმღების პასუხისმგებლობა გადაცემული ინვენტარის მისი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულება მოქმედებს ადმინისტრაციის მიერ მატერიალური ფასეულობის მოხელეებზე გადაცემის მომენტიდან, მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში.
31. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ხელშეკრულების მიზნებისთვის გ-----------ის ქ-------–----------–----–--------------ის თანამშრომლად ყოფნის საკითხი უნდა შეფასდეს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და თვით ამ ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების სამართლიანად განმარტების საფუძველზე (სსკ-ის 52-ე მუხლი).
ამ თვალსაზრისით უდავოა, რომ ,,სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, გ-----------ე მივლინებული იქნა ქ-------–----------–----–---------------ში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან და სწორედ ქ-------–----------–----–---------------ში ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ. კ-------ეს სამუშაო ოთახი, შესაბამისი ინვენტარით, გამოყოფილი ჰქონდა ქ-------–----------–----–--------------ის შენობაში და მსგავსად სხვა თანამშრომლებისა, ყოველდღიურად ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე. ამასთან, ის გარემოება, რომ მას, როგორც მ-----ს თანამშრომელს გადაეცა ქ. თბ--–----------ის ბალანსზე რიცხული, დაზღვეული ავტომანქანა და განისაზღვრა ქონების მიმღების მატერიალური პასუხისმგებლობა გადაცემული ნივთის მისი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში, კიდევ ერთი, დამატებითი არგუმენტია, რომ გ. კ-------ე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ და მას მ-----ს ადმინისტრაციაში დასაქმებული სხვა თანამშრომლებისგან განასხვავებდა მხოლოდ ის, რომ ხელფასს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური უხდიდა.
32. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ გ. კ-------ე მივლინებული იყო რა ქ-------–----------–----–---------------ში, მას სამსახურებრივი მივლინების პერიოდში უნარჩუნდებოდა დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება ს----------–---------–-–----------------------------------ში (საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი, რომელიც მოქმედებდა სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობისას, მივლინების ცნებას არ განსაზღვრავდა, თუმცა 38-ე მუხლი ადგენდა სამსახურებრივი მივლინების პერიოდში დაკავებული თანამდებობისა და შრომის ანაზღაურების შენარჩუნების პირობას), არ გამორიცხავს გ-----------ის ქ-------–----------–----–--------------ის თანამშრომელად და ამდენად, მ-----ს ბალანსზე რიცხული და მისთვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სს ,,ს--------------------------–---ში“ დაზღვეული ავტომობილის - „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით W------ - მართვაზე უფლებამოსილ პირად მიჩნევის საფუძველს სადაზღვევო ხელშეკრულების ნამდვილი მიზნებისთვის.
33. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა უფლებამოსილი მძღოლი.
34. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის შესაგებლის არგუმენტს იმის შესახებ, რომ არ მომხდარა სადავო ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის შეფასება და იმის განსაზღვრა ექვემდებარებოდა თუ არა იგი აღდგენას, ასევე, არ შეფასებულა აღდგენითი ღირებულება და არ გადაწყვეტილა საქმე სრულ ზარალთან გვაქვს თუ ნაწილობრივთან.
35. მოპასუხის ამ პოზიციასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელი იყო და ითხოვდა დაზღვევის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სრული ნარჩენი ღირებულების 19 872.00 (ცხრამეტი ათას რვაას სამოცდათორმეტი) ლარის ანაზღაურებას.
36. პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, Nას-1298-2018, 22.03.2019წ.)
37. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).
38. განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილბის მითითებას იმის შესახებ, რომ, მართალია, მოსარჩელე ითხოვს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე პირველადი ვალდებულების შესრულებას - სადაზღვევო თანხის გაცემას, მაგრამ მტკიცების ტვირთის განაწილება ზიანის ანაზღაურების შესახებ (სახელშეკრულებო ან დელიქტური) მოთხოვნის იდენტურია და სწორედ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რას შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ ავტომანქანის შეკეთება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) შეუძლებელია და ამიტომ მას უნდა მიეცეს ფულადი კომპენსაცია.
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 821-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში, ხოლო 823-ე მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
40. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მზღვეველმა იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია ასევე, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა 03.03.2017 წელს და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.
41. ხელშეკრულების დანართი N1-ით შეთანხმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტომობილი „კ---------მა“ სახელმწიფო ნომრით W------), რომელთა მიმართ კომპანია კისრულობდა ხელშეკრულებით შეთანხმებული დაზღვევების მომსახურებას. ამასთან, დანართი N1-ით განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვის გაფორმების დროისთვის დასახელებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის სადავო ავტომანქანის ღირებულება, კერძოდ: სახელმწიფო ნომრით W------ სატრანსპორტო საშუალების ღირებულება განისაზღვრა -19 872 ლარით.
42. 21.12.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს ხელშეკრულების 3.4.11 მუხლის თანახმად, ავტოტრანსპორტის განადგურებად ჩაითვლება ზიანი, რომლის დროსაც, აღდგენითი შეკეთების ღირებულება აღემატება მისი ღირებულების 80%-ს. სრული განადგურების შემთხვევაში, მზღვეველი დანართი N1-ით განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს დამზღვევის მიერ ავტოტრანსპორტის მზღვეველზე გადაფორმების შემდეგ, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში იგივე ოდენობით, რა ოდენობითაც დადგენილია მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება (მათ შორის არ იანგარიშება ყოველთვიური ცვეთა); განადგურებისას სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა რეალიზაციისათვის ვარგისი ნარჩენების მზღვეველისათვის გადაცემის შემდეგ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
43. ხელშეკრულების 3.5.5 მუხლით, ავტოტრანსპორტის განადგურებად ჩაითვლება ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება, მისი საბაზრო ღირებულების 80%-ს ან მეტს შეადგენს.
44. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარეს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთი რეალიზებული აქვს. კერძოდ, ავტომანქანის დაზიანების ხარისხი დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელშიც მითითებულია, რომ ავტომანქანა სრულად არის დაზიანებული. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პროკურორთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობს ექსპერტი თენგიზ ბუნიათიშვილი. ეს გარემოება (ავტომანქანის სრულად დაზიანება) ასევე დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით, 13.03.2017 წლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (სადაც აღნიშნულია: ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მას აღენიშნება წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალით განვითარებული დაზიანებების კვლები, კერძოდ, დაზიანებულია: ძრავის სახურავი, ძარის სახურავი, მარცხენა წინა ფრთა, წინა და უკანა კარი, უკანა ფრთა, მარჯვენა: წინა ფრთა, წინა და უკანა კარი, უკანა ფრთა, საბარგულის სახურავი. ჩამსხვრეულია: წინა, უკანა, მარცხენა წინა და უკანა კარის, მარჯვენა წინა კარის საქარე მინები, უკანა მარჯვენა მაშუქი. არ აქვს: წინა და უკანა ბამპერი, წინა მარცხენა და მარჯვენა მაშუქი. წინა მარცხენა საბურავი დაშვებულია, საბურვზე არ აღენიშნება დაზიანება, წინა მარჯვენა საბურავი დაშვებულია, დისკი დეფორმირებულია, საბურავზე აღენიშნება დაზიანება ჭრის სახით, ხოლო, უკანა საბურვები დაბერილია. ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. დათვალიერებული იქნა წარმოდგენილი ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. საჭის რგოლის მობრუნებით, ბრუნვა მართვად თვლებს არ გადაეცემა, სამუხრუჭუ სატერფულზე მექანიკური ზემოქმედებით, ფეხის დაჭერით, სისტემა მოქმედებაში არ მოდის სწორად. ამდენად, წარმოდგენილი ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს) და მასზე თანდართული ფოტოსურათებით, რაც წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას, დანართი N1-ით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურება ანუ სარჩელით მოთხოვნილი თანხა გასცეს დამზღვევზე (ტომი1, ს.ფ. 45-55).
45. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (ავტომანქანის სრულად განადგურების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე მხარემ კი ვერ შეძლო ამ დოკუმენტებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები), კონკრეტულ შემთხვევაში, კი იმ მტკიცებულებების სასამართლოში წარმოადგენა, რომლებიც დაადასტურებდა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის შესაძლებლობას.
46. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურდა სსკ-ის 799-ე მუხლის შემადგენლობა, რაც დამზღვევს უფლებას ანიჭებს მოითხოვოს მზღვეველისგან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
48. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სს ,,ს--------------------------–---ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟები, ჯამში - 1 391.00 ლარი (მოსარჩელე (აპელანტი), ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლი ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სს ,,ს----------------------------–---ს’’ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 19 872.00 (ცხრამეტი ათას რვაას სამოცდათორმეტი) ლარის ანაზღაურება;
5. სს ,,ს----------------------------–---ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟები, ჯამში - 1 391.00 (ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი