განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2020
საქმის ნომერი
080100119003106171
ინსტანცია
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080100119003106171

№1/ბ-777-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მ-----ა მაკარიძე

 

პროკურორის - გ-------- ტ---–--ის

ადვოკატის - ა-----– ნ-–-----ის მონაწილეობით

გამართლებულის - გ------ი ძ---–--ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი მ--------ის ძე ძ---–--ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, შ.დ------ის ქ.N59/10.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------ი ძ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 ივნისს, დილის საათებში, ქუთაისში ბ------ის ქუჩა, მეორე მიკრორაიონი N32/11-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------ი ძ---–--ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- შ--–-----ს. კერძოდ, უთხრა, რომ ფანჯრიდან გადააგდებდა და ჯანმრთელობას დაუზიანებდა. გ------ი ძ---–--ის ქმედების შედეგად ნ---- შ--–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით გ------ი ძ---–--ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხაჩიძის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ------ი ოსაძის საქართველოს 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელი დატოვება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ გ------ი ძ---–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატ ა-----– ნ-–-----ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---- შ--–-----მა სასამართლო სხდომაზე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის -მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმის სახით დაკითხული მ-----ე ბ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ი ძ---–--ე მისი სიძეა. 2019 წლის 26 ივნისს გ------ი ძ---–--ე მივიდა მასთან სახლში, სადაც იმყოფებოდა თავად და მისი შვილები ანა და ნ---- შ--–-----ები და შვილიშვილი. გ------ი ძ---–--ემ მათ განუცხადა, თუ რატომ არ უთხრეს, რომ მისი შვილის მომავალი ნათლია იყო ლესბოსელი, რატომ უმალავდნენ ამას და მათი შვილი ლესბოსელს რატომ უნდა მოენათლა სწორედ ამიტომ დაიწყო კონფლიქტი, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც გ------ი ძ---–--ე დაემუქრა ნ---- შ--–-----ს, რომ გადააგდებდა ფანჯრიდან. მანვე განმარტა, რომ ამ ფაქტს თავადაც შეესწრო, რადგან იმავე ოთახში იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით აღნიშნულის გაგონებაზე ნ---- შ--–-----ს შეეშინდა და შეეცადა გარიდებოდა გ------ი ძ---–--ეს, რა დროსაც ეს უკანასკნელი წამოიწია მისკენ, თუმცა ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. მანვე განმარტა, რომ ბრალდებულმა მათ აჩვენა სასქესო ორგანო და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემოდგომ გ------ი ძ---–--ეს მოუწოდეს, რომ დაეტოვებინა სახლი, ხოლო გ------ი ძ---–--ე აგრძელებდა გინებას და ფურთხებას. მოწმემ განმარტა, რომ მის შვილსა და სიძეს შორის, წარსულში სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას არ შესწრებია. მანვე განმარტა, რომ დამუქრებისას გ------ი ძ---–--ემ ნ---- შ--–-----ს უთხრა, ბავშვის, რომ არ გეჭიროს ხელში გაგატანინებდი ფანჯარასო. მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული შვენების სისწორე.

მოწმის სახით დაკითხული ა---–--–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ი ძ---–--ე მისი დის - ნ---- შ--–-----ის მეუღლეა. დაახლოებით 2018 წლის შემოდგომიდან გ------ი ძ---–--ე მათთან ერთად ცხოვრობდა ქუთაისში ბ------ის ქუჩაზე. მისი დის და გ------ი ძ---–--ის ურთიერთობა არ იყო შეხმატკბილებული, გ------ი ეუბნებოდა მას თუ ვისთან უნდა ემეგობრა, რა უნდა გაეკეთებინა და ა.შ. მიუხედავად ამისა ის არასოდეს არ ჩარეულა მათ ურთიერთობაში. 2019 წლის 25 ივნისს გ------ი ძ---–--ემ მის დას გადმოუგზავნა ფოტო, რომელზეც იყო გამოსახული ნ----ს მეგობარი და უთხრა, რატომ არ ვიცოდი ეს გოგო თუ ლესბოსელი იყო, ხვალ მოვალ შენს სანახავად და ვილაპარაკოთო. 2019 წლის 26 ივნისს მათთან სახლში მივიდა გ------ი ძ---–--ე და დაიწყო საუბარი იმაზე თუ რატომ არ იცოდა მათი შვილის მომავალი ნათლია ლესბოსელი რომ იყო და უთხრა ნ----ს ,,ბავშვი რომ არ გეკავოს ხელში, გაგატანიებდი ფანჯარასო“, თუმცა ნ----ს იმ დროს მართლა ეკავა ბავშვი ხელში თუ არა ეს აღარ ახსოვს. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ გ------ი ძ---–--ემ ამოიღო სასქესო ორგანო, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით ამ დროს გ------ი ძ---–--ემ მას შუბლი შუბლზე მიადო და შეაფურთხა სახეში, თუმცა თავადაც ანალოგიურით უპასუხა. მოწმის განმარტებით როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ გ------ი სახლიდან გავიდა მან მანქანა დააყენა ბინის ქვემოთ და ქვემოდა დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელება. ასევე, განმარტა, რომ, გ------ი ძ---–--ესა და მის დას შორის რაიმე სახის მუქარას ან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს სხვა დროს არასოდეს შესწრებია. მანვე აჩვენა, რომ ინციდენტის დროს მან ნამდვილად უწოდა გ------ი ძ---–--ეს ,,ოცნების ნაბიჭვარი“ და მიმართა სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. განმარტავს, რომ მისი შეფასებით გ------ი ძ---–--ეს თავისი მუქარა, რომ სისრულეში მოეყვანა იქ მყოფთაგან ხელს ნამდვილად ვერავინ ვერ შეუშლიდა, ვერც თავად. მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული შვენების სისწორე.

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ე-–--- ჯ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ჰყავს დაზარალებული ნ---- შ--–-----ი და ასევე გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით, როგორც თავიდანვე ნ---- შ--–-----მა განაცხადა მას დაემუქრა მისი ყოფილი მეუღლე გ------ი ძ---–--ე ფანჯრიდან გადაგდებით. განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი გააცნო გ------ი ძ---–--ეს, რომელიც დაეთანხმა პირობებს და ხელი მოაწერა მას. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა---ი ქ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების შემდეგ ცნობილი გახდა თუ სად იმყოფებოდა ბრალდებული გ------ი ძ---–--ე, რის შემდეგაც მოახდინა მისი დაკავება. მანვე დაკავებულს გააცნო უფლება-მოვალეობანი. ბრალდებულის მხრიდან დაკავების დროს რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ბ--- კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე გ------ი ძ---–--ის დაკავების შემდეგ მას როგორც ბრალდებულს განუმარტა სამედიცნო შემოწმებისა და ადვოკატის ყოლის უფლება, ასევე გააცნო ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი, ხოლო დაკავების შემდეგ დაკავების ფაქტი აცნობა ბრალდებულის ძმას. განმარტავს, რომ ამ დროს გ------ი ძ---–--ეს რაიმე სახის აგრესია ან უპატივცემულობა არ გამოუხატავას.

მოწმის სახით დაკითხული საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის შ--–-- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ივნისს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში ნ---- შ--–-----ის მიმართ. განმარტავს, რომ პოლიციის განყოფილებიდან გაემართნენ ნ---- შ--–-----ის საცხოვრებელი სახლისკენმ ხოლო იქ მისულებს ნ---- შ--–-----მა მიუთითა იმ ფანჯარაზე, სადაც მისი თქმით მისი მეუღლე დაემუქრა ფანჯრიდან გადაგდებით. აღნიშნულის შესახებ შედგა შესაბამისი ოქმი რაც დადასტურებულ იქნა შესაბამისი ხელის მოწერით.

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ--- ფ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ პოლიციის განყოფილებაში შევიდა მოქალაქე ნ---- შ--–-----ის შეტყობინება, რომლის თანახმად მასზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა მისმა მეუღლემ - გ------ი ძ---–--ემ. მან მოწმის სახით გამოკითხა ნ---- შ--–-----ის დედა და ასევე მისი და. რის შემდეგაც ოპერატიულ სამსახურს მიეცა დავალება, რომ დაკავებულიყო გ------ი ძ---–--ე, რადგან სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი. გ------ი ძ---–--ე დაკავების შემდეგ წარდგენილ იქნა პოლიციის მე-5 განყოფილებაში. მანვე დადგენილებით ნ---- შ--–-----ი ცნო დაზარალებულად, რომელსაც განუმარტა მისი უფლება-მოვალეობანი. ასევე, ჩატარებულ იქნა მის მიერ საგამოძიებო ეექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა ექსპერტი შ--–-- გ--------ე და ნ---- შ--–-----ი, რა დროსაც ნ---- შ--–-----მა მიუთითა მის ბინაში იმ ფანჯარაზე, საიდანაც გადაგდებით დაემუქრა მას გ------ი ძ---–--ე. განმარტავს, რომ დაზარალებულ ნ---- შ--–-----ის მიმართ ჩატარებულ იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ის არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. განმარტავს, რომ ბრალდებულთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებისას, ურთიერთობის დროს რაიმე სახის უპატივცემულობას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატას გ------ი ძ---–--ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ შიში (მუქარის განხორციელების), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მან აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ---- შ--–-----მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვა თუ არა სხეულის დაზიანების მუქარა.

ამდენად სააპელაციო სასამართლოს აზრით გ------ი ძ---–--ის მიერ, მეუღლის - ნ---- შ--–-----ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად. მართალია საქმეში არსებობს სხვა მოწმეთა ჩვენებებიც, რომლების თანახმადაც გ------ი ძ---–--ის მიერ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

საქმეში ასევე წარმოდგენილია დანაშაულის შესახებ შეტყობინებები და სხვა მასალები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ცნობები მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ ნ---- შ--–-----მა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მითითებული ინფორმაციის რეალურობა.

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების: ე-–--- ჯ-------ის, ა---ი ქ---------ის, ბ--- კ-------ის და დ--- ფ--------ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ნ---- შ--–-----ის მონათხრობს, მეუღლის გ------ი ძ---–--ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს დაზარალებულის მონაყოლს, რაც თვით დაზარალებულმა არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე სასამართლოსათვის არ წარმოადგენს ღირებულ მტიცებულებას, რომელიც შესაძლებელია სასამართლომ საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი გ------ი ძ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ------ი ძ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ------ი ძ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

გამართლებულ გ------ი ძ---–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი საგამოძიებო ექსპერტიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკად (რომლებიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე