განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2019
საქმის ნომერი
330310118002510903
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310118002510903

საქმე №3-ბ-744-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ-------------–---–ი, დ--------------–---–ი

წარმომადგენელი - ზ-------–----ე

 

მესამე პირი - ი-------------–---–ი

წარმომადგენელი - ი---------ე

 

მესამე პირი - შპს „G--------“

წარმომადგენელი - შ----------–----ე

 

დავის საგანი - განკარგულებების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ-------------–---–ის და დ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 7 დეკემბრის №A---------------- განკარგულება საჯარო შეტყობინების შესახებ. ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A---------------- განკარგულება.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2017 წლის 27 ნოემბერს, ნოტარიუს თ--------------ის მიერ, 2016 წლის 02 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულებისა და მისი დანართის (სანოტარო აქტი №1--------) საფუძველზე, შპს „G----------“-ის სასარგებლოდ, მოვალე დ--------------–---–ის მიმართ (მესაკუთრე - მ-------------–---–ი) გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი.

 

1.2.2. 2017 წლის 28 ნოემბერს შპს „G----------“-მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და 2017 წლის 27 ნოემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა.

 

1.2.3. 2017 წლის 29 ნოემბერს აღმასრულებელმა №A-------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 27 ნოემბერს გაცემული №1------- აღსრულების ქვემდებარე აქტი. აღნიშნული მიმართვით აღმასრულებელმა, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მ-------------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვ-----------------------, საკადასტრო კოდი - 0---------------, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის რეგისტრაცია მოითხოვა.

 

1.2.4. 2017 წლის 29 ნოემბერს, მოვალე დ--------------–---–ს და მესაკუთრე მ-------------–---–ს, მისამართზე - ქ. თბილისის ვ-------------------, გაეგზავნათ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A---------004/001 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

1.2.5. შპს „საქართველოს ფოსტის“ 2018 წლის 26 დეკემბრის №6---- წერილის თანახმად, №A---------004/001 შეტყობინების ჩაბარების მიზნით, ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატების - დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის მისამართზე: ქ. თბილისის ვ-------------------, 2017 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“.

 

1.2.6. 2017 წლის 04 დეკემბერს, მოვალე დ--------------–---–ს და მესაკუთრე მ-------------–---–ს, მისამართზე - ქ. თბილისის ვ-------------------, ხოლო მ-------------–---–ს ასევე ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭ------–-------–------, გაეგზავნათ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A---------004/002 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

1.2.7. შპს „საქართველოს ფოსტის“ 2018 წლის 26 დეკემბრის №6---- წერილის თანახმად, №A---------004/002 შეტყობინების ჩაბარების მიზნით, ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატების - დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის მისამართზე: ქ. თბილისის ვ---------------------, 2017 წლის 05 დეკემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“. 2017 წლის 05 დეკემბერს ფოსტის მუშაკი ასევე იმყოფებოდა მ-------------–---–ს ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭ------–-------–------, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“.

 

1.2.8. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 დეკემბრის „ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ აქტით ყადაღა დაედო მ-------------–---–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ვ----------------------, საკადასტრო კოდი - 0---------------.

 

1.2.9. 2017 წლის 08 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა №A---------008/001 წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და აღსრულების უზრუნველსაყოფად მ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ-----------------------, საკადასტრო კოდი - 0---------------, საბაზრო ღირებულების შეფასება მოითხოვა.

 

1.2.10. 2018 წლის 12 თებერვლის №0--------- დასკვნის თანახმად, მ-------------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 0---------------) საბაზრო ღირებულებამ 122,000 (ას ოცდაორი ათასი) ლარი შეადგინა.

 

1.2.11. 2017 წლის 07 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №A---------------- განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“, რომლითაც დადგინდა №A-------- სააღსრულებო წარმოების მოვალე - დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - „წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ“ შეტყობინების საჯაროდ გავრცელება აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის www.nbe.gov.ge - ს მეშვეობით. ამავე განკარგულების თანახმად, „მოვალე დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლება საჯარო შეტყობინების ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“.

 

1.2.12. 2017 წლის 08 დეკემბერს, დ---------------–---–ის და მ--------------–---–ის მიმართ საჯაროდ გამოქვეყნდა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

1.2.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------------------, საკადასტრო კოდი - 0---------------, 2018 წლის 27 აპრილს გამოცხადებული აუქციონი 2018 წლის 04 მაისს დასრულდა.

 

1.2.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A---------------- განკარგულების თანახმად, მოვალე მ-------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------------------, საკადასტრო კოდი -0--------------- - შემძენი 2018 წლის 04 მაისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი-------------–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 12200 (თორმეტი ათას ორასი) ლარად. ი-------------–---–მა თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „G----------“-ის სასარგებლოდ.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე - სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეებს გააჩნიათ კანონიერი უფლება ინფორმირებული იყვნენ სააღსრულებო წარმოების თაობაზე. კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულობა მხარეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, სრულყოფილად მოახდინოთ თავიანთი უფლების რეალიზება ან თავი დაიცვან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უკანონო ქმედების შედეგად არსებობს ზიანის მიყენების ან კანონიერი ინტერესების შელახვის საშიშროება. ამ პროცესის მიმდინარეობაში კი აღმასრულებლის როლი კანონით არის დადგენილი და მას ვალდებულება აქვს განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება მოვალისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალეებს - მ-------------–---–ს და დ--------------–---–ს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გაეგზავნათ ორჯერ - 2017 წლის 29 ნოემბერს და 2017 წლის 04 დეკემბერს, თუმცა ადრესატებს გზავნილი ვერ ჩაბარდათ. კერძოდ, შპს „ს----------–------------ის“ 2018 წლის 26 დეკემბრის №6---- წერილის თანახმად, 2017 წლის 29 ნოემბრის №A---------004/001 შეტყობინების ჩაბარების მიზნით, ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატების - დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის მისამართზე: ქ. თბილისის ვ-------------------, 2017 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“. რაც შეეხება 2017 წლის 04 დეკემბრის წინადადებას, აღნიშნული გზავნილის ჩაბარების მიზნით, შპს „ს----------–-----------ის“ მუშაკის ვიზიტი ადრესატის - მ-------------–---–ის ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭ------–---------–------- და მ-------------–---–ის და დ--------------–---–ის მისამართზე - ქ. თბილისის ვ-------------------, 2017 წლის 05 დეკემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართებზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“.

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №A---------------- განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“, რომლითაც დადგინდა №A-------- სააღსრულებო წარმოების მოვალე - დ--------------–---–ის და მ---------------–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - „წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ“ შეტყობინების საჯაროდ გავრცელება აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის www.nbe.gov.ge -ს მეშვეობით. ამავე განკარგულების თანახმად, „მოვალე დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლება საჯარო შეტყობინების ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“.

 

2017 წლის 08 დეკემბერს, დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის მიმართ საჯაროდ გამოქვეყნდა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეთა ინფორმირების მიზნით კანონმდებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ანიჭებს უფლებამოსილებას სრულად გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დანაწესით გათვალისწინებული მექანიზმები. ამასთან, აღმასრულებლისთვის მინიჭებულ ფართო უფლებამოსილებაზე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც კანონმდებელი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა. ამდენად, სააღსრულებო მოქმედებათა მხოლოდ ფორმალური განხორციელება არ პასუხობს კანონმდებლის მოთხოვნას ეფექტიან აღსრულებაზე და აღმასრულებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა ინფორმირებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს „ს----------–-----------ის“ 2018 წლის 26 დეკემბრის №6---- წერილის შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოვალეებს - მ-------------–---–ს და დ--------------–---–ს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“, რაც მიუთითებს, რომ ადრესატებთან კომუნიკაცია არ განხორციელებულა და ადრესატების მიერ გზავნილის ჩაბარებაზე თავის არიდების ფაქტიც არ დგინდება.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს მხარისათვის კორესპონდენციის ჩაბარების ერთ- ერთ მექანიზმს, კერძოდ, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს).

 

მხარის ინფორმირების ზემოაღნიშნულ წესთან მიმართებით, სასამართლომ მოიხმოს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას: საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (იხ. ECHR: GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი # 30459/13) სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა ის, რომეროვნული სასამართლოს მხრიდან არც ერთი მცდელობა არ განხორციელებულა - დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას, რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი (იხილეთ, მაგალითად, mutatis mutandis, „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya)). აღნიშნული საშუალება ასევე ხელმისაწვდომი იყო სასამართლოსთვის სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით. ამავე გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სასამართლო უწყებებისა და გადაწყვეტილებების ჩაბარება მათი მედიაში გამოქვეყნების საშუალებით შეიძლება ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმის წარმოების სისწრაფე და ეფექტურობა (იხ. შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ზავოდნიკის საქმე, §76; ვებერის საქმე (dec), და განკინისა და სხვების საქმე, § 35, ყველა მათგანი მოხსენებულია ზემოთ), თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს პროცედურა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, საზიანოდ(იხ. 34-ეპარაგრაფი). შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო უწყებების ჩაბარება მათი გამოქვეყნების გზით უნდა ყოფილიყო გამოყენებული სათანადო გულისხმიერებით და როგორც უკიდურესი ღონისძიება (იხ. სსკ-ის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; ასევე, იხილეთ აღნიშნულთან დაკავშირებით ზემოთ მოხსენიებული მიჰოლაპას საქმე, §29). სასამართლოს აზრით, ამ წესის ხისტმა გამოყენებამ მიმდინარე საქმეში შეამცირა მომჩივნის შესაძლებლობა, მონაწილება მიეღო საქმის წარმოებაში და დაეცვა თავისი ინტერესები. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მომჩივანმა უარი თქვა შესაბამის საქმის წარმოებაში მონაწილეობის უფლებაზე. არ დამტკიცებულა, რომ მომჩივანმა მიიღო ინფორმაცია საქმის წარმოების შესახებ რაიმე სხვა წყაროდან. უფლებაზე უარის თქმის მთავარი პირობა ის არის, რომ დაინტერესებულმა პირმა უნდა იცოდეს შესაბამისი უფლების არსებობის და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების შესახებ. მომჩივნის მხრიდან არ ჰქონია ადგილი უმოქმედობას, როგორც ასეთი, რადგან მან უბრალოდ არ იცოდა მისი ყოფილი პარტნიორის მიერ დაწყებული საქმის წარმოების შესახებ“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილთან მიმართებით და აღნიშნა, რომ კანონმდებელი აღმასრულებელს ანიჭებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების სრულ უფლებამოსილებას და მითითებული წესებიდან რაიმე სახის საგამონაკლისო შემთხვევას არ ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ასევე 78-ე მუხლის გამოყენებისას, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით, თუმცა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული არ გამორიცხავს აღმასრულებლის მიერ ამავე სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, რაზეც ასევე მიუთითებს აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულების სავალდებულო ხასიათი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული, საჯარო შეტყობინების განხორციელების წინაპირობები დაცული უნდა იყოს როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ასევე ადრესატი რეალურად უნდა იყოს ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საჯარო შეტყობინების შესახებ განკარგულების მიღებისას, ყველაზე ნაკლები ალბათობა არსებობს იმის, რომ ადრესატი ნამდვილად წაიკითხავს ამ შეტყობინებას და გაეცნობა საქმის მასალებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელია მითითებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმგვარად, რომ ერთი მხარის უფლების დასაცავად დაუშვებლად იქნეს ხელყოფილი მეორე მხარის უფლებები. ეს კი ნიშნავს, რომ სააღსრულებო საქმის წარმოებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი კრედიტორის უფლებას, სწრაფად და რეალურად აღსრულდეს გადაწყვეტილება და მოვალის უფლებას შორის - ჯეროვნად იყოს ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების თაობაზე.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალის ინფორმირება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც და მართლზომიერებასაც, ხოლო აღმასრულებელი აღჭურვილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დანაწესით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების უფლებამოსილებით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით არ არსებობდა რაიმე საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოვალეებმა უარი თქვეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციაზე, აღმასრულებელს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესით და კორესპონდენციის ჩაბარების მიზნით მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც არ განხორციელებულა, ხოლო აღნიშნული წინააღმდეგობაშია იმ მოთხოვნებთან, რასაც კანონმდებელი შეტყობინების საჯაროდ გავრცელების მიმართ ადგენს.

 

1.3.3. სადავო საკითხთან მიმართებით სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია განემარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა, რომელიც აწესრიგებს მოვალის ძებნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მიზნად ისახავს მოვალის ძებნასა და მოყვანას. სწორედ აღნიშნული მიზნების კუმულატიური პირობის არსებობა განაპირობებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30- ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ განჩინების მიღებას. ამდენად, ცალსახაა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული აღმასრულებლის უფლებამოსილება მოვალისათვის კორესპონდენციის ჩაბარების მიზნით მიმართოს შესაბამისად ორგანოს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს უფლებამოსილება მოვალის ძებნისა და მოყვანის (რაც თავისი შინაარსით თავისუფლების შეზღუდვას უთანაბრდება) შესახებ განჩინების მიღების თაობაზე.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოებისთვის საშუალებით კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარების შესაძლებლობა, არ არსებობდა მ---- და დ--------------–---–ების შეტყობინების საჯაროდ გავრცელების განხორციელების წინაპირობები და ასეთი საჯარო შეტყობინება არ ითვლება კანონით დადგენილი წესით გზავნილის მხარისათვის ჩაბარებად. მოსარჩელეებს არ გააჩნდათ შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდნენ აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას, რომლის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადაში.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩია, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 7 დეკემბრის №A---------------- განკარგულება საჯარო შეტყობინების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A---------------- განკარგულება.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად უსწოროა, მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტები: გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. აღმასრულებელმა მოსარჩელეებს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გაუგზავნა, როგორც სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ასევე ფაქტობრივ მისამართზეც. სამის მასალებით დასტურდება, რომ აღმასრულებელი 2017 წლის 11 დეკემბერს ქონების აღწერის და დაყადაღების მიზნით იმყოფებოდა მოვალის მისამართზე, თუმცა მოვალე არ დახვდა, აღმასრულებელი მოვალის მისამართზე მეორედაც გამოცხადდა, თუმცა კვლავ ვერ ნახა იგი, რის შემდეგაც გამოიცა განკარგულება საჯარო შეტყობინების თაობაზე.

 

აპელანტის მოსაზრებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლში აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, მოწესრიგების დისპოზიციური ხასიათი კი გამორიცხავს სააღსრულებო ქმედების გაუქმების შესაძლებლობას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეებს გააჩნიათ კანონიერი უფლება ინფორმირებული იყვნენ სააღსრულებო წარმოების თაობაზე. კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულობა მხარეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, სრულყოფილად მოახდინონ თავიანთი უფლების რეალიზება ან თავი დაიცვან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უკანონო ქმედების შედეგად არსებობს ზიანის მიყენების ან კანონიერი ინტერესების შელახვის საშიშროება. ამ პროცესის მიმდინარეობაში კი აღმასრულებლის როლი კანონით არის დადგენილი და მას ვალდებულება აქვს განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება მოვალისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოვალეებს - მ-------------–---–ს და დ--------------–---–ს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გაეგზავნათ ორჯერ - 2017 წლის 29 ნოემბერს და 2017 წლის 04 დეკემბერს, თუმცა ადრესატებს გზავნილი ვერ ჩაბარდათ. კერძოდ, შპს „ს----------–------------ის“ 2018 წლის 26 დეკემბრის №6---- წერილის თანახმად, 2017 წლის 29 ნოემბრის №A---------004/001 შეტყობინების ჩაბარების მიზნით, ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატების - დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის მისამართზე: ქ. თბილისის ვ-------------------, 2017 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“. რაც შეეხება 2017 წლის 04 დეკემბრის წინადადებას, აღნიშნული გზავნილის ჩაბარების მიზნით, შპს „ს----------–-----------ის“ ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატის - მ-------------–---–ის ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭ------–---------–------- და მ-------------–---–ის და დ--------------–---–ის მისამართზე - ქ. თბილისის ვ-------------------, 2017 წლის 05 დეკემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართებზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“.

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №A---------------- განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“, რომლითაც დადგინდა №A-------- სააღსრულებო წარმოების მოვალე - დ--------------–---–ის და მ---------------–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - „წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ“ შეტყობინების საჯაროდ გავრცელება აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის www.nbe.gov.ge -ს მეშვეობით. ამავე განკარგულების თანახმად, „მოვალე დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლება საჯარო შეტყობინების ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“.

 

2017 წლის 08 დეკემბერს, დ--------------–---–ის და მ-------------–---–ის მიმართ საჯაროდ გამოქვეყნდა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეთა ინფორმირების მიზნით კანონმდებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ანიჭებს უფლებამოსილებას სრულად გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დანაწესით გათვალისწინებული მექანიზმები. ამასთან, აღმასრულებლისთვის მინიჭებულ ფართო უფლებამოსილებაზე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც კანონმდებელი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა. ამდენად, სააღსრულებო მოქმედებათა მხოლოდ ფორმალური განხორციელება არ პასუხობს კანონმდებლის მოთხოვნას ეფექტიან აღსრულებაზე და აღმასრულებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა ინფორმირებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ ადრესატებთან კომუნიკაცია არ განხორციელებულა და ადრესატების მიერ გზავნილის ჩაბარებაზე თავის არიდების ფაქტიც არ დგინდება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილი ითვალისწინებს მხარისათვის კორესპონდენციის ჩაბარების ერთ-ერთ მექანიზმს, კერძოდ, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს).

 

მხარის ინფორმირების ზემოაღნიშნულ წესთან მიმართებით, სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა, საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ კანონმდებელი აღმასრულებელს ანიჭებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების სრულ უფლებამოსილებას და მითითებული წესებიდან რაიმე სახის საგამონაკლისო შემთხვევას არ ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ასევე 78-ე მუხლის გამოყენებისას, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით, თუმცა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული არ გამორიცხავს აღმასრულებლის მიერ ამავე სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, რაზეც ასევე მიუთითებს აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულების სავალდებულო ხასიათი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული, საჯარო შეტყობინების განხორციელების წინაპირობები დაცული უნდა იყოს როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ასევე ადრესატი რეალურად უნდა იყოს ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საჯარო შეტყობინების შესახებ განკარგულების მიღებისას, ყველაზე ნაკლები ალბათობა არსებობს იმის, რომ ადრესატი ნამდვილად წაიკითხავს ამ შეტყობინებას და გაეცნობა საქმის მასალებს. დაუშვებელია მითითებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმგვარად, რომ ერთი მხარის უფლების დასაცავად დაუშვებლად იქნეს ხელყოფილი მეორე მხარის უფლებები. ეს კი ნიშნავს, რომ სააღსრულებო საქმის წარმოებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი კრედიტორის უფლებას, სწრაფად და რეალურად აღსრულდეს გადაწყვეტილება და მოვალის უფლებას შორის - ჯეროვნად იყოს ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების თაობაზე.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალის ინფორმირება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც და მართლზომიერებასაც, ხოლო აღმასრულებელი აღჭურვილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დანაწესით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების უფლებამოსილებით, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით არ არსებობდა რაიმე საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოვალეებმა უარი თქვეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციაზე, აღმასრულებელს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესით და კორესპონდენციის ჩაბარების მიზნით მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც არ განხორციელებულა, ხოლო აღნიშნული წინააღმდეგობაშია იმ მოთხოვნებთან, რასაც კანონმდებელი შეტყობინების საჯაროდ გავრცელების მიმართ ადგენს.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების საშუალებით კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარების შესაძლებლობა, არ არსებობდა მ---- და დ--------------–---–ების შეტყობინების საჯაროდ გავრცელების განხორციელების წინაპირობები და ასეთი საჯარო შეტყობინება არ ითვლება კანონით დადგენილი წესით გზავნილის მხარისათვის ჩაბარებად. მოსარჩელეებს არ გააჩნდათ შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდნენ აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას, რომლის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადაში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 7 დეკემბრის №A---------------- განკარგულება საჯარო შეტყობინების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 მაისის №A 1--------015/001 განკარგულება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი