განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2020
საქმის ნომერი
160310018002708084
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002708084

საქმე № 3ბ/2665-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ა----------–----ა“;

წარმომადგენელი - თი------ გ----ძე და ირ---–- ძ------რი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - პაატა ცნობილაძე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ზ--------ა მ--------ას, ა----ჯ მ-----------ის და ა-–--–--ა ო---------ას შემთხვევის ნაწილში);

 

1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1. შპს „ა----------–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის №0--------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ ზ--------ა მ--------ას და ა----ჯ მ-----------ის შემთხვევის ნაწილში;

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

 

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შპს ,,ა----------–----ის“ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. შპს „ა----------–----ის“ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილების ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ა-–--–--ა ო---------ას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში - არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. პაციენტს ზ--------ა მ--------ას შპს „ა----------–----ა“-ში 15.09.2017 03:20-05:30 ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება R33-შარდის შეკავება. პაციენტი 11.09.17 (22:15) – 14.09.17 (15:00) იმყოფებოდა ა----------–----აში, სადაც დიაგნოზით k35.8 (მწვავე აპენდიციდი, სხვა და დაუზუსტებელი) ჩაუტარდა JESA - აპენდექტომია.

 

4.2. ა----ჯ მ-----------ას შპს „ა----------–----აში“ 21.09.17 (19:20) – 22.09.17 (12:00) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით: R10.4 – ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი.

 

4.3. დადგენილია, რომ პაციენტ ა-–--–--ა ო---------ას 01.09.2017 (09:30) – 05.09.2017 (14:00) შპს „ა----------–----ა“-ში ჩაუტარდა სასწრაფო -დაყოვნებული გზით ოპერაცია დიაგნოზი: N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი.

 

4.4. „ანაზღაურებაზე უარის’’ და „სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერით დგინდება, რომ წარდგენილ შემთხვევათა ნომრებს: 2---------, 2---------, 1---------, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება განესაზღვრათ სტატუსი - “არ ანაზღაურდება”.

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დანართის სახით, შპს “ა----------–----ას“ გადაეგზავნა იმ სამედიცინო შემთხვევების რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ზ--------ა მ--------ა (პირადი N 2----------) არის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით (შემდგომში „დადგენილება’’) დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით დანართი 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. პაციენტს კლინიკაში 15.09.2017

03:20-05:30 ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება R33-შარდის შეკავება. ეს პაციენტი 11.09.17 (22:15) – 14.09.17 (15:00) იმყოფებოდა ა----------–----აში, სადაც დიაგნოზით k35.8 (მწვავე აპენდიციდი, სხვა და დაუზუსტებელი) ჩაუტარდა JESA - აპენდექტომია. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი “არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ა----ჯ მ-----------ას (პ/ნ 2----------) შპს “ა----------–----აში“ 21.09.17 (19:20) – 22.09.17 (12:00) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით: R10.4 – ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ა-–--–--ა ო---------ას (პ/ნ 1----------) 01.09.2017 (09:30) – 05.09.2017 (14:00) შპს “ა----------–----ა“-ში ჩაუტარდა სასწრაფო - დაყოვნებული გზით ოპერაცია დიაგნოზი: N81.2 არასრული უტერულ - ვაგინური პროლაფსი. აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამედიცინო შემთხვევებს: 2---------, 2---------, 1---------, ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საქართველოს მთავრობის N 36 დადგენილების მე-2 თავის მე-15 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

4.6. 2018 წლის 6 აპრილს, შპს “ა----------–----ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის № 0------- გადაწყვეტილებით შპს “ა----------–----ის“ 2018 წლის 16 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული 16.04.2018 წლის № 3----), არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 18-20).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,ავერსის კლინიკის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N 0------- გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებაში (ზ--------ა მ--------ას და ა----ჯ მ-----------ის შემთხვევის ნაწილში) ზოგადად არის აღნიშნული, რომ ზ--------ა მ--------ასთვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან: აპენდექტომია არ იყო გასული 10 დღიანი ვადა, ხოლო ასევე ა----ჯ მ-----------ასათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან: აპენდექტომია არ იყო გასული 10 დღიანი ვადა და პაციენტს ისევ უნდა მიემართა ჯეო ჰოსპიტალისათვის, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი, სასამართლოსთვის უცნობია, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება (სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). აღნიშნული გარემოება კი, საბოლოო ჯამში, მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ზ--------ა მ--------ას და ა----ჯ მ-----------ის შემთხვევის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შპს ,,ა----------–----ის“ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ა-–--–--ა ო---------ას შემთხვევის ნაწილში), სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ინსპექტირების ეტაპზე დადგინდა, რომ მიმწოდებელს პროგრამის პირობების დარღვევით აქვს წარმოდგენილი ჩატარებული ჩარევების შესაბამისი ტარიფი, ამასთან, ჩატარებული ქირურგიული ჩარევა შეუსაბამობაშია საბოლოო დიაგნოზთან, შესაბამისად, სამედიცინო შეთხვევას № 1--------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6. შპს „ა----------–----ის“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

აპელანტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა სააპელაციო მოთხოვნა და მოითხოვა ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ა----------–----ის“ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს „ა----------–----ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებზე და განმარტავს, რომ საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს, საქართველოს მთავრობის 36 ე დადგენილების პირველი დანართის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევას • 2--------- მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

განმახორციელებლის ზეპირი განმარტების თანახმად, მოცემული შემთხვევის ღირებულება არ უნდა მოთხოვნილიყო, რადგან ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან - აპენდექტომია, არ იყო გასული 10 დღის ვადა. საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს მსგავს მოთხოვნას, რაც აბსოლუტურად გაურკვეველს ხდის განმახორციელებლის ზემოაღნიშნულ განმარტებას. შპს "ა----------–----ა"-ში პაციენტისთვის ჩატარებული გამოკვლევების და სამედიცინო პროცედურების გათვალისწინებით (საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა, უროლოგის კონსულტაცია, შარდის საერთო ანალიზი) 15.09.2017 წელს პაციენტისთვის დადგენილი დიაგნოზის: შარდის შეკავების დაკავშირება ჩატარებულ ოპერაციულ მკურნალობასთან: აპენდექტომიასთან, კლინიკური თვალსაზრისით ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და გაუგებარია მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის როგორც სამართლებრივი, ასევე სამედიცინო საფუძველი.

 

6.1.2. პაციენტ ა----ჯ მ-----------ას, პ/ნ 2----------, შპს „ა----------–----ა“-ში 21.09.17 (19:20) - 22.09.17 (12:00) ჩატარებული აქვს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დიაგნოზით: R10.4 - ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევას No 2--------- მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

მოცემულ შემთხვევაში, პაციენტი თავდაპირველად, 11.09.2017-დან 14.09.2017-მდე პერიოდში მკურნალობდა ჯეო ჰოსპიტალსში აპენდიციტის დიაგნოზით, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია: აპენდექტომია. 21.09.2017 წელს შეყვანილ იქნა შპს „ა----------–----ა“-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, მუცლის ტკივილით. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან შემდეგი დიაგნოზით, „მუცლის ტკივილი, დაუზუსტებელი“. განმახორციელებლის ზეპირი განმარტების თანახმად, პაციენტისთვის უნდა მოვეთხოვათ მომსახურების ღირებულების გადახდა, რადგან მისთვის ჩატარებული ოპერაციიდან არ იყო გასული 10 დღე ან პაციენტს უნდა მიემართა ისევ ჯეო ჰოსპიტალისთვის, სადაც უნდა მომსახურებოდნენ უფასოდ. 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს მსგავს მოთხოვნას, ამიტომაც ზემოაღნიშნული განმარტება აბსოლუტურად გაურკვეველი და დაუსაბუთებელია.

 

ამასთან, შპს "ა----------–----ა"-ში ჩატარებული გამოკვლევებითა და სამედიცინო პროცედურებით (მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, ქირურგის კონსულტაცია), პაციენტისთვის დადგენილი დიაგნოზის - „მუცლის ტკივილი, დაუზუსტებელი“, დაკავშირება ჩატარებულ ოპერაციულ მკურნალობასთან, კლინიკური თვალსაზრისით შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი პაციენტისთვის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება, შპს "ა----------–----ის" მიერ ცალსახად "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტითა და "ჯანდაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იქნებოდა. ამიტომაც, სამედიცინო დაწესებულებამ სრულად და პირნათლად შეასრულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება, დახმარება აღმოუჩინა პაციენტს და განმახორციელებელს მოსთხოვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, კანონმდებლობითვე დადგენილი წესის შესაბამისად. რასაც ლოგიკურად მივყავართ იმ გარემოებამდე, რომ აღნიშნულ შემთხვევაში თანხის კორექტირების საფუძველი არ არსებობდა.

 

6.1.3. რაც შეეხება მესამე პაციენტს, ანჯელიკა ო---------ას პ/ნ 1----------; აპელანტის განმარტებით პაციენტს 01.09.2017, (09:30) — 05.09.2017, (14:00) შპს „ა----------–----ა“-ში ჩაუტარდა სასწრაფო-დაყოვნებული გზით ოპერაცია დიაგნოზით: #81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევას No 1--------- მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

მოცემულ შემთხვევაში, პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი სამედიცინო მომსახურება, N81.2 არასრული უტერულ-ვაგინური პროლაფსი LCSD11 - ვაგინალური ჰისტერექტომია ლაპარასკოპიის დახმარებით, LESF10 - კოლპოპერინეოპლასტიკა, LESFOO - წინა კოლპორაფია. განმახორციელებლის განმარტებით, სამედიცინო ღირებულების დაკორექტირების საფუძველი გახლდათ ის, რომ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურება კომბინაციაში არ აქვს ა----------–----ას განფასებული. აპელანტი განმარტავს, რომ პაციენტს ჩაუტარდა სათანადო და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, არსებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ამავე წერილში მითითებული სამედიცინო მომსახურებების შესაბამისად. გაუგებარია თავიდანვე, საგარანტიო წერილის გაცემის დროს, რატომ არ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მითითება გაცემული არასწორი განფასების შესახებ, თუკი ასეთი რამ მართლაც ფიქსირდებოდა, რასაც სააგენტო ამჟამად ამტკიცებს. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში თანხების დაკორექტირება როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და აღნიშნავს შემდეგს:

7.2 პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს რამდენად სწორად ეთქვა უარი აპელანტს პაციენტების ზ--------ა მ--------ას, ა----ჯ მ-----------ის და ა-–--–--ა ო---------ასათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტები - ზ--------ა მ--------ა, ა----ჯ მ-----------ა და ა-–--–--ა ო---------ა წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი № 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს.

 

7.3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-10 მუხლის 21.1 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა № IV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის („ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს № 338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის № 92/ნ ბრძანების მიხედვით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,ავერსის კლინიკის“ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების დროს საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების პირველი დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

 

რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის N 0------- გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილებაში (ზ--------ა მ--------ას და ა----ჯ მ-----------ის შემთხვევის ნაწილში) ზოგადად არის აღნიშნული, რომ ზ--------ა მ--------ასთვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან: აპენდექტომია არ იყო გასული 10 დღიანი ვადა, ხოლო ასევე ა----ჯ მ-----------ასათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან: აპენდექტომია არ იყო გასული 10 დღიანი ვადა და პაციენტს ისევ უნდა მიემართა ჯეო ჰოსპიტალისათვის, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება (სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას). აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის 0--------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ზ--------ა მ--------ას და ა----ჯ მ-----------ის შემთხვევის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ა----------–----ის“ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

7.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ - ა-–--–--ა ო---------ას შემთხვევის ნაწილში). პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილშიც სწორად გადაწყვიტა დავა და ამ ნაწილში სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა:

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის № 0------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ პაციენტი ა-–--–--ა ო---------ა მკურნალობდა შპს ,,ა----------–----აში’’ გეგმიური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია შეტყობინება რამდენიმე პროგრამული კოდით: 1.09.17-5.09.17 დიაგნოზით: 81.2 არასრული უტერულ - ვაგინური პროლაფსი.

 

ამდენად, ინსპექტირების ეტაპზე დადგინდა, რომ მიმწოდებელს პროგრამის პირობების დარღვევით აქვს წარმოდგენილი ჩატარებული ჩარევების შესაბამისი ტარიფი, ამასთან, ჩატარებული ქირურგიული ჩარევა შეუსაბამობაშია საბოლოო დიაგნოზთან, შესაბამისად, სამედიცინო შეთხვევას №1--------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა იზარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და გასაჩივრებულ ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების დანართი 1, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

 

პალატის მოსაზრებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 მარტის № 0--------- გადაწყვეტილება (ა-–--–--ა ო---------ას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში) არ ეწინააღდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი.

 

7.6. სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ აპელანტმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :

 

1. შპს „ა----------–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს ბოლნისის რიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -