განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310018002378773
საქმე №3ბ-133-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები - გია ბერაია
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ი---------”
წარმომადგენელი - ა-----------–---–--------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ე-------------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ი---------”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. შპს „ი---------“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი - 14.07.2015წ.).
1.2.2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოვლენილ იქნა:
1) 2017 წლის 17 დეკემბერს (11:16:26 სთ.) გადაცემა „პ-----ის“ ეთერში გადაცემის წამყვანი შემდეგი ტექსტით ასახელებს გადაცემის სპონსორებს:
„ჩ--------------------–-------------–----------–--------–---------------------------------–---------------------–------–-----------–------------------------------–----------------------------------------------–----------------------------------------------–----–-----------–-–----------------------------–----------–------------–--–------------------–-------------–---–------------–-------------------–----------–----------------------–-------------–---------------------------------------------–-----–----------------------------------–---–-------------------------------------------------–------–-------------–---–----–-----------–------------------–-----------------------------------------------------------------------------------–---–----–---------––-–-----–-------------------------------–----------–--------–----–--–---–---------–---------------------------–-------------------------–----–----------------–-–----------–---–-----------------------------------––-–----------------------–--------–------------------------------–--------–--------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------------–---------------------------–---–---–-------------–------------------–----–----------------------–-------------------–---–--------------–--------–---------------–------------–-----------------------------------–------------------------------–---–-------------------–-----------------------------------------------------–---------–-----------------------------------------------------–--------------------–---–--------------------------------–--------------–-----------------–-------------------------------–--------------------------------–------------–-----------------–---------------------–--–------------–-------------–------------------–--------------–------------------------------------------------------------–----------–----–------–----------–------------------------------------------–------------------------------------------------------------------–----------------------------------–----------------–-----ი...“
2) 2017 წლის 21 დეკემბერს (14:28:16 სთ.) გადაცემა „H----------–--ის“ სპონსორის დასახელებისას გავიდა შემდეგი სახის ვიდეო რგოლი:
„გადაცემის სპონსორია „------------–------------------–--------------------–-–--------------------------------------–----–----------–-------------------------–-ბი - თქვენი სილამაზისთვის“.
1.2.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის Nშ---------- და 2018 წლის 29 იანვრის Nშ---------- სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ი---------“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.
1.2.4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილებით შპს „ი---------“-ის დაეკისრა ჯარიმა 3 394,47 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ი---------“-ს მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ გადაცემა „პ-----ის“ ეთერში განთავსებულ პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, ხოლო სპონსორის მითითებისას ადგილი ჰქონდა პროდუქტის მოხმარებისკენ მოწოდებას და წაქეზებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით; 2017 წლის 21 დეკემბერის ეთერში განთავსებული სასპონსორო რგოლი შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას და მოხმარებისაკენ წაქეზებას მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, ასევე მომსახურების დეტალურ აღწერას.
1.2.5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით შპს „ი---------“-ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, რომლის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ- ერთი ფუნქციაა - მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ი---------“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი - 14.07.2015წ.).
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ17“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ამავე მუხლის ,,ჰ9“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებულ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოვლენილ იქნა:
1) 2017 წლის 17 დეკემბერს (11:16:26 სთ.) გადაცემა „პ-----ის“ ეთერში გადაცემის წამყვანი შემდეგი ტექსტით ასახელებს გადაცემის სპონსორებს:
„ჩ--------------------–-------------–----------–--------–---------------------------------–---------------------–------–-----------–------------------------------–----------------------------------------------–----------------------------------------------–----–-----------–-–----------------------------–----------–------------–--–------------------–-------------–---–------------–--------------------–-----------–------------------------–--------------–-----------------------------------------------–-----–----------------------------------–---–-------------------------------------------------–------–-------------–---–----–-----------–------------------–-----------------------------------------------------------------------------------–---–----–---------––-–-----–-------------------------------–----------–--------–----–--–---–---------–---------------------------–-------------------------–----–----------------–-–----------–---–-----------------------------------––-–----------------------–--------–------------------------------–--------–--------–--------------------------------–----------------------------------------------------------------------------–-------------------------–--–---–-----------–---------------–----–----------------------–-------------------–---–--------------–--------–---------------–------------–-----------------------------------–------------------------------–---–-------------------–-----------------------------------------------------–---------–-----------------------------------------------------–--------------------–---–--------------------------------–--------------–-----------------–-------------------------------–--------------------------------–------------–-----------------–---------------------–--–------------–-------------–------------------–--------------–------------------------------------------------------------–----------–----–------–----------–------------------------------------------–------------------------------------------------------------------–----------------------------------–----------------–----ბი...“
2) 2017 წლის 21 დეკემბერს (14:28:16 სთ.) გადაცემა „H----------–--ის“ სპონსორის დასახელებისას გავიდა შემდეგი სახის ვიდეო რგოლი:
„გადაცემის სპონსორია „------------–------------------–--------------------–-–--------------------------------------–----–----------–-------------------------–-ბი - თქვენი სილამაზისთვის“.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის Nშ---------- და 2018 წლის 26 იანვრის Nშ---------- სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ი---------“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული (17 და 21 დეკემბერი) პროგრამების სასპონსორო ზემოასახული მითითებებისას ადგილი ჰქონდა პროდუქტის მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას და წაქეზებას პროდუქტზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით. ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავდნენ სარეკლამო შეტყობინებებს, საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას, რითაც შპს „ი---------“-ის მიერ დარღვეული იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზეც, რომ შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 17 დეკემბერს განთავსებულ გადაცემაში „პ-----ი“ პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რითაც შპს „ი---------“-ის მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
სასამართლომ მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით „შპს „ი---------“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
ამდენად, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ, ვინაიდან შპს „ი---------“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევისთვის და აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში კომპანიამ ჩაიდინა ანალოგიური სამართალდარღვევა, აღნიშნულ დარღვევაზე შპს „ი---------“-ს უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიას უფლება ჰქონდა კანონის დანაწესის მინიმალური 2500 ლარიდან მაქსიმუმი წლიური შემოსავლის 0,5%-ამდე, „ი---------“-სთვის დაეკისრა ჯარიმის სახით წლიური შემოსავლის 0,1%, რაც შეადგენდა 3 394,47 ლარს.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, ვინაიდან შპს „ი---------“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება ამ დარღვევაზე შპს „ი---------“-ის წერილობითი გაფრთხილების თაობაზე.
1.3.2. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილება შპს ,,ი---------”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც შპს ,,ი---------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, გამოყენებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები, სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა. შპს ,,ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების სასპონსორო მითითებისას, ადგილი არ ჰქონია პროდუქტის მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას და წაქეზებას, პროდუქტზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები არ შეიცავდნენ სარეკლამო შეტყობინებებს, საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას. „პ-----ი“ კულინარიული გადაცემაა და პირდაპირ ეთერში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წამყვანი უზრუნველყოფს სპონსორობის წარდგენას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება გადაცემას „H----------–--ი“, სპონსორის თაობაზე მითითებაში გაცხადებული იყო პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებული გავრცობითი ნიშნები, იგი არანაირად არ შეიცავდა საქართველოს კანონმდებლობით რეკლამისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. კიდევ უფრო დაუსაბუთებელია კომისიის გადაწყვეტილება პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭების თაობაზე. უსაფუძვლოა კომისიის გადაწყვეტილება, როგორც დაჯარიმების, ისე გაფრთხილების გამოცხადების თაობაზე, რის გამოც სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, რომლის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ- ერთი ფუნქციაა - მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
შპს „ი---------“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ17“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ამავე მუხლის ,,ჰ9“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით. ამავე კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებულ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოვლენილ იქნა, რომ შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული (17 და 21 დეკემბერი) პროგრამების სასპონსორო ზემოასახული მითითებებისას ადგილი ჰქონდა პროდუქტის მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას და წაქეზებას პროდუქტზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით. ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავდნენ სარეკლამო შეტყობინებებს, საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას, რითაც შპს „ი---------“-ის მიერ დარღვეული იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზეც, რომ შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 17 დეკემბერს განთავსებულ გადაცემაში „პ-----ი“ პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რითაც შპს „ი---------“-ის მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.
"მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით შპს „ი---------“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
ამდენად, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ, ვინაიდან შპს „ი---------“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევისთვის და აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში კომპანიამ ჩაიდინა ანალოგიური სამართალდარღვევა, აღნიშნულ დარღვევაზე შპს „ი---------“-ს უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ კომისიას უფლება ჰქონდა კანონის დანაწესის მინიმალური 2500 ლარიდან მაქსიმუმი წლიური შემოსავლის 0,5%-ამდე, „ი---------“-სთვის დაეკისრა ჯარიმის სახით წლიური შემოსავლის 0,1%, რაც შეადგენდა 3 394,47 ლარს.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ, ვინაიდან შპს „ი---------“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება ამ დარღვევაზე შპს „ი---------“-ის წერილობითი გაფრთხილების თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო აქტს წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილება შპს ,,ი---------”-სათვის გაფრთხილების მიცემის ნაწილშიც. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის გათვალისწინებით, გასულია გაფრთხილების ერთწლიანი ვადა, შესაბამისად, აპელანტს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი და არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი სადავო აქტის აღნიშნული ნაწილით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ი---------”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), საკასაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლეები:
ხატია არდაზიშვილი
გია ბერაია
დავით ახალბედაშვილი