განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.11.2019
საქმის ნომერი
330310018002628398
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002628398

საქმე №3ბ/2161-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ხ---------------ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე----------–---–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ე----------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ე----------–---–---–ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანება, ე----------–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაეკისრა მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ე----------–---–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის თანხის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურება; ე----------–---–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.2.1. ე----------–---–---–ი წარმოადგენდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის მიმღებ პირს. ე----------–---–---–ი და მისი ოჯახის კომპენსაცია განისაზღვრებოდა 300 ლარით.

 

2018 წლის 5 იანვარს №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ თ-------------–---–მა („გამქირავებელი“) ე----------–---–---–ს („დამქირავებელი“) მიაქირავა ქ. თბილისში, წ---–----------------------------------, 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით, რისთვისაც ამ უკანასკნელს გამქირავებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 350 (სამასორმოცდაათი) ლარი (ს.ფ. 196-199).

 

1.2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ (საბჭომ) 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე განიხილა ამავე გამგეობის მიერ რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ბინის ქირის გადახდა შეუწყდა 3 ბენეფიციარს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ (გამგებლის მოადგილე სოციალური პროგრამების მიმართულებით) 2018 წლის 30 მარტის №3----------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე რაიონის გამგებელს და იშუამდგომლა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და №1---------------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის გადახდის შეწყვეტის თაობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, დანართი №3-ში მითითებულ ბენეფიციარებს, მათ შორის, ე----------–---–---–ს 2018 წლის მარტის თვიდან შეუწყდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა (ს.ფ. 74-75, 161-164, 204-222);

 

1.2.3. ე----------–---–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, 2018 წლის 2 აპრილს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ე----------–---–---–ის 2018 წლის 2 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში. ამავე ბრძანების თანახმად, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე----------–---–---–ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა (ს.ფ. 34-41, 130-139);

 

1.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ე----------–---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 14 მარტამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 4678,10 ლარს, კერძოდ, ყოველთვიურად, თვეში 325 ლარის ოდენობით ხელფასის სახით ა(ა)იპ „კ--------–--------“-დან, 2017 წლის მარტში, ხელფასი 210 ლარი - სსიპ საქართველოს ს-----–--------------------–---------------------იდან და 2017 წლის ნოემბერში, ხელფასი 243,10 ლარი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.

 

ე----------–---–---–ი, 2018 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, დასაქმებული იყო ა(ა)იპ „კ--------–--------“-ში, მარეგულირებლად. მისი სამუშაო დატვირთვა მორიგეობის მიხედვით შეადგენდა კვირაში ორ დღეს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ე-----------–---–---–ის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოდან 2018 წლის 08 ნოემბრამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 0 ლარს (ს.ფ. 169-170, 183).

 

1.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ლ-------------–---–ის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 14 მარტამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა 4096,54 ლარს, რომელიც მიღებული ჰქონდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანებიდან და სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლიდან, ხელფასის სახით.

 

2018 წლის 2 აპრილის მდგომარეობით ლ-------------–---–ი დასაქმებული იყო სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში, მუსიკის მასწავლებლად, მისი საათობრივი დატვირთვა შეადგენდა 7 საათს, რომელსაც ატარებდა კვირაში ორი დღე (ს.ფ. 172-174, 184);

 

1.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ნ---------–---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 17 082.11 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 3 416,44 ლარს. აღნიშნული შემოსავალი წარმოადგენდა მის ხელფასს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მ---------–---–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურში არ დაფიქსირდა(ს.ფ. 176-180);

 

1.2.7. 2018 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, სს „კ------------ში“ სასესხო ვალდებულებები დაფიქსირდა ე----------–---–---–ის სახელზე.

 

2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით, სს „ლ--------------ში“ სასესხო ვალდებულება დაფიქსირდა ლ-------------–---–ის სახელზე, 2018 წლის 1 აგვისტომდე.

 

2018 წლის განმავლობაში, სს „ს----------–---------ში“ ნ----------–---–---–ის სახელზე დაფიქსირდა კრედიტი (ს.ფ. 88, 143, 153);

 

1.2.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 თებერვლის №ბ----------- ბრძანებით დაკმაყოფილდა ე----------–---–---–ის განცხადება, ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემაზე (ს.ფ. 267-270);

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი, რომლის მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან, მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

ამავე წესის ამავე რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქვეპროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა). ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. გამგებელის ბრძანებით განისაზღვრება საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის" ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებულია, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეამოწმოს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ უნდა შემოწმდეს: ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით; ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე; გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მე-3 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია შეამოწმოს სხვა გარემოებების არსებობაც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველია შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში ე----------–---–---–ი და მისი ოჯახი სამგორის რაიონის გამგეობისგან იღებდნენ კომპენსაციას, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 5 იანვარს №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებით, თ-------------–---–მა („გამქირავებელი“) ე----------–---–---–ს („დამქირავებელი“) მიაქირავა ქ-------–--–---–---–--------------------------------, 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით, რისთვისაც ამ უკანასკნელს გამქირავებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 350 (სამასორმოცდაათი) ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ე------------–---–---–ის ოჯახის სამი წევრის შემოსავალი 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგენდა 4678,10 (ე----------–---–---–ი) + 4096,54 (ე----------–---–---–ის მეუღლე, ლ-------------–---–ი) + 17082,11 ლარი (ე-----------–---–---–ის შვილი, ნ----------–---–---–ი) ლარს. ოჯახის სხვა წევრს (მ--------–---–---–ი) შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ (საბჭომ) მოსარჩელის ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით, 2018 წლის 17 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბინის ქირის გადახდა სხვა ბენეფიციარებთან ერთად შეუწყდა ე----------–---–---–ს და მის ოჯახს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ (გამგებლის მოადგილე სოციალური პროგრამების მიმართულებით) 2018 წლის 30 მარტის №3----------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე რაიონის გამგებელს და იშუამდგომლა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და №1---------------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის გადახდის შეწყვეტის თაობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, დანართი №3-ში მითითებულ ბენეფიციარებს, მათ შორის, ე----------–---–---–ს 2018 წლის მარტის თვიდან შეუწყდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა.

 

ე----------–---–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანება უშედეგოდ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძოდ, ქალა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ე------------–---–---–ის 2018 წლის 2 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების თანახმად, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე----------–---–---–ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება, მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი საბჭოს ავალდებულებს განმცხადებლის შემოწმებისას სრულყოფილად შეისწავლოს ზოგადად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც თავის თავში მხოლოდ შემოსავლებს, აქტივებს არ მოიცავს. განსახილველ შემთხვევაში, მითითებული გარემოების შეფასებისას რაიონული გამგეობა დაეყრდნო მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემებს და არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც მისი აქტივები/შემოსავლები, ასევე, პასივები/ვალდებულებები/ხარჯები და მხოლოდ ორივეს ურთიერთშეჯერებით მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მათ შორის, საკუთარი შემოსავლებით ქირის გადახდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ოჯახის სამი წევრის დასაბეგრი შემოსავალი (2018 წლის მარტის მდგომარეობით) მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმს, მაგრამ ამავე პერიოდში ოჯახის შემოსავლის მქონე ყველა წევრს გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციასა თუ ბანკის წინაშე. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მხოლოდ დასაბეგრი შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნია ოჯახის მიერ საკუთარი ფინანსებით ბინის ქირის გადახდა. სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე------------–---–---–ის შემოსავალი 2018 წლის 1 აგვისტოდან 8 ნოემბრამდე შეადგენდა 0 ლარს, რაც ავტომატურად გულისხმობს 2018 წლის განმავლობაში მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ქირის გადახდის შესაძლებლობა.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახეზეა ე----------–---–---–ის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

1.3.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ განხორციელებულიყო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს დასკვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ე----------–---–---–ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანება, ე----------–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები ბათილად იქნა ცნობილი.

 

აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა დადასტურდა, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას უნდა დაეკისროს 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ე----------–---–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის თანხის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

 

1.3.3. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 თებერვლის №ბ----------- ბრძანებით დაკმაყოფილდა ე----------–---–---–ის განცხადება, ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებით. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემის შესახებ მოპასუხის მიერ დაკმაყოფილებულია, მისი მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის - კომპენსაციის აღდგენის შესახებ მხარის ინტერესს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, გამგეობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და ეფუძნებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

 

2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილების დანართით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის გახორციელების წესის“ (შემდგომში - „N10-23 დადგენილება“) პირველი მუხლის პირველი 2 პუნქტის თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს.“ N10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

 

ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ იმისათვის, რათა განმცხადებელი აკმაყოფილებდეს დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის მიმღები პირისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, აუცილებელია კანონით გათვალისწინებული შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობა, კერძოდ, პირი რეგისტრირებული უნდა იყოს და საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნდეს დანგრეული ან ამორტიზებული ფართი ქ. თბილისის ტერიტორიაზე; კომპენსაციის მიღების მსურველს ან მისი ოჯახის წევრს არ უნდა უფიქსირდებოდეს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებლად გამოსადეგ ფართზე; ასევე, აუცილებელია განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში ქ. თბილისში რეგისტრირებული მისამართის ქონა, ამასთან, განმცხადებელს ან მისი ოჯახის წევრს არ უნდა ჰქონდეს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ აღნიშნული კუმულატიური პირობებიდან ერთ-ერთის დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს განმცხადებლისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. N10-23 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებულია, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეამოწმოს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საბჭოს მიერ უნდა შემოწმდეს: ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით; ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე; გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

 

N10-23 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველია: ა) კომპენსაციის მიმღები პირის განცხადების წარდგენა, რომლითაც იგი უარს აცხადებს კომპენსაციის მიღებაზე; ბ) თუ გამოვლინდა, რომ განმცხადებლის მიერ კომპენსაციის მისაღებად წარმოდგენილი იყო არაზუსტი ინფორმაცია ან მონაცემი; გ) შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია; დ) გამოვლინდა, რომ კომპენსაციის მიმღები პირი აღარ ცხოვრობს იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მის მიერ წარმოდგენილ ქირავნობის ხელშეკრულებაში; ე) გავიდა კომპენსაციის გაცემის ვადა; ვ) განმცხადებლის გარდაცვალება; ზ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ქვეპროგრამის და ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე ამართლებს კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.“

 

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამის ფარგლებში პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, საკონსულტაციო სათათბირო ორგანოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს პირისათვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი. ამასთან, კანონი იმპერატიულად და ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირობების ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მხარეს შეიძლება შეუწყდეს კომპენსაციის გადახდა.

 

აპელანტი არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან კომპენსაციას იღებდა 2006 წლიდან, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონში დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გაცემის შესახებ“ სამგორის რაიონის გამგეობის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, ქირის კომპენსაციის გადახდა უნდა მომხდარიყო მინიმუმ 2018 საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ N10-23 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირებისათვის, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე იღებდნენ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციას, ამ წესის ამოქმედების შემდეგ კომპენსაციის გაცემის ვადა გაუგრძელდეთ 2018 წლის საბიუჯეტო წლის ბოლომდე“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ „ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისიწინებულ პირებს უწყდებათ კომპენსაცია ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში.“ მოცემულ შემთხვევაში, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე----------–---–---–ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა მოსარჩელისათვის კომპენსაციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა, რის გამოც მოსარჩელე ვეღარ აკმაყოფილებდა N10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კომპენსაციის მიმღები პირისათვის დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგებლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ე----------–---–---–ისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის საკომპენსაციო თანხის გამოყოფის შეწყვეტის თაობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ N10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინის ქირის გადახდის საშუალება არ უნდა გააჩნდეს დანგრეული სახლის მესაკუთრეს ან მფლობელს და კანონის აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება მისი ოჯახის წევრებზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ საჩივრის ავტორისათვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდის გაგრძელების მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძველი გახდა 2018 წლის 23 მარტის N19/0118082648-37 განცხადებაზე თანდართული, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ მიერ გაცემული ცნობები ე----------–---–---–ისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, N10-23 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსულტაციო სათათბირო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს და არა უფლებამოსილებას, რომ საკომპენსაციო თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გამოიკვლიოს და შეისწავლოს ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გაცემისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მხოლოდ კომპენსაციის მიმღები პირის და არა მისი ოჯახის წევრების სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ თავად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, ყოველი პირისათვის საკომპენსაციო თანხის გამოყოფის საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტა, ვინაიდან თითოეული განმცხადების მდგომარეობა განსხვავებულია თავისი სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გამოყოფის შეწყვეტა ვერ ჩაითვლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნის დარღვევად."

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი, რომლის მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან, მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

ამავე წესის ამავე რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქვეპროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა). ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს. გამგებელის ბრძანებით განისაზღვრება საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-23 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებულია, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, შეამოწმოს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ უნდა შემოწმდეს: ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით; ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე; გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მე-3 პუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია შეამოწმოს სხვა გარემოებების არსებობაც.

 

აღნიშნული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველია შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში ე----------–---–---–ი და მისი ოჯახი სამგორის რაიონის გამგეობისგან იღებდნენ კომპენსაციას, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 5 იანვარს №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებით, თ-------------–---–მა („გამქირავებელი“) ე----------–---–---–ს („დამქირავებელი“) მიაქირავა ქ-------–--–---–---–--------------------------------, 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით, რისთვისაც ამ უკანასკნელს გამქირავებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 350 (სამასორმოცდაათი) ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ე------------–---–---–ის ოჯახის სამი წევრის შემოსავალი 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით შეადგენდა 4678,10 (ე----------–---–---–ი) + 4096,54 (ე----------–---–---–ის მეუღლე, ლ-------------–---–ი) + 17082,11 ლარი (ე-----------–---–---–ის შვილი, ნ----------–---–---–ი) ლარს. ოჯახის სხვა წევრს (მ--------–---–---–ი) შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო-სათათბირო ორგანომ (საბჭომ) მოსარჩელის ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით, 2018 წლის 17 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბინის ქირის გადახდა სხვა ბენეფიციარებთან ერთად შეუწყდა ე----------–---–---–ს და მის ოჯახს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ (გამგებლის მოადგილე სოციალური პროგრამების მიმართულებით) 2018 წლის 30 მარტის №3----------- მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე რაიონის გამგებელს და იშუამდგომლა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-23 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და №1---------------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის გადახდის შეწყვეტის თაობაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, დანართი №3-ში მითითებულ ბენეფიციარებს, მათ შორის, ე----------–---–---–ს 2018 წლის მარტის თვიდან შეუწყდა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის გადახდა.

 

ე----------–---–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანება უშედეგოდ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ე------------–---–---–ის 2018 წლის 2 აპრილის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, ე----------–---–---–ისთვის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის შეწყვეტის ნაწილში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანების თანახმად, საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს მიერ ე----------–---–---–ის და მისი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ბინის ქირის საკუთარი სახსრებით დასაფარად საკმარისი შემოსავლის არსებობა.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას, მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ეთამხ,ება საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი საბჭოს ავალდებულებს განმცხადებლის შემოწმებისას სრულყოფილად შეისწავლოს ზოგადად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც თავის თავში მხოლოდ შემოსავლებს, აქტივებს არ მოიცავს. განსახილველ შემთხვევაში, მითითებული გარემოების შეფასებისას რაიონული გამგეობა დაეყრდნო მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემებს და არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ პირის/ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც მისი აქტივები/შემოსავლები, ასევე, პასივები/ვალდებულებები/ხარჯები და მხოლოდ ორივეს ურთიერთშეჯერებით მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მათ შორის, საკუთარი შემოსავლებით ქირის გადახდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მართალია ოჯახის სამი წევრის დასაბეგრი შემოსავალი (2018 წლის მარტის მდგომარეობით) მნიშვნელოვნად აღემატებოდა ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმს, მაგრამ ამავე პერიოდში ოჯახის შემოსავლის მქონე ყველა წევრს გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციასა თუ ბანკის წინაშე. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მხოლოდ დასაბეგრი შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნია ოჯახის მიერ საკუთარი ფინანსებით ბინის ქირის გადახდა. საგულისხმოა ასევე საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ე------------–---–---–ის შემოსავალი 2018 წლის 1 აგვისტოდან 8 ნოემბრამდე შეადგენს 0 ლარს, რაც ავტომატურად გულისხმობს 2018 წლის განმავლობაში მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. ამდენად, საქმეში არსებული მასალებით ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით ქირის გადახდის შესაძლებლობა.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2018 წლის 30 მარტის №ბ----------- ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც ე----------–---–---–ს შეუწყდა დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის გადახდა; სააპელაციო პალატა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიიჩნევს რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №--- ბრძანება, ე----------–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ასევე გამოცემულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით და შესაბამისად ისიც ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე საფუძვლიანად დაეკისრა მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას, 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით ე----------–---–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი კომპენსაციის თანხის (ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი