განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.12.2019
საქმის ნომერი
330310018002752540
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330310018002752540

საქმე №3ბ/2035-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ი--------------–---–ი, გ----------------–---–ი, ე----------------–---–ი, ნ--–-----------–---–ი

წარმომადგენელი - ა------–------ე

 

მესამე პირი - ე--------------–----–------ის თვითმმართველი ერთეულის არცევის ტერიტორიული ორგანო

წარმომადგენელი - რ-----------რი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით, ი--------------–---–ის, გ----------------–---–ის, ე---------------–---–ის და ნ--–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანება, ი--------------–---–ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანება, გ------ გ--------–---–-სთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანება, ე----------------–---–ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანება, ნ--–-----------–---–ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც ი--------------–---–ს, გ----------------–---–ს, ე----------------–---–ს და ნ--–-----------–---–ს მიენიჭებათ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსი;

 

1.2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.2.1. ი--------------–---–მა იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მოხელემ 2015 წლის 15 მაისს მასთან ჩაატარა გასაუბრება და შეადგინა გასაუბრების კითხვარი. კითხვარის თანახმად, ი--------------–---–ი დაიბადა 1----–-–---------------------------–--------–--–--------------------–--–----------------–------------–-----------------–------–---–-----–-------------–---–-------------–-------------------------------–--–-----------–---–--------------------------–---–---------------------------–---–---------–-----------–---–---------–---–-------–-----------–---–---------–--–--–--------–-------–--------------------------------------------–------–--------------------–--ში.

 

განმცხადებელი ცხოვრობდა ზ--------–--ში და სკოლაში დადიოდა გ----–ი, 7 კლასი დაამთავრა გ-----ს №7 საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლობდა პროფ.ტექნიკუმში. იგი იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა ელექტრიკოსად და განაცხადის წარდგენის დროს არის უმუშევარი.

 

ი--------------–---–მა განმარტა, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფელი ზ--------–--ი, სადაც ოჯახს საკუთრებაში ჰქონდა ორსართულიანი სახლი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია 2009 წლის ბოლოს. დედა და დები მითითებული დროისათვის იქ აღარ იმყოფებოდნენ. სოფელ ზ--------–--ში ბოლოს ჩავიდა 2010 წელს, ბებიის ჩამოსაყვანად. ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში ჯ---------აზე.

 

ი--------------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, გასაუბრებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ.მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გამოიკვეთა ი--------------–---–ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ი--------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ არის მიზანშეწონილი.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ი--------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ი--------------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 110, 112-121);

 

1.2.2. ე----------------–---–მა იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მოხელემ 2015 წლის 15 მაისს მასთან ჩაატარა გასაუბრება და შეადგინა გასაუბრების კითხვარი. კითხვარის თანახმად, ე---------------–---–ი დაიბადა 1----–-–-----------------------–---------------–-----------–--–--------–----------------–-------------–--–--------–--------–----------–---–------------–---–---–-------------–--------–--–-----------------------------–--–-----------–---–----------------------------–---–---------------------–---–------------–-----------–---–-------------–-----------–---–---------–--–--–--------–-------–--------------------------------------------–------–--------------------–--ში.

 

განმცხადებელი 4 კლასი სწავლობდა ზ--------–--ში და შემდეგ თბილისში. იგი იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა „ნუგეშის“ მოლარედ. იძულებით გადაადგილებამდე - 2010 წლამდე ცხოვრობდა სოფელ ზ--------–--ში, ორსართულიან სახლში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 2010 წელს, ვინაიდან სოფელში გაჩერება აღარ შეიძლებოდა, ქართული გვარის გამო ავიწროვებდნენ. სოფლის დატოვების შემდეგ, იქ 2010 წელს ჩავიდა. თბილისში ცხოვრობს ჯ---------აზე. ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ გააჩნიათ მოძრავი და უძრავი ქონება.

 

ე----------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, გასაუბრებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ.მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გამოიკვეთა ე---------------–---–ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ე---------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ არის მიზანშეწონილი.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ე----------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ე----------------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 123-134);

 

1.2.3. გ----------------–---–მა იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მოხელემ 2015 წლის 15 მაისს მასთან ჩაატარა გასაუბრება და შეადგინა გასაუბრების კითხვარი. კითხვარის თანახმად, გ----------------–---–ი დაიბადა 1----–-–------------------------–---------------------------–-------–--------–------------------–--–-----------–---–----------------------------–---–---------–-----------–---–------------------------–---–-------------–-----------–---–---------–--–--–--------–-------–--------------------------------------------–------–--------------------–--ში.

 

განმცხადებელი სწავლობდა ზ--------–--ის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს და შემდეგ, ჩააბარა თბილისში, ალმა-მატერის კოლეჯში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა სოფელ ზ--------–--ში, ორსართულიან სახლში, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 2010 წელს. ამ დროს სოფელში გაჩერება აღარ შეიძლებოდა, რადგან დაიძაბა ურთიერთობა ოსებთან და რუსებთან. სოფლის დატოვების შემდეგ, 2010 წელს იყო ჩასული, ნათესავების სანახავად. თბილისში ცხოვრობს ჯ---------აზე. პერიოდულად მუშაობს მღებავად. ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ გააჩნიათ მოძრავი და უძრავი ქონება.

 

გ----------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, გასაუბრებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ.მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გამოიკვეთა გ----------------–---–ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ გ----------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ არის მიზანშეწონილი.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა გ----------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე გ----------------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 136-147);

 

1.2.4. ნ--–-----------–---–მა იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მოხელემ 2015 წლის 15 მაისს მასთან ჩაატარა გასაუბრება და შეადგინა გასაუბრების კითხვარი. კითხვარის თანახმად, ნ--–-----------–---–ი დაიბადა 1----–-–-------------------------–---------------–-----------–--–--------–--–-------–--------–---------------–----------–---–---–-------------–---–--------–-----------------------------–--–-----------–---–-------------------------–---–----------------------------–---–---------------------–---–-------------–-----------–---–---------–--–--–--------–-------–--------------------------------------------–------–--------------------–--ში.

 

განმცხადებელი 4 კლასი სწავლობდა ზ--------–--ის საშუალო სკოლაში და 2008 წლის შემდეგ თბილისში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა სოფელ ზ--------–--ში, ორსართულიან სახლში, 2010 წლამდე. 2010 წელს უკვე აღარ შეიძლებოდა სოფელში გაჩერება, რადგან დაიძაბა ურთიერთობა ოსებთან და რუსებთან. სოფლის დატოვების შემდეგ იქ 2010 წელს ბებიის გარდაცვალების გამო ჩავიდა. თბილისში ცხოვრობს ჯ---------აზე. ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ გააჩნიათ მოძრავი და უძრავი ქონება.

 

ნ--–-----------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, გასაუბრებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ.მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გამოიკვეთა ნ--–-----------–---–ის 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ნ--–-----------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ არის მიზანშეწონილი.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ნ--–-----------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ნ--–-----------–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 149-160);

 

1.2.5. ე--------------–----–------ის თვითმმართველის ერთეულის არცევის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2015 წლის 24 აპრილს გაიცა №39, 40, 41, 42 ცნობები, რომელთა თანახმად, ე---------------–---–ის (დ--------------–---------------------–---–--------------------–-------------------–---–--------------------–-----–--–-----------–---–--------------------–----------–-----------–---–--------------------–-- ხუთსულიანი ოჯახი 2008 წლის რუსეთთან ომამდე მუდმივად ცხოვრობდა გ-----ს რაიონში, სოფელ ზ--------–--ში (ს.ფ. 28-31);

 

1.2.6. 1998-1999 სასწავლო წელს გ-----ს რაიონის ზ--------–--ის საშუალო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო გ----------------–---–ი, მე-5 კლასის მოსწავლე - ე----- გ--------–---–-, მე-2 კლასის მოსწავლეს - ნ--–-გ--------–---–-.

 

გ----------------–---–მა 9 კლასი დაამთავრა გ-----ს რაიონის სოფელ ზ--------–--ის საშუალო სკოლაში (ს.ფ. 65-66).

 

1.2.7. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის №3/4------ გადაწყვეტილებით ლ--–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №1--- ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელე ლ--–-----------–---–თან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, რიგი მტკიცებულებებით დასტურდებოდა ლ--–-----------–---–ის ე--------------–----–------ის სოფელ ზ--------–--ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული მტკიცებულებით დადგენილი გარემოებები, არ დადასტურდა თვით იმ პირების განმარტებით, რომელთა გამოკითხვასაც იგი ეყრდნობოდა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 27 სექტემბრის №0-------ს ცნობის თანახმად, ლ--–-----------–---–ი დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ლ--–-----------–---–ი რეგისტრირებულია დევნილად (სარეგისტრაციო №-----------------------------------–----------–-----ი, მისამართის გარეშე (ს.ფ. 32-54);

 

1.2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს მოსამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეები: ლ--–-----------–---–ი, ნ--–-----------–---–ი, გ----------------–---–ი, ე---------------–---–ი და ი--------------–---–ი 2008 წლის აგვისტომდე ნამდვილად ცხოვრობდნენ ქ. გ-----, შ----------------------------- (ს.ფ. 212-213);

 

1.2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოცხადებულმა ა---------–------–---–მა განმარტა, რომ არის დევნილი და იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ზ--------–--ში. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი მოსარჩელეების სახლიდან დაშორებული იყო დაახლოებით 1,5-2 კმ-ით, მათ ოჯახთან ჰქონდა ყოველდღიური ურთიერთობა. მოსარჩელეების ოჯახი, რომელიც შედგებოდა 5 წევრისაგან - დედა - ლ--–-----------–---–ი ოთხ შვილთან ერთად, ცხოვრობდა ერთ სახლში და ეწეოდა სოფლის მეურნეობას, ამუშავებდა მიწის ნაკვეთებს. ბავშვები დადიოდნენ სკოლაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ბ----------–---–მა განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ზ--------–--ში. მოსარჩელეების ოჯახი სრული შემადგენლობით ცხოვრობდა იმავე სოფელში და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. 2008 წლის შემდგომ, მათ ოჯახსაც მოუწიათ სოფლის დატოვება. სოფელში მათი სახლები მდებარეობდა რამდენიმე ოჯახის დაშორებით და ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ. ბავშვები ერთად თამაშობდნენ, დაახლოებით მისი ასაკის არის გ----------------–---–ი. ბ----------–---–მა დაადასტურა, რომ მოსარჩელეები მუდმივად ცხოვრობდნენ სოფელ ზ--------–--ში. ოჯახში იყვნენ დედა და 4 შვილი. მისი ინფორმაციით, ოჯახი ფლობდა მიწის ნაკვეთებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა გ----------–-–-–---–მა განმარტა, რომ არის დევნილი და იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ზ--------–--ში, მოსარჩელეების ოჯახიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით. მისივე განმარტებით, მოსარჩელეების ოჯახი გაიცნო 90-იან წლებში. იმის გათვალისწინებით, რომ სოფელი არც ისე დიდი იყო, თითქმის ყოველდღე ხედავდა მათ. ოჯახს ჰქონდა მიწის ნაკვეთები, ისინი ეწეოდნენ სოფლის მეურნეობას, ხოლო ბავშვები დადიოდნენ სოფლის სკოლაში. ოჯახში იყვნენ დედა - ლ--–-----------–---–ი და ოთხი შვილი (ს.ფ. 191-205).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია, სადაც უპირატესად ცხოვრობს. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ამავდროულად ეს არ გამორიცხავს დროის გარკვეული მცირე მონაკვეთით ამ პირის სხვა ადგილას ცხოვრების ფაქტს.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით განსაზღვრული იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში). გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას და მის ფოტოგრაფირებას. ფოტოგრაფირებას არ ექვემდებარება 6 წლამდე ასაკის ბავშვი. მითითებული მუხლის მე-20 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მოხელემ 2015 წლის 15 მაისს მათთან ჩაატარა გასაუბრება და შეადგინა გასაუბრების კითხვარი. განმცხადებლებთან შევსებული კითხვარებით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებამდე ოჯახში ცხოვრობდნენ დედა - ლ--–-----------–---–ი, და ოთხი შვილი: ი--------------–---–ი, გ----------------–---–ი, ე----------------–---–ი, და ნ--–-----------–---–ი, მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფელი ზ--------–--ი.

 

ამავე კითხვარების თანახმად, ი--------------–---–ი ცხოვრობდა ზ--------–--ში და სკოლაში დადიოდა გ----–ი, 7 კლასი დაამთავრა გ-----ს №7 საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლობდა პროფ.ტექნიკუმში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - სოფელი ზ--------–--ი დატოვა 2009 წლის ბოლოს; ე------ გ--------–---–- 4 კლასი სწავლობდა ზ--------–--ში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. თბილისში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - ზ--------–--ი დატოვა 2010 წელს, ვინაიდან სოფელში დარჩენა აღარ შეიძლებოდა (ქართული გვარის გამო ავიწროვებდნენ); გ----------------–---–ი სწავლობდა ზ--------–--ის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს და შემდეგ, ჩააბარა თბილისში, ალმა-მატერის კოლეჯში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 2010 წელს, იქ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე; ნ--–-----------–---–ი 4 კლასი ზ--------–--ის საშუალო სკოლაში სწავლობდა და 2008 წლის შემდეგ სწავლა ქ. თბილისში გააგრძელა. ამჟამად, ოჯახი ქ. თბილისში ჯ---------აზე ცხოვრობს, ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია მოძრავი და უძრავი ქონება.

 

ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომელთა თანახმად, გასაუბრებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ.მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გამოიკვეთა მათი 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ი--------------–---–ისთვის, გ----------------–---–ისთვის, ე------ გ--------–---–-სთვის და ნ--–- გ--------–---–-სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ იყო მიზანშეწონილი.

 

დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------, 2016 წლის 13 მაისის №0------------, 2016 წლის 13 მაისის №0------------ და 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები მოსარჩელეებისათვის იძულებით გადაადგილებული პირთა - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათების გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №----, №----, №----, №---- ბრძანებებით ი--------------–---–ს, გ----------------–---–ს, ე----------------–---–ს და ნ--–-----------–---–ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირთა - დევნილთა სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელეთა მიერ 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვებასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარე აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტომდე მოსარჩელეები დედასთან - ლ--–-----------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ. გ----–ი, შ------------------------------ში. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი არ დგინდება სხვა მტკიცებულებით, სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/4------), რომლითაც დადგინდა ლ--–-----------–---–ის ე--------------–----–------ის სოფელ ზ--------–--ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაცია, რამდენადაც ის ეყრდნობოდა იმ პირთა გამოკითხვებს, რომელთაც მითითებული ფაქტი შემდგომ არ დაადასტურეს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მესამე პირის - ე--------------–----–------ის თვითმმართველის ერთეულის არცევის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებების ურთიერთშეჯერებით დგინდება მოსარჩელეების სოფელ ზ--------–--ში კონფლიქტის დაწყებამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი წარმოადგენენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, გასაჩივრებული აქტებით უარი უთხრათ სტატუსის მინიჭებაზე.

 

1.3.3. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №----, №----, №---- და №---- ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მათ შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ი--------------–---–ისთვის, გ----------------–---–ისთვის, ე----------------–---–ისთვის და ნ--–-----------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, როდესაც მიიჩნია, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ მითითებულ მუხლში განსაზღვრულ წინაპირობებს დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის. კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

 

აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წელს, სამინისტროს დამოუკიდებელი განცხადებებით მომართეს მოსარჩელეებმა: ი--------------–---–მა, გ----------------–---–მა, ე---------------–---–მა და ნ--–-----------–---–მა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მათი მითითებით, არიან დევნილები გ-----ს რაიონის სოფ. ზ--------–--იდან. საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, თითოეულ მოსარჩელეს ინდივიდუალურად ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გასაუბრების კითხვარი.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2002 წელს ი--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი: ქ. გ-----, შ-------------------------. აღნიშნული მონაცემი 2006 წელს განახლდა და მის საცხოვრებელ ადგილად დაფიქსირდა ქ. თბილისი, მისამართის გარეშე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე აღარ შეცვლილა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2006 წელს ე----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი: ქ. თბილისი. 2014 წლის 14 აპრილამდე აღნიშნული მონაცემი არ შეცვლილა და ე----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ქ. თბილისი.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2002 წელს გ----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი: ქ. გ-----, შ-------------------------. 2014 წლის 18 სექტემბრამდე აღნიშნული მონაცემი არ შეცვლილა და გ----------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ქ. გ-----.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2006 წელს ნ--–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი: ქ. თბილისი. 2014 წლის 14 აპრილამდე აღნიშნული მონაცემი არ შეცვლილა და ნ--–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ქ. თბილისი.

 

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებკანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს“. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია“, ხოლო, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს“. შესაბამისად, კანონი მოსარჩელეს ავალდებულებდა, საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა რეგისტრაციის გასავლელად მიემართა სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურისათვის, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებდა.

 

აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 15 აპრილის M--------------------------–-–------------–-------------------- წერილების საფუძველზე დგინდება, რომ მოქალაქეები: ლ--–-----------–---–ი, ნ--–-----------–---–ი, გ----------------–---–ი და ი--------------–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდნენ ქ. გ-----, შ-----------------------------.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ 2015 წლის 24 აპრილის N39, N40, N41 და N42 ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, მოსარჩელეები 2008 წლის რუსეთთან ომამდე მუდმივად ცხოვრობდნენ გ-----ს რაიონში, სოფ. ზ--------–--ში, განვმარტავთ, რომ ისინი გაცემული ზეპირი მეხსიერების საფუძველზე, საკითხის დამატებითი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც ნაკლებ სარწმუნოს ხდის ასეთი ცნობების ნამდვილობას. გარდა აღნიშნულისა, ცნობილია, რომ ომის დროს განადგურდა საკომლო ჩანაწერები ვერ იქნა გამოტანილი ვერც ერთი დოკუმენტი. კომისია საცხოვრებელი სახლის არსებობას და იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ნათესაური კავშირის დადასტურებას საკმარის ფაქტად მიიჩნევს, მისი მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას. სასამართლო ასევე დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებობს მათი ახსნა-განმარტებების გამაბათილებელი წერილობითი მტკიცებულებები.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს (მოსარჩელეების ბიოგრაფია, დაბადების, სწავლის, მუშაობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილები, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მოძიებული იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რის შედეგადაც არ დადასტურდა მოსარჩელეთა მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე).

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს მხოლოდ პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს და განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით, პალატა უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე (საქმე ბს-1896-1849(კ-10); სუსგ 09.06.2011 წ.).

 

პალატა განმარტავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით განსაზღვრული იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში). გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას და მის ფოტოგრაფირებას. ფოტოგრაფირებას არ ექვემდებარება 6 წლამდე ასაკის ბავშვი. მითითებული მუხლის მე-20 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მოხელემ 2015 წლის 15 მაისს მათთან ჩაატარა გასაუბრება და შეადგინა გასაუბრების კითხვარი. განმცხადებლებთან შევსებული კითხვარებით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებამდე ოჯახში ცხოვრობდნენ დედა - ლ--–-----------–---–ი და ოთხი შვილი: ი--------------–---–ი, გ----------------–---–ი, ე----------------–---–ი და ნ--–-----------–---–ი. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო სოფელი ზ--------–--ი.

 

ამავე კითხვარების თანახმად, ი--------------–---–ი ცხოვრობდა ზ--------–--ში და სკოლაში დადიოდა გ----–ი, 7 კლასი დაამთავრა გ-----ს №7 საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლობდა პროფ.ტექნიკუმში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - სოფელ ზემო არცევი დატოვა 2009 წლის ბოლოს; ე------ გ--------–---–- 4 კლასი სწავლობდა ზემო არცევში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. თბილისში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - ზ--------–--ი დატოვა 2010 წელს, ვინაიდან სოფელში დარჩენა აღარ შეიძლებოდა (ქართული გვარის გამო ავიწროვებდნენ); გ----------------–---–ი სწავლობდა ზ--------–--ის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს და შემდეგ, ჩააბარა თბილისში, ალმა-მატერის კოლეჯში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 2010 წელს, იქ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე; ნ--–-----------–---–ი 4 კლასი ზ--------–--ის საშუალო სკოლაში სწავლობდა და 2008 წლის შემდეგ სწავლა ქ. თბილისში გააგრძელა. ამჟამად, ოჯახი ქ. თბილისში ჯ---------აზე ცხოვრობს, ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია მოძრავი და უძრავი ქონება.

 

ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომელთა თანახმად, გასაუბრებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ.მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გამოიკვეთა მათი 2008 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ი--------------–---–ისთვის, გ----------------–---–ისთვის, ე------ გ--------–---–-სთვის და ნ--–- გ--------–---–-სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არ იყო მიზანშეწონილი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2016 წლის 13 მაისის №0------------, 2016 წლის 13 მაისის №0------------, 2016 წლის 13 მაისის №0------------ და 2016 წლის 13 მაისის №0------------ მოხსენებითი ბარათებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები მოსარჩელეებისათვის იძულებით გადაადგილებული პირთა - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათების გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №----, №----, №----, №---- ბრძანებებით ი--------------–---–ს, გ----------------–---–ს, ე----------------–---–ს და ნ--–-----------–---–ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირთა - დევნილთა სტატუსის მინიჭებაზე.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელეთა მიერ 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მხარე აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტომდე მოსარჩელეები დედასთან - ლ--–-----------–---–თან ერთად ცხოვრობდა ქ. გ----–ი, შ------------------------------ში. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტი არ დგინდება სხვა მტკიცებულებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/4------), რომლითაც დადგინდა ლ--–-----------–---–ის ე--------------–----–------ის სოფელ ზ--------–--ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაცია, რამდენადაც ის ეყრდნობოდა იმ პირთა გამოკითხვებს, რომელთაც მითითებული ფაქტი შემდგომ არ დაადასტურეს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელია აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მესამე პირის - ე--------------–----–------ის თვითმმართველის ერთეულის არცევის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებების ურთიერთშეჯერებით დგინდება მოსარჩელეების სოფელ ზ--------–--ში კონფლიქტის დაწყებამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეები წარმოადგენენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, გასაჩივრებული აქტებით უარი უთხრათ სტატუსის მინიჭებაზე. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 მაისის №----, №----, №---- და №---- ბრძანებები, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებიან კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ მოსარჩელეების კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავენ მათ და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართებულად დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ი--------------–---–ისთვის, გ----------------–---–ისთვის, ე----------------–---–ისთვის და ნ--–-----------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი