განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310019003362580 (3/ბ-19-20წ.)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - თ----–- წ------–---–ი
წარმომადგენელი - გ-----------–--ე, ი--------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ-–-------- მ-------–---–ი
წარმომადგენელი - მ------ ლ----ე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება
წარმომადგენელი - ა-–---------- ა----–--ე
დავის საგანი - 2019 წლის 21 დეკემბრის №0----0 შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
განხილვის ფორმა-ზეპირი განხილვით
1.საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
1.2.2019 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ-–-------- მ-------–---–მა (წარმომადგენელი მ------ ლ----ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიმართ ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2019 წლის 21 დეკემბერს მის მიმართ შედგენილი №0----0 შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით.
1.3. მოსარჩელის მიერ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა სარჩელსა და სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გადმოცემული განმარტებით დაემყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.3.1.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით ვ-–-------- მ-------–---–ს განესაზღვრა შვილის-ე---–- მ-------–---–ის ნახვის დღეები შემდეგნაირად: ,,ბავშვის-ე---–- მ-------–---–ის ორი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ვ-–-------- მ-------–---–ს მისი ნახვის დღეები განესაზღვროს კვირაში ორი დღე: შაბათს 13 საათიდან კვირა დილის 10 საათამდე, ღამე დარჩენით“;
1.3.2. 2019 წლის 21 დეკემბერს, ვ-–-------- მ-------–---–ი სასამართლო განჩინებით განსაზღვრულ შაბათ დღეს, 13:00 სათისათვის, შეხვდა ყოფილ მეუღლეს-თ----–- წ------–---–ს ქ. ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე შვილის თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის მიზნით.
1.3.3. შეხვედრის ადგილზე მათ შორის შედგა საუბარი, რომელიც ძირითადად შეეხებოდა მის მამართ ბრალდებებს. იგი შეეცადა განრიდებოდა ყოფილ მეუღლესთან საუბარს და ამ მიზნით ბავშვი ჩასვა მანქანაში, თუმცა თ----–- წ------–---–ი მაინც ცდილობდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანას, რაც გამოიხატებოდა ხელშეხებით. კერძოდ, საჭესთან დაჯდომისას ყოფილმა მეუღლემ მას სახეში გააწნა სილა. ის შეეცადა მანქანა დაეძრა და განემუხტა მდგომარეობა, ვინაიდან ბავშვი იყო ამ ფაქტის თვითმხილველი, თუმცა თ----–- წ------–---–ი მას მანქანის წინ გადაუდგა და არ აძლევდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას. ის შემდგომაც სახლამდე აედევნა მას და ბავშის წართმევა გადაწყვიტა, განაგრძობდა მის მიმართ ძალადობრივი მოქმედებების განხორციელებას, რა დროსაც ის და ბავშვი ლამის კიბეზე დააგორა, თუმცა მან შეძლო ბინაში შესვლა ბავშვთან ერთად, რის შემდეგაც პირველ რიგში მან დააყნარა ბავშვი, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე შეშინებული იყო, ხოლო მოგვიანებით კი მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.
1.3.4.2019 წლის 21 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ----–- წ------–---–მა მის წინააღმდეგ შეიტანა განცხადება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში იმაზე მითითებით, რომ თითქოს მან იძალადა ყოფილ მეუღლეზე , სახელდობრ მასზე განახორციელა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, რის საფუძველზეც მასთან მიმართებით 2019 წლის 21 დეკემბერს გამოიცა სადაო შემაკავებელი ორდერი №0----0 , რომლითაც მას აეკრძალა მსხვერპლთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია, ასევე სახლთან და სამსახურთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელ ორდერში №0----0 მითითებულია, რომ ,,მოძალადე’’ ვ-–-------- მ-------–---–ი ,,მსხვერპლს“- ყოფილ მეუღლეს აყენებს ,,ფსიქოლოგიურ“ და ,,ფიზიკურ“ ძალადობას.
1.3.6.მოსარჩელის მტკიცებით, მას თ----–- წ------–---–ზე არც ფსიქოლოგიური და არც ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, პირიქით, 2019 წლის 21 დეკემბერს, სწორედ თ----–- წ------–---–მა იძალადა მასზე და სახეში გაარტყა ხელი. აღნიშნულის თაობაზე დარეკა პოლიციაში, თუმცა მის შეტყობინებას რეაგირება არ მოჰყოლია.
1.4..მოპასუხე შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---------- ა----–--ემ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ,,მსხვერპლის“ თ----–- წ------–---–ის მიერ მითითებული ფაქტების საფუძველზე და არ არსებობს 2019 წლის 21 დეკემბრის №0----0 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი. შემაკავებელ ორდერში ,,ფიზიკური“ ძალადობის შესახებ მითითება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და სპეციალური კითხვარის შევსების შემდეგ, სწორედ ,,მსხვერპლის“ განმარტების საფუძველზე, მოხდა აღნიშნულის მითითება.
1.5.მესამე პირმა, თ----–- წ------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა გ-----------–--ემ წარმოდგენილი განცხადებითა და 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გადმოცემული განმარტებით მხარი დაუჭირეს ვ-–-------- მ-------–---–თან მიმართებაში გამოცემულ შემაკავებელ ორდერს და განმარტეს, რომ 2019 წლის 21 დეკემბრის №0----0 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან ვ-–-------- მ-------–---–მა არა მხოლოდ ამჟამად იძალადა მასზედ, არამედ წარსულშიც ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, ხოლო 2019 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ქ. ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე ს------ის ბენზოგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს იგი შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-------- მ-------–---–ს, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვის ნახვის დღეების საფუძველზე ბავშვის მამაზე გადასაცემად. იგი იყო მარტო, ბავშვი ეჯინა უკანა სალონში. ავტომანქანა უკანა მხრიდან მიუყენა ვ-–-------- მ-------–---–ის ავტომანქანას. ვ-–--------ი ჩამოვიდა ავტომანქანიდან და მივიდა მასთან ტროტუარის მხრიდან. მან მას უთხრა, რომ ბავშვს გამწვავებული ჰქონდა ბრონხიტი და კარგი იქნებოდა, თუ ბავშვს წაიყვანდა ბაკურიანში დასასვენებლად (ბაკურიანში), რომელმაც უარი უთხრა ბავშვის ბაკურიანში წაყვანაზე იმ მოტივით, რომ სამსახურის გამო არ ჰქონდა დრო და რადგან ის ალიმენტს იხდიდა შვილის სარჩოდ, ის, როგორც დედა ,იყო ვალდებული ეზრუნა შვილზე. მან აღნიშნულზე უპასუხა, რომ მხოლოდ ალიმენტის გადახდა არ იყო საკმარისი, რამაც გამოიწვია მათ შორის შეკამათება, რის გამოც ვ-–-------- მ-------–---–ი გახდა აგრესიული, ისარგებლა ჩამოწეული მინით, ხელის შემოყოფით გააღო კარები, თან ხმამაღლა აგინდებდა დედის მისამართით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, გადმოათრია მანქანიდან, გადაუგრიხა ორივე ხელი, დააგდო ძირს და ცდილობდა ასფალტზე დაერტყმევინებინა თავი, რის შედეგადაც დაუზიანდა მარჯვენა ხელის ფალანგები, საიდანაც წამოუვიდა სისხლი და იგრძნო ძლიერი ტკივილი. ხმაურზე შორიახლოს შეგროვდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორისაც , როგორც შემდეგ გაირკვა, ნაცნობებიც იყვნენ, თუმცა ვ-–-------- მ-------–---–ი არავის მორიდებია. აღნიშნულის შემდგომ მან ბავშვი გადმოიყვანა სალონიდან და ჩაისვა ავტომანქანაში და წაიყვანა სახლში. იმის გამო, რომ ბავშვს არ ეცვა ქურთუკი და არ ეხურა ქუდი, ის იძულებული გახდა საკუთარი ავტომანქანით გაჰყოლოდა ვ-–-------- მ-------–---–ს ბავშვის სათანადოდ შესამოსად. ის სიგნალს აძლევდა მანქანის გასაჩერებლად, მაგრამ ვ-–--------ს თავის სახლამდე მანქანა არ გაუჩერებია.აღნიშნულ ადგილამდე მივიდნენ ერთდროულად, სადაც ბავშვს ჩააცვა ქურთუკი, თუმცა ქუდის დახურება ვერ მოასწო ვ-–-------- მ-------–---–მა ისე გასტაცა ბავშვი ხელიდან და შეიყვანა სახლში. მან მოაბრუნა ავტომანქანა და რადგან სხეული ერთიანად ტკიოდა, დაუყოვნებლივი რეაგირებისათვის მიმართა პოლიციის განყოფილებას, სადაც განაცხდა მომხდარის შესახებ, სადაც დაიწყო გამოძიება და ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მისივე განმარტებით, ა----–-----–ის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს მას ვ-–-------- მ-------–---–ისათვის ხელი არ დაურტყამს და ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია.
ამდენად, მესამე პირის განმარტებით სადავო შემაკავებელი ორდერი ვ-–-------- მ-------–---–ის მხიდან თ----–- წ------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო გამოიცა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით ვ-–-------- მ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა - გაუქმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–---------- ა----–--ის მიერ ვ-–-------- მ-------–---–ის მიმართ შედგენილი 2019 წლის 21 დეკემბრის №0----0 შემაკავებელი ორდერი.
2.1.გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
2.1.1.ვ-–-------- მ-------–---–სა და თ----–- წ------–---–ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი. ვ-–-------- მ-------–---–ი და თ----–- წ------–---–ი განქორწინებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვი ცხოვრობს დედასთან. ამასთან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის 2------17 განჩინებით მხარეები შეთანხმდნენ შვილის, ე---–- მ-------–---–ის ნახვის დღეებთან დაკავშირებით.
2.1.2.2019 წლის 21 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე, თ----–- წ------–---–ი შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-------- მ-------–---–ს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვის ნახვის დღეების საფუძველზე მამაზე ბავშვის გადასაცემად ,რა დროსაც თ----–- წ------–---–მა მოსთხოვა ვ-–-------- მ-------–---–ს ბავშვის ზამთრის კურორტზე (ბაკურიანში) წაყვანა, რაზედაც ვ-–-------- მ-------–---–მა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ სამსახურის გამო არ ჰქონდა დრო. აღნიშნულმა უარმა გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება.
2.1.3.თ----–- წ------–---–ი 2019 წლის 21 დეკემბერს 14:45 საათზე გამოცხადდა შსს ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში და განაცხადა მის მიმართ ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ. 2019 წლის 21 დეკემბერს 14.57 საათზე ვ-–-------- მ-------–---–მა ასევე ოფიციალურად განაცხადა მის მიმართ თ----–- წ------–---–ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ.
2.1.4. ვ-–-------- მ-------–---–ი ა----–-----–ის გამზირიდან შვილთან ერთად გაემართა სახლში, ხოლო თ----–- წ------–---–ი მას ავტომანქანით აედევნა. საქმის განხილვისას თ----–- წ------–---–მა განმარტა, რომ მისი მიზანი იყო ე---–-სათვის ქურთუკის გადაცემა, თუმცა თვითმხილველი მოწმეების (მ--- გ------ე და ნ--- მ-------–---–ი) განმარტება გამორიცხავს აღნიშნულს და მიუთითებს თ----–- წ------–---–ის განზრახვაზე, არ შეესრულებია სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება მამაზე შვილის გადაცემის თაობაზე და დაესაჯა ვ-–-------- მ-------–---–ი, როგორც მამა, რადგან მისი გაღიაზიანება გამოიწვია ბავშვის ბაკურიანში წაყვანასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელის უარმა.
2.1.5.სასამართლომ არ გაიზიარა ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან თ----–- წ------–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება მოწმედ დაკითხული დ-------- ლ-–----ქ----ის განმარტება, რადგან ამ უკანასკნელმა სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოს მისცა ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი ჩვენებები. სახელდობრ სასამართლო სხდომაზე განმარტა იმის შესახებ , რომ თითქოსდა 2019 წლის 21 დეკემბრის იგი იმყოფებოდა ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე, რა დროსაც დაინახა, რომ კამათობდნენ ქალი და მამაკაცი, რომელიც აგინებდა ქალს დედის მისამართით, შემდეგ ხელები გადაუტრიალა ქალს, ასფალტზე ძირს დააგდო, რის შემდეგაც ბავშვი ჩაისვა ავტომანქანაში და წავიდა. მოწმის განმარტებით ,ის იმყოფებოდა მოდავე მხარეებიდან 10-12 მეტრში, ანუ ის იყო ფაქტის თვითმხილველი ხოლო საგამოძიებო ორგანოში 2019 წლის 23 დეკემბერს ამ უკანაკსნელის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მას 2019 წლის 21 დეკემბერს თ----–- წ------–---–ი დაუკავშირდა ტელეფონით და უთხრა, რომ ქ. ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე, ის შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს ვ-–-------- მ-------–---–ს, მამაზე ბავშვის გადასაცემად. თ----–- წ------–---–მა მოსთხოვა ვ-–-------- მ-------–---–ს ბავშვის ზამთრის კურორტზე (ბაკურიანში) წაყვანა, რაზედაც ვ-–-------- მ-------–---–მა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ სამსახურის გამო არ ჰქონდა დრო. ამის გამო, თ----–- წ------–---–ს არ სურდა ბავშვის მამაზე გადაცემა. 2019 წლის 27 დეკემბერს დ-------- ლ-–----ქ----ე მისივე განცხადების საფუძველზე გამოიკითხა შს სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ გ------- გ--------ის მიერ. აქ უკვე დ-------- ლ-–----ქ----ე იხსენებს, რომ იგი 2019 წლის 21 დეკემბერს იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე და თ----–- წ------–---–ის და ვ-–-------- მ-------–---–ის დაპირისპირების თვითმხილველი გახდა.ამასთან, იცნო დაპირისპირებული მხარეები.ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დ-------- ლ-–----ქ----ის ჩვენება აშკარად წინააღმდეგობრივი იყო, იგი არ შეიძლება გაზიარებული ყოფილიყო სასამართლოს მიერ.
2.1.6. სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ვ-–-------- მ-------–---–ი უფლებამოსილი იყო თავისთან წაეყვანა შვილი და ეზრუნა მასზე, აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ ის შეხვდა თ----–- წ------–---–ს და წაიყვანა შვილი, ხოლო თ----–- წ------–---–ის ქმედება, ავტომანქანით ადევნება, ვ-–-------- მ-------–---–ის საცხოვრებელთან მისვლა და კონფლიქტი, მისი მხრიდან ვ-–-------- მ-------–---–ის პროვოცირების ნიშნებს უფრო შეიცავდა, ვიდრე ბავშვის საუკეთესო, უპირატესი უფლებების განხორციელების მცდელობას.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“საქართველოს კანონზე, მიუთითა, რომ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, ,,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომელიც განმარტავს ძალადობის არსს. მიმოიხილა მსხვერპლისა და მოძალადის დეფინიცია. სასამართლომ განმარტა აღნიშნული კანონის მე-91 მუხლი, რომლის თანახმადაც შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში თ----–- წ------–---–ის უფლებებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობდა საოჯახო დავიდან, ეყრდნობოდა პიროვნულ ურთიერთბრალდებებს, რაც ცალსახად ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას და რომ მათ შორის ამ სახის დამოკიდებულება ასევე გამოვლინდა საქმის განხილვისას.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიძებნა და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ვ-–-------- მ-------–---–მა ფიზიკურად იძალადა თ----–- წ------–---–ზე.
საქმის მასალების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა არ იკვეთებოდა, რადგან რეალურად არც ამჟამად და არც წარსულში არსებობდა ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან თ----–- წ------–---–ზე რაიმე სახის ძალადობის ფაქტი და რომ შესაბამისად არ არსებობდა ,,მსხვერპლის“ დაცვის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვ-–-------- მ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და უნდა გაუქმებულიყო საქართველოს შს სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–---------- ა----–--ის მიერ 2019 წლის 21 დეკემბრის გამოცემული №0----0 შემაკავებელი ორდერი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა თ----–- წ------–---–ის მიერ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგზე მითითებით:
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ვ-–-------- მ-------–---–ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა პოლიციის მიერ 21.12.2019წ. გამოცემული №0----0 შემაკავებელი ორდერი იმ საფუძვლით, რომ „საქმის მასალებით, არ დასტურდება ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან თ----–- წ------–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი... საქმის მასალებში არ მოიძებნება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ვ-–-------- მ-------–---–მა ფიზიკურად იძალადა თ----–- წ------–---–ზე“. გადაწყვეტილებით არა მარტო ამ ნაწილში იქნა გაზიარებული მოსარჩელე ვ-–-------- მ-------–---–ის არასწორი განმარტება, არამედ სასამართლომ ეს განმარტება ფაქტიურად მთლიანად უკრიტიკოდ მიიღო, როგორც სრული ჭეშმარიტება, როცა ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიუთითა, რომ „მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 21 დეკემბერს, სწორედ თ----–- წ------–---–მა იძალადა მასზე და სახეში ხელი დაარტყა. აღნიშნულის თაობაზე დარეკა პოლიციაში და რაღაც მიზეზთა გამო, რეაგირება არ მოჰყოლია მის შეტყობინებას. 2019 წლის 21 დეკემბერს, თ----–- წ------–---–მა უარი უთხრა შვილის გადაცემაზე, შემდეგ ავტომანქანით გაჰყვა სახლში და ცდილობდა ბავშვის წართმევას, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო, რადგან შევიდა სახლში და დაკეტა კარები“.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განჩინებაში თუმცა მართებულად არის აღნიშნული, რომ „განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან თ----–- წ------–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენა“, მაგრამ ამის შემდგომ ციტატას მოსდევს შემდეგი მცდარი დასკვნა: „საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ... არ დასტურდება ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან თ----–- წ------–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი“.
საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ არსებითად თავი აარიდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენას, თუ რა მოხდა სინამდვილეში ქ. ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე, 21.12.2019 წელს, დაახლოებით 13:00 საათზე, სადაც და როდესაც ადგილი ჰქონდა ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 126-ე (პრიმა) მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ოჯახში ძალადობა) ჩადენის ფაქტს. უდავოა, რომ აღნიშნულ დროსა და ადგილას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბავშვის გადაცემა-წაყვანის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ განქორწინებული და ცალ-ცალკე მცხოვრები მეუღლეები: მოსარჩელე ვ-–-------- მ-------–---–ი და მესამე პირი თ----–- წ------–---–ი, რომელთა შორის მოხდა კონფლიქტი (ვინ ვისზე რა ფორმით იძალადა და რა დაზიანება მიაყენა-კიდევ სხვა საკითხია).
საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილებით არ არის უარყოფილი და სასამართლო ფაქტობრივად იზიარებს, რომ „მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, მხარეთა კონფლიქტური დამოკიდებულება ასევე გამოვლინდა საქმის განხილვისას“. უფრო მეტიც, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თ----–- წ------–---–ი 2019 წლის 21 დეკემბერს, 14:45 საათზე გამოცხადდა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში და განაცხადა მის მიმართ ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 21 დეკემბერს, 14:57 საათზე ვ-–-------- მ-------–---–მა ასევე ოფიციალურად განაცხადა მის მიმართ თ----–- წ------–---–ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ“. ასეთ ვითარებაში, ცხადია, გადაწყვეტილების მიხედვით, აქცენტის გადატანა სხვა ტერიტორიულ ადგილზე (გ--------ის ქ. №34-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე) ვ-–-------- მ-------–---–სა და თ----–- წ------–---–ს შორის გაგრძელებულ ურთიერთობაზე, როგორც მთავარ ფაქტობრივ გარემოებაზე, სწორი არ არის, ვინაიდან ოჯახური ძალადობის (დანაშაულის) ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ ა----–-----–ის გამზირზე. ამ ფაქტს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებს კონფლიქტის ორთავე მხარე-ვ-–-------- მ-------–---–იც და თ----–- წ------–---–იც, თუმცა თითოეული მათგანი საპოლიციო გამოკითხვის ოქმების და სასამართლოში მიცემული განმარტებების თანახმად, თავს იმართლებს და ადანაშაულებს მეორე მხარეს.
საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 21.12.2019 წელს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №- განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო (ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ პროკურორის პრეროგატივაა) 21.12.2019 წელს ქ. ქუთაისში, დ----- ა----–-----–ის გამზირზე თ----–- წ------–---–ის მიმართ მისი ყოფილი მეუღლის ვ-–-------- მ-------–---–ის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით. თუკი პირიქით, თ----–- წ------–---–ის მხრიდან ვ-–-------- მ-------–---–ის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ექნებოდა ადგილი, როგორც ამას მიუთითებდა შემთხვევის დღეს, თ----–- წ------–---–ის მიერ პოლიციაში განცხადების წარდგენიდან 12 წუთის შემდეგ შეტანილ განცხადებაში ვ-–-------- მ-------–---–ი, ბუნებრივია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დანაშაულის ამ ფაქტზე ან ამ ფაქტზეც დაიწყებოდა. პოლიცია თანამდებობრივ უმოქმედობას არ გამოიჩენდა და ვ-–-------- მ-------–---–ის მიმართ დანაშაულის რეალურად ჩადენის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენდა. ნათელია, რომ ვ-–-------- მ-------–---–მა, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზნით, პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც შეიტყო, რომ პოლიციის №- განყოფილებაში გამოცხადებული თ----–- წ------–---–ი ტერიტორიული ქვემდებარეობის მიხედვით, პოლიციის მუშაკებმა გადაიყვანეს №- განყოფილებაში, სადაც თ----–- წ------–---–ის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. მთავარი მაინც ისაა, ფიზიკური დაზიანების რა ობიექტური კვალი სად ეტყობოდა 21.12.2019 წელს ცალკე თ----–- წ------–---–ს და ცალკე ვ-–-------- მ-------–---–ს და რა უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება ასეთი კვალის არსებობა. ჯანმრთელობის განზრახ ფიზიკური დაზიანება, თუნდაც იგი მსუბუქი ხარისხის დაზიანებად არ შეფასდეს, სავსებით საკმარისია ქმედების ოჯახურ ძალადობად კვალიფიკაციისათვის (საქართველოს სსკ-ის 126-ე (პრიმა) მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის განზრახ ფიზიკური დაზიანება მსუბუქი ხარისხისაა, ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. თ----–- წ------–---–ის მარჯვენა ხელის თითების ფალანგების დაზიანება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში თავად თ----–- წ------–---–ის, აგრეთვე, მოწმეების-ც---–- წ------–---–ის (მსხვერპლის დედა) და დ-------- ლ-–----ქ----ის (მსხვერპლის ნათესავი) გამოკითხვის ოქმებით, აგრეთვე, ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს, სასამართლოს სხდომაზე თ----–- წ------–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით და აღნიშნულ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით. იგივე ფაქტი ამავე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხე პოლიციის №- განყოფილების წარმომადგენელმა ა-–---------- ა----–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს, ე.ი. 21.12.2019 წელს, პირადად ნახა თ----–- წ------–---–ი და ვ-–-------- მ-------–---–ი, მაგრამ ამ უკანასკნელს გარეგნულად რაიმე დაზიანება არ ემჩნეოდა, ხოლო თ----–- წ------–---–ს დაზიანებული ჰქონდა ხელის თითები, კერძოდ, სისხლი არ მოსდიოდა, მაგრამ თითები გაწითლებული იყო და ჰქონდა ნაკაწრები. ვ-–-------- მ-------–---–ის თავსა და სახეზე სიწითლის კვალის შესახებ აღნიშნა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მოწმედ დაკითხულმა ნ--- მ-------–---–მა (ვ-–-------- მ-------–---–ის ძმისშვილმა), რომელმაც აჩვენა, რომ ვ-–--------მა შეკითხვაზე უპასუხა, თ----–- მ-------–---–მა დამარტყა სახეშიო (ალბათ, გადაწყვეტილებაში ბეჭდური შეცდომაა და სიტყვების „თ----–- მ-------–---–ის“ ნაცვლად უნდა იყოს „თ----–- წ------–---–ი“). საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესზე მოსარჩელის მეორე მოწმედ დაკითხულმა მ--- გ------ემ (რომლის შვილი ვ-–-------- მ-------–---–ის ნათლულია), მოწმე ნ--- მ-------–---–ის ჩვენების საწინააღმდეგოდ, არ დაადასტურა ვ-–-------- მ-------–---–ის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალის არსებობა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდება თ----–- წ------–---–ის მარჯვენა ხელის თითების ფალანგების დაზიანების ფაქტი, ასეთი კიდევ უფრო უტყუარად დაადასტურებს, რომ თ----–- წ------–---–მა აღნიშნული დაზიანება მიიღო მაშინ, როცა ვ-–-------- მ-------–---–მა მას აგინა, იძულებით გადმოათრია ავტომანქანაში მარჯვენა საჭესთან მჯდომი, გადაუგრიხა ხელები, მოუჭირა ხელი მარჯვენა მტევანზე და დააგდო ძირს, რათა ასფალტზე დაერტყემევინებინა თავი. ანუ ადგილი ჰქონდა ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან თ----–- წ------–---–ის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, თანაც მცირეწლოვანი შვილის, ე---–- მ-------–---–ის თანდასწრებით, რომელიც იჯდა თ----–- წ------–---–ის ავტომანქანის უკანა სალონში.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად არ დაადგინა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მათ არ მისცა მართებული შეფასება. კერძოდ, სასამართლომ საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებათა საწინააღმდეგოდ (რომ არაფერი ითქვას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე, რომლებიც პოლიციიდან წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში რატომღაც არ აღმოჩნდა) მცდარად დაასკვნა, რომ მესამე პირის (მსხვერპლის) თ----–- წ------–---–ის მიმართ მისი ყოფილი მეუღლის, ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. მართალია, გადაწყვეტილებაში სასამართლომ მრავლად მიუთითა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე, ძირითადად სწორად განმარტა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ცნებები და ამავე კანონით განსაზღვრული სხვა მნიშვნელოვანი ტერმინები, მაგრამ იმის გამო, რომ კვლევა სიღრმისეულად და საჭირო მიმართულებით არ წარმართა, ვერ დაადგინა ძალადობის აშკარა ფაქტების არსებობა და, შესაბამისად, მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები, ინკვიზიციურობის პრინციპის შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის, შეგროვებისა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების ნაწილში. საქმეში არსებული მტკიცებულებები შეფასდა არასწორად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის უგულებელყოფით, რომ მათ საფუძველზე არ შეიძლება ოჯახური ძალადობის ფაქტის დადგენა. საპროცესო სამართლის ხსენებული ნორმების დარღვევას შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 394-ე მუხლის „ე“, „ე“ (პრიმა) პუნქტები). გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ უნდა დარჩეს ძალაში იმის გამოც, რომ როგორც ადმინისტრაციული საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, პოლიციის მხრიდან ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლენილი და დადასტურებულია ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის და მყარ საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში, თ----–- წ------–---–ის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, რათა სასამართლოს მხრიდან არ მოხდეს მოძალადის წახალისება და მსხვერპლს არ გაუჩნდეს დაუცველობის განცდა.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გამოიკვლია სააპელაციო პალატის მიერ მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველზე შესაბამისი საოქმო განჩინებით გამოთხოვილი და მოპოვებული მტკიცებულებები, სახელდობრ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და მხარეთა შორის მომხდარი კონფლიქტის და ამდენად, განასხილველი ფაქტობრივი გარემოების ამსახველი შპს „ს------ ჯ-------- პ--------–----ის“ ბენზოგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ თ----–- წ------–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიზანია უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლო კანონის მესამე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
პალატა მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ, ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს.
მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ა” ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკური ძალადობა განმარტებულია, როგორც – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
პალატა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, ფარული ფორმა, რომელიც შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული), რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.
პალატის მოსაზრებით, ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. კლიმატის ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან თ----–- წ------–---–ის მიმართ არც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი და მოცემული ეტაპისათვის არსებული ვითარების შეფასებით, არც ამგვარის გონივრული მოსალოდნელობა იკვეთება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.
განსახილველ შემთხვევაში საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებული იქნა ვ-–-------- მ-------–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, არ გასაჩივრებულა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოხატული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით ობიექტური მონაცემებით უნდა დასტურდებოდეს, თავის მხრივ კი ეს მონაცემები საქმეში არსებულ კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, რომელთა სწორი და ობიექტური შეფასება და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა სასამართლოს კანონისმიერი ვალდებულებაა.
სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ვ-–-------- მ-------–---–მა იძალადა თ----–- წ------–---–ზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა გარდა პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისას საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებისა, უტყუარად დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით - შპს ,,ს------ ჯ-------- პ--------–----ის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერით, რომელიც თვალნათლივ ასახავს მხარეებს შორის 2019 წლის 21 დეკემბერს ქ. ქუთაისში, 13:18 საათიდან 13:21 საათამდე ა----–-----–ის გამზირზე განვითარებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად მას სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობისა და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით გააჩნია შინაგანი რწმენის შემქნელი არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა. წარმოდგენილი ვიდეოფირის მიხედვით დასტურდება ვ-–-------- მ-------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტების სისწორე და არ დადასტურდა ვ-–-------- მ-------–---–ის მიერ თ----–- წ------–---–ის მანქანიდან იძულებით გადმოყვანის, ასფალტზე დაგდებისა და ამდენად ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი. პირიქით, ფიქსირდება, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოხდენილია თ----–- წ------–---–ის მიერ. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თავდაპირველად მხარეები საუბრობენ ერთმანეთის პირისპირ, შემდგომ ვ-–-------- მ-------–---–ს ბავშვი გადმოჰყავს ავტომანქნიდან და უჭირავს ხელში , რა დროსაც მხარეთა შორის საუბარი ისევ გრძელდება, რის შემდგომაც ის შვილს სვამს თავისი მანქანის უკანა სავარძელზე (როგორც ამ უკანასკნელის მიერ განიმარტა ბავშვისათვის განსაზღვრულ სპეციალურ სავარძელში), თუმცა თ----–- წ------–---–ი არ აძლევს მას კარების დაკეტვის შესაძლებლობას და ცდილობს ავტომანქანაში ჩაჯენილი ბავშვის უკანვე გადმოყვანას. ვ-–-------- მ-------–---–ი გაწეული წინააღმდეგობის ფონზე ახერხებს კარების დაკეტვას, მანქანის მარჯვენა მხარეს საჭის ადგილამდე მისვლას და ჩაჯდომას , თუმცა მას თან მისდევს თ----–- წ------–---–ი და ახდენს ასეთ მდგომარეობაში მყოფთან მიმართებით მარჯვენა ხელის მოქნევას ზემოდან ქვემოთ, რის საპასუხოდაც ვ-–-------- მ-------–---–ი გადმოდის მანქანიდან და მიდის თ----–- წ------–---–ის მიმართულებით, რომელიც ამ დროისათვის სწრაფი ნაბიჯებით იხევს უკან თავისი მანქანისაკენ, თუმცა ბრუნდება უკანვე და კვლავ მოიწევს ვ-–-------- მ-------–---–ისკენ, რომელიც ხელის აქნევით არაერთგზის იგერიებს მას, ჯდება მანქანაში და ცდილობს მანქანის გზაზე გაყვანას, თუმცა ამჯერადაც თ----–- წ------–---–ი წინ ეღობება მანქანას და ზღუდავს გადაადგილების შეასძლებლობას.. მანქანის გზაზე გაყვანის შემდგომ თ----–- წ------–---–იც სწრაფად ჯდება საკუთარ ავტომობილში და მიდის იმავე მიმართულებით , რა მიმართულებითაც ვ-–-------- მ-------–---–ი გადაადგილდება.(იხ ვიდეოფირი 13:18-13:21 საათი).
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-ლ----------------–ის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 25 დეკემბრის №5--------- სასამართლო-სამედიცინო დასკვნით დადგენილია, რომ 21.12.2019 წ. 21:36—21:45 სთ-ზე ჩატარებული გასინჯვით მოქ. ვ-–-------- მ-------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღნიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, სახელდობრ მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურის მქონე მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით:-1,8x 0.7 სმ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.(იხ.ს.ფ.265-268).
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-ლ----------------–ის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 25 დეკემბრის №50-------- სასამართლო-სამედიცინო დასკვნით დადგენილია, რომ 21.12.2019 წ. 19:54—20:10 სთ-ზე ჩატარებული გასინჯვით მოქ. თ----–- წ------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღნიშნებოდა დაზიანებები ნაჭდვის სახით, სახელდობრ მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეხუთე თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი,მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით ზომით:-0,5 x 0.2. სმ. მარჯვენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის გარეთა ზედაპირზე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევის ზომით 0,5 x 0.2. სმ. მარჯვენა მტევნის შიგნითა ზედაპირზე მეოთხე თითის ძირითადი და შუა ფალანგის შესახსრების არეში-ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით:0.4-0.1 სმ-ზე.დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(იხ.ს.ფ.269-272 ).
მართალია, ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, როგორც თ----–- წ------–---–ს, ასევე ვ-–-------- მ-------–---–ს დაუფიქსირდათ ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების ფაქტები, თუმცა აღნიშნულთან მიმართებაში ვ-–-------- მ-------–---–ის განმარტება უფრო თანმიმდევრულია და ამასთან თანხვდენაშია საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან, მათ შორის მხარეთა შორის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოფირში ასახულ მოვლენათა განვითარებასთან, რომელიც უტყუარობის მაღალი სტანდარტით არ იძლევა თ----–- წ------–---–ის მიმართ ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას. ამასთან, პალატის თვალსაზრისით, თ----–- წ------–---–ის მარჯვენა მტევნის ფალანგებზე ნაჭდევები სავსებით შესაძლებელია განვითარებულიყო ვ-–-------- მ-------–---–ის მიერ მითითებულ გარემოებებში, კერძოდ როდესაც ის ცდილობდა მოეშორებინა მის ქურთუკს ჩაჭიდებული თ----–- წ------–---–ის ხელი. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შემდეგ არ დასტურდება რომ ვ-–-------- მ-------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ----–- წ------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. აღნიშნულზეც შემაკავებელი ორდერი შედგენილია მხოლოდ თ----–- წ------–---–ის განმარტების საფუძველზე. ამასთან, მისი განმარტების სანდოობა არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით ან/და ფაქტების ლოგიკური ჯაჭვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, საჩივრის ავტორს კი არ მიუთითებია გარემოებებზე და არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----–- წ------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდებa.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე