განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110100119003041409
საქმე №1/ბ-806-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორ - ფ-------- ს-----ის
ადვოკატის - ნ----- ც---–---ის
მსჯავრდებულ - ი----ე ჩ-------ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----ე ს------–ას ასული ჩ-------ის მიმართ დაბადებული 1970 წლის 24 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ჭიათურა, ი.ჭ-------ის ქუჩა N25.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი----ე ჩ-------ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 აპრილს, ქ.ჭიათურაში, ი.ჭ-------ის ქუჩა N25-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის სადარბაზოში, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, ამავე სახლში მცხოვრებმა ი----ე ჩ-------ემ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მისი მეზობლის - გ---–----ა მ----–--ის მიმართ, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს, სახის არეში, რის გამოც, გ---–----ა მ----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ი----ე ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ი----ე ჩ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ----- ც---–---ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი----ე ჩ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი.ჩ-------ის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტებს - მსჯავრდებულ ი----ე ჩ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ----- ც---–---ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
მოწინააღმდეგე მხარეს, საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილეს ფ-------- ს-----ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ---–----ა მ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ი----ე ჩ-------ემ მას გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ტკივილი. გ.მ----–--ის განმარტებით, მას ი.ჩ-------ისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ურთიერთშელაპარაკების დროს, ი----ემ მას მოულოდნენად ჩაარტყა ხელი. აღნიშნული ფაქტი დაინახა როგორც ა---ი წ--------–მა, ასევე, მამამისმა - თ---------- მ----–--ემაც.
მოწმის სახით დაკითხული ა---ი წ--------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს, იმყოფებოდა სახლში. გავიდა სიგარეტის მოსაწევად სადარბაზოში, რა დროსაც გაიგო ხმაური პირველი სართულიდან. როდესაც ჩავიდა ქვევით, დაინახა, რომ კამათობდნენ გ---–----ა მ----–--ე და ი----ე ჩ-------ე. კამათის დროს, ი----ე ჩ-------ემ ხელი დაარტყა გ---–----ა მ----–--ეს სახის არეში. ჩაერია კონფლიქტში და გააშველა ისინი. მოწმის განმარტებით, კამათისას, გ---–----ა მ----–--ეს, ი----ე ჩ-------ისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმის სახით დაკითხული თ---------- მ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გავიდე სადარბაზოში. დაინახა, რომ იდგნენ ი----ე, გ---–----ა და ა---ი. როდესაც გარეთ გადიოდა, დაინახა, რომ ი----ე ჩ-------ემ ხელი დაარტყა გ---–----ა მ----–--ეს სახის არეში, ლოყაში, რა დროსაც გ---–----ამ დაიძახა სიტყვები ,,ვაიმე დედა“. აღნიშნულ კონფლიქტში ჩაერია ა---ი წ--------–ი და გააშველა ისინი.
მოწმის სახით დაკითხული შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ვ-–-------- ც-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იყო ი----ე ჩ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ი.ჩ-------ეს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები, შეადგინა გირაოს გაფრთხილების ოქმი. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
მოწმის სახით დაკითხული ჭიათურის რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის რ----- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს, ჭიათურის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაწყებული იქნა გამოძიება გ---–----ა მ----–--ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე, გამოკითხა გ---–----ა მ----–--ე და ა---ი წ--------–ი, ასევე, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზა.
ი----ე ჩ-------ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 2019 წლის 19 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, განერვიულებულმა, თავი ვერ შეიკავა და სახის არეში ხელი გაარტყა გ---–----ა მ----–--ეს. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გერემოებით, რომ კამათისა და ურთიერთშელაპარაკების დროს, გ---–----ა მ----–--ემ და მამამისმა, მას, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწოდეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და სხვა უწმაწური სიტყვები. ასევე, თავად გ---–----ა მ----–--ემაც მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დაარტყა.
2019 წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ჭიათურაში, ჭ-------ის ქუჩა N25-ში და წარმოადგენს ოთხ სართულიან ლტოლვილთა საცხოვრებელ კორპუსს...... შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გ---–----ა მ----–--ე, პირველი სართულის სადარბაზოში უჩვენებს ადგილს, სადაც 2019 წლის 19 აპრილს, მასზე იძალადა მეზობელმა ი----ე ჩ-------ემ. გ---–----ა მ----–--ის მიერ ნაჩვენები ადგილი მდებარეობს სადარბაზოდან, საცხოვრებელი ბინებისკენ, მარცხენა მხარეს, ჩასასვლელი დერეფნის ე.წ. „კოლიდორის“ კიბეების თავში.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში. აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი----ე ჩ-------ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას.
მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში პალატას მსჯავრდებულ ი----ე ჩ-------ის მიერ, გ---–----ა მ----–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია დაზარალებულ ი----ე ჩ-------ის, ა---ი წ-------–ის და თ---------- მ----–--ის პირდაპირი ჩვენებები, რასაც ამყარებს მოწმის სახით დაკითხული შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლების - ვ-–-------- ც-–--–---–ის და რ----- ა-----ის ჩვენებები, ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ არც თვით მსჯავრდებული ი----ე ჩ-------ე არ უარყოფს, რომ მას შეურაჩხყოფა მიაყენა გ---–----ა მ----–--ემ, რის გამოც ხელი დაარტყა მას სახის არეში.
წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი----ე ჩ-------ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვისა მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ი----ე ჩ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი----ე ჩ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ი----ე ჩ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
ი----ე ჩ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე