განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2019
საქმის ნომერი
330310018002737550
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002737550

საქმე N3ბ/2036-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

03 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე )- ვ----– ა-----–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–- კ---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

მესამე პირები - დ--------------–---–ი, ნ----------–--- (ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი - ვ-–-------- ს------ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ 2-12).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ 2-12).

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–--------------ის №----- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ 2-12).

 

2.1 მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.1. მოპასუხემ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირმა - დ--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2.2. მესამე პირს - ნ----------–---ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ვ----– ა-----–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი:

 

ვ----– ა-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ 1---–-–-------------ს №--, №-- და №-- მიღება-ჩაბარების აქტებით სოფელ თ------–-ში 1500კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები სხვებთან ერთად საკუთრებაში მიიღეს ძმებმა: რ----- დ-----ის ძე დ------–---–მა, ე--------- (ო----) დ-----ის ძე დ------–---–მა და ო----- დ-----ის ძე დ------–---–მა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს.

 

საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------ის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დგინდება, რომ 1---–-–-------------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–--------–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:

№------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1500 კვ.მეტრი, 2------–-–--

1----------ს საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- დ------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.52)

- 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.53)

- 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.54)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------(ს.ფ.146-147)

 

4.2. 2---–-–--------------------------–ს, რ----- დ------–---–მა №------------

სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: მ–----ა, სოფელი თ------–-(საკ. კოდი: №------------), საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

2---–-–--------------ის №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, სოფელ თ------–-ში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა რ----- დ------–---–ის საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------ის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილ---, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–--------–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მეტრი, დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- დ------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ----- დ------–---–ის 2----–-–---------------–ის №------------ სარეგისტრაციო განცხადება(ს.ფ. 148-149)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 155)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------(ს.ფ. 156-157)

 

4.3. 2----–-–------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მესამე პირი- დ--------------–---–ი წარმოადგენს ო----- დ------–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეს - შვილს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად მასში შემავალი აქტივებით და პასივებით.

 

2----–-–----------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად კი, მესამე პირი- ნ----------–--- წარმოადგენს რ----- დ------–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეს - მეუღლეს, რომელმაც ასევე სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება საკუთრებაში მასში შემავალი აქტივებით და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–------------ის სამკვიდრო მოწმობა №---------(ს.ფ. 202-205)

- 2----–-–---------------ის სამკვიდრო მოწმობა №---------(ს.ფ. 314-320)

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი მ–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლ---ს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2------–-–----------------ის №- ცნობის თანახმად ირკვევა, რომ აწ. გარდაცვლილი ო----- დ-----ის ძე დ------–---–ი 1---–-–-----------ის №-- მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ნამდვილად ფლობდა 1500 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს 1 ნაკვეთად სოფ. თ------–ის ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლ---ს ტერიტორიული ორგანოს 2----–-–------------ის №- ცნობა(ს.ფ. 188)

 

4.5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დ--–---ის არქივის 2----–-–---------------–ის №--------------- საარქივო ცნობის თანახმად, დ--–---ის არქივში დაცული, მ–----ის რაიონის ლ---ს სასოფლო საბჭო- საკრებულოს 1--------––---------------––- სოფელ თ------–-ს საკომლო წიგნებში ჩანაწერი ო----- დ-----ის ძე დ------–---–ის კომლის შესახებ არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დ--–---ის არქივის 2---–-–--

1-----------–ის №--------------- საარქივო ცნობა(ს.ფ. 189)

 

4.6. 2----–-–----------------–ს, დ--------------–---–ის წარმომადგენელმა ს------- დ------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მ-–-ზე, მდებარე: ქ.თბილისი, თ------–-, ,,პ-–-----–-----–-’’.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილებით, დ--------------–---–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო №------------ სარეგისტრაციო განცხადება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება. ამასთან, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ--------------–---–ის წარმომადგენლის ს------- დ------–---–ის 2---–-–-- 1-----------–ის №------------ სარეგისტრაციო განცხადება(ს.ფ. 186-187)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2-------–-–---------------------–ის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარი თქმის შესახებ’’(ს.ფ. 211- 212)

 

4.7. 2----–-–------------ს, დ--------------–---–ის წარმომადგენელმა ვ-–-------- ს------ემ №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2---–-–-- 2-----------–ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

2---–-–-- 2-------ის №------ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ--------------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2---–-–-- 1--------ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 2----–-–-----------------–ის №--------------- გადაწყვეტილება და მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №------------ განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, №------------ და №------------ სარეგისტრაციო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ--------------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2---–-–-- 1--------ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 228-229)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–-- 2-------ის №------ გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’(ს.ფ. 236-242)

 

4.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---ს №--------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–-- 2--------ის №------ გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2---–-–-- 1------–--ს მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო №------------ და №------------ განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიღება - ჩაბარების აქტი გაცემული იყო ო.დ------–---–ის სახელზე, ხოლო სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მამკვიდრებელს წარმოადგენდა ო----- დ------–---–ი, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა სუბიექტის იდენტიფიცირება და წარსადგენი იყო სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.

 

2----–-–----------------ს დ--------------–---–ის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა განმარტებითი ხასიათის განცხადება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–--------------ის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა და განმცხადებელს ეცნობა, რომ განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის №-- მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით გათვალისწინებული მოსაზღვრე მხარეები: ჩ------–---------------–---–--------------------------------–--------------–---–----------–----------------–---–--------ი, არ შეესაბამებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების დასავლეთით რეგისტრირებულ №------------ - რ----- დ------–---–ი, რომლის მიღება-ჩაბარების აქტით №-- გათვალისწინებულია მოსაზღვრე მხარეებად: ჩ------–-------------------------------------------------------–---------------–---–----------–-------------–---–ი, ხოლო კოდით ჩრდილოეთით რეგისტრირებულია 7------------ გ---------------------ე, რომლის მიღება ჩაბარების აქტით №--- მოსაზღვრე მხარეებად გათვალისწინებულია: ჩრდილოეთით გზა, სამხრეთით - ა-----–---–ი, აღმოსავლეთით - ა-----–---–ი, დასავლეთით-თ------ი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესაბამისობა საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ კოორდინატებზე არ დასტურდებოდა/ადგილმდებარეობა შეუსაბამო იყო უფლების დამდგენ დოკუმენტთან, დამატებით წარსადგენი იყო უფლების დამდგენ დოკუმენტთან შესაბამისი ადგილმდებარეობის მქონე აზომვითი ნახაზი, ან/და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის სიზუსტე და შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---ს №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ’’(ს.ფ. 213)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---- №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’(ს.ფ. 214)

- დ--------------–---–ის 2----–-–---------------ის განცხადება(ს.ფ. 217- 219)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’(ს.ფ. 220-221)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’(ს.ფ. 222)

 

4.9. 2---–-–------------------–ს, დ----- დ------–---–ის წარმომადგენელმა ვ-–-------- ს------ემ №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2------–-–-----------ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ--------------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2-----–-–----------------–ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2---–-–--------------------ის №--------------- და 2-----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილებები და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ--------------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2---–-–--

0-----------–ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 255-258)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–-- 0---------ის №----- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’(ს.ფ. 272-276)

 

4.10. საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, ქ.თბილისი, სოფელ თ------–-ში მდებარე 1500კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №------------) დარეგისტრირდა დ----- დ------–---–ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–-----–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მეტრი, 2---–-–------------იდან საკუთრების უფლებით აღირიცხა დ--------------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ’’(ს.ფ. 223)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 224)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(ს.ფ. 225-226).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი (23-ე, 24-ე და 25-ე მუხლები), რომელშივ კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 1----–-–-----------ს №--, №-- და №-- მიღება-ჩაბარების აქტებით სოფელ თ------–-ში 1500კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები სხვებთან ერთად საკუთრებაში მიიღეს ძმებმა: რ----- დ-----ის ძე დ------–---–მა, ე---------(ო----) დ-----ის ძე დ------–---–მა და ო----- დ-----ის ძე დ------–---–მა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს.

 

ამასთან, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილ---, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–-----–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1500კვ.მეტრი, 2--------–-–-- 1----------ს საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- დ------–---–ის სახელზე.

 

მითითებული იქნა იმ დადგენილ გრემოებაზეც, რომ 2----–-–----------------–ს რ----- დ------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: მ–----ა, სოფელი თ------–-(საკ.კოდი: №------------), საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, სოფელ თ------–-ში მდებარე უძრავ ნივთზე, დარეგისტრირდა რ----- დ------–---–ის საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით. შესაბამისად, 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–---------–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, 2----–-–------------ს, დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- დ------–---–ის სახელზე.

 

5.2. სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ განამრტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო- საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, განხორციელდა 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც საქმის განხილვის მდგო----ეობითაც ძალაშია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რ----- დ------–---–ის სახელზე სწორად მოახდინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

5.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი და 21.1 მუხლის თანახმად, დ--------------–---–ის წარმომადგენელმა ს------- დ------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო- სამეურნეო მ-–-ზე, მდებარე: ქ.თბილისი, თ------–-, ,,პ-–-----–ის მ-–-’’, თუმცა მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილებით, დ--------------–---–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო №------------ სარეგისტრაციო განცხადება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება. ამასთან, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-- 2-------ის №------ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ----- დ------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2---–-–-- 1--------ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ,,სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ’’ მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილება და მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №------------ განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, №------------ და №------------ სარეგისტრაციო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–-- 1-----–--- მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო №------------ და №------------ განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე. მას ასევე ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული ოყო ო.დ------–---–ის სახელზე, ხოლო სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მამკვიდრებელს წარმოადგენდა ო----- დ------–---–ი, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა სუბიექტის იდენტიფიცირება და წარსადგენი იყო სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------ს, დ--------------–---–ის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა განმარტებითი ხასიათის განცხადება, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა და განმცხადებელს ეცნობა, რომ განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის №-- მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით გათვალისწინებული მოსაზღვრე მხარეები: ჩრდილოეთით- ა-----–---–ი, სამხრეთით- გზა, აღმოსავლეთით - ა-----–---–ი, დასავლეთით - დ------–---–ი ო----ი, არ შეესაბამებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების დასავლეთით რეგისტრირებულ №------------ - რ----- დ------–---–ი, რომლის მიღება- ჩაბარების აქტით №-- გათვალისწინებულია მოსაზღვრე მხარეებად: ჩრდილოეთით ქ---------ე, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - დ------–---–ი, დასავლეთით - ა-----–---–ი, ხოლო კოდით ჩრდილოეთით რეგისტრირებულია 7----------- - გ---------------------ე, რომლის მიღება ჩაბარების აქტით №--- მოსაზღვრე მხარეებად გათვალისწინებულია: ჩრდილოეთით გზა, სამხრეთით - ა-----–---–ი, აღმოსავლეთით - ა-----–---–ი, დასავლეთით - თ------ი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესაბამისობა საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ კოორდინატებზე არ დასტურდებოდა/ადგილმდებარეობა შეუსაბამო იყო უფლების დამდგენ დოკუმენტთან, დამატებით წარსადგენი იყო უფლების დამდგენ დოკუმენტთან შესაბამისი ადგილმდებარეობის მქონე აზომვითი ნახაზი, ან/და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის სიზუსტე და შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილებით კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------–ს, დ--------------–---–ის წარმომადგენელმა ვ-–-------- ს------ემ №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა დ--------------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2---–-–-- 0------------–ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2-----–-–-------------ის №--------------- და 2-----–-–-----------------–ის №--------------- გადაწყვეტილებები და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

 

საქმეში არსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25იანვრის №3ბ/2082-11 გადაწყვეტილების (ს.ფ. 98-107) 4.10 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რესპუბლიკაში მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 2-----------–-–-------- დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწის რეფორმის შედეგად მ-–-თსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში დაცული 2--------- წლის მიღება ჩაბარების აქტებით მ–----ის რაიონის სოფელ თ------–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაიცა №--, №--, №-- მიღება-ჩაბარების აქტები. აქედან, ერთ- ერთი №-- მიღება-ჩაბარების აქტი გახდა საჯარო რეესტრში ერთ-ერთი ძმის - რ----- დ------–---–ის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი, ნაკვეთს გააჩნია შესაბამისი საკადასტრო კოორდინატები (-------------–-------------–--------------------------------–--------------------------–-------------------------------------------. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ტერიტორიული ორგანოს მიერ მ–----ის საგადასახადო ინსპექციისათვის გადაგზავნილ სიაში ფიქსირდებიან რ-----, ო----- და ო---- დ------–---–ები.

სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ო---- დ------–---–ის სახელზე გაცემული №-- (2---------წ.) მიღება-ჩაბარების აქტში, მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეთა გრაფაში დასავლეთით მითითებულია დ------–---–ი რ-----, ხოლო აღმოსავლეთით დ------–---–ი ო-----ი, ამასთან, ო----- დ------–---–ის სახელზე გაცემული №-- (2---------წ.) მიღება-ჩაბარების აქტში, მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეთა გრაფაში დასავლეთით მითითებულია დ------–---–ი ო----ი. ყოველივე აღნიშნული კი იძლეოდა დ--------------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და სადავო 2---–-–-- 0--------ის №----- გადაწყვეტილებითაც სწორედ აღნიშნული იქნა განმარტებული.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალ---წნებით, ვ----– ა-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

 

5.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქ.თბილისი, სოფელ თ------–-ში მდებარე 1500 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი: №------------) დარეგისტრირდა დ--------------–---–ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–-- 0--------ის №----- გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით ქ.თბილ---, სოფელ თ------–-ში მდებარე 1500 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №------------) დარეგისტრირდა დ--------------–---–ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–---------–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:№------------, 2----–-–------------იდან საკუთრების უფლებით აღირიცხა დ--------------–---–ის სახელზე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2------–-–----------------ის №----- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’, ხოლო სადავო რეგისტრაცია განხორციელდა სწორედ დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სწორად მოახდინა რეგისტრაცია, რომლითაც ქ.თბილისში, სოფელ თ------–-ში მდებარე 1500კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №------------) დარეგისტრირდა დ--------------–---–ის საკუთრების უფლება და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

 

5.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6. ვ----– ა-----–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიიჩნევს, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონის ნორმები, რასაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად მიიჩნევს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. პირველ რიგში პალატა მიუთითებს, რომ დადგენილ გარემოებაზე, რომ 1----–-–-----------ს №--, №-- და №-- მიღება-ჩაბარების აქტებით სოფელ თ------–-ში 1500კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები სხვებთან ერთად საკუთრებაში მიიღეს ძმებმა: რ----- დ-----ის ძე დ------–---–მა, ე--------- (ო----) დ-----ის ძე დ------–---–მა და ო----- დ-----ის ძე დ------–---–მა. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება ერთმანეთს.

 

დადგენილია, ისიც რომ 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილ---, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–-----–-’’, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1500კვ.მეტრი, 2--------–-–-- 1----------ს საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- დ------–---–ის სახელზე.

 

ამასთან, 2----–-–----------------–ს რ----- დ------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: მ–----ა, სოფელი თ------–- (საკ.კოდი: №------------), საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ.თბილისში, სოფელ თ------–-ში მდებარე უძრავ ნივთზე, დარეგისტრირდა რ----- დ------–---–ის საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით. შესაბამისად, 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილ---, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–---------–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, 2----–-–------------ს, დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----- დ------–---–ის სახელზე.

 

პალატა მოიხმობს, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტს, მე-13 მუხლს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებულ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციას’’, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებს. რომლებშიც კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

ამრიგად, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქ.თბილისში, სოფელ თ------–-ში მდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა რ----- დ------–---–ის საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით, პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად უსაფუძვლოდ მიაჩნია.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის და 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

პალატა ხაზგასმით აღნინავს, რომ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ ,განხორციელდ 1---–-–-----------ის №-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც დღეის მდგომარეობითაც ძალაშია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რ----- დ------–---–ის სახელზე სრულიად მართებულად მოახდინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დაზუსტებული მონაცემებით. აღნიშნული გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, საფუძველს მოკლებულია.

 

7.4. პალატა მიუთითებს მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნაზე, რომელიც მდგომარეობს ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაში. პალტა, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილსაც უსაფძვლოდ მიიჩნევს. მოიხმობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტს, და განმარტავს, რომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ ნაწილს რომელიც შეიცავს ამომწურავ ჩამომანთვალს, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ 2---–-–-- 18 თებერვალს, დ--------------–---–ის წარმომადგენელმა ს------- დ------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო- სამეურნეო მ-–-ზე, მდებარე: ქ.თბილ---, თ------–-, ,,პ-–-----–ის მ-–-’’, თუმცა მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილებით, დ--------------–---–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო №------------ სარეგისტრაციო განცხადება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება. ამასთან, №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს.

 

დადგენილია ისიც, რომ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-- 26ივნისის №------ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ----- დ------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2---–-–-- 1--------ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ,,სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ’’ მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–---------------–ის №--------------- გადაწყვეტილება და მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №------------ განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, №------------ და №------------ სარეგისტრაციო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–-- 1-----–--- მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო №------------ და №------------ განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული ოყო ო.დ------–---–ის სახელზე, ხოლო სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მამკვიდრებელს წარმოადგენდა ო----- დ------–---–ი, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა სუბიექტის იდენტიფიცირება და წარსადგენი იყო სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.

 

2----–-–----------------ს, დ--------------–---–ის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა განმარტებითი ხასიათის განცხადება, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება კვლავ შეჩერდა და განმცხადებელს ეცნობა, რომ განცხადებას დართული მიწის ნაკვეთის №-- მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით გათვალისწინებული მოსაზღვრე მხარეები: ჩრდილოეთით- ა-----–---–ი, სამხრეთით- გზა, აღმოსავლეთით - ა-----–---–ი, დასავლეთით - დ------–---–ი ო----ი, არ შეესაბამებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების დასავლეთით რეგისტრირებულ №------------ - რ----- დ------–---–ი, რომლის მიღება- ჩაბარების აქტით №-- გათვალისწინებულია მოსაზღვრე მხარეებად: ჩრდილოეთით ქ---------ე, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - დ------–---–ი, დასავლეთით - ა-----–---–ი, ხოლო კოდით ჩრდილოეთით რეგისტრირებულია 7----------- - გ---------------------ე, რომლის მიღება ჩაბარების აქტით №--- მოსაზღვრე მხარეებად გათვალისწინებულია: ჩრდილოეთით გზა, სამხრეთით - ა-----–---–ი, აღმოსავლეთით - ა-----–---–ი, დასავლეთით - თ------ი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესაბამისობა საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილ კოორდინატებზე არ დასტურდებოდა/ადგილმდებარეობა შეუსაბამო იყო უფლების დამდგენ დოკუმენტთან, დამატებით წარსადგენი იყო უფლების დამდგენ დოკუმენტთან შესაბამისი ადგილმდებარეობის მქონე აზომვითი ნახაზი, ან/და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის სიზუსტე და შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან.

 

დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ , 2---–-–---------------–ას მიღებული იქნა №--------------- გადაწყვეტილებასარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

პალატა მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------–ს, დ--------------–---–ის წარმომადგენელმა ვ-–-------- ს------ემ №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა დ--------------–---–ის წარმომადგენლის ვ-–-------- ს------ის 2---–-–-- 0------------–ის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურის 2-----–-–------------ის №--------------- და 2-----–-–-----------------–ის №--------------- გადაწყვეტილებები და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურს №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია თბილ---ს სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25იანვრის №3ბ/2082-11 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 98-107), რომლის 4.10 პუნქტში განამრტებულია, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 2-----------–-–-------- დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწის რეფორმის შედეგად მ-–-თსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში დაცული 2--------- წლის მიღება ჩაბარების აქტებით მ–----ის რაიონის სოფელ თ------–-ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაიცა №--, №--, №-- მიღება-ჩაბარების აქტები. აქედან, ერთ- ერთი №-- მიღება-ჩაბარების აქტი გახდა საჯარო რეესტრში ერთ-ერთი ძმის - რ----- დ------–---–ის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი, ნაკვეთს გააჩნია შესაბამისი საკადასტრო კოორდინატები (-------------–-------------–--------------------------------–--------------------------–-------------------------------------------. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ტერიტორიული ორგანოს მიერ მ–----ის საგადასახადო ინსპექციისათვის გადაგზავნილ სიაში ფიქსირდებიან რ-----, ო----- და ო---- დ------–---–ები.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აო---- დ------–---–ის სახელზე გაცემულ №-- (2---------წ.) მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელშიც მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეთა გრაფაში დასავლეთით მითითებულია დ------–---–ი რ-----, ხოლო აღმოსავლეთით დ------–---–ი ო-----ი, ამასთან, ო----- დ------–---–ის სახელზე გაცემული №--(2---------წ.) მიღება-ჩაბარების აქტში, მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეთა გრაფაში დასავლეთით მითითებულია დ------–---–ი ო----ი. ყოველივე აღნიშნული კი უდავოდ იძლეოდა დ--------------–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და სადავო 2---–-–-- 0--------ის №----- გადაწყვეტილებითაც სწორედ აღნიშნული იქნა განმარტებული.

 

აღნიშნული კი ვ----– ა-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნას ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოს ხდის.

 

7.5. უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზეც.

პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით.

 

პალატა განმარტავს, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

პალატა მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში– სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

პალატა მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–-- 0--------ის №----- გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2---–-–------------ის №--------------- გადაწყვეტილებით ქ.თბილ---, სოფელ თ------–-ში მდებარე 1500 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე(საკ.კოდი: №------------) დარეგისტრირდა დ--------------–---–ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილ---, სოფ. თ------–-, ,,პ-–-----–---------–-’’, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------, 2----–-–------------იდან საკუთრების უფლებით აღირიცხა დ--------------–---–ის სახელზე.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2------–-–----------------ის №----- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ’’, ხოლო სადავო რეგისტრაცია განხორციელდა სწორედ დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პალტა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სწორად მოახდინა რეგისტრაცია, რომლითაც ქ.თბილისში, სოფელ თ------–-ში მდებარე 1500კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი: №------------) დარეგისტრირდა დ--------------–---–ის საკუთრების უფლება და არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან აპელანტის მიერ სააპელაიო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :

 

1. ვ----– ა-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარის ავტორს დაეკისროს სახელმწიო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გდახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა