განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2390-19
საქმე №330310019002930465
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
21 ნოემბერი, 2019 წელი თ---–--ი
თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: მარინე კახაძე, ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე): და------ნ ბა----–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი: თ----- კა-–------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;
წარმომადგენელი: რ----- გო------ე;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებ საქმეზე N3/2488-19 და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება მის მოთხოვნა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარის ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს, ითხოვა უცვლელად დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
2.2. მოწინააღმდეგე მხარის ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს, მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო, უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი:
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, და------ნ ბა----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს და------ნ ბა----–---–ის მიმართ შედგა №003178 მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ და------ნ ბა----–---–მა ქ. თ---–--ში, მ--–----ს შ------------, ს/კ 01.17.08.016.0-- კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, აწარმოა კაპიტალური შენობა-ნაგებობის და ღობის მშენებლობა. ამავე მითითებით და------ნ ბა----–---–ს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადა.
3.2.2. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა №003178 შემოწმების აქტი და------ნ ბა----–---–ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
3.2.3. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2018 წლის 06 თებერვალს გამართულ სხდომაზე გამოცხადდა მოქალაქე და------ნ ბა----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც 2015 წელს ააშენა კაპიტალური შენობა და 2017 წელს მოახდინა მასზე მიშენება, ხოლო ღობე განათავსა 20-- წელს. ასევე აღნიშნა, რომ არ გეგმავს დემონტაჟს და აპირებს დავას.
3.2.4. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 07 თებერვალს მიღებულ იქნა დადგენილება №003178 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც, და------ნ ბა----–---–ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თ---–--ში, შ-------ი მ--–----, N43, ს/კ 01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის და ღობის განთავსებისთვის.
ამავე დადგენილებით მასვე დაევალა ქ. თ---–--ში, შ-------ი მ--–----, N43, ს/კ 01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა - ნაგებობის და ღობის დემონტაჟი.
3.2.5. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 თებერვლის №003178 დადგენილება, 2018 წლის 23 თებერვალს და------ნ ბა----–---–ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიაში.
3.2.6. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მარტის №173 ბრძანებით და------ნ ბა----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 თებერვლის №003178 დადგენილება.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. სასამართლო მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტსა და მე-601 მუხლზე და აღნიშნა, რომ ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 თებერვალის №003178 დადგენილება და ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მარტის №173 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
3.3.2. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.
ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). თუმცა 66-ე მუხლი მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
3.3.3. სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს. დასახელებული კოდექსის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი).
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, „უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალურ რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და წყლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თ---–--ის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას, სახელწმიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.
ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელემ ქ. თ---–--ში, მ--–----ს შ------------, ს/კ 01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განათავსა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და არც მითითებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა, მშენებლობის განხორციელების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 თებერვლის დადგენილებით და------ნ ბა----–---–ს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობისათვის და მართლზომიერად დადგინდა უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, სასამართლომ სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად არ მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ აქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა, არის პენსიონერი და აღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მის ერთადერთ თავშესაფარს, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დასახელებული საფუძვლით სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.
3.3.4. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 მარტის №173 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც და------ნ ბა----–---–ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო განმარტებით, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 მარტის №173 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.3.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღინიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
აპელანტის განმარტებით, ქ. თ---–--ში, მ--–----ს მე-5 შ-------------ში, 01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და------ნ ბა----–---–ის მიერ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, აშენებულ იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და განთავსებულ იქნა ღობე, რის გამოც 2017 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა მითითება N003178, რომლითაც განესაზღვრა 10 კალენდარული დღე სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის. 2017 წლის 26 დეკემბერს ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N003178, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. 2017 წლის 18 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე N003178, რომლითაც და------ნ ბა----–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით და დაევალა შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი. სადავო აქტის მიღებისას გათვალისწინებული არ იქნა მისი ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა, სადავო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მის ერთადერთ თავშესაფარს, რომლის დემონტაჟის შემთხვევაში დარჩება ღია ცის ქვეშ. მოსარჩელე არის პენსიონერი და სახელწიფო პენსიის გარდა, არ გააჩნია შემოსავალი.
აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა“, ,,დ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-7, 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად არ უნდა დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანს მიერ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, რომლის მიღწევადობის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს აუცილებლობის დადგენა, კერძოდ, უნდა შემოწმდეს აქტით გასატარებელი შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა. აღნიშნულის საფუძველზე დგინდება, რამდენად მნიშვნელოვანია ადმინისტარციული ორგანოს გასატარებელი ღონისძიება, ადმინისტრაციულ ორგანოს ხომ არ აქვს სხვა შესაძლებლობა, რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას, ასევე ღონისძიების ადრესატს.
აპელანტის განმარტებით, მმართველობის ორგანოთა ყოველი ქმედება და მისი შინაარსი განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართლის ნორმების მეშვეობით, რომლებიც დამოკიდებულია კონსტიტუციაზე. ყოველი სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. არ უნდა არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემული აქტი, რომელიც არ პასუხობს კონსტიტუციურ დონეზე გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიერ სახელმწიფოს ხელისუფლების ბოჭვის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტი იქნება უკანონო და უნდა გაუქმდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22–ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის, ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. უფლება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ელოვნული ძალისხმევის, საერთაშორისო თანამშრომლობის მეოხებით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესატყვისად, ამავე დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს იყოს ისეთ ცხოვრებისეულ დონეზე, რომელიც გულისხმობს საკვების, ტანისამოსის, საცხოვრისის, სამედიცინო მოვლისა და სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია თვით მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და დოვლათისთვის, ადამიანს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერეში დაუძლურების თუ მისგან დამოუკიდებლად არსებობისთვის სხვა საშუალებების დაკარგვის შემთხვევაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება უსახლკარო პირების რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა თავშესაფრით და ასევე, სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება ზემოთ ხსენებულ ნორმებს. ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, გულისხმობს კონკრეტული აქტის ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებთან შესაბამისობას. ამ პრინციპების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს პროპორციულობის კრიტერიუმი, მისი მოქმედება უნდა იყოს მოცემულ სიტუაციაში აუცილებელი, შედეგის მიღწევის ერთადერთი და მიზანშეწონილი საშუალება. ამასთანავე, უნდა მოხდეს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის შესაბამისობის დაცვა. დაჯარიმება და ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნა პენსიონერი ადამიანისათვის, რომელსაც სხვა თავშესაფარი არ გააჩნია, შეუძლებელია თანაზომიერ ქმედებად, საჯარო ინტერესების დაცვად ჩაითვალოს. მით უფრო, როდესაც მოქალაქეთათვის ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს მიზანს. კერძოდ, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის. უფლება არ უნდა იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მას მაგალითად თავშესაფრით უზრუნველყოფასთან გაათანაბრებდა. იგი განხილული უნდა იქნეს როგორც ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტების გათვალისწინებით, აპელანტის ერთადერთი საცხოვრებლის დემონტაჟის შემთხვევაში მოხდება უარის თქმა ჭერის ქონის უფლებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე კი, სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად, ითხოვს, გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს და------ნ ბა----–---–ის სარჩელი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამ კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ამ კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
5.1. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 14 დეკემბრს შედგინა დათვალიერების ოქმი, შ-------ი მ--–---- 43, N01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდზე. დათვალიერების საფუძველი: ინსპექტირება. აშკარა დარღვევა - კაპიტალურ შენობა-ნაგებობა და ღობეზე. დამკვეთი - და------ნ ბა----–---–ი. მის. გ-----ს რიონი, სოფ. კირბალი. დასათვალიერებელი ობიექტის ზუსტი აღწერა და პარამეტრები: განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის და ღობის მშენებლობა. და------ნ ბა----–---–ის ახსნა-განმარტება: ,,აღნიშნული ნაგებობა ავაშენე რადგან არა მაქვს საკუთარი სახლი“
5.2. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 18 დეკემბრს შეადგინა მითითება №003178, სადაც აღინიშნა: დამრღვევის დასახელება და მისამართი - და------ნ ბა----–---–ი. მის. გ-----ს რიონი, სოფ. კირბალი. ობიექტის დასახელება და მისამართი - კაპიტალურ შენობა-ნაგებობა და ღობე. მის. თ---–--ი, შ-------ი მ--–---- 43, N01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდზე. მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი: ამოყვანილია კედელში და სახურავი მოწყობილია შენობის ნაწილზე. დარღვევის შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები - და------ნ ბა----–---–მა ქ. თ---–--ში, შ-------ი მ--–---- N43, N01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, აწარმოა კაპიტალური შენობა-ნაგებობის და ღობის მშენებლობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. განემარტა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით დადგენილი ზომები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება 10 000 ლარით. დარღვევის გამოსასწორების ვადა 7 (შვიდი) კალენდარული დღე.
5.3. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 26 დეკემბრს შეადგინა შემოწმების აქტი №003178 , რომლის თანახმადაც: მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი). მითითება გაცემული იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად. შემოწმების აქტი შედგა 2017 წლის 18 დეკემბრის №003178 მითითებთ გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. დამრღვევის დასახელება და მისამართი - და------ნ ბა----–---–ი. მის. გ-----ს რიონი, სოფ. კირბალი. ობიექტის დასახელება და მისამართი - კაპიტალურ შენობა-ნაგებობა და ღობე. მის. თ---–--ი, შ-------ი მ--–---- 43, N01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდზე. შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ამოყვანილია კედელში და გადახურულია შენობის ნაწილი. შემოწმებით დადგინდა: და------ნ ბა----–---–ის მიერ 2017 წლის 18 დეკემბრის №003178 მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა. შემოწმების აქტი ჩაიბარა და------ნ ბა----–---–მა.
5.4. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 თებერვალის №003178 დადგენილების -,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ - თანახმად: 1) მოქ და------ნ ბა----–---–ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თ---–--ში, შ-------ი მ--–----, N43, N01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა - ნაგებობის მშენებლობისთვის და ღობის განთავსებისთვის. 2) მოქ და------ნ ბა----–---–ს დაევალა ქ. თ---–--ში, შ-------ი მ--–----, N43, N01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სახელმწიფო ტერიტორიაზე), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი. 3) მოქ და------ნ ბა----–---–ს დაევალა საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. 4) საჯარიმო თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში მოქ და------ნ ბა----–---–ს დაევალა შესაბამისი გადახდის ქვითრის წარდგენა. 5-6) და------ნ ბა----–---–ს განემარტა ჯარიმის გადაუხდელობის შედეგები. 7) განიმარტა დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 14.12.2017 წლის დათვალიერების ოქმი.იხ. ს.ფ. 64-65; ტ. I).
- 18.12.2017 წლის №003178 მითითება (იხ. ს.ფ. 66-67; ტ. I).
- 26.12.2017 წლის შემოწმების აქტი N003178. (იხ. ს.ფ. 69-70; ტ. I).
- 07.02.2018 წლის N003178 დადგენილება (იხ. ს.ფ. 76-78; ტ. I).
5.5. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 მარტის №173 ბრძანების (და------ნ ბა----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) თანახმად, 1) არ დაკმაყოფილდა და------ნ ბა----–---–ის 2018 წლის 23 თებერვლის N19/01180542830-01 ადმინისტრაციული საჩივარი. 2) ძალაში დარჩა ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 თებერვლის №003178 დადგენილება. 3) განიმარტა ბრძანების გასაჩივრების წესი და ვადა.
5.6. ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 07 თებერვალის №003178 დადგენილებაზე 01.03.2019 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
მტკიცებულებბა, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 23.02.2018 წლის ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ს.ფ. 82-85; ტ. I);
- 01.03.2019 წლის ბრძანება №173 (იხ. ს.ფ. 57-63; ტ. I).
- 01.03.2019 წლის სააღსრულებო ფურცელი.(იხ. ს.ფ. ; ტ. I).
5.7. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.17. 08.016.0--.,მომზადების თარიღი 14.03.2018 წელი) თანახმად, ქ. თ---–--ში, შ-------ი მ--–----, N43, N01.17.08.016.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 120328 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია 62 ფიზიკურ პირის და სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრიდან 14.03.2018 წლის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 92-93; ტ. I).
6. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
6.1. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი-ს" 14.1. მუხლით, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი-ს" მე-15 მუხლის თანახმად, ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების, დოკუმენტური კონტროლისა და მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. თ) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი; ი) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები; ნ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს; ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია; რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით; ს) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება; ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; ფ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია; ღ) მითითება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად;
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი-ს" 25.1. მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე ნორმის მე-13 ნაწილით, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება, ხოლო მე-15 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას. ამავე მუხლის მე-16 ნაწილით, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი-ს" 44.1.,,ა“ მუხლის (07.02.2018 წლისთვის მოქმედი რედაქცია) თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თ---–--ის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით;
6.2. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 1.1. მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
ამ ,,დადგენილების“ მე-3 მუხლის თანახმად, დადგენილებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია: ახალი მშენებლობა - მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება (ქვეპუნქტი 5); დემონტაჟი - არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა (ქვეპუნქტი 14); მიწის ნაკვეთი – საკუთრების უფლების ობიექტი, შემოსაზღვრული ერთი უწყვეტი წირით, რომელიც წარმოადგენს საკადასტრო ერთეულს და ამ დადგენილების შესაბამისად შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამშენებლო საქმიანობის განვითარების მიზნით (ქვეპუნქტი 33); მშენებლობის ნებართვა – განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა (ქვეპუნქტი 43); უნებართვო მშენებლობა – მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ (ქვეპუნქტი 74);
ამ ,,დადგენილების“ 4.1. მუხლით, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
ამ ,,დადგენილების“ 33.1. ,,ა“ მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
ამ ,,დადგენილების“ 36.1. მუხლით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
6.3. საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატას დადსტურებულად მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტი და------ნ ბა----–---–ი რეგისტრირებულია გ-----ს რ---------------–--------–ში. და------ნ ბა----–---–მა ქ. თ---–--ში, მ--–----ს შ-------------ში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის და ღობის მშენებლობა - მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის, სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვის გარეშე. შესაბამისად, სახეზეა აპელანტის მიერ სამშენებლო სამართალადარღვევის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გარეშე, სახელდობრ: „უნებართვო მშენებლობის წარმოება ქალაქ თ---–--ის ტერიტორიაზე". სამართალდარღვევა გათვალისწინებული საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი-ს" 44.1.,,ა“ მუხლით (07.02.2018 წლისთვის მოქმედი რედაქცია), რაც იწვევს დაჯარიმებას – 10 000 ლარით.
ამრიგად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენს კანონმდებლობით, მათ შორის ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა ამავე დადგენილით განსაზღვრული წესით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მშენებლობის წარმოება ანუ მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გარეშე არის უნებართვო მშენებლობა და წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის (სანქციის) ზომის შეფარდების კანონისმიერ ვალდებულებას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზემოთ მითიეთებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების იმპერატიული დანაწესის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გათავისუფლებას შეფარდებული სანქციისაგან (ჯარიმა, დემონტაჟი) მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, პენსიონერი. (საგულისხმოა, რომ აპელანტის მიერ გაწეული იქნა ფინანსური ხარჯი კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და ღობის უნებართვოს მშენებლობაზე).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშესაბამისი. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38.1.,,ვ“ მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვ) სააპელაციო საჩივარზე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (იხ. ს.ფ. 165, ტ. I), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-391-ე; 397-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და------ნ ბა----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თ---–--ი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თ---–--ი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში;
4. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე ლეილა მამულაშვილი