განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2020
საქმის ნომერი
330310018002697242
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002697242

საქმე №3ბ/2179-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმოამადგენელი - ლე--- ბა--------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯე---– ქო---–--ა

წარმოამადგენელი - ბე-- ბა---–--ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, ჯე---– ქო---–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 17 სექტემბრის №01-269/ო ბრძანება, დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯე---– ქო---–--ას ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქ. №7-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში (ან დევნილთა სხვა კომპაქტურ ახალაშენებულ კორპუსში) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - ჯე---– ქო---–--ა (დაბ. 12.07.1964 წ.), მთვარისა ქო---–--ა (დაბ. 01.01.1965 წ.), ალა ქო---–--ა (დაბ. 05.01.1990 წ.), ჯამბულ ქო---–--ა (დაბ. 21.02.1987 წ.), სალომე მი-----–---–ი (დაბ. 16.06.2011 წ.), ნიკოლოზ მი-----–---–ი (დაბ. 13.03.2017 წ.), ელენე ქო---–--ა (დაბ. 01.11.2016 წ.) და ლიზი ქო---–--ა (დაბ.07.01.2015 წ.) წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა სახელზეც 2013 წლის 25 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. აღნიშნული მოწმობებით მათ მინიჭებული აქვთ 042-04787 სარეგისტრაციო ნომერი და მოსარჩელეთა დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთი, მარტვილი, სოფელი ვედიდკარი(ს. ფ. 16-24).

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ამონაწერში ჯე---– ქო---–--ას, მთვარისა ქო---–--ას, ალა ქო---–--ას, ჯამბულ ქო---–--ას, სალომე მი-----–---–ის, ნიკოლოზ მი-----–---–ის, ელენე ქო---–--ას, ლიზი ქო---–--ას და თეონა თოფურიას მისამართად მითითებულია: მარტვილის რაიონი, სოფელი ვედიდკარი, მოქმედი სარეიტინგო ქულა - 47 470 (ს.ფ. 25).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №22 ოქმის თანახმად, ჯე---– ქო---–--ას (პ/ნ: 62003014131; ს/ნ: 042-04787) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო (დააკლდა: მძიმე საცხოვრებელი პირობები, არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა; ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება - 1,5 ქულა)(ს. ფ. 27-32).

 

,,დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ‘’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 17 სექტემბრის №01-269/ო ბრძანების თანახმად, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №22), ჯე---– ქო---–--ას ოჯახს, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქ. №7-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს. ფ. 34).

 

ჯე---– ქო---–--ამ, 2017 წლის 8 სექტემბერს გააკეთა №32 განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე (დევნილის ს/ნ - 042-04787), განცხადებაში მითითებულია ოჯახის წევრების შემადგენლობა: ქო---–--ა ჯე---–ი; ქო---–--ა მთვარისა; ქო---–--ა ჯამბული; ქო---–--ა ალა; თოფურია თეონა; მი-----–---–ი სალომე; ქო---–--ა ლიზი; ქო---–--ა ელენე; მი-----–---–ი ნიკოლოზი. ოჯახის წევრების ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი - მარტვილი, სოფელი ვედიდკარი (ციალა ლაგვილავას სახლი) (ს. ფ. 77)

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის თანახმად, რესპოდენტმა - ჯე---– ქო---–--ამ განსახლების რაიონად მიუთითა ზუგდიდი, ბარამიას ქუჩა, ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ამაჟამად ცხოვრობენ ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე, ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი არ აქვს, საცხოვრებელი ნგრევადია, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი.

 

2018 წლის 20 მარტს, მონიტორინგი განხორციელდა მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარში, სადაც ადგილზე დახვდათ ოჯახი სრული შემადგენლობით სალომე მი-----–---–ისა და მთვარისა ქო---–--ას გარდა. მითითებულია, რომ სალომე იმყოფებოდა ადგილობრივ სკოლაში, ხოლო მთვარისა მამის გარდაცვალების გამო არ იყო სახლში. ოჯახი ზემოთხსენებულ მისამართზე ცხოვრობს 2008 წლიდან ქირის გარეშე, 2004-2008 წლებში ცხოვრობდა ზანათში ნათესავის ოჯახში, 2000-2004 წლებში აბაშაში მეგობრის სახლში, 1993-2000 წლებში ქირით ცხოვრობდა ქ. თბილისში სხვადასხვა მისამართებზე.

 

მოსარჩელის შვილის - ალა ქო---–--ას განმარტებით, მეუღლესთან - გიორგი მი-----–---–თან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მხოლოდ ჯვარი აქვთ დაწერილი, იგი წარმოშობით არის ქალაქ ფოთიდან და ცხოვრობს ქ. ფოთში, სააკაძის ქ. №73-ში (ს.ფ.79-94).

 

2018 წლის 25 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ ქ. ფოთში, სააკაძის ქუჩა №73-ში, ჯე---– ქო---–--ას ყოფილი სიძის - გიორგი მი-----–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, ბინით დაკმაყოფილებაზე თანხმობის მიღების მიზნით მოხდა მონიტორინგის ჯგუფის მიერ საცხოვრებელი პირობების შემოწმება. ადგილზე დახვდათ ალა ქო---–--ა თავის ორ შვილთან ერთად, განმცხადებლის მძახალი - ნანული გუნჯუა, სიძე - გიორგი მი-----–---–ი და სიძის ძმა - დავით მი-----–---–ი. ოჯახის განმარტებით, ალა ქო---–--ა ცხოვრობს მშობლებთან სოფელ ვედიდკარში და მისამართზე სტუმრად მივიდა ორი დღის წინ, რამდენიმე დღეში აპირებს უკან დაბრუნებას. მონიტორინგს ესწრებოდნენ: სიძე - გიორგი მი-----–---–ი (პ/ნ: 42001015592) და შვილი - ალა ქო---–--ა (პ/ნ: 62003015960) - 2018 წლის 25 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 95).

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 თებერვალის №62 ცნობის თანახმად, მერის წარმომადგენელი ვედიდკარის ერთეულში - გულნაზ ცაავა ადასტურებს, რომ ალა ქო---–--ა ნამდვილად ცხოვრობს ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ სოფელ ვედიდკარის მე-7 ქ. №7-ში (ს. ფ.132).

 

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის 2018 წლის 12 ოქტომბრის MES 1 18 01319324 ცნობის თანახმად, სალომე მი-----–---–ი (პ/ნ:601154014854) სწავლობს სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის მე-2 კლასში(ს. ფ. 35).

 

საქართველოს საპატრიარქოს 2018 წლის 25 მარტის ნათლობის მოწმობის თანახმად, ნიკოლოზ მი-----–---–ი, 2018 წლის 25 მარტს მოინათლა ქალაქ ფოთის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში (ს.ფ. 38).

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ - დავით ქვარაიამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ფოთში და მოსარჩელის ქალიშვილის - ალა ქო---–--ას ყოფილი მეუღლის - გიორგი მი-----–---–ის ოჯახთან დაახლოვებული პირია და ადასტურებს, რომ ორ წელზე მეტია ალა ქო---–--ა და გიორგი მი-----–---–ი დაშორდნენ, თუმცა ინარჩუნებენ ცივილურ ურთიერთობას, რადგან ჰყავთ ორი შვილი. მისი ინფორმაციით, ალა ქო---–--ა ცხოვრობს ვედიდკარში, ხოლო გიორგი მი-----–---–ი აპირებს ოჯახის შექმნას და სხვა ცოლის მოყვანას.

 

ვედიდკარში მცხოვრები გალაქტიონ ფანცულაიას განმარტებით, იგი ქო---–--ების მეზობლად ცხოვრობს, იცნობს ოჯახის ყველა წევრს, ადასტურებს რომ ალა ქო---–--ა ქმარს გაშორდა და დაახლოებით ორი წელია შვილებთან ერთად ცხოვრობს სოფელ ვედიდკარში, ამასთან მისი ერთერთი შვილი ამავე სოფლის სკოლაში სწავლობს (ს.ფ. 127-129).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის განმარტებით, ჯე---– ქო---–--ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე - მთვარისა ქო---–--ა, შვილი - ჯამბული ქო---–--ა, შვილიშვილები - ლიზი და ელენე ქო---–--ები (ჯამბულ ქო---–--ას შვილები), რძალი - თეონა თოფურია, შვილი - ალა ქო---–--ა, შვილიშვილები - სალომე და ნიკოლოზ მი-----–---–ები (ალა ქო---–--ას შვილები). მონიტორინგის მიერ შემოწმებული იქნა მოსარჩელის ოჯახი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აპლიკანტის მიერ ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას. უარის თქმის ძირითად არგუმენტად მოპასუხე მხარე ალა ქო---–--ასა და მისი ყოფილი მეუღლის - გიორგი მი-----–---–ის თანაცხოვრებას უკავშირებს. საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 მარტს, მოსარჩელის შვილი - ალა ქო---–--ა, შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, მეუღლის - გიორგი მი-----–---–ის სახლში. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩათვალა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ ალა ქო---–--ა ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქალაქ ფოთში და არა მშობლებთან ერთად სოფელ ვედიდკარში.

 

ზემოთხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ალა ქო---–--ა და მისი მეუღლე - გიორგი მი-----–---–ი აღარ იმყოფებიან ქორწინებაში, თუმცა მათ ჰყავთ საერთო შვილები. 2018 წლის 25 მარტს ქალაქ ფოთში, წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში მონათლეს შვილი - ნიკოლოზ მი-----–---–ი და სწორედ ამ მიზნით იყვნენ გიორგი მი-----–---–ის სახლში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 25 მარტის ნათლობის მოწმობაზე, რომლის თანახმად ნიკოლოზ მი-----–---–ი მოინათლა ქალაქ ფოთში წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში. ამასთან სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ალა ქო---–--ასა და გიორგი მი-----–---–ის ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი, კერძოდ მოწმე - დავით ქვარაიამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ფოთში და მოსარჩელის ქალიშვილის - ალა ქო---–--ას ყოფილი მეუღლის - გიორგი მი-----–---–ის ოჯახთან დაახლოვებული პირია და ადასტურებს, რომ ორ წელზე მეტია ალა ქო---–--ა და გიორგი მი-----–---–ი დაშორდნენ, თუმცა ინარჩუნებენ ცივილურ ურთიერთობას, რადგან ჰყავთ ორი შვილი. მისი ინფორმაციით, ალა ქო---–--ა ცხოვრობს ვედიდკარში, ხოლო გიორგი მი-----–---–ი აპირებს ოჯახის შექმნას და სხვა ცოლის მოყვანას, ხოლო ვედიდკარში მცხოვრები გალაქტიონ ფანცულაიას განმარტებით, იგი ქო---–--ების მეზობლად ცხოვრობს, იცნობს ოჯახის ყველა წევრს და ადასტურებს რომ ალა ქო---–--ა, ქმარს გაშორდა და დაახლოვებით ორი წელია შვილებთან ერთად ცხოვრობს სოფელ ვედიდკარში, ამასთან მისი ერთ- ერთი შვილი ამავე სოფლის სკოლაში სწავლობს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის 2018 წლის 12 ოქტომბრის MES 1 18 01319324 ცნობა, რომლის თანახმად, სალომე მი-----–---–ი სწავლობს სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის მე-2 კლასში.

 

ალა ქო---–--ას მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარში ცხოვრების ფაქტი ასევე დაადასტურა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვედიდკარის ერთეულში - გულნაზ ცაავამ, რომელმაც 2019 წლის 22 თებერვალის №62 ცნობაში მიუთითა, რომ ალა ქო---–--ა ნამდვილად ცხოვრობს ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ სოფელ ვედიდკარის მე-7 ქ. №7-ში.

 

ზემოთხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ალა ქო---–--ას და მისი შვილების 2018 წლის 25 მარტს ქალაქ ფოთში, ყოფილი მეუღლის სახლში ყოფნის ფაქტი, არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ქალაქი ფოთი და არა სოფელი ვედიდკარი, ვინაიდან როგორც მოწმეთა განმარტებით, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ალა ქო---–--ასა და მისი შვილების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სოფელი ვედიდკარი და 2018 წლის 25 მარტს, მაშინ როდესაც ქალაქ ფოთში, სააკაძის ქ. №73-ში გამოცხადდა მონიტორინგის ჯგუფი, ნიკოლოზ მი-----–---–ის ნათლობის მიზნით იყვნენ წასული. ამასთან, ალა ქო---–--ას შვილი - სალომე მი-----–---–ი სწავლობს სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლაში, რაც თავისთავად გამორიცხავს მათი ქალაქ ფოთში ცხოვრების ფაქტს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, იძულებით გადაადგილებულმა პირმა ჯე---– ქო---–--ამ, დევნილთა ხანგრძლივვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადში მას თავისი ოჯახი წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ცხრასულიანი: თავად ჯე---– ქო---–--ა, მეუღლე მთვარისა ქო---–--ა, შვილი ჯამბულ ქო---–--ა, შვილიშვილები ლიზი და ელენე ქო---–--ები (ჯამბულ ქო---–--ას შვილები), რძალი თეონა თოფურია, შვილი ალა ქო---–--ა, შვილიშვილები სალომე და ნიკოლოზ მი-----–---–ები (ალა ქო---–--ას შვილები). ჯ.ქო---–--ას მიერ შევსებული აპლიკაცია, ზემოხსენებული ნორმატივების და პროცედურების გათვალისწინებით შესწავლილ და შემოწმებულ იქნა. მონიტორინგის განხორციელების დროს თავად აპლიკაციაში შეყვანილი პირების მიერ გადმოცემული ინფორმაციის და მათ საცხოვრებელ ადგილზე გამორკვეული გარემოებების შედეგად დადგინდა, რომ სახეზე იყო აპლიკანტის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ აპლიკაციაში მითითებული ოჯახის წევრები - შვილი და შვილიშვილები (ალა ქო---–--ა და მისი შვილები სალომე და ნიკოლოზ მი-----–---–ები) ფაქტიური მდგომარეობით მასთან არ ცხოვრობენ და მასთან ერთად არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ისინი ცხოვრობენ ალა ქო---–--ას მეუღლესთან გიორგი მი-----–---–თან ერთად სხვა მისამართზე.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაზე დართული მონიტორინგის მასალების მიხედვით, კერძოდ, „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის“ თანახმად, 2018 წლის 25 მარტს განხორციელდა მონიტორინგი ქ.ფოთში, სააკაძის ქ.N73-ში (რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის სიძის მშობლების კუთვნილ საცხოვრებელ სახლს). მონიტორინგის დროს გამოიკვეთა და დადგინდა, რომ (მისამართზე მყოფმა პირებმა ალა ქო---–--ამ და სხვა პირებმა განმარტეს) რომ მონიტორინგის მისამართზე (ანუ ქ.ფოთში, სააკაძის ქ.N73-ში სიძის მშობლების საცხოვრებელ სახლში) იმყოფებოდა თავად ალა ქო---–--ა თავის ორ შვილთან ერთად რამოდენიმე დღე და აპირებდა კიდევ რამდენიმე დღე დარჩენას. ხსენებული ინფორმაცია დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მონიტორინგის ფორმაზე ხელმოწერით. ა.ქო---–--ას და მისი შვილების ქ.ფოთში გ.მი-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ყოფნა სასამართლო პროცესზე აიხსნა იმ დღეს ნიკოლოზ მი-----–---–ის ნათლობის ფაქტით. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების (ნათლობის) შესახებ მონიტორინგის სამსახურისათვის არ განუცხადებია ოჯახის არცერთ წევრს და ეს ვერსია მოგვიანებით იქნა შეთავაზებული საქმის სასამართლოში განხილვის დროს. ასევე საყურადღებოა გარემოება, რომ „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ „ო“ მოდულში თავად ალა ქო---–--ა უთითებს, რომ ის ყოფილ მეუღლესთან (გ.მი-----–---–თან) ქორწინებაში აღარ იმყოფება და ცხოვრობს მშობლების ოჯახთან ერთად 2016 წლიდან (აღსანიშნავია, რომ ქორწინებასთან და განქორწინებასთან დაკავშირებით იმავე მოდულში დაუზუსტებელ და შეუსაბამო ინფორმაციებს იძლევა), თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ა.ქო---–--ას და გ.მი-----–---–ის უმცროსი ნ.მი-----–---–ი დაბადებულია 2017 წელს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონა ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთანავე, პირის საცხოვრებელი ადგილის დადგენა სწორედ პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, მის არჩე---სა და კონკრეტულ ადგილას ფაქტობრივად ყოფნას უკავშირდება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის ვითომდა ყოფილი მეუღლის სახლში ცხოვრების ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის განსახლების შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 მარტს, მოსარჩელის შვილი - ალა ქო---–--ა, შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ფოთში, მეუღლის - გიორგი მი-----–---–ის სახლში. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩათვალა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ ალა ქო---–--ა ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქალაქ ფოთში და არა მშობლებთან ერთად სოფელ ვედიდკარში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ მითითებას არ იზიარებს მოსარჩელე და განმარტავს, რომ ალა ქო---–--ა და მისი მეუღლე - გიორგი მი-----–---–ი აღარ იმყოფებიან ქორწინებაში, თუმცა მათ ჰყავთ საერთო შვილები. 2018 წლის 25 მარტს ქალაქ ფოთში, წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში მონათლეს შვილი - ნიკოლოზ მი-----–---–ი და სწორედ ამ მიზნით იყვნენ გიორგი მი-----–---–ის სახლში.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 25 მარტის ნათლობის მოწმობაზე, რომლის თანახმად ნიკოლოზ მი-----–---–ი მოინათლა ქალაქ ფოთში წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში. ამასთან სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ალა ქო---–--ასა და გიორგი მი-----–---–ის ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი, კერძოდ მოწმე - დავით ქვარაიამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ფოთში და მოსარჩელის ქალიშვილის - ალა ქო---–--ას ყოფილი მეუღლის - გიორგი მი-----–---–ის ოჯახთან დაახლოებული პირია და ადასტურებს, რომ ორ წელზე მეტია ალა ქო---–--ა და გიორგი მი-----–---–ი დაშორდნენ, თუმცა ინარჩუნებენ ცივილურ ურთიერთობას, რადგან ჰყავთ ორი შვილი. მისი ინფორმაციით, ალა ქო---–--ა ცხოვრობს ვედიდკარში, ხოლო გიორგი მი-----–---–ი აპირებს მეორედ დაქორწინებას, ხოლო ვედიდკარში მცხოვრები გალაქტიონ ფანცულაიას განმარტებით, იგი ქო---–--ების მეზობლად ცხოვრობს, იცნობს ოჯახის ყველა წევრს და ადასტურებს რომ ალა ქო---–--ა, ქმარს გაშორდა და დაახლოებით ორი წელია შვილებთან ერთად ცხოვრობს სოფელ ვედიდკარში, ამასთან მისი ერთ- ერთი შვილი ამავე სოფლის სკოლაში სწავლობს. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის 2018 წლის 12 ოქტომბრის MES 1 18 01319324 ცნობა, რომლის თანახმად, სალომე მი-----–---–ი სწავლობს სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის მე-2 კლასში.

 

ალა ქო---–--ას მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარში ცხოვრების ფაქტი ასევე დადასტურებულია ვედიდკარის ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის - გულნაზ ცაავას მიერ, 2019 წლის 22 თებერვალს გაცემულ №62 ცნობაში. აღნიშნული ცნობის თანახმად, რომ ალა ქო---–--ა ნამდვილად ცხოვრობს ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ სოფელ ვედიდკარის მე-7 ქ. №7-ში.

 

ზემოთხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ალა ქო---–--ას და მისი შვილების 2018 წლის 25 მარტს ქალაქ ფოთში, ყოფილი მეუღლის სახლში ყოფნის ფაქტი, არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ქალაქი ფოთი და არა სოფელი ვედიდკარი, ვინაიდან როგორც მოწმეთა განმარტებით, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ალა ქო---–--ასა და მისი შვილების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სოფელი ვედიდკარი და 2018 წლის 25 მარტს, მაშინ როდესაც ქალაქ ფოთში, სააკაძის ქ.№73-ში გამოცხადდა მონიტორინგის ჯგუფი, ნიკოლოზ მი-----–---–ის ნათლობის მიზნით იყვნენ წასული. ამასთან, ალა ქო---–--ას შვილი - სალომე მი-----–---–ი სწავლობს სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლაში, რაც თავისთავად გამორიცხავს მათი ქალაქ ფოთში ცხოვრების ფაქტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. ამრიგად, პალატის მოსაზრებითაც, გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი