განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115742318
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7729-18 03 დეკემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - მ---- კ------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენელი - ე---------- ჩ-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011“-ს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 14 313.75 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 21.03.2007წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,მ---- ი---------–--–ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3--. 2--- წლის 15 მარტს ცვლილება შევიდა N3-- ხელშეკრულებაში და შპს ,,მ---- ი---------–--–-ს" ყველა უფლება-მოვალეობა გადაეცა შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011"-ს. N3---- შეთანხმების ოქმის თანახმად, მოპასუხე ვალდებულებას იღებდა 2--- წლის 20 დეკემბრამდე შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.
2.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 8682600 ლარით. მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (2--- წლის 20 დეკემბრამდე) სრულყოფილად ვერ უზრუნველყო ს--–-----–--/საპროექტო სამუშაოების შესრულება. შეუსრულებელი სამუშაოების ოდენობამ შეადგინა 1 301 250.15 ლარი.
2.3. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს შემსრულებელს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 14 313.75 ლარის ოდენობით.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასახდელად დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა -150 581.05 ლარის ოდენობით.
4. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
4.1. 15.03.2---წ. გაფორმებული N3---- შეთანხმების ოქმის საფუძველზე შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011" ვ---------–ის სამხედრო ქალაქში ასრულებდა სხვადასხვა ს--–-----–-- სამუშაოებს. გზის მოწყობის და მოასფალტების სამუშაოები (N1 შენობის და სკვერის მიმდებარე ტერიტორია), რომელიც შედიოდა ხარჯთაღრიცხვის კრებსით ნაწილში, კ-------ის მიერ განხორციელდა 2--- წლის სექტემბრის თვეში.
4.2. 03.10.2---წ. დამკვეთს გაეგზავნა შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა N2) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით, რომელშიც შედიოდა ზემოთ აღნიშნული სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მას დღემდე არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ აქვს ანაზღურებული სამუშაოს ღირებულება.
4.3. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამუშაოები არის ჩატარებული შესაბამისი ნორმების და პროცედურების დაცვით და თანხობრივად შეადგენს 150581.05 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სარეზოლუციო ნაწილი
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს ”ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011”-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
1.2. შპს ”ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011”-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 14 021.7 ლარის გადახდა.
2. შპს ”ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011”-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა.
2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს ”ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011”- ის სასარგებლოდ დაეკისრა 150 581.05 ლარის გადახდა.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. 2007 წლის 21 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შპს ,,მ---- ი---------–--–’’-ს შორის 2007 წლის 21 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N3--. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ა--–---–ის (ყოფილი კ--–------ის) ქუჩაზე ს/ქ N3 თავდაცვის სამინისტროს ყ------–------–--ს ბაზის ტერიტორიაზე - 193 643 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი კომპლექსის საძიებო, საპროექტო და ს--–-----–-- სამუშაოების განხორციელება.
5.2. 2--- წლის 15 მარტის N3---- შეთანხმების ოქმით, შპს ,,მ---- ი---------–--–“-ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 21 მარტის N3-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა, ქ. თბილისში, ა---–---–ის ქუჩაზე ს/ქ N3 თავდაცვის სამინისტროს ყ------–------–--ს ბაზის ტერიტორიაზე, სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლად გათვალისწინებული მშენებარე ოთხი კორპუსის (N4, N5, N9 და N10) დასრულების, მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო ს--–-----–---სარემონტო დასასრულებელი სამუშაოების ნაწილში, გადაეცა შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011“-ს. 2007 წლის 21 მარტს გაფორმებული N3-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების (მიწოდების) ვადა ნაცვლად 2--- წლის 1 მაისისა, განისაზღვრა 2--- წლის 20 დეკემბრით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ნაცვლად 2--- წლის 10 მაისისა გადაიწია 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5.3. 16.03.2---წ. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმი N3--/3-ით განისაზღვრა სამუშაოთა ნაწილის ღირებულება და კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა თანდართული შესასრულებელი სამუშაოების პირველი ეტაპის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიხედვით შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011"-ის მიერ შესასრულებელმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 086 460 ლარი. კერძოდ, მოპასუხეს დაევალა შემდეგი სამუშაოების შესრულება: 1. ს--–-----–-- სამუშაოები N4,5,9,10 კორპუსებში; 2. შიდა წყალსადენ-კანალიზაცია N4,5,9 კორპუსებში; 3. ელსამუშაოები N9, 10 კორპუსებში.
5.4. 2--- წლის 12 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმი N3--/5-ით
2007 წლის 21 მარტს გაფორმებული N3-- ხელშეკრულების, 2--- წლის 15 მარტის N3---- და 2--- წლის 16 მარტის N3--/3 შეთანხმების ოქმების საფუძველზე, შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა- მ–------–- 2011“-ის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის წყალმომარგების, კანალიზაციისა და სანიაღვრის გარე ქსელების მოწყობის პირველი ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად შეადგენს 1232948.15 ლარს.
5.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 26 ივლისის N10/1444 შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა - მ–------–- 2011"-ს №3-- ხელშეკრულების და №3---- შეთანხმების ოქმის საფუძველზე დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყ------–------–--ს ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი განკუთვნილი მშენებარე ობიექტის №1 კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზის მოწყობა.
5.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2--- წლის 29 დეკემბრის N10/1619 წერილით, შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011“-ს გაეგზავნა N363/3 და N3--/5 შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული სამუშაოთა გაერთიანებული და ამავე დროს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და მათი გათვალისწინებით კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის წარდგენის მოთხოვნა. მოთხოვნის შესაბამისად, შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011"-ის მიერ წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით დაკორეტქირებული ხარჯთაღრიცხვა 2--- წლის 31 დეკემბერს N606 წერილით.
5.7. 2--- წლის 31 დეკემბრის N3--/7 შეთანხმების ოქმით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011“-ს შორის 2--- წლის 16 მარტს და 21 ივნისს დადებული N3--/3 და N3--/5 შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ღირებულება ნაცვლად 9319408.15 ლარისა განისაზღვრა 868 2600 ლარით. 2--- წლის 31 დეკემბრის N3--/7 შეთანხმების ოქმის ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნა შემდეგი სამუშაოები: 1. მშენებლობის ობიექტები: კორპუსი N1,3,4,5,6,9,10, 2. საინჟინრო ქსელები და ნაგებობები: გარე კანალიზაცია, გარე წყალმომარაგება, სანიაღვრე, გაზმომარაგების გარე ქსელი. 3. ტერიტორიის კეთილმოწყობა: ვერტიკალური გეგმარება, შიდა გზები და ტროტუარები, მიმდინარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობა, გარე განათება, სკვერის მოწყობა.
5.8. შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011“-ს 2013 წლის 01 ივლისის მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ აქტით დაეკისრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლო 14313.75 ლარის ოდენობით. შპს,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011“-ის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გადახდილი არ არის.
5.9. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1707.13წ. 003074513 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–ის სამხედრო ქალაქის შიდა გზაზე და ტროტუარებზე დაგებული ა/ბეტონის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება დარიცხვითა და დ.ღ.გ-ს ჩათვლით, ნაცვლად 150640.36 ლარისა, შეადგენს 150 581.05 ლარს. აღნიშნული დასკვნა დამკვეთს _ შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011“-ს გაეგზავნა 2013 წლის 22 ივლისს.
5.10. 21.03.07 წლის N3-- ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, სამინისტრო უფლებამოსილია დააკისროს შემსრულებელს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა მ–------–- 2011“-მა ვერ შეძლო და ვერ დაძლია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში, ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი, დამაჯერებელ და სარწმუნო არგუმენტებზე მითითებით, რომლებიც ასევე კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებებით იქნებოდა გამყარებული, გარდა საპროექტო სამუშაოების შესრულების ვალდებულებისა. ეს ვალდებულება შესრულებულია.
საპროექტო სამუშაოების შეუსრულებლობის სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ობიექტი, რომელზედაც მოპასუხე კ-------ა ახორციელებდა სამუშაოებს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ობიექტს და რომ საპროექტო დავალების განსაკუთრებულ მოთხოვნათა შესაბამისად, მისი როგორც პროექტირება, ისე მშენებლობა ექვემდებარებოდა განსაკუთრებულ და პარალელურ რეჟიმში წარმართვას და სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებას, რომ სამინისტროს მხრიდან შესრულებულ სამუშაოზე სისტემატიური ზედამხედველობისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული ტექნიკური პირობების არარსებობის ვითარებაში, შემსრულებელი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას განეხორციელებინა ობიექტის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.
შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა მ–------–- 2011“-ის მიერ 2007 წლის 21 მარტის N3-- ხელშეკრულების საფუძველზე არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების ღირებულება საპროექტო სამუშაოების ღირებულების გამოკლებით, შეადგენს 1274700.15 (1301250.15-26550.00) ლარს. შესაბამისად, 11 დღის პირგასამტეხლო უნდა განისაღვროს 14 021.7 ლარით.
5.11. შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა მ–------–- 2011“-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ არის ხანდაზმული.
5.12. საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011"-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია შეგებებული სარჩელის ავტორს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება 150 581.05 ლარის ოდენობით.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
6.1. სასამართლომ სრულად გაიზიარა შეგებებული მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ მენარდემ სრულად შეასრულა N1 კორპუსიის ტერიტორიაზე მოასფალტების და კეთილმოწყობის სამუშაოები. სასამართლო მიუთითებს თავდაცვის სამინისტროს 26.07.2---წ. წერილზე, რომლის შესაბამისად მიმწოდებელ კ-------ას მოეთხოვა N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და დასასვენებელი სკვერის მოწყობა, კახეთის გზატკეცილიდან კორპუსამდე მისასვლელი გზის მოასფალტება. აღნიშნული წერილის საფუძველზე მენარდის მიერ 30.08.2---წ. წერილით წარდგენილი იქნა ვ---------–ის სამხედრო ქალაქის გზების მოწყობის პროექტი. 26.09.2---წ. N425 წერილით კ-------ის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში სხვადასხვა გარემოებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები, შინაარსი და წარდგენილი იქნა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით 16.03.2---წ. N3--/3 შეთანხმების ოქმი და 12.06.2---წ. N3--/5 შეთანხმების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, რაზეც მხარეთა შეთანხმება არ მომხდარა. მენარდის მიერ დამკვეთისთვის ასევე წარდგენილი იქნა ა--–---–ის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების ს--–-----–---სარემონტო სამუშაოების ფორმა N2 და ფორმა N3, რაზეც ორმხრივი ხელმოწერა არ განხორციელებულა. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარე აპელირებდა და აღიარებდა, რომ იგი თავდაცვის სამინისტროს ზეპირი დავალების საფუძველზე, პრიორიტეტების გათვალისწინებით ასრულებდა სამუშაოებს. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის პროექტი არ შეთანხმებულა და საპროექტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
მენარდე აღიარებს, რომ შესასრულებელი საგზაო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის და პროექტის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა და მან ფაქტობრივად მისი ნება-სურვილით შესრულებული სამუშაოების აქტები, ფორმა N2 წარადგინა შემკვეთთან შემდგომი ანაზღაურების მიზნით.
6.2. დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს სახელშეკრულებო შეთანხმების ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მენარდეს 07.06.2013წ. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის არარსებობის გამო დაუბრუნდა ფორმა N2 და ფორმა N3. სარჩელი წარდგენილი იქნა მხოლოდ 28.06.2016წ. და ამდენად, გასულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სარჩელი ხანდაზმულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. 21.03.2007წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“, „დამკვეთი“) და შპს ,,მ---- ი---------–--–ს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N3--. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ა--–---–ის (ყოფილი კ--–------ის) ქუჩაზე ს/ქ N3 თავდაცვის სამინისტროს ყ------–------–--ს ბაზის ტერიტორიაზე - 193 643 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი კომპლექსის საძიებო, საპროექტო და ს--–-----–-- სამუშაოების განხორციელება (ტ.1, ს.ფ.15 -19).
9. 06.03.2---წ. მოსარჩელის წერილით შპს ,,ს--–-----–-- კ-------ა-მ–------–- 2011“-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის ავტორი“, „შემსრულებელი“) გაეგზავნა ვ---------–ის სამხედრო ქალაქში, საცხოვრებელი ბინების N3,4,5,6,9,10 კორპუსებზე შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა და მოთხოვნილ იქნა სამუშაოთა განფასება შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით (ტ.1, ს.ფ. 82).
10. 15.03.2---წ. N3---- შეთანხმების ოქმით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.03.2007წ. N3-- ხელშეკრულებით შპს ,,მ---- ი---------–--–-ს“ გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა, ქ. თბილისში, ა---–---–ის ქუჩაზე ს/ქ N3 თავდაცვის სამინისტროს ყ------–------–--ს ბაზის ტერიტორიაზე, სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლად გათვალისწინებული მშენებარე ოთხი კორპუსის (N4, N5, N9 და N10) დასრულების, მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისთვის საჭირო ს--–-----–---სარემონტო დასასრულებელი სამუშაოების ნაწილში, გადაეცა მოპასუხეს (ტ.3, ს.ფ.16,17).
შეთანხმების ოქმის მე-4 მუხლით სამუშაოთა შესრულების (მიწოდების) ვადა ნაცვლად 2--- წლის 1 მაისისა, განისაზღვრა 2--- წლის 20 დეკემბრით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ნაცვლად 2--- წლის 10 მაისისა გადაიწია 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
11. 16.03.2---წ. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმით N3--/3 განისაზღვრა სამუშაოთა ნაწილის ღირებულება და კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა თანდართული შესასრულებელი სამუშაოების პირველი ეტაპის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიხედვით შემსრულებლის მიერ შესასრულებელმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 086 460 ლარი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების საბოლოო ანაზღაურება განხორციელდებოდა წარმოდგენილი ს--–-----–-- დოკუმენტაციის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ (ტ. 3, ს.ფ.21, 22).
12. 12.06.2---წ. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმის N3--/5 თანახმად, N3-- ხელშეკრულების, N3---- და N3--/3 შეთანხმების ოქმების საფუძველზე შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის წყალმომარგების, კანალიზაციისა და სანიაღვრის გარე ქსელების მოწყობის პირველი ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად შეადგენს 1 232 948.15 ლარს (ტ.3, ს.ფ. 23,24).
13. დამკვეთის 29.12.2---წ. N10/1619 წერილით შემსრულებელს გაეგზავნა N363/3 და N3--/5 შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებული სამუშაოთა გაერთიანებული და ამავე დროს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც შემოწმება ჩაუტარდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ (ტ.2, ს.ფ. 262). აღნიშნული წერილის საპასუხოდ შემსრულებლის მიერ წარდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 263).
31.12.2---წ. მხარეთა შორის გაფორმებული N3--/7 შეთანხმების ოქმით სამუშაოების ჯამური ღირებულება ნაცვლად 9 319 408.15 ლარისა, განისაზღვრა 8 682 600 ლარით (ტ.1, ს.ფ. 25,26). 31.12.2---წ. N3--/7 შეთანხმების ოქმის ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნა შემდეგი სამუშაოები: 1. მშენებლობის ობიექტები: კორპუსი N1,3,4,5,6,9,10, 2. საინჟინრო ქსელები და ნაგებობები: გარე კანალიზაცია, გარე წყალმომარაგება, სანიაღვრე, გაზმომარაგების გარე ქსელი. 3. ტერიტორიის კეთილმოწყობა: ვერტიკალური გეგმარება, შიდა გზები და ტროტუარები, მიმდინარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობა, გარე განათება, სკვერის მოწყობა (ტ.2, ს.ფ. 78,79).
14. შემსრულებელი შეგებებული სარჩელით ითხოვს დამკვეთმა აუნაზღაუროს ვ---------–ის სამხედრო ქალაქის შიდა გზების მოწყობის სამუშაოების ღირებულება 150 581.05 ლარის ოდენობით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.07.2013წ. დასკვნის თანახმად, თბილისში, ვ---------–ის სამხედრო ქალაქის შიდა გზაზე და ტროტუარზე დაგებული ა/ბეტონის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება დარიცხვებითა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 150 581.05 ლარს (ტ.3, ს.ფ.30-33).
პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ სამუშაოები, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც ითხოვს შემსრულებელი, განხორციელებულია 2007 წლის 21 მარტის N3-- ხელშეკრულებისა საფუძველზე და მის ფარგლებში.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ დამკვეთის მხრიდან სადავოდ გამხდარი არ არის უშუალოდ სამუშაოების განხორციელების ფაქტი. მხარის შესაგებელი ემყარება იმ გარემოებას, რომ მათ შორის არ არსებობდა შეთანხმება აღნიშული სამუშაოების განხორციელებაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მოთხოვნა ხანდაზმულია. დამკვეთი მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 21.03.2007 წლის N3-- ხელშეკრულების 8.1 პუნქტზე, რომლის თანახმად ,,შემსრულებელი ვალდებულია ს--–-----–-- სამუშაოები განახორციელოს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად“ და განმარტავს, რომ მხარეებს შორის შესასრულებელი საგზაო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის და პროექტის შესახებ შეთანხმება არ განხორციელებულა და შემსრულებელმა, ფაქტობრივად, მისი ნება-სურვილის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა N2) წარადგინა შემკვეთთან ანაზღაურების მიზნით.
15. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული წერილობითი კომუნიკაციის ამსახველი მასალები, შეთანხმებები და ხარჯთაღრიცხვები ცალსახად მიუთითებს, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ განხორციელებული სადავო სამუშაოები სწორედ დამკვეთის ინტერესსა და ნებას შეესაბამებოდა და რომ დამკვეთმა შესრულება მიიღო. კერძოდ:
- დამკვეთის 26.07.2---წ. N10/1444 წერილით შემსრულებელს ეცნობა, რომ საჭიროა მშენებარე კორპუსის წინ განთავსდეს დასასვენებელი სკვერი და კეთილ მოეწყოს მიმდებარე ტერიტორია. მასვე განემარტა, რომ არსებული პროექტი შესაძლებელია დაკორექტირდეს. იქვე აღინიშნა, რომ ასევე საჭიროა დაპროექტდეს და მოეწყოს კახეთის გზატკეცილის მხრიდან აღნიშნულ კორპუსამდე მისასვლელი გზა. №3-- ხელშეკრულების და №3---- შეთანხმების ოქმის საფუძველზე შემსრულებელს დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყ------–------–--ს ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლად განკუთვნილი მშენებარე ობიექტის №1 კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზის მოწყობა (ტ.3, ს.ფ. 15).
- შემსრულებლის 30.08.2---წ. N390 წერილით დამკვეთს გადაეგზავნა ვ---------–ის სამხედრო ქალაქის გზების მოწყობის პროექტი - გრაფიკული ნაწილი 11 ფურცლად და განმარტებითი ბარათი 49 ფურცლად (ტ.3, ს.ფ. 18).
- 26.09.2---წ. N425 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში სხვადასხვა გარემოებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და შინაარსი. ს--–-----–-- კ-------ამ სამინისტროს გადაუგზავნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი N3--/3 და N3--/5 ოქმებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვების კორექტირებული ვერსია ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით (ტ.3, ს.ფ. 19);
- 03.10.2---წ. N428 წერილით დამკვეთს ასევე გადაეგზავნა შესრულებული სამუშაოების აქტები ე.წ ფორმები N2 (ტ.3, ს.ფ. 20).
- 10.10.2---წ. №437 წერილით შემსრულებელმა დამკვეთისაგან მოითხოვა რეაგირების განხორციელება (ტ.3, ს.ფ.25), რის შედეგადაც 2--- წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ იქნა №3--/7 შეთანხმების ოქმი; ოქმზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვის კრებსითი ნაწილი მოიცავს გზების მოწყობის და მოასფალტების სამუშაოებსაც (ტ.2, ს.ფ. 78,79).
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია დამკვეთის პოზიცია ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის არარსებობის თაობაზე და დადგენილად მიაჩნია №3--/7 შეთანხმების ოქმზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვის კრებსით ნაწილში გზების მოწყობის და მოასფალტების სამუშაოების გათვალისწინების ფაქტი. გასაზიარებელია ასევე მსჯელობა მასზედ, რომ ობიექტი, რომელზეც შემსრულებელი ახორციელებდა სამუშაოებს, წარმოადგენს განსაკუთრებულად მნიშვნელობის ობიექტს, რაც ლოგიკურად გამორიცხავს ობიექტზე დამკვთის ნება-სურვილის გარეშე ისეთი ხილული სამუშაოების განხორციელებას, როგორიცაა გზების მოწყობა-მოასფალტება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე დამკვეთის ნების შესაბამისად კონკრეტული სამუშაოების შესრულების ფაქტის - დადასტურება.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
არსებობს შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 150 581.05 ლარის მოთხოვნის საფუძველი.
17. შესრულებული სამუშაოების ღირებულების მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა ვერ გაიზიარებ დამკვეთის მსჯელობას მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს 07.06.2013 წლიდან, როდესაც შემსრულებელს დაუბრუნდა სამუშაო აქტების ფორმა N2 და N3 (გზების მოწყობის) პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის არარსებობის გამო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა შორის იყო შეთანხმება, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების საბოლოო ანაზღაურება განხორციელდებოდა წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად (შეთანხმების ოქმი N354/3, ტ.3, ს.ფ.21,22).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემსრულებელმა 10.10.2---წ. წერილით მიმართა დამკვეთს და მიუთითა, რომ მის მიერ 26.09.2---წ. N425 წერილით გადაგზავნილ იქნა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ხოლო 03.10.2---წ. N428 წერილით შესრულებული სამუშაოების აქტები. ვინაიდან ამ დრომდე არ იყო დანიშნული სათანადო ექსპერტიზა და არ იყო გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი, შემსრულებელმა გამოთქვა მზაობა თავად ჩაეტარებინა წარდგენილ დოკუმენტაციაზე ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოეხდინა სამინისტროსთან ფინანსური ურთიერთობის კორექტირება (ტ.3, ს.ფ. 25).
დადგენილია, რომ 17.07.2013წ დათარიღებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა შემსრულებელს გაეგზავნა 22.07.2013 წელს (ტ.3, ს.ფ. 30-33). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სარჩელი აღძრულია 28.06.2016წ, არ არსებობს შეგებებული სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი.
პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც დამკვეთი იღებს შესრულებას, თუმცა ყოვნდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა, ეს გარემოება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მენარდეს და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენის თაობაზე საექსპერტო დაწესებულების დასკვნის მოპოვების შემდეგ.
18. დამკვეთი სარჩელით ითხოვს შემსრულებელს 21.03.2007წ. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის საფუძველზე დაეკისროს პირგასამტეხლო სამუშაოების ნაწილის ვადაში შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.29). კერძოდ, 1 301 250.15 ლარის 0.1%-ის ოდენობით 11 დღის განმავლობაში, რაც შეადგენს 14 313.75 ლარს (იხ.:ტ,1, ს.ფ. 1-14, 29).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ 11 დღის ვადაგადაცილება დაადგინა, საპროექტო სამუშაოების შესრულების ვალდებულების გამოკლებით (ტ.3, ს.ფ.149). კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ სამუშაოების ღირებულებას, საიდანაც უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო, უნდა გამოკლებოდა საპროექტო სამუშაოების ღირებულება, რამაც შეადგინა 1 274 700.15 (1 301 250.15-26 550.00) ლარი და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა აღნიშნული თანხის 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 11 დღის განმავლობაში, ჯამში14 021,7 ლარი (ტ.3, ს.ფ.149,150). ანუ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი პირგასამტეხლოს დაკისრება 292.05 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სააპელაციო საჩივრით შედავებულია მხოლოდ დამკვეთის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (მოპასუხეს/შემსრულებელს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, პალატის მსჯელობის საგანია, რამდენად შესრულდა შემსრულებლის მიერ საპროექტო სამუშაოები და შესაბამისად, არსებობს თუ არა აღნიშნული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
როგოც უკვე აღინიშნა, დამკვეთის 26.07.2---წ. N10/1444 წერილით შემსრულებელს ეცნობა, რომ საჭირო იყო დაპროექტებულიყო და მოწყობილიყო კახეთის გზატკეცილის მხრიდან აღნიშნულ კორპუსამდე მისასვლელი გზა. №3-- ხელშეკრულების და №3---- შეთანხმების ოქმის საფუძველზე შემსრულებელს დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყ------–------–--ს ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი განკუთვნილი მშენებარე ობიექტის №1 კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზის მოწყობა (ტ.3, ს.ფ. 15). შემსრულებლის 30.08.2---წ. N390 წერილით დამკვეთს გადაეგზავნა ვ---------–ის სამხედრო ქალაქის გზების მოწყობის პროექტი - გრაფიკული ნაწილი 11 ფურცლად და განმარტებითი ბარათი 49 ფურცლად (ტ.3, ს.ფ. 18). 26.09.2---წ. N425 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს გადაუგზავნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი N3--/3 და N3--/5 ოქმებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვების კორექტირებული ვერსია ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით (ტ.3, ს.ფ. 19). საპროექტო სამუშაოები განხორციელდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში დამკვეთის მითითებების შესაბამისად.
საპროექტო სამუშაოების შესრულება/შეუსრულებლობის სადავო გარემოებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მასზედ, რომ ობიექტი, რომელზეც შემსრულებელი ახორციელებდა სამუშაოებს, წარმოადგენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ობიექტს და რომ საპროექტო დავალების განსაკუთრებულ მოთხოვნათა შესაბამისად, მისი როგორც პროექტირება, ისე მშენებლობა ექვემდებარებოდა განსაკუთრებულ და პარალელურ რეჟიმში წარმართვას. დამკვეთის მხრიდან შესრულებულ სამუშაოზე სისტემატიური ზედამხედველობისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული ტექნიკური პირობების არარსებობის ვითარებაში, შემსრულებელი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას განეხორციელებინა ობიექტის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო ს--–-----–---სარემონტო სამუშაოები.
ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის მსჯელობა საპროექტო სამუშაოების შეუსრულებლობის თუ შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
19. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
20. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი