განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310117001888072
საქმე №3ბ/403-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
18 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ურანდი მაღედანი
წარმომადგენელი - ალექსანდრე ქოჩიაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - გიორგი ამირაჯები
მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N866 განკარგულება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 26 ივნისის N612 ოქმის მე-80 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ახალი აქტი, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხში თვითნებურად დაკავებულ 41 კვ.მ მიწის ფართზე (მდებარე 23.01.19.16.001.070-ით გათვალისწინებულ ნაკვეთზე) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ითხოვა სარჩელზე უარის თქმა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ურანდი მაღედანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 12 სექტემბრის N1-3/587 ბრძანებით, სამეურნეო სასწავლო-საწარმოო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ,,მოდულის“ ტიპის, შავი თუნუქის ლითონკონსტრუქციისგან დამზადებული შენობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი ურანდი მაღედანი, რომელიც ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის 3000 აშშ დოლარის ნაცვლად იხდის 3150 აშშ დოლარის ექვივალენტ თანხას ლარებში.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2000 წლის 15 დეკემბერს გაცემული N841-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან დგინდება, რომ ურანდი მაღედანს საკუთრებაში გადაეცა სამეურნეო სასწავლო-საწარმოო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ,,მოდულის’’ ტიპის, შავი თუნუქის ლითონ კონსტრუქციისგან დამზადებული შენობა, მდებარე ორხევის დასახლებაში, არხის მიმდებარე საწარმოო ზონა, ახვლედიანის ჩიხი, ფართობი 443 კვ.მ;
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 ივლისის N882016413504-03 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 ივლისის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვ. 01/008) მიმდებარედ, 9110 კვ.მ - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა N1;
2016 წლის 05 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 9110.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, ს.კ. 01.19.16.001.070, საკუთრების უფლებით 2016 წლის 05 ივლისიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის N1/1-2144 ბრძანება.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 9110 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1 და N2, ს.კ. 01.19.16.001.070, საკუთრების უფლებით 2017 წლის 20 აპრილიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის N1/1-2144 ბრძანება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.05.2017 წლის N7/21817 წერილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2017 წლის განჩინება, N3/5790-16 საქმე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ახვლედიანის ჩიხი (ნაკვეთი 01/008) დაზუსტებული ფართობი - 443 კვ.მ, ს.კ. 01.19.16.001.008, საკუთრების უფლებით 2005 წლის 29 ივნისიდან აღრიცხულია ურანდი მაღედანის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 15 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N841-ა.
2016 წლის 27 ივნისს ურანდი მაღედანის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 635 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 31 ოქტომბრის N540 ოქმის 4--ე საკითხით უარი ეთქვა ურანდი მაღედანს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე;
2016 წლის 12 დეკემბერს ურანდი მაღედანმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა თვითნებურად დაკავებულ 41 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართსა და მასზე აშენებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარება.
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის N07/1261-13 წერილის მიხედვით, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ 41 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სამრეწველო (ს-2) და სპეციალურ (სპეცზ) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა და კვეთს ს.კ. 01.19.16.001.070 საკადასტრო ერთეულს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის N579 ოქმის მე-40 საკითხით, ურანდი მაღედანის 2016 წლის 12 დეკემბრის განცხადების განხილვა საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით გადაიდო;
გივი წიკლაურის, გოგიტა რაზმაძის, ლევან ბეითრიშვილის 2016 წლის 24 აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხში მდებარე უძრავ ქონებას (საწარმო ობიექტი) ს.კ. 01.19.16.001.008 დაეუფლა 2000 წლის ოქტომბრის თვეში და მაშინვე იმავე წლის ბოლომდე ხსენებული საწარმოო ობიექტთან ჩიხიდან მისასვლელი გზის დასაწყისის მარჯვენა მხარეს ააშენა საკუთარი ძალებით მცირე ზომის (37 კვ.მ ფართის) საცხოვრებელი სახლი, სადაც შესახლდა ოჯახით და დღემდე ცხოვრობს. მანამდე სახლის ადგილას არ იდგა არანაირი შენობა-ნაგებობა, მათ შორის დროებითი საყარაულო შენობა. სახლის აშენებიდან დღემდე ურანდი მაღედანი სარგებლობდა მის წინ არსებული მიწის ფართითაც, თუმცა არ შემოუღობია, რადგან საერთო ფართი, რომელზედაც იგი მდებარეობს შემოზღუდულია მავთულბადით;
გივი წიკლაურის, გოგიტა რაზმაძის, ლევან ბეითრიშვილის 2017 წლის 13 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლემა განმარტეს, რომ 2016 წლის 27 ივნისს ნოტარიუს თეა მაღალდაძესთან გაკეთებული განაცხადი, ურანდი მაღედანის მიერ ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხში 2000 წლიდან 635 კვ.მ მიწის ფართისა და მასზედ მდგომი შენობა-ნაგებობის ფლობა- სარგებლობის თაობაზე, ნოტარიუსის მიერ არასწორად იქნა დაფიქსირებული, რეალურად განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ურანდი მაღედანმა 2000 წელს ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხში საკუთრებაში შეიძინა 443 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, ს.კ. 01.19.16.001.008 და მასთან მისასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, მესაკუთრის გარეშე არსებულ მიწის ფართზე, იმავე წლის ბოლომდე ააშენა 41 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც შესახლდა და მასში დღემდე ცხოვრობს. პარალელურად სარგებლობს მისი მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც არის დაახლ. 635 კვ.მ თუმცა არ არის გამიჯნული დანარჩენი ფართებისგან;
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 აგვისტოს N5004359616 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში ახვლედიანის ჩიხში N01.19.16.001.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და მის მთლიან ფართზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან უმოკლესი საავატომობილო მისასვლელი გზა ფაქტობრივად არსებული გზის გათვალისწინებით შესაძლებელია მოეწყოს მის ჩრდილოეთ ნაწილიდან N01.19.16.001.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც ფაქტობრივად უკვე არსებობს ნაწილობრივ გრუნტის, ხოლო ნაწილობრივ მოხრეშილი საავტომობილო გზა.
ქ. თბილისში, ორხევის დასახლება ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ N01.19.16.001.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში ფაქტობრივად განთავსებული შენობა-ნაგებობის (საამქროს) შესასვლელ კარებამდე საავტომობილო მისასვლელი გზა ფაქტობრივად არსებული გზის გათვალისწინებით შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ დასავლეთ ნაწილიდან N01.19.16.001.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც ფაქტობრივად უკვე არსებობს ნაწილობრივ გრუნტის, ხოლო ნაწილობრივ მოხრეშილი საავტომობილო გზა.
ქ. თბილისში, ორხევის დასახლება ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ N01.19.16.001.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N1 ფაქტობრივი მდგომარეობით ურანდი მაღედანის ფაქტობრივ სარგებლობაშია აღნიშნულ შენობაში შესასვლელ კარებამდე საავტომობილო მისასვლელი გზა ფაქტობრივად არსებული გზის გათვალისწინებით შესაძლებელია მოეწყოს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილიდან N01.19.16.001.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც ფაქტობრივად უკვე არსებობს ნაწილობრივ გრუნტის, ხოლო ნაწილობრივ მოხრეშილი საავტომობილო გზა.
2017 წლის 16 ივნისს ურანდი მაღედანის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება 41 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ, ს.კ. 01.19.16.001.070.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 26 ივნისის N612 ოქმის მე-80 საკითხით ურანდი მაღედანს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N866 განკარგულებით, უარი ეთქვა ურანდი მაღედანს მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხი (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N102966 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2016 წლის 05 ივლისს სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული 9110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული), საკადასტრო კოდით N01.19.16.001.070. 2017 წლის 08 მაისს განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგსტრაცია და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 9110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული) და N2 (არასაცხოვრებელი-აშენებული);
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 იანვრის N7/1975 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ N01.19.16.001.070) შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზები შენობა-ნაგებობის დანიშნულების მითითებით. აღნიშნული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონებაზე განთავსებულია N01 და N02 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა;
4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N866 განკარგულებით ურანდი მაღედანს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხი (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 1. კომისიამ საქმის გარემოებების და აეროფოტო გადაღებების საფუძველზე დაადგინა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ არის განმცხადებელის მიერ აშენებული, იგი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. 2. არ დასტურდებოდა ურანდი მაღედანის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 3. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთს ს.კ. 01.19.16.001.070-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამეთუ ურანდი მაღედანის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის ფლობდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 12 სექტემბრის N1-3/587 ბრძანებით, სამეურნეო სასწავლო-საწარმოო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ,,მოდულის’’ ტიპის, შავი თუნუქის ლითონკონსტრუქციისგან დამზადებული შენობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი ურანდი მაღედანი, რომელიც ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის 3000 აშშ დოლარის ნაცვლად იხდის 3150 აშშ დოლარის ექვივალენტ თანხას ლარებში.
- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2000 წლის 15 დეკემბერს გაცემული N841-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან დგინდება, რომ ურანდი მაღედანს საკუთრებაში გადაეცა სამეურნეო სასწავლო-საწარმოო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ,,მოდულის’’ ტიპის, შავი თუნუქის ლითონკონსტრუქციისგან დამზადებული შენობა, მდებარე ორხევის დასახლებაში, არხის მიმდებარე საწარმოო ზონა, ახვლედიანის ჩიხი, ფართობი 443 კვ.მ.
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 ივლისის N882016413504-03 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 ივლისის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვ. 01/008) მიმდებარედ, 9110 კვ.მ - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა N1.
- 2016 წლის 05 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 9110.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, ს.კ. 01.19.16.001.070, საკუთრების უფლებით 2016 წლის 05 ივლისიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის N1/1-2144 ბრძანება.
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 9110 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1 და N2, ს.კ. 01.19.16.001.070, საკუთრების უფლებით 2017 წლის 20 აპრილიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის N1/1-2144 ბრძანება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.05.2017 წლის N7/21817 წერილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2017 წლის განჩინება, N3/5790-16 საქმე.
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N102966 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2016 წლის 05 ივლისს სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული 9110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული), საკადასტრო კოდით N01.19.16.001.070. 2017 წლის 08 მაისს განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგსტრაცია და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 9110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული) და N2 (არასაცხოვრებელი-აშენებული).
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 იანვრის N7/1975 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ N01.19.16.001.070) შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზები შენობა-ნაგებობის დანიშნულების მითითებით. აღნიშნული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე განთავსებულია N01 და N02 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, კერძოდ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და ორთოფოტოს მეშვეობით არ დასტურდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არსებობის ფაქტი. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი გივი წიკლაურის, გოგიტა რაზმაძის, ლევან ბეითრიშვილის 2017 წლის 13 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, განმცხადებლემა განმარტეს, რომ 2016 წლის 27 ივნისს ნოტარიუს თეა მაღალდაძესთან გაკეთებული განაცხადი, ურანდი მაღედანის მიერ ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხში 2000 წლიდან 635 კვ.მ მიწის ფართისა და მასზედ მდგომი შენობა-ნაგებობის ფლობა-სარგებლობის თაობაზე, ნოტარიუსის მიერ არასწორად იქნა დაფიქსირებული, რეალურად განმცხადებლებმა დაადასტურეს, რომ ურანდი მაღედანმა 2000 წელს ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხში საკუთრებაში შეიძინა 443 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, ს.კ. 01.19.16.001.008 და მასთან მისასვლელი გზის მარჯვენა მხარეს, მესაკუთრის გარეშე არსებულ მიწის ფართზე, იმავე წლის ბოლომდე ააშენა 41 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც შესახლდა და მასში დღემდე ცხოვრობს - ვერ იქნება მიჩნეული იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ ურანდი მაღედანი ნამდვილად წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და მის მიერ იქნა სწორედ აშენებული აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული არასაცხოვრებელი შენობა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის N07/1261-13 წერილის მიხედვით, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ 41 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სამრეწველო (ს-2) და სპეციალურ (სპეცზ) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა და კვეთს ს.კ. 01.19.16.001.070 საკადასტრო ერთეულს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N866 განკარგულება მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ N376 დადგენილების მოთხოვნათა სრული დაცვით, აღნიშნული საფუძვლით არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
5. ურანდი მაღედანის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგეობობის არსებობის ფაქტი დადასტურებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის გამოკვლევებით, 2006 წლის ორთოფოტოთი, ასევე საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ახსნა-განმარტებებით. აპელანტის მითითებით, ის ფაქტი, თუ კონკრეტულად ვის მიერ არის შენობა-ნაგებობა აშენებული, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, თუმცა შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს მიერ რომ არ არის აშენებული ეს დადასტურებულია აღნიშნულ ადგილას ასაშენებელი სასწავლო კომპლექსის სამშენებლო პროექტით. აღნიშნული პროექტის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შენობის აშენება გათვალისწინებული არ არის. მაშასადამე მოსარჩელის გარდა აღნიშნულ ნაგებობას სხვა პირი ვერ ააშენებდა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმის დასადგენად იყო თუ არა კანონის ამოქმედებამდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შენობა-ნაგებობა, ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. 2016 წლის 27 ივნისის რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ტექნიკური არქივის მონაცემების შესაბამისად, არანაირი შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1981 წლიდან განქორწინებულია და ცხოვრობდა სწორედ ზემოაღნიშნულ შენობა-ნაგეობობაში და ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, აღნიშნული შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი დანიშნულების შესახებ, არის უსაფუძვლო.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
6.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N866 განკარგულებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 26 ივნისის N612 საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგი მე-80 საკითხი, ურანდი მაღედანისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში), შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონი არეგულირებს ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 12 დეკემბერს მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხი (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი ეს არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამასთან, პირი მიწის ნაკვეთს უკანონოდ უნდა იყოს დაუფლებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. მხოლოდ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აღმოცენებული ფაქტის დამტკიცება წარმოშობს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ვალდებულებას - აღიაროს კერძო პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე.
ამავე კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად . საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ლ). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; ნ). სანიტარიული და დაცვითი ზონები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარული და დაცვითი ზონები;
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ საქმეში დაცული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 12 სექტემბრის N1-3/587 ბრძანებით დასტურდება, რომ სამეურნეო სასწავლო-საწარმოო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ,,მოდულის“ ტიპის, შავი თუნუქის ლითონკონსტრუქციისგან დამზადებული შენობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი ურანდი მაღედანი, რომელიც ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის 3000 აშშ დოლარის ნაცვლად იხდის 3150 აშშ დოლარის ექვივალენტ თანხას ლარებში.
- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2000 წლის 15 დეკემბერს გაცემული N841-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან დგინდება, რომ ურანდი მაღედანს საკუთრებაში გადაეცა სამეურნეო სასწავლო-საწარმოო სამმართველოს ბალანსზე რიცხული ,,მოდულის“ ტიპის, შავი თუნუქის ლითონკონსტრუქციისგან დამზადებული შენობა, მდებარე ორხევის დასახლებაში, არხის მიმდებარე საწარმოო ზონა, ახვლედიანის ჩიხი, ფართობი 443 კვ.მ.
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 05 ივლისის N882016413504-03 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 ივლისის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვ. 01/008) მიმდებარედ, 9110 კვ.მ - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა N1.
- 2016 წლის 05 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 9110.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1, ს.კ. 01.19.16.001.070, საკუთრების უფლებით 2016 წლის 05 ივლისიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის N1/1-2144 ბრძანება.
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, ახვლედიანის ჩიხის (ნაკვეთი 01/008) მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი - 9110 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1 და N2, ს.კ. 01.19.16.001.070, საკუთრების უფლებით 2017 წლის 20 აპრილიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის N1/1-2144 ბრძანება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.05.2017 წლის N7/21817 წერილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.01.2017 წლის განჩინება, N3/5790-16 საქმე.
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N102966 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2016 წლის 05 ივლისს სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული 9110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული), საკადასტრო კოდით N01.19.16.001.070. 2017 წლის 08 მაისს განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგსტრაცია და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 9110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა N1 (არასაცხოვრებელი-აშენებული) და N2 (არასაცხოვრებელი-აშენებული).
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 იანვრის N7/1975 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს/კ N01.19.16.001.070) შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზები შენობა-ნაგებობის დანიშნულების მითითებით. აღნიშნული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთზე განთავსებულია N01 და N02 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ აპელანტი მხარის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი გივი წიკლაურის, გოგიტა რაზმაძის, ლევან ბეითრიშვილის 2017 წლის 13 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება - ვერ იქნება მიჩნეული იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ ურანდი მაღედანი ნამდვილად წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს კანონის ამოქმედებამდე, ვინაიდან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დასტურდება, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გათავსებული შენობა-ნაგებობა არ არის აპელანტის მიერ აშენებული და იგი წარმოადგენს არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობას, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავს ურანდი მაღედანის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის N07/1261-13 წერილს, რომლის მიხედვით, ახვლედიანის ჩიხის მიმდებარედ 41 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სამრეწველო (ს-2) და სპეციალურ (სპეცზ) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა და კვეთს ს.კ. 01.19.16.001.070 საკადასტრო ერთეულს.
სააპელაციო პალტა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამრეწველო ზონა 2 (ს-2) — ერთგვაროვანი სამრეწველო ქვეზონაა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ სამრეწველო გამოყენების და ნაგავსაყრელის ტერიტორიებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სპეციალური ზონა (სპეცზ) — მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ სპეციალური გამოყენების ტერიტორიებს (მაგ.: სასწავლო/სამეცნიერო-კვლევითი; სამედიცინო; სასაფლაო; სამხედრო დანიშნულების ტერიტორიები);
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
სააპელაციო პალატა ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას განსახილველ საკითხთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი კომისიას იმპერატიულად უწესებს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით საკითხის განხილვისას გაითვალისწინოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობები, ამასთან, უფლებამოსილი ორგანოს მითითებით, აპელანტის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სპეციალური შეზღუდვა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ურანდი მაღედანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით საფუძველს ქმნის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" პუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ამავე კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია 2017 წლის 21ივლისის N866 განკარგულების და 2017 წლის 26 ივნისის N612 ოქმის მე-80 საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც ურანდი მაღედანს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე, მოქმედებდა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული და შესწავლილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს სწორი და სამართლიანი შეფასება აქვს მიცემული სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და სახეზე არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა საფუძველს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული აქტები მიეჩნია კანონიერად, რის გამოც არ არსებობს ურანდი მაღედანის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
აპელანტის - აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ურანდი მაღედანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გია ბერაია