განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
180310018002261226
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №180310018002261226 (საქმე №3ბ/1788-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები - შოთა გეწაძე, ნინო ყანჩაველი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

აპელანტი (მოპასუხე) - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ლ-–-----–--–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-------------–---–ი;

წარმომადგენელი - დ--------------–---–ი;

 

მესამე პირი - ე---------------–---–ი

წარმომადგენელი - ემ-------------–---–ი;

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტები მოთხოვნა

 

1.1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ-------ი ო------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ, სოფელ მ-----------ში ემ-------------–---–ის (პ/ნ.1----------) მიერ საცხოვრებელ სახლთან მიტაცებული სოფლის გზის გამოთავისუფლება და ემ-------------–---–ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.

 

2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------ი ო------–---–ი საკუთრებაში ფლობს დუშეთის რაიონის სოფელ მ-----------ში 2470 კვ.მ ფართს. მის მეზობლად, გვერდით მომიჯნავედ ცხოვრობს მოქალაქე ემ-------------–---–ი, რომელსაც უკანონოდ მიტაცებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართი, კერძოდ, მისასვლელი გზა, რომლითაც ასევე სარგებლობს მოსარჩელე. ემ-------------–---–ის უკანონო ქმედების აღკეთის მიზნით, 2016 წლის 11 მაისს და 23 მაისს ორჯერ მიმართა წერილობითი განცხადებით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა აღეკვეთა უკანონო მშენებლობა და ასევე მოითხოვა მშენებლობის დემონატაჟი და მისასვლელი სოფლის გზის დაბრუნება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ მოუხდენია არან----ი რეაგირება მის მიერ წარდგენილ განცხადებებზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მხარის ახსნა - განმარტება.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ივლისს, მ------- ო------–---–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს ქმედების განხორციელება კერძოდ, განახორციელოს უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და გამოანთავისუფლოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გზა, რომელიც უკანონო მფლობელობაში აქვს მითვისებული ემ-------------–---–ს. ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს გამოსცეს გადაწყვეტილება ე---------------–---–ის მიერ უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 17 ივნისის სარეგისტრაციო განცხადებაზე N8------------

 

2016 წლის 17 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ე------ დ-----–---–მა და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფელ მ-----------ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. №8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2016 წლის 10 ივნისის AA2----------03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, დუშეთის რაიონის მ--------რის სასოფლო საბჭოს საკრებულოს სოფელ მ--------რის 1986-1995 წწ., 1996-2000 წწ და 2001-2005 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ე------ ი-----ის ძე დ-----–---–ი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: კ------–--ე ნ----ა რ-----ის ასული - ცოლი; დ-----–---–ი ი-----–- ე------ის ძე - შვილი; დ-----–---–ი ი-----ი ე------ის ძე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 1986-1990 წწ., 1996-2000 წწ. და 2001 წ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1960 წ. საერთო ფართობი 40 კვ.მ, ხოლო მიწა 1986 -1991 წწ. და 1996 წ. სულ 0,20, ხოლო 1997-2000 წწ. და 2001-2005 წწ-ში მიწის ფართობის შესახებ მონაცემები მითითებული არ არის. №8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ ასევე წარდგენილ იქნა შპს ,,ს------------------------ 2005"-ის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.

 

2016 წლის 22 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------03 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო კომლის წევრთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემთა მიხედვით, კომლის წევრის დ-----–---–ი ე------ის სახელზე სისტემ------- აღრიცხული იყო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 71.06.10.10, ხოლო დ-----–---–ი ი-----–-ს სახელზე საკადასტრო კოდით: 7-----------. ვინაიდან, აღნიშნულ კოდებთან დაკავშირებით მესაკუთრისა და უძრავი ნივთის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, საჭირო იყო დაზუსტება ხომ არ შეესაბამებოდა რომელიმე სარეგისტრაციოდ წარდგენილ მასალებს. 2016 წლის 30 ივნისს დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების აღმოსაფხვრელად წარდგენილ იქნა პირადი განცხადება და კომლის წევრთა პირადობების დამადასტურებელი დოკუმენტები. განცხადებაში ემ-------------–---–ი აღნიშნავდა, რომ მისი და ი-----–- დ-----–---–ი სახელზე სისტემ------- რეგისტრირებული უძრავი ნივთები არ წარმოადგენს მათი ოჯახის საკუთრებას.

 

2016 წლის 5 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 7-----------; მესაკუთრე: გივი კ------–--ე - პ/ნ1----------) საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის 6 ივლისს დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების აღმოსაფხვრელად წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

2016 წლის 11 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის №8------------08 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ 1% მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს ვინაიდან, ემ-------------–---–ის (პირადი ნომერი: 1----------) სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდი: 7----------- -9135 კვ.მ, 7----------- - 10492 კვ.მ). დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ იყო დამოწმებული სათანადო ფორმით უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის სიზუსტე და შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან. ამასთან, დამატებით წარსადგენი იყო ამზომველის შესაბამისი წერილობით განმარტება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ მოიცავდა მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მისასვლელ გზას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო წარმოების მასალები.

 

2017 წლის 11 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულება მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის #8------------09 გადაწყვეტილებით ე------ დ-----–---–ის 2016 წლის 17 ივნისის #8----------- განცხადებაზე, რაც ასევე წარმოადგენდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ანუ დავის საგანს სარეგისტრაციო წარმოება იქნა შეწყვეტილი საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის საგანი, რასაც ასევე დაეთანხმება მოსარჩელე მხარე. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით, მ------- ო------–---–ის სარჩელზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინება.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ და თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფლდა, გაუქმდა 2017 წლის 21 აპრილი განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დასაშვებობის ეტაპიდან, მხოლოდ დუშეთის მუნიციპლიტეტის გამგეობისთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინება.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, ფოტომასალით, ორთოფოტოებით ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტებით, საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია, რომ ემ-------------–---–მა სამშენებლო სამუშაოები განახორციელა სწორედ იმ გზაზე, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს სოფელ მ--------რის გზას და აღნიშნული ნაგებობის არსებობის პირობებში, ილახება მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ------- ო------–---–ის მოთხოვნას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ წარმოადგენდა ემ-------------–---–ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის აღკვეთა, დემონტაჟი და სოფლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გზის დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ მ------- ო------–---–ის განცხადებაზე და ემ-------------–---–ის მიერ განხორციელებულ სამშენებლო საქმიანობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და მხოლოდ შემოიფარგლა იმის მითითებით, რომ მოქალაქე ემ-------------–---–ს გააჩნია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ში მის მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით განმცხადებელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განცხადების წარდგენის შემდგომ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და სზაკ-ის შესაბამისად, დაედგინა სამშენებლო სამუშაოების ზუსტი ადგილმდებარეობა, საზღვრები, რათა არ დაეშვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------რის გზაზე სამშენებლო სამუშაოების არსებობა და ამით არ დაერღვია სხვა პირის კანონიერი უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქმედების განხორციელების დავალებით აღძრულ სარჩელში დაფიქსირებული მონაცემები პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოსარჩელის უფლებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიუთითებს შემდეგს:

2016 წლის 11 მაისს მ------- ო------–---–მა N2239/ო განცხადებით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სადაც აღნიშნულია, რომ სოფ. მ-----------ში მის საკუთრებაში არსებული 2470 კვ.მ მიწის მომიჯნავედ მცხოვრები მოქ. ემ-------------–---–ი სოფლის გზაზე აწარმოებს უნებართვო მშენებლობას და რომ მისი საცხოვრებელი სახლის შესასვლელში ააშენა "ტუალეტი, საღორე, იქვე აგროვებს ფეკალურ ნარჩენებს". განმცხადებელმა მოითხოვა მოქალაქე ემ-------------–---–ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის აღკვეთა, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და სოფლის გზის გათავისუფლება. აპელანტის განმარტებით, ამავე წლის 2016 წლის 19 მაისის Nო436 წერილით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოითხოვა სოფ. მ-----------ში მოქ. ემ-------------–---–ის და მ------- ო------–---–ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2016 წლის 24 მაისს N123958 წერილით გადაეგზავნათ შესაბამისი დოკუმენტაცია და ამასთანავე ეცნობათ, რომ მ------- ო------–---–ის სახელზე სოფ. მ-----------ში ს/კ 7-----------, დაზუსტებული ფართი 2470.00 კვ.მ რეგისტრირებულია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, (დამოწმების თარიღი 25.06.2015), ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, "საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის N231 დადგენილების ფარგლებში, ემ-------------–---–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე ს/კ.7-----------; 7-----------; 7----------- ამავე წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული მონაცემები საჭიროებს გადამოწმებას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მ------- ო------–---–მა 2016 წლის 23 ივნისს N2986/ო განცხადებით განმეორებით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა 2016 წლის 11 მაისის N2239/ო განცხადებით მოთხოვნილი ქმედების განხორციელება. ამავე წლის 07 ივლისს, ემ-------------–---–მა წარადგინა N3222 განცხადება და საარქივო ცნობა და მიუთითა, რომ საარქივო ცნობის საფუძველზე მის სახელზე სოფ. მ-----------ში ირიცხება საცხოვრებელი სახლი და 2000 კვ.მ. სასახლკარე მიწა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, შპს "ს------------------------ 2005" ის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის და საარქივო ცნობის შესაბამისად, ემ-------------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის იდენტურობა დადგენილი აქვს მ--------რის ადმინისტრაციულ ერთეულში ზ------ ჯ-----–---–ს.

 

წარმომადგენლის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებების ადგილზე შესწავლით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სოფლის გზა სინამდვილეში არის ჩიხი რომლითაც შეუზღუდავად და თანაბრად სარგებლობენ, ჩიხის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. ჩიხი სრულდება ემ-------------–---–ის მიწის ნაკვეთთან, რომელიც შემხებლობაში არ არის მ------- ო------–---–ის (ლ-------------–---–ის) ჭიშკართან და შესაბამისად არ ზღუდავს მას ისარგებლოს თავისი საკუთრებით თავისუფლად კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე მიუთითებს, რომ მ------- ო------–---–ს მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვს ამჟამად არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 25 ივლისის N3196 წერილით, მ------- ო------–---–ს ეცნობა, რომ ემ-------------–---–ი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტის (საარქივო ცნობა) საფუძველზე. მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დოკუმენტების და ფაქტების, მათ შორის ადგილზე შესწავლით დადგინდა, რომ საზოგადოებრივი სივრცის მითვისებას ემ-------------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა, რაც შეეხება შენობა - ნაგებობებს, აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროეცესში ემ-------------–---–მა განახორციელა მათი დემონტაჟი და არა ლეგალიზება.

 

ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის შედეგს, დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ არ არის მითითებული კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლის ანალიზის საფუძველზეც ცალსახა იქნებოდა მ------ ო------–---–ისთვის მიყენებული ზიანი და ზიანის გამომწვევი გარემოებები.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძველია.

 

4.1. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ მხარემ მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს სოფელ მ-----------ში ემ-------------–---–ის მიერ საცხოვრებელ სახლთან მიტაცებული სოფლის გზის გამოთავისუფლება და ემ-------------–---–ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) მ------- ო------–---–ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ლ-------------–---–ი, იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონების (ს/კ 7-----------) მესაკუთრეს დღეის მდგომარებით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ლ-------------–---–ი და საქმეში წარმოდგენილი მ------- ო------–---–ის განცხადების თანახმად, მ------- ო------–---–მა დუშეთის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ მოთხოვნა დაუთმო შვილს ლ-------------–---–ს.

 

პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 17 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ემ-------------–---–მა და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფელ მ-----------ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა მ--------რის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზ. ჯ-----–---–ის მიერ დამოწმებული აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადასტურებულია საარქივო ცნობაში N AA2----------03 მითითებული მიწის ნაკვეთისა (2000 კვ.მ) და წარმოდგენილი ნახაზის ადგილმდებარეობის და კონფიგურაციის სიზუსტე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 ივლისის №8------------08 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ 1% მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს ვინაიდან, ემ-------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდი: 7------------9135 კვ.მ, 7----------- -10492 კვ.მ). დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ იყო დამოწმებული სათანადო ფორმით უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის სიზუსტე და შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან. ამასთან, დამატებით წარსადგენი იყო ამზომველის შესაბამისი წერილობით განმარტება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთი არ მოიცავდა მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მისასვლელ გზას.

 

სააპელაციო საჩივრის განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარემ სადავოდ გახადა მ--------რის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ნახაზის ე. დ-----–---–ის უფლების დამდგენ დოკუმენტებთან შესაბამისობა და პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმეში მონაწილე ორივე მხარის მონაწილეობით განეხორციელებინა ადგილზე დათვალიერება და პალატისთვის წარმოედგინა დასკვნა თუ რამდენად შეესაბამებოდა სოფელ მ-----------ში ემ-------------–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (ასევე მის მიერ 2000 კვ. მიწაზე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის) ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია NAA2----------03 საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასა და კონფიგურაციას, ასევე დაევალა შეესწავლა მოსარჩელე მ------- ო------–---–ის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთის ფართობი ხომ არ ხვდებოდა ემ-------------–---–ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ 2000 კვ. მეტრ მიწის ფართში, თუ აღნიშნული წარმოადგენდა სასოფლო გზის ნაწილს.

 

სასამართლო დავალების საფუძველზე წარმოდგენილ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N01247 ოქმით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 15 ოქტომბერს 16:00 საათზე მოხდა სოფელ მ-----------ში, უძრავი ნივთის დათვალიერება, მესაკუთრე/მოსარგებლე - ემ-------------–---–ი; უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საარქივო ცნობა N31/18/17 08.06.2016; დათვალიერებაში მონაწილებდნენ ლ---–------------–ი, ლ-–-----–--–---–ი, მ--–------------–--ე, გ-----------–--- და მითითებულია, რომ გ-----------–---მ და სხვა დამსწრე პირებმა ერთხმად განაცხადეს, რომ მათ არ ახსოვთ თუ როდესმე სადავო მიწის ნაკვეთზე გზა გადიოდა ან ყოფილა. ოქმში მითითებულია, რომ მ------- ო------–---–მა მოითხოვა ღობის გადაწევა და აქვე დაფიქსირებულია, რომ მ------- ო------–---–მა უარი განაცხადა დათვალიერების ოქმის ხელის მოწერაზე.

 

დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ემ-------------–---–ს, ასევე დადგენილია, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ N31/18117 საარქივო ცნობით გათვალისწინებული და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი - 2000 კვ.მ ფართი ერთმანეთის იდენტურია (ტომი 3, ს.ფ 64-66).

 

პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 8 ივნისის N31/18117 საარქივო ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, დუშეთის რაიონის დუშეთის რაიონის მ--------რის სასოფლო საბჭოს - საკრებულოს სოფელ მ--------რის 1986-1995 წწ, 1996-2000 წწ და 2001-2005 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ე------ ი-----ის ძე დ-----–---–ი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: კ------–--ე ნ----ა რ-----ის ასული - ცოლი; დ-----–---–ი ი-----–- ე------ის ძე - შვილი; დ-----–---–ი ი-----ი ე------ის ძე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 1986-1990 წწ., 1996-2000 წწ. და 2001 წ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1960 წ. საერთო ფართობი 40 კვ.მ, ხოლო მიწა 1986 -1991 წწ. და 1996 წ. სულ 0,20, ხოლო 1997-2000 წწ. და 2001-2005 წწ - ში მიწის ფართობის შესახებ მონაცემები მითითებული არ არის (ტომი 3, ს.ფ 67)

 

აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ დუშეთის რაიონში/მ-----------ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების (დაზუსტებული ფართობი 9135.00 კვ.მ) მიწის ნაკვეთის (ს/კ 7-----------) მესაკუთრე, საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე არის ემ-------------–---–ი (ტომი 1, ს.ფ 109).

 

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 30 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ დუშეთის რაიონში/მ-----------ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების (დაზუსტებული ფართობი 1499.00 კვ.მ) მიწის ნაკვეთის (ს/კ 7-----------) მესაკუთრე, საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე არის ემ-------------–---–ი (ტომი 1, ს.ფ 115).

 

პალატა მიუთითებს "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, "სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეების ახსნა - განმარტებებით პალატა ცალსახად დადგენილად მიიჩნევს, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული, ასევე წარდგენილ აზმოვით ნახაზში მითითებული და ფაქტიურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის ერთი და იგივე. პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2019 წლის 15 ოქტომბრის N01247 ოქმზე, დათვალიერების მონაწილე პირებთან ერთად ასევე ხელს აწერს და დათვალიერების ოქმში მითითებულ გარემოებების სიზუსტეს ადასტურებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსლი პირი ზ. ჯ-----–---–ი, რომლის მიერაც შედგენილია და დადასტურებულია მ--------რის ადმინისტრაციულ ერთეულში შპს „ს------------------------ 2005“-ს მიერ აზომილი მიწის ნაკვეთის და AA2----------03 საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციის სიზუსტე.

 

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს და ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ემ-------------–---–მა სამშენებლო სამუშაოები განახორციელა სწორედ იმ გზაზე, რომელიც წარმოადგენს სოფელ მ--------რის გზას და აღნიშნული ნაგებობის არსებობის პირობებში, ილახება მ-------ი ო------–---–ის (ლ-------------–---–ის) როგორც მესაკუთრის უფლებები.

 

პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს (აპელანტი) წარმომადგენელმა მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული სოფლის გზა რეალურად არის ჩიხი რომლითაც შეუზღუდავად და თანაბრად სარგებლობენ, ჩიხის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები. ჩიხი სრულდება ემ-------------–---–ის მიწის ნაკვეთთან, რომელიც შემხებლობაში არ არის მ------- ო------–---–ის (ლ-------------–---–ის) ჭიშკართან და შესაბამისად არ ზღუდავს მას ისარგებლოს თავისი საკუთრებით თავისუფლად კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ამდენად, ცალსახაა, რომ საზოგადოებრივი სივრცის მითვისებას ემ-------------–---–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა და შესაბამისად უმართებულოა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი.

 

პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც – პრეამბულაში მოცემული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ამ უფლების უპირველესი გარანტიებია. მოიაზრება იგი აგრეთვე კონსტიტუციის მე–5 მუხლით აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა შორის, რომლებსაც სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი კი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები – უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. ასეთი მიდგომა კი, თავის მხრივ, პიროვნული თავისუფლების გამოვლინებაა. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლება – შეზღუდვა მისთვის, როგორც ინსტიტუტისათვის, დამახასიათებელი თვისებაა და განუყოფელია მისი სუბსტანციისაგან. საკუთრების სოციალური ფუნქცია მასში ვალდებულებებსაც მოიაზრებს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, სარგებლობდეს, ფლობდეს და განკარგავდეს თავის საკუთრებას. საკუთრების უფლების ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ამ პროცესის თანმდევია ის, რომ ერთი პირის საკუთრების უფლება თავისთავად ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე. სწორედ ამაზეა დაფუძნებული კანონმდებლის უფლებამოსილება (ან თუნდაც მისი კონსტიტუციური ვალდებულება), დაარეგულიროს საკუთრების სამართლებრივი მხარე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს ლ-------------–---–ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქმეში არსებული მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულებები და ასევე ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება და რაც მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებისა გაუქმებისა და ზემოთ მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ლ-------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. პროცესის ხარჯები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 (ასი) ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. მ------- ო------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები : შოთა გეწაძე

 

ნინო ყანჩაველი