განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
140100119003291323
ინსტანცია
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119003291323

საქმე №1ბ/116-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ზ-------–--------–--

მსჯავრდებულის: დ-------------–---–--

ადვოკატის: ე----------------–---–--

მონაწილეობით,შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ დ------------------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------- დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------–---–---------------- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, დ---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 11800(თერთმეტი ათას რვაასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ--------------–---–- ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით -2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით- შეუმცირდა 1800(ათას რვაასი)ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

დ------ გოგიჩაშვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა.

მსჯავრდებულ დ-------------–---–-- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ -კონტროლიორმა - დ--------------–---–-- ისე, რომ აღნიშნულის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ლ----–------------ მოტყუებით დაპირდა, რომ მუშაობას დააწყებინებდა ამავე სამსახურში, სპეციალისტის პოზიციაზე, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 1500 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა. დ--------------–---–-- ლ----–------------ 2019 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 01:20 საათზე, ქ---------–-----–------–-- გზატკეცილზე გამავალ ცენტრალური ავტომაგისტრალის ხიდთან, გამოართვა მის მიერ მოთხოვნილი თანხა 1500 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა და მისი განზრახვა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ლ----–--------------- თანხას, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ მოიყვანა სისრულეში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ზ-------–--------–--- რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-------------–---–-- მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ლ------–---------------------------–---–------------------–---–-----------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალით, დ------ გ------–---–-- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები დამდგარი შედეგი.

აპელანტი სასჯელის სახის შეცვლის საფუძვლად ასახელებს მსჯავრდებულის პიროვნებას, თუმცა ამ კუთხით ვერ უთითებს რაიმე ისეთ დამამაძიმებელ გარემოებაზე, რომელიც განაპირობებდა დანიშნული სასჯელის შეცვლას. პირიქით, ის წარსულში არ არის ნასამართლევი.

პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო საჯარო მოხელე, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მას, მაგრამ მისივე სტატუსი არ უნდა გახდეს არაადეკვატური დასჯის საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, დ--------------–---–- განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონულ;ი სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.შ------------–---------–----------------- საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. დ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 11800(თერთმეტიათას რვაასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დ--------------–---–- ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით -2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით - შეუმცირდეს 1800(ათას რვაასი)ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ 2(ორი)წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

4. მსჯავრდებულ დ------ გ------–---–--ათვის თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ------ გ------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ------ გ------–---–-- მიმართ დამატებით დაწესებული ვალდებულება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გამომძიებლისათვის ჩაბარების შესახებ გაუქმებულია და აღნიშნული დოკუმენტები დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ--------------–---–-.

 

7. ნივთმტკიცებები:

- დ------ გ------–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით (თხუთმეტი ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა), რომელიც შესანახად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს, დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს;

- დ---------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: ყავისფერი ტყავის საფულე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „კრისტალ ბეთის“ პლასტიკური ბარათი, სამსახურეობრივი მოწმობა, ,,გალფის პლასტიკური ბარათი“ და მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ---------------–---–--

- ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის საზედამხედველო წარმოებას, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

-ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც გადაეცა დაცვის მხარეს, დარჩეს მის საკუთრებაში.

 

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი