განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.11.2019
საქმის ნომერი
100310019002887937
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №100310019002887937

საქმე №3/ბ-231-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი - რ---–------–-------ე

წარმომადგენელი - მ--------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-------------–--ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2019 წლის 27 თებერვალს რ---–------–-------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 1--------------------------- გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2----------------- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ამავე სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დავალდებულება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განახორციელოს ცვლილების რეგისტრაცია უძრავი ნივთის მდებარე: ს------ე, არგევთი, ა---–---–---ი.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე რ---–------–-------ემ 2018 წლის 03 ივლისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე - ს------ე, სოფელი ა---–---–---ი (ს/კ. 3-----------). მოსარჩელე (რ---–----ი ლ-------ე) ითხოვდა, რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული არ ყოფილიყო N2------------ (18.03.2016წ.) საარქივო ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ მუნიციპალიტეტის რეესტრში ა-------ის საკრებულოში რეგისტრირებულია, მხოლოდ სოფელი ი–---ი (ა---–---–---ი რეგისტრირებული არ არის). ამასთან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოდ მითითებულია, რომ საარქივო და 3----------- კოდზე სისტემურად აღრიცხული ქონებრივი მონაცემები სხვადასხვა მონაცემებს არ წარმოადგენს, შესაბამისად ითვლება, რომ N2------------ და N1-------- საარქივო ცნობაში მითითებული ქონებრივი მონაცემები N3----------- საკადასტრო კოდზე უკვე რეგისტრირებულია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.08.2018წ. N8-------------- გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2018 წლის 10 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით ბათილად ცნო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რაიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის N8------------16 (20.11.2018) გადაწყვეტილება და დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რაიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს N8----------- სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.

 

მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 14 დეკემბერს განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და იმავე დღეს N8------------18 გადაწყვეტილებით რ---–----ი ლ-------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვილების რეგისტრაციაზე, ვინაიდან დაინტერსებულ პირზე უკვე რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განჩინებით რ---–------–-------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ს------ის რაიონულ სასამართლოს.

 

მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით რ---–----ი ლ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) რეგისტრირებულია რ---–----ი ლ-------ის სახელზე სხვა თანამესაკუთრესთან ერთად, რომელიც 2017 წლის 08 დეკემბრისათვის არ არის მითითებული რეესტრის ამონაწერში. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია მიღება- ჩაბარების N1-- აქტი, საარქივო ცნობა, რომელიც გაცემული იქნა 2016 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს ს------ის არქივის მიერ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 (მშენებარე).

 

2002 წლის 13 სექტემბრის თარიღით გაცემულია ე.წ. სისტემური რეგისტრაციის სარეგისტრაციო მოწმობა 1070 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე ი-–- ლ-------ის სახელზე სარეგისტრაციო ზონა-ს------ე კოდი 35, სექტორი ა-------ი კოდი 10, კვარტლის N01 ნაკვეთის ნომერი 2-- ქონების ადგილმდებარეობა ა---–---–---ი.

 

2010 წლის 06 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობით რ---–------–-------ემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა მიიღო მამის - ი-–- ლ-------ის სამკვიდრო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

2018 წლის 03 ივლისს რ---–----ი ლ-------ემ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავ ნივთზე, (ს/კ. 3-----------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, იმგვარად, რომ აღნიშნულ ნივთზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული არ ყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის N2------------ (18.03.2016წ) საარქივო ცნობა. რ---–----ი ლ-------ემ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა ნოტარიუსს ირინა დევდარიანის მიერ 2010 წლის 06 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) ასლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის N2------------ (18.03.2016წ) საარქივო ცნობა, ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ. 3-----------) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი.

 

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------03 (09.07.2018) გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის N2------------ (18.03.2016წ) საარქივო ცნობაში მითითებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავს სისტემური წესით რეგისტრირებულ ფართობსაც.

 

2018 წლის 10 აგვისტოს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა N3----- წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივს.

 

2018 წლის 10 აგვისტოს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ N3----- წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ეროვნულ არქივს, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის რეესტრში ა-------ის საკრებულოსი რეგისტრირებული იყო მხოლოდ სოფელი ი–---ი, (ა---–---–---ი რეგისტრირებული არ იყო), საარქივო ცნობაში მითითებული ქონებრივი მონაცემები და 3-----------) საკადასტრო კოდით სისტემურად რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემები სხვადასხვა არ იყო. შესაბამისად, N8-------------- და N1-------- საარქივო ცნობებში მითითებულ უძრავ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა ახალი საკადასტრო კოდი: 3-----------.

 

2018 წლის პირველ ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა N4----- წერილით მიმართა ს------ის მუნიციპალიტეტის მერიას, N4----- და N4----- წერილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივს, ამასთან, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა , რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

2018 წლის 19 ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------15 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის რეესტრის ა-------ის საკრებულოში რეგისტრირებული იყო მხოლოდ სოფელი ი–---ი (ა---–---–---ი რეგისტრირებული არ იყო).

 

2018 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------16 გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

2018 წლის 28 სექტემბერს რ---–----ი ლ-------ემ (პ/ნ. 0----------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა 5-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალური ოფისის N8-------------- (29.08.2018) გადაწყვეტილების გაუქმება და ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ. 3-----------) რეგისტრირებულ უფლებაში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია იმგვარად, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული არ ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის N2------------ (18.03.2016წ) საარქივო ცნობა.

 

ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N5----- (10.12.2018წ) გადაწყვეტილებით, რ---–----ი ლ-------ეს (პ/ნ. 0----------) უარი ეთქვა N5-------- (28.09.2018წ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამავე დროს ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის N8------------16 ( 20.11.2018) გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა N8----------- სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

2018 წლის 14 დეკემბერს, იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8------------18 გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება აღარ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ხელმეორედ რეგისტრაციას.

 

მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა. რ---–----ი ლ-------ის მიერ შემდეგი მოთხოვნით: სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 1----------------------------18 გადაწყვეტილების გაუქმება და ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ი–---ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 3-----------) რეგისტრირებულ უფლებაში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

2018 წლის 29 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N3----- გადაწყვეტილებით რ---–----ი ლ-------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 29 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ჯერ კიდევ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 5----- (10.12.2018წ) გადაწყვეტილებით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვარის N3----- გადაწყვეტილებიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის N1-------- წერილის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ს------ის რაიონის ა-------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ი–---ის 1986-1990 (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე ჩაწერილია ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ის კომლში. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე-ოჯახის უფროსი. რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე - ვაჟიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი 1986-1988 წლების ჩანაწერით, აგებული 1952 წელს, საერთო სასარგებლო ფართით 90 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფართობი 1986 (1) 1986 (IV) წლების ჩანაწერით 0,25 ჰა, 1987-1990 წლების ჩანაწერით 0,19 ჰა. 1989-1996 წლებში საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. 1991-1996 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვარის N3----- გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის N 1-------- საარქივო ცნობის შესაბამისად „ ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ოქტომბრის N206 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა სოფელ ი–---ში მეწყერის შედეგად დაზიანებული და მეწყერ საშიშ ზონაში მოქცეული 110 კომლის რაოდენობა, რომლებიც საჭიროებდნენ ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებას. აღნიშნული გადაწყვეტილების N1 დანართში 33-ე ნომრად აღრიცხულია ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე, რ---–----ი ლ-------ის მამა, რომლის კომლში ირიცხება რ---–----ი ლ-------ე, გადაწყვეტილების მესამე პუნქტის თანახმად, რჩევა მიეცა სავანის სტალინის სახელობის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრებას გამოყოფილ ტერიტორიაზე სოფელ ი–---ში მცხოვრებ კომლებზე მოცვლის წესით გასცეს 1000-1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. აქედან გამომდინარე, ი-–- ლ-------ეს არსებული მიწის სანაცვლოდ გამოეყო 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი სოფელ ი–---ი სხვა გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ამჟამად რეგისტრირებული აქვს რ---–----ი ლ-------ეს 3----------- საკადასტრო კოდით.“

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვარის N3----- გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ს------ის მუნიციპალიტეტის მერიის N5------ (22.11.2018) წერილის თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის N1-------- საარქივო ცნობაში მითითებული 1986-1990 წლების ჩანაწერი ეხება დამეწყრილ სოფელ ი–---ს. ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკოვის 1986 წლის 13 ოქტომბრის N206 გადაწყვეტილებით, ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეს მოცვლის წესით სოფელ ი–---ის ახალ გეოგრაფიულ არეალში მიეცა 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 1997-2001 წლების და 2001-2005 წლების საკომლო ობიექტების წიგნებში ჩანაწერი ი-–- კ---–-- ძე ლ-------ეზე, სოფელ ი–---ი რომელ არეალს ეხება ვერ ვადგენთ. ვინაიდან სოფელი ი–---ი მიეკუთვნებოდა მეწყერსაშის ზონას და იქ მცხოვრებ კომლებს მიწა მიეცათ მოცვლის წესით, შესაბამისად, ი–---ის მიწები მიწის რეფორმის ფონდში ვერ იქნებოდა შეტანილი. აღნიშნულის შესახებ რაიმე დოკუმენტი ს------ის მუნიციპალიტეტში დაცული არ არის“.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტზე, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისს რ---–----ი ლ-------ემ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავ ნივთზე, (ს/კ. 3-----------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, იმგვარად, რომ აღნიშნულ ნივთზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული არ ყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის N2------------ (18.03.2016წ) საარქივო ცნობა. რ---–----ი ლ-------ემ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა ნოტარიუსს ირინა დევდარიანის მიერ 2010 წლის 6 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) ასლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის N2------------ (18.03.2016წ) საარქივო ცნობა, ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავი ნივთის ( ს/კ. 3-----------) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის რეესტრში ა-------ის საკრებულოსი რეგისტრირებული იყო მხოლოდ სოფელი ი–---ი, (ა---–---–---ი რეგისტრირებული არ იყო), საარქივო ცნობაში მითითებული ქონებრივი მონაცემები და 3-----------) საკადასტრო კოდით სისტემურად რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემები სხვადასხვა არ იყო. შესაბამისად, N8-------------- და N1-------- საარქივო ცნობებში მითითებულ უძრავ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა ახალი ს/კ. 35.10.42. 289.

 

მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს, ამასთან 2018 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8------------16 გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N5----- (10.12.2018წ) გადაწყვეტილებით, რ---–----ი ლ-------ეს უარი ეთქვა N5-------- (28.09.2018წ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამავე დროს ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის N8------------16 (20.11.2018) გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა N8----------- სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

2018 წლის 14 დეკემბერს, იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8------------18 გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება აღარ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ხელმეორედ რეგისტრაციას.

 

დადგენილია, რომ მოცემული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა. რ---–----ი ლ-------ის მიერ შემდეგი მოთხოვნით: სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 1----------------------------18 გადაწყვეტილების გაუქმება და ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ი–---ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ. 3-----------) რეგისტრირებულ უფლებაში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

2018 წლის 29 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N3----- გადაწყვეტილებით რ---–----ი ლ-------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისს სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ასახული მიწის ნაკვეთი არ არის განთავსებული იმ ადგილზე, სადაც მოცემული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტით უკვე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი. აღნიშნულს კიდევ უფრო ცხადყოფს ქუთაისის არქივიდან გამოთხოვილი საარქივო ცნობები და ს------ის მუნიციპალიტეტის პასუხები, სადაც მითითებულია წარდგენილი საკადასტრო ნახაზში არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე და დადგენილია, რომ მოცემულ მიწის ნაკვეთებზე პრივატიზაცია საერთოდ არ განხორციელებულა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის N1-------- წერილის თანახმად, „ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ს------ის რაიონის ა-------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ი–---ის 1986-1990 (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე ჩაწერილია ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ის კომლში. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე-ოჯახის უფროსი...

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვარის N3----- გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ს------ის მუნიციპალიტეტი მერიის N5------ (22.11.2018) წერილის თანახმად: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის N1-------- საარქივო ცნობაში მითითებული 1986-1990 წლების ჩანაწერი ეხება დამეწყრილ სოფელ ი–---ს. ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ოქტომბრის N206 გადაწყვეტილებით, ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეს მოცვლის წესით სოფელ ი–---ის ახალ გეოგრაფიულ არეალში მიეცა 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 1997-2001 წლების და 2001-2005 წლების საკომლო ობიექტების წიგნებში ჩანაწერი ი-–- კ---–-- ძე ლ-------ეზე, სოფელ ი–---ი რომელ არეალს ეხება ვერ ვადგენთ. ვინაიდან სოფელი ი–---ი მიეკუთვნებოდა მეწყერსაშიშ ზონას და იქ მცხოვრებ კომლებს მიწა მიეცათ მოცვლის წესით, შესაბამისად, ი–---ის მიწები, მიწის რეფორმის ფონდში ვერ იქნებოდა შეტანილი. აღნიშნულის შესახებ რაიმე დოკუმენტი ს------ის მუნიციპალიტეტში დაცული არ არის“.

 

2018 წლის 14 დეკემბერს, იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა თავისი N8------------18 გადაწყვეტილებით ცალსახად მიუთითა, რომ რ---–----ი ლ-------ეს რეგისტრაციაზე უნდა ეთქვას უარი იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. იგივე მოტივითაა დასაბუთებული საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის N3----- სადაო გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად. სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარი N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის შესაბამისად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

რაიონულმა სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები, რომ სადავო აქტები გამოიცა კანონის დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები - 2018 წლის 14 დეკემბრის, იმერეთის რეგიონალური ოფისის N8------------18 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის N3----- გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას. მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ---–------–-------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში. სასამართლოს ვალდებულებაა, დასაბუთებულად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მოსარჩელის მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილი ნათლად უნდა ასახავდეს სასამართლოს შემეცნებით მსჯელობას ფაქტებთან მიმართებით (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებით მსჯელობას დადგენილი ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება).

 

აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

 

აპელანტის განმარტებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაამტკიცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის №1-------- საარქივო ცნობის მიხედვით ს------ის რაიონის ა-------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ი–---ის 1986-1990 (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი, რ---–---- ი-–-ს ძე ლ-------ე - ვაჟიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი 1986-1988 წლების ჩანაწერით, აგებული 1952 წელს, საერთო სასარგებლო ფართით 90 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი 1986(1) -1986 (VI) წლების ჩანაწერით 0.25 ჰა, 1987-1990 წლების ჩანაწერით 0.19 ჰა, 1989-1996 წლებში საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. 1991-1996 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 1997-2001 წლებში საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი, რ---–---- ი-–-ს ძე ლ-------ე - ვაჟიშვილი. კომლზე რიცხული ქონება რეგისტრირებული არ არის. ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 2001-2005 (ცვლილებების ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- ნ-----–----ის ძე (კ---–-- გადახაზულია) ლ-------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი, რ---–---- ი-–-ს ძე ლ-------ე - ვაჟიშვილი. კომლზე რიცხული ქონება რეგისტრირებული არ არის.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №3----- გადაწყვეტილებაზე მითითებით დაადგინა, რომ ს------ის მუნიციპალიტეტის მერიის №5------ (22.11.2018) წერილის თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქ.ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის №1-------- საარქივო ცნობაში მითითებული 1986-1990 წლების ჩანაწერი ეხება დამეწყრილ სოფელ ი–---ს. ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ოქტომბრის №206 გადაწყვეტილებით, ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეს მოცვლის წესით სოფელ ი–---ის ახალ გეოგრაფიულ არეალში მიეცა 1000 კვ.მ. მიწის ფართობი. ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 1997-2001 წლების და 2001-2005 წლების საკომლო ობიექტების წიგნებში ჩანაწერი ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეზე, სოფელ ი–---ში რომელ არეალს ეხება, ვერ დგინდება, ვინაიდან, სოფელი ი–---ი მიეკუთვნებოდა მეწყერსაშიშ ზონას და იქ მცხოვრებ კომლებს მიწა მიეცათ მოცვლის წესით, შესაბამისად ი–--- მიწები მიწის რეფორმის ფონდში ვერ იქნებოდა შეტანილი. აღნიშნულის შესახებ რაიმე დოკუმენტი ს------ის მუნიციპალიტეტში დაცული არ არის.

 

საარქივო ცნობით უდავოდ დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარეობს ს------ე, სოფელი ი–---ში და არა ა---–---–---ში. სოფელ ახალ ი–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რ---–------–-------ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №1--.

შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთირთშეჯერების გარეშე.

 

აპელანტის განმარტებით მის კომლს ს------ის რაიონი, ა-------ი, სოფელ ი–---ში ერიცხება 0.19 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1952 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის შედეგად, როგორც დადგენილია სასამართლოს მიერ, კომლს გამოეყო 1000 კვ.მ. ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის გარეშე. ამ მიწის ნაკვეთის ფართი 900 კვ.მ.-ით ნაკლებია სოფელ ი–---ში კომლის სახელზე რიცხულ მიწის ფართთან შედარებით. 1000 კვ.მ. მიწის ნაკევთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №1--.

რ---–------–-------ე სოფელ ი–---ში დღემდე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლს. სხვა საცხოვრებელი სახლი მას ს------ის რაიონში არ გააჩნია.

 

ამასთან დაგენილია, რომ სოფელი ი–---ი და სოფელი ა---–---–---ი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს. საჯარო რეესტრის ამონაწერებით ცალსახად დასტურდება, რომ ზოგიერთი ფიზიკური პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი მდებარე სოფელ ი–---ში. სოფელი ი–---ის საკადასტრო მონაცემებია: ზონა - ს------ე, სექტორი - ა-------ი, კვარტალი - 46; ხოლო სოფელი ა---–---–---ის საკადასტრო მონაცემებია: ზონა - ს------ე, სექტორი - ა-------ი, კვარტალი - 42.

საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც უდავოდ ადასტურებს, რომ დღემდე არაერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეგისტრაცია განხორციელდა სოფელ ი–---ში.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი - 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

ამდენად აპელანტის განმარტებით უძრავ ნივთზე მდებარე ს------ე, ა-------ი, სოფელი ი–---ი მისი (რ---–------–-------ის) მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია საკომლო წიგნიდან ამონაწერი (საარქივო ცნობა).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

სარჩელის მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 1--------------------------- გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2----------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დავალდებულება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განახორციელოს ცვლილების რეგისტრაცია უძრავი ნივთზე მდებარე: ს------ე, ა-------ი, ა---–---–---ი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

საქმეში დაცული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით (განცხადების რეგისტრაციის N7--------, 13.09.02) ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა ს------ე, კოდი - 35, სექტორი ა-------ი, კოდი - 10, კვარტლის N01, მიწის ნაკვეთის N2--, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი - 0.107 ჰა, ქონების ადგილმდებარეობად მითითებულია - ა---–---–---ი, მესაკუთრედ კი დაფიქსირებულია ი-–- ლ-------ე (ს------ე ა-------ი) (ს.ფ. 129-130).

 

2016 წლის 18 მარტის №AA2------------ საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ს------ის არქივში დაცული ა-------ის სასოფლო საბჭოს, საკრებულოს სოფელ ი–---ის 1986 - 1990 წლების საკომლო წიგნებში არსებული ჩანაწერის მიხედვით ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი.

რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე - შვილი.

1995-2000 წლებში ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი.

რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე - შვილი.

2001-2006 წლებში ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ი-–- ნ-----–----ის ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი (მამის სახელში შეინიშნება შესწორება).

რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე - შვილი.

1988 წელში მიწა პირად სარგებლობაში ერიცხებოდა 0.25 ჰა, ხოლო 1987-1994 წლებში ერიცხება - 0.19 ჰა.

საცხოვრებელი სახლი - 1952 წელს აგებული 90 კვ.მ.

1995-2000 და 2001-2006 წლებში მიწა არ აწერია (ს.ფ. 111).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 04 დეკემბერს რ---–------–-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა NAA2------------ საარქივო ცნობის საფუძველზე (რომელიც მოიცავდა 1987-94 წლების ინფორმაციას), სამი უძრავი ქონების რეგისტრაცია, რომლის ნახაზებიც წარმოდგენილი იყო N8-----------, N8----------- და N8----------- საქმეებზე, ჯამში 1900 კვ.მ., ხოლო 1031 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დამატებით გამოყოფილს და მის რეგისტრაციას ითხოვდა სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემული იყო 2002 წლის 13 სექტემბერს (შესაბამისი ნახაზი წარმოდგენილი იყო 8----------- საქმეზე) ... (ს.ფ. 134-135).

 

2017 წლის 08 დეკემბრის ამონაწერით დადგენილია, რომ ს------ე, ა-------ა, ა---–---–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართით - 1031 კვ.მ, ს/კ-ით 3----------- (ნაკვეთის წინა N3-----------, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი - N01 (მშენებარე)) მესაკუთრეა რ---–------–-------ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების N1-- აქტი; 2016 წლის 18 მარტის NAA2------------ საარქივო ცნობა (ს.ფ. 116-117).

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისს რ---–----ი ლ-------ემ №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ. 3-----------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, იმგვარად, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული არ ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის № AA2------------ (18.03.2016 წ.) საარქივო ცნობა.

 

მოსარჩელემ განცხადებას დაურთო 2010 წლის 06 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) ასლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის №AA2------------ (18.03.2016 წ.) საარქივო ცნობა, ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ. 3-----------) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი.

 

2018 წლის 09 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რ---–------–-------ეს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის № AA2------------ (18.03.2016წ.) საარქივო ცნობაში მითითებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავდა სისტემური წესით რეგისტრირებულ ფართობსაც.

 

2018 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------05 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს - რ---–------–-------ეს აცნობა, რომ №3----- წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 22 აგვისტოს N1-------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ, ს------ის რაიონის ა-------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ი–---ის 1986-1990 (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი.

რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე - ვაჟიშვილი.

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი 1986-1988 წლების ჩანაწერით, აგებული 1952 წელს, საერთო სასარგებლო ფართით 90 მ2 . მიწის ნაკვეთის ფართობი 1986 (I)- 1986(II) წლების ჩანაწერით 025 ჰა, 1987-1990 წლების ჩანაწერით 0.19 ჰა. 1989-1996 წლებში საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის. 1991-1996 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ჩანაწერი მითითებული არ არის.

ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 1997-2001 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი.

რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე - ვაჟიშვილი.

კომლზე რიცხული ქონება რეგისტრირებული არ არის.

ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი-–- ნ-----–----ის (კ---–--ს გადახაზულია) ძე ლ-------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

ი-–- ნ-----–----ის (კ---–--ს გადახაზულია) ძე ლ-------ე - ოჯახის უფროსი.

რ---–----ი ი-–-ს ძე ლ-------ე - ვაჟიშვილი.

კომლზე რიცხული ქონება რეგისტრირებული არ არის.

ა-------ის საკრებულოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების და მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები და 2006-2007 წლების საკომლო წიგნები ქუთაისის ცენტრალურ არქივში არ ინახება (ს.ფ. 28-29).

 

2018 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც რ---–------–-------ეს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტების რეესტრში ა-------ის საკრებულოში რეგისტრირებული იყო მხოლოდ სოფელი ი–---ი (ა---–---–---ი რეგისტრირებული არ იყო), საარქივო ცნობაში მითითებული ქონებრივი მონაცემები და 3----------- საკადასტრო კოდით სისტემურად რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემები სხვადასხვა არ იყო. შესაბამისად, № AA2------------ და № 1-------- საარქივო ცნობებში მითითებულ უძრავ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა ახალი საკადასტრო კოდი: 3-----------.

 

2018 წლის 28 სექტემბერს რ---–----ი ლ-------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა N5-------- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №8-------------- (29.08.2018) გადაწყვეტილების გაუქმება და ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ი–---ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 3-----------) რეგისტრირებულ უფლებაში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია იმგვარად, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული არ ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის №AA2------------ (18.03.2016 წ.) საარქივო ცნობა.

 

2018 წლის 01 ოქტომბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა № 4----- წერილით მიმართა ს------ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინფორმაცია, ირიცხებოდა თუ არა სოფელი ი–---ი და სოფელი ა---–---–---ი ა-------ის საკრებულოში, ორივე მათგანის არსებობის შემთხვევაში, მდებარეობდნენ თუ არა ისინი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში. იმერეთის რეგიონულმა ოფისმა ამავე წერილით მოითხოვა ინფორმაცია სოფლის (სოფლების) სახელწოდების შესაძლო ცვლილების ან სოფლების დამსხვილება/ გაერთიანების შესახებ (ასეთ შემთხვევაში მიმდინარე/აქტიური სახელწოდება).

 

2018 წლის 12 ოქტომბერს ს------ის მუნიციპალიტეტის მერიამ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს გადაუგზავნა ა-------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ს------ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის №7-- (10.10.2018 წ.) ცნობა, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ სოფელი ი–---ი და სოფელი ა---–---–---ი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობენ, რომ დღეის მდგომარეობით დასახლებული პუნქტი სოფელი ი–---ი აღარ არსებობდა. იყო მეწყერსაშიში ზონა და მოსახლეობა გადაასახლეს, ხოლო ახალ დასახლებულ ადგილს ეწოდა სოფელი ა---–---–---ი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2018 წლის 19 ოქტომბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------15 გადაწყვეტილება, რომლითაც რ---–----ი ლ-------ეს აცნობა,რომ მუნიციპალიტეტების რეესტრში ა-------ის საკრებულოში რეგისტრირებული იყო მხოლოდ სოფელი ი–---ი (ა---–---–---ი რეგისტრირებული არ იყო), საარქივო ცნობაში მითითებული ქონებრივი მონაცემები და 3----------- საკადასტრო კოდით სისტემურად რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემები სხვადასხვა არ იყო, შესაბამისად №AA2------------ და №1-------- საარქივო ცნობებში მითითებულ უძრავ ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მინიჭებული ჰქონდა ახალი საკადასტრო კოდი - 3-----------.

 

2018 წლის 08 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №465666 წერილით მიმართა ს------ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1) ირიცხებოდა თუ არა სოფელი ი–---ი და სოფელი ა---–---–---ი ა-------ის საკრებულოში. ორივე მათგანის არსებობის შემთხვევაში, მდებარეობდნენ თუ არა ისინი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, აგრეთვე, სოფლის (სოფლების) სახელწოდების შესაძლო ცვლილების ან სოფლების დამსხვილების/გაერთიანების (ასეთ შემთხვევაში მიმდინარე/ აქტიური სახელწოდება) შესახებ; 2) რომელ სოფელს (რომელ გეოგრაფიულ არეალს) ეხებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის №1-------- (15.10.2018) საარქივო ცნობა, წლების მიხედვით; 3) შედიოდა თუ არა მიწის რეფორმის ფონდში სოფელ ი–---ში (ე. წ. „ძველი ი–---ი“) მდებარე მიწის ნაკვეთები (მიწის რეფორმის პერიოდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განისაზღვრება 1992 წლის 18 იანვრიდან („საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება) 1999 წლის პირველ თებერვლამდე („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს კანონის (1997 წლის 15 მაისი, № 719– IIს)); 4) შესაძლებელი იყო თუ არა მიწის რეფორმის პერიოდში და ფარგლებში კომლებს (ოჯახებს) გადასცემოდათ ხსენებული ნაკვეთები.

 

2018 წლის 20 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------16 გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი

 

ს------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ნოემბრის №5------ წერილის თანახმად, ირკვევა, რომ „ს------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და ს------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ს------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილების თანახმად, „ა-------ის“ ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში შემავალი ტერიტორია ემთხვევა სოფლების: ა-------ი, ს-----, მ----------ი, ი–---ი, შ--–-----ი, ბ-------ი, ი-------ა, ც---ი ტერიტორიებს. სოფელი ი–---ის ნაწილი მდებარეობს მეწყრულ ზონაში, რის გამოც 110 ოჯახის ჩამოსახლება მოხდა სოფელ ი–---ის სხვა გეოგრაფიულ არეალში, სოფლის იმავე სახელის შენარჩუნებით. ამჟამად სოფლის სახელწოდების შესაძლო ცვლილებაზე ან სოფლების დამსხვილება/გაერთიანების პროცესი არ მიმდინარეობს.

 

ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ოქტომბრის N206 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სოფელ ი–---ში მეწყრის შედეგად დაზიანებული და მეწყერსაშიშ ზონაში მოქცეული 110 კომლის რაოდენობა, რომელიც საჭიროებდნენ ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებას. აღნიშნული გადაწყვეტილების N1 დანართში 33-ე ნომრად აღრიცხულია ლ-------ე ი-–- კ---–--ს ძე, რ---–----ი ლ-------ის მამა, რომლის კომლშიც ირიცხება რ---–----ი ლაბუჩიზე. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად რჩევა მიეცა სავანის სტალინის სახელობის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრებას გამოყოფილ ტერიტორიაზე სოფელ ი–---ში მცხოვრებ კომლებზე მოცვლის წესით გასცეს 1000-100 კვ.მ. მიწის ფართობი. აქედან გამომდინარე ი-–- ლ-------ეს არსებული მიწის სანაცვლოდ გამოეყო 1000 კვ.მ. მიწის ფართობი სოფელ ი–---ის სხვა გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ამჟამად რეგისტრირებული აქვს რ---–----ი ლ-------ეს ს/კ-ზე 3-----------.“

 

ამავე წერილის (22.11.2018წ. №5------) თანახმად ირკვევა, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის №1-------- საარქივო ცნობაში მითითებული 1986 - 1990 წლების ჩანაწერი ეხება დამეწყრილ სოფელ ი–---ს. ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ოქტომბრის № 206 გადაწყვეტილებით, ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეს მოცვლის წესით სოფელ ი–---ის ახალ გეოგრაფიულ არეალში მიეცა 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 1997 - 2001 წლების და 2001 - 2005 წლების საკომლო ობიექტების წიგნებში ჩანაწერი ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეზე, სოფელ ი–---ის რომელ არეალს ეხება ვერ ვადგენთ. ვინაიდან სოფელი ი–---ი მიეკუთვნებოდა მეწყერსაშიშ ზონას და იქ მცხოვრებ კომლებს მიწა მიეცათ მოცვლის წესით, შესაბამისად, ი–---ის მიწები მიწის რეფორმის ფონდში ვერ იქნებოდა შეტანილი. აღნიშნულის შესახებ რაიმე დოკუმენტი ს------ის მუნიციპალიტეტში დაცული არ არის.“

 

ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით, რ---–----ი ლ-------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 28 სექტემბრის №5-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამავე დროს ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 20 ნოემბრის №8------------16 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს დაევალა № 8----------- სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.

 

2018 წლის 14 დეკემბერს რეესტრმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N8------------18 გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ რ---–----ი ლ-------ეს საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება აღარ ექვემდებარებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ხელმეორედ რეგისტრაციას. ასევე აცნობა, რომ მუნიციპალიტეტების რეესტრში ა-------ის საკრებულოში რეგისტრირებული იყო მხოლოდ სოფელი ი–---ი (ა---–---–---ი რეგისტრირებული არ იყო). საარქივო ცნობაში და 3----------- საკადასტრო კოდზე სისტემურად აღრიცხული ქონებრივი მონაცემი სხვადასხვა მონაცემს არ წარმოადგენდა, შესაბამისად ითვლებოდა, რომ NAA2------------ და № 1-------- საარქივო ცნობებში მითითებული ქონებრივი მონაცემი 3----------- კოდზე უკვე რეგისტრირებული იყო.

 

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება (14.12.2018წ. N8------------18) რ---–----ი ლ-------ის მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში (ადმინისტრაციული საჩივრის N6--------, თარიღი: 28.12.2018 წ).

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2----------------- გადაწყვეტილებით რ---–------–-------ეს უარი ეთქვა N6-------- (28.12.2018წ.) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.

 

მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სია, მოთხოვნილია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხულ, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ან ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება, უძრავ ნივთზე რეგისტრირდება კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლება. ასეთ დროს რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოიყენება კომლის წევრების შემადგენლობის შესახებ ეროვნულ არქივში დაცული ინფორმაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16.1 მუხლის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/ თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 16.2. მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 16.3. მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვარის N3----- გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ს------ის მუნიციპალიტეტი მერიის N5------ (22.11.2018) წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 15 ოქტომბრის N1-------- საარქივო ცნობაში მითითებული 1986-1990 წლების ჩანაწერი ეხება დამეწყრილ სოფელ ი–---ს. ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ოქტომბრის N206 გადაწყვეტილებით, ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეს მოცვლის წესით სოფელ ი–---ის ახალ გეოგრაფიულ არეალში მიეცა 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ა-------ის საკრებულოს სოფელ ი–---ის 1997-2001 წლების და 2001-2005 წლების საკომლო ობიექტების წიგნებში ჩანაწერი ი-–- კ---–-- ძე ლ-------ეზე, სოფელ ი–---ი რომელ არეალს ეხება ვერ ვადგენთ. ვინაიდან სოფელი ი–---ი მიეკუთვნებოდა მეწყერსაშიშ ზონას და იქ მცხოვრებ კომლებს მიწა მიეცათ მოცვლის წესით, შესაბამისად, ი–---ის მიწები, მიწის რეფორმის ფონდში ვერ იქნებოდა შეტანილი. აღნიშნულის შესახებ რაიმე დოკუმენტი ს------ის მუნიციპალიტეტში დაცული არ არის“.

 

2018 წლის 14 დეკემბერს, იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა თავისი 8------------18 გადაწყვეტილებით ცალსახად მიუთითა, რომ რ---–----ი ლ-------ეს რეგისტრაციაზე უნდა ეთქვას უარი იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. იგივე მოტივითაა დასაბუთებული საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 29 იანვრის N3----- სადაო გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად. სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარი N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

ა-------ის თემის საკრებულოს გამგებლის 2002 წლის 18 აპრილის N3 წერილით ირკვევა, რომ ი-–- ნ-----–----ის ძე ლ-------ეს პროექტით დაუმტკიცდა ორსართულიანი ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლი, რაც არ აშენებულა ი–---ის კომლთა უსაფრთხო ადგილას გამოყოფილ საცხოვრებელ ადგილზე. ამავე წერილით ირკვევა, რომ ი-–- ლ-------ე იძულებული იყო ცხოვრება გაეგრძელებინა დამეწყრილ სოფელელ ძველ ი–---ში, რომელიც საცხოვრებლად საშიშ ზონად არის გამოცხადებული ...

 

2017 წლის 08 დეკემბრის ამონაწერით დადგენილია, რომ ს------ე, ა-------ა, ა---–---–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართით - 1031 კვ.მ, ს/კ-ით 3----------- (ნაკვეთის წინა N3-----------, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი - N01 (მშენებარე)) მესაკუთრეა რ---–------–-------ე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების N1-- აქტი; 2016 წლის 18 მარტის NAA2------------ საარქივო ცნობა (ს.ფ. 116-117).

 

ს------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის N5------- წერილით ირკვევა, რომ ... 1993 წელს მშენებლობის დაფინანსების შეწყვეტის გამო ასაშენებელი დარჩა 10 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის რ---–------–-------ის ...

 

უდავოა, რომ N1-- მიწის მიღება-ჩაბარების აქტით რ---–------–-------ეს დაურეგისტრიდა მონაცვლეობით გამოყოფილი 1031 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაზედაც სახლი დღემდე არ აშენებულა.

 

დადგენილია, რომ რ---–------–-------ე ითხოვს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მონაცემებში, ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას იმგვარად, რომ უძრავ ნივთებზე მდებარე - ს------ე სოფელი ახალი იქცისი (ს/კ. 3-----------), რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამდგენ დოკუმენტად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N1-- აქტთან ერთად მითითებული არ ყოფილიყო 2016 წლის 18 მარტს გაცემული N2------------ საარქივო ცნობა, რადგან მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული საარქივო ცნობის ამორიცხვის შემთხვევაში მას შეუძლია ამ დოკუმენტით მოითხოვოს სოფელ ძველ ი–---ში მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის (1900 კვ.მ.) რეგისტრაცია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: მართალია, 2016 წლის 16 მარტს N2------------ საარქივო ცნობაში არსებული მონაცემები მოიცავს ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ის (რ---–------–-------ის მამა) კომლის მონაცემებს 1986 წლიდან -1994 წლამდე (როგორც საცხოვრებელ სახლის, ასევე მიწის ნაკვეთთან მიმართებაში), თუმცა უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, ის რომ ს------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 13 ოქტომბრის N206 გადაწყვეტილებით ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ეს მოცვლის წესით, სოფელ ი–---ის ახალი გეოგრაფიულ არეალში, მიეცა 1000 კვ.მ. მიწის ფართობი, შესაბამისად, ა-------ის საკრებულოს 1997-2001 წლების და 2001-2005 წლების საკომლო ობიექტების წიგნებში ჩანაწერი ი-–- კ---–--ს ძე ლ-------ის კომლზე არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კომლის უფლება მეწყერსაშიშ ზონაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთზე) გაუქმდა (შეწყდა). ამდენად, საარქივო ცნობა ადასტურებს 1994 წლამდე არსებულ მდგომარეობას და მასზე, როგორც უფლებისდამდგენ დოკუმენტზე მითითება მონაცვლეობით გამოყოფილი 1031.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების N1-- აქტთან ერთად, სამართლებრივად არანაირ ზიანს არ აყენებს მოსარჩელეს, მით უფრო, როდესაც აღნიშნული უფლებადამდგენი დოკუმენტები თავად მოსარჩელის მიერ იყო წარდგენილი უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები, რაც პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს ემსახურება, სწორედ ამ სტანდარტის დაკმაყოფილების პირობებშია დასაშვები სასამართლო წესით დავა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (საქმე Nბს-574-574 (კს-18) „სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უპირველეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი გაცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა“.

 

საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში ასევე განიმარტა, რომ სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრულ სარჩელზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სარჩელის დაკმაყოფილება საჭიროებს მოცემული კუმულაციური პირობებიდან ყველას არსებობას. კანონმდებელი ამ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, რადგან სამართლებრივად დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, სასამართლოს დაცვის სფეროს სცილდება არაკანონიერი ინტერესის დაცვა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელის უშუალო უფლებდამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. ინტერესის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო კი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, მოსაზრება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, ხოლო ფაქტები გამყარებული უნდა იყოს შესაბამის მტკიცებულებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოობა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება _ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მოპასუხის მიერ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სარჩელი დაიშვა განსახილველად, რადგან აღნიშნულ პროცესუალურ ეტაპზე საკმარისი იყო ვარაუდი, რომ ირღვეოდა მოსარჩელის სუბიექტური უფლება, თუმცა საქმის არსებითად განხილვით - სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა-გამოკვლევით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელის კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის უარყოფის საფუძველია.

 

ამდენად პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) არგუმენტებს, რომ სადავო აქტები გამოიცა არასრული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.

 

ზემოაღნიშნული შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ ყოფილა გასაჩივრებული აქტების მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტი რ---–------–-------ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რ---–------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ს------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი