განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115001093337
საქმე №1/ბ-722-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თ--------–ი, 2020წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის _ ანი ბ------–---–ის,ადვოკატის - დ----- გ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-------–ა ვ--------ის ასული ს----–--ას მიმართ, პირადი № 6----------, დაბადებული 195- წლის 02 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, თ------------ დასახლება N13, ბინა N 21.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-------–ა ს----–--ამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის მარტის თვეში, მ-------- ბ-----ემ გ--–- ჩ--------ეს გააცნო ლ-------–ა ს----–--ა, რომელიც სასურსათო პროდუქციის იმპორტით იყო დაკავებული. ლ-------–ა ს----–--ა დაპირდა გ--–- ჩ--------ეს მაისის თვეში მისთვის შეღავათიან ფასად წითელი ხიზილალას მიწოდებას. 2015 წლის 19 მაისს, ლ-------–ა ს----–--ა შეუთანხმდა გ--–- ჩ--------ეს 3600 ლარად 400 ქილა ხიზილალის მიწოდებაზე. 2015 წლის 20 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ბათუმში, ზ----------–--ის ქუჩა N5-/62 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლ-------–ა ს----–--ას მისივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად გ--–- ჩ--------ემ ხელზე გადასცა 3 550 ლარი (50 ლარი მაისის შუა რიცხვებში უკვე გამორთმეული ქონდა), რასაც ისე, რომ არავითარი წითელი ხიზილალის მიწოდება არ მოუხდენია, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. ლ-------–ა ს----–--ას ქმედებით დაზარალებულ გ--–- ჩ--------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ლ-------–ა ს----–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ლ-------–ა ს----–--ას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ-------–ა ს----–--ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–--- მ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენში და ლ-------–ა ს----–--ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული ემალებოდა გამოძიებას და შესაბამისად ერთადერთი პროპორციული ღონისძიება, რომელიც ბრალდებულის სათანადო ქცევას უზრუნველყოფდა, იყო პატიმრობა, სწორედ აღნიშნული გარემოებით იყო განპირობებული სასამართლოს მიერ მიღებული პირველი გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის თაობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ისე დასრულდა საქმის არსებითი განხილვა, რომ მსჯავრდებული არათუ არ გამოცხადებულა სასამართლოში, არამედ საკუთარ ადვოკატთანაც კი არ დაუმყარებია კომუნიკაცია, რაც აშკარად მიანიშნებს სასამართლოსა და სამართალწარმოებისათვის მსჯავრდებულის თავის არიდებასა და მართლწესრიგის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, რაც წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას. ლ-------–ა ს----–--ამ უხეშად დაარღვია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, მას არც გირაოს თანხა შეუტანია, არ გამოცხადებულა სასამართლოში. მსჯავრდებულს არათუ არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, მისი შერიგების მცდელობაც კი არ ჰქონია. ამდენად, დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ანი ბ------–---–ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ ლ-------–ა ს----–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- გ------ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ-------–ა ს----–--ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ - გ--–- ჩ--------ის ჩვენებით, მოწმის მ. ბ-----ის ჩვენებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ-------–ა ს----–--ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ ლ-------–ა ს----–--ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ-------–ა ს----–--ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო-–--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ-------–ა ს----–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ლ-------–ა ს----–--ას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ-------–ა ს----–--ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე