განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019003227457 (3/ბ-574)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, შოთა სირაძე
სხდომის მდივანი -ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - გ------ი ც----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნ---- წ-–--–-–---–ი, ე-----–- რ-----ე, ა-–---------- რ-----ე, გ------ი რ-----ე
წარმომადგენელი-მ---- დ---------ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ცნობის გაცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 07 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ---- წ-–--–-–---–მა, ხოლო ამავე წლის 19 სექტემბბერს კი დაზუსტებულ იქნა მოსაჩელეთა წრე და ნ---- წ-–--–-–---–თან ერთად მისმა შვილებმაც-ე-----–-, ა-–---------- და გ------ი რ-----ეებმაც ერთობლივი დაზუსტებული სარჩელი წარადგინეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვეს:
1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს № M------------- წერილის, როგორც უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობა.
2) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) დავალდებულება გასცეს მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- №1----------ის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობა.
1.1. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელთა მიერ დამყარებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1.საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო - საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 1993 წლის 14 დეკემბერს გამოცემული №8- ორდერის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე ვ----– რ-----ეს გამოეყო ბინა მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- №--, ბინა №-------ში. ორდერში მითითებული იქნა მისი ოჯახის შემადგენლობა - მეუღლე ნ---- ნ-----–----ის ასული წ-–--–-–---–ი და შვილები-ა-–----------, გ------ი და ე-----–- რ-----ეები.
1.1.2.ბინის ძირითადი დამქირავებელი ვ----– რ-----ე გარდაიცვალა 2009 წლის 05 თებერვალს. კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ და შვილებმა ფაქტიური ფლობით მიიღეს რა სამკვიდრო ქონება (სამკვიდრო აქტივი), მათზე 2017 წლის 14 ივლისს გაცემული იქნა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობა.
1.1.3. 2017 წლის 25 ივლისს ნ---- წ-–--–-–---–მა მიმართა თავდაცვის სამინისტროს ბინის პრივატიზაციის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი, რაც მის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული წესით. თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის № M------------ ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 4 აგვისტოს №M------------- წერილი და თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მასში მითითებულ იქნა, რომ ბინას მოხსნილი აქვს სამსახურებრივი სტატუსი და ის არ წარმოადგენს დახურული სამხედრო ტიპის ქალაქის ბინას, თუმცა მიუხედავად ამისა, კვლავ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობით თავდაცვის სამინისტროზე დავალებული ცნობის, სახელდობრ ბინის პრივატიზაციის საფუძვლად გამოსაყენებელი ცნობის გაცემაზე.
1.2.მოპასუხის პოზიცია
1.2.1 მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო - საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მაიორ ვ----– ა-–----------ს ძე რ-----ის მიმართ 1993 წლის 14 დეკემბერს გაცემული №8- ორდერი, მაშინ როდესაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს №6-- დადგენილებით განისაზღვრებოდა სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ბინების მიცემის წესი და პირობები, რომლის მე-13 პუნქტის თანახმად ,,სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით, ხოლო იმ სამხედრო მოსამსახურეების სიას კი, რომლებსაც ეძლევათ ბინები (დანართი №2) სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციით სამხედრო ნაწილის მეთაური შესათანხმებლად აგზავნის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილში, რომლის წარდგინებითაც მას ამტკიცებს ზემდგომი სამხედრო უწყება“. განსახილველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-15 პუნქტის თანახმად ,,მმართველობის ადგილობრივი ორგანო იხილავს სამხედრო უწყებიდან გადაცემულ დოკუმენტაციას და ორი კვირის ვადაში გასცემს ორდერებს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბინაში შესახლება“. მე-16 პუნქტის თანახმად ,,ორდერში იწერება სამხედრო მოსამსახურის გვარი, სახელი, მამის სახელი, წოდება, მისი ოჯახის წევრების შემადგენლობა, ნათესაური კავშირი და დაბადების წელი, ბინის მისამართი, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა და მათი ფართობი, ორდერში იწერება აგრეთვე, რომ ბინა ეძლევა უვადო, ან დროებითი სარგებლობისათვის, ხოლო მოცემული პუნქტის შენიშვნის თანახმად ,,დახურულ სამხედრო ქალაქებში ორდერები გაიცემა საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილის მიერ“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ორდერს გასცემდა მმართველობის ადგილობრივი ორგანო და არა საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი.
1.2.2. მოპასუხის მითითების თანახმად სამხედრო ქალაქი №-- (ქუთაისი, ნ----- ქუჩა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა 1993 წლის 07 ივლისს №-- მიღება- ჩაბარების აქტით, ამასთან სამხედრო ქალაქი №-- არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს. შესაბამისად, ნ---- წ-–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ორდერი არ წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს №6-- დადგენილების საფუძველზე გაცემულ ორდერს.ამდენად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემის საფუძვლები.
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ---- წ-–--–-–---–ის, ე-----–- რ-----ის, ა-–---------- რ-----ისა და გ------ი რ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს № M------------- წერილი. თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას დაევალა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქ. ქუთაისი, ნ----- № 1-------- -ში მდებარე ბინის შესახებ სრული ინფორმაციის გაცემა.
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1.1.საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 1993 წლის 14 დეკემბერს გამოცემული №8- ორდერის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურე ვ----– რ-----ეს გამოეყო ბინა მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- №--, ბინა №-------ში. ორდერში მითითებული იქნა მისი ოჯახის შემადგენლობა - მეუღლე ნ---- ნ-----–----ის ასული წ-–--–-–---–ი და შვილები-ა-–----------, გ------ი და ე-----–- რ-----ეები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ორდერი; საინფორმაციო ბარათი (იხ.ს.ფ.19-27).
2.1.2. ბინის ძირითადი დამქირავებელი ვ----– რ-----ე გარდაიცვალა 2009 წლის 05 თებერვალს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
გარდაცვალების მოწმობა.(იხ.ს.ფ.28).
2.1.3.კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ და შვილებმა ფაქტიური ფლობით მიიღეს რა სამკვიდრო ქონება (სამკვიდრო აქტივი), მათზე 2017 წლის 14 ივლისს გაცემული იქნა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, სამკვიდრო მოწმობა გაცემულ იქნა ორდერში შეყვანილ ოთხივე წევრზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ.29-30).
2.1.4. 2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ---- წ-–--–-–---–ის 2017 წლის 08 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს M------------- წერილი და თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
ბრძანება (იხ. ს.ფ.31-33).
2.1.5.ნ---- წ-–--–-–---–ი 1993 წლის 14 დეკემბრიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ქუთაისი ნ----- №1---------ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 18 ოქტომბრის ცნობა. (იხ.ს.ფ.36).
2.1.6. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს № M------------- წერილს, რომლითაც უარი ეთქვა კანონით დავალებული ცნობის გაცემაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი; ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის
2018 წლის 06 აგვისტოს წერილი (მიმართვა) № M-------------;
2.1.6. მოსარჩელის განმარტების თანხმად, მოპასუხემ უნდა გასცეს ინფორმაციული შინაარსის ცნობა, რაც საფუძვლად დაედება თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ ბინის ორდერის გაცემას, რაც უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძველი გახდება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
2.2.დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ უპირველესად აღნიშნა, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს №M------------- წერილი,რომლითაც უარი ეთქვა ნ---- წ-–--–-–---–ს კანონით დავალებული ცნობის გაცემაზე, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და რომ ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ მიუთითა დავის წარმოშობის დროს მოქმედი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს.ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №-- ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.
მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სასამართლომ მიუთითა სარჩელის განხილვისას მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს კანონის პირველი მუხლზე და აღნიშნა, რომ ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. იმავე მუხლის მე-5 მუხლის ,,ე“ პუნქტით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №-- ბრძანებულებით დადგენილი წესით . სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალადაკარგულია და მის ნაცვლად მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №--- დადგენილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №--- დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განცხადებას უნდა ერთვოდეს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
სასამართლომ მიუთითა, რომ დავის წარმოშობისას მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/დაბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმა გარდა იმისა, რომ ადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტების სახეობას, ამასთან მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას); გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია), ხოლო ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ბ.გ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს. გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოხმობილი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე ფიზიკური პირი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგინოს ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან იმის შესახებ რომ: ა) საკუთრებაში გადასაცემი ბინა არ მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) ბინა დაკავებული არ აქვს 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); გ) ბინა დაკავებული არ აქვს მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დ) ბინა დაკავებული არ აქვს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს და ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბინა არ არის განკუთვნილი მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის.
სასამართლომ კვლავ აპელირება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებაზე, რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) თუ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება აღნიშნული ბინის თაობაზე სასამართლო დავის არსებობის შესახებ (დავის დასრულებამდე); ბ) თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება ან სხვაგვარად გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისი ბინით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სხვა პირს და ზემოხსენებულზე დაყრდნობით განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმები ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემაზე საკითხის განმხილველი უფლებამოსილი ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში შემოიფარგლება კონკრეტული ინფორმაციის გაცემით.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს № M------------- წერილით უარი ეთქვა ნ---- წ-–--–-–---–ს კანონით დავალებული ცნობის (ბინის შესახებ ინფორმაციის) გაცემაზე.
სასამართლომ საქმის განხილვის პერიოდისათვის გაუქმებულად მიიჩნია რა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულება, მოსარჩელეს კი დააზუსტებინა მოთხოვნა და მოპასუხისგან მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალური მიღება მოათხოვინა, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება დააფუძნა საქართველოს კონსტიტუციის მე-18.2 მუხლზე და ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავზე (,,ინფორმაციის თავისუფლება“), რომლის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 38-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და იგი არ ექცეოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ პუნქტით დადგენილ აკრძალვის ფარგლებში და რომ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ვალდებული იყო ნ---- წ-–--–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანად მოეძია ინფორმაცია და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ემსჯელა და გაეცა შესაბამისი ცნობა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საკუთრებაში გადაცემას დაქვემდებარებულ ბინაზე არსებული დოკუმენტების მართლზომიერების გამოკვლევის საკითხი ევალება ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოს და არა თავდაცვის სამინისტროს, რადგან ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს საკუთრებაში გადაცემას დაქვემდებარებულ ბინაზე არსებული დოკუმენტების მართლზომიერების საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და განმარტა, რომ კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი და როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ ქ. ქუთაისში, ნ----- №1---------ში, მათ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ბინაზე სრულ ინფორმაციას, რის უფლებასაც მათ აძლევს მოქმედი კანონმდებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს № M------------- წერილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას უნდა დავალებოდა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ქუთაისში, ნ----- №1---------ში მოსარჩელეების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ბინაზე არსებული სრული ინფორმაციის სახით. (კერძოდ - სამსახურებრივი სტატუსის, დახურული სამხედრო ტიპის, სასამართლო დავის თაობაზე).
3.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება აპელანტის მიერ მოთხოვნილ იქნა შემდეგზე მითითებით:
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 06 აგვისტოს №------ აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კერძოდ, ბინის პრივატიზების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა .
აპელანტის მითითებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი: ,,იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულება გაუქმებულია, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოპასუხისაგან მოითხოვა მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალური მიღება“.
სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულება გაუქმებულია, ვინაიდან, 2013 წლის 20 სექტემბრის №1157-Iს საქართველოს კანონით ცვლილება შევიდა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულებები და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებების ამოქმედებამდე“. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებაზე მითითებულია, რომ იგი გაუქმებულია, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი აქტის გამოცემამდე. შესაბამისად, სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ხსენებული ბრძანებულება არის გაუქმებული, ეწინააღმდეგება 2013 წლის 20 სექტემბრის №1157-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერს.
3.2.სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს დაავალა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ბინაზე მდებარე: ქ.ქუთაისი, ნ----- №1--------, სრული ინფორმაციის გაცემა. თუმცა, არ მიუთითა რას მოიცავს სრული ინფორმაცია. შესაბამისად, გაუგებარია რა სახის სრული ინფორმაციის გაცემა დაევალა თავდაცვის სამინისტროს. აღნიშნული საყურადღებოა იმის გამო, რომ მოსარჩელის თავდაპირველ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საფუძველს წარმოადგენს. ე.ი. უნდა იყოს დაცული გარკვეული თანამიმდევრობა: პირველ რიგში უნდა მოხდეს სამინისტროს მიერ ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა (ვინაიდან მითითებული საცხოვრებელი ფართი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება), რომელიც პირმა შემდეგ უნდა წარადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ბინის პრივატიზებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში კი იმ პირობებში, როცა სასამართლო უთითებს ბრძანებულების გაუქმებაზე, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან, სხვა ინფორმაციის მიწოდება არ წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში პირისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საფუძველს.
3.3. არასწორია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ დოკუმენტების მართლზომიერების გამოკვლევის საკითხი ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს და არა თავდაცვის სამინისტროს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გარეშე, რომლის გაცემის უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის კომპეტენციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ვერ მოახდენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართის პირისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. ამასთან, აღნიშნული ცნობის გაცემისათვის განმცხადებლის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული დებულების თანახმად ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინოს მითითებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ.ა“, ,,ბ.ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე“. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობის გაცემის შესახებ თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 07 აპრილის №241 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ცნობის გაცემის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს, ხოლო სარდლის ან სარდლის მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში - მის მოადგილეს. ამავე ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობის ფორმა.
3.4.მოსარჩელეებს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ ცნობის გაცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მაიორ ვ----– ა-–----------ს ძე რ-----ის მიმართ 1993 წლის 14 დეკემბერს გაცემული №8- ორდერი არ წარმოადგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №6-- დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად გაცემულ დოკუმენტს. სახელდობრ ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №6-- დადგენილებით დამტკიცებული დებულება ადგენს კონკრეტულ მოთხოვნას თუ რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეუძლია საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილს გასცეს ორდერი.მითითებული დადგენილების მე-13 პუნქტის თანახმად ,,სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. სიას სამხედრო მოსამსახურეების, რომლებსაც ეძლევათ ბინები, (დანართი №2) სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციებით სამხედრო ნაწილის მეთაური შესათანხმებლად აგზავნის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილში, რომლის წარდგინებითაც მას ამტკიცებს ზემდგომი სამხედრო უწყება.“ განსახილველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-15 პუნქტის თანახმად ,,მმართველობის ადგილობრივი ორგანო იხილავს სამხედრო უწყებიდან გადაცემულ დოკუმენტაციას და ორი კვირის ვადაში გასცემს ორდერებს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბინაში შესახლება“. მე-16 პუნქტის თანახმად ,,ორდერში იწერება სამხედრო მოსამსახურის გვარი, სახელი, მამის სახელი, წოდება, მისი ოჯახის წევრების შემადგენლობა, ნათესაური კავშირი და დაბადების წელი, ბინის მისამართი, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა და მათი ფართობი, ორდერში იწერება აგრეთვე, რომ ბინა ეძლევა უვადო, ან დროებითი სარგებლობისათვის, ხოლო მოცემული პუნქტის შენიშვნის თანახმად ,,დახურულ სამხედრო ქალაქებში ორდერები გაიცემა საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილის მიერ“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ორდერს გასცემდა მმართველობის ადგილობრივი ორგანო და არა საბინაო -საექსპლუატაციო ნაწილი.
3.5.სამხედრო ქალაქი №-- (ქუთაისი, ნ----- ქუჩა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა 1993 წლის 07 ივლისს №-- მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან, სამხედრო ქალაქი №-- არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს. შესაბამისად, ნ---- წ-–--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ორდერი არ წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს №6-- დადგენილების საფუძველზე გაცემულ ორდერს.
3.6.სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს №------ წერილის ბათილად ცნობა, ვინაიდან ნ---- წ-–--–-–---–ის 2017 წლის 27 ივლისის №7----- წერილის მოთხოვნას არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ბინაზე მდებარე - ქ.ქუთაისი, ნ----- №--, სახლი №1--, ბინა №--, არა ზოგადი ხასიათის ინფორმაციის გაცემა, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა, რომელზედაც ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს №------ წერილით ეთქვა უარი.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სახელდობრ ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) ნაცვლად ამ პუნქტით დადგენილი მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- 1----------ის შესახებ სრული ინფორმაციის გაცემისა, უნდა დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ შესაბამისი ცნობის გაცემა შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველესად სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა (მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ მისი მარწმუნებლების როგორც თავდაპირველი, ასევე დაზუსტებული სარჩელით სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნას წარმოადგენდა მათ სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- 1----------ის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ შესაბამისი ცნობის გაცემა, რომლის ფორმაც დამტკიცებულია ამავე ბრძანებულებით. სასამართლომ კი საქმის განხილვის პერიოდისათვის გაუქმებულად მიიჩნია რა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულება, მოახდენინა მოთხოვნის ტრანსფორმირება და მოპასუხისგან სარგებლობაში არსებული ბინის შესახებ სრული ინფორმაციის ოფიციალური მიღება მოათხოვინა და რადგან სასამართლომ სარჩელი ამ სახით დააკმაყოფილა, მან სასამართლო გადაწყვეტილება ვეღარ გაასაჩივრა. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ მისი მარწმუნებლების- ნ---- წ-–--–-–---–ის, ე-----–- რ-----ის, ა-–---------- რ-----ისა და გ------ი რ-----ის მოთხოვნას წარმოადგენდა და წარმოადგენს რა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად წარსადგენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სწორედ იმ შინაარსის მომცველი და იმ სახის ცნობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით, საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოსარჩელეთა სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნაში განივთებული მათი ნამდვილი ნება და არა სასამართლო სხდომაზე სასამართლოს მითითებით, ტრანსფორმირებული სახით ჩამოყალიბებული.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.5 პუნქტებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. ამასთან დამატებით ადგენს:
4.1.1.1. მოქალაქე ნ---- წ-–--–-–---–მა 2017 წლის 25 ივლისს M---------------- განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის № 2-- ბრანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა (თანხმობის გაცემა ქ.ქუთაისში, ნ----- ქ. №--, ბინა №1--, ოთახი №---ში მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;
4.1.1.2. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს M---------------- წერილით ნ---- წ-–--–-–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი ორდერი არ იყო გაცემული ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მომსახურების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს № 6-- დადგენილებით გათვალისწინებული წესით;
4.1.1.3. ნ---- წ-–--–-–---–მა 2017 წლის 08 სექტემბერს M---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემა;
4.1.1.4.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ადმინისტრაციულ საჩივრის ავტორ ნ---- წ-–--–-–---–ის მონაწილეობით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ჯარების ლოგისტიკური უზურნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის დასავლეთ ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილ იქნა, რომ ნ---- წ-–--–-–---–ის მეუღლის-ვ----– რ-----ის სახელზე 1993 წლის 14 დეკემბერით დათარიღებული №8- ორდერის გაცემის საფუძვლებს წარმოადგენდა განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ 10144-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტი და ვ----– რ-----ის 1993 წლის 26 თებერვლის პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ;
4.1.1.5. განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ 10144-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად საბინაო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა შემოწმების აქტი და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება;
4.1.1.6.საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის მიერ გაცემული 1993 წლის 14 დეკემბრით დათარიღებული № 8- ორდერით დადგენილია, რომ მოცემული ორდერი ეძლევა მაიორ ა-–----------ს ძე რ-----ეს. ორდერის თანახმად მას უფლება მიეცა ოჯახის შემადგენლობასთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ თავად ვ----– ა-–----------ს ძე რ-----ე, ნ---- ნ-----–----ის ასული წ-–--–-–---–ი, ა-–---------- ვ----–ის ძე რ-----ე, გ------ი ვ----–ის ძე რ-----ე და ე-----–- ვ----–ის ძე რ-----ე, უფლება მიეცა დაეკავებინა 4(ოთხი) ოთახი მდებარე ქუთაისი, ნ----- 19, ბინა №1--, მე-4 სადარბაზო, მე-3 სართული,ოთახი №--, ფართი 44კვ.მეტრი. მოცემულ ორდერს ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის უფროსი ა.ლანჩავა და საბინაო ჯგუფის უფროსი გ.სიხარულიძე;
4.1.1.7.ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 04 დეკემბრის M---------------- წერილის თანახმად, საცხოვრებელ ფართს მდებარე- ქ. ქუთაისი, ნ----- ქ----, ბინა №1--, ოთახი №--, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 07 აპრილის №--- ბრძანებით მოხსნილი აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანებით მინიჭებული სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სტატუსი;
4.1.1.8.საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის M---------------- ბრძანების თანახმად დადგენილ იქნა, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს M---------------- აქტის გამოცემისას ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ არ გამოკვლეულა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (დასავლეთი) უფროსის 2017 წლის 31 ოქტომბრის №2--- პატაკით წარმოდგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ბინით უზრუნველყოფის შესახებ ვ----– რ-----ის 1993 წლის 26 თებერვლის პატაკი, აგრეთვე განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ“ სამხედრო ნაწილ 10144-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტი. შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ---- წ-–--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ჯარების ლოგისტიკური ურუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 14 აგვისტოს M---------------- წერილი და ჯარების ლოგისტიკური ურუნველყოფის სარდლობას დაევალა ხელახლა ნ---- წ-–--–-–---–ის განცხადება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4.1.1.9.საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს M------------- წერილით ნ---- წ-–--–-–---–ს ფაქტობრივად უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემაზე იმ დასაბუთებით, რომ ორდერის გაცემის პერიოდში-1993 წელს სამხედრო ქალაქი №-- არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს, შესაბამისად კი მოცემულ პერიოდში ორდერის გაცემის წესის მარეგულირებელი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს №6-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკის ტეერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების თანახმად ორდერს გასცემდა ადგილობრივი მმართველობის ორგანო სამხედრო უწყებიდან გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო დახურული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კი ბინის ორდერს გასცემდა შესაბამისი საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილი და რომ ამდენად, წარმოდგენილი 1993 წლის 14 დეკემბერს გაცემული №8- ორდერი არ იყო გაცემული დადგენილი წესით და ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია თადაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია. ამავე წერილით ნ---- წ-–--–-–---–ს მოეთხოვა დამატებით წარედგინა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი. კერძოდ: საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ანდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, ანდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის წარმომადგნელის სამართლებრივ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულება ძალაშია წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროსაც. მართალია, კოდექსის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებაზე მითითებულია, რომ იგი საქართველოს 2013 წლის 09 ივნისის №1037 კანონით ძალადაკარგულია 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, თუმცა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში 2013 წლის 08 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულებები და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები ინარჩუნებს იურიდულ ძალას საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის მოქმედების შემდეგ მიღებული შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე. ასეთი დადგენილება კი საქმის განხილვის დროისათვის მიღებული არ არის. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულება და აღნიშნულის საფუძველზე დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს სწორედ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულების საფუძველზე დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების 1-ლი მუხლის შესაბამისად ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. მოხმობილი დებულების მე-2 მუხლის თანახმად ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №-- ბრძანებულებით დადგენილი წესით ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.
განსახილველი დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ.ა“, ,,ბ.ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე“.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობის გაცემის შესახებ თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 07 აპრილის №241 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ცნობის გაცემის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს, ხოლო სარდლის ან სარდლის მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში - მის მოადგილეს. ამავე ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობის ფორმა.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე გარდაცვლილია, ბინის პრუივატიზების უფლებამოსილება აქვს მის მემკვიდრეებს მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის საფუძველზე.
ამდენად, მოსარჩელე ნ---- წ-–--–-–---–მა, როგორც გარდაცვლილ ვ----– რ-----ის პირველი რიგის კანონით მემკვიდრემ და შესაბამისად ამ უკანასკნელის სამკვიდრო აქტივის მიმღებმა პირმა, სავსებით მართებულად მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას ქ.ქუთაისში, ნ----- ქ. №--, ბინა №1--, ოთახი №---ში მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის № 2-- ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობის გაცემის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებულ სამართლებრივ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ მაიორ ვ----– ა-–----------ს ძე რ-----ის მიმართ 1993 წლის 14 დეკემბერს გაცემული №8- ორდერი არ წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №6-- დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად გაცემულ დოკუმენტს იმაზე აპელირებით, რომ საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის მიერ ორდერები გაიცემოდა მხოლოდ დახურულ სამხედრო ქალაქებში, ხოლო სამხედრო ქალაქი №-- (ქუთაისი, ნ----- ქუჩა), რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა 1993 წლის 07 ივლისს №-- მიღება-ჩაბარების აქტით, არ წარმოადგენდა დახურულ სამხედრო ქალაქს.
ზემოაღნიშულ თვალსაზრისთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აპელანტი ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ორდერი ნამდვილად გაცემულია მაიორ ვ----– რ-----ესთან მიმართებით 1993 წლის 14 დეკემბერს სწორედ იმ ბინაზე, რომელსაც დღემდე მართლზომიერად ფლობენ მოსარჩელენი. ამასთან ადმინისტრაციული ორგანო მოკვლეული მასალებით, სახელდობრ ჯარების ლოგისტიკური უზურნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის დასავლეთ ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით თავადვე დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ----– რ-----ის სახელზე 1993 წლის 14 დეკემბერით დათარიღებული №8- ორდერის გაცემის საფუძვლებს წარმოადგენდა განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ 10144-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტი და ვ----– რ-----ის 1993 წლის 26 თებერვლის პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ, რაც ნათლად ცხადჰყოფს იმას, რომ განმცხადებლის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ სამხედრო ნაწილ 10144-ის 1993 წლის 10 აგვისტოს აქტში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად საბინაო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა შემოწმების აქტი და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება ზემოხსენებული ორდერის ვ----– რ-----ეზე გაცემის შესახებ და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შენიშვნის სახით ორდერის გაცემამდე ორიოდე თვით ადრე გამოცემულმა ნორმამ ასეთის უფლებამოსილება მიანიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსაც, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილს არ უკრძალავდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა შესაბამისი ორდერის საფუძველზე უვადო სარგებლობაში გადაეცა სამხედრო მოსამსახურე მიორ ვ----– რ-----ის ოჯახისათვის. ამასთან მოცემული ორდერი ძალაშია, არ არის გაუქმებული და ის წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლების დამდგენ დოკუმენტს.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნაქტის შესაბამისად , საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები. ამდენად, ნორმატიული აქტით განისაზღვრა ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინები არ ექვემდებარება პრივატიზაციას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 04 დეკემბრის M---------------- წერილის თანახმად, საცხოვრებელ ფართს მდებარე- ქ. ქუთაისი, ნ----- ქ----, ბინა №1--, ოთახი №--, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 07 აპრილის № 4-- ბრძანებით მოხსნილი აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანებით მინიჭებული სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სტატუსი;
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ვალდებული იყო ნ---- წ-–--–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით საფუძვლიანად მოეძია ინფორმაცია და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ემსჯელა და გაეცა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ცნობა. ამდენად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 06 აგვისტოს M------------- წერილით ნ---- წ-–--–-–---–ს კანონსაწინააღმდეგოდ ეთქვა უარი ცნობის გაცემაზე და ამავე წერილითვე არასწორად მოეთხოვა დამატებით წარედგინა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი. კერძოდ, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ანდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, ანდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს, რადგან მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი ჰქონდა სწორედ მოხმობილი დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი - საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. დასახელებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც განსახილველ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად სახეზეა.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, როგორც უკვე ზემოთ -გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების საწყის ეტაპზევე აღინიშნა,სააპელაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გადმოცემულ როგორც აპელანტის, ასევე მოწინააღმდეგე მხარის სამართლებრივ პოზიციას და მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) ნაცვლად ამ პუნქტით დადგენილი მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- 1----------ის შესახებ სრული ინფორმაციის გაცემისა, უნდა დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ შესაბამისი ცნობის გაცემა .
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) ნაცვლად ამ პუნქტით დადგენილი მოსარჩელეთა სარგებლობაში არსებული ბინის - მდებარე: ქ. ქუთაისი, ნ----- 1----------ის შესახებ სრული ინფორმაციის გაცემისა, დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №2-- ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ შესაბამისი ცნობის გაცემა;
3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
გოჩა აბუსერიძე
შოთა სირაძე